ტრადიციის მიხედვით , წლევანდელ გაზაფხულზეც დაიგეგმა ტრადიციული შეჯიბრი "ციციშვილის მემორიალი "
სანადირო მეძაღლეობის და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში - დღეს გაიმართა კენჭისყრა.
მონაწილეები გადანაწილდნენ შემდეგი მიმდევრობით:
პარასკევი
1.ლომინაძე
2.როსტიაშვილი
3.რამიშვილი
4.ქარქაშაძე
5.ესიავა
6.ადიკაშვილი
7.დონჯაშვილი (**)
შაბათი
1.გობრონიძე
2.ზარიძე
3.კვარაცხელია
4.ორუჯაშვილი
5.შურღაია
6.ნაჭყებია
7.დონჯაშვილი (**)
კვირა
1.მეტრეველი
2.კენჭიაშვილი
3.ელერჯია
4.კენჭიაშვილი (**)
5.სიხარულიძე
6.ლომოური
7.კენჭიაშვილი (**)
(** მონაწილე იასპარეზებს რამოდენიმე მეძებრით)
მეძებრების სიმრავლის გამო, შეჯიბრი გაიმართება სამი დღის განმავლობაში 17 18 და 19 მაისს
მაყურებლის დასწრება შეუზღუდავია. (შინაური ცხოველის გარეშე ! )
დაგვიანების შემთხვევაში მონაწილე ავტომატურად გამოვა ბოლო ნომრად !!!
ძალიან კარგი აუცილებლად დავესწრები!
და დრო?
საინსტერესოა
პირველი მონაწილე ველზე გავა ზუსტად
05:30 -ზე
დაგვიანება რა შემთხვევაში ითვლება?მაგალითად მე ვარ მეექვსე და რო მოვიდე 7 საათზე დაგვიანებად მეთვლება?ანუ ჩემი გასვლის დრო რო არ იყოს ჯერ მოსული.
აუ პარასკევს დედა შვილს არ აიყვანს ხელში
ჭალიმგელა
რათა?
ისე, კენჭისყრაში როგორ გაგიმართლა
რომელ მხარეს ჩატარდება?
Fishman
კენჭისყრაში გამართლება ბევრი ვერაფერი ბედენაა
იქნებ ადგილიც მიუთითოთ,სად ჩატარდება.
წარმატებები თქვენც და თქვენ ოთხფეხა მეგობრებსაც... დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენთან ერთად, სამცუხაროდ რამდენიმე დღეა გავედი ქვეყნიდან. შორიდან გბალენშიკობთ მთელი გულით.....!!!!
achiko-l
ტრადიციულად, თბ ზღვის მინდვრებში
hunter88
გაიხარე
achiko-l
ბაბუ
Bone
მეძებრის ჯიშები რომ მიუთითო არ შეგიზლია? ბევრის ვიცი ბევრის არა და თუ შესაძლებელია მადლობელი დავრჩები
simona
სამწუხაროდ ყველა არც მე ვიცი
ზოგის გვარიც კი პირველად გავიგე....
1.ლომინაძე-პოინტერი
2.როსტიაშვილი -სეტერი
3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი
5.ესიავა-კურცჰაარი
6.ადიკაშვილი-სეტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი
შაბათი
1.გობრონიძე-კურცჰაარი
2.ზარიძე-კურცჰაარი
3.კვარაცხელია-პოინტერი
4.ორუჯაშვილი-სეტერი
5.შურღაია-კურცჰაარი
6.ნაჭყებია-პოინტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი
კვირა
1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი
ზუსტი რუკა იქნებ მოხაზოს ვინმემ?
კენჭისყრა "მოგუდულში" ჩატარდა თუ როგორაა საქმე ?
წარმატებები მონაწილეებს !!!
Bone
LeoTaso
სწორი შენიშვნაა, მე ზუსტად არ ვიცი, თუ ეგ განგებ არ მოხდა, მაგარი ქვის ხანა ყოფილა ინფორმაციის გავრცელების მეთოდიკაში.
ისე, მაინც ცადე მისვლა, იქნებ ბოლო გამომსვლელად მიგამატონ, შენი ხვადის არ გამოსვლა ტეხავს მაგრად.
LeoTaso
მართალია !
ყველა შეჯიბრის წინ, ოთხშაბათობით (ეს დღე არის შეკრების დღე ""მაჩაბლის""" კლუბში)
ყოველ ოთხშაბათს შეჯიბრამდე, ასე ხდება ხოლმე :(
სამწუხაროა თუ დიპლომიანი ძაღლია და ასე გამორჩა მოვლენებს....
მაგრამ მაინც მიიღებს მონაწილეობას როგორც ვისი სავარაუდოდ ბოლო ნომრად იასპარეზებ რომელიმე დღეს :( :(
წარმატებებს გისურვებთ კარგო ხალხო. თუ მოვახერხე ამოვალ აუცილებლად და ჩაგაკარტოჩკებთ.....
levani100
თუ ინტერესია იმაში რომ ბევრმა დამიანმა მიიღოს მონაწილეობა, ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება ჭირდება, იქ სადაც დაინტერესებული ადამიანები იყრიან თავს, მასმედიით უნდა გამოცხადებულიყო თქო ხომ არ ვამბობ, ანუ როგორც მე გავიგე, "ვინც ჩვენთან დადის გაიგებდა და ვინც არ მოდის არ გვაინტერესებსო" ეგრე გამოვიდა.
თუ მონაწილეების რაოდენობა დიდია და რეკლამირება არ გინდათ, "რომ ხალხი არ მოაწყდეს" მაშინ კიდე მესმის
მაგიტომაც დავწერე ზემოთ შესაბამის ფორმატში
Davitus
ამ შეჯიბრის შესახებ "ოჩოპინტრეს" წევრების უმეტესობამ იცოდა. რამოდენიმე მონაწილეობასაც კი იღებს.
ალბათ მათვე უნდა ეზრუნათ რომ საიტზე განთავსებული ყოფილიყო განცხადება.
მაგრამ მე მაინც მგონია რომ ამ განყოფილების მოდერებს უნდა გამოეჩინათ მეტი ყურადღება!
ბაბუ
დაწერა ყველას შეგვეძლო ვინც ვიცოდით, ასე რომ ყველა დამნაშავე ვართ და გადაბრალებას ერთმანეთზე, ჯობია მომავალში რომ არ განმეორდეს ამაზე ვიზრუნოთ
ხალხო ჩხუბს, ხიპიშსა და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევას მგონი ჯობია ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში რაც უკვე კეთდება (ხარვიზების მიუხედავად) და იმის გამოსწორებაზე ვიფიქროთ რომ ეს ხარვიზები აღარ განმეორდეს
achiko-l
ჩავასწორე
ყველაფერს მოდერებს ნუ დავაბრალებთ ძალიან გთხოვთ. კეთილი ინებონ ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა და დადონ ხოლმე ინფორმაცია წელიწადში ერთხელ, არაფერი უჭირთ....
პატივისცემით
ჩელე
ამბავი კი გავიგე მაგრამ ჭალიმგელა რომ არ ყოფილიყო ზუსტად არ მეცოდინებოდა არაფერი. არადა კვირას მინდ აკიდევ ერთი ლამაზი გადაცემა გავაკეთო რომელიც ორშაბათს გავა. ამისთვის მეტი კონტაქტია საჭირო. კიდევ ერთი თხოვნა მექნება და შეკითხვაც. 3 დღე რომ ტარდება შეჯიბრი კვირას სახელდება გამარჯვებული თუ ყოველ დღეს თავისი ყავს? დეტალები მინდა მეტი რომ ვუთხრა ჟურნალისტს. კარგად იცით რომ ჩემი სიამოვნებისთვის არ ვიღებ მე ისედაც მივალ სანახავად, უბრალოდ მინდა რომ ძაღლით სწორად ნადირობის კულტურა დაინერგოს საქართველოში, ჯიშიანი ძაღლებით. ამიტომ არავისთვის საწყენად არ ვამბობ მოდით ამაში ერთმანეთს ხელი გავუმართოთ. ერთსაც ვიტყვი ჟურნალზე უფრო ეფექტური საშუალებაა ინტერნეტი ინფორმაციის გასავრცელებლად.
ბაბუ
მაინც ჩვენ ვართ დამნაშავეები კაცო??... )) ვაახ რა ვსქნა, რომელ კედელს შევასკდე? )))
ამის შესახებ ამ თემაში მეტს არ დავწერ რომ არ გაოფდეს, მაგრამ ეს რომ არ დავწერო ისეც არ გამოვა. მე არავისი საწინააღმდეგო არ მაქვს ზემოთ დაწერილი ჩემი პოსტიც არ არის მაგ მიზნით დაწერილი, მაგრამ ფინანსურად ორგანიზატორებს უფრო მეტად ჭირდებათ ამ საქმის გახმაურება ფართო მასებზე ვიდრე ჩვენ, რადგან ჩვენ (კლუბს) არანაირი მიზანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ განვითარდეს უფრო მეტად ეს მიმართულება. თან ჩვენი პრიზიც არის დაწესებული.... ფორუმით უფრო მეტს იგებს ხალხი და საერთოდ ვირტუალური სამყაროდან ანუ ინტერნეტიდან ვიდრე ჟურნალ-გაზეთებით და ნამდვილად არ არის გამართლება: თუ რამის გაგება გინდა იყიდე ჟურნალი და გაიგე..... თუ ჟურნალით უნდათ ფულის კეთება აკეთონ ბატონო, არავინ უშლით. მაგრამ თუ საქმის კეთება და თან ცოტა ფულის კეთებაც თუ უნდათ, მაშინ მენეჯმენტი უნდა შეცვალონ აშკარად....
არ ვჩხუბობ, არ ვიბუტები და მსგავსნი ძმანი მისნი, უბრალოდ ეგრევე ჩვენზე თითის გამოშვერა ცოტა არ იყოს მწყინს.....
gagrinski
დავითას ვენაცვალე, კარგი კაცი ხარ. სამ დღიანი იმიტომ არის, რომ მონაწილეები არიან ბევრნი. მე რამდენადაც ვიცი, 3 დღის შედეგებიდან გამოვლინდება უკვე გამარჯვებული. ასე რომ კვირას რომ გადაიღოთ, მგონი ოპტიმალური ვარიანტი იქნება. თან დაჯილდოვებასაც დაესწრებით და იმასაც გადაიღებთ.
gagrinski
სამივე დღის შედეგებიდან გამომდინარე დასახელდება გამარჯვებული.
levani100
კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს. მოდით შევთანხმდეთ, რომ მოხდა გაუგებრობა. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ნაწყენები მერე ჩვენზე რჩებიან. არა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ.....
levani100
~
თუ ყველაფერი სწორად და გააზრებულად დაიგეგმება და განხორციელდება, ვერავინ ვერავის დააბრალებს.... ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ინფორმაციული ვაკუუმი ყოფილიყო ამ ფორუმზე, ასე რომ ამის გამოსწორებას არაფერი უნდა....
პირადად მე ვიტყვი, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ვიხდი და ნახევარზე სულ არ ვარ სახლში , წინა დღეებიც სულ მორიგეობები მომიწია და სულ არ შემომიხედია ფორუმზე, მარა ერთიც არის ყველამ ვიცით რომ მაისის შუა რიცხვებში ტარდება ეს შეჯიბრი ყოველთვის, ის კი არა ფორუმზე სადღაც ეწერა კიდევაც სავარაუდო თარიღები ,მაჩაბელის კლუბის დაგეგმილი ღონისძიებების. არავის არ ეწყინოს მარა თუ ვინმეს მართლა აინტერესებს და დაინტერესებულია იმით რომ ძაღლი შეჯიბრზე გაიყვანოს , ელემენტარული ეკითხა ფორუმზე, ყველა ეტყოდა. ყველას სათითაოდ ტელეფონზე რეკვას ნამდვილად ვერავინ ვერ დაუწყებს, ძაღლი სულ არ მყავს და არც კომპთან მოვხვედრილვარ მარა გუშინ ტელეფონით მაინც ყველაფერი გავარკვიე. თუ ვერ მოხერხდა კენჭისყრაში მონაწილეობა და არც ეგ არის პრობლემა, მონაწილეობას მაინც მიიღებს, ბოლო ნომრად და ეს რა კატასტროფაააა????
თხოვნა იქნება: მოდით მოვრჩეთ ამ თემაზე აქ ლაპარაკს, თორე შორს წავალთ და თან გაოფდება თემაც..... თუ სურვილი გაქვსთ სხვაგან გავაგრძელოთ, არის მსგავსი თემები....
ზახარ მაშ რა ქნას ეხლა დონჯაშვილმა 2 ივე ძაღლი მოხსნას შეჯიბრიდან იმის გულისთვის რომ ბოლოში მოუწია? ყველაფერი ლატარიაა, რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევა ყოფილა, ბოლო ნომრად განთესილ ძაღლს რომ მოუგია შეჯიბრი. მპოვნელი ძაღლი გარკვეულ შედეგს მაინც აჩვენებს . ცუდ და დასაქცევ პირობებში კიდევ შეჯიბრი შეჩერდება და სულ არ ჩატარდება ეგ წესებით განსაზღვრულია და ბოლოს ყველაზე მთავარი ვინც მხოლოთ იმ მიზნით მონაწილეობს შეჯიბრში,რომ როგორმე ვიღაცას აჯობოს და აუცილებლად გაიმარჯვოს, იმიტომ მიდის კარგად ჩვენი საქმე. შეჯიბრში მონაწილეობა მხოლოთ მოგებაზე ფიქრი არ არის.
aragveli
სხვანაირად გაიგე რაც დავწერე
achiko-l
ჩემ ერთ წინადადებას რამხელა ამბავი მოჰყოლია ?!
ჩემი აზრით არ ღირდა ამდენ ლაპარაკად ეს ყველაფერი, მითუმეტეს თუ მარტო მე შემიქმნა "ინფორმაციის ვაკუუმი".
თან თუ ბოლო ნომრად გამოსვლა შეიძლება დაველაპარაკები ბატონ ცხვედიანს, გავარკვევ და ჩემი ძმა გამოიყვანს აუცილებლად ( მე გეგმები შევცვალე და ეს უქმეები ქალაქში არ ვიქნები სამწუხაროდ).
ისე ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არაა ალუმინის "ვერცხლის" მედლის ძაღლზე და ჩარჩოში ჩასმული "დიპლომის" კედელზე დაკიდება, მთავარია მონაწილეობა, კარგი ხალხის გაცნობა და ა.შ.
თორე ჩემი ჟანგიანი რა ძაღლიცაა დიდი ხანია ვიცი, როგორც ექსპერტმა თუ არა როგორც მონადირემ მაინც
ასე რომ ყველას გულწრფელად გისურვებთ კაი ამინდს, ბევრ ფრინველს და იღბალსაც რათქმაუნდა
ისე ამ სათაურით თემა რამდენიმე დღის წინ გავხსენი, ვინც რამე იცით აქ დაწეტეთ მეთქი, მაგრამ დაიხურა და წაიშალა...
LeoTaso
LeoTaso
ამ წუთს დავბრუნდი სომხეთიდან. რაქ თქმა უნდა კლუბისა და ფორუმის წევრებისთვის შეიძლებოდა საქმის გაიოლება და ინფორმირება
მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ "სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა" საზოგადოება არს სხვა ორგანიზაცია და არა ოჩოპინტრე, ყავს თავისი თავმჯდომარე. კი ვთანამშრომლობთ, ვპარტნიორობთ და ვმეგობრობთ, მაგრამ ვალდებულები მხოლოდ მეგობრულად ვართ აქ დავდოთ ინფორმაცია.
ვისაც სურვილი აქვს ციციშვილის მემორიალში მიიღოს მონაწილეობა წლიდან წლამდე ელოდება და ყველამ იცის რომ, რაც დაარსდა ტურნირის წინა ოთხშაბათს
ტარდება კენჭისყრა.
მერე მეორე, ეხლა ცოტა დავისვენებ და აუცილებლად ამოვაგდებ იმ პოსტებს სადაც წერია როდის ტარდებოდა ტურნირი.
აი ეს ერთეღტი პოსტი
ამ შეჯიბრის მერე ტარდება ხომე ცალკე გერმანული ჯიშების და ცალკე ინგლისურების,ხო არ იცით გადაწყვეტილია,წელს იქნება თუ არა მსგავსი სახის შეჯიბრები?
achiko-l
განრიგში ეწერა რაც ვნახე და ალბათ არ გადაიფიქრებენ
ჭალიმგელა
ანუ ინფორმაცია არ გვაქვს ხო,ჩათარდება თუ არა?
ბიჭებო თუ არ ვცდები საველე შეჯიბრებების თარიღები შემდეგია (როგორც კლუბში ვნახე გამოკრული)
ინგლისური მეძებრები: 16-17 მაისი
კონტინენტალური მეძებრების: 18-19 მაისი
თუ ვცდები და არასწორად მახსოვს იმედია უფრო გათვითცნობიერებული ხალხი შემისწორებს
წარმატებები ყველას
რა ხდება ხომ არ იცით?
მაგარი ქარია ზღვაზე თუ ესეთი ქარია რაც ჩემთან უბერავს ვერ იქნება სახარბიოლო ამბავი
დიდი ეჭვი მაქვს ჩემპიონი დღესვე გაირკვევა
ზახარა
ბალეშჩიკები ვინ არიან ასული არ იცი?
მე რაც იქ ვიყავი როსტიასშვილის ძაღლმა აიღო მარტო დიპლომი 2 ხარისხი. დანარჩენს თვიტონ დაცერენ ალბათ
გულშემატკივარი ძალიან ცოტა იყოო
simona
პარასკევი რომ არის მაგიტომ
ნოდარ როსტიაშვილის ინგ. სეტერმა, 2-ე ხარისხის დიპლომი. 73ქ.
თემურ ლომიძის ახალგაზრდა სეტერმა, აიღო 2-ე ხარისხის დიპლომი. 80ქ.
გია ესიავას კურცჰაარმა, 2-ე ხარისხის დიპლომი 79ქ.
თენგო ქარქაშაძის კურცჰაარმა, 3-ე ხარისხის დიპლომი 67ქ.
სამწუხაროდ ერთერთ ფავორიტს, ვანო დონჯაშვილს ხელი მოეცარა. რას ვიზავთ, ხანდახან ასეც ხდება.
გული არ გაიტეხო ვანიჩკა.
კარგი შედეგებია, ვულოცავ ყველა დიპლომირებულს.
ვანოს ჯიმი მაგარი ძაღლია, სავარაუდოდ არ გაუმართლა, ცუდი პირობები შეხვდა.
ვულოცავ ყველას წარმატებას
აი ვანიჩკას ამბავმა ძაან შემაწუხა,მარა არაუშავს ვანო,ყველამ ვიცით რა ძაღლიც გყავს
ულოცავ ყველას ამ წარმატებებს..
ჩემი აზრით ძაღლების დონე, ბოლო დროს ზევით იცევს, რადგან გაცილებით უფრო მეტი ადამიანი არის ჩაბმული ამ საქმეში ვიდრე ადრე. კაი ხარისხის დიპლომები, მაღალი ქულები მოკლედ ცხოვრება რთულდება და უფრო საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს:-)
კიდევ ერთხელ მოულოცავ ყველას კარგ შედეგებს და წარმატებას უსურვებ ხვალ და ზეგ გამომსვლელს, მათ შორის საქუთარ თავსაც:-)
მშვენიერია სამი მეორე ხარისხი ერთი მესამე ქულებიც კარგია ვულოცავ ყველა დიპლომირებულს ......
ვულოცავ კარგი შედეგია
ხომ ვთქვი დედა შვილს არ აიყვანს ხელში თქო
თან წარმოიდგინე გია და ვანო გამოთიშულან. მოკლედ უძლიერესი სასტავი იყო დღეს
ისე ხვალაც რეალური 3 კანდიდატია.
რა არის რა, კვირის სასტავს შანსის ნახევარი მაინც დაგვიტოვეთ, მესამე ადგილისთვის
ლიდერი სეტერი დღეს მე-8 გამოდიოდა, რადგან მხოლოდ გუშინ აიღო I საველე დიპლომი, თან იქაც მე-2 ხარისხი. ამდენად, შEჯიბრზე პირველი გადიხარ თუ ბოლო, როგორც ვხედავთ გადამწყვეტი არ ყოფილა
ძალიან მაგარი ფაქტიურად გამოვლინდა ფავორიტი
კურცების ყოჩაღ
სიაში თემურ ლომინაძეა (ვერ მოვიდა დღეს), სეტერი, რომელიც ლიდერობს - თემურ ლომიძესია.
ვანომ იცი თავის საქმე მემგონი წინა აქვს ყველაფერი კარგი
გილოცავთ ყველას!!! დღეს მართლაც ძლიერი ძაღლები იყო გამოსული, მაგრამ ეს ეპანიოლი რატო არ მოვიდა არ ვიცი, ძალიან კი მაინტერესებდა
კარგია უკვე ნელ ნელა უფრო და უფრო საინტერესო ხდება საველე შეჯიბრებები. ნეტა მწყერმაც შეგვიწყოს ხელი და საქმე კიდევ უფრო კარგთ წავა, თორემ ვწვალობთ ყოველ წელს
ვულოცავ დღევანდელ მონაწილეებს წარმატებას, დანარჩენებს კი შედეგის გაუმჯობესებას ვუსურვებ. სამწუხაროდ არ გამიმართლა, მიუხედავად იმისა რომ ორივე ძაღლმა 2 ხარისხის დიპლომისთვის საჭირო მანძილები ანახეს, მოლი გაეკიდა, ხოლო ჯიმიმ სიზუსტეში დაუშვა შეცდომები და უდიპლომოდ დავრჩით.
მართლაც აღსანიშნავია, რომ ზოგადი დონე ნელნელა მაღლა იწევს, რაც მართლაც მისასალმებელია. ყველას ვულოცავ წინასწარ და და ლევან ციციშვილის 14 მემორიალის ღირსეულად დამთავრებას ვუსურვებ
Don. vano
ხვალ რომელზე იწყება? და ისევ იქ ალბათ ხომ?
განვაახლებ სიას ამ გვერდზე
1.ლომინაძე-პოინტერი
2.როსტიაშვილი -სეტერი
3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი
5.ესიავა-კურცჰაარი
6.ადიკაშვილი-სეტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი
შაბათი
1.გობრონიძე-კურცჰაარი
2.ზარიძე-კურცჰაარი
3.კვარაცხელია-პოინტერი
4.ორუჯაშვილი-სეტერი
5.შურღაია-კურცჰაარი
6.ნაჭყებია-პოინტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი
კვირა
1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი
ხვალ ვინ აპირებს ასვლას?
ჭალიმგელა
უფროსო ვანომ როგორც ვიცი ორივე დღეს გამოიყვანა ვიღაცას გადაუცვალა და შეცდომაში არ შევიყვანოთ ხალხი
პარასკევი
1.ლომინაძე-პოინტერი
2.როსტიაშვილი -სეტერი
3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი
5.ესიავა-კურცჰაარი
6.დონჯაშვილი (**)-სეტერი
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი
შაბათი
1.გობრონიძე-კურცჰაარი
2.ზარიძე-კურცჰაარი
3.კვარაცხელია-პოინტერი
4.ორუჯაშვილი-სეტერი
5.შურღაია-კურცჰაარი
6.ნაჭყებია-პოინტერი
7.ადიკაშვილი-სეტერი
კვირა
1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი
აი ასეთია განახლებული სია
აბა წარმატებები დღევანდელ მონაწილეებს, სამწუხაროდ დღესაც ვერ მოვდივარ, კვირას უეჭველი
ჯერჯერობით შემდეგი მდგომარეობაა.
პარასკევი
1.ლომიძე-სეტერი-80 ქულა
2.როსტიაშვილი -სეტერი- 73 ქულა
3.რამიშვილი-ეპანიოლ ბრეტონი------
4.ქარქაშაძე-კურცჰაარი-67 ქულა
5.ესიავა-კურცჰაარი- 79 ქულა
6.დონჯაშვილი (**)-სეტერი-------
7.დონჯაშვილი (**)-სეტერი------
შაბათი
1.გობრონიძე-კურცჰაარი-77 ქულა
2.ზარიძე-კურცჰაარი---------
3.კვარაცხელია-პოინტერი---------
4.ორუჯაშვილი-სეტერი-68 ქულა
5.შურღაია-კურცჰაარი-------
6.ნაჭყებია-პოინტერი-------
7.კვარაცხელია,კურცჰაარი---------
კვირა
ხვალინდელი დღეა გადამწყვეტი.
1.მეტრეველი-სეტერი
2.კენჭიაშვილი-სეტერი
3.ელერჯია-პოინტერი
4.კენჭიაშვილი (**)კურცჰაარი
5.სიხარულიძე-კურცჰაარი
6.ლომოური-კურცჰაარი
7.კენჭიაშვილი (**) -დრათჰაარი
8.ადიკაშვილი-სეტერი.
megreli
კაია ყოჩაღ. ზურგიდან რათ უღებ ხალხს ფოტოს .......
ვაა, დღეს რა ცუდი შედეგებია, ქარი იყო ძლიერი?
ხვალ სად არის შეკრება და რომელ საათზე?
თუ პირდაპირ მინდორში ავდივართ.
დღევანდელი შედეგები როგორია ხომ არ იცით? როგორ დასრულდა??
გილოცავთ წარმატებებს შემდეგში უკეთესი შედეგი ქონოდეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს და თქვენ მათ აღმზრდელებს
ვულოცავ მონაწილეებს,გამარჯვებულებს,პ
რიზიორებს,დიპლომიანებს და უდიპლომოებს-ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო.
მადლობთ ორგანიზატორებს,მსაჯებს და ყველას ვინც გვერდით უდგას ამ კეთილშობილ საქმეს.
რაც შეეხება გამარჯვებულებს:
1 ადგილი-ლომიძის სეტერი 80 ქულით
2 ადგილი-ესიავას კურცჰაარი 79 ქულით
3 ადგილი-გობრონიძის კურცჰაარი 77 ქულით
სულ მონაწილეობდა 23 ძაღლი-აქედან რამდენმა აიღო დიპლომი არ ვიცი და იმედია ვინც იცის დაწერს.
მალადეც კურცჰაარებს ... გილოცავთ სამივე გამარჯვებულს.
რით იყო XIV ციციშვილი გამორჩეული: კაი ხანია ამდენი მე2 ხარისხი არ დაწერილა (4), საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი. კიდევ ის, რომ პოინტერები პირველად, არა თუ საპრიზოზე ვერ გავიდნენ, საერთოდ უდიპლომოდ დარჩნენ. არა მგონია, მხოლოდ "პოინტერ კლუბის" მიერ სანადირო პოინტერების გაფარჩაკების და მათი მფლობელების გადაბირების გამო მოხდა ეს ყველაფერი
შადი შამოდი
სულ რამდენმა ძაღლმა აიღო დიპლომი?
გილოცავთ პირველ რიგში პრიზიორებს! მერე ყველა დიპლომირებულს.... კურცჰარებს საღოლ ..!!
პოინტერისტებმა გული არ გაიტეხოთ ბევრჯერ ვიტყვიტ სიტყვას!!!!
შადი შამოდი პოინტერების არ ვიცი მაგრამ კურცჰაარებისგან, უფრო უკეთესი შედეგი უნდა ყოფილიყო.
ვულოცავ გამარჯვებულს, და პრიზიორებს.
ძია შადიმან რუსულმა მდევარმა როგორი მანძილები აჩვენაა?? კაი ლეკვი ჩანს. პოინტერისტებო გული არ გაიტეხოთ, დაცინვას კაცი არ მოუკლავს
კურცჰაარების ზეიმი იყო!!!!!!!!!!!!!!!!!!
დღეს რა შედეგები დაფიქსირდა დაწერეთ რა
ამინდზეც დაწერეთ ორი სიტყვა , თხოვნა იქნება
ვულოცავ ყველა პრიზიორს !!!
სულით და გულით ვულოცავ ყველა გამარჯვებულს
ვულოცავ პრიზიორებს. დანარჩენებს კი გაგამხნევებთ თუ ეს რამეში დაგეხმარებათ. ცხოვრება ლატარეაა, ასე რომ გული არ გაიტეხოთ.
რაც შეეხება ფოტო და ვიდეო მასალას: თქვენის ნებართვით, გადავიტან შესაბამის თემაში....
გამარჯვებულს და პრიზიორებს ვულოცავ წარმატებებს, ასევე - ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს.
ფოტო და ვიდეო მასალა გადატანილია ამ თემაში: http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10421&hl= თუ კიდევ ვინმეს გაქვთ შესაბამისი მასალა, შეგიძლიათ დადოთ ზემოთ ხსენებულ თემაში....
პატივისცემით
7 დიპლომი არ აუღიათ კურცჰაარებს, ახლა მთლად მეტიმეტს ნუ მოინდომებთ!
გამარჯვებულმა და პრიზიორებმა რა ქულები მიიღეს 13-ვე გრაფის მიხედვით, ხომ არ იცით ვინმემ?
თუ ვინმეს აქვს,იქნებ დადოთ!
ფოტოებს არავინ იღებდა ? ჩვენდ გარდა ?
თხოვნა იქნება უმორჩილესი თუ დადებთ ფოტომასალას
ამ შაბათ-კვირას ინგლისურები და გერმანულები იგეგმებოდა, ისევ გაუგებრობა რო არ მოხდეს, რატო არ ვიცოდითო, დააზუსტეთ და გახსენით თემა მოდერებო
ზაზა
გახსნილია ზაზა
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10422&hl=
ჭალიმგელა
შენ დღეს რაგაც გჭირს!
გერმანულებიც არისო და რატ ტეხავ მაგატ!
ეგ მხოლოდ ინგლისურების არის
კაცო გერმანულებს არ უნდათ მაგეთი?
რუსთავი-2-ის სიუჟეტი გადატანილია შესაბამის თემაში: http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10421&st=15&start=15
Don. vano
ისე შორია თორემ ჯავახეთში რომ ჩატარდეს ტურნირი კარგი იქნება, კაციშვილი (არც ქალიშვილი) არ გაწუხებს. გუშინ ვიყავი სავარჯიშოდ და სათევზაოთ. უზომო მწყერი და ღალღა დაამუშავა. სეზონი რომ ყოფილიყო 35-40 ცალს მაინც მოვკლავდი. მაგას სეზონამდე გაზრდილი ბარტყებიც დაუმატე და ოჩოპინტრეს თასი მად ხომ არ გავაკეთოთ?
ჭალიმგელა
ჭალიმგელა
მანდ მაგ დროისთვის , ვერაფერი სახარბიოლო დაგხვდება რომ ავიდეთ საძოვრები სადაც შენ ნახე ფრინველი , გათიბული და ცხვარ-საქონელით არის გატენილი
დანარჩენ ადგილებში პატარა პურის ყანები იქნება (აუღებელი) და კართოფილის მინდვრები
ჩასატარაბლად ალბათ დმანისი ან წალკა უნდა განვიხილოთ
შადი შამოდი
ჭალიმგელა
თენგო მე რომ მემსაჯა შეილება საერთოდ "მეგობრობას" გაემარჯვა. არა იმიტომ რომ მიკერძოებული ვარ, არა იმიტომ რომ სეტერისტი ვარ.... ყველა ადამიანს თავისი შეხედულებები აქვს. ერთს ვიტყვი რაშიც ყველა დამეთანხმება. ძალიან ცუდ დღეში ვართ, შეჯიბრი უნდა იმსაჯოს სამმა ექსპერტმა და არა როგორც ხდება ხოლმე.
Don. vano
Don. vano
და ძაღლის მუშაობის დროს ყვავილებს არ უნდა ათვალიერებდეს თენგო!!! კვალიპიციური და ობიექტური... - შენ სიტყვებს გამოვიყენებ.
Don. vano
ციციშვილის შედეგს რაც შეეხება ჩემი აზრით ეგ განსახილველი თემა აღარ არის შედეგები უკვე დაიდო და იქ გასაგებად ჩანს ვინ რომელი ადგილი დაიკავა კონკრეტულად ამ შეჯიბრზე.
შედეგებზე დავა თუ დავიწყეთ უკვე ყოველი შეჯიბრის შემდეგ მსგავსი დავები გახშირდება, რაც ჩემი აზრით მიუღებელია (სასამართლოს თემას დაემსგავსება). მსაჯების გადაწყვეტილება უნდა იყოს აუცილებლად ობიექტური, მიუკერძოვებელი და საბოლოო!!!!
უფრო მეტი ექსპერტი რომ იყოს შეჯიბრებებზე ჩართული მაგას კი მგონი ყველა მიესალმება.
დიდი მადლობა ექსპერტებს გაწეული შრომისთვის როგორც ციციშვილის სახელობის შეჯიბრზე, ასევე ჯიშთაშორის შეჯიბრზე.
საერთოდ კი ვინც დავდივართ საველეებზე მგონი ყველამ კარგად ვიცით რომელი ძაღლს რა შესაძლებლობები აქვს ამ შემთხვევაში "დებრას" ვგულისხმობ, რაც დღესაც დაამტკიცა კიდევ ერთხელ ასეთ რთულ პირობებში (ამინდს ვგულისხმობ)
შადი შამოდი
მე ხაზგასმით მიუთითე რომ მე ვთვლი რომ "ციციშვილი" 'დებრამ" მოიგო და ჩემთვის არის ის ამ შეჯიბრის გამარჯვებული!
მერე ავხსენი თუ რატომ ვთვლი მე ასე.
ისეც დავწერე რომ შედეგი დამდგარია და მთავარი ეს არის.
თუ ვინმეს არ სიამოვნებს რომ ჩემი აზრით სიმართლეს ვამბობ,მე ხომ ჩემს მოსაზრებას თავს არ ვახვევ არავის!
არც ექსპერტიზის ნიუანსებზე კამათს ვაპირებ,მითუმეტეს გამოცდილ ექსპერტებთან.
ისე რაც იმ წესებშია ზუსტად აღწერილი რა სისწრაფით და როგორ უნდა მოძრაობდეს ძაღლი ესა თუ ის შეფასება რომ მიიღოს,მაგაზე მეტი კონკრეტიკა წაწრმოუდგენელია.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით მინდა გითხრათ რომ(ექსპერტებმა ისედაც იციან) არსებობს საველე გამოცდების წესების განმარტებები,სადაც არის დეტალურად გაწერილი ყოველი ნიუანსი.
ეს განმარტებები ერთგვარი კონსპექტია,თუ გინდათ "შპარგალკაა" ანუ ახლა როგორც მოდაშია"გაიდლაინია" ექსპერტებისთვის!
აქ დეტალურად არის გაწერილი რა შემთხვევაში აკლდება ძაღლს ქულები.
მაგალითად,გამოტოვებაზე რამდენი აკლდება,ცრუ ნაბულზე რამდენი.
ცრუ ნაბულზე აკლდება 2 ქულა,მაგრამ აღწერილია ის შემთხვევა,როდესაც ცრუ ნაბულისთვის 3 ქულა უნდა დააკლო. . ნაბულის სტილში რამდენი აკლდება და სისწრაფეში რამდენი.
იმ განმარტებებში დეტალურად არის აღწერილი როგორ უნდა იმოძრაოს ძაღლმა ესა თუ ის შეფასება რომ დაიმსახუროს.
მოკლედ,იქ აღწერილია "ნიუანსები"
ზოგადი განმარტებები კი მოცემულია გამოცდების წესებში.
!ექსპერტიზის ობიექტურობაზე დავწერე ორიოდ სიტყვა,მაგრამ მერე წავშალე! არ არის საჭირო ჩვენი სამზარეულოს საქვეყნოდ განხილვა.
მე ჩემს აზრზე ვრჩები რომ კარგი იქნებოდა ექსპერტებს მეტი გამბედავობა და ობიექტურობა ახასიათებდეთ!
თან კამათსაც არ ვაპირებ,მითუმეტეს ჩემთვის ღრმად პატივცემულ და საყვარელ ხალხთან!
ვერ წარმოუდგენიათ ხალხს,რომ კურცჰაარმა შეიძლება პრესტიჟული შეჯიბრი მოიგოს!
აქედან გამომდინარე მოხდა ის ,რაც მოხდა!
ბოლო ბოლო ორი გამარჯვებული ყოლოდა "ციციშვილს" უფრო მისაღები იქნებოდა და სამართლიანი იქნებოდა!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ,ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა,არავის თავს არ ვახვევ!
Giorgi_M
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)