ძაღლის დაგეშვა-გაწვრთნის რამოდენიმე თვიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ, სამწუხაროდ სხვა გზა აღარ დამრჩა და მჭირდება პროფესიონალი კინოლოგის დახმარება. ხომ არ გაქვთ ვინმეს მათი ნომრები და კოორდინატები?
levan81
ვიღაც წვრთნის კოჯორში თუ სადღაც მაქეთ მაგრამ ძაღლს დედას უტ........ თურმე არ უვლის ტკიპებიანი და ძვალი და ტყავი ჩამოყავს მარტო მარა ძაღლი კარგად მუშაობს მეორე თბილისშია სოლოლაკში გოჩა ქვია 579020025 ამ ნომერზე დაურეკე და გეტყვის პირობებს ძაან მაგარი კინოლოგია
გოჩას ვიცნობ, მართლაც კარგი კინოლოგია... მაგრამ გაწვრთნა თუ დაგეშვა? მონადირე ძაღლს რა გაწვრთნა უნდა...
levan81
ხვალ მოგწერ პმ ში
marshal
ჭალიმგელა
მადლობა
nik@a
სხვა ძაღლების შემთხვევაში არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩემს ძაღლს ნამდვილად ჭირდება გაწვრთნა. ძალიან ჯიუტია, ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს, არც მოფერებით, არც გაბრაზებით, არც მოქრთამვით არაფერი გამომდის. მოკლედ ძაღლი ვერ გავტეხე რა.
levan81
რა ხნისაა? ხვადი იქნება უეჭველი
Davitus
8 თვის დრათჰაარია, ხვადი
levan81
"ლიდერის პოსტის" დაკავება დაგასწრო ალბათ და მაგის ბრალია ყველაფერი მაგ მომენტი გაქვს უყურადღებოდ მიტოვებულ-გამოტოვებული, ლეკვობიდან ჯეელობამდე
ძაღლი სუფთა სისხლის არის? გადახედე ლიტერატურას, ძაღლის დაგეშვის თემას ფორუმზე, მერე დროც გამონახე და გადი ძაღლთან ერთად მინდორში, საკუთარი ძაღლი თვითონ უნდა დაგეშო. არც ისე რთულია შენ რომ გგონია, 2 დღეში გატეხავ მაგ ურჩს.
aragveli
კი, სუფთა სისხლია. დროც არ არის პრობლემა, უკვე თითქმის 2 თვეა კვირაში დაახლოებით ოთხჯერ გამყავს მინდორში, მაგრამ ყოველ გასვლაზე ისე იქცევა თითქოს პირველად მოხვდა გაშლილ სივრცეში და გიჟივით დარბის, ყველაფერს ჭამს, იშვიათად ასრულებს ბრძანებებს, ვინმე თუ დაინახა ეგრევე იმისკენ გარბის, ზედ ახტება, სხვა ძაღლებს ნადირობაში ხელს უშლის. ეს ყველაფერი გრძელდება ხოლმე დაახლოებით ერთი საათი, მერე იღლება, წვება და იძინებს
მწყერზე საერთოდ რეაქცია არ აქვს? 2 თვის განმავლობაში თუ მინდორში დაგყავს ,ფეხიდან მაინც აუფრინდებოდა რამოდენიმე.
უფრინდებოდა, როგორ არა, მაგრამ ზედ არ უყურებდა. მინდორში რო არაფერი გამოვიდა და მწყერიც აღარ იყო, მერე ისე ვუყიდე მწყერი და დავუსვი მინდორში. რამოდენიმეჯერ ზედ გადააბიჯა ძებნის დროს, ბოლოს რო დაინახა არანაირი ნაბული, ეგრევე მიახტა.
levan81
ძაღლს თუ ყნოსვა არ აქვს ვერც ერთი კინოლოგი ვერ უშველის, ხოლო თუ ყნოსვა აქვს და უბრალოდ ჯიუტია ეგ უკვე სხვა საქმეა
Maverick
ყნოსვა აქვს, სახლში როცა მყავდა და ხოხბის ბუმბულებს ვუმალავდი პოულობდა ადვილად. და შეიძლება ძაღლს თავიდან ქონდეს ყნოსვა და მერე დაკარგოს?
ყნოსვის დაკარგვა შეიძლება, მარა შენს ძაღლს უბრალოდ ტარება და გამოცდილი ხელი სჭირდება, ჩემი აზრით, ჩადგება ფორმაში.
დაუგეშავი ლეკვი უბრალოდ დარბის და ცხვირს არ ხმარობს მინდორში, ასე ვთქვათ გამორთული აქვს ამიტომაა რო ზედ გადაურბინა თორე როცა დაიგეშება და დაიწყებს ცხვირით მუშაობას შეიძლება 1 ხარისხის ყნოსვა აღმოაჩნდეს ასე რომ, დაუგეშავ ძაღლზე ყნოსვას ვერ შეამოწმებ
პირველ რიგში გენეტიკურად როგორ არის მისი მშობლები როგორი ძაღლები არიან დამჯერე თუ არა მეორე როგორც ჩანს ძაღლთან არა გაქვს ხშირი კონტაქტი იმიტომაა რომ მინდორში არ გიჯერებს, მეორე შენმა ძაღლი ჯერჯერობით ყნოსვას არ ხმარობს ის თვალით ეძებს , ფრინველი რომ აჩვენე რა რიაგირება ქონდა აუცილებლათ უნდა ატარო ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მე მქონდა მაგდაგვარი პრაქტიკაში სადრაც 50-70 მწყერის ნახვის შემდგომ მერე დაიწყო ცხვირით მუშაობა მთავარია პირველ რიგში ჯერე ძაღლთან კონტაქტში შეხვიდე
სეზონზე თოფით რომ გახვალ და დაჭრილებს დაიჭერს, მკვდარს ნახავს, უცებ ჩართავს ცხვირს, თუ ძაღლი ძალიან უტვინო არ არის. ახლა ბუდეზე ზის უკვე მწყერი და აღარ ღირს ძაღლის ტარება, აი მორჩილებას რაც შეეხება ჯერ სახლში გაქვს ძალიან მკაცრად სამუშაო. ისე მიშამ კარგად აღნიშნა, ეტყობა ლეკვობაში არ გქონდა ლეკვთან კონტაქტი, ლეკვის აღზრდა, გაწვრთნა, სახლში მინდორში გაყვანამდე უნდა დაგეწყო.
misha17
aragveli
ლეკვი მოყვანის დღიდან თითქმის 24 საათი ჩემთან არის. გაწვრთნას რაც შეეხება, ბოლო ორი თვეა რაც გავირდა და გაჯიუტდა, მანამდე ესე არ იყო. ყველა მისთვის ნასწავლ ბრძანებას ასრულებდა. რაც მინდორში დავიწყეთ სიარული იმის მერე გაველურდა.
სასირნოდ რომ დაკყავს მაშინაც ეგრე იქცევა დამბული შემთხვევით ხომ არ კყავს
misha17
ყველგან ესე იქცევა. დაბმული არ მყავს, ვოლიერშია.
არავითარ შემთხვევაში არ მიცე საშუალება ახალგაზრდა ძაღლს დაჩრილი მწყერის დაჭერის უფლება
levan81
აი ნომერი რომ მოგწერე დაურეკე გოჩას კარგი კინოლოგია და მოარჯულებს თან გაწვრთნილი ძაღლის გადაბარება იცის კარგად ზოგი წვრთნის და ვერ აბარებს პატრონს მერე როცა ბრძანებებს კარგად ასწავლის გაიყვან მინდორში და ადვილად მიახვედრებ რას ითხოვ მისგან
levan81 გაიყვანე მინდორში ოღონდ აუცილებლად კორდით, რო გაიქცევა მანძილზე კორდის დამთავრებამდე დაუძახე და თან დაქაჩე კორდი და ასიანი სერიოზულად დაეცემა მიწაზე, მაგის არ შეგეშინდეს არაფერი მოუვა, მერე უცებ მოიხმე შენთან და მოეფერე რამე მიეცი. მანამდე ცადე ეს ყველაფერი სანამ თავის ნებით არ გაჩერდება და ბრძანებას არ დაემორჩილება, აუცილებლად რომ მობრუნდაება პარალელებზე არბენინე ოღონდ საბმელი არ შეხსნა სანამ სრულყოფილად არ დაგემორჩილება. ეგრევე მოვა აზრზე მაგაზე არ იდარდო. მერე მწყერსაც წააწყდება შემთხვევით და გაიხსნება თვითონ. ეგ მომენტი არ გაუშვა თუ არა მაგას ვეღარ გააჩერებ. თუ გააკეთებ ამ ყველაფერს შედეგი ასიანი გარანტირებულია და დაწერე აქ რა შედეგს მიიგებ.
ყველაფერს ამას გირჩევ ამაზონზე შედი და 21 დოლარად იყიდი ელეკტრო და ვიბრო საყელოს და დაისვენებ
არავითარი ელექტროობა გააფუჭებ ძაღლს!!! ატარე შენთვითონ ივლისის შუიდან,ეხლა ბუდეზეა მწყერი. არ დატვირთო არც ფიზიკურად, არც ბრძანებებით 30-40 წუთი საკმარისია. ნებისყოფა და დრო გინდა, დანარჩენს სისხლი იზავს.ერთ-ერთ გაყვანაზე ტვინი გაეხსნება და გაგახარებს. ჩემიც ეგრე იყო ნაბულზე გვიან დადგა,გვიან გაიხსნა.
ძაღლის ფსიხიკა ისე, რომ მან, რომ პირველ რიგში დაჭრილი მწყერი ჩაიდოს პირში და მწყერმა გაექანოს, ის აუცილებლად კბილებით მოუჭერს რომ არ გამექცესო და შეიძლება გააფუჭოს კიდევაც , მეორე ყოველთვის როცა სანადიროდ გაიყვან ნაბულის შემდგომ შეეცდება მის დაჭერას ანუ გაკიდებას . საერთოდ პირველ სეზონზე მასთან ერთად თუ გინდა უთოპოთ უნდა იარო სანამ არ გააკეთებს წესიერ ნაბულს და არ გაეკიდება. როცა ნახავ რომ შენი ძაღლი ამას ყველაფერს როგორც წესია ისე აკეტებს, მაშინ შეგიზლია ტოფით იარო იგიც უნდა ესროლო და მოუკლა მხოლოდ ნაბულიდან ამდგარი ფრინველი და არა მისით ამდგარი, იგიც 5 ფრინველში მხოლოდ ერთჯერ მოატანია, ისეთი ადგილიდან სადაც შენ კარგად ხედავ და აკონტროლებ , რომ ფრინველი არ იყოს დაჭრილი,
LEVANI 1000 თუ ხმარა არ იცი კი ბატონო , მაგრამ 21-ე საუკუნეა ვინ დადის მინდორში დღესდღეობით 100მეტრიანი კორდით
დაჭრილზე მუშაობა ,არც იმიტომ არ არის სასურველი ,რომ ძაღლი კვალზე მუშაობას ეჩვევა, მარა ამას იმიტომ ვურჩიე რომ თავიდან ცოტა გონში ჩავარდეს, აზარტი გაუხსნას ძაღლს.
misha17
მადლობა
ესეიგი მანდ მაქ შეცდომა დაშვებული, ადრე როცა ლეკვი იყო,
მწყერს მიფუჭებს და მისწრებაზე ვართ ხოლმე!
რაც შეეხება ელექტრო აშეინიკის ხმარაზე არ ქცოდნია ელექტრო აშეინიკი ძაღლს მინდორში კი არ უნდა დააბნიო და მოხსნა ის ძაღლს მინიმუმ 2კვირით ადრე უნდა დააბნიო ის უნდა ეკეთოს სულ სანამ ფორმაში არ ჩაჯდება ამ დროს ის სიზღით არ უყურებს ელექტრო აშეინიკს მაგ აშეინიკს კიდევ აქვს ვიბრო შეგიძლია ის იხმარო ძაან კარგი საშვალებაა. მეორე დილით როცა მინდორში ნამია თოკი სველდება ძაღლს ფეხებში ებანდება სვლას ანელებს და ძაან რტული სახმარია.
ელექტროზე რასაც ემდურიან , ერთი ეგ ვიცი რომ პადვოდკას უფუჭებს ძაღლს.
levani100 მეგობარო ჩემსაც გვიან გაეხსნა ნაბულში დადგომა, ეხლა მაისში გააკეთა პირველად რამოდენიმე ნაბული და არის 1,4 წლის. შარშან სეზონზე 8თვის იყო და გიჟივით დარბოდა, იცოდა სადაც იყო მწყერი და პირდაპირ იერიშზე მიდიოდა რომ დაეჭირა რა ნაბული რის ნაბული ისე. ზოგი ადრე იხსნება ზოგი გვიან, მაგაზე არც იფიქრო, თუ დაიჯერებ აიყვანე კორდზე და ხშირად ატარე, ეს ის მომენტია რომ სადავეები არ გაგექცეს მეტი არაფერი. თუ არადა ერთხელ მაინც აუფრინდება შემთხვევით მწყერი და ნაჯდომი დააყნოსინე და უბრძანე ძებნა, შანსი არაა რომ არ გაიხსნას. შენ თვითინ მაგრად ნერვიულობ გეტყობა, მარა ჯერ შენი თავი აიყვანე ნერვიულობა გვერდზე და ყველაფერი გამოგივა ათიანზე, ძაღლი გრძნობს პატრონის ხასიათს და ზუსტად ისე იქცევა, როცა მაგარ მუღამში იქნები შენ თვითონ მაშინ გაიყვანე საგეშადაც. ღმერთი შენსკენ, ყველაფერი გამოგივა.
მეგობრებო მე არ ვიცი ვის რა ხნის გამოცდილება გაქვთ, ძაღლის გეშვაში, ცუდათ არ მიიღოთ , მაგრამ მე ერთს გეტყვით, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ელექტრო საყელო ყველა ძაღლს შეიძლება არ დაჭირდეს, მაგრამ არის ძაღლების ის კატეგორია რომლებიც ამას მოითხოვენ, მერწმუნეთ, უწინ ეს საყელო არ იყო და ყველანი კორდით ვატარებდით ძაღლებს, რაზედაც ხელები მაზოლებით ვქონდა გაფუჭებული , მეორე მეგობარი ზედა პოსტში ამბობს 100მეტრო არ არის საჭირო 30მეტრო ყოფნისო, ესეიგი პატრონიდან ძაღმა უნდა ირბინოს 30მეტრი მარჯნივ და 30 მარცხნივ . კაიდა თუ ფრინველი 40 მეტროში ზის და ძაღლმა სვლა შეანელა და შენ ამასობაში კორდით მოქაჩე, მაშინ რას შვები და მესამე არვითარი შიმშილი, ძაღლს ის კალორიები თუ არა აქვს მიღებული ვერ ირბენს, რაც შეეხება სანადიროდ და სავარჯიშოთ ძაღლი ყოველთვის წინა ღამის ნაჭამი უნდა იყოს და არა დილით მაძღარი.
დრათხარზე რთული მხეცია მაგრამ ცირკში მაინც ასწავლიან, გააჩნია თუ ვინ როგორ და რა მეთოდით მიუდგება და ასწავლის ძაღლს, რაც შეეხება კორდას კარგია ნაბულის გასამყარებლად ვერ გავიგე, სად კორდა და სად ნაბული , თუ იმას გულისხმობ რომ არ გაეკიდება , ჯერე ძაღლს ვიდერშკა უნდა ქონდეს ან უნდა ასწავლო, რაც შეეხება ბრზანებებს სახლის ანუ ეზოში მაინც უნდა ასწავლოს ელემენტარული ბრძანებები, აბა მე იმას კი არ ვიძახი მოკიდე ხელი და ეგრევე მინდორში გააქციე მეთქი.
უბრალოდ რჩევა მივეცი ადამიანს, რაც მე მადგება ის რჩევა... ახლა კი ისე გამოდის, რომ რამეს ვამტკიცებ რის სურვილიც არ გამაჩნია ნამდვილად....
ნაბულის გამყარება ნიშნავს ნაბულის გამყარებას.... როცა ჩააბავ კორდას პირველ ნაბულებზე, როცა გაღიზიანებულია ძაღლი... მაშინ საშუალება გაქვს, მოეფერო დაამშვიდო, თავი აუწიო, გაასწორო, ისევ მოეფერო თუ წაიწევს შეაკავო და ასე შემდეგ.... მაგრამ ეს სხვა თემაა... ადამიანს დახმარება ჭირდება კინოლოგის, ძაღლის მორჯულებისთვის და არა ჩვენი საუბარი გეშვასთან დაკავშირებით
დიდი მადლობა ყველას რჩევებისთვის.
გაუმარჯოს ყველას
მყავს 4 თვის კურჰაარი და მაქვს ერთი მაგრამ დიდი პრობლემა ვერ გადავაჩვიე აივანზე მოსაქმებას(აივანზევე ცხოვრობს)ვასეირნებ დილას ადრე მერე დაახლოებით 5 საათზე და მერე გვიან ესე 11-12 სთვის
1. კარგადა გაასუფთავე აივანი, უმჯობესი იქნება თუ მოხეხავ სადეზინფექციო ხსნარით, ან რაიმე სარეცხი საშუალებით (კომეტი ან ACE)
ამით შენ მიაღწევ იმას რომ ძაღლს სისუფთავის შეგრძენბას დაუბრუნებ, ძველი მოსაქმებულის სუნი რომ აღარ დახვდება დაიწყებს ადგილის ძებნას
2. ყოველი ჭამის შემდეგ როგორც კი მორჩება ჭამას ეგრევე გარეთ გასვი, აივანზე არ დატოვო ახალი ნაჭამითორემ მოისაქმებს
3. დაუდგი ქვიშიანი ყუთი, სუფთა აივანზე (მოხეხილზე არ იზავს) მივა და ქვიშაში მოისაქმებს, შემდეგ მიეჩვევა ქვიშიან ყუთს, დროთა განმავლობაში ეს ყუთიც ააცალე , ამასობაში გამოუმუშავდება სისუფთავის ინსტიქტი, გაიზრდება და მოთმენასაც ისწავლის
lexolexo
ინდივიდუალურია, აქ მთავარია რომ ძაღლი მიეჩვიოს სისუფთავეს, თვითონ არ უნდა სიამოვნებდეს განავალში და შარდში ყოფნა
გაიხარე დიდი მადლობა.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)