თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015''

პოსტის ავტორი: www.Ochopintre.ge Jul 29 2015, 12:26

საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2015.
შეჯიბრის მთავარი მიზანია წინა სასეზონო პერიოდში მეძებარი ძაღლების გამოცდა რთულ სანადირო პირობებში, რათა დადგინდეს როგორი მომზადების დონით ვხვდებით სანადირო სეზონს...
შეჯიბრი ჩატარების ადგილი გაირკვევა 1 კვირით ადრე.
შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს ან 8.9 აგვისტოს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე.
ზოგადი წესები:
1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია:
1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა
1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია;

2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად;
3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად.
3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ.
თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან.
ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც
4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც;
5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან;
6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. დრო და ადგილი დაიწერება შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე;
7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით;
8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები;
9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე;
10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე;
11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას.

შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს . გაჩნია მეზებრების რაოდენობას , თუ 15 და მეტი იქნება სამ დღეზე გავაკეთებთ .




პს : მინდორი ძებნის პროცეშია და კონკრეტულ ადგილს ჯერ ვერ დავწერთ ! როგორც კი გაირკვევა მინდვრის დეტალები დაიწერება დაუყონებლივ ადგილიც და კენჭისყრის დეტალები !!

მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !!


წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით
„ოჩოპინტრე“-ს გამგეობა

პოსტის ავტორი: Fishman Jul 30 2015, 20:13

დღეს ვიყავით მჭადიჯვარში. ნაპურალი დიდ ტერიტორიაზე და მშვენიერ სიმაღლეზეა, მაგრამ მწყერი "იოხტურ".
სამაგიეროდ მრავლადაა ნასროლი ვაზნები newsmile05.gif

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 30 2015, 21:01

მტრედის ბუმბულია. საფანტიც 7 1/2 ეტყობა მტრედისნაირებზე ინადირეს.

პოსტის ავტორი: Fishman Jul 30 2015, 21:05

უიარაღო

10 ნომრებიც ეყარა.

პოსტის ავტორი: aragveli Jul 30 2015, 21:31

მწყერის ამბავი გვალვების ბრალია, ყველგან ეგეთი ამბავია. გასულია მწყერი ტყეში და ხევებში.

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 31 2015, 11:42

ძაან ცუდი მდგომარეობა მწყერის მხრივ და არც მინდვრები გვანებივრებს. მართლს ამბობს ალეკო გვალვების ბრალია, ერთი სამდღიანი წვიმა დაგვხატავდა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 31 2015, 11:54

არადა 1 კვირა უნალექო ამინდია გამოცხადებული

პოსტის ავტორი: Fishman Jul 31 2015, 12:07

დღეს დმანისში ვიყავით და დმანისმაც მოსგანა შეჯიბრის ამბავში.
სადაც ნაპურალია იქ გვერდით სიმინდია და მწყერის ნასახი არაა. სადაც მინდორი იყო კიდევ აპარსულია ნულზე.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 31 2015, 12:52

გვენძრევა მაგრათ.....
გურგენამ იქნებ მოსინჯოს თიანეთი!?

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Jul 31 2015, 13:23

ლამისყანა ცადეთ? წელს არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად არის ხოლმე ამდროს

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 31 2015, 13:49

წელს თუ ფრინველის და მინდვრის გამო ვერ ჩავატრდა შეჯიბრი მომავ წელს ალბათ შეიცვლება შეჯიბრის დრო ....

კერძოდ გვიან გაზაფხულზე ან ივნისის შუა რიცხვებში გავაკეთოდ 2-3 დღიანი რომელიმე მხარეს : წალკა-დმანისი- გომარეთი ..

არ გამოდის ესე ... უკვე ბოლო წლებია სულ დილემის წინ ვდგავართ მინდვრების გამო !!

პირწმინდათ დაბალზე ისეა აღებული რომ ფრინველი ვერ ჩერდება , აუღებელს კი არავინ გაგვეთელინებს ნუ მაღალში საერთოდ არ გამოვა შეჯიბრი ძაღლი თუ ვერ შეფასდა არ გამოვა არაფერი newsmile045.gif


ვნახოთ რა გამოვა ჩვენ ძალას არვიშურებთ და ვეძებთ შესაბამის მინვდვრებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 31 2015, 14:58

გურგენას უთხარი ღულელების შემოწმება?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jul 31 2015, 15:17

მეგორებო მოგესალმებით კიდევ ერთხელ

გორს რომ გაცდები რამოდენიმე კილომეტრში, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დიდი მინდვრები ნაირ-ნაირი კულტურის ნატესებით, უმეტესობა მარცვლოვანი კულტურაა. ტრასიდანაც ჩანს ჩვეულებრივად, დიდი მინდვრებია... არ ვიცი ყოფილხართ თუ არა, მე ინფორმაციიისთვის დავწერე დანარჩენი თქვენ იცით...ეხლა არ ვიცი ნამდვილად მაგრამ სეზონზე მწყერი არის ხოლმე ჩვეულებრივად...მანოკები რომ არ იყოს ქართლში მაგაზე კარგი ადგილი სხვა არ იქნებოდა... წარმატეებებიი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jul 31 2015, 15:25

სხვატა შორის კარგი მინდვრებია ასევე სოფელ ხურვალეთთან ოღონდ ტბის გარშემო არა, იმ მინდვრებიდან ტბა არც კი ჩანს საერთოდ უფრო დასავლეთის მხარესაა..რავიცი თუ შემეხმიანებით შემიძლია ზუსტად გაჩვენოთ თუ მეცლება... მანდაც მანოკებს დგავენ ხოლმე თორე მაგარიმ ადგილებია

პოსტის ავტორი: aragveli Jul 31 2015, 17:03

საკრამულში თუ იყო ვინმე?

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 31 2015, 19:25

გორთან ცოტა სარისკოა, ბევრ ადგილებში სადაც ადრე დავდიოდიტ პოლიცია პატრულირებს გასაგები მიზეზების გამო, კონკრეტულად ხურვალეთთან. თუ ადგილი მეშლება ბოდიში. ბაზალეთი ყველაზე კარგია მაგრამ არაა საშეჯიბრო მინდორი ჯერ ყოველშემთხვევაში მე რაც ვნახე. ისე ალიკ არ მახსოვს მაგ სოფლის სახელი, ბაზალეთის ტბიდან შედიხარ, აი წვიმის დროს დაზარალდა ამ ერთი თვის წინ, მანდ ვნახე კარგი მინდორი მაგრამ არ ვიცი რა მდგომარეობაა ახლა

პოსტის ავტორი: თაზო Jul 31 2015, 20:10

ამაღამ მივდივართ სიონზე და იქაურ მინდვრებსაც მოვჩხრეკთ. მაღალზეა, უფრო გრილა და ვნახოთ.

პოსტის ავტორი: aragveli Jul 31 2015, 20:17

მაგ ადგილებში ვიძახი დავით, პირველი ეს შეჯიბრი მანდ ჩატარდა, მე რაც ვნახე შეიძლება მანდ ჩატარება. ადრე რა გზითაც მივდიოდით ის გზა ხიდია ჩავარდნილი, შემოვლითი გზით უნდა მივიდეთ.

პოსტის ავტორი: Fishman Jul 31 2015, 20:57

aragveli

ხო მანდ ვაპირებდით ერთი კვირის წინ მისვლას და ვერ მივედით მაგ გზის გამო. საკრამული ქვია მაგ სოფელს?

პოსტის ავტორი: aragveli Jul 31 2015, 21:02

კი საკრამული ქვია და მაგ გზის გარდა, ორი შემოვლითი გზა აქვს.

პოსტის ავტორი: MORGAN Jul 31 2015, 22:42

სიონის მხარეს?

პოსტის ავტორი: ilara Jul 31 2015, 23:26

მომავალი საველე როღDისარის .?

პოსტის ავტორი: megreli Aug 1 2015, 11:17

ilara
რომელ საველეს გულისხმობ ?

პოსტის ავტორი: megreli Aug 3 2015, 15:01

არის რაიმე სიახლე ?

პოსტის ავტორი: jola Aug 3 2015, 15:19

megreli
რომელი ძაღლი გამოგყავს?

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 3 2015, 16:11

ციტატა(dato1992 @ 3rd August 2015 - 16:01) *
არის რაიმე სიახლე ?

ჯერ არაფერი ყოველ დღე დავდიავრთ მინდვრის საძებრად სადაც შეჯიბრის ჩატარება იქნება შესაძლებელი .....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 3 2015, 20:32

ისე თუ ვინმეს გადამოწმებული გაქვთ კარგ მინდორზე, მოგვაწოდეთ კიდევ იდეები....

პოსტის ავტორი: megreli Aug 3 2015, 22:02

ჯოლა

ციტატა(jola @ 3rd August 2015 - 16:19) *
რომელი ძაღლი გამოგყავს?

არ მყავს მე სათანადო ძაღლი newsmile015.gif

ციტატა(Nukry @ 3rd August 2015 - 21:32) *
ისე თუ ვინმეს გადამოწმებული გაქვთ კარგ მინდორზე, მოგვაწოდეთ კიდევ იდეები....


ჯავახეთისკენ სადაც ნადირობთ ხოლმე,მანდ რა სიტუაციაა ? თუ მანძილის გამო არ გამოვა ?

პოსტის ავტორი: marshal Aug 3 2015, 22:19

megreli

ციტატა(dato1992 @ 3rd August 2015 - 23:02) *
ჯავახეთისკენ სადაც ნადირობთ ხოლმე,მანდ რა სიტუაციაა ? თუ მანძილის გამო არ გამოვა ?

აუღებელია ყანები newsmile045.gif

ციტატა(dato1992 @ 3rd August 2015 - 23:02) *
არ მყავს მე სათანადო ძაღლი

ჩემი გაიყვანე თუ გინდა D.gif D.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 4 2015, 00:44

ბეკასებზე რომ ჩატარდება შეჯიბრი მაშინ ჩამოვიყვან xexe.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 4 2015, 10:00

ისეთი სიტუაციაა მგონი ჯობს ჩასმულ მწყერზე ჩაატაროთ, ჩვეულებრივი ამბავია ევროპისთვის და ჩვენც რომ იგივე გავაკეთოთ არაფერი დაშავდება. სათანადო მინდორია სანახავი უბრალოდ. სანამ არ აგრილდება გარეულ მწყერს მხოლოდ ხევებში და ტყეში თუ ვნახავთ კიდევ ნავენახარებში სადაც შედარებით გრილა, ასევე მაღლა მტებში იქ სადაც სათიბებია

პოსტის ავტორი: dato6 Aug 4 2015, 13:21

gagrinski გაუმარჯოს ყველას. ისე სექტემბერში რომ ჩატარდეს რა მოხდება? ცოტა აგრილდება კიდეც და მწყერიც გამოჩნდება. თან ეხლა მაგარი სიცხეებია რა უნდა აჩვენოს ძაღლმა, ნახევარსაც ვერ გაქაჩავს. ჩემი მყავდა გაყვანილი 2ჯერ 2 დღის წინ დილის ექვისის ნახევარზე და მაინც უჭირდა პოვნა, რამოდენიმე კი ამოიყვანა ნაბულით, 2 ვერ იყნოსა და მოკლედ ვერ აჩვენა ის რაც შეუძლია. ისიც არის რომ პირველად გავიყვანე მაგრამ მაინც. ჩემთან შევხვდი მწყერს მოკლეთ და ხმებიც იყო უფრო სიმინდიდან მაგრამ დიდი ყანები არაა.

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 4 2015, 18:04

dato6

სექტემბერში შენ თუ 5 ადამიანს მაინც ნახავ რომელიც შაბათ-კვირას ძაღლით საველეზე გამოვა და სანადიროდ არ წავა მეგობარო, მაშინ ხმას არ ამოვიღებ საველეზე წლის ბოლომდე. რთულია მაგ დროს მონაწილეების შეკრება, თან ტრადიციიაა რომ ოჩოპინტრეს თასი სეზონის გახსნამდე ერთი კვირით ადრე ჩატარდეს

პოსტის ავტორი: კალვერა Aug 4 2015, 20:22

[quote name='dato gagrinski' date='4th August 2015 - 11:00' post=332048]
ისეთი სიტუაციაა მგონი ჯობს ჩასმულ მწყერზე ჩაატაროთ
ბევრ ძაღლს მაგრა კიდია ნაყიდი მწყრები,ასე რომ ეგ გამოსავალი არაა:(

პოსტის ავტორი: Fishman Aug 5 2015, 11:08

სიტუაცია არის ძალიან ცუდი. 2 კვირაა მინდორ-მინდორ დავდივარ, ადგილს ვეძებთ, მაგრამ ვერაფერი.

ბალახი ყველგან აპარსულია და ნაპურალშიც არაა მწყერი.

ერთადერთი იმედი ნადარბაზევის ირგვლივ მინდვრებია. თუ იქნა ხვალ რამე იქნა, თუ არადა არსებული მდგომარეობის გამო სამწუხაროდ წელს შეჯიბრის ჩატარება არ მოხერხდება.

მომავალ წელს აუცილებლად შეიცვლება შეჯიბრის ჩატარების პერიოდი.

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 5 2015, 11:13

სულ არჩატარებას, სექტემბერში გადავწიოთ მართლა ხომ არ ჯობია?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 5 2015, 11:18

3 დღე საორგანიზაციოთაც არარ გვყოფნის

ერთი ვიცი რომ მომავალ წელს ივნისის დასაწყისში ჩატარდება

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 5 2015, 15:18

ციტატა(khmaltevza @ 5th August 2015 - 12:08) *
ერთადერთი იმედი ნადარბაზევის ირგვლივ მინდვრებია.



სადაც ნადარბაზევამდე მიხვალთ, იქაც გორამდე ჩადით(10-15 კმ-ია ნადარბაზევიდან გორამდე) და გორის ტუნელს 2-3 კმ-ით რომ გაცდებით ზემოთ რომ ვამბობდი ის მინდვრები გამოჩნდება , ტრასიდან ხელ-მარჯვნივ, ცადეთ რა იცით იქნებ მოგეწონოთ... ))

პოსტის ავტორი: aragveli Aug 5 2015, 17:09

დღეს მომიწია მჭადიჯვარში ყოფნა, სადაც შარშან ჩატარდა შეჯიბრი იმ ადგილებში მიახლოვებით და ძალისის მხარეს მინდორი არის , ჰექტრებია ხორბალი გაჭრილი და დაბალი ბალახი, მანდ რომ ფრინველი საერთოდ არ იჯდეს გამორიცხულია. ასევე საკრამულის ტერიტორიაზეც არის მინდორიც და ფრინველიც, ყოველ შემთხვევაში იმდენი რომ შეჯიბრი ჩატარდეს და რა ვიცი, ივნიში შეჯიბრის ჩატარებაზე კიდევ რა ვიცი, ბუდეზე იჯდება მაგ დროს ფრინველი, ნაწილს ჩოჩრები ეყოლება და ბალახი მაღალია ხოლმე. ტარებითაც არავის აღარ დაყავს მაგ დროს ძაღლი და შეჯიბრს როგორ ჩავატარებთ არ ვიცი.

პოსტის ავტორი: Fishman Aug 5 2015, 17:37

aragveli

რა ადგილებიც შენ ჩამოთვალე შემოვიარეთ დღეს მე ვანომ და ნოდარიმ, მაგრამ დამაიმედებელი არაფერია. ვანო წავა ხვალ ისევ მაგ ადგილებში და მე ნადარბაზევს ვნახავ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 5 2015, 17:51

ძაან ცუდი სიტუაციაა, გადახრუკულია ყველაფერი...
წყლიან ადგილებშიც კი ცარიელია მინდვრები

პოსტის ავტორი: i.gor Aug 6 2015, 12:07

ეგეთ რთულ პირობებში და ესე ნაჩქარევად შეჯიბრის ჩატარებას აზრი არააქვს. ჩემი აზრით ამას აჯობებს მოვემზადოთ წყნარად და ჩავატაროდ შეჯიბრი სექტემბერში მონადირებით. ამგვარი ტურნირები ტარდება ევროპაშიც და რუსეთშიც რამდენიმე ეტაპადაც სხვა და სხვა ფრინვეზე, მწყერი,გნოლი,ხოხობი.ჩვენი რეალობიდან გამომდინარე გაგვიჭირდება ხოხობზე და გნოლზე ჩატარება მაგრამ მწყერზე რეალურად შეგვიძლია. ეს არ არის კლასიკურად ძაღლების მუშაობის შეფასება მაგრამ არის ერთობლივად მონადირის და ძაღლის "მუშაობის" შეფასება.
თუ იქნება სურვილი ამ ტურნირის ჩატარების პრობლემას არ წარმოადგენს წესების მოძიება და საჩვენოდ მორგემა. მემგონი საკმაოდ კარგი გასართობია და არ იქნება ურიგო დვნერგოთ მაგის ტრადიცია ჩვენთან.

აბა რას იტყვით ?

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2015, 12:12

მეც მაგ აზრზე ვარ: ან გადავიტანოთ ან საერთოდ ნუ ჩავატარებთ. საერთოდ არ ჩატარებაც არ გამოდის. ფაქტია, რომ უნდა გადავიტანოთ... ჰოდა გადავიტანოთ სექტემბერში არაფერი დაშავდება. ბატონმა იგორმა ძალიან კრგი იდეა შემოგვთავაზა.... ეხლა მე არ ვიცი რა როგორ უნდა იყოს, მაგრამ საკმაოდ სანახაობითი იქნება დარწმუნებული ვარ... ''დაჟე'' იმაზე მეტად სანახაობითი ვიდრე ჩვეულებრივი ჩვენი შეჯიბრი....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Aug 6 2015, 12:34

როგორც ვატყობ, ყოველ წელს სულ უარესობისკენ მიდის ამინდი...
ემატება და ემატება სიცხე, ესე იყო შარშან, წელს კიდე უარესი.
მოგვიწევს შეჯიბრის დროის გადატანა, თორემ ესე პრესტიჟსაც დავკარგავთ და ბევრ რამეს!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 6 2015, 17:08

i.gor
ნამდვილად ეგრეა იგორ

პოსტის ავტორი: megreli Aug 6 2015, 21:19

სექტემბერში ჩავატაროთ...
მოკლედ რომ ვთქვათ,მომსვლელი მოვა newsmile05.gif

იგორის იდეას თუ მოვაბამთ თავს,ინოვაცია იქნება საქართველოში newsmile05.gif მე დაგეხმარებით ყველანაირად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 6 2015, 21:29

ცუდი ისაა რომ მაგ დროს მინდვრები მონადირეებით იქნება სავსე და გაჭირდება ადგილის მოძებნა...

პოსტის ავტორი: achiko-l Aug 7 2015, 13:54

წალკა-ახალქალაქი-კახეთი ეს ის ადგილებია,რომლებსაც მონადირეები ვერ გაავსებენ.შეირჩევა რამე ნორმალური ადგილი.მთავარი მონდომებაა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 7 2015, 14:44

ციტატა(megreli @ Aug 6 2015, 22:19) *
სექტემბერში ჩავატაროთ...
მოკლედ რომ ვთქვათ,მომსვლელი მოვა newsmile05.gif


სად მიდიხარ და რას ატარებ იქნებ ჩვენც გვითხრა 36_1_12.gif
აგიწყვია ყველაფერი და აღარც ვართ მე მგონი დანარჩენები საჭირო. ხო შედეგები დაგვიწერე ოღონდ chali.png

პოსტის ავტორი: apxazi May 31 2016, 19:35

2016 ის რეპორტი როდის დაიდება? მეორე დღეს ვეღარ წავედი და შედეგები მაინტერესებს ძალიან

პოსტის ავტორი: ოთო. May 31 2016, 21:43

apxazi
ეს 2015 წლის თემაა იქნება 2016-იც იმედია

პოსტის ავტორი: Fishman May 31 2016, 23:43

apxazi

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13138

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)