თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ ევროპული მოშენების მონადირე ძაღლები საქართველოში

პოსტის ავტორი: megreli Apr 18 2013, 20:35

მოგესალმებით ყველას !!! newsmile041.gif

როგორც ინგლისური სეტერების თემაში ვნახე მიმდინარეობს მსჯელობა ევროპიდან ამ ჯიშის ლეკვების შემოყვანაზე საქართველოში და გადავწყვიტე გამეხსნა თემა ამ საკითხზე,არამარტო ინგლისური სეტერების მოყვარულებს არამედ სხვა ჯიშის მოყვარულებსაც კარგი იქნებოდა რომ გეცადათ იგივე და დაწეროთ ამ თემაში newsmile027.gif

ახლა კი მინდა გავამახვილო ყურადღება აქტუალურ საკითხზე ინგლისური სეტერების ლეკვების ჩამოყვანასთან დაკავშირებით,როგორც ვნახე რამდენიმე პირი მზადაა დადოს საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხა ლეკვის ჩამოსაყვნად რაც მისასალმებელია,კარგი იქნებოდა რომ შეიქმნას საერთო ფონდი და უფრო სრულყოფილი სახე მიეცეს ამ საკითხს,მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე მონადირემ შეიძლება მხოლოდ თავისი ჯიბით ჩამოიყვანოს ერთი ლეკვი,ერთი საკმარისი არ იქნება თავიდანვე უმჯობესია რომ იყოს წყვილი სხვადასხვა ძაღლსაშენიდან (რომელიც თქვენთვის მისაღებია მცოდნეებო),მე იმასაც ვიტყვი რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციამ "ოჩოპინტრესთან" გააფორმა თანამშრომლობის დოკუმენტი,არ ვიცი რა პუნქტებს მოეწერა ხელი მაგრამ, ჩემი აზრით ფედერაციაც ხომ არ ჩაგვერთო ამ საკითხში ? როგორც ვიცი საერთაშორისო დონისაა ჩვენი ფედერაცია და ხომ არ მიგვემართა მათთვის ? რომ გვიშუამდგომლონ რაღაც საკითხებში ან თუნდაც სპონსორი გამოძებნონ ამ საქმისთვის,არ ვიცი ვის რა კავშირები აქვს ფედერაციის გამგეობასთან,მე ვიცნობ ბატონ გოჩა კობერიძეს და შემიძლია მასთან დაკავშირება როგორც 13 აპრილის კონფერენციაზე განაცხადეს მათ ჰყავთ "ჟურნალის" სპონსორი ისეთი ადამიანები რომელნიც ეხმარებიან მის გამოცემაში რომ საქართველოში ნადირობის და თევზაობის განვითარებას ხელი შეუწყონ და ფინასურად მზად არიან ამ საქმისთვის,ხომ არ მიემართათ მათთვის მსგავსი წინადადებით თუნდაც ერთჯერადად რომ შეუწყონ ხელი იმ ადამიანებმა საქართველოს მეძაღლეობის განვითარებას ან თუნდაც ერთი ლეკვის თანხა გამოყონ და ერთი ლეკვის თანხა "მონადირეების ფონდში" აგროვდეს ?
მგონი კარგი იქნებოდა აქედანვე მიგვემართა ფედერაციისათვის... პირადად მე არ ვარ არც ფედერაციის წევრი და არც ამ კლუბის მაგრამ დიდ სურვილი მაქვს წინ წავიდეს საქმე...

პატივისცემით: /დავით პერტენავა/

პოსტის ავტორი: nik@a Apr 18 2013, 20:45

დავით ბატონო მეგრელი კაცი რა გურულივით სწრაფი ხარ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: aragveli Apr 18 2013, 21:12

ეს ყველაფერი ესე ადვილად არ მოხდება, ჩვენ ჩვენი სახსრებით თუ გავწვდებით რამეს ეს იქნება მხოლოთ, არავის იმედი არ უნდა გქონდეთ. მეორე კიდევ, 1 და 2 ლეკვის ჩამოყვანა ბევრს ვერაფერს მოგვცემს, დაერთვება ჩვენს ძაღლებზე და წინ ვერ წავალთ. თუ გვინდა მაინც და მაინც ევროპული მოშენების ძაღლებს გავყვეთ, მასინ" პოინტერ კლუბის" გზას უნდა დავადგეთ.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 21:14

ფედერაციასთან თანამშრომლობა კარგია, მაგრამ იმას რასაც შენ წერ სჭირდება ხანგრძლივი მოქმედების გეგმა. თუ იმ კუთხით მივუდგებით როგორც შენ ამბობ, მაშინ უნდა ჩამოყალიბდეს ძაღლსაშენი მთელი თავისი მოწყობილობით და პერსონალით. ნუ დაგავიწყდება კერძო მინდვრები და ტყეები სადაც ძაღლსაშენის მეძებრები გადიან გეშვის კურს მუდმივად. ეს კიდევ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა რომ ითქვა-ჩამოვიყვანოთ პირველ ეტაპზე თუნდაც წყვილი და კენჭისყრით განაწილდეს, გარდა უშუალო პატრონისა ამ ძაღლებზე მთელი კლუბი იზრუნებს. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ისაა რომ საქართველოში მეძებრების სისხლი განვაახლოთ და საუკეთსო სამუშაო თვისებები შევინარჩუნოთ-მივიღოთ. მაში აუცილებელია პირველ ეტაპზე კლუბის წევრების და ადმინისტრაციის გარდა აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის საზოგადოება რომელმაც აქამდე შინარჩუნა ენთუზიაზმის ხარჯზე და სიყვარული ხარჯზე ჯიშიანი ძაღლებით ნადირობის კულტურა.

პოსტის ავტორი: megreli Apr 18 2013, 21:20

ციტატა(aleksandre @ 18th April 2013 - 22:12) *
დაერთვება ჩვენს ძაღლებზე და წინ ვერ წავალთ.

ალიკ ეგ სტერების თემაშიც დავწერე რომ მხოლოდ ჩამოყვანილი წყვილები დაირთოს ერთანეთზე და ამიტომაც ვამახვილებ ყურადღებას წყვილის ჩამოყვანაზე.

რაც შეეხება
ციტატა(aleksandre @ 18th April 2013 - 22:12) *
არავის იმედი არ უნდა გქონდეთ

ვცადოთ და რაც მოხდება ხო ვნახავთ ? გამოჩნდება მათი შესაძლებლობებიც.
ციტატა(aleksandre @ 18th April 2013 - 22:12) *
1 და 2 ლეკვის ჩამოყვანა ბევრს ვერაფერს მოგვცემს

აბა რამდენიმე წყვილს რო ერთჯერზე ვერ ჩამოვიყანთ ეს ყველასთვის ნათელია,მაგრამ ერთი ორით რო დაგვეწყო არ იქნებოდა ცუდი newsmile05.gif

პონტერ კლუბში არ ვიცი რა ხდება და თუ დაგვიწერენ თავიანთ სამოქმედო გეგმას ამ საკითხთან დაკავშირებით მოვუსმენთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 18 2013, 21:24

დართვებიტაც გამოვა ან არ გამოვა, მაგას ხანგრძლივი სელექციური მუშაობა უნდა მეგობრებო. ლავერაკი თუ არ ვცდები 30 წელზე მეტხანს მუშაობდა მისთვის სასურველი ტიპის და თვისებების ძაღლი რომ მიეღო, ასე რომ მთავარია მონდომება, სახსრები და მონადირული აზარტი.

პოსტის ავტორი: megreli Apr 18 2013, 21:32

gagrinski

ციტატა(dato gagrinski @ 18th April 2013 - 22:24) *
დართვებიტაც გამოვა ან არ გამოვა, მაგას ხანგრძლივი სელექციური მუშაობა უნდა მეგობრებო. ლავერაკი თუ არ ვცდები 30 წელზე მეტხანს მუშაობდა მისთვის სასურველი ტიპის და თვისებების ძაღლი რომ მიეღო


მე ჯიშის განახლება არ მიგულისხმია და ახალი თვისებების ჩანერგვა D.gif სადაცაა და როგორიცაა კი მოგვწონს ქართველებს ზოგიერთი ქვეყნის მოწინავე ინგლისური სეტერები და მათი ლეკვების ჩამოყვნაზე დაიწყო ლაპარაკი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Apr 19 2013, 11:04

რომელიღაც თემაში ეწერა , რომ დღეს საქართველოს პოინტერ კლუბი ატარებს დიდი ძებნის შეჯიბრს უკრაინაშია. უკრაინულ საიტზე ვერ ვნახე. იქნებ დადოთ ინფორმაცია და შედეგები. ძალიან საინტერესოა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენებს

პოსტის ავტორი: aragveli Apr 19 2013, 11:10

ციტატა(ზაზა @ Apr 19 2013, 12:04) *
რომელიღაც თემაში ეწერა , რომ დღეს საქართველოს პოინტერ კლუბი ატარებს დიდი ძებნის შეჯიბრს უკრაინაშია. უკრაინულ საიტზე ვერ ვნახე. იქნებ დადოთ ინფორმაცია და შედეგები. ძალიან საინტერესოა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენებს

დიდი ძებნის არცერთი ძაღლი არ ჰყავთ და როგორ ატარებენ? სანადირო ძებნაში იქნება ალბათ.

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 19 2013, 11:49

ციტატა(zaza @ 19th April 2013 - 12:04) *
დღეს საქართველოს პოინტერ კლუბი ატარებს დიდი ძებნის შეჯიბრს

წარმატებები ჩვენებს !!

პოსტის ავტორი: megreli Apr 19 2013, 11:59

ციტატა(aleksandre @ 19th April 2013 - 12:10) *
დიდი ძებნის არცერთი ძაღლი არ ჰყავთ და როგორ ატარებენ?

როგორც გიგამ თქვა 2 დღის წინ,შაგინოვს გაყავს ძაღლებიო,მეტი მეც არ ვიცი არაფერი....

პოსტის ავტორი: ბაბუ Apr 19 2013, 12:07



რომელი ძაღლები ღებულობენ მონაწილეობას საქართველოს სახლელით,ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: megreli Apr 19 2013, 12:12

ბაბუ

მე სულ ეს ვიცი

სერგო შაგინოვის ელვა, ირლანდიური და კიდევ ერთი ინგლისური.


პოსტის ავტორი: gagrinski Apr 19 2013, 12:18

ირალნდიური და ინგლისური ვისია საინტერესოა? რაც უფრო მეტი ძაღლი გავა შეჯიბრებებზე მით უკეთესი

პოსტის ავტორი: megreli Apr 19 2013, 12:22

ციტატა(dato gagrinski @ 19th April 2013 - 13:18) *
ირალნდიური და ინგლისური ვისია საინტერესოა?


არ ვიცი დავით გიგამ იცის და დაწერს იმედია newsmile045.gif

ციტატა(dato gagrinski @ 19th April 2013 - 13:18) *
რაც უფრო მეტი ძაღლი გავა შეჯიბრებებზე მით უკეთესი

vetanxmebi.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 19 2013, 15:23

სეტერების თემაში ძაან გაოფება რომ არ გამომივიდეს, აქ გავაგრძელებ. მოკლედ მეგობრებო როგორც იქ დავწერე მზად ვარ როგორც ფინანსურად ისე ფიზიკურად გვერდით დავუდგე ყველა იმ ადამიანს ევროპული სისხლის სტერების შემოყვანისთვის საქართველოში. მითუმეტეს პრობლემა არ მაქვს შენგენის ზონის არცერთ ქვეანაში ჩასვლის და ა.შ.(მაგას მერე პმ-ში მივწერ ვინც დაინტერესდება.) და თვითმფრინავით უფასოდ გაფრენის კონკრეტული ავიაკომპანიის კონკრეტულ რესიებზე.

ვფიქრობ უნდა დავიწყოთ სასურველი ძაღლების დართვებიდან შერჩევა, მთავარია არ ავჩქარდეთ.

პოსტის ავტორი: monadire batumeli Apr 22 2013, 22:26

კარგი აზრია და მივესლმები,მე როგორც პოინტერისტი, და ამს ცჰემი აზრით არ აქვს მნისჰვნელი,უბრალო მონადირე უფრო ჯობიაnewsmile05.gif))თურქეთიც საკმაოდ კარგად არის ამ საკითხში იტალიური მოშენების სეტრები ყავთ მე რაც შემედზლება მოვიკიტხავ რა როგორ იქნება თუ საინტერსო იქნება დავდებ ლინკებს იმედია მოვიდზიებ რამე კარგს და საინტერესოს.

პოსტის ავტორი: monadire batumeli Apr 22 2013, 22:31

https://www.facebook.com/settersakarya.sakarya.5ეს არის თურქეთის ძაღლსაშენი და ფეისის მისამართი გადახედეთ დევს აქ საკმაო ინფო

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)