თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ მკბენარებზე დამუშავება

პოსტის ავტორი: გოგა Feb 7 2010, 16:47

აღვწეროთ სხვადასხვა საშუალებები და ურჩიოთ სხვასაც რომელი წამალი ჯობია.
გვერძე თემაში "ლეკის" და "თენგოს" ქონდათ ამ საკითხზე საუბარი.მე მაგალითად 1 და 2 თვის ლეკვზე არასდროს არ მიხმარია პარაზიტებისგან დასაცავი წამალი.არც დამჭირვებია და რო დამჭირვებოდა ალბათ არც ვიხმარდი(ცოტა მეშინია ესეთი რამეების).თუ საშუალებაა მგონი ჯობია ხელით მოვაშოროთ რასაც მივწვდებით(საზიზღრობა კი არის და ამ საქმის მერე რამდენიმე საათი საჭმელს ვერ ვჭამდი ხოლმე,მაგრამ საჭიროა და აუცილებელიც).
ისე გასაკვირია ესე პატარა ლეკვს რატო სჭირდება ეგ ამბავი,მითუმეტეს დაბალბეწვიანს.ეს პრობლემა არ მქონია არასოდეს,მითუმეტეს რო სულ დრათხაარები მყავდა.
უკვე მოზრდილ ძაღლზე კი მე ვხმარობდი ბარსს და რაღაც ჩინური ფხვნილი მირჩიეს(და მგონი შემაცდინეს),ამ ფხვნილს ვაყრიდი გარშემო საძაღლესთან.იყო პერიოდები როდესაც ბარსი არ მოქმედებდა და ეხლა ვხვდები თენგოს პოსტის მერე რატომაც ხდებოდა ესე.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Feb 7 2010, 18:23

ჩემი ლეკვი 1 თვის რო იყო რაღაც ანტიპარაზიტული შამპუნი მირჩია ვეტერინარმა, იმით ვაბანავე და უშველა . სახელი არ მახსოვს.

პოსტის ავტორი: თენგო Feb 7 2010, 18:44

რაც გამცდილება დამიგროვდა შემიძლია გითხრათ რომ "ფრონტლაინი" და "ბაიერის" პრეპარატი,სახელი არ მახსოვს 12 ლარი რომ ღირს ის<,ძალიან კარგად მუშაობენ. დაახლოებით 2 თვე ძაღლი გარანტირებულად დაცულია. ისე ეხლა მე მგონი ყველა პრეპარატი მეტნაკლებად კარგია,მთავარია არ იყოს ფალსიფიცირებული

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 18:50

advantix-ს ვასხამ მე,4 კვირა უწერია გარანტია.წალკაში ბევრი იქნებით ნამყოფი სანადიროდ,მანდ რომაა ტკიპა არ ვიცი,ვერ მოიშორებ შენც და ძაღლსაც,მაგრამ შენ შეიძლება გიკბინონ,ძაღლს თუ ეგ წამალი ასხია,შანსი არაა.მეც ხომ არ დამემუშავებინა თავი-მეთქი მიფიქრია newsmile027.gif

რა რეკლამა მივეცი...

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 7 2010, 22:02

ჩემსას ტკიპა არააქვს საგულდაგულოდ მოვძებნე, რწყილი ყავს ერთი ორი, (ერთი დაიღუპა უკვე დღეს)
მე გავწმინდე შემდეგი მეთოდით, რომელიც ირაკლი მაქსმა მირჩია
ერთ ლიტრ წყალში გავხსენი დაახ. ნახევარი ყავის ჭიქა ძმარი, 1/3 ჭიქა ჭაჭა, ამ ხსნარში დავასველე ნაჭერი და კარგად გავხეხე ლეკვი.
ერთი დაიღუპა.
ლეკვი კი ეხლაც ტრიალებს და ბორგავს, მგონი დანარჩენებიც იხოცებიან newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გოგა Feb 7 2010, 22:18

ციტატა(niko @ 7th February 2010 - 23:02) *
ლეკვი კი ეხლაც ტრიალებს და ბორგავს, მგონი დანარჩენებიც იხოცებიან

იფხანს ხო წამდაუწუმ? newsmile05.gif კარგია ესე იგი მუშაობს ძმარი.

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 7 2010, 22:23

გოგა
კი იფხანს , მგონი იხოცებიან პარაზიტები

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 8 2010, 17:51

თქვენადა რაღაც საყელური რომ იყიდება, თითქოს ცხენის ტყავის არისო თუ რაღაც ეგეთი, მაგის საქმე როგორ არის?

პოსტის ავტორი: თენგო Feb 8 2010, 18:18

ვიტო

ციტატა(vito @ 8th February 2010 - 18:51) *
თქვენადა რაღაც საყელური რომ იყიდება, თითქოს ცხენის ტყავის არისო თუ რაღაც ეგეთი, მაგის საქმე როგორ არის?

"როვერ"-ს დავიმოწმებ,ცხენის ოფლს აქვს უნიკალური თვისება რწყილებს სპობს,მე სპეციალურად ვალდტრაპის კვეშ უგებდი ჩემ ცხენს ნაჭერს და მერე იმას ვუსმევდი ძაღლებს. ეგ საყელურიც ნაცადი მაქვს,იმუშავა მშვენივრად.მაგრამ მალე,დაახლოებით ერთ თვეში დაკარგა ძალა.რატომ აღარ გავაგრძელე მისი ხმარება აღარ მახსოვს,მემგონი ვეტექიმმა მითხრა რეკომენდირებული არ არის მონადირეებზეო. მაინც გადაამოწმეთ,წესით ყველაზე უწყინარი ეგ უნდა იყოს, ასევე ვიცი რომ შუა აზიაში მკბენარისგან დასაცავად ძაღლს უგებენ ცხენის ოფლში გაჟღენთილ ქვეშაგებს. ესეც გამოცდილი მაქვს და მაგრად მუშაობს.უარყოფითი მხარე ის აქვს რომ ძაღლს ოფლიანი ცხენის სუნი აზდის,და ეს როგორი სასიამოვნოა დუნდუას შეეკითხეთ)newsmile05.gifnewsmile05.gif:

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 8 2010, 18:23

თენგო

ციტატა(qarqashadze @ 8th February 2010 - 19:18) *
მემგონი ვეტექიმმა მითხრა რეკომენდირებული არ არის მონადირეებზეო.

მეც მაქვს ეგ გაგონილი, რატომ მითხრეს არ ვიცი, ვითომ ცხენს მძაფრი სუნი აქვს და
მწყერის სუნს სუსტად გრძნობს ძაღლი? რაღაც ეგეთია ალბათ რა

პოსტის ავტორი: თენგო Feb 8 2010, 18:34

ვიტო

ციტატა(vito @ 8th February 2010 - 19:23) *
მეც მაქვს ეგ გაგონილი, რატომ მითხრეს არ ვიცი, ვითომ ცხენს მძაფრი სუნი აქვს და
მწყერის სუნს სუსტად გრძნობს ძაღლი? რაღაც ეგეთია ალბათ რა

ჩემი უსაყვარლესი ცხოველია,მაგრამ ცხენი ყარს. მე რაც ზევით დავწერე მაგას ვიყენებდი ნაგაზზე.მონადირეზე მეკეთა ყელსაბამი,შეუშალა თუ არა რამეში ხელი ვერ გეტყვი მაგარი გამო........ლი ძაღლი იყო,მეტრიანი მანძილები ქონდა ისედაც

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 6 2010, 16:18

მოკლედ მაინც ყავს რა ერთი ორი ცალი და აწუხბს , სულ იფხანს. გიგო ადრე რაღაცას ამბობდი სპეციალურ პუდრიზე ....
ან ვინც იცით მირჩიეთ რა კაცურად...
newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 6 2010, 16:30

პატარაა ჯერ ბარსისთვის და ეეგეთები მემგონი არ შეიძლება პუდრივით კიდე დუსტი არის და რავი დაბანე ჯობია თუ დააბანაც არ შეიძლება.

ხელით ამოაცალე თუ ორიცალი ყავს

მარა ეერთია ყველამ დაამუშავეთ ძაღლები

პოსტის ავტორი: თენგო Mar 6 2010, 16:44

Bonehill

ციტატა(niko @ 6th March 2010 - 17:18) *
მოკლედ მაინც ყავს რა ერთი ორი ცალი და აწუხბს , სულ იფხანს. გიგო ადრე რაღაცას ამბობდი სპეციალურ პუდრიზე ....
ან ვინც იცით მირჩიეთ რა კაცურად...

ხომ ვწერდი ადრე "ბოლფო"-ს აქვს სპეციალური ლეკვების პუდრი.

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 6 2010, 16:49

ყნოსვაზე და ა.შ. უარყოფითად არ მოქმედებს ხო?......................................

პოსტის ავტორი: თენგო Mar 6 2010, 16:51

Bonehill

ციტატა(niko @ 6th March 2010 - 17:49) *
ყნოსვაზე და ა.შ. უარყოფითად არ მოქმედებს ხო?......................................

არა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 6 2010, 16:52

თვალები და ცხვირი და პირი მაინც მოარიდე უფრო ზურგის მხარეს დააძალე არ მოწამლოს თავის დაზღვევა ჯობია

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 6 2010, 16:57

გაიხარეეეთ

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 6 2010, 19:07

მონადირე ძაღლისთვის - ფრონტლაინი! ფრანგული, მაღალი ხარისხის, ნაცადი...
ასევე კარგია ადვანტიქსიც, თუმცა სეზონზე ფრონტლაინს ვარჩევდი, რადგან ყნოსვაზე არ მოქმედებს.
ორივე საშუალება, ტკიპაზე გარანტირებულად მოქმედებს 1 თვე, ხოლო რწყილზე - ადვანტიქსი ასევე 1 თვე და ფრონტლაინი - 2 თუ 3 თვე. მოკლედ, ადვანტიქსი ყოველთვე უნდა ასხა.

პ.ს. რაღა დროს ბარსია...

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 8 2010, 07:52

AlekoN
გაიხარე

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 2 2010, 23:24

დღეს ვუყიდე ჩემ ლეკვს "ადვანტიქსი" 4 დან 10 კილომდე ძაღილსთვის, ხვალე დავამუშავებ.
"ფრონტლაინი" ვერსად ვერ ვიშოვე !

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 3 2010, 09:00

სანამ გეშვას არ დაუწყებ, ფრონტლაინი არცაა აუცილებელი, ადვანტიქსიც საკმარისია, ოღონდ სტროგად ყოველთვე...

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 3 2010, 09:11

გასაგებია , გაიხარე.
ეტ ტუბიკი სულ უნდა წაუსვა მითითებულ ადგილას ? მოცულობაა 1 მ/ლ

პოსტის ავტორი: თენგო Apr 3 2010, 11:36

Bonehill
ფრონტლაინი აქვს "ლორდ ლამარი"-ს,გუშინ შევიძინე.
მისამართი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 19-ა

პოსტის ავტორი: 919 Apr 3 2010, 20:35

თენგო

ფრონტლაინი არის ყველაზე სანდო და ეფექტური, +100!!!
ფასი რა ადევს?

მაგრამ დათო არის წმინდა წყლის ბარიგა!!! კიევში ყიდულობს
ვიცი სადაც. კიევის ცენტრში, ყველაზე ძვირადღიებულ ადგილას
7$-ის ექვივალენტი ღირს გრივნებში. თბილისში კი ამ მოცულობას
დათო 56 ლარად ყიდდა.

ფრონტლაინს ვხმარობთ აი უკვე მე-7 წელიწადია.
იდეალური საშუალებაა როგორც ძაღლისთვის აგრეთვე
ბინისათვის სადაც ცხოვრობს ძაღლი.

პოსტის ავტორი: თენგო Apr 3 2010, 20:57

919
30 კილომდე ძაღლისთვის 15 ლარად მომცა

პოსტის ავტორი: 919 Apr 3 2010, 21:04

სპრეი???????? საღოლ თუ გამოსწორდა...

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 4 2010, 01:00

Bonehill
დასხმის პრინციპი ერთია ადვანტიქსისთვისაც, ფრონტლაინისთვისაც (და ბარსისთვისაც).
რამდენიმე წერტილზე დაასხი - კისრიდან კინკრიხოსთან (კეფის ბორცვი) დაიწყე, ქეჩო, მინდაო, ზურგი, ოღონდ ხერხემლის პროექციაზე და შეძლებისდაგვარად, პირდაპირ კანზე, ბალანი კარგად გადაუწიე. ზურგზე ძალიან უკან ნუ წახვალ (წელისკენ), რომ არ მიწვდეს და არ აილოკოს.

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 4 2010, 08:35

მადლობა ზუსტად ეგრე წაუსვი(კეფა გამომრჩა მხოლოდ)

პოსტის ავტორი: თენგო Apr 4 2010, 08:38

919
სპრეი არა,ერთი ფლაკონი რომელიც გათვლილია 25-30 კგ. ძაღლისთვის.

პოსტის ავტორი: lawyer Apr 24 2010, 22:30

მე ვიცი რეზინის სპეციალური საყელური მკბენარისაგან დასაცავად. 50 დოლარი ღირს თუ არ ვცდები და ნამდვილად ამართლებს.

პოსტის ავტორი: Fishman Nov 22 2012, 23:42

ეს რა ჯანდაბაა ხომ არ იცით? რიჩის ამოვაცალე წეღან. ადრეც მინახავს მარა ეს განსაკუთრებულად დიდი იყო...


პოსტის ავტორი: sabo73 Nov 22 2012, 23:51

კტიპაა. და ხელით აღარასოდეს ამოაცალო, საჭმლის ზეთში დაასველე ბამდა და წაუსვი იქ , სადაც დაინახავ რომ აზის. თვითონ მოძვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხორთუმი რჩება სხეულსი და არ ვარგა.

პოსტის ავტორი: Fishman Nov 22 2012, 23:55

ციტატა(sabo73 @ Nov 23 2012, 00:51) *
კტიპაა. და ხელით აღარასოდეს ამოაცალო, საჭმლის ზეთში დაასველე ბამდა და წაუსვი იქ , სადაც დაინახავ რომ აზის. თვითონ მოძვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხორთუმი რჩება სხეულსი და არ ვარგა.


აბკი აქვს გაკეთებული თუ რა არის? გავითვალისწინებ და რამდენ ხანში ძვრება? ანუ რო დავასველებ რო არ ვაბოდიალო რა და დავუცადო ჩამოძრობას...

ცოტა სისხლიც მოსდიოდა რო ამოვაცალე და წყალბადის ზეჟანგით დავუმუშავე ის ადგილი.

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 22 2012, 23:56

არ უნდა დაცდა, შეიძლება ერგევე ჩამოძვრეს, შეიძლება ცოტა ხანში.

პოსტის ავტორი: Fishman Nov 22 2012, 23:56

ციტატა(sabo73 @ Nov 23 2012, 00:56) *
არ უნდა დაცდა, შეიძლება ერგევე ჩამოძვრეს, შეიძლება ცოტა ხანში.



როგორ არ უნდა, აბა მერე სახლში სად ვეძებო ტკიპები D.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Nov 22 2012, 23:58

სახლში-? მაშინ ხო, მაშინ ხო............ D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Nov 23 2012, 00:02

მოკლედ, დავასველებ ზეთით და სადმე კუთხეში დავაბამ ცოტა ხნით და სოფელი თუ არ აშენდება ტკიპა მაინც ჩამოძვრება D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 23 2012, 09:45

Fishman
ამდენი კვირა როგორ ეჯდა ძაღლს ტკიპა.......ისე რომ ვერ შეამჩნიე

მინუს ერთი ქულა შენ ძაღლის მოვლაში.

დაამუშავე ხოლმე ბარსით მაინც, საკმაოდ ეფექტურია. 1თვეში ერთხელ დამუშავებაც ყოფნის.

პოსტის ავტორი: Fishman Nov 23 2012, 12:30

Bonehill

ყოველ თვე ადვანტიქსით ვამუშავებ და ყოველდღე ხელით მაინც ვუმოწმებ მთელ სხეულს ასე რომ მომიმატე ეგ დაკლებული ქულა D.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Nov 23 2012, 18:08

ციტატა(Fishman @ Nov 23 2012, 13:30) *
Bonehill

ყოველ თვე ადვანტიქსით ვამუშავებ და ყოველდღე ხელით მაინც ვუმოწმებ მთელ სხეულს ასე რომ მომიმატე ეგ დაკლებული ქულა D.gif

აი მთელ სხეულს თუ ხელით ყოველდღე უმოწმებ მაშინ მე გიმათებ +1 ქულას D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Nov 23 2012, 18:28

ციტატა(ჯეკო @ Nov 23 2012, 19:08) *
აი მთელ სხეულს თუ ხელით ყოველდღე უმოწმებ მაშინ მე გიმათებ +1 ქულას D.gif D.gif


ეგ შენ მიმატებ და მადლობა და ტყუილად სადაა დასაკარგი ქულები. ბონემაც უნდა მომიმატოს D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 23 2012, 21:04

Fishman
გჯერა ახლა შენ მაგის ?........

აბა ამხელა დინოზავრი ტკიპა როგორღა ამოუყვანე ამისხესნი ?!

პოსტის ავტორი: Fishman Nov 23 2012, 21:19

Bonehill

ბიჯო მაგის ახსნა რო შემეძლოს აქ კიარ ვიკითხავდი რაარი და საიდან გაჩნდათქო. 1 დღეში თუ შეიძლება მაგხელა გაიზარდოს მაშინ აგიხსნი კიარა პატაკსაც ჩაგაბარებ newsmile029.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 23 2012, 21:29

იფიქრე და ლოგიკური აზრი გამოიტანე

პოსტის ავტორი: Fishman Nov 23 2012, 21:45

ჰო ჰო დავიწყებ ეხლა

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 23 2012, 22:12

newsmile045.gif

პოსტის ავტორი: უტრუხუნე Nov 27 2012, 12:11

Fishman

ციტატა
ეს რა ჯანდაბაა ხომ არ იცით? რიჩის ამოვაცალე წეღან. ადრეც მინახავს მარა ეს განსაკუთრებულად დიდი იყო

ეგ დედალი ტკიპაა , ზომა იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად გამოძღა "ქალბატონი" . მამლები მაგდენს ვერ მიირთმევენ .

პოსტის ავტორი: marco-polo Jan 6 2014, 12:58

ეხლა ამ დროში ლეკვი რომ ავიყვანო გასასეირნებლად ლისსზე.ტკიპის სასიშროება არის თუ არა?

პოსტის ავტორი: Fishman Jan 6 2014, 14:42

marco-polo

არ ასხია არაფერი? ამ ყინვაში არ იქნება, მარა მაინც საფრთხილოა...

პოსტის ავტორი: marco-polo Jan 6 2014, 15:15

ციტატა(Fishman @ Jan 6 2014, 15:42) *
marco-polo

არ ასხია არაფერი? ამ ყინვაში არ იქნება, მარა მაინც საფრთხილოა...

არაფერი არ ასხია,ეხლა ვეტერინარს დავურეკე და მითხრა როგორც არ უნდა გაგიკვირდეს ამ ყინვაშიც არისო

პოსტის ავტორი: Fishman Jan 7 2014, 14:55

marco-polo

კი, არის და მაგიტომ გითხარი...

პოსტის ავტორი: marco-polo Apr 2 2014, 15:08

ადვანტიქსი თუ ფრონტლაინი? გაზაფხული დაიწყო.მკბენარებისაგან ჩვენი მეგობრების დაცვაც აქტუალური ხდება.ვინ რომელს ანიჭებს უპირატესობას

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 2 2014, 15:23

ბარსს ვხმარობ ხოლმე და საკმაოდ ეფექტურია. თან იაფი. 2 თვემდე ლეკვზე არ შეიძლება. ახლახანს ავიყანე 1 თვის დრათხაარი. ეზოში ჰყავდა პატრონს და სახლში რომ მივიყვანე რწყილი აღმოაჩნდა საკმაოდ. ვეტექიმმა დუსტი მირჩია. დავაყარე მაგრამ არანაირი შედეგი. ერთიც ვერ მოკლა. მერე სპეციალური შამპუნი ვუყიდე და იმან მოაშროა კარგად, თუმცა მოგვიანებით მისი ინსტრუქცია წავიკითხე და იმასაც ეწერა 8 კვირიდანო.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 2 2014, 18:53

ბევრი საშუალება გამომიყენებია, მონადირე ძაღლებს რაც შეეხება ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე რაგღაც ჩათლახი მკბენარი რომელიც ააცოცდება... ამიტომ სრული კონტროლი ყინვების დადგომამდე, მივხვდი რომ ეს ყველაზე ეფექტური ხერხია ადვატიქსთან ერთად.

პოსტის ავტორი: marco-polo Apr 2 2014, 19:44

უფრო მაინტერესებს ადვანტიქსი თუ ფრონტლაინი?

პოსტის ავტორი: i.gor Apr 2 2014, 21:11

marco-polo

ფრონტლაინი ერთმნიშვნელოვნად !

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 2 2014, 22:10

ციტატა(i.gor @ 2nd April 2014 - 22:11) *
ფრონტლაინი ერთმნიშვნელოვნად !

ერთი პერიოდი გაქრა მაღაზიებში

არის უკვე გაყიდვაში თუ იცით ?

პოსტის ავტორი: marco-polo Apr 2 2014, 22:36

ციტატა(ზახარა @ Apr 2 2014, 23:10) *
ერთი პერიოდი გაქრა მაღაზიებში

არის უკვე გაყიდვაში თუ იცით ?

აგრარული უნივერსიტეტის კლინიკაში,აგრეთვე პავლოვზე ზოომაღაზია რომ არის სამსუნგის მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს

პოსტის ავტორი: Fishman Apr 7 2014, 01:04

marco-polo

ფრონტლაინი რა თქმა უნდა!

პოსტის ავტორი: kardinal84 Jun 16 2014, 10:57

დღეს ვეძებდი ძაღლის შამპუნს და ვნახე " ბარსის" ფირმის, ორმაგი დათვირთვა აქვსოო თან შამპუნი თან პარაზიტებსაც შველისო, ვინმე თუ ხმარობთ და მეძებრებზე რამდენადაა რეკომენდირებული ეგ მითხარით თქვენ.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 16 2014, 13:01

მე ვხმარობ. საკმაოდ ეფექტურია. გასაპნი. ერთი ხუთი წუთი გააჩერებ და ჩამობან. მაგრად ხოცავს მკბენარს.

პოსტის ავტორი: Fishman Jun 16 2014, 13:35

kardinal84

კარგი რამეა! მაგრამ მარტო მაგის იმედზე არ უნდა იყო!

პოსტის ავტორი: dato01 Jun 16 2014, 13:52

ფრონტლაინი ყოფილა 14 ლარად ელიზბარაშვილის მაღაზიაში იპოდრომთან ემ კვადრატის ახალაშენებული სახლის ქვეშ .ნახეთ მაგაზე იაფად არ გამიგია არსად.

პოსტის ავტორი: megreli Jun 16 2014, 18:02

kardinal84

ციტატა(kardinal84 @ 16th June 2014 - 11:57) *
დღეს ვეძებდი ძაღლის შამპუნს და ვნახე " ბარსის" ფირმის, ორმაგი დათვირთვა აქვსოო თან შამპუნი თან პარაზიტებსაც შველისო, ვინმე თუ ხმარობთ და მეძებრებზე რამდენადაა


სურათი შეგიძლია დადო ?

პოსტის ავტორი: Fishman Jun 16 2014, 20:11

dato01

დოზას გააჩნია. 20-40 კილო 20 ლარი ღირს... მანდ არ ვიცი რა ღირს, მაგრამ არამგონია ასეთი განსხვავება იყოს ფასებში. ეტყობა პატარა ძაღლების დოზაა მაგ ფასად.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)