თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ საველე გამოცდის წესები

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 1 2012, 17:04

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=2359

ამ თემაში არაა მითითებული საველე გამოცდის დროს რა კრიტერიუმებით ენიჭება მეძებარს II და I ხარისხსი დიპლომი.

მეც პირადად ძალიან მაინეტერესებს.დაახლოებით ვიცი მაგრამ სრულფასოვანი ინფორმაციაა საჭირო.

თხოვნა გვექნება დაწვრილებით ჩამოაყალიბით ვინმემ და შემდეგ ლეკის ვთხოვ და გადაიტანს შესაბამის თემაში.
მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 1 2012, 17:37

ბონე, მანდ არის ცხრილი და ნახე, მანამდე აქაც დავწერ: I ხარისხისთვის აუცილებელია ქულათა რაოდენობა იყოს 80 ან მეტი, აქედან ყნოსვაში ჯამში უნდა მიიღოს 20, ამ 20 ქულიდან 8 ან მეტი უნდა იყოს ყნოსვის სიშორეში და 8 ან მეტი ყნოსვის სიზუსტეში ანუ 8, 8, 4 (ეს ყნოსვის სიმაღლეა და ამის მაქსიმუმია 5 ქულა) , ეს ეხება იმ 13 გრაფიდან პირველ სამს ანუ ყნოსვას, ასევე ნაბულში უნდა მიიღოს 4 (მაქსიმუმი 5-ია), სტილში - ჯამში 12 ქულა ანუ აქ არის სამი გრაფა სვლის სტილი, ნაბულის სტილი და ახლომიწევა-მიტანების სტილი, სამივეს მაქსიმალური ქულაა 5-5 და თუ სამივეში ჯამში 12 დაიწერა I ხარისხისთვის საკმარისია, ასევე არის მომზადებაც, რომელშიც ჯამში უნდა დაიმსახუროს 14 ქულა, აქ მაქსიმუმი 10-10 ბალია. მოკლედ ესაა I ხარისხის.
იმ ცხრილის მიხედვით II ხარისხი თავად მოამზადე და ჩამაბარე თუ არა და გამოგაყოლებ საშემოდგომოს...newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jun 1 2012, 17:55

ყნოსვაში ხომ სამი გრაფაა სიშორე, სიზუსტე და მანერა, ეს ყნოსვის სიმაღლე რა არის გამაგებინეთ.?

პოსტის ავტორი: aragveli Jun 1 2012, 18:02

მე-2 ხარისხისთვის - უნდა ჰქონდეს 70 ქულაზე არა ნაკლები, აქედან ყნოსვაში ჯამური 18 ქულა, აქედან- სიშორე- 7ქ, სიზუსტე-7ქ. ნაბულში 4ქ, და გაწვრთნილობაში ჯამური 12.ქ

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 1 2012, 18:24

aragveli
სამი გრაფაა: სიშორე , სიზუსტე, სიმაღლე . newsmile045.gif

ზაზა
newsmile05.gif
მადლობთ ბიჭებო.

ლეკის ვთხოვ: გადაიტანე ეს პოსტები ამ თემაში http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=2359



ციტატა(zaza @ 1st June 2012 - 18:37) *
II ხარისხი თავად მოამზადე და ჩამაბარე თუ არა და გამოგაყოლებ საშემოდგომოს.

მაგარი კი იქნება რო ჩაგაბარო მასწ D.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jun 1 2012, 18:32

სიშორე, სიზუსტე და მანერაა, რა სიმაღლე კაცო საიდან მოიტანეთ, ყნოსვის სიმაღლე რა არის ოღონთაც მითხარი?

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 1 2012, 18:42

როცა მეძებარი ეძებს თავაწეული , დარბის თავაწეული. რა გჭირს ბაბუ

პოსტის ავტორი: aragveli Jun 1 2012, 18:48

ხო და ეგ არის ყნოსვის მანერა ანუ როგორი მანერით იყენებს ყნოსვას.

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 1 2012, 19:42

ციტატა(ზაზა @ Jun 1 2012, 18:37) *
ბონე, მანდ არის ცხრილი და ნახე, მანამდე აქაც დავწერ: I ხარისხისთვის აუცილებელია ქულათა რაოდენობა იყოს 80 ან მეტი, აქედან ყნოსვაში ჯამში უნდა მიიღოს 20, ამ 20 ქულიდან 8 ან მეტი უნდა იყოს ყნოსვის სიშორეში და 8 ან მეტი ყნოსვის სიზუსტეში ანუ 8, 8, 4 (ეს ყნოსვის სიმაღლეა და ამის მაქსიმუმია 5 ქულა) , ეს ეხება იმ 13 გრაფიდან პირველ სამს ანუ ყნოსვას, ასევე ნაბულში უნდა მიიღოს 4 (მაქსიმუმი 5-ია), სტილში - ჯამში 12 ქულა ანუ აქ არის სამი გრაფა სვლის სტილი, ნაბულის სტილი და ახლომიწევა-მიტანების სტილი, სამივეს მაქსიმალური ქულაა 5-5 და თუ სამივეში ჯამში 12 დაიწერა I ხარისხისთვის საკმარისია, ასევე არის მომზადებაც, რომელშიც ჯამში უნდა დაიმსახუროს 14 ქულა, აქ მაქსიმუმი 10-10 ბალია. მოკლედ ესაა I ხარისხის.
იმ ცხრილის მიხედვით II ხარისხი თავად მოამზადე და ჩამაბარე თუ არა და გამოგაყოლებ საშემოდგომოს...newsmile05.gif



ყველაფერი მართალია მაგრამ სტილებში პირველ ხარისხს უნდა 14 ქულა. ტყვილა გამეცადინებ

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 1 2012, 19:42

aragveli
მე ვიცნობ როგორც ყნოსვის სიმაღლეს. ისე მართალი ხარ.

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 4 2012, 11:23

ციტატა(irakli# maxi @ Jun 1 2012, 20:42) *
ყველაფერი მართალია მაგრამ სტილებში პირველ ხარისხს უნდა 14 ქულა. ტყვილა გამეცადინებ


ამითი ვიხელმძღვანელე
http://www.radikal.ru

ეს არის ამონარიდი შადი შამოდის სტატიიდან და მეც ეგრე ვიცი.

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 4 2012, 11:47

ციტატა(ზაზა @ Jun 4 2012, 12:23) *
ამითი ვიხელმძღვანელე
http://www.radikal.ru

ეს არის ამონარიდი შადი შამოდის სტატიიდან და მეც ეგრე ვიცი.



მოძველებულია უკვე, თანამედროვე ლიტერატურას არ ეცნობით ყმაწვილო

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 4 2012, 12:30

თანამედროვე ხომ მომზადების პროცესშია, როგორც ვიცი, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ ახალი წესები, გააცანით საზოგადოებას. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 4 2012, 13:52

ციტატა(ზაზა @ Jun 4 2012, 13:30) *
თანამედროვე ხომ მომზადების პროცესშია, როგორც ვიცი, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ ახალი წესები, გააცანით საზოგადოებას. newsmile05.gif



ამ საველეების წინ შეიცვალა, მე რა შუაში ვარ ახალთან ვინც დაწერს ის გააცნობს

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 4 2012, 15:31

irakli# maxi
ეგ თუ მასეა სასწრაფოდ უნდა მოვიპოვოთ ეს წესები. ვის ექნება სრულყოფილად?

პოსტის ავტორი: megreli Jun 4 2012, 15:35

ციტატა(Bonehill @ Jun 4 2012, 16:31) *
irakli# maxi
ეგ თუ მასეა სასწრაფოდ უნდა მოვიპოვოთ ეს წესები. ვის ექნება სრულყოფილად?

ჟურნალ ნადირობის მაისის ნომერში დაწვრილებით წერიაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Jun 4 2012, 16:07

ციტატა(Bonehill @ Jun 4 2012, 17:02) *
megreli
მდევრებისაა ეგ წესები

ნბულზე,მიტანებაზე და დანარჩენ სხვა თვისებებზე რასაც მეძებარი ავლენს ნადირობისას ეგ ეწერა და მდევარი ნახსენბიც არ იყო,თავად რო არ წამეკითხა არც დავწერდი აქ ! newsmile058.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 4 2012, 17:59

megreli
მაისის ნომერი მიყიდია და და არ წამიკითხია მთელი ერთი თვე, ეხლა კი მოვძებნე და წავიკითხე. ბოლო ნომერი კიდე მაისის იყო მეგონა და მანდ წავიკითხე მდევრების შეფასების შესახებ. newsmile045.gif მეხსიერებაში ცოტა მიჭირს ჯერ newsmile05.gif

საფუძვლიანად მაინც არ შეცვლილა როგორც ჩანს.

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 4 2012, 20:17

ციტატა(Bonehill @ Jun 4 2012, 16:31) *
irakli# maxi
ეგ თუ მასეა სასწრაფოდ უნდა მოვიპოვოთ ეს წესები. ვის ექნება სრულყოფილად?



აქ მარტო სტილებზეა საუბარი. დანარჩენზე, თუ რამე შეიცვალა აუცილებლად დაიდება აქ

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 4 2012, 20:39

irakli# maxi
იმედია

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 4 2012, 22:02

ყნოსვის სიმაღლე, რა თქმა უნდა, ყნოსვის მანერაა. უბრალოდ უფრო ხატოვანი სათაური მგონია შესაბამისი გრაფისთვის და ვიზუალური მხარის მეტად გამომხატველი. ადრე რუსულად "ვერხს" ეძახდნენ.. საუბარში ჩვენც ხშირად ვამბობთ, მაღალი ყნოსვა აქვს; ეძებს, მაგრამ დაბალი ყნოსვით.. და ა.შ. თან კარგად მიყვებიან ერთმანეთს: სიშორე, სიზუსტე, სიმაღლე. newsmile090.gif
რაც შეეხება ცვლილებებს, წელს მხოლოდ ეს შევცვალეთ - პირველი ხარისხისთვის, ანუ სუპერძაღლისთვის, სტილების ჯამი 14 ქულამდე გავზარდეთ, რაც უდავოდ სწორი გადაწყვეტილებაა. სამი მაქსიმუმიდან, სამი 5-იანიდან,(სვლის სტილი, ნაბულის სტილი, ახლომიწევა-მიტანების სტილი) მხოლოდ ერთში შეიძლება სუპერძაღლმა ქულა დაიკლოს და 4-იანი მიიღოს. აბა რაღა სუპერძაღლი იქნება, რომელიმეში 3-ქულა თუ ეკუთვნის, 3-იანით ხომ არატიპიური სტილით შესრულება ფასდება.
საერთო ტენდენცია (ევროპელების გავლენით, არ დავმალავ) დღეს ასეთია: სტილებს უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭოს, მეტი სიმკაცრით შეფასდეს სისწრაფე, აქცენტი ყნოსვის სიშორიდან ყნოსვის სიზუსტეზე გადავიდეს. ეს ტენდეციები მალე ალბათ ჩვენ წესებშიც აისახება.

პოსტის ავტორი: samo Jun 5 2012, 11:16

სტილების ჯამური ქულა:
პირველი ხარისხი - 14 ქულა
მეორე ხარისხი - 12 ქულა
მესამე ხარისხი - 10 ქულ

პოსტის ავტორი: megreli Jun 5 2012, 22:33

ციტატა(Bonehill @ Jun 4 2012, 18:59) *
megreli
მაისის ნომერი მიყიდია და და არ წამიკითხია მთელი ერთი თვე, ეხლა კი მოვძებნე და წავიკითხე. ბოლო ნომერი კიდე მაისის იყო მეგონა და მანდ წავიკითხე მდევრების შეფასების შესახებ. newsmile045.gif მეხსიერებაში ცოტა მიჭირს ჯერ newsmile05.gif

საფუძვლიანად მაინც არ შეცვლილა როგორც ჩანს.

ივნისის ნომერშია მდევრებზე,ოღონდ ჯერ არ წამიკითხავს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jun 6 2012, 12:21

მდევრები რა შუაშია მერე მეძებართან, მდევრების საველე გამოცდებზე ცალკეა თემა.

პოსტის ავტორი: megreli Jun 6 2012, 23:15

ციტატა(aragveli @ Jun 6 2012, 13:21) *
მდევრები რა შუაშია მერე მეძებართან, მდევრების საველე გამოცდებზე ცალკეა თემა.

გაურკვევლობა იყო მეგობარო newsmile045.gif მაისის ნომერში წერია მეძებრებზე და ივნისის ნომერში მდევრებზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 7 2012, 00:18

aragveli
მე შემეშალა , ავურ დავურია , მოკლედ მიხედე შენ საქმეს ალიკ newsmile045.gif
ძაღლს მიხედე იქნებ განადიროს კიდევაც წელს newsmile087.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jun 7 2012, 06:49

Bonehill- შენ შენი ჩაქირა დაგეშე წელს ღორზე D.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Mar 28 2013, 17:08

მოკლედ მეგობრებო ჩავთვალე რომ ღირს წასაკითხათ. ეს სტატია დაიბეჭდა ამ საიტზე http://www.ohotniki.ru/dog/breeds/leg/article/2012/11/02/637119-ne-izmeniv-pravil-ispyitaniy-myi-poteryaem-legavyie-porodyi.html ეხება რუსეთს, მაგრამ შეიძლება ჩვენც რამე ჩვენთვის საინტერესო დავინახოთ ამ სტატიაში.

სათაურით-თუ არ შევცვლით საველე გამოცდის წესებს ჩვენ დავკარგავთ მეძებარ ჯიშებს

ჩავთვალე საჭიროდ მეთარგმნა. თუ არასწორად მაქვს რამე მითითებული ან შეცდომა გაპარული მოდერებს ვთხოვ მიმითითონ. თარგმანი არ არის ზედმიწევნით შესრულებული, მოცემული მაქვს მხოლოდ ძირითადი პარაგრაფები.

ახლა მოქმედი წესები მეძებარი ძაღლის გამოცდა ჭაობის და ველის ფრინველზე რომელიც დამტკიცდა 1981 წელს, აუცილებელია შეიცვალოს, რადგან დაუძველდა თავისი დანიშნულება–საჯიშე მწარმოებლების გადარჩევა თანდაყოლილი თვისებებით.
ამ წესების გამოყენებამ მხოლოდ მცირედი ცვლილებებით მიგვიყვანა იქამდე რომ დაბალ დონეზე დავარდა ჯიშის განმსაზღვრელი 2 მთავარი თვისება–ნაბული და ყნოსვა ყველა ჯიშის მეძებარში.
ჯერ კიდევ 20 წლის წინა 1992 წელს ვ.ვ. კურბატოვი თავის ნაშრომში მეძებარი ძაღლების გამოცდის წესები და მათი გავლენა მეძებრების სრულყოფილებაზე, აიღო ძველი მეცხოველეების თეზისი–არ არის არაფერი იმაზე ადვილი, ვიდრე გააფუჭო ჯიში იმით, რომ მას მისცე უმაღლესი ჯილდოები. ამით ის სთავაზობდა 1925 წლის წესებთან დაბრუნებას. იმ დროს ნაკლოვანებების გამოვლენა მასიურად ხდებოდა ძაღლებში. ზოგიერთი ჯიშების ხაზები მათი პატრონების დამსახურებით ინარჩუნებდნენ მაღალ ჯიშისთვის დამახასიათებელ თვისებებს, იძლეოდნენ შტამომავლობას რომლებიც ხდებოდნენ ჩემპიონები.






10 წლის წინ ისინიც გაქრნენ, აღარ არის პირველი ხარისხის დიპლომები. ჩემპიონების არყოფნა–არასასიამოვნო ფაქტია თუმცა ნაკლებად შესამჩნევი. 6 ჯიშიდან ერთი ჩემპიონი ძაღლი არაფერს ნიშნავს დანარჩენი ხუთისთვის. ის ფაქტი კი რომ საუკეთესო მწარმოებლებისგან მიღებული ძაღლების უმრავლესობა რომლებიც შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ–დიპლომის გარეშე რჩება, ისე რომ საჯიშე ძაღლისთვის მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, ნათლად აჩვენებს იმას, რომ საველე გამოცდის წესები არ ვარგა საჯიშე მეძებრების შესარჩევად. სტატისტიკის თანახმად 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 40%–მა ძაღლებისა მიიღო მესამე ხარისხის დიპლომები და მხოლოდ ერთი–ორმა შეძლო მე–2 ხარისხის დიპლომის მოპოვება.

1925 წლის წესები უნდა შეიცვალოს–მასში უნდა შევიდეს აპორტირება, რადგან ეს არის თანდაყოლილი თვისება და საბანეევის წიგნის მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ აუცილებელი დისციპლინა იყო ძაღლის შეფასებისას. მიტანებას როგორც თანდაყოლილ თვისებას აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ მეორ თანდაყოლილი თვისება–მორბენალი ფრინველის დევნა იმ მიზნით რომ ის გაჩერდეს, გაინაბოს, შემდეგ კი ის მეძებარმა ნაბულით გააჩეროს. არსებული წესები ამ ყველაფერს ჯიშისთვის დამახასიათებლად არ მიიჩნევენ. მიტანება როგორც თანდაყოლილი თვისება(ჯიშისთვის დამახასიათებელი) ახდენს სტილის, სილამაზის ჯიშიანობის და რაც მთავარია ყნოსვის დემონსტრირებას(როგორც ზედა ისე ქვეყნოსვის). მიტანების შეფასება უნდა მოხდეს 5 ქულით, თუმცა ის უნდა მოუხსნა მეძებარს თუ ის ეძებს ,,ჩელნოკით,,(ასეთი ძებნის მანერა ბუნებაში არცერთ მტაცებელს არ აქვს, ამიტომ ის არ უნდა იყოს ჯიშისთვის დამახასიათებელი შეფასება) შეფასება მხოლოდ თანდაყოლილ თვისებაზე უნდა იყოს, რომ ძაღლმა ეძებოს ნადავლი.

შეფასების ცხრილი
ყნოსვა–25
სისწრაფე და ჟინი–15
ნაბული–5
ახლომიწევა–მიტანება–10
სტილი და სილამაზე–15
დამჯერობა(ჭკუა და ხასიათი)–20
მოტანა და გასროლა–10
ჯამი–100



ანუ სტატიის ავტორი 1925 წლის საველე გამოცდის წესების დაბრუნების მომხრეა, ოღონ სახეცვლილი ვარიანტით. ბოდიშს გიხდით არც ისე კარგი თარგმანის გამო.

პოსტის ავტორი: ბაბუ Mar 28 2013, 18:19

gagrinski

ციტატა(dato gagrinski @ 28th March 2013 - 18:08) *
1925 წლის წესები უნდა შეიცვალოს–მასში უნდა შევიდეს აპორტირება, რადგან ეს არის თანდაყოლილი თვისება

იცოცხლე,აპორტირება კარგია,მაგრამ რამდენად თანდაყოლილი თვისებაა,ეგ საკამათოა!
ძაღლი,როგორც ნებისმიერი მტაცებელი,ნადირობს თავისთვის. ანუ მას აზრადაც არ მოუვა თავისი მოპოვებული ნადავლი თუნდაც მისთვის უსაყვარლეს პატრონს მისცეს.
აპორტირება არის შეძენილი,ნასწავლი თვისება. ჩვენ ვაიძულებტ ძაღლს მოგვიტანოს და მოგვცეს ნადავლი.
ამისთვის ვიყენებთ ძაღლის ბუნებრივ თვისებებს(თამაში-გადაგდებული ნივთის მოტანა,სხვა ,უფრო გემრიელი ან მისთვის უფრო საინტერესო საგნით ნანადირევის ჩანაცვლება)
ასე რომ აპორტირების შეფასებას თუ შემოვიღებთ,ეს უნდა მოვაქციოთ გაწაფულობის გრაფაში.
ისე,ჩემი თავიდან გამომდინარე და რამდენათაც ქართველ მონადირეებს ვიცნობ,ამ დისციპლინაში ყველას დაბალი ან 0 ქულა ექნებათ! newsmile015.gif
აქ რა თქმა უნდა ჩვენი "აფხაზი" (აფხაზეთიდან გადაადგილებული) ძმები არ სედიან!მაგათთან აპორტირება უმთავრესი მოთხოვნა იყო!

პოსტის ავტორი: ბაბუ Mar 28 2013, 18:24

ციტატა(dato gagrinski @ 28th March 2013 - 18:08) *
მიტანების შეფასება უნდა მოხდეს 5 ქულით, თუმცა ის უნდა მოუხსნა მეძებარს თუ ის ეძებს ,,ჩელნოკით,,(ასეთი ძებნის მანერა ბუნებაში არცერთ მტაცებელს არ აქვს, ამიტომ ის არ უნდა იყოს ჯიშისთვის დამახასიათებელი შეფასება) შეფასება მხოლოდ თანდაყოლილ თვისებაზე უნდა იყოს, რომ ძაღლმა ეძებოს ნადავლი.


გეთანხმები,"ჩელნოკით" მოძრაობა არაბუნებრივია,ის მართლაც არცერთ ცხოველს არ ახასიათებს.
მაგრამ,თუ აპორტირება(რომელიც ასევე არაბუნებრივი,ნასწავლი თვისებაა) წახალისებულია და ძალიან კარგ თვისებათ ითვლება,"ჩელნოკმა" რა დაგვიშავა?
თან,დამეთანხმე<ჩელნოკით მოძრაობისას უფრო მეტი შანსია ძაღლის ყნოსვის არეში ფრინველის მოხვედრის.
ასე რომ ჩელნოკს ასე მკაცრად არ განვსჯიდი. აქ კარგია,არ აქვს-არც ამითი დაშავდება რამე.
მთავარია ფრინველი იპოვოს ლამაზი მანერით,ზეყნოსვით,დააფიქსირო
ს მყარი ნაბულით და ბრანებით მიტანების შემდეგ ამოაფრინოს!

პოსტის ავტორი: gagrinski Mar 28 2013, 18:43

ციტატა(qarqashadze @ 28th March 2013 - 19:19) *
აქ რა თქმა უნდა ჩვენი "აფხაზი" (აფხაზეთიდან გადაადგილებული) ძმები არ სედიან!მაგათთან აპორტირება უმთავრესი მოთხოვნა იყო!


მაგაში გეთანხმებით, მეც აფხაზეთიდან ვარ.
ციტატა(qarqashadze @ 28th March 2013 - 19:24) *
თან,დამეთანხმე<ჩელნოკით მოძრაობისას უფრო მეტი შანსია ძაღლის ყნოსვის არეში ფრინველის მოხვედრის.
ასე რომ ჩელნოკს ასე მკაცრად არ განვსჯიდი. აქ კარგია,არ აქვს-არც ამითი დაშავდება რამე.


მაგაშიც გეთანხმებით. მე უბრალოდ ვთარგმნე რადგან საინტერესოდ მივიჩნიე ბატონო თენგო. მადლობას გიხდიტ იმისთვის რომ არ დაიზარეთ და წაიკითხეთ. ბევრი გამოუცდელი კარგ გაკვეთილს მიიღებს გამოცდილი მონადირეებისა და მგეშავების კომენტარებიდან. newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Mar 28 2013, 19:46

gagrinski

ციტატა(dato gagrinski @ 28th March 2013 - 19:43) *
მადლობას გიხდიტ იმისთვის რომ არ დაიზარეთ და წაიკითხეთ. ბევრი გამოუცდელი კარგ გაკვეთილს მიიღებს გამოცდილი მონადირეებისა და მგეშავების კომენტარებიდან.

პირიქით,მადლობა შენ რომ არ დაიზარე,თარგმნე და დადე სტატია ფორუმზე.
იმედია მართლა მცოდნე ხალხი შემოგვეხმიანება,გამოთქვამენ თავიათ მოსაზრებებს და ეს თემაც გამოცოცხლდება!

პოსტის ავტორი: Fishman Mar 28 2013, 20:59

მე კითხვა გამიჩნდა ჩელნოკთან დაკავშირებით...

რატომ არ ითვლება თანდაყოლილ თვისებად? მე ჩემი ძაღლისთვის არ მისწავლებია, მაგრამ როცა მინდორში ვუშვებ ამ ბოლოდროს უკვე ჩელნოკით ეძებს.

პოსტის ავტორი: samo Apr 29 2013, 02:41

ჩელნოკი ანუ მაქოსებურად პარალელზე ძებნა ეს არ არის თანდაყოლლი თვისება ძაღლში. მას ძაღლი სწავლოს დროთა განმავლობაში მგეშავის დახმარებით.!!! საგეშად მინდორში გაყვანილ ძაღლს ყოველთვის ნიავის საწინააღმდეგოდ ვატარებთ და ვუთითებთ მოძრაობის მიმართულებებს, სწორედ ასეთი მიდგომით უნივითარდება ძაღლს ეგრედ წოდებული ჩელნოკი. მე მინახავს უამრავი ძაღლი რომელიც აბდაუბდათ დარბის მინდორში ტოვებს უამრავ ადგილს და შესაბამისად ფრინველს. შეჯიბრებებზე და გამოცდებზეც მინახავს ბევრი ისეთი ძაღლი რომელიც არ დარბის სწორედ შესაბამისი ქულა "5". ჩელნოკი არ ნიშნავს იმას რომ ძაღლი თუ მაქოსებურად ირბენს სწორედ დარბის ან კარგად დარბის. ჩელნოკის მიზანი ის არის რომ ძაღლმა უნდა იმოძრაოს გაშლილ დიაპაზონზე"შორს" ეს შორს კიდე ჩვენი წესებით 40_დან 80მეტრამდეა ცალ მხარეზე. თუ ძაღლი დარბის ფეხებში 20 მეტრაში მაგას გინდ ქონია ჩელნოკი და გინდ არა აზრი არ აქვს ეგთ სირბილს. დაახლოებით ჩვენი წესებით 160 მეტრას ფარავს ძაღლი მარჯვნივ და მარცხნივ, შესაბამისად თუ ძაღლს სწორი მაქოსებური ძებნა არ ექნება, მანძილი პარალელებს შორის ყნოსვის შესაბამისი არ იქნება და ირბენს ისე როგორც თვითნ უნდა, ან გაყვება ჰაერის ნაკადს პირდაპირ, ან ყნოსვის არეალს გაცდება პარალელებს შორის მანძილი დანარჩენი მინდორი ჩატოვებულია და 99% ფრინველიც გამოტოვებულია. ასე რომ ბატონო ფიშ აქეთ იქეტ სირბილი არაა მარტო მთავარი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: samo Apr 29 2013, 02:49

ერთი რამე მაინტერესებს ინგლისურების ერთი შეჯირი დამსახელეტ აპორტით newsmile045.gif კონტენეტურების პატრონებმა შეგიძლიათ იზრუნოთ ასეთი სტილის შეჯიბრზე და ამისთვის შეიძლება უმარტივესად უბრალოდ მომზადებაში "და რავითარ შემთხვევაში მორჩილებაში" იქნეს გათვალისწინებული სწორი აპორტირებით გათვალისწინებული და მირებული ქულა! მშვენიერი საშემოდგომო შეჯიბრი გამოგივათ....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)