თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ ჯიშთაშორისი გუნდური შეჯიბრი

პოსტის ავტორი: Bone May 20 2013, 20:03

ოთხშაბათს . სამთო ქიმიის შენობაში. სნადირო მეძაღლეობის საზოგადოება სავარაუდოდ მოწყობს, კენჭისყრას. ამ შაბათი-კვირისთვის დაგეგმილი ინგლისური მეძებრების შეჯიბრისთვს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 21 2013, 07:55

პასს

პოსტის ავტორი: kajuberi May 21 2013, 09:57

დრო იქნება დაწეროთ კენჭისყრა რომელ საათზეა

პოსტის ავტორი: Bone May 21 2013, 10:19

14:00 ზეა ხოლმე

პოსტის ავტორი: i.gor May 21 2013, 11:25

შემდეგი წინიდადება მექნება თქვენთან , თუ ვინმე არის შეჯიბრში მონაწილეობის მსურველი და ვერ მოდის კენჭისყრაზე ჩაეწერეთ სიაში აქ ფორუმზე ხვალ 12 საათამდე და მე ჩაგრთავთ თქვენ კლუბის სიაში და მერე გაგაგებინებთ გამოსვლის ნომრებს:
1.
2.
3.


ციტატა(ჭალიმგელა @ May 21 2013, 08:55) *
პასს



რატომ ესე პასსიურად.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 21 2013, 11:34

i.gor
ერთი წელი აღარა ვარ გამყვანი. არ დაიმსახურა

მერეც შევხედავ რას იზამს

პოსტის ავტორი: Bone May 21 2013, 11:38

ჭალიმგელა
კიდევ ერთხელ და კიდევ მემილიონეჯერ გეუბნები, ეგ არის გაუგებარი სიბრაზე შენი მხრიდან.
ძაღლი გაეკიდაო და არ გამოყავს კაცს, არა და ჩერდება ჩვეულებრივად.....დიპლომიც ხომ აიღო ერთი კვირის წინ........

ჭალო გონს მოეგე..

პოსტის ავტორი: Fishman May 21 2013, 11:44

ჭალიმგელა

ჭალო, ეგრე თუ იფიქრა ყველამ მაშინ არავინ არ უნდა გაიყვანოს. დაასახელე ისეთი სეტერი, რომელიც არ გაკიდებია. ერთი დღე გაიყვან, მოაჯენ და ეგ არის მზად იქნება შეჯიბრისთვის.

პოსტის ავტორი: Maverick May 21 2013, 12:23

i.gor მე გამოვალ შეჯიბრებაზე, ოღონდ შაბათშ არ მცალია, ქუთაისში მივდივარ დაკრძალვაზე, კვირას თუ გამიშვებთ მინდორში გამოვალ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 21 2013, 12:38

Bone
Fishman
მე სადმე ვახსენე რომ გამოკიდების გამო არ გამყავს? აზრს ვეღარ ვხედავ რატომ უნდა გამოვიყვანო. ერთი დიპლომი აქვს. ეგ 74 ქულაზე ზემოთ ამსვლელი არ არის, ჰოდა იყოს სახლში რა. არც მე ვინერვიულებ და არც მაგას ვაწვალებ

პოსტის ავტორი: i.gor May 21 2013, 12:47

ციტატა(Nikolo @ 21st May 2013 - 13:23) *
i.gor მე გამოვალ შეჯიბრებაზე, ოღონდ შაბათშ არ მცალია, ქუთაისში მივდივარ დაკრძალვაზე, კვირას თუ გამიშვებთ მინდორში გამოვალ


ეს მოგვარებადია,თუ კენჭისყრით მოგიწია შაბათი იქვე შეძლებ გაუცვალო ვინმეს კვირაზე.

ჭალიმგელა

ესე რომ მეფიქრა შენი ძაღლი არ დაიბადებოდა , მინიმუმ ათ ჯერ უნდა მომეკლა მამამისი რაც მაგან მეორე ხარისხის დიპლომები გააფუჭა ამ გაკიდებებით. და ეხლა მაგის შვილმა უკვე ორჯერ მოახერხა იგივე მაგრამ ხვალ მაინც უნდა ვცადო კიდე ერთხელ იქნებ მოვახერხოდ შეჯიბრამდე.

პოსტის ავტორი: i.gor May 21 2013, 13:01

ციტატა(Chalimgela @ 21st May 2013 - 13:38) *
ეგ 74 ქულაზე ზემოთ ამსვლელი არ არის, ჰოდა იყოს სახლში რა. არც მე ვინერვიულებ და არც მაგას ვაწვალებ


ეგ დიაგნოზი რატომ დაუსვი მაგას ? არამგონია რომ მას მეტის პოტენციალი არ ქონდეს თუ კარგი პირობები შეხვდა და კარგ ხასიათზე იქნა რა იცი რას იზავს. და კიდევ არამგონია რომ მაგისთვის ეს გასვლები წვალება იყოს ,მე ვფიქრობ პირიქით.

პოსტის ავტორი: tuesa May 22 2013, 09:04

მოგესალმებით!!! რა არის საჭირო რომ ძაღლი გამოვიYვანო???

პოსტის ავტორი: Fishman May 22 2013, 09:08

tuesa

სურვილი, ერთი საველე დიპლომი და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. ხო, მართლა აუცილებლად უნდა იყოს ინგლისური ჯიში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone May 22 2013, 16:42

სამწუხაროდ ვერ ჩავიგდე ხელში სია. ყველამ დაწეროს რომელ ნომრად გამოდის რომელ დღეს

ბონე # 3 შაბათი
ვიტო #5 კვირა
კაჯუბერა # 6 შაბათი
....
....
....

პოსტის ავტორი: gagrinski May 22 2013, 17:36

ეგ შეჯიბრი კი მართლა მაგრად მაინტერესებს thinking.gif არისტოკრატებს ვნახავ ashh.gif

პოსტის ავტორი: Don. vano May 22 2013, 17:56

ინგლისური მეძებრების შეჯიბრი აღარ გაიმართება. ტარდება ჯიშთაშორისი შეჯიბრი ანუ... ოთხ - ოთხი ძაღლი აარჩიეს სექციის თავმჯდომარეებმა თითოეულ ჯიშში.

ინგლისური სეტერებიდან გამოდიან

გია ადიკაშვილის - ლელი
თემურ ლომიძის- ფეფო
ნოდარ როსტიაშვილის - ტომი
ვანო დონჯაშვილის - ჯიმი

პოსტის ავტორი: Fishman May 22 2013, 18:01

ვააა საინტერესოააა საინტერესოააა! არ ღირს ამ სანახაობის გამოტოვება!

პოსტის ავტორი: ზაზა May 22 2013, 20:48

ოთხივე სეტერი რამდენიმე მეორე ხარისხის დიპლომიანია. გერმანულებშიც კაი სასტავია,მეორე ხარისხის დიპლომებს არც ისინი უჩივიან.
პირადად პოინტერების წარმატება მინდა, მაგრამ წელს ვერაა კარგად საქმე...

პოსტის ავტორი: levani100 May 22 2013, 21:10

კურცჰაარების გუნდი.

"ვესტო" - ტარას კვარაცხელია. small3d018.gif
"დებრა" - გია ესიავა. small3d018.gif
"ლაკი" - აკაკი გობრონიძე. small3d018.gif
"ჯინა" - თემურ შურღაია. small3d018.gif

ძალიან შთამბეჭდავი შემადგენლობაა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: nik@a May 22 2013, 21:12

პინტერების შემადგენლობა არავინ იცის ? როგორ მინდა წამოსვლა :/

პოსტის ავტორი: megreli May 22 2013, 21:31

ციტატა(niko @ 22nd May 2013 - 17:42) *
ბონე # 3 შაბათი
ვიტო #5 კვირა
კაჯუბერა # 6 შაბათი



nik@a

ესენია პოინტერები,ერთი წევრი აკლია როგორც მივხვდი თუ მხოლოდ ეს სამი არ გამოდის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a May 22 2013, 21:34

ვაახ რა სულსწრაფია ეს კაცი... ეგ ჩამოწერეს როცა იგეგმებოდა ინგლისურების შეჯიბრი, ახლა კი შეიცვალა რაცხარუცხები და ჯიშთაშორისი შეჯიბრებებია.

პოსტის ავტორი: megreli May 22 2013, 21:39

ბონეს პოსტის დროს რომ დავუკვირდეთ არ უნდა იყოს ძველი რადგან სამთო ქიმიის შენობაში დღეს მეც ვიყავი და წესით მაშინ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება....
მერე თუ დაურეკეს ყველას არ ვიცი...
ნუ კაი მე ბოდიში თუ შეცდომაში შეგიყვანე newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 22 2013, 22:52

პოინტერისტების სიას რო გადავხედე, გამოდის, რომ ოჩოელები ეჯიბრებიან დანარჩენ სამყაროს

პოსტის ავტორი: giga_megu May 22 2013, 23:24

საწყენია წელს პოინტერების ესე შემცირება და დაკნინება :'(

პოსტის ავტორი: levani100 May 23 2013, 08:19

ციტატა(nik@a @ May 22 2013, 22:34) *
ვაახ რა სულსწრაფია ეს კაცი... ეგ ჩამოწერეს როცა იგეგმებოდა ინგლისურების შეჯიბრი, ახლა კი შეიცვალა რაცხარუცხები და ჯიშთაშორისი შეჯიბრებებია.

ახალია ეგ სია გუშინდელია. მეოთხეს გვარს ვერ ვიხსენებ, დათო ქვია თემური შურღაიას მეგობარია, შავხალიანი ხვადი ყავს.
მოდერებმა იქნებ თემის სათაური შეცვალოთ? "ჯიშთაშორისი გუნდური შეჯიბრი."

პოსტის ავტორი: Bone May 23 2013, 08:54

მზადაა ლევან

პოსტის ავტორი: achiko-l May 23 2013, 09:01

მარტო ოთხი ძაღლი გამოდის ერთი ჯიშიდან?თუ შეიძლება კიდე დაემატოს?

პოსტის ავტორი: levani100 May 23 2013, 09:35

ციტატა(niko @ 23rd May 2013 - 09:54) *
მზადაა ლევან

მადლობა ნიკა, გაიხარე.
ციტატა(archilich @ 23rd May 2013 - 10:01) *
მარტო ოთხი ძაღლი გამოდის ერთი ჯიშიდან?თუ შეიძლება კიდე დაემატოს?

achiko-l დამატებით აღარ დაემატება. ასე შეარჩიეს სექციებმა, შედარებით მაღალი სამუშაო თვისებების მქონე პერსპექტიული ძაღლები. თანაც, უფრო სანახაობრივი და აზარტული იქნება.


პოსტის ავტორი: achiko-l May 23 2013, 09:43

გასაგებია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 23 2013, 11:49

ესე იგი 3 ჯიში მონაწილეობს მხოლოდ?

პოსტის ავტორი: levani100 May 23 2013, 12:14

ციტატა(Fishman @ May 23 2013, 12:49) *
ესე იგი 3 ჯიში მონაწილეობს მხოლოდ?

დიახ ბატონო.

პოსტის ავტორი: hunter88 May 23 2013, 14:39

მართლაც ძაან საინტერესოა. წარმატებები ყველას!! განსაკუთრებით პოინტერისტებს, აბა თქვენ იცით.

პოსტის ავტორი: GIGO May 24 2013, 09:20

გუნდიდან რამდენი ძაღლის შედეგით ჯამდება საბოლოო გუნდური შედეგი. 3 საუკეთესო თუ 4 ?


პოსტის ავტორი: ზაზა May 24 2013, 10:10

კენჭისყრის შედეგები დაზუსტებით რო დაიდოს და წესებიც, რაც გიგომ იკითხა, საინტერესო იქნებოდა


პოსტის ავტორი: giga_megu May 24 2013, 11:24

ტარდება ვაბშე??

პოსტის ავტორი: ზაზა May 24 2013, 12:17

დაწერეთ ტარდება არ ტარდება, მიდიხართ არ მიდიხართ. რა ხდება გაგვაგებინეთ

პოსტის ავტორი: zura. n. May 24 2013, 14:24

სად ტარდებ შეჯიბრი და რომელ საათზე იწყება?

პოსტის ავტორი: nikoloz dvali May 24 2013, 17:57

დიდი ბოდიშით
შეიძლება წერია და არ ვიცი მარა მაინტერესებს სად როდის, ტარდება ეს შეჯიბრება ზუსტად თუ მეტყვით. ბოდიშით შეუწუხებისთვის)

პოსტის ავტორი: Fishman May 24 2013, 19:44

nikoloz dvali

არ ვიცით ნიკოლოზ ჯერ. ისიც არ ვიცით ტარდება თუ არა, ჯერჯერობით.

პოსტის ავტორი: Bone May 24 2013, 19:55

ტარდება აუცილებლად!

ზღვაზე.......

ვისაც შეგიძლიათ იქნებ თან გამიყოლოთ დილით, უმანქანოდ ვარ. სიაში ვწერივართ მე და ჯილდა, ხვალე გამოვდივართ.
თუ ვინმეს ადგილი გექნებათ მადლობელი დაგრჩებით.......

პოსტის ავტორი: Gobrona May 24 2013, 19:56

ბიჭებო ხვალ ტარდება თბილისის ზღვაზე 5:30 იწყება, რამდენადაც ეხლა გავიგე

პოსტის ავტორი: megreli May 24 2013, 21:10

Bone
მეც შენს დღეში ვარ :(

ციტატა(niko @ 24th May 2013 - 20:55) *
ვისაც შეგიძლიათ იქნებ თან გამიყოლოთ დილით,

ციტატა(niko @ 24th May 2013 - 20:55) *
თუ ვინმეს ადგილი გექნებათ მადლობელი დაგრჩებით.......


გვიშველის ვინმე ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Don. vano May 24 2013, 21:34

გიგო, გუნდის შედეგი ჯამდება 3 საუკეთესოს შედეგით.

პოსტის ავტორი: gagrinski May 24 2013, 22:33

ხვალ კიდევ ერთხელ დავტკბები, რა თქმა უნდა სეტერებს ფავორიტებად ვთვლი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად სხვა ცუგებისადმი cooldog.gif ashh.gif

პოსტის ავტორი: nikoloz dvali May 25 2013, 09:21

დილის 5 ზე თუ საღAმოს????/

პოსტის ავტორი: ბაბუ May 25 2013, 09:29

ვულოცავ აკაკი გობრონიძეს დამის კურცჰაარს "ლაკის" კიდევ ერთი მე-2 ხარისხის დიპლომის მიღებას! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: gagrinski May 25 2013, 10:27

ლაკი მართლა მაგარი ძაღლია რა, გაწონასწორებული ფსიქიკა, კარგი ყნოსვა, დამჯერობა, მუშაობის ხალისი რავიცი რა ჩამოვთვალო, ბრავო აკაკის small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 25 2013, 10:37

მოკლედ, ლაკი მეორე ხარისხის გარეშე მინდვრიდან არ გამოდის D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski May 25 2013, 10:41

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ სვალეს ჩატარების ორგანიზება სხვანაირად უნდა მოხდეს, იქიდან დავიწყოთ რომ კარგი ძაღლები უფრინველოდ დარჩნენ, ამდენი უკულტურო კიდევ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებში არ მინახავს, ეუბნები საველე ტარდება გამოიყვანე ძაღლი მინდვრიდან-მაინც ვირივით აგრძელებს მინდორში მოძრაობას. მწყერი დამფრთხალი არარ ქვია, მე მგონი უკვე ხოხობივით იმალება ბუჩქნარში და ეკალბარდებში ამდენი ძაღლისა და კაცის გადამკიდე. ვფიქრობ საველესთვის გარემოსდაცვასთან და სოფლის მეურნეობასთან ერთად უნდა გამოიყოს ტერიტორია სადაც შეძლებ მშვიდად საველეზე გაყვანას, ან სანადირო მეურნეობებში.

პოსტის ავტორი: Bone May 25 2013, 11:00

newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: ბაბუ May 25 2013, 11:42

gagrinski
უფრო დეტალურად მოგვიყევი რა მოხდა?

პოსტის ავტორი: nikoloz dvali May 25 2013, 12:04

ანუ კმაყოფილემი ღ ხართ ხომ? ?

პოსტის ავტორი: hunter88 May 25 2013, 12:53

ვულოცაც აკაკის და მის ოთხფეხა მეგობარს small3d018.gif small3d018.gif წარმატებები ხვალინდელ მონაწილეებს!!

პოსტის ავტორი: Gobrona May 25 2013, 12:59

დიდი მადლბა ბიჭებო სუყველას. იმედია ტემპს არ დააგდებს ეს ცუგა და ასე გააგრძელებს newsmile027.gif

ისე ამინდი იყო მაგარი. მეხუთე გავედი და მაინც გრილოდა newsmile05.gif თან მწყრის ძებნა ბევრი არ მომიწია გადამჟდარზე ვამუშავეთ ლაკი, მაგრამ ჩოტკათ დაამუშავა.

რაც შეეხება თვითონ ტურნირს ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და გადამწყვეტი ხვალინდელი დღე იქნება. ამ შეჯიბრზე აბსოლიტურად ყველა ძაღლი ანგარიშგასაწევია, ტაკ შტო ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი.

ნუ უკულტურობაზე და რაც იქ ხდება საველე შეჯიბრებების დროს საუბარიც ზედმეტია უკვე. იმედია ნელ ნელა მაგ საკითხსაც ეშველება და ხალხის შეგნებამდე დავა. რავიცი ამ ფორუმზე არ შემოდიან ხოლმე ნეტა wtfg.gif

პოსტის ავტორი: gagrinski May 25 2013, 15:00

რა უნდა მომხდარიყო სხვა გარდა იმისა რომ არ გაცლიან ძაღლის გამოცდას და ვიღაც უზრდელები სადაც ძაღლი უნდა შეიყვანო მინდორს ყველა მიმართულებით კვეთენ, გარდა ამის ამწყერი საშინლად დამფრთხალია და რასაც ქვია არ არის

პოსტის ავტორი: megreli May 25 2013, 15:09

newsmile041.gif
საერთო ჯამური ქულებით ინგლისური სეტერები ლიდერობენ newsmile027.gif მესამე ხარისხის დიპლომი აიღო 73 ქულით ვანო დონჯაშვილის ინგლისურმა სეტერმა "ჯიმიმ" და მესამე ხარისხის დიპლომი აიღო ნოდარ როსტიაშვილის ინგლისურმა სეტერმა "ტომიმ".... small3d018.gif small3d018.gif

პოინტერებს ისევ არასახარბიელო შედეგები აქვთ ehh.gif
კურცჰაარისტებს ვულოცავ ლაკის წარმატებას d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: giga_megu May 25 2013, 15:40

ციტატა(megreli @ May 25 2013, 16:09) *
newsmile041.gif
საერთო ჯამური ქულებით ინგლისური სეტერები ლიდერობენ newsmile027.gif მეორე ხარისხის დიპლომი აიღო 73 ქულით ვანო დონჯაშვილის ინგლისურმა სეტერმა "ჯიმიმ" და მესამე ხარისხის დიპლომი აიღო ნოდარ როსტიაშვილის ინგლისურმა სეტერმა "ტომიმ".... small3d018.gif small3d018.gif

პოინტერებს ისევ არასახარბიელო შედეგები აქვთ ehh.gif
კურცჰაარისტებს ვულოცავ ლაკის წარმატებას d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ჯიმიმ აიღო მესამე ხარისხი როგორც მახსოვს ,მარა მაინც სეტერი ლიდერობენ

პოსტის ავტორი: nikoloz dvali May 25 2013, 15:51

ლაკის მეც ვულოცავ გამარჯვებას newsmile05.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: megreli May 25 2013, 16:11

ციტატა(giga_megu @ 25th May 2013 - 16:40) *
ჯიმიმ აიღო მესამე ხარისხი

dastur.gif

პოსტის ავტორი: achiko-l May 25 2013, 16:32

იქნებ დაწეროთ ვინ რამდენი ქულა აიღო.ვინ საერთოდ ვერ აიღო და რა მიზეზებით.

პ.ს. დღეს რამდენი ძაღლი გადიოდა?

პოსტის ავტორი: giga_megu May 25 2013, 17:18

ციტატა(megreli @ May 25 2013, 17:11) *
ვითომ ? wtfg.gif
რაღაც არამგონია რომ ვცდებოდე...

ცდები!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: simona May 25 2013, 17:25

ერთი კაცი კამერით გამყოლი რომ დაYვებოდეს კარგი იქნება. სამახსოვროთაც დარჩება და ბევრი იხილავს და ცოტა რამესაც ისჭავლის . მე პირადათ მოუცლელობის გამო ვერ დავესწარი და გული მწყდება. ვილოცავ ყველას თავისი ძაღლის წარმატებებსსს.

პოსტის ავტორი: hunter88 May 25 2013, 17:33

მე როგორც გავიგე დილით დღეს მხოლოდ აკაკის კურცჰარმა მიიღო შეფასება 2 ხარისხი ქულები არ ვიცი.. ოთხ ძაღლს არ შეუხვდა მწყერი.! ჩემი ინფორმაციით!! მეექვსე ნომრად ჩემი პოინტერი გამოდიოდა ჩემ ძმას და თქვენ კლუბის წევრს Kაჯუბერას გამოყავდა...! სამწუხაროდ გაეკიდა.. წლევანდელი პოინტერების პრობლემა მგონი მეპატრონეებია სათანადოდ ვერ მოვიცალეთ ძაღლებისთვის..

თუ ვინმეს გაქვთ ზუსტი ინფორმაცია ვინ რა ქნა დღეს გაგვაცანით.. მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: aragveli May 25 2013, 17:40

ციტატა(hunter88 @ May 25 2013, 18:33) *
წლევანდელი პოინტერების პრობლემა მგონი მეპატრონეებია სათანადოდ ვერ მოვიცალეთ ძაღლებისთვის..

თუ ვინმეს გაქვთ ზუსტი ინფორმაცია ვინ რა ქნა დღეს გაგვაცანით.. მადლობა წინასწარ

ნეტავ მართლა ეგრე იყოსს.

პოსტის ავტორი: gagrinski May 25 2013, 17:50

დღეს მიიღო სამმა ძაღლმა შეფასება დონჯაშვილის და როსტიაშვილის სეტერებმა მესამე ხარისხი და გობრონიძის კურცჰჰაარმა მეორე ხარისხი.!!! ვერ ვიტყვი რომ სეტერებისთვის თან ესეთი გამოცდილებისთვის გადასარევი შედეგი იყო, კაჯუბერს რომ პოინტერი გამოყავდა იმაზე გული დამწყდა რომ არ გაკიდებოდა ექნებოდა ნორმალური შედეგი. ტოშას ვესტოს და ბონეს ჯილდას სამწუხაროდ არ შეხვდათ მწყერი

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 25 2013, 17:56

ციტატა(dato gagrinski @ 25th May 2013 - 18:50) *
ტოშას ვესტოს და ბონეს ჯილდას სამწუხაროდ არ შეხვდათ მწყერი

აი ეს ყველაზე "პაზორნი" რამეა შეჯიბრზე, ძაღლს ამზადებ, წვალობ და ამ დროს ფრინველი არ გხვდება.........

პოსტის ავტორი: ზაზა May 25 2013, 18:54

გობრონას კურცხაარს დებიუტი შარშანწინ ჰქონდა ბაზალეთზე ოჩოპინტრეს თასზე და მაშინ ყველამ აღნიშნა, დიდი მომავალი აქვსო. აქაც გილოცავ.
სტილით, ყნოსვით, აზარტით ...ბევრი სხვა თვისებით გამორჩეულია და დამსახურებულად ლიდერობს.

პოსტის ავტორი: levani100 May 25 2013, 20:59

Gobrona & "ლაკი" ბრავო! მემგონი ლაკის უკეთესი შედეგი, უფრო მეტი შრომის შედეგია, ვიდრე ადრე ახერხებდი. თანაც დაკაცდა, დაბრძენდა "ლაკი." კარგია როდესაც ძაღლი, "მოგყვება" სწავლაში, პროგრესირებს და გიფასდება შრომა. გილოცავ მორიგ წარმატებას. small3d018.gif

პოსტის ავტორი: Taras.K May 26 2013, 07:58

კურცჰარებმა მოიგეს შეჯიბრი და შეგიძლიათ მოულოცოთ

მოკლედ შევაჯანებ კურცხარების გუნდის შედეგებს

1. გობრონა და ლაკი 79 ქულა II ხარისხი
2. ტუტულა და დებრა 78 ქულა II ხარისხი
3. თემო და ჯინა 68 ქულა III ხარისხი
4. მე და ვესტო ფრინველის და შესაბამისად დიპლომის გარეშე დავრჩით

გუნდური ქულა არის 79+78+68+25+25=275 ქულა (25 ქულა ემატება II ხარისხის დიპლომისთვის)

პოსტის ავტორი: Gobrona May 26 2013, 08:16

ზაზა და levani100 დიდი მადლობა newsmile027.gif

ლაკის რაც შეეხება ასე ვფიქრობ რომ უფრო დაკაცდა და ცოტა დაჯდა, დადინჯდა.

თუმცა ვფიქრობ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მომჯდარი და დადინჯებული შეხვდება. სამი წლის ხდება და ჯერ 2 სეზონი ქონდა მხოლოდ aba-me-ravi.gif

პოსტის ავტორი: Taras.K May 26 2013, 08:18

რაც შეეხება ვესტოს სანწუხაროდ წელს ვერ შევძელი ძაღლის პოტენციალის გახსნა. ეს იყო პირველი საველე წელი, გამოცდილება მივიღეთ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვი მე პირადათ, ბევრი სწორი რჩევა მივიღეთმ და შენდეგი წლისთვის შევეცდებით გამოსწორებას.
ფრინველი არ შეგვხდა, როგორც ბევრ ვინმეს, გობრონას თქმის არ იყოს, გადანჯდარზე ამუშავეს ორი ძაღლი.
ჯერ ნოდარ როსთიაშვილი უფრინველოდ რჩებოდა და ბოლო წუტზე ერთ ერთ არბიტრს აუფრინდა ფეხიდან მწყერი და გადანჟდარზე მიიყვანეს, შემდეგ გობრონას ლაკიმ დაამუშავა იგივე მწყერი ორჯერ ზედიზეთ უბრალოდ ლაკიმ ეს ბრწყინვალედ ქნა და გობრონას შრომის შედეგიც სახეზე იყო. ჩვენ კიდე, დღევანდელი გადასახედიდან როგორც ჩანს, არასწორად შევედით და ვერც ვესტომ ვერც მე და ვერც არბიტრების სამ კაციანმა გუნდმა მწყერი ვერ ვმახეთ :-), მიმდვრიდან რო გამოვედით, იქვე მჯდომმა კაცმა გვითხრა რო თკვენამდემ აქ 7 ძაღლი გაატარესო, გაგრინსკი რო ახსენებს იმ ხალხმა, ჩვენ კიდე არ ვიციდით :-)

პოსტის ავტორი: ბაბუ May 26 2013, 08:26

გია ესიავას და მის ბრწყინვალე კურცჰაარს"დებრას" ვულოცავ მორიგ მეორე ხარისხის დიპლომის აღებას!!!!!!!!!!!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
კურცჰაარების გუნდს ვულოცავ გუნდურ გამარჯვებას! newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

თან აქვე არ შემიძლია არ წავიტრაბახო და კიდევ ერთხელ სიამაყით ხაზი არ გაუსვა იმას,რომ "დებრა" და "ლაკი" ჩემი "ვოლფის" მშობლებია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! neam.gif

newsmile045.gif newsmile045.gif
მე პირადად ,ვთვლი რომ წლევანდელი "ციციშვილიც" "დებრამ" მოიგო!

პოსტის ავტორი: Taras.K May 26 2013, 08:42

ტუტულას დებრას რაც შეეხება ყველამ იცის რომ სტაბილურად II ხარისხის დილომზე მომუშავე ძაღლია, და ძალიან მაგრად დაყენებულია, დღეს გამოვიდა და ცივსისხლიანად წერტილი დაუსვა ინგლისელებს:-) გობრონამაც მიაღწია იმ კონდიციამდე როდესაც ლაკიმ საუკეთესო თვისებების გამომჟღავნება შეძლო. ჩვენი დიპლომი კი მხოლოდ ვესტოს ბუნებრივი თვისებებით და ჩემი ხელის შესლით იყო განპირობებული :-)

პოსტის ავტორი: Don. vano May 26 2013, 08:46

ვულოცავ გამარჯვებას კურცხარისტებს. ნამდვილად კარგია რომ ასეთი პროგრესია კურცხაარებში. წესით მომავალ წელს გაცილებით დაიძაბება მდგომარეობა (რამდენიმე კარგი ძაღლი უნდა გამოჩნდეს კურცხარებში) რაც აშკარად მეტ კონკურენციას შექმნის და შეჯიბრსაც კარგ ელფერს შემატებს.

ბაბუ ეხლა მთლად ნუ გადაგვისვავ ხაზს...... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 26 2013, 09:14

წელს აშკარად კურცხაარების წელია. დებრა მართლა ძალიან ძლიერია. ნებისმიერ შეჯიბრზე აქვთ ლაკის და დებრას მაღალი დიპლომის შანსი.
ვულოცავ კურცხაარისტების გუნდს გამარჯვებას.
ამ ორმა შეჯიბრმა ბევრი რამ დაგვანახა ყველას. წესით დასკვნების გამოტანა არ უნდა იყოს ძნელი, რა ხდება სხვა ჯიშებში...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 26 2013, 09:38

ბონეს უკვე მეორეჯერ არ შეხვდა მწყერი.

კაჯუბერს ყოლია კიდევ, პოინტერები დანარჩენები ვინ იყვნენ?

პოსტის ავტორი: Bone May 26 2013, 10:42

გილოცავთ გამარჯვებულებო !
d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: hunter88 May 26 2013, 12:40

ვულოცავ კურცჰარებს და კურცჰარისტებს გამარჯვებას წელს მართლაც დამსახურებულათ ლიდერობენ. სეტერებს უკეთესათაც შეეძლოთ. პოინტერები ცუდ დღეში არიან წელს!! Vიმედოვნებ რამე შეიცვლება მომავალი წლისთვის პოინტერისტები გამოფხიზლდებიან!

პოსტის ავტორი: ზახარა May 26 2013, 12:48

გილოცავთ ყველას !! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a May 26 2013, 13:11

ვულოცავ კურცჰარისტებს. დამსახურებისამებრ.

პოსტის ავტორი: Gobrona May 26 2013, 14:07

მადლობთ ბიჭებო.
მგონი კაი წამოწყება იყო ეს ჯიშთაშორისი შეჯიბრი და Kარგი იქნება თუ მსგავს შეჯიბრებებს უფრო ხშირად Mოვაწყობთ.


პოსტის ავტორი: Gobrona May 26 2013, 14:07

მადლობთ ბიჭებო.
მგონი კაი წამოწყება იყო ეს ჯიშთაშორისი შეჯიბრი და Kარგი იქნება თუ მსგავს შეჯიბრებებს უფრო ხშირად Mოვაწყობთ.


პოსტის ავტორი: Fishman May 26 2013, 16:03

გილოცავთ აბა კურცჰაარისტებს ამ წარმატებას!

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 26 2013, 21:22

მინდა მოვულოცო კურცჰარისტებს ეს გამარჯვება. რაც შეეხება ამ კამათს მემგონი არ არის სწორი ამ თემებზე აქ საუბარი , თუ ვინმეს რამე სათქმელი აქ მოვიდეს ოთხშაბათს კლუბში და იქ ვისაუბროთ. მოდერებს ვთხოვ წაშალოთ ზედმეტი პოსტები. რატომღაც ემსგავსება ეს თემა სხვა ქვეყნების ფორუმის ზოგიერთ თემებს სადაც ინტრიგების გარადა ვერაფერს წაიკითხავ .

პოსტის ავტორი: levani100 May 26 2013, 21:51

Giorgi_M გეთანხმები 1000%. ექსპერტების შეფასებით უკმაყოფილო ხალხმა, პრეტენზია გამოვთქვათ ადგილზე, ან კლუბში.
კიდევ ერთხელ ვულოცავ, კურცჰაარებს გამარჯვებას! ვისაც ხელი მოეცარათ, მომავალში მიეღწიოთ მათთვის სასურველი შედეგისათვის.
წინ "ოჩოპინტრეს თასი"-ა.



პოსტის ავტორი: Davitus May 26 2013, 22:13


არათემატური პოსტები გადატანილია



არათემატურს პოსტებს ნუ დებთ ძალიან გთხოვთ ყველას. შეძლებისდაგვარად თავი შეიკავეთ, ამ განყოფილებას ისედაც ვერ ალაგებენ სრულყოფილად, იმის გამო რომ ზალიან ბევრი არათემატური პოსტი იდება. ნუ მაიძულებთ კანონის ძალით ვიმოქმედო.

პარივისცემით Davitus




კურცჰაარების გუნდს ვულოცავ გამარჯვებას.

პოსტის ავტორი: ჩიკა May 26 2013, 22:33

ვულოცავ კურცჰაარებს გამარჯვებას ეს ერთი და სხვა მრავალი მიხარია, რომ ჩემი ბერტას დედიკო ,, დებრა,, ასეთ წარმატებებს აღწევს იმედია მალე ჩვენც არ შევლახავთ დედიკოს წარმატებებს და დიპლომებს და ვასხელებთ.

პოსტის ავტორი: achiko-l May 26 2013, 22:55

კურცჰაარისტებო-არ შეჩერდეთ d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif
ბრავო small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: kupra May 27 2013, 07:03


კურცჰაარების გუნდს ვულოცავ გამარჯვებას. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 27 2013, 08:59

ბოლო ბოლო პოინტერები იყვნენ თუ არა????? არავინ ყოფილა რომ პასუხი გაგვცეს?

პოსტის ავტორი: kajuberi May 27 2013, 09:03

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 26th May 2013 - 10:38) *
კაჯუბერს ყოლია კიდევ, პოინტერები დანარჩენები ვინ იყვნენ?


ხო მყავდა მეც. რომ არ გაკიდებოდა რამეს გამოვკრავდით ხელს newsmile05.gif მარა მოვიხსენით.მომავალ წელს გამოვასწორებთ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 27 2013, 09:25

kajuberi
სხვა ვინ იყოთქო მაგას გავკივივარ, შენ რომ იყავი კი მიწერია მეც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 27 2013, 10:19

კარგი იქნება თუ ანალოგიური შეჯიბრის შემდეგ ოჩოდან ვინმე დადებს ყველა ძაღლზე ინფოს ქულების მიხედვით. გამარჯვებული რომ ვიცით კაია, მაგრამ ძაღლზე მეტი ინფორმაცია უნდა იყოს პუნქტების მიხედვით. ეს საქმე ვინმეს უნდა დაევალოს. მე ვიყავი ორივე დღე, მაგრამ ექპერტები მინდროში იყვნენ, ადრე წამოვედი. თუ აქ თემას ვხსნით, მაშინ ბოლომდე მივყვეთ, მერე ვთხოვოთ რომელიმე ექსპერტს მოკლედ დაახასიათოს შეჯიბრი და დავხუროთ თემა. მილოცვები კარგია, მაგრამ საქმე უნდა გაკეთდეს.

რაც შეეხება პოინტერებს, წელს საველეც კი ვერ აიღო ვერც ერთმა, მე ვერ ვიხსენებ. ჩემი პოინტერი ერთი წლისაა და ათასი მიზეზი მაქვს, რის გამოც ვერ გავიყვანე. ამ ჯიშში კატასტროფული მდგომარეობაა. თხოვნა მაქვს ოჩოელებთან ვისაც გყავთ საბუთიანი პოინტერი, არ შეაჯვაროთ დაუფიქრებლად. შეუთანხმდით ,,მაჩაბლის" კლუბს, გირჩევენ ექსპერტები, ნახეთ ძაღლის შეფასებები...

პოსტის ავტორი: dato6 May 27 2013, 11:17

ყველას გილოცავთ, განსაკუთრებით გამარჯვებულებს. ისე ფოტოები თუ დაიდება?

პოსტის ავტორი: hunter88 May 27 2013, 13:53

ციტატა(ჭალიმგელა @ May 27 2013, 09:59) *
ბოლო ბოლო პოინტერები იყვნენ თუ არა????? არავინ ყოფილა რომ პასუხი გაგვცეს?

ბონეს,,კაჯუბერას,, ტოშას!! ყავდა პოინტერები!! მეოთხე პოინტერი ვისი იყო არ ვიცი!

პოსტის ავტორი: aragveli May 27 2013, 13:58

მე-4 ერთი საგურამოელი "კაი ბიჭის" D.gif იყო. ვიქტორასი.

პოსტის ავტორი: ზაზა May 27 2013, 14:49

ციტატა(hunter88 @ May 27 2013, 14:53) *
ბონეს,,კაჯუბერას,, ტოშას!! ყავდა პოინტერები!! მეოთხე პოინტერი ვისი იყო არ ვიცი!





ტოშკას ამ შეჯიბრზე კურცხაარი ყავდა გამოყვანილი, ბატონი ვესტო.

პოინტერი ბონი კი რატომღაც არ გაყავს ხოლმე, არადა კაი მუშა ძაღლია.

მეოთხე პოინტერი იყო შავხალიანი მაგარი ექსტერიერის ხვადი, თუმცა კაი წვიმაში მოუწია ასპარეზობა და დარჩა უფრინველოდ

პოსტის ავტორი: megreli May 27 2013, 17:46

ციტატა(aleksandre @ 27th May 2013 - 14:58) *
საგურამოელი "კაი ბიჭის"

ეგ არ გამოცხადებულა ბოლო დღეს უნდა გამოსულიყო D.gif

პოსტის ავტორი: achiko-l May 28 2013, 11:12

იქნებ განმარტება გააკეთოთ ქულების გრაფაზე,როდესაც ძაღლი დიპლომს იღებს აღნიშნულ გრაფაში ჩაწერილი პირველი ქულა რაში დაიმსახურა ,მეორე -რაში,მესამე......და ა.შ.
ბევრი არის ვინც არ იცის მოცემული ქულების მნიშვნელობა.wtfg.gif




მაპატიეთ თუ არასწორ თემაში ვპოსტავ,მაგრამ შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და თუ არ არის ასეთი თემა იქნებ გახსნათ კომპეტენტურმა პირებმა.
მადლობთ წინასწარ. blashe.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 28 2013, 11:25

achiko-l

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=2359

პოსტის ავტორი: achiko-l May 28 2013, 12:15

Fishman
გაიხარე

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)