თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ ლ.ციციშვილის სახელობის XIV მემორიალი 2013 წ.

პოსტის ავტორი: Bone May 15 2013, 17:36

ტრადიციის მიხედვით , წლევანდელ გაზაფხულზეც დაიგეგმა ტრადიციული შეჯიბრი "ციციშვილის მემორიალი "

სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში - დღეს გაიმართა კენჭისყრა.
მონაწილეები გადანაწილდნენ შემდეგი მიმდევრობით:

პარასკევი

1.ლომინაძე
2.როსტიაშვილი
3.რამიშვილი
4.ქარქაშაძე
5.ესიავა
6.ადიკაშვილი
7.დონჯაშვილი (**)


შაბათი

1.გობრონიძე
2.ზარიძე
3.კვარაცხელია
4.ორუჯაშვილი
5.შურღაია
6.ნაჭყებია
7.დონჯაშვილი (**)


კვირა

1.მეტრეველი
2.კენჭიაშვილი
3.ელერჯია
4.კენჭიაშვილი (**)
5.სიხარულიძე
6.ლომოური
7.კენჭიაშვილი (**)



(** მონაწილე იასპარეზებს რამოდენიმე მეძებრით)

მეძებრების სიმრავლის გამო, შეჯიბრი გაიმართება სამი დღის განმავლობაში 17 18 და 19 მაისს
მაყურებლის დასწრება შეუზღუდავია. (შინაური ცხოველის გარეშე ! )

დაგვიანების შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად გამოვა ბოლო ნომრად !!!

პოსტის ავტორი: mardi May 15 2013, 17:51

ძალიან კარგი აუცილებლად დავესწრები! newsmile027.gif

და დრო?

პოსტის ავტორი: kupra May 15 2013, 17:57

საინსტერესოა small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bone May 15 2013, 18:12

პირველი მონაწილე ველზე გავა ზუსტად
05:30 -ზე

პოსტის ავტორი: achiko-l May 15 2013, 19:37

დაგვიანება რა შემთხვევაში ითვლება?მაგალითად მე ვარ მეექვსე და რო მოვიდე 7 საათზე დაგვიანებად მეთვლება?ანუ ჩემი გასვლის დრო რო არ იყოს ჯერ მოსული.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 15 2013, 19:38

აუ პარასკევს დედა შვილს არ აიყვანს ხელში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 15 2013, 19:39

ჭალიმგელა

რათა? D.gif

ისე, კენჭისყრაში როგორ გაგიმართლა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: longi May 15 2013, 19:58

რომელ მხარეს ჩატარდება?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 15 2013, 20:02

Fishman
კენჭისყრაში გამართლება ბევრი ვერაფერი ბედენაა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bone May 15 2013, 20:03

ციტატა(archilich @ 15th May 2013 - 20:37) *
დაგვიანება რა შემთხვევაში ითვლება?მაგალითად მე ვარ მეექვსე და რო მოვიდე 7 საათზე დაგვიანებად მეთვლება?ანუ ჩემი გასვლის დრო რო არ იყოს ჯერ მოსული.

რათქმაუნდა ითვლება.ს
მონაწილეები უნდა გამოცხადნენ მითითებულ დროს

უფრო დაწვრილებით, ბატონი შადიმანი დაწერს ალბათ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: achiko-l May 15 2013, 20:10

იქნებ ადგილიც მიუთითოთ,სად ჩატარდება.

პოსტის ავტორი: hunter88 May 15 2013, 20:20

წარმატებები თქვენც და თქვენ ოთხფეხა მეგობრებსაც... small3d018.gif დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენთან ერთად, სამცუხაროდ რამდენიმე დღეა გავედი ქვეყნიდან. შორიდან გბალენშიკობთ მთელი გულით.....!!!!

პოსტის ავტორი: Bone May 15 2013, 20:35

achiko-l
ტრადიციულად, თბ ზღვის მინდვრებში

hunter88
გაიხარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ May 15 2013, 20:35

achiko-l

ციტატა(archilich @ 15th May 2013 - 20:37) *
დაგვიანება რა შემთხვევაში ითვლება?მაგალითად მე ვარ მეექვსე და რო მოვიდე 7 საათზე დაგვიანებად მეთვლება?ანუ ჩემი გასვლის დრო რო არ იყოს ჯერ მოსული

შენი გამოსვლის ჯერი რომ მოვა,მაშინ უნდა იყო ადეგილზე თორემ მოგიწევს ბოლოს გამოსვლ

პოსტის ავტორი: Bone May 15 2013, 20:43

ბაბუ
newsmile045.gif

პოსტის ავტორი: simona May 15 2013, 21:01

Bone
მეძებრის ჯიშები რომ მიუთითო არ შეგიზლია? ბევრის ვიცი ბევრის არა და თუ შესაძლებელია მადლობელი დავრჩები

პოსტის ავტორი: Bone May 15 2013, 21:13

simona
სამწუხაროდ ყველა არც მე ვიცი newsmile045.gif
ზოგის გვარიც კი პირველად გავიგე....

პოსტის ავტორი: ბაბუ May 15 2013, 22:08

1.ლომინაძე-პოინტერი
2.როსტიაშვილი -სეტერი

3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი
5.ესიავა-კურცჰაარი
6.ადიკაშვილი-სეტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი

შაბათი

1.გობრონიძე-კურცჰაარი
2.ზარიძე-კურცჰაარი
3.კვარაცხელია-პოინტერი
4.ორუჯაშვილი-სეტერი
5.შურღაია-კურცჰაარი
6.ნაჭყებია-პოინტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი

კვირა

1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი

პოსტის ავტორი: nik@a May 15 2013, 23:00

ზუსტი რუკა იქნებ მოხაზოს ვინმემ?

პოსტის ავტორი: giga_megu May 16 2013, 03:14

ციტატა(nik@a @ May 16 2013, 00:00) *
ზუსტი რუკა იქნებ მოხაზოს ვინმემ?

რა რუქა უნდა მაგას ერთი დიდი მინდორია ზღვაზე

პოსტის ავტორი: LeoTaso May 16 2013, 07:03

კენჭისყრა "მოგუდულში" ჩატარდა თუ როგორაა საქმე ?

წარმატებები მონაწილეებს !!!

პოსტის ავტორი: Bone May 16 2013, 07:20

ციტატა(LeoTaso @ 16th May 2013 - 08:03) *
"მოგუდულში"

ანუ ?

პოსტის ავტორი: LeoTaso May 16 2013, 07:28

Bone

ციტატა(niko @ 16th May 2013 - 08:20) *
ანუ ?


დღეს დილით ზღვაზე შემთხვევით გია ადიკაშვილი შემხვდა და მისგან გავიგე.

აქაც დაგეწერათ რა მოხდებოდა ?!

პოსტის ავტორი: Davitus May 16 2013, 07:53

LeoTaso

სწორი შენიშვნაა, მე ზუსტად არ ვიცი, თუ ეგ განგებ არ მოხდა, მაგარი ქვის ხანა ყოფილა ინფორმაციის გავრცელების მეთოდიკაში.

ისე, მაინც ცადე მისვლა, იქნებ ბოლო გამომსვლელად მიგამატონ, შენი ხვადის არ გამოსვლა ტეხავს მაგრად.

პოსტის ავტორი: Bone May 16 2013, 08:10

LeoTaso
მართალია !

ყველა შეჯიბრის წინ, ოთხშაბათობით (ეს დღე არის შეკრების დღე ""მაჩაბლის""" კლუბში)

ყოველ ოთხშაბათს შეჯიბრამდე, ასე ხდება ხოლმე :(

სამწუხაროა თუ დიპლომიანი ძაღლია და ასე გამორჩა მოვლენებს....

მაგრამ მაინც მიიღებს მონაწილეობას როგორც ვისი newsmile045.gif სავარაუდოდ ბოლო ნომრად იასპარეზებ რომელიმე დღეს :( :(


ციტატა(Davitus @ 16th May 2013 - 08:53) *
მაგარი ქვის ხანა ყოფილა ინფორმაციის გავრცელების მეთოდიკაში.


ასეთი რამე არ გამეორდება, მე ვიძლევი პირობას !

ადრე იწერებოდა ხოლმე შეჯიბრამდე ცოტა ხნით ადრე, კენჭისყრის თაობაზე...წელს ასე მოხდა......

პოსტის ავტორი: ჩელე May 16 2013, 09:04

წარმატებებს გისურვებთ კარგო ხალხო. თუ მოვახერხე ამოვალ აუცილებლად და ჩაგაკარტოჩკებთ.....

პოსტის ავტორი: levani100 May 16 2013, 09:11

ციტატა(Davitus @ 16th May 2013 - 08:53) *
სწორი შენიშვნაა, მე ზუსტად არ ვიცი, თუ ეგ განგებ არ მოხდა, მაგარი ქვის ხანა ყოფილა ინფორმაციის გავრცელების მეთოდიკაში.

Davitus
"მაჩაბლის" კლუბს ნუ დაადანაშაულებთ ამ ამბავში. ყველამ იცის ეს პერიოდი, "საველეების" პერიოდი რომაა, საჭიროა
კლუბში მისვლა და ინფორმაციის გაგება. ეს ყველაფერი, თვითონ მონაწილეობის მსურველთა პასიურობის ბრალია. ვინც
დაინტერესდა ძაღლიც მოამზადა, და კენჭისყრაშიც მიიღო მონაწილეობა.
ციტატა(niko @ 16th May 2013 - 09:10) *
ასეთი რამე არ გამეორდება, მე ვიძლევი პირობას !

ბონეზე არ გადატეხოთ ჯოხი, სხვებმაც აიღონ პასუხისმგებლობა.

პოსტის ავტორი: Davitus May 16 2013, 09:17

levani100

თუ ინტერესია იმაში რომ ბევრმა დამიანმა მიიღოს მონაწილეობა, ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება ჭირდება, იქ სადაც დაინტერესებული ადამიანები იყრიან თავს, მასმედიით უნდა გამოცხადებულიყო თქო ხომ არ ვამბობ, ანუ როგორც მე გავიგე, "ვინც ჩვენთან დადის გაიგებდა და ვინც არ მოდის არ გვაინტერესებსო" ეგრე გამოვიდა.

თუ მონაწილეების რაოდენობა დიდია და რეკლამირება არ გინდათ, "რომ ხალხი არ მოაწყდეს" მაშინ კიდე მესმის newsmile05.gif

მაგიტომაც დავწერე ზემოთ შესაბამის ფორმატში

პოსტის ავტორი: ბაბუ May 16 2013, 09:39

Davitus
ამ შეჯიბრის შესახებ "ოჩოპინტრეს" წევრების უმეტესობამ იცოდა. რამოდენიმე მონაწილეობასაც კი იღებს.
ალბათ მათვე უნდა ეზრუნათ რომ საიტზე განთავსებული ყოფილიყო განცხადება.
მაგრამ მე მაინც მგონია რომ ამ განყოფილების მოდერებს უნდა გამოეჩინათ მეტი ყურადღება!

პოსტის ავტორი: achiko-l May 16 2013, 10:25

ბაბუ

ციტატა(qarqashadze @ 15th May 2013 - 23:08) *
6.ლომოური-
კურცჰაარი

პოსტის ავტორი: nik@a May 16 2013, 10:33

დაწერა ყველას შეგვეძლო ვინც ვიცოდით, ასე რომ ყველა დამნაშავე ვართ და გადაბრალებას ერთმანეთზე, ჯობია მომავალში რომ არ განმეორდეს ამაზე ვიზრუნოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2013, 10:48

ციტატა(ბაბუ @ May 16 2013, 10:39) *
Davitus
ამ შეჯიბრის შესახებ "ოჩოპინტრეს" წევრების უმეტესობამ იცოდა. რამოდენიმე მონაწილეობასაც კი იღებს.
ალბათ მათვე უნდა ეზრუნად რომ საიტზე განთავსებული ყოფილიყო განცხადება.
მაგრამ მე მაინც მგონია რომ ამ განყოფილების მოდერებს უნდა გამოეჩინათ მეტი ყურადღება!

სრული სიმართლეა და გთხოვთ მომხსნათ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა, თუ არა და რამდენიმე თვეში მაინც ავტომატურად მომეხსნება.

პოსტის ავტორი: კუთხა May 16 2013, 10:51

ხალხო ჩხუბს, ხიპიშსა და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას მგონი ჯობია ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში რაც უკვე კეთდება (ხარვიზების მიუხედავად) და იმის გამოსწორებაზე ვიფიქროთ რომ ეს ხარვიზები აღარ განმეორდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ May 16 2013, 11:10

achiko-l
ჩავასწორე

პოსტის ავტორი: ჩელე May 16 2013, 11:11

ყველაფერს მოდერებს ნუ დავაბრალებთ ძალიან გთხოვთ. კეთილი ინებონ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა და დადონ ხოლმე ინფორმაცია წელიწადში ერთხელ, არაფერი უჭირთ....

პატივისცემით

პოსტის ავტორი: ბაბუ May 16 2013, 11:20

ჩელე

ციტატა(chele @ 16th May 2013 - 12:11) *
ყველაფერს მოდერებს ნუ დავაბრალებთ ძალიან გთხოვთ. კეთილი ინებონ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა და დადონ ხოლმე ინფორმაცია წელიწადში ერთხელ, არაფერი უჭირთ....

პატივისცემით

საქმეც მაგაშია რომ მაგ ღონისძიების ორგანიზატორებს საერთოდაც არ აინტერესებთ საიტზე რამეს დადება!
პასუხი აქვთ ძალზედ არგუმენტირებული,თუ გაინტერესებს ,შეიძინე ჟურნალი "ნადირობა"და იქ ყველაფერი წერიაო!!!!!!!!!!
ამიტომაც ,თუ სურვილი არსებობს რომ ფორუმელებმა გაიგონ "ციციშვილის"შესახებ.საჭიროა მოდერების მეტი აქტიურობა


პოსტის ავტორი: achiko-l May 16 2013, 11:29

ციტატა(ბაბუ @ May 16 2013, 12:10) *
achiko-l
ჩავასწორე

მადლობთ

პოსტის ავტორი: gagrinski May 16 2013, 12:01

ამბავი კი გავიგე მაგრამ ჭალიმგელა რომ არ ყოფილიყო ზუსტად არ მეცოდინებოდა არაფერი. არადა კვირას მინდ აკიდევ ერთი ლამაზი გადაცემა გავაკეთო რომელიც ორშაბათს გავა. ამისთვის მეტი კონტაქტია საჭირო. კიდევ ერთი თხოვნა მექნება და შეკითხვაც. 3 დღე რომ ტარდება შეჯიბრი კვირას სახელდება გამარჯვებული თუ ყოველ დღეს თავისი ყავს? დეტალები მინდა მეტი რომ ვუთხრა ჟურნალისტს. კარგად იცით რომ ჩემი სიამოვნებისთვის არ ვიღებ მე ისედაც მივალ სანახავად, უბრალოდ მინდა რომ ძაღლით სწორად ნადირობის კულტურა დაინერგოს საქართველოში, ჯიშიანი ძაღლებით. ამიტომ არავისთვის საწყენად არ ვამბობ მოდით ამაში ერთმანეთს ხელი გავუმართოთ. ერთსაც ვიტყვი ჟურნალზე უფრო ეფექტური საშუალებაა ინტერნეტი ინფორმაციის გასავრცელებლად.

პოსტის ავტორი: ჩელე May 16 2013, 12:36

ბაბუ

მაინც ჩვენ ვართ დამნაშავეები კაცო??... newsmile05.gif)) ვაახ რა ვსქნა, რომელ კედელს შევასკდე? newsmile05.gif)))

ამის შესახებ ამ თემაში მეტს არ დავწერ რომ არ გაოფდეს, მაგრამ ეს რომ არ დავწერო ისეც არ გამოვა. მე არავისი საწინააღმდეგო არ მაქვს ზემოთ დაწერილი ჩემი პოსტიც არ არის მაგ მიზნით დაწერილი, მაგრამ ფინანსურად ორგანიზატორებს უფრო მეტად ჭირდებათ ამ საქმის გახმაურება ფართო მასებზე ვიდრე ჩვენ, რადგან ჩვენ (კლუბს) არანაირი მიზანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ განვითარდეს უფრო მეტად ეს მიმართულება. თან ჩვენი პრიზიც არის დაწესებული.... ფორუმით უფრო მეტს იგებს ხალხი და საერთოდ ვირტუალური სამყაროდან ანუ ინტერნეტიდან ვიდრე ჟურნალ-გაზეთებით და ნამდვილად არ არის გამართლება: თუ რამის გაგება გინდა იყიდე ჟურნალი და გაიგე..... თუ ჟურნალით უნდათ ფულის კეთება აკეთონ ბატონო, არავინ უშლით. მაგრამ თუ საქმის კეთება და თან ცოტა ფულის კეთებაც თუ უნდათ, მაშინ მენეჯმენტი უნდა შეცვალონ აშკარად....

არ ვჩხუბობ, არ ვიბუტები და მსგავსნი ძმანი მისნი, უბრალოდ ეგრევე ჩვენზე თითის გამოშვერა ცოტა არ იყოს მწყინს..... newsmile05.gif

gagrinski

დავითას ვენაცვალე, კარგი კაცი ხარ. სამ დღიანი იმიტომ არის, რომ მონაწილეები არიან ბევრნი. მე რამდენადაც ვიცი, 3 დღის შედეგებიდან გამოვლინდება უკვე გამარჯვებული. ასე რომ კვირას რომ გადაიღოთ, მგონი ოპტიმალური ვარიანტი იქნება. თან დაჯილდოვებასაც დაესწრებით და იმასაც გადაიღებთ.

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2013, 12:37

ციტატა(gagrinski @ May 16 2013, 13:01) *
ამბავი კი გავიგე მაგრამ ჭალიმგელა რომ არ ყოფილიყო ზუსტად არ მეცოდინებოდა არაფერი. არადა კვირას მინდ აკიდევ ერთი ლამაზი გადაცემა გავაკეთო რომელიც ორშაბათს გავა. ამისთვის მეტი კონტაქტია საჭირო. კიდევ ერთი თხოვნა მექნება და შეკითხვაც. 3 დღე რომ ტარდება შეჯიბრი კვირას სახელდება გამარჯვებული თუ ყოველ დღეს თავისი ყავს? დეტალები მინდა მეტი რომ ვუთხრა ჟურნალისტს. კარგად იცით რომ ჩემი სიამოვნებისთვის არ ვიღებ მე ისედაც მივალ სანახავად, უბრალოდ მინდა რომ ძაღლით სწორად ნადირობის კულტურა დაინერგოს საქართველოში, ჯიშიანი ძაღლებით. ამიტომ არავისთვის საწყენად არ ვამბობ მოდით ამაში ერთმანეთს ხელი გავუმართოთ. ერთსაც ვიტყვი ჟურნალზე უფრო ეფექტური საშუალებაა ინტერნეტი ინფორმაციის გასავრცელებლად.

კვირას იქნება დაჯილდოვება.

პოსტის ავტორი: achiko-l May 16 2013, 13:36

gagrinski
სამივე დღის შედეგებიდან გამომდინარე დასახელდება გამარჯვებული.

პოსტის ავტორი: levani100 May 16 2013, 14:19

ციტატა(chele @ 16th May 2013 - 13:36) *
თუ რამის გაგება გინდა იყიდე ჟურნალი და გაიგე..... თუ ჟურნალით უნდათ ფულის კეთება აკეთონ ბატონო, არავინ უშლით. მაგრამ თუ საქმის კეთება და თან ცოტა ფულის კეთებაც თუ უნდათ, მაშინ მენეჯმენტი უნდა შეცვალონ აშკარად....

ჩელე
მატერიალური დაინტერესება საზოგადოების მხრიდან არის 0. მემგონი იციან ფორუმელთა უმრავლესობამ, რომ "კლუბის"
ამოსავალი წერტილია, ჯიშიანი ძაღლით ნადირობის პოპულარიზაცია და მისი განვითარება. ჟურნალს რაც შეეხება, ჟურნალის
რედაქტორი არის დათო ცხვედიანი. რომელიც აგრეთვე, "მაჩაბლის" კლუბის თავმჯდომარეა. ცხვედიანთან ერთად "კლუბში"
არის ხალხი,(მეც მათ შორის) რომელიც ყველა უკვე ტრადიციულ ღონისზიებას, ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ვიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების მიერ ავად, თუ კარგად ჩატარებულ მემორიალზე, თუ გამოფენაზე.
ციტატა(qarqashadze @ 16th May 2013 - 12:20) *
საქმეც მაგაშია რომ მაგ ღონისძიების ორგანიზატორებს საერთოდაც არ აინტერესებთ საიტზე რამეს დადება!
პასუხი აქვთ ძალზედ არგუმენტირებული,თუ გაინტერესებს ,შეიძინე ჟურნალი "ნადირობა"და იქ ყველაფერი წერიაო!!!!!!!!!!

ვერც თენგოს დავეთანხმები ამ სიტყვებში. კიდევ ვიმეორებ ცხვედიანის გარდა იქ არის კიდევ ხალხი რომელთა კისერზე და შრომის შედეგად ხერხდება ყველაფერი. ექსპერტები პირველ რიგში და აქტივი. გასაგებია რომ ყველამ ცოტ-ცოტა შევცოდეთ ნებისმიერ ჩვენთაგანს, "მაჩაბლის კლუბიდან" ან ჩვენ "ოჩოპინტრელ" მეგობრებს, გაეხსნა შესაბამისი თემა და მორჩებოდა ყველაფერი. როგორც ადრე მაგრამ თუ ვინმე, უყურადღებოდ მოიქცა და დარჩა მონაწილეობის გარეშე, პირველი თავისთავს
დააბრალოს. და არა "მაჩაბლის" კლუბის ცუდ "მენეჯმენტს." newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 16 2013, 14:49

levani100

კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს. მოდით შევთანხმდეთ, რომ მოხდა გაუგებრობა. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ნაწყენები მერე ჩვენზე რჩებიან. არა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ.....

პოსტის ავტორი: levani100 May 16 2013, 15:25

ციტატა(chele @ 16th May 2013 - 15:49) *
კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს. მოდით შევთანხმდეთ, რომ მოხდა გაუგებრობა. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ნაწყენები მერე ჩვენზე რჩებიან. არა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ.....

ჩელე მადლობა გაიხარე. d778bc34f693c93907196ff195628213.gif სამომავლოდ ყველა გავითვალისწინებთ. მერე ვიღას დააბრალებენ? newsmile045.gif
რომელიღაცა თემაში ისიც დაიწერა რომ შეჯიბრი, გადაიდო მომავალი კვირისთვისოოო. თუ ათი დღე, ან ერთი
კვირა არ შევა ადამიანი ფორუმზე, არც "მაჩაბლის" კლუბში და არც ნაცნობ-მეგობრებში გაარკვევ, ვისი ბრალია?

პოსტის ავტორი: ჩელე May 16 2013, 15:30

levani100
~
თუ ყველაფერი სწორად და გააზრებულად დაიგეგმება და განხორციელდება, ვერავინ ვერავის დააბრალებს.... newsmile05.gif ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ინფორმაციული ვაკუუმი ყოფილიყო ამ ფორუმზე, ასე რომ ამის გამოსწორებას არაფერი უნდა....

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2013, 16:02

პირადად მე ვიტყვი, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვიხდი და ნახევარზე სულ არ ვარ სახლში , წინა დღეებიც სულ მორიგეობები მომიწია და სულ არ შემომიხედია ფორუმზე, მარა ერთიც არის ყველამ ვიცით რომ მაისის შუა რიცხვებში ტარდება ეს შეჯიბრი ყოველთვის, ის კი არა ფორუმზე სადღაც ეწერა კიდევაც სავარაუდო თარიღები ,მაჩაბელის კლუბის დაგეგმილი ღონისძიებების. არავის არ ეწყინოს მარა თუ ვინმეს მართლა აინტერესებს და დაინტერესებულია იმით რომ ძაღლი შეჯიბრზე გაიყვანოს , ელემენტარული ეკითხა ფორუმზე, ყველა ეტყოდა. ყველას სათითაოდ ტელეფონზე რეკვას ნამდვილად ვერავინ ვერ დაუწყებს, ძაღლი სულ არ მყავს და არც კომპთან მოვხვედრილვარ მარა გუშინ ტელეფონით მაინც ყველაფერი გავარკვიე. თუ ვერ მოხერხდა კენჭისყრაში მონაწილეობა და არც ეგ არის პრობლემა, მონაწილეობას მაინც მიიღებს, ბოლო ნომრად და ეს რა კატასტროფაააა????

პოსტის ავტორი: ჩელე May 16 2013, 16:16

თხოვნა იქნება: მოდით მოვრჩეთ ამ თემაზე აქ ლაპარაკს, თორე შორს წავალთ და თან გაოფდება თემაც..... თუ სურვილი გაქვსთ სხვაგან გავაგრძელოთ, არის მსგავსი თემები....

პოსტის ავტორი: ზაზა May 16 2013, 16:19

ციტატა(aragveli @ May 16 2013, 17:02) *
პირადად მე ვიტყვი, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვიხდი და ნახევარზე სულ არ ვარ სახლში , წინა დღეებიც სულ მორიგეობები მომიწია და სულ არ შემომიხედია ფორუმზე, მარა ერთიც არის ყველამ ვიცით რომ მაისის შუა რიცხვებში ტარდება ეს შეჯიბრი ყოველთვის, ის კი არა ფორუმზე სადღაც ეწერა კიდევაც სავარაუდო თარიღები ,მაჩაბელის კლუბის დაგეგმილი ღონისძიებების. არავის არ ეწყინოს მარა თუ ვინმეს მართლა აინტერესებს და დაინტერესებულია იმით რომ ძაღლი შეჯიბრზე გაიყვანოს , ელემენტარული ეკითხა ფორუმზე, ყველა ეტყოდა. ყველას სათითაოდ ტელეფონზე რეკვას ნამდვილად ვერავინ ვერ დაუწყებს, ძაღლი სულ არ მყავს და არც კომპთან მოვხვედრილვარ მარა გუშინ ტელეფონით მაინც ყველაფერი გავარკვიე. თუ ვერ მოხერხდა კენჭისყრაში მონაწილეობა და არც ეგ არის პრობლემა, მონაწილეობას მაინც მიიღებს, ბოლო ნომრად და ეს რა კატასტროფაააა????


+100

გეთანხმები ალეკო.
რატო ატყდა ამაზე ერთი ამბავი, მართლა ვერ გავიგე. არის ჟურნალი, ფორუმზეც იყო დაწერილი სავარაუდო თარიღები.

პოსტის ავტორი: ზახარა May 16 2013, 16:33

ციტატა(aleksandre @ 16th May 2013 - 17:02) *
მონაწილეობას მაინც მიიღებს, ბოლო ნომრად და ეს რა კატასტროფაააა????

კატასტროფა არ იქნება მაგრამ 25 წუთიანი დროით მე-8 და მე-9 ძაღლს მოუწევს შუადღეს გახურებული ბალახის ლოკვა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: aragveli May 16 2013, 16:43

ზახარ მაშ რა ქნას ეხლა დონჯაშვილმა 2 ივე ძაღლი მოხსნას შეჯიბრიდან იმის გულისთვის რომ ბოლოში მოუწია? ყველაფერი ლატარიაა, რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევა ყოფილა, ბოლო ნომრად განთესილ ძაღლს რომ მოუგია შეჯიბრი. მპოვნელი ძაღლი გარკვეულ შედეგს მაინც აჩვენებს . ცუდ და დასაქცევ პირობებში კიდევ შეჯიბრი შეჩერდება და სულ არ ჩატარდება ეგ წესებით განსაზღვრულია და ბოლოს ყველაზე მთავარი ვინც მხოლოთ იმ მიზნით მონაწილეობს შეჯიბრში,რომ როგორმე ვიღაცას აჯობოს და აუცილებლად გაიმარჯვოს, იმიტომ მიდის კარგად ჩვენი საქმე. შეჯიბრში მონაწილეობა მხოლოთ მოგებაზე ფიქრი არ არის.

პოსტის ავტორი: ზახარა May 16 2013, 16:45

aragveli
სხვანაირად გაიგე რაც დავწერე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli May 16 2013, 18:34

achiko-l

ციტატა(archilich @ 15th May 2013 - 20:37) *
მაგალითად მე ვარ მეექვსე და რო მოვიდე 7 საათზე დაგვიანებად მეთვლება?ანუ ჩემი გასვლის დრო რო არ იყოს ჯერ მოსული.

თითო ძაღლზე არის 25 წუთი განკუთვნილი როგორც მოვისმინე გუშინ ნუ გადაამოწმეთ მაინც ეს ინფორმაცია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso May 16 2013, 18:51

ჩემ ერთ წინადადებას რამხელა ამბავი მოჰყოლია ?! newsmile05.gif

ჩემი აზრით არ ღირდა ამდენ ლაპარაკად ეს ყველაფერი, მითუმეტეს თუ მარტო მე შემიქმნა "ინფორმაციის ვაკუუმი".
თან თუ ბოლო ნომრად გამოსვლა შეიძლება დაველაპარაკები ბატონ ცხვედიანს, გავარკვევ და ჩემი ძმა გამოიყვანს აუცილებლად ( მე გეგმები შევცვალე და ეს უქმეები ქალაქში არ ვიქნები სამწუხაროდ).
ისე ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არაა ალუმინის "ვერცხლის" მედლის ძაღლზე და ჩარჩოში ჩასმული "დიპლომის" კედელზე დაკიდება, მთავარია მონაწილეობა, კარგი ხალხის გაცნობა და ა.შ.
თორე ჩემი ჟანგიანი რა ძაღლიცაა დიდი ხანია ვიცი, როგორც ექსპერტმა თუ არა როგორც მონადირემ მაინც newsmile05.gif

ასე რომ ყველას გულწრფელად გისურვებთ კაი ამინდს, ბევრ ფრინველს და იღბალსაც რათქმაუნდა d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ისე ამ სათაურით თემა რამდენიმე დღის წინ გავხსენი, ვინც რამე იცით აქ დაწეტეთ მეთქი, მაგრამ დაიხურა და წაიშალა...

პოსტის ავტორი: ჩელე May 16 2013, 18:53

LeoTaso

ციტატა(LeoTaso @ 16th May 2013 - 19:51) *
ისე ამ სათაურით თემა რამდენიმე დღის წინ გავხსენი, ვინც რამე იცით აქ დაწეტეთ მეთქი, მაგრამ დაიხურა და წაიშალა...


რამდენადაც მახსოვს, ეგ თემა იმ მიზეზით დაიხურა, რომ თარიღი იყო გაურკვეველი. თუ ვცდები ბოდიშს ვიხდი....

პოსტის ავტორი: Bone May 16 2013, 19:03

ციტატა(LeoTaso @ 16th May 2013 - 19:51) *
ისე ამ სათაურით თემა რამდენიმე დღის წინ გავხსენი, ვინც რამე იცით აქ დაწეტეთ მეთქი, მაგრამ დაიხურა და წაიშალა...

ეგ თემა დაიხურა რადგან მალევე გახსნილიყო newsmile045.gif

ვიღაცამ დაწერა და გავიმეორებ .........

ვისაც აინტერესებდა შეჯიბრი ის ყურადღებით იყო. თანაც ყოველ წელს , 15 წელია, ტარდება ციციშვილის მემორიალი მაისში .
უნდა გცოდნოდათ

LeoTaso
პირადად გპირდები და არა მარტო შენ, ასეთი თარიღები აუცილებლად დაიწერება მომავალში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 16 2013, 20:55

LeoTaso
ამ წუთს დავბრუნდი სომხეთიდან. რაქ თქმა უნდა კლუბისა და ფორუმის წევრებისთვის შეიძლებოდა საქმის გაიოლება და ინფორმირება

მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ "სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა" საზოგადოება არს სხვა ორგანიზაცია და არა ოჩოპინტრე, ყავს თავისი თავმჯდომარე. კი ვთანამშრომლობთ, ვპარტნიორობთ და ვმეგობრობთ, მაგრამ ვალდებულები მხოლოდ მეგობრულად ვართ აქ დავდოთ ინფორმაცია.

ვისაც სურვილი აქვს ციციშვილის მემორიალში მიიღოს მონაწილეობა წლიდან წლამდე ელოდება და ყველამ იცის რომ, რაც დაარსდა ტურნირის წინა ოთხშაბათს
ტარდება კენჭისყრა.
მერე მეორე, ეხლა ცოტა დავისვენებ და აუცილებლად ამოვაგდებ იმ პოსტებს სადაც წერია როდის ტარდებოდა ტურნირი.

აი ეს ერთეღტი პოსტი

ციტატა(ჭალიმგელა @ May 14 2013, 23:53) *
ხვალ ჟერებიოვკაზე ვინ იქნებით? ავთო კი მოვა ანდღულაძე, მაგრამ რომ არ მოვიდეს ჩემს მაგივრად ამოიღეთ რა, ოღონდ პარასკევს არა ერევანში მივდივარ ხვალ

ამ თემიდან
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8872&st=135&start=135

აგერ კიდევ
ციტატა(ზახარა @ May 8 2013, 20:05) *
hunter88
ციციშვილი იმ კვირისთვის გადაიდო 17. 18. 19. ბალახი და ფრინველი როგორ იქნება იმაზე იქნება დამოკიდებული


პოსტის ავტორი: achiko-l May 16 2013, 21:33

ამ შეჯიბრის მერე ტარდება ხომე ცალკე გერმანული ჯიშების და ცალკე ინგლისურების,ხო არ იცით გადაწყვეტილია,წელს იქნება თუ არა მსგავსი სახის შეჯიბრები?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 16 2013, 21:37

achiko-l
განრიგში ეწერა რაც ვნახე და ალბათ არ გადაიფიქრებენ

პოსტის ავტორი: achiko-l May 16 2013, 21:42

ჭალიმგელა
ანუ ინფორმაცია არ გვაქვს ხო,ჩათარდება თუ არა?

პოსტის ავტორი: Gobrona May 16 2013, 21:56

ბიჭებო თუ არ ვცდები საველე შეჯიბრებების თარიღები შემდეგია (როგორც კლუბში ვნახე გამოკრული)

ინგლისური მეძებრები: 16-17 მაისი

კონტინენტალური მეძებრების: 18-19 მაისი

თუ ვცდები და არასწორად მახსოვს იმედია უფრო გათვითცნობიერებული ხალხი შემისწორებს

პოსტის ავტორი: i.gor May 16 2013, 21:59

ციტატა(zaxara @ 16th May 2013 - 17:33) *
ციტატა(aleksandre @ 16th May 2013 - 17:02)
მონაწილეობას მაინც მიიღებს, ბოლო ნომრად და ეს რა კატასტროფაააა????

კატასტროფა არ იქნება მაგრამ 25 წუთიანი დროით მე-8 და მე-9 ძაღლს მოუწევს შუადღეს გახურებული ბალახის ლოკვა


შეჯიბრი ყოველთვის ლატარეაა. ვერავინ ვერ იტყვის წინასწარ როდის ჯობია გამოსვლა მითუმეტეს ამისთანა ცვალებადი ამინდების დროს.შეიძლება დილას წვიმდეს და მერე გამოიდაროს ან პირიქით, ვის როგორ გაუმართლებს.ამიტომ წინასწარ ნურავინ ნუ დაყრის ფერ ხმალს.
ისე ძაღლის შესაძლებლობები ჯობია შეამოწმოდ საველე გამოცდაზე ,იქ უფრო მეტი შანსი გაქვს უკეთეს პირობაბში ამუშაო ძაღლი.

პოსტის ავტორი: i.gor May 16 2013, 22:03

ციტატა(Gobrona @ 16th May 2013 - 22:56) *
ბიჭებო თუ არ ვცდები საველე შეჯიბრებების თარიღები შემდეგია (როგორც კლუბში ვნახე გამოკრული)

ინგლისური მეძებრები: 16-17 მაისი

კონტინენტალური მეძებრების: 18-19 მაისი

თუ ვცდები და არასწორად მახსოვს იმედია უფრო გათვითცნობიერებული ხალხი შემისწორებს


იმის გამო რომ ციციშვილის მემორიალი გადაიწია ერთი კვირით შესაბამისად ეს შეჯიბრებების გადიწევს ერთი კვირით.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 16 2013, 22:06

ციტატა(Gobrona @ May 16 2013, 22:56) *
ბიჭებო თუ არ ვცდები საველე შეჯიბრებების თარიღები შემდეგია (როგორც კლუბში ვნახე გამოკრული)

ინგლისური მეძებრები: 16-17 მაისი

კონტინენტალური მეძებრების: 18-19 მაისი

თუ ვცდები და არასწორად მახსოვს იმედია უფრო გათვითცნობიერებული ხალხი შემისწორებს

ეგ ამბები სავარაუდოდ გადაიწევს ერთი კვირით. რას შეეხება ბოლო ნომრად გამოსვლას, ისეთი ამინდებია, უკეთეს პირობებში აღმოჩნდეთ შეიძლება. სხვათა შორის, თავიდან ციციშვილი ერთ დღეში მთავრდებოდა და შუადღემდე 15 ძაღლიც მახსოვს გამოცდილი. ჩემმა ჯიმიმ ორის ნახევარზე მოიგო პირველად მართლა თაკარა მზეში. ისედაც, მარტო მოგება ხომ არაა საქმე?

პოსტის ავტორი: megreli May 16 2013, 22:07

წარმატებები ყველას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 17 2013, 08:19

რა ხდება ხომ არ იცით?

ციტატა(ბაბუ @ May 15 2013, 23:08) *
1.ლომინაძე-პოინტერი
2.როსტიაშვილი -სეტერი
3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი
5.ესიავა-კურცჰაარი
6.ადიკაშვილი-სეტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი

შაბათი

1.გობრონიძე-კურცჰაარი
2.ზარიძე-კურცჰაარი
3.კვარაცხელია-პოინტერი
4.ორუჯაშვილი-სეტერი
5.შურღაია-კურცჰაარი
6.ნაჭყებია-პოინტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი

კვირა

1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი

ამას გადმოვიტან მაიც

პოსტის ავტორი: ზახარა May 17 2013, 08:21

მაგარი ქარია newsmile019.gif ზღვაზე თუ ესეთი ქარია რაც ჩემთან უბერავს ვერ იქნება სახარბიოლო ამბავი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 17 2013, 08:27

დიდი ეჭვი მაქვს ჩემპიონი დღესვე გაირკვევა D.gif

ზახარა
ბალეშჩიკები ვინ არიან ასული არ იცი?

პოსტის ავტორი: simona May 17 2013, 08:27

მე რაც იქ ვიყავი როსტიასშვილის ძაღლმა აიღო მარტო დიპლომი 2 ხარისხი. დანარჩენს თვიტონ დაცერენ ალბათ

პოსტის ავტორი: simona May 17 2013, 08:32

გულშემატკივარი ძალიან ცოტა იყოო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 17 2013, 08:34

simona
პარასკევი რომ არის მაგიტომ

პოსტის ავტორი: levani100 May 17 2013, 09:28

ნოდარ როსტიაშვილის ინგ. სეტერმა, 2-ე ხარისხის დიპლომი. 73ქ.
თემურ ლომიძის ახალგაზრდა სეტერმა, აიღო 2-ე ხარისხის დიპლომი. 80ქ.
გია ესიავას კურცჰაარმა, 2-ე ხარისხის დიპლომი 79ქ.
თენგო ქარქაშაძის კურცჰაარმა, 3-ე ხარისხის დიპლომი 67ქ.
სამწუხაროდ ერთერთ ფავორიტს, ვანო დონჯაშვილს ხელი მოეცარა. რას ვიზავთ, ხანდახან ასეც ხდება.
გული არ გაიტეხო ვანიჩკა.

პოსტის ავტორი: ზაზა May 17 2013, 09:56

კარგი შედეგებია, ვულოცავ ყველა დიპლომირებულს.
ვანოს ჯიმი მაგარი ძაღლია, სავარაუდოდ არ გაუმართლა, ცუდი პირობები შეხვდა.

პოსტის ავტორი: achiko-l May 17 2013, 10:08

ვულოცავ ყველას წარმატებას d778bc34f693c93907196ff195628213.gif
აი ვანიჩკას ამბავმა ძაან შემაწუხა,მარა არაუშავს ვანო,ყველამ ვიცით რა ძაღლიც გყავს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Taras.K May 17 2013, 10:42

ულოცავ ყველას ამ წარმატებებს..
ჩემი აზრით ძაღლების დონე, ბოლო დროს ზევით იცევს, რადგან გაცილებით უფრო მეტი ადამიანი არის ჩაბმული ამ საქმეში ვიდრე ადრე. კაი ხარისხის დიპლომები, მაღალი ქულები მოკლედ ცხოვრება რთულდება და უფრო საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს:-)
კიდევ ერთხელ მოულოცავ ყველას კარგ შედეგებს და წარმატებას უსურვებ ხვალ და ზეგ გამომსვლელს, მათ შორის საქუთარ თავსაც:-)

პოსტის ავტორი: hunter88 May 17 2013, 10:56

მშვენიერია სამი მეორე ხარისხი ერთი მესამე ქულებიც კარგია ვულოცავ ყველა დიპლომირებულს ......

პოსტის ავტორი: ჰერცოგი May 17 2013, 10:58

ვულოცავ კარგი შედეგია

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 17 2013, 11:00

ხომ ვთქვი დედა შვილს არ აიყვანს ხელში თქო newsmile05.gif

თან წარმოიდგინე გია და ვანო გამოთიშულან. მოკლედ უძლიერესი სასტავი იყო დღეს

ისე ხვალაც რეალური 3 კანდიდატია.

რა არის რა, კვირის სასტავს შანსის ნახევარი მაინც დაგვიტოვეთ, მესამე ადგილისთვის D.gif

პოსტის ავტორი: marshal May 17 2013, 11:02

ციტატა(Chalimgela @ 17th May 2013 - 12:00) *
თან წარმოიდგინე გია და ვანო გამოთიშულან

გია ხვალ გამოდის მგონი ვანო იყო დღეს ორივე ძაღლით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 17 2013, 11:04

ციტატა(marshal @ May 17 2013, 12:02) *
გია ხვალ გამოდის მგონი ვანო იყო დღეს ორივე ძაღლით newsmile05.gif



dastur.gif

ვულოცავ ყველას წარმატებას! newsmile05.gif

ვანოს ძაღლებს არ შეხვდათ ფრინველი თუ რამ განაპირობა დიპლომის ვერ აღება?

პოსტის ავტორი: i.gor May 17 2013, 11:16

ციტატა(khmaltevza @ 17th May 2013 - 12:04) *
ვანოს ძაღლებს არ შეხვდათ ფრინველი თუ რამ განაპირობა დიპლომის ვერ აღება?

ერთი გაეკიდა და მეორემ ცუდად იმუშავა. ეს იმიტომ მოხდა რომ ვანო გადაყვა სხვისი ძაღლების გამოცდას და თავისი ვეღარ მოასწრო მოემზადებინა.
გულს ნუ გაიტეხ ვანიჩკა წინ არი ინგლისურების შეჯიბრი და იქ გამოიჩენენ თავს.
ვულოცავ ყველას წარმატებებს !

პოსტის ავტორი: ზაზა May 17 2013, 11:25

ლიდერი სეტერი დღეს მე-8 გამოდიოდა, რადგან მხოლოდ გუშინ აიღო I საველე დიპლომი, თან იქაც მე-2 ხარისხი. ამდენად, შEჯიბრზე პირველი გადიხარ თუ ბოლო, როგორც ვხედავთ გადამწყვეტი არ ყოფილა

პოსტის ავტორი: nik@a May 17 2013, 11:55

ციტატა
თემურ ლომიძის ახალგაზრდა სეტერმა, აიღო 2-ე ხარისხის დიპლომი. 80ქ.

რაღაც ვერ გავიგე, სიაში ბატონ თემურის პოინტერი უწერია.

პოსტის ავტორი: Bone May 17 2013, 12:28

ძალიან მაგარი small3d018.gif ფაქტიურად გამოვლინდა ფავორიტი newsmile045.gif

კურცების ყოჩაღ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 17 2013, 12:28

სიაში თემურ ლომინაძეა (ვერ მოვიდა დღეს), სეტერი, რომელიც ლიდერობს - თემურ ლომიძესია.

პოსტის ავტორი: Bone May 17 2013, 12:30

ვანომ იცი თავის საქმე newsmile045.gif მემგონი წინა აქვს ყველაფერი კარგი

პოსტის ავტორი: levani100 May 17 2013, 12:57

ციტატა(niko @ 17th May 2013 - 13:28) *
კურცების ყოჩაღ newsmile05.gif

"კურცები" კიდევ იტყვიან თავის სათქმელს! ჯერ არ დამთავრებულა, ეხლა იწყება.

პოსტის ავტორი: Bone May 17 2013, 13:03

ციტატა(shadimani @ 17th May 2013 - 13:28) *
სიაში თემურ ლომინაძეა (ვერ მოვიდა დღეს), სეტერი, რომელიც ლიდერობს - თემურ ლომიძესია.

ორმაგად სასიამოვნოა ჩემთვის და არა მარტო

ეს ლომიძე მეც კი გამიკვირდა , ეტყობა სიის გადაწერისას მომივიდა ტექნიკური შეცდომა newsmile045.gif


პოსტის ავტორი: Gobrona May 17 2013, 16:49

გილოცავთ ყველას!!! small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif დღეს მართლაც ძლიერი ძაღლები იყო გამოსული, მაგრამ ეს ეპანიოლი რატო არ მოვიდა არ ვიცი, ძალიან კი მაინტერესებდა thinking.gif
კარგია უკვე ნელ ნელა უფრო და უფრო საინტერესო ხდება საველე შეჯიბრებები. ნეტა მწყერმაც შეგვიწყოს ხელი და საქმე კიდევ უფრო კარგთ წავა, თორემ ვწვალობთ ყოველ წელს

პოსტის ავტორი: Don. vano May 17 2013, 19:50

ვულოცავ დღევანდელ მონაწილეებს წარმატებას, დანარჩენებს კი შედეგის გაუმჯობესებას ვუსურვებ. სამწუხაროდ არ გამიმართლა, მიუხედავად იმისა რომ ორივე ძაღლმა 2 ხარისხის დიპლომისთვის საჭირო მანძილები ანახეს, მოლი გაეკიდა, ხოლო ჯიმიმ სიზუსტეში დაუშვა შეცდომები და უდიპლომოდ დავრჩით.

მართლაც აღსანიშნავია, რომ ზოგადი დონე ნელნელა მაღლა იწევს, რაც მართლაც მისასალმებელია. ყველას ვულოცავ წინასწარ და და ლევან ციციშვილის 14 მემორიალის ღირსეულად დამთავრებას ვუსურვებ

პოსტის ავტორი: megreli May 17 2013, 21:30

Don. vano

ციტატა(vanodonjashvili @ 17th May 2013 - 20:50) *
უდიპლომოდ დავრჩით.

ახლომომავალში გასამართი შეჯიბრი უნდა მოიგოთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 17 2013, 21:34

ხვალ რომელზე იწყება? და ისევ იქ ალბათ ხომ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 17 2013, 21:59

განვაახლებ სიას ამ გვერდზე

1.ლომინაძე-პოინტერი
2.როსტიაშვილი -სეტერი
3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი
5.ესიავა-კურცჰაარი
6.ადიკაშვილი-სეტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი

შაბათი

1.გობრონიძე-კურცჰაარი
2.ზარიძე-კურცჰაარი
3.კვარაცხელია-პოინტერი
4.ორუჯაშვილი-სეტერი
5.შურღაია-კურცჰაარი
6.ნაჭყებია-პოინტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი

კვირა

1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი


ხვალ ვინ აპირებს ასვლას?

პოსტის ავტორი: Fishman May 17 2013, 22:19

ციტატა(ჭალიმგელა @ May 17 2013, 22:59) *
ხვალ ვინ აპირებს ასვლას?


დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ტრანსპორტის საკითხი მაქვს გასარკვევი და ასევე დროის(რომლისთვის მოვასწრებ სახლში მოსვლას) D.gif

პოსტის ავტორი: megreli May 17 2013, 22:32

ჭალიმგელა
უფროსო ვანომ როგორც ვიცი ორივე დღეს გამოიყვანა ვიღაცას გადაუცვალა და შეცდომაში არ შევიყვანოთ ხალხი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: marshal May 17 2013, 22:37

ციტატა(dato1992 @ 17th May 2013 - 23:32) *
უფროსო ვანომ როგორც ვიცი ორივე დღეს გამოიყვანა ვიღაცას გადაუცვალა და შეცდომაში არ შევიყვანოთ ხალხი

ბატონ გია ადიკაშვილს გაუცვალა ასე რომ გია იასპარეზებს ხვალ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 17 2013, 22:38


პარასკევი

1.ლომინაძე-პოინტერი
2.როსტიაშვილი -სეტერი
3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი
5.ესიავა-კურცჰაარი
6.დონჯაშვილი (**)-სეტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი

შაბათი

1.გობრონიძე-კურცჰაარი
2.ზარიძე-კურცჰაარი
3.კვარაცხელია-პოინტერი
4.ორუჯაშვილი-სეტერი
5.შურღაია-კურცჰაარი
6.ნაჭყებია-პოინტერი
7.ადიკაშვილი-სეტერი

კვირა

1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი



აი ასეთია განახლებული სია

პოსტის ავტორი: Davitus May 18 2013, 05:26

აბა წარმატებები დღევანდელ მონაწილეებს, სამწუხაროდ დღესაც ვერ მოვდივარ, კვირას უეჭველი

პოსტის ავტორი: ბაბუ May 18 2013, 11:06

ჯერჯერობით შემდეგი მდგომარეობაა.



პარასკევი

1.ლომიძე-სეტერი-80 ქულა
2.როსტიაშვილი -სეტერი- 73 ქულა
3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი------
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი-67 ქულა
5.ესიავა-კურცჰაარი- 79 ქულა
6.დონჯაშვილი (**)-სეტერი-------
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი------

შაბათი

1.გობრონიძე-კურცჰაარი-77 ქულა
2.ზარიძე-კურცჰაარი---------
3.კვარაცხელია-პოინტერი---------
4.ორუჯაშვილი-სეტერი-68 ქულა
5.შურღაია-კურცჰაარი-------
6.ნაჭყებია-პოინტერი-------
7.კვარაცხელია,კურცჰაარი---------

კვირა
ხვალინდელი დღეა გადამწყვეტი.

1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი
8.ადიკაშვილი-სეტერი.

პოსტის ავტორი: Bone May 18 2013, 11:30

megreli
კაია ყოჩაღ. ზურგიდან რათ უღებ ხალხს ფოტოს .......

პოსტის ავტორი: Davitus May 18 2013, 12:57

ვაა, დღეს რა ცუდი შედეგებია, ქარი იყო ძლიერი?

პოსტის ავტორი: achiko-l May 18 2013, 20:52

ხვალ სად არის შეკრება და რომელ საათზე?
თუ პირდაპირ მინდორში ავდივართ.

პოსტის ავტორი: levani100 May 18 2013, 23:31

ციტატა(qarqashadze @ 18th May 2013 - 12:06) *
კვირა
ხვალინდელი დღეა გადამწყვეტი.

მემგონი ყველაფერი გადაწყვეტილია. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter88 May 19 2013, 13:43

დღევანდელი შედეგები როგორია ხომ არ იცით? როგორ დასრულდა??

პოსტის ავტორი: longi May 19 2013, 14:15

გილოცავთ წარმატებებს შემდეგში უკეთესი შედეგი ქონოდეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს და თქვენ მათ აღმზრდელებს d778bc34f693c93907196ff195628213.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: achiko-l May 19 2013, 21:08

ვულოცავ მონაწილეებს,გამარჯვებულებს,პ
რიზიორებს,დიპლომიანებს და უდიპლომოებს-ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო.
მადლობთ ორგანიზატორებს,მსაჯებს და ყველას ვინც გვერდით უდგას ამ კეთილშობილ საქმეს.

რაც შეეხება გამარჯვებულებს:
1 ადგილი-ლომიძის სეტერი 80 ქულით
2 ადგილი-ესიავას კურცჰაარი 79 ქულით
3 ადგილი-გობრონიძის კურცჰაარი 77 ქულით

სულ მონაწილეობდა 23 ძაღლი-აქედან რამდენმა აიღო დიპლომი არ ვიცი და იმედია ვინც იცის დაწერს.

პოსტის ავტორი: Sergi88 May 19 2013, 21:21

მალადეც კურცჰაარებს ... გილოცავთ სამივე გამარჯვებულს.

პოსტის ავტორი: არჩილ May 19 2013, 21:47

newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 19 2013, 21:58

რით იყო XIV ციციშვილი გამორჩეული: კაი ხანია ამდენი მე2 ხარისხი არ დაწერილა (4), საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი. კიდევ ის, რომ პოინტერები პირველად, არა თუ საპრიზოზე ვერ გავიდნენ, საერთოდ უდიპლომოდ დარჩნენ. არა მგონია, მხოლოდ "პოინტერ კლუბის" მიერ სანადირო პოინტერების გაფარჩაკების და მათი მფლობელების გადაბირების გამო მოხდა ეს ყველაფერი D.gif

პოსტის ავტორი: achiko-l May 19 2013, 22:05



შადი შამოდი
სულ რამდენმა ძაღლმა აიღო დიპლომი?

პოსტის ავტორი: hunter88 May 19 2013, 22:08

გილოცავთ პირველ რიგში პრიზიორებს! მერე ყველა დიპლომირებულს.... კურცჰარებს საღოლ small3d018.gif ..!!

პოინტერისტებმა გული არ გაიტეხოთ ბევრჯერ ვიტყვიტ სიტყვას!!!! newsmile045.gif

პოსტის ავტორი: levani100 May 19 2013, 22:16

შადი შამოდი პოინტერების არ ვიცი მაგრამ კურცჰაარებისგან, უფრო უკეთესი შედეგი უნდა ყოფილიყო.
ვულოცავ გამარჯვებულს, და პრიზიორებს. small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli May 19 2013, 22:28

ძია შადიმან რუსულმა მდევარმა როგორი მანძილები აჩვენაა?? D.gif კაი ლეკვი ჩანს. პოინტერისტებო გული არ გაიტეხოთ, დაცინვას კაცი არ მოუკლავს D.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 19 2013, 22:35

ციტატა(levani100 @ May 19 2013, 23:16) *
შადი შამოდი პოინტერების არ ვიცი მაგრამ კურცჰაარებისგან, უფრო უკეთესი შედეგი უნდა ყოფილიყო.
ვულოცავ გამარჯვებულს, და პრიზიორებს. small3d018.gif

მეტი უკეთესი რაღა უნდა ყოფილიყო - სამივე საპრიზო? ან პოინტერების არ ვიცი - რას ნიშნავს? 1939 მწლიდან, როცა ლევან ციციშვილის შავმა პოინტერმა "მერცხალამ" პირველ საკავშირო ჩემპიონატზე I ხარისხის დიპლომი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება , ხოლო თავად ლევან ციციშვილმა საუკეთესო მგეშავის პრიზი მოიპოვა, მის მერე ქართულ სამონადირეო მეძაღლეობას და ქართველ მონადირეს უმეტესწილად პოინტერს და პოინტერისტობას უკავშირებდნენ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს ტრადიციები ეფემერულ "ევროპული მოშენების" აკვიატებას შეეწირება.

რუსულმა მდევარმა (3 თვის ლეკვმა!) მწყერი ამოაფრინა (მართლა!!) მაგრამ გაეკიდა D.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: aragveli May 19 2013, 22:35

ციტატა(levani100 @ May 19 2013, 23:16) *
შადი შამოდი პოინტერების არ ვიცი მაგრამ კურცჰაარებისგან, უფრო უკეთესი შედეგი უნდა ყოფილიყო.
ვულოცავ გამარჯვებულს, და პრიზიორებს. small3d018.gif

ლევან შენ თუ კიდევ წუწუნებ , პოინტერისტებს სახე უნდა ჰქონდეთ ჩამოხოკილი მაშინ D.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ May 19 2013, 22:43

კურცჰაარების ზეიმი იყო!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: lashamu May 19 2013, 22:45

დღეს რა შედეგები დაფიქსირდა დაწერეთ რა

პოსტის ავტორი: hunter88 May 19 2013, 23:16

ციტატა(levani100 @ May 19 2013, 23:16) *
შადი შამოდი პოინტერების არ ვიცი მაგრამ კურცჰაარებისგან, უფრო უკეთესი შედეგი უნდა ყოფილიყო.
ვულოცავ გამარჯვებულს, და პრიზიორებს. small3d018.gif



ჩემი აზრით კურცჰარებმა თავისი მაქსიმუმი გააკეთეს. 7 დიპლომი.... 2.3 ადგილი მშვენიერია.!!!

ამ შედეგის შემდეგ სეტერისტებიც და (პოინტერისტები ) მემგონი უნდა გავაქტიურდეტ შედეგი დავდოთ ტორემ გავხდით

( კურცხარისტების დასაცინი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bone May 20 2013, 06:27

ამინდზეც დაწერეთ ორი სიტყვა , თხოვნა იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 20 2013, 08:05

ვულოცავ ყველა პრიზიორს !!!

პოსტის ავტორი: doni May 20 2013, 09:14

სულით და გულით ვულოცავ ყველა გამარჯვებულს d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2013, 09:23

ვულოცავ პრიზიორებს. დანარჩენებს კი გაგამხნევებთ თუ ეს რამეში დაგეხმარებათ. ცხოვრება ლატარეაა, ასე რომ გული არ გაიტეხოთ.


რაც შეეხება ფოტო და ვიდეო მასალას: თქვენის ნებართვით, გადავიტან შესაბამის თემაში....

პოსტის ავტორი: ზაზა May 20 2013, 09:30

გამარჯვებულს და პრიზიორებს ვულოცავ წარმატებებს, ასევე - ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს.

პოსტის ავტორი: ჩელე May 20 2013, 11:54

ფოტო და ვიდეო მასალა გადატანილია ამ თემაში: http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10421&hl= თუ კიდევ ვინმეს გაქვთ შესაბამისი მასალა, შეგიძლიათ დადოთ ზემოთ ხსენებულ თემაში....

პატივისცემით

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 20 2013, 12:49

7 დიპლომი არ აუღიათ კურცჰაარებს, ახლა მთლად მეტიმეტს ნუ მოინდომებთ! ashh.gif

პოსტის ავტორი: levani100 May 20 2013, 13:14

ციტატა(shadimani @ 19th May 2013 - 23:35) *
მეტი უკეთესი რაღა უნდა ყოფილიყო - სამივე საპრიზო? ან პოინტერების არ ვიცი - რას ნიშნავს?

სამივე საპრიზოს არ ვგულისხმობ, მართლა ნამეტანი იქნებოდა. newsmile05.gif მე ვიგულისხმე კიდევ მეტი დიპლომი უნდა მიეღოთ,
იყო ორი-სამი ძაღლი, მაგის "გამკეთებელი." პოინტერი კი ისედაც ძალიან ცოტა მონაწილეობდა. სულ სამი ძაღლი იყო მსურველი, და სამიდან, ორმა მიიღო მემგონი მონაწილეობა.

პოსტის ავტორი: ბაბუ May 20 2013, 14:15

გამარჯვებულმა და პრიზიორებმა რა ქულები მიიღეს 13-ვე გრაფის მიხედვით, ხომ არ იცით ვინმემ?
თუ ვინმეს აქვს,იქნებ დადოთ!

პოსტის ავტორი: Bone May 21 2013, 09:20

ფოტოებს არავინ იღებდა ? ჩვენდ გარდა ?
თხოვნა იქნება უმორჩილესი თუ დადებთ ფოტომასალას

პოსტის ავტორი: ზაზა May 21 2013, 13:46

ამ შაბათ-კვირას ინგლისურები და გერმანულები იგეგმებოდა, ისევ გაუგებრობა რო არ მოხდეს, რატო არ ვიცოდითო, დააზუსტეთ და გახსენით თემა მოდერებო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 21 2013, 13:51

ზაზა
გახსნილია ზაზა

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10422&hl=

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 21 2013, 13:59

ჭალიმგელა
შენ დღეს რაგაც გჭირს!
გერმანულებიც არისო და რატ ტეხავ მაგატ!
ეგ მხოლოდ ინგლისურების არის

პოსტის ავტორი: ზაზა May 21 2013, 14:28

ციტატა(ჭალიმგელა @ May 21 2013, 14:51) *
ზაზა
გახსნილია ზაზა

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10422&hl=



კი, ვნახე მერე, მარა ამ პოსტს ვერ ვშლი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 21 2013, 14:34

კაცო გერმანულებს არ უნდათ მაგეთი?

პოსტის ავტორი: ჩელე May 21 2013, 15:49

რუსთავი-2-ის სიუჟეტი გადატანილია შესაბამის თემაში: http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10421&st=15&start=15

პოსტის ავტორი: Maverick May 21 2013, 15:51

daxurulia.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ May 26 2013, 09:33

Don. vano

ციტატა(vanodonjashvili @ 26th May 2013 - 09:46) *
ბაბუ ეხლა მთლად ნუ გადაგვისვავ ხაზს......

არა,ბაბუ გენაცვალოს!
ეგ მე ვთვლი რომ "დებრამ" გაიმარჯვა.თორე მთავარი "ექსპერტების" მიერ დაწერილი ქულებია!!!!!!!!! ashh.gif
ისე,ჩვენ ძმობას გაფიცებ,შენ რომ გემსაჯა,გამარჯვებულ ძაღლს სისწრაფეში და სვლის სტილში რა შეფასებებს დაუწერდი? newsmile045.gif
შადიმანის აზრით,7 სწრაფად ვერ დარბოდა! არა და 8 შეფასდა!(მაგ საუბარს შენც დაესწარი და როგორც მახსოვს დაგვეთანხმე)
აქედან გამომდინარე სვლის სტილიც................!-1 ქულა!
ეგეც შენი -2 ქულა!!!!!!!!!!!!
რა გამოვიდა? 78!!!!!!!!!!!!!!!! ანუ დამსახურებული მეორე ადგილი!!!!!!!!!!!
ამიტომაც მე ვთვლი რომ წელს ციციშვილი "დებრამ" მოიგო!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 26 2013, 09:42

ისე შორია თორემ ჯავახეთში რომ ჩატარდეს ტურნირი კარგი იქნება, კაციშვილი (არც ქალიშვილი) არ გაწუხებს. გუშინ ვიყავი სავარჯიშოდ და სათევზაოთ. უზომო მწყერი და ღალღა დაამუშავა. სეზონი რომ ყოფილიყო 35-40 ცალს მაინც მოვკლავდი. მაგას სეზონამდე გაზრდილი ბარტყებიც დაუმატე და ოჩოპინტრეს თასი მად ხომ არ გავაკეთოთ?

პოსტის ავტორი: ბაბუ May 26 2013, 10:25

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 26th May 2013 - 10:42) *
ოჩოპინტრეს თასი მად ხომ არ გავაკეთოთ?

რა თქმა უნდა!ორდღიანი,ღამის თევით!!!!!!!
წალკაში რა ხდება?იქაც დასაზვერია.
თან გაცილებით ახლოსაა.

ისე,მე თუ მკითხავ,მზადება ეხლავეა დასაწყები.

პოსტის ავტორი: ზახარა May 26 2013, 10:28

ჭალიმგელა
მანდ მაგ დროისთვის , ვერაფერი სახარბიოლო დაგხვდება რომ ავიდეთ newsmile045.gif საძოვრები სადაც შენ ნახე ფრინველი , გათიბული და ცხვარ-საქონელით არის გატენილი newsmile05.gif
დანარჩენ ადგილებში პატარა პურის ყანები იქნება (აუღებელი) და კართოფილის მინდვრები newsmile05.gif
ჩასატარაბლად ალბათ დმანისი ან წალკა უნდა განვიხილოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 26 2013, 10:53

ციტატა(ბაბუ @ May 26 2013, 10:33) *
Don. vano


შადიმანის აზრით,7 სწრაფად ვერ დარბოდა! არა და 8 შეფასდა!(მაგ საუბარს შენც დაესწარი და როგორც მახსოვს დაგვეთანხმე)
აქედან გამომდინარე სვლის სტილიც................!-1 ქულა!
ეგეც შენი -2 ქულა!!!!!!!!!!!!
რა გამოვიდა? 78!!!!!!!!!!!!!!!! ანუ დამსახურებული მეორე ადგილი!!!!!!!!!!!
ამიტომაც მე ვთვლი რომ წელს ციციშვილი "დებრამ" მოიგო!!!!!!!!!!!!

ძებნის სისწრაფის შეფასება, რა თქმა უნდა, ბევრწილად სუბიექტური აღქმიდან გამომდინარეობს. შეჯიბრებაზე უფრო ადვილიცაა - ერთმანეთს ადარებ გამომსვლელების სისწრაფეს, უფრო სწრაფს 8 უწერ, უფრო ნელს 7-ს. ასე რომ - ჩემი შეხედულება მაგ შემთხვევაში ბევრს არაფერს ნიშნავს. თან ჩვენ საკმაოდ შორიდან ვუყურებდით და ამ დროს ძაღლის მოძრაობა უფრო შენელებულად გეჩვენება.
სვლის სტილში კიდე 4-ზე ნაკლებს ვერაფრით ვერ დავუწერდი, ჩვენი კრიტერიუმების გათვალიწინებით და იმ საერთო ფონზე, რაც დღესა გვაქვს.
მოკლედ, ციციშვილი "დებრას" არ მოუგია, "დებრა"დამსახურებულად გავიდა მე-2 საპატიო ადგილზე.

პოსტის ავტორი: ბაბუ May 26 2013, 11:06

შადი შამოდი

ციტატა(shadimani @ 26th May 2013 - 11:53) *
უფრო სწრაფს 8 უწერ, უფრო ნელს 7-ს.

ვერაფრით ვერ დაგეთანხმები!!!!!!!!!!!
არსებობს ჩამოყალიბებული,მკაცრი კრიტერიუმები საველე გამოცდის წესებში,რომლის მიხედვითაც ხდება ძაღლის სისწრაფის შეფასება!
თუ ძაღლი არ იმსახურებს შეფასება 8,სხვა ძაღლები საერთოდ რომ დაღოღავდნენ 8 არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუწერო!!!!!!!!!!!!!!
ამისთვის არის საჭირო ცოტა მეტი გამბედაობა და ძალიან ბევრი ობიექტურობა!!!!!!!!!!!!

და თუ ძაღლს სტილი არ აქვს,მითუმეტეს სეტერს,რომელიც ძირითადათ სტილით და სისწრაფით უნდა გამოირჩეოდეს,უნდა თქვა რომ ის უსტილოა!
ანუ სეტერი არის მხოლოდ ვიზუალურად!!!!!!!!!!!!!!!

და სტილების გრაფებშიც შესაბამისი შეფასებები უნდა დაუწერო.
ასე რომ ჩემთვის "ციციშვილის" გამარჟვებული დებრაა.
და თუ მთლად ობიექტურები ვიქნებით შეფასებებში,ეგ "ინგლისური სეტერი"(შეგნებულად ჩავსვი ბრჩხილებში) საერთოდაც მესამე უნდა ყოფილიყო!!!!!!!


წავედი მე ცხენის შესაკაზმად! newsmile045.gif D.gif

პოსტის ავტორი: megreli May 26 2013, 11:32

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 26th May 2013 - 10:42) *
სეზონი რომ ყოფილიყო 35-40 ცალს მაინც მოვკლავდი.

ბატონო პრეზიდენტო ეგ ბრაკონიერობაა მე ასე მგონია D.gif

ვულოცავ გუნდურ გამარჯვებას კურცჰაარებს newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Don. vano May 26 2013, 11:38

თენგო მე რომ მემსაჯა შეილება საერთოდ "მეგობრობას" გაემარჯვა. არა იმიტომ რომ მიკერძოებული ვარ, არა იმიტომ რომ სეტერისტი ვარ.... ყველა ადამიანს თავისი შეხედულებები აქვს. ერთს ვიტყვი რაშიც ყველა დამეთანხმება. ძალიან ცუდ დღეში ვართ, შეჯიბრი უნდა იმსაჯოს სამმა ექსპერტმა და არა როგორც ხდება ხოლმე.

პოსტის ავტორი: megreli May 26 2013, 11:43

Don. vano

ციტატა(vanodonjashvili @ 26th May 2013 - 12:38) *
შეჯიბრი უნდა იმსაჯოს სამმა ექსპერტმა და არა როგორც ხდება ხოლმე.


ან თუ გადაწყდება რომ ერთმა მსაჯმა უნდა იმსაჯოს,კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ექსპერტებს შორის...

პოსტის ავტორი: ბაბუ May 26 2013, 11:45

Don. vano

ციტატა(vanodonjashvili @ 26th May 2013 - 12:38) *
შეჯიბრი უნდა იმსაჯოს სამმა ექსპერტმა და არა როგორც ხდება ხოლმე.

ხო,ბაბუ გენაცვალოს,ექსპერტმა უნდა იმსაჯოს!!!!!!!!!!
ექსპერტი კი პირველ რიგში კვალიფიციური და ობიექტური უნდა იყოს!!!!!!!!!!!
ექსპერტი შეფასებებს თავისი შეხედულებით კი არა,წესდების მიხედვით უნდა წერდეს.
წესებში ზუსტად არის აღწერილი სვლის რა ტემპს და სტილს რა შეფასება ეკუთვნის!
შედარებითი ექსპერტიზა, დასაშვებია და მიღებულია გამოფენებზე.
საველე შეჯიბრზე ის შეფასება უნდა დაუწერო ძაღლს რა კრიტერიუმებს შეესაბამება მის მიერ ნაჩვენები ან სისწრაფე,ან სტილი.
სანამ ობიექტურობას არ ვისწავლით,არაფერი გვეშველება!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Don. vano May 26 2013, 12:15

და ძაღლის მუშაობის დროს ყვავილებს არ უნდა ათვალიერებდეს თენგო!!! კვალიპიციური და ობიექტური... - შენ სიტყვებს გამოვიყენებ.

პოსტის ავტორი: ბაბუ May 26 2013, 12:36

Don. vano

ციტატა(vanodonjashvili @ 26th May 2013 - 13:15) *
და ძაღლის მუშაობის დროს ყვავილებს არ უნდა ათვალიერებდეს

D.gif D.gif D.gif D.gifეტყობა შეყვარებულისთვის თაიგული უნდოდა შეედგინა!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Gobrona May 26 2013, 14:37

ციციშვილის შედეგს რაც შეეხება ჩემი აზრით ეგ განსახილველი თემა აღარ არის შედეგები უკვე დაიდო და იქ გასაგებად ჩანს ვინ რომელი ადგილი დაიკავა კონკრეტულად ამ შეჯიბრზე.

შედეგებზე დავა თუ დავიწყეთ უკვე ყოველი შეჯიბრის შემდეგ მსგავსი დავები გახშირდება, რაც ჩემი აზრით მიუღებელია (სასამართლოს თემას დაემსგავსება). მსაჯების გადაწყვეტილება უნდა იყოს აუცილებლად ობიექტური, მიუკერძოვებელი და საბოლოო!!!! ashh.gif
უფრო მეტი ექსპერტი რომ იყოს შეჯიბრებებზე ჩართული მაგას კი მგონი ყველა მიესალმება.

დიდი მადლობა ექსპერტებს გაწეული შრომისთვის როგორც ციციშვილის სახელობის შეჯიბრზე, ასევე ჯიშთაშორის შეჯიბრზე.

საერთოდ კი ვინც დავდივართ საველეებზე მგონი ყველამ კარგად ვიცით რომელი ძაღლს რა შესაძლებლობები აქვს ამ შემთხვევაში "დებრას" ვგულისხმობ, რაც დღესაც დაამტკიცა კიდევ ერთხელ ასეთ რთულ პირობებში (ამინდს ვგულისხმობ)


პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 26 2013, 14:47

ციტატა(ბაბუ @ May 26 2013, 12:45) *
Don. vano


წესებში ზუსტად არის აღწერილი სვლის რა ტემპს და სტილს რა შეფასება ეკუთვნის!
შედარებითი ექსპერტიზა, დასაშვებია და მიღებულია გამოფენებზე.
საველე შეჯიბრზე ის შეფასება უნდა დაუწერო ძაღლს რა კრიტერიუმებს შეესაბამება მის მიერ ნაჩვენები ან სისწრაფე,ან სტილი.
სანამ ობიექტურობას არ ვისწავლით,არაფერი გვეშველება!!!!!!!!!!

თენგო, კი ვიცი, რომ მშვენივრად ხარ გაცნობილი ჩვენს წესებს, მაგრამ იქნებ ერთხელ კიდევ ერთად ჩაგვეხედა "ძებნის სისწრაფის" და სტილის გრაფაში. მაშინ დავინახავთ, რომ "ზუსტად აღწერაზე" ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვა, რეალობის სრულიად საპირისპირო აღქმაა. ამ გრაფებში (და არა მარტო) განმარტებები იმდენად ზოგადია, იმდენნაირი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე მყარ კრიტერიუმებზე საუბარი. შედარება თავისთავად ხდება და სხვათა შორის, თუ რამე იძლევა ობიექტურობის შანს, სწორედ ეს არის. წყვილთა გამოსვლის პრინციპიც ამაზე დგას.
კვალიფიკაცია ცოდნა და გამოცდილება კი ექსპერტიზასაც ჭირდება და ექსპერტიზის ნიუანსებზე კამათსაც. მთელი წლის ნალოლიავები და ნალოდინევი მთავარი ღონისძიების შედეგების ერთი ხელის მოსმით გაბიაბრუებას კი შეკაზმული ცხენიც ყოფნის. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ May 26 2013, 15:45

შადი შამოდი
მე ხაზგასმით მიუთითე რომ მე ვთვლი რომ "ციციშვილი" 'დებრამ" მოიგო და ჩემთვის არის ის ამ შეჯიბრის გამარჯვებული!
მერე ავხსენი თუ რატომ ვთვლი მე ასე.
ისეც დავწერე რომ შედეგი დამდგარია და მთავარი ეს არის.
თუ ვინმეს არ სიამოვნებს რომ ჩემი აზრით სიმართლეს ვამბობ,მე ხომ ჩემს მოსაზრებას თავს არ ვახვევ არავის!
არც ექსპერტიზის ნიუანსებზე კამათს ვაპირებ,მითუმეტეს გამოცდილ ექსპერტებთან.
ისე რაც იმ წესებშია ზუსტად აღწერილი რა სისწრაფით და როგორ უნდა მოძრაობდეს ძაღლი ესა თუ ის შეფასება რომ მიიღოს,მაგაზე მეტი კონკრეტიკა წაწრმოუდგენელია.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მინდა გითხრათ რომ(ექსპერტებმა ისედაც იციან) არსებობს საველე გამოცდების წესების განმარტებები,სადაც არის დეტალურად გაწერილი ყოველი ნიუანსი.
ეს განმარტებები ერთგვარი კონსპექტია,თუ გინდათ "შპარგალკაა" ანუ ახლა როგორც მოდაშია"გაიდლაინია" ექსპერტებისთვის!
აქ დეტალურად არის გაწერილი რა შემთხვევაში აკლდება ძაღლს ქულები.
მაგალითად,გამოტოვებაზე რამდენი აკლდება,ცრუ ნაბულზე რამდენი.
ცრუ ნაბულზე აკლდება 2 ქულა,მაგრამ აღწერილია ის შემთხვევა,როდესაც ცრუ ნაბულისთვის 3 ქულა უნდა დააკლო. . ნაბულის სტილში რამდენი აკლდება და სისწრაფეში რამდენი.
იმ განმარტებებში დეტალურად არის აღწერილი როგორ უნდა იმოძრაოს ძაღლმა ესა თუ ის შეფასება რომ დაიმსახუროს.
მოკლედ,იქ აღწერილია "ნიუანსები"

ზოგადი განმარტებები კი მოცემულია გამოცდების წესებში.

!ექსპერტიზის ობიექტურობაზე დავწერე ორიოდ სიტყვა,მაგრამ მერე წავშალე! არ არის საჭირო ჩვენი სამზარეულოს საქვეყნოდ განხილვა.
მე ჩემს აზრზე ვრჩები რომ კარგი იქნებოდა ექსპერტებს მეტი გამბედავობა და ობიექტურობა ახასიათებდეთ!
თან კამათსაც არ ვაპირებ,მითუმეტეს ჩემთვის ღრმად პატივცემულ და საყვარელ ხალხთან!

ვერ წარმოუდგენიათ ხალხს,რომ კურცჰაარმა შეიძლება პრესტიჟული შეჯიბრი მოიგოს!
აქედან გამომდინარე მოხდა ის ,რაც მოხდა!
ბოლო ბოლო ორი გამარჯვებული ყოლოდა "ციციშვილს" უფრო მისაღები იქნებოდა და სამართლიანი იქნებოდა!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ,ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა,არავის თავს არ ვახვევ!

პოსტის ავტორი: ბაბუ May 26 2013, 22:08

Giorgi_M

ციტატა(Giorgi_M @ 26th May 2013 - 22:22) *
რაც შეეხება ამ კამათს მემგონი არ არის სწორი ამ თემებზე აქ საუბარი , თუ ვინმეს რამე სათქმელი აქ მოვიდეს ოთხშაბათს კლუბში და იქ ვისაუბროთ


levani100
ციტატა(levani-asi @ 26th May 2013 - 22:51) *
Giorgi_M გეთანხმები 1000%. ექსპერტების შეფასებით უკმაყოფილო ხალხმა, პრეტენზია გამოვთქვათ ადგილზე, ან კლუბში.

მე ჩემო ლევან,"ექსპერტების შეფასებით უკმაყოფილო ხალხი" არ ვარ. სახელიც მაქვს,გვარიც,და ფორუმული ნიკიც! newsmile045.gif

რა დღეშიც არის დღეს უმრავლესობა ჯიშების,კი ხედავს ყველა!
აღარც პოინტერია,აღარც დრათხაარი,სეტერი სეტერს არ გავს,ირლანდიული საერთოდ გადაშენდა!
აი ეს არის ზუსტად მიჩქმალვის,მიჩუმათების და ერთმანეთის არწყენინების პოლიტიკის შედეგი!
მე რომ კლუბში ვჩხუბობდი და ვომობდი საქმეს ვუშველოთო არ მახსოვს ვინმეს ხმა ამოგეღოთ!
კლუბის პატრიოტობა ის კი არ არის,პრობლემა დამალო და მიაჩუმათო,არამედ იშრომო მის გადასაწყვეტათ!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)