თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ სანადირო მეძაღლეობის გამოფენა 2014წ.(მდევრების რინგი)

პოსტის ავტორი: aragveli Jun 9 2014, 19:20

უფლის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამინდმაც დაგვაცადა და ხელი შეგვიწყო, მადლობა მინდა მოვუხადო აფსოლიტურად ყველა მონაწილეს და იმ ადამიანებს ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ლამაზი დღის, ლამაზად ჩატარებაში. ყველა ვხედავდით სხვის დაყრილ ნაგავს , ბიჭები როგორ კრეფდნენ და ტერიტორიას ასუფთავებდნენ. ასევე აუცილებლად უნდა ავგნიშნოთ ის ადამიანები ვინც რაიონიდან ათეულობით კილომეტრი გამოიარეს და ისე გვესტუმრნენ თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად.
ბევრს იმედი გაუცრუვდა, ზოგი გახარებული დარჩა, რას ვიზავთ ეს საქმე ასე მოითხოვს რიალურად უნდა უთხრა პატრონს რასაც წარმოადგენს მისი ოთხფეხა მეგობარი. მე უბრალოდ ერთი რაღაც აუცილებლად უნდა ავღნიშნო, ვიცი ახლა რაც მოხდება , წავლენ და ბრმად წავა იმ ძაღლებზე დართვები რომლებიც რინგზე პირველები იდგნენ, ნუ დართავთ ძუს ხვადზე მხოლოდ იმიტომ რომ რინგზე პირველი იდგა, აუცილებლად ნახეთ ხვადი საქმეში, მდევარი არის სანადირო ძაღლი და არა დეკორატიული ხელოვნების ნიმუში დადგე და ლამაზი ნახატივით უყურო. მე ზუსტად ვიცი გამოფენაზე წარმოდგენილი 32 ძაღლიდან ტყეში დიპლომზე მაქსიმუმ 2-3 ძაღლი თუ იმუშავებს მხოლოდ ისიც მეეჭვება. ასე რომ იმაზე წუწუნს რინგზე რა ნომრად იდგა და ვინ წინ იდგა ვინ უკან ფიქრს სჯობია, ტყეში უფო მეტი ვატაროთ ძაღლი და მდევრის დაგეშვაზე ცოტა მაინც მოვისმინოთ ან წავიკითხოთ. რინგზე ადგილის ვერ გაყოფაზე კამათი და დავა პირადად ჩემთვის სასაცილოა და მეტი არაფერი.
ახლა კი ზოგად ინფორმაციას დავწერ რინგების შესახებ. სულ წარმოდგენილი იყო 32 მდევარი, ამათგან 16 რუსული, 11 რუსული- ჭრელი და მხოლოდ 5 ესტონური მდევარი. ასევე აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ რიცხოვნული უპირატესობის გარდა ექსტერიერის მხრივაც , რუსულებში ჭრელებთან და ესტონურებთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ჭრელებში აქტიურად დგას კბილების პრობლემები, ესტონურები კი ტიტქმის ყველა მინიატურული ზომისააა და განვითარება აკლიათ.
პირველ ასაკობრივ ჯგუფში ხვადებში (რუსულები) წარმოდგენილი იყო 5 მდევარი. ხუთივემ მიიღო შეფასება "ძლიერ კარგი" რინგზე პირველი იდგა შადიმან შამანაძის კვალისა.
ამავე ასაკობრივის ძუებში სამწუხაროდ არცერთი მდევარი არ იყო წარმოდგენილი.
მე-2 ასაკის ხვადებში (რუსულები) წარმოდგენილი იყო 5 მდევარი . სამა მათგანმა მიიღო შეფასება "ფრიადი". ერთმა "ძლიერ კარგი" , ერთმა კი შეფასება "კარგი". რინგზე პირველი იდგა ზვიად მშვიდობაძის "ტაინა" შეფასებით "ფრიადი".
რომელიც გარდა ტიპიური საკმაოდ ეფექტური ექსტერიერისა , ასევე ტიპიური ჯიშისათვის დამახასიათებელი სვლით გამოირჩევა და თავი და კუდი , ჯიშისთვის დამახასიათებელ მდგომარეობაში უჭირავს. ეს იმიტომ დავწერე რომ ამ ძაღლთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვა გაჩნდა და ჯიშის ტიპიურობა მხოლოდ ერთი შეხედვით შეფასებულ ექსტერიერში არ განისაზღვრება, უნდა ვლინდებოდეს ასევე სიარულში და ქცევაში.
ამავე ასაკობრივის ძუებში (რუსულები) წარმოდგენილი იყო 4 მდევარი, ამათგან ორმა მდევარმა მიიღო შეფასება "ფრიადი"
ორმა შეფასება "ძლიერ კარგი". რინგზე პირველი იდგა ზაზა ხუციშვილის მდევარი , სახელი არ მახსოვს.
უფროსი ასაკობრივის ხვადებში (რუსულები) წარმოდგენილი იყო 2 მდევარი, ორივე მათგანმა მიიღო შეფასება "ფრიადი" რინგზე პირველი იდგა რომან მუჩიაშვილის "ბასი".
ამავე ასაკობრივის ძუებში ასევე ორი მდევარი იყო წარმოდგენილი, ორივემ მიიღო შეფასება "ფრიადი" რინგზე პირველი იდგა რომან მუჩიაშვილის "ტირია".
რუსული -ჭრელი მდევრების პირველ ასაკობრივ ჯგუფში ხვადებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი მდევარი, შეფასება "ძლიერ კარგი"
ამავე ასაკობრივის ძუებშიც ასევე ერთი მდევარი იყო მხოლოდ წარმოდგენილი , გიორგი ქარციძის "რიტა" შეფასება "კარგი".
მე-2 ასაკობრივის ხვადებში (ჭრელები) წარმოდგენილი იყო 3 მდევარი, სამივე მათგანმა მიიღო შეფასება "ძლიერ კარგი"
რინგზე პირველი იდგა მალხაზ მოდელაშვილის " ნადირა"
ამავე ასაკობრივის ძუებში წარმოდგენილი იყო 3 მდევარი. ორმა მათგანმა თუ სწორად მახსოვს მიიღო შეფასება "ძლიერ კარგი" ერთმა შეფასება "კარგი" . რინგზე პირველი იდგა ჯიმშერ გოგნაძის "ფლეიტა" თუ მეშლება შემისწორეთ.

მე-3 ასაკობრივის ხვადებში (ჭრელები) არცერთი ძაღლი არ იყო წარმოდგენილი.
ამავე ასაკობრივის ძუებში კი 3 მდევარი იდგა რინგზე. სამივე მათგანმა მიიღო შეფასება "ძლიერ კარგი" პირველი იდგა ომარ მიქაბერიძის მდევარი.
ესტონურებში სულ წარმოდგენილი იყო 5 მდევარი. ამათგან მხოლოდ ერთმა მიიღო შეფასება "ფრიადი" დანარჩენმა 4 მა "ძლიერ კარგი"
ახლა კი ფოტოებს ავტვირთავ.
ექსპერტთა შემადგენლობა მარცხნიდან სტაჯიორი ალეკო მიშელაშვილი, შუაში პირველი კატეგორიის ექსპერტი ბესო ტატიშვილი და მარჯვნივ ასევე პირველი კატეგორიის ექსპერტი რამაზ მათიაშვილი.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
პირველი ასაკობრივის ხვადები რინგზე
http://pix.ge/
http://pix.ge/
მეორე ასაკობრივის რუსული ძუები
http://pix.ge/
ეს აჩიკო ლომოურის "სმიჩოკი"
http://pix.ge/
ჭრელების რინგი საშუალო ასაკის ძუები
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს ძალიან კარგი ფოტო
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
უხუცესები
http://pix.ge/
მე-2 ასაკობრივის ხვადები (რუსულები)
http://pix.ge/
http://pix.ge/
ეს ამავე ასაკობრივში რინგზე პირველი მდგომი ხვადი.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
უფროსი ასაკის ძუების რინგი
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ბატონი მაკუკა იაშვილი, ვიტოსთან ერთად.
http://pix.ge/
http://pix.ge/
მეორე ასაკობრივის ჭრელი ხვადები
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
თუ გაქვთ ფოტოები ვინმეს ატვირთეთ.

პოსტის ავტორი: ბაბუ Jun 9 2014, 19:59

aragveli newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: choxeli Jun 9 2014, 21:16

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 9 2014, 21:16

ვეჟო ეს უველაფერი კარგია, მაგრამ ვინც არ ვიცით იქნებ გვითხრა სად ჩატარდა, როდის ჩატარდა. კიდევ მინდა გითხრა, რომ პიქს.გე სანდო არ არის და ერთ დღეს შეიძლება არცერთი ფოტო არ გამოჩნდეს ამ თემაში.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 9 2014, 21:33

სანდო არცერთი არ არის ჩემო ჩელე. წაიშლება და ეგეც არაფერი. ჩატარებით იპოდრომის ტერიტორიაზე ჩატარდა, მარა ეგ ყველაზე უმნიშვნელოა.

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 9 2014, 22:33

aragveli
newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

პიქს.გე -ზე მართალს გეუბნება ალიკ newsmile045.gif სურათები შიენახე მაინც კომპიუტერში , ცოდოა რომ წაიშალოს ნაწვალები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 9 2014, 22:42

xoshian.gif small3d018.gif

ალეკო ის ხვადი ვისია მეორე ასაკობრი რინგზე 1 რო იდზა ხომ არ გახსოვს ვისია?

პოსტის ავტორი: aragveli Jun 9 2014, 22:52

ზვიად მშვიდობაძე გორელია.

პოსტის ავტორი: megreli Jun 9 2014, 23:09

ციტატა(aleksandre @ 9th June 2014 - 20:20) *
თუ გაქვთ ფოტოები ვინმეს ატვირთეთ.



მე მაქვს ცოტა,მოგვიანებით ავტვირთავ newsmile05.gif

ციტატა(chele @ 9th June 2014 - 22:16) *
ვეჟო ეს უველაფერი კარგია, მაგრამ ვინც არ ვიცით იქნებ გვითხრა სად ჩატარდა, როდის ჩატარდა. კიდევ მინდა გითხრა, რომ პიქს.გე სანდო არ არის და ერთ დღეს შეიძლება არცერთი ფოტო არ გამოჩნდეს ამ თემაში.

aragveli

მე postimage_ზე ვტვირთავ და 2 წლის წინანდელი ფოტოები ჯერაც დევს,აქაც და იქაც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Jun 10 2014, 11:35

ესეც მდევრების მოყვარულებს ჩემგან newsmile05.gif

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)