თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ ბუდრუგანა ”канура"

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 22 2010, 23:07

ხოოოოოოდა ვგონებ არც ეს უნდა იყოს ისეთი ბანძურ მანძუგური თემა newsmile05.gif ალბად ყველას აინტერესებს ან
როდესმე დააინტერესებს, მოკლედ ამ დღეებში ძაღლის აყვანით აჟიტირებულს ესეთი რაღაც მომივიდა...

გავიღვიძე დღეს დილით, გავიხედე ფანჯარაში, დავაკვირდი ამინდს და მივხვდი რომ ჭეშმარიტად
იეღოვამ გამომიგზავნა ესეთი დარი, ზაფხილში ნამეტანი ვზარმაცობდი სიცხეების გამო და რაც აირია
ყველაფერი ძალა მერჩის ნუ.... მოკლედ გამოვედი ეზოში, მივიხედე-მოვიხედე და ვფიქრობ რა გავაფუჭო.
პირველად გავიფიქრე ქათამს დაზვერავს კაციო, მარა ფოთის მერე ისეთი გაციებული ვარ რომ
ძაან გაციებული ვარ. გარეთ გასვლა ისევ გადაიდო და ვზივარ ამ ჩემ დუმებში როდესაც უეცრად
ტარასა შევნიშნე როგორ მიმზერდა თავისი სახლიდან და თან ზებუნებრივად მეუბნებოდა - შენ ბიძია
ახალი ძაღლი რომ მოგყავს აქ უნდა დამიწვინოო? ხომ იცი მაგას რომ არ ვიზავო? newsmile035.gif - ვახ კაცო
მართლა მართალს მეუბნება ეს კანიბალიმეთქი და გადავწყვიტე ცოტა ტევადი რამის შეკოწიწება,
ისეთის რომ ტარასა ცოტა ტრაკს მიწევდა და იმასაც დატევდა. რაღა უნდა მექნა? დავიწყე მარჩიელობა
რა დამიჯდებოდა ფართე სიამოვნება newsmile05.gif ამ მარჩიელობა მარჩიელობაში რაღაც საინტერესო ფიცრებს
მოვკარი თვალი. მარა ყველა ცემენტიან, გაუბედურებულ, გადანათრევები იყო. მაგრამ მე ხომ ნიჭიერი ვარ,
თან ყველანაირი იარაღები მაქვს ხოდა ამის დედაც ჯექკთქო და დავიწყე სახლის კეთების, შეჭედვების,
სიყვარულიზაციის, შრომის, თავისმობმიზაცია.

ხო სანამ დეტალურად დავწერ ყველაფერს, ვინმემ არ თქვას მაგას რა უნდაო, ჩაქუჩი და ლურსმანი,
მიარტყი, მოარტყი და სოფელიც აშენდებაო. მაინც ვერ დაუჯერებ. ჯერ იმიტომ არ დაუჯერებ რომ
შრომა არ მეზარება და ყველაფერის გამკეთებელი ვარ მამენტ და თანაც მეხერხება, მეორე იმიტომ არ
დაუჯერებ რომ მთელი დღე არ გავჩერებულვარ და მაინც ვერ დავამთავრე newsmile05.gif მესამე იმიტომ არ დაუჯერებ
რომ არ დაუჯერებ და მორჩა newsmile05.gif ხო კიდევ დღეს მივხვდი რომ ძაღლის სახლების ფასები ნამდვილად რეალურია
მარტო გაწეული შრომის საფასურად, ანუ მე მასალა უბრალო ნარჩენებისგან მოვკრიბე ეზოში
და შემთხვევით მაგის მასტერი რომ ვიყო და ფულს ვიღებდე ამაში მასალის გარეშე 100 მანათს
ფეხს არ მოუცვლიდი და ეხლა მასალის ფასი მიამატეთ აბა newsmile035.gif ხო ნუ ეს ნორმალურ "კანურაზეა"
ლაპარაკი, თორემ მიფინაჩებულად და უაზროდ ძაღლი კიბის ქვეშაც იცხოვრებს newsmile045.gif

რამდენი დამიწერია ტო? მოკლედ დავიწყე გვერდების სამაგრი "ბალკების" დაჭრით. სიმაღლე
გავთვალე 60სმ, მგონი ნორმალურია, ხო სულ დამავიწყდა-თითონ "კანურის" ზომა ზე-დიდი არ გამიკეთებია
გამიზნულად-რატომ? იმიტომ რომ ძაღლი შიგნით შედის როდესაც ცივა და სიცივეში რაც უფრო პატარა
სივრცეა მით უფრო მალე თბება. ხოდა დავჭერი ეს ბალკები, მერე ვიპოვე რაღაც ძველი შეჭედილი
კარები და დავამაგრე ეს ბალკები კუთხეებში და კიდო იქნანა სადაც შესასვლელი უნდა ქონდეს ძაღლებს.

http://pix.ge/ http://pix.ge/ http://pix.ge/

როგორც ხედაქვთ "კარკასი" წამოჭიმულია და 2010 დეკემბერში ჩაბარდება მყიდველს გასაღებითურთ newsmile045.gif
ხო კი წამოვჭიმე ეს ყველაფერი, მაგრამ საქმე გაგრძელებას ხომ მოითხოდა არა? კი მოითხოვდა-
ხოდა დავიწყე კედლების ამოყვანა, ეს კედლებიც რაცხა აპალოვკის ფიცრებისგან უნდა შემეჭედა,
ყველა ფიცარს ცემენტის კვალი ქონდა, მაგრამ ეგეც მოგვარებადია რასაც შემდგომში გიამბობთ.
დავიწყე ჭრაკერვა. სათითაოდ ამყავდა ყველა კედელი, ძალიან გამიჭირდა, უფრო სწორედ კი არ გამიჭირდა
უბრალოდ დიდ ვალაქიტას მოითხოვდა, როგორც იცით "აპალოვკის" ფიცრები არ გამოირჩევიან
სწორხაზოვანი დაჭრილობით, ამიტომ ყველა დეტალს შეძლებისდაგვარად ვასალაშინებდი.
ბალკებზე ლურსმნით არ ამიყვანია გვერდები, ყველა შურუპით დავამაგრე. რატომ შურუპი?
იმიტომ რომ უფრო მარტივი სამართავია, არ იღუნება და უფრო მყარად იჭერს კონსტრუქციას.

http://pix.ge/

ასე ნაკუწნაკუწ შენდებოდა სოფელი და საბოლოოდ მიიღო ესეთი ფორმა

http://pix.ge/

.... მაგამ რაღც ნი ტო იყო, ძალიან ბინძურად გამოიყურებოდა, ეს ცემენტები, ძველი სისველეებისგან
გაშავებული გვერდები, ხიჭვები, შურუპები, თითქოს დიდი არაფერი, ნებისმიერი ძაღლი დიდი სიამოვნებით
იცხოვრებდა თან ისე რომ მადლობას იტყოდა, მაგრამ ეგ ხომ ჩემ ნიჭიერებაზე უარყოფითად იმოქმედებდა ჰა? newsmile05.gif
ხოდა დავიწყე ამ ხის გაკეთილშობილება. არ ვიცი რამდენად მავნეა ცემენტის სუნში ძაღლის ცხოვრება,
მაგრამ მავნე როა ეგ ვიცოდი, ხოდა დავიჭირე ჩემი "ბარგალკა 2010" რომელსაც წამოვაგე "შკურკა 2010"
და ისეთი სილამაზე მივეცი რომ ვიფიქრე ერთი ძაღლების დედაც მე გადმოვიტან ჩემ ლოგინსთქო newsmile035.gif
თუ შიგნიდან, თუ გარედან- მოკლედ დავცხე და დავცხე, მივცხე და მოვცხე, ბოლოს ეს მივიღე.

http://pix.ge/ http://pix.ge/

ერთი დღის ამბავი ამით მორჩა. ეხლა როგორ ვაპირებ რომ გავაგრძელო: ყველამ ვიცით რომ 2 შრეიანი
სახლები ბევრად უფრო კარგად ინარჩუნებენ თბოიზოლაციას, მარა აქ საქმე იმაშია რომ სახლის შესასვლელი
ყოველთვის ღიაა და გარე სიცივე მაინც აღწევს შიგნით, ხოდა რომ არ ვიწვალო მეორე შრის შექმნაზე რაც
უძალიანმაგრესად მეზარება და უფრო რომ დავკონკრეტდე არ ვარ მე მაი ამბის გამკეთებელი- სურვილი
მაქვს რომ გარედან ხის "შპაკლით" ამოვქოლო ნაპრალები და შიგნიდან მხოლოდ გვერდებზე ავაკრა, რაიმე
სქელი ნაჭერი, რომელიც ცოტა თავისას იზავს და ნიავიც არ იქროლებს "სკვაზნიაკივით". მხოლოდ
გვერდების ამოქოლვაც იმიტომ გადავწყვიტე რომ იატაკის ფენას აქვს გარკვეული ნაპრალები რომლებშიც დროთა
განმავლობაში ჩაიყრება და გარეთ გამოვა მტვერი და ჭუჭყი, რომელსაც ძაღლები შეიტანენ, ასე ვიფიქრე
მე და მგონია რომ სწორ გზაზე ვდგევარ newsmile05.gif

დანარჩენს ხვალე დაგიწერთ და განახებთ რას და როგორ მივაღწიე, არ მოიწყინოთ,
მანამდე თემას ვხურავ რომ არ გაოფდეს და სრულფასოვანი ინფო მოგცეთ იმაზე თუ როგორ
ვქენი ეს ყველაფერი მე, თუ ვინმეს სხვა პროექტი გაქვთ შეგიძლიათ მოამზადოთ და ამ თემაშივე ჩასვათ ხვალიდან

პოსტის ავტორი: Davitus Oct 23 2010, 00:12

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


აუ რა თემა მიეციიი იმენნა, მაგარი ვიხალისე, იტოგში რომ დაამთავრებ, ეგრევე რევიზია დაგადგებიტ თავზე, ხოდა ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს!




http://pix.ge/





სახლი თეთრი კარკასით ბარდება ძმაუუ newsmile035.gif



პოსტის ავტორი: ვიტო Oct 23 2010, 12:11

ხოდა ეხლა შემოვედი სახლში, დილის მუშაობაც შევასრულე, სახურავი გაკეთებულია,
შპაკლიც თითქმის დამთავრებული, უბრალოდ მასალა აღარ მეყო და არც ლაკი მაქვს
რომ მოვაპირკეთო, ამ დღეებში შევიძენ და საბოლოო სახეს მივცემ, ისე მგონი კი გამოვიდა
სიმპამპო, თუ ორივე ვერ ჩაეტევა კიდევ ესეთს გავაკეთებ და ეგ იქნება რა.

პ.ს. სახურავზეც აღმოჩნდა რომ პეტლები არ მაქვს და ეგეც დასანავაროტებელია,
მინდა რომ ასახდელი იყოს, თუ რამეა და ამოსუფთავებაზე მიდგა ადვილად რომ გაკეთდეს.

http://pix.ge/ http://pix.ge/

Davitus

ციტატა(Davitus @ 23rd October 2010 - 01:12) *
აუ რა თემა მიეციიი იმენნა, მაგარი ვიხალისე, იტოგში რომ დაამთავრებ, ეგრევე რევიზია დაგადგებიტ თავზე, ხოდა ამაზე ნაკლები არ უნდა იყოს!

შენ დალაგებული თუ ხარ, ეგ ძაღლის სახლი კი არა ფილარმონიაა, მაგდენი რავიცი მე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 23 2010, 12:58

ყოჩაღ, მომწონს და მივესალმები.

შესასვლელში შეიძლება ფარდა ჩამოეფაროს, რამე სქელი ცელოფანის მსგავსი, რომ ზამთარში ძალიან არ შეუბეროს ქარმა

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 23 2010, 13:14

მაგარი ხარ ვიტოო! მე ყოველთვის მჯეროდა შენი ფანტაზიის და შემოქმედებითი ნიჭის!!!! ,,ნიჭიეროოო შენი ადგლი ქალაქშია,, newsmile035.gif newsmile035.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 23 2010, 14:13

hunter777

ციტატა(irakli fofxadze @ 23rd October 2010 - 14:14) *
ნიჭიეროოო შენი ადგლი ქალაქშია

ნწუ, ნწუ, ნწუ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ჩემი ადგილი იქ არის სადაც ვარ, მარა ვინ მაცლის newsmile05.gif


ციტატა(chele @ 23rd October 2010 - 13:58) *
შესასვლელში შეიძლება ფარდა ჩამოეფაროს

მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ გვერდებზე უნდა ავაკრა რამე ნაჭერი, პრინციპში ნაჭერი
მაქვს, ძველი ჰამაკია, მაგრამ სამშენებლო სტეპლერი მინდა რომ მივადუღო კედელზე
და ეგ არ მაქვს კაკ რაზ, ვინმეს თუ გაქვთ ვითხოვებ 1 დღით newsmile05.gif

თქვენადა კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ან თუ გინდათ აზრიnewsmile05.gif
უკვე 2 წელია ტარასა თივაზე თბება და რამე ისეთი ხომ არ არის მაგაში? რამდენადაც ვიცი თივა
ტკიპებს ინახავსო გამიგია, მაგრამ რაცხა დაგვარი არაფერი არ შემიმჩნევია. სიმართლე რომ ვთქვა
დღემდე დავამუშავე სეზონის გახსნის პერიოდში, ისიც გოგას აღმოაჩნდა ზედმეტი და ისიც ერთი ცალი,
რაც წესით არ უნდა ყოფნოდა და მაინც ვერც ერთი ტკიპა ვერ ვნახე მის სხეულზე. და უფრო
დიდი სიმართელე თუ გინდათ წელს მხოლოდ 2-ჯერ დავამუშავე და არც ტკიპა და არც
რწყილი არ მინახია მის ტანზე, როდესაც მეორე ძაღლი სავსეა ერთითაც და მეორეთიც.
რეიზა ვყვები ამდენს: თივაზე რასაც ამბობენ ჯერ ვერ ვარ მთლად დარწმუნებული, რადგან შეიძლება
ტარასას რამე ისეთი კანი ქონდეს რომ არ ეკარებიან, მაგალითად როგორც ადამიანებს, ზოგს
კოღო კბენს ზოგს არა ხო? ამას ახალ ძაღლზე გავიგებ, მარა ვინმეს კიდევ რამე სხვა უკუჩვენება ხომ არ
გაგიგონიათ ძაღლის თივაზე წოლაზე? ძაღლის საფენი არ მინდა რომ დავაფინო, გარეთ გამოაქვს მაინც
და ლეკვიც ალბათ გარეთ თუ ვერ გამოათრია იქვე დაგლიჯავს....

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 23 2010, 14:24

თუ ,,შპაკლით,, ამოავსებ ღრიჭოებს, რაღად გინდა ნაჭერი? თუ სილამაზის ამბავში გინდა რომ შემოახვიო? თივაში უფრო რწყილმა შეიძლება დაიბუდოს, ტკიპა არა მგონია, ტკიპა მე რამდენადაც ვიცი, კანზე რჩება მარტო.

პოსტის ავტორი: გოგა Oct 23 2010, 16:00

ვიტო
ტკიპების ამბავი მეც გამიკვირდა წელს.
ერთხელ წაუსვი ბარსი ორი ცალი,ისაც სეზონის გახსნისას და თვეზე მეტი აღარ ქონია არაფერი.როგორც მახსოვს ბარსი მაგდენ ხანს ვერ ქაჩავდა ადრე.

ისე მე გამიგია რო ძაღლისთვის კარგია თივაო,ნაჭერს ჯობიაო და ვითომ ტყუილად გამიგია?!

ციტატა(vito @ 23rd October 2010 - 00:07) *
ჯერ იმიტომ არ დაუჯერებ რომ
შრომა არ მეზარება და ყველაფერის გამკეთებელი ვარ მამენტ და თანაც მეხერხება, მეორე იმიტომ არ
დაუჯერებ რომ მთელი დღე არ გავჩერებულვარ და მაინც ვერ დავამთავრე newsmile05.gif მესამე იმიტომ არ დაუჯერებ
რომ არ დაუჯერებ და მორჩა

ხომ ხდავ უკვე სამჯერ არ დაუჯერე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(vito @ 23rd October 2010 - 15:13) *
ისიც გოგას აღმოაჩნდა ზედმეტი და ისიც ერთი ცალი,
რაც წესით არ უნდა ყოფნოდა

ხო,ის ზედმეტი არ იყო newsmile045.gif მაიმუნო შენა newsmile035.gif

ციტატა(vito @ 23rd October 2010 - 15:13) *
მაგაზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ გვერდებზე უნდა ავაკრა რამე ნაჭერი, პრინციპში ნაჭერი
მაქვს, ძველი ჰამაკია, მაგრამ სამშენებლო სტეპლერი მინდა რომ მივადუღო კედელზე
და ეგ არ მაქვს კაკ რაზ,

ეგ მგონი აღარ უნდა.თან მაინცდამაინც ნუ დაუთბუნებ,ცოტა სიცივესაც მიეჩვიოს რა ჯანა.
სტეპლერი კიდე მე უნდა მქონდეს წესით(ნუ მე რა მეორე სახლშია რა და ჩემი არ არის?! newsmile05.gif ) მაგრამ ნიკა გვათხოვებს რო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ისე შესასვლელში ამაღლებული რო დაუტოვე,გამოსუფთავების დროს ხელს შეგიშლის.მაგრამ პრინციპში თუ სახურავი ასახდელი უნდა გაუკეთო,მაშინ გადმოაყირავებ ხოლმე და ისე იზავ

ისე საერთო ჯამში კარგი გამოვიდა,ეტყობა რო მიფინაჩებული არ არის!!!

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 23 2010, 16:37

ადრე მეც ვაპირებდი მომეყოლა როგორ გავუკეთე სახლი მაგრამ მერე დამეზარა ამდენი წერა, თან ნახაზებიც მინდოდა მომეყოლებინა, ელიავაზევე რა ზომებში დავაჭრევინე ფანერები newsmile035.gif newsmile035.gif

ზოგადად შემიძლია ვთქვა რომ მე უფასო მასალა არ მქონია უმფროსისგან განსხვავებით და მასალა თავისი ნაჭრებით, დათბილვით სადღაც 130 ლარამდე დამიჯდა newsmile05.gif

შეკვრით მეც შურუპებით შევკარი, სიმყარის და კონსტრუქციის სიმარტივის გამო newsmile05.gif

ვიტო
სტეპლერს რაც შეეხება მაქვს და გათხუებ როცა გინდა.

მე ოდნავ სხვანაირად გავუკეთე ნაჭრებით დათბილვა. კედლების ზომებისხელა ფანერები დავითრიე, ვიყიდე 4 სანტიმეტრიანი გუბკა, ბრეზენტის ნაჭერი და გავაკეთე დათბილული მოსახსნელი იატაკი, კედლები და ჭერი, ზაფხულში მოხსნა და გარეცხვა რომ შეიძლებოდეს.
მე მეორე კედლის გაკეთება უფრო იმანაც მაიძულა, რომ პირველადი კედლებიც 10მმ-იანი ფანერისგან მქონდა გაკეთებული.

პოსტის ავტორი: თენგო Oct 23 2010, 23:22

ვიტო
ჩემი აზრით შესასვლელს თუ დააპატარავებ უკეტთესი იქნება.მეტ სითბოს შეინარჩუნებს.
ისე ცოტა დიდიც მეჩვენება,ბუდრუგანა იმ ზომის უნდა იყოს რომ ძაღლს თავისი სხეულის თემპერატურით გათბობა შეეძლოს.
ზამთარში შესასვლელი რა თქმა უნდა სქელი ბრეზენტით უნდა ჩამოაFარო.

თივა საფენად კარგია,სითბოს ინარჩუნებს,მაგრამ არ უნდა ერიოს ალერგიის ფგამომწვევი ყვავილები და ბალახი.
შესაძლებელია სასუნთქი გზების და ფილტვების დაავადება გამოიწვიოს.
კარგად გამომშრალი და განიავებული უნდა იყოს ლპობა რომ არ დაიწყოს ან სოკო არ გაუჩნდეს რაც ისევ და ისევ ფილთვებისთვის ცუდია.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 23 2010, 23:27

თენგო
+1 შესასვლელია დიდი. მაგრამ მაინც ყოჩაღ ვიტო, არ მეგონა ესეთი დურგალი თუ იყავი

პოსტის ავტორი: თენგო Oct 23 2010, 23:30

ჭალიმგელა

ციტატა(Giorgi @ 24th October 2010 - 00:27) *
+1 შესასვლელია დიდი. მაგრამ მაინც ყოჩაღ ვიტო, არ მეგონა ესეთი დურგალი თუ იყავი

ეხ არ აფასებთ თქვენ უმფროსსსსსს!!!!!!1
ეგ რაც ზევიტ არის 20 იმდენი შემონახული აქვს!

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 23 2010, 23:30

კაცო მაინდამაინც თავი უნდა დახაროს ძაღლმა, რომ შეძვრეს? რატომ არის დიდი მაინც ვერ გავიგე.... newsmile05.gif თუ არა და მაგის ამოვსებას რაღა უნდა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თენგო Oct 23 2010, 23:35

ჩელე
ვიმეორებ,ძაღლმა ბუდრუგანის გათბობა უნდა მოახერხოს თავისი სხეულის ტემპერატურით. რაც ნაკლებია გასათბობი ფართი და ნაკლებია ღია სივცე მით ადვილია ამის გაკეთება.
შესასვლელის ჩამოფარებაც ამისთვის არის საჭირო.

თივა კარგი არის იმით რომ კარგად ინახავს სითბის,უტილიზაცია ადვილია,ძვირი არ ღირს,გამოცვლას დიდი დანახარჟი არ ჭირდება.
სხვა რამე რომ დაუგო სველი ძაღლი რომ შევა დაასველებს გაშრობა გაუჭირდება.

პოსტის ავტორი: sabo73 Oct 23 2010, 23:36

ვიტო

მლადეც ძმაო, კარგია და თანაც ისთი კარგი, რომ აწი მაგის აზომვა და დარეგისტრირებაც შეიძლება(საცხოვრებელი ფართია მაინც!!! ჩემი სამსახურიდან გამომდინარე). small3d018.gif

მარააააააააააააა

ეგ ის ფაცხა ხომ არ იყო, ჩვენ რომ გვპირდებოდი და მერე გადააკეთე და ძაღლის "კანორკა" გააკეთე?! drankd.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 23 2010, 23:40

sabo73

არა ის სხვა რამეა :დ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

თენგო

გასაგებია.....

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Oct 24 2010, 08:05

ყოჩაღ ვიტო, ყოჩაღ,
მე ერთს დავამატებდი თისათანმ ერთად ძაღლებს თავის სახლში და უფინე ''ამბროზია'' არის ასეთი მყრალი ბალახი, რომელიც ბლომად არის საგურამოშიც, გზის პირებზე, სარეველაა რაა,და შენი ძაღლები მუდამ დაცულები იქნებიან ტკიპა-რწყილებისაგან
ან
”канура"-ში დააფინე ცხეის ოფლიანი ტილო და მერე თივა გადააფარე, ესეც დაიცავს რწყილებისაგან

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Oct 24 2010, 09:41

ნამვილად ვიცი, რომ თივას ნამჯა ჯობია, მაგრამ თუ რატომ< მხოლოდ ერთი მიზეზი მახსენდება, თივა ადვილად და მალევე ქუცმაცდება და მტვრად მიდის. სხვა მიზეზებიც ვიცოდი, თქვენხელა რო ვიყავი. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 10:35

შადი შამოდი
ვაშა!!!!!!!!!!!!
რახან შენ გამოჩდი აწი რაღა მომკლავს!!!!!!!!!!!!!!!

Maverick

ციტატა(Nikolo @ 24th October 2010 - 09:05) *
ყოჩაღ ვიტო, ყოჩაღ,
მე ერთს დავამატებდი თისათანმ ერთად ძაღლებს თავის სახლში და უფინე ''ამბროზია'' არის ასეთი მყრალი ბალახი, რომელიც ბლომად არის საგურამოშიც, გზის პირებზე, სარეველაა რაა,და შენი ძაღლები მუდამ დაცულები იქნებიან ტკიპა-რწყილებისაგან
ან
”канура"-ში დააფინე ცხეის ოფლიანი ტილო და მერე თივა გადააფარე, ესეც დაიცავს რწყილებისაგან

ამბროზიას მე არ დაუღრიდი!
ძალიან ბევრი მტვერი აქვს,სასუნთქი გზებისთვის ცუდია!
ცხენის ოფლში გაჟღენთილი საგები კარგია,მეც მიხმარია ადრე,მაგრამ ეხლა ,როდესაც ამდენი მაღალი ხარისხის ანტიპარაზიტული საშუალებები არსებობს ჯობია თვეში ერთხელ დაამუშავე ძაღლი და პრობლემაც მოიხსნება.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 10:54

თენგო

ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 00:22) *
ბუდრუგანა

კარგი იმფოა, დააზუსტე რა თენგო ბუდრუგნაა თუ ბუდრუგნა? ბარემ სათაურში ჩავასწორებ


ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 00:22) *
შესასვლელს თუ დააპატარავებ უკეტთესი იქნება.მეტ სითბოს შეინარჩუნებს.
ისე ცოტა დიდიც მეჩვენება


შესასვლელის დაპატარავება მეც გავიფიქრე, გავაკეთებ აუცილებლად, ძევიდან
რომ ჩამოვიდე იგივე მანძილი რაც ქვევიდან ამოვწიე მგონი ეყოფა


ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 00:22) *
კარგად გამომშრალი და განიავებული უნდა იყოს

შარშანდელი ტუკია, ყველანაირად გამომშრალი და განიავებულია

რაც ზომებს ეხება, ჩემი ჭკუით 2 ძაღლზე გავთვალე, მგონი კი შევცდი ისე, მარა ცივ ზამთარში
შეიძლება კი შეეყერონ ერთად და სითბოც მეტი იქნება, ვნახოთ ყინვებამდე, თუ რამეა და უკვე
მასტერი ვარ ამ საქმის სიმონ, 2 დღეში მზად მექნება ახალი newsmile05.gif


შადი შამოდი
ციტატა(shadimani @ 24th October 2010 - 10:41) *
თივა ადვილად და მალევე ქუცმაცდება

ეგრეა ნამდვილად, მარა ერთი დაყრა 6-8 თვე კი ეყოთ შარშან და ეგეთი ინტერვალით კი გამოუცვლიხოლმე

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 12:46

ვიტო

ციტატა(vito @ 24th October 2010 - 11:54) *
კარგი იმფოა, დააზუსტე რა თენგო ბუდრუგანაა თუ ბუდრუგუნა

ბუდრუგანა.

პოსტის ავტორი: ზაზა Oct 24 2010, 14:51

ვიტო,ძალიან მაგარი ოდაა,მაგრამ ამ ზამთარსვე გინდა მანდ ის ლეკვი მოათავსო?ჩემი აზრია და აბა სხვებმაც გითხრან,3 თვის პოინტერის გარეთ დეკემბერ-იანვარში გაჩერება,მგონი არ შეიძლება

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 15:18

ზაზა
არა ზაზ, სიცივეს გააჩნია, რომ მოაწვება ალბათ შევიყვან, სიმართლე გითხრა მე რომ მინდა ისე თუ შევფუთე
და ტარასამაც ხელი შემიწყო მგონი არაფერი არ დაშავდება ერთად თუ დაიძინებენ ჩახუტებულები სიცივეში,
მგონი გაათბობენ ერთმანეთს. მოკლედ გააჩნია რა სიუჟეტი როგორ განვითარდება

პოსტის ავტორი: Maverick Oct 24 2010, 16:01

ვიტო
dastur.gif ძაღლი ძაღლივით უნდ აგაიზარდოს, თუნდა პოინტერი, შენ მას საკვებს და მოვლას არ მოაკლებ დანარჩენი სიცივეც უნდ აიცოდეს (რასაკვირველია არ უნდა გაიყინოს) და გარეთაც უნდა ეძინოს

პოსტის ავტორი: ზაზა Oct 24 2010, 16:22

თემის გაოფება არ დამბრალდეს,მაგრამ მაინც მინდა გიპასუხოთ ორივეს:მოკლებეწვიანი ლეკვის(2-5 თვისა) გარეთ დატოვება ზამთარში არ შეიძლება.1 წლის და 4 თვის ასაკამდე ზამთარში წყალში არ შეუშვათო,-რეკომენდაციას გვაძლევს თითქმის ყველა მგეშავ-მეძაღლე.იმ ასაკში,როდესაც ჯერ კიდევ აცრების ყველა კომპლექსი არ აქვს გაკეთებული,ზამთრის ლეკვს აძლევ რახიტის საწინააღმდეგო წვეთებს და ამ დროს ლეკვი სიცივეს მიეჩვევაო და მოკუნტული წევს მთელი დღე-ღამე(ამ შემთხვევაში ტარასას ჩახუტებული),ნუ მიწყენთ და არ დაგეთანხმებით.

ეს წაშალეთ,მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვ,ვიტოს ლეკვი მარტის ბოლომდე სახლში იყოს,ამ დროს უკვე დაახლოებით 6 თვის იქნება.თუ სიცივის გამო დრო და დრო შინ შეიყვან,მერე ისევ გარეთ გამოიყვან,უარესია,გამაიმუნდე
ბა.ძაღლი ძაღლურად უნდა გაიზარდოს,მარა ლეკვი ძაღლი არაა და ბავშვივით უნდა მოექცე,მითუმეტეს პოინტერის ლეკვს,რომელიც (პოინტერისტები დამეთანხმებიან) ძნელი გასაზრდელია. ach.gif

მე არ დამიჯეროთ,ნახეთ საიტებზეც პოინტერის ლეკვის გაზრდა,,თუ ტოვებენ ამ ასაკის ლეკვებს გარეთ ზამთარში.ჩემი ძაღლი 3 თვიდან ბალკონზეა,მაგრამ ზამთარში უკვე 9 თვის იყო

მე კონკრეტულად ამ ლეკვზე ვამბობ,დეკემბერში აცრების მთელი კომპლექსი გაკეთებული არ გექნება ვიტო,ვეტექიმიც არ გირჩევს მის ტარასასთან ერთად დაბინავებას.

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 16:28

ზაზა
ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა რომ 3თვის ლეკვს თუ თავისუFლად მოძრაობის საშუალება აქვს,კარგი კვება,თბილი სახლი რომელიც მოთავსებულია ისეთ ადგილას სადაც არ აწვიმს და ქარი არ უბერავს,უპრობლემოდ გადაიტანს საგურამოს ზამთარს.

წყწლში შესვლას რაც ეხება,ზაფხულში,როდესაც ცხელა ,მე ჩემი "ფანი" 3თვის შეუშვი კუს ტბაში.არანაირი პრობლემა არ მოყოლია!

ციტატა(zaza @ 24th October 2010 - 17:22) *
მე კონკრეტულად ამ ლეკვზე ვამბობ,დეკემბერში აცრების მთელი კომპლექსი გაკეთებული არ გექნება ვიტო,ვეტექიმიც არ გირჩევს მის ტარასასთან ერთად დაბინავებას.

თუ "ტარასა" ჯანმთელია,ყველა აცრა მოთავებული აქვს,მათი ერთად ყოფნა სასურველიც არის.ლეკვი გაერთობა,უფრო თამამი და ბედნიერი გაიზრდება როდესაც სხვა ძაღლთან ერთად იქნება,ანუ ხროვაში ცხოვრების შეგრძნება ჩამოყყალიბდედა. ach.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 16:48

ზაზა
Maverick
თენგო
მოდით თემას რომ არ გადაუხვიოთ ეხლა ცოტა უფრო დავკონკრეტდები, მაინც ბუდრუგანაზეა ლაპარაკი newsmile05.gif

ზუსტად ზაზა რასაც ამბობს რომ სიცივეში ძაღლი არ უნდა იყოსო, მაგიტომ გავაკეთე ეს ახალი სახლი,
კონცეფცია მდგომარეობდა შემდეგშო:

1. სახლს არ უნდა ქონოდა პირდაპირი შესასვლელი, ანუ როგორც
სურათებში ხედავთ დასაწოლი სივრცე გაუკეთე სიგანეზე და პირდაპირი ქარებისგან დაცულია.
ამის გარდა ეს ბუდრუგანა დგას ვოლიერში რომელიც 3 მხრიდან ისედაც არის ქარისგან დაცული
და ამას დამატებული შესასვლელის მხარეც საცხოვრებელ სახლს უყურებს და ჩავთვალოთ რომ
მეოთხე მხარიდანაც დაცულია.

2. თავიდანვე დავწერე რომ ყველა ნაპრალები მინდა რომ ამოვავსო ე.წ. შპაკლით რომ მაინც
ცივმა და სუსხიანმა ნიავებმა არ შეაწუხონ ძაღლები, ამის გარდა შიგნიდან მინდა გავაკრა
მთელ პერიმეტრზე იატაკის გარდა რაიმე ნაჭერი, მაგალიტად ძველი ჰამაკი რაც თავისებურ
თბოიზოლაციას შექმნის, იატაკის გერმეტიკა გამიზნულად არ მინდა რომ თივის და მტვრის
ნარჩენები ავტომატურად ჩამოიყაროს.

3. სახლი არ დგას უშუალოდ ბეტონზე, პატარა პლათფორმა მაქვს რაც დამატებით იცავს

4. ტარასას ყველაერი აცრა გაკეტებული აქვს და რაიმეს შიში არ მაქვს მაგ მხრივ

ეს არის ის ზოგადი სურათი რაც ამ წუთისთვის არის დაუმთავრებელ ბუდრუგანაზე (ბლიად ვერ დავიმახსოვრე ეს სიტყვა newsmile035.gif )
ცოტა ხანში მთლიანად დავასრულებ და ნახავთ რომ საკმაოდ მყუდრო პირობები ექნება.

რაც შეეხება პოინტერის ამტანობას, სადისტი კი არ ვარ რომ ლეკვი ყინვაში
მოვკლა, მინდა რომ მაქსიმალურად მოვარიდო სახლში შეყვანას, თუ შევიყვან ქვედა სართულზე
უნდა ეძინოს სადაც ზამთარში დღის განმავლობაში ფეჩი ღუღუნებს და მითხარით ეხლა
ლეკვი რომელიც ფეჩთან გაიზრდება იმისთვის ტემპერატურული ცვლილებები უარესი არ იქნება,
მაგალიტად იმ დროს როდესაც მოსასაქმებლად გავა?

რა თქმა უნდა დღის განმავლობაში სახლში გაჩერებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია,
პირადად მაქვს პრაქტიკა თავზეწასული ძაღლები მერე რას შვებიან როდესაც იზრდებიან
და მაგის მორჯულება აღარ მინდა დამიჯდეს ცეცხლის ფასი newsmile05.gif

ასე რომ საგანგაშო ჯერ არაფერია, სიტუაცია როგორც მოითხოვს ისე ვიზავ, მთავარია ის
მეცოდინება რომ თუ რამეა ძაღლებს კარგი და თბილი მოსასვენებელი ექნებათ.

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 24 2010, 17:08

ვიტო
მე შენ ადგილას მაინც შემეცოდებოდა. ჩემი ძაღლი 3.5 თვისა იყო როცა გარეთ გავუშვი, მაგრამ მაშინ უკვე მარტის ბოლო იყო. აუცილებელი არაა რომ საცხოვრებელი ღუმლის გვერდით მოუწყო. სახლში ამყოფე მაგრამ ყველაზე ცივ ოთახში (კომპრომისული ვარიანტია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif )

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 17:52

small3d018.gif ვიტო
აბსოლუტურად სწორი მსჯელობაა! ნელნელა კარგ კინოლოგად ყალიბდები!
ვამაყობ შენით! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 19:05

გურგენა

ციტატა(ალეკო @ 24th October 2010 - 18:08) *
მე შენ ადგილას მაინც შემეცოდებოდა

კაცო რავა გადაჯიშებული კაცივით მხატავთ ტო, პანაცეა კი არ არის რომ გარეთ გამოვაზამთრო,
რაც მომეთხოვება მაქსიმალურ პირობებს უქმნი და დედამიწა თუ გადატრიალდა დიდი
გამყინვარების ხანა დაიწყო ისევე შევიყვან აბა რას ვიზავ newsmile05.gif

ციტატა(ალეკო @ 24th October 2010 - 18:08) *
სახლში ამყოფე მაგრამ ყველაზე ცივ ოთახში

ეგეთი ოთახი არ მაქვს, ქვევით ფეჩი იქნება მთელი ზამთარი და ზევით ორივე მხარეს კარმები მიყენია newsmile05.gif
დარჩა სარდაფი და ეხლა არ მითხრა სარდაფი ჯობიაო newsmile05.gif

თენგო
ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 18:52) *
ვამაყობ შენით!

სირცხვილისგან დავიწვის, შევიფერეს და ქედმოხრის სმაილიკი newsmile05.gif ვნახოთ, მომავალ წელს სტაჟორად გამოგყვებით ალბათ გამოფენაზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Oct 24 2010, 19:18

ციტატა(თენგო @ Oct 24 2010, 17:28) *
ზაზა
ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა რომ 3თვის ლეკვს თუ თავისუFლად მოძრაობის საშუალება აქვს,კარგი კვება,თბილი სახლი რომელიც მოთავსებულია ისეთ ადგილას სადაც არ აწვიმს და ქარი არ უბერავს,უპრობლემოდ გადაიტანს საგურამოს ზამთარს.

წყწლში შესვლას რაც ეხება,ზაფხულში,როდესაც ცხელა ,მე ჩემი "ფანი" 3თვის შეუშვი კუს ტბაში.არანაირი პრობლემა არ მოყოლია!


თუ "ტარასა" ჯანმთელია,ყველა აცრა მოთავებული აქვს,მათი ერთად ყოფნა სასურველიც არის.ლეკვი გაერთობა,უფრო თამამი და ბედნიერი გაიზრდება როდესაც სხვა ძაღლთან ერთად იქნება,ანუ ხროვაში ცხოვრების შეგრძნება ჩამოყყალიბდედა. ach.gif



თქვენ ვერ შეგეკამათებით,ზნაჩიტ ეგრეა. newsmile041.gif

როკიც 3 თვის შევიდა ბაზალეთში,მაგრამ ეს ივნისში იყო,კარგად გაცურა,საბედნიეროდ მე არ მგავს

კიდევ ერთს დავამატებ,მარტო არ ვარ ამ თემაში,გურგენაც ჩემნაირად ფიქრობს როგორც ვხედავ:თენგოს რომ ვეთანხმები და მავერიკიც რომ მაგარია,ამას დიდი მტკიცება არ უნდა,მაგრამ რაოდენ უმაგრესი სახლი არ გააკეთო,ვიტო,ერთ თვეში უნდა ჩამოიყვანო ის ლეკვი,როგორც ვიცი,აცრების გაკეთება უნდა დაუწყო,ასეა წესი,სანამ აცრებს უკეთებ ლეკვის გარეთ გაჩერება არ შეიძლება,დეკემბერში არ იქნება ისეთი სითბო,ახლა ოქტომბერში რომაა.ეს კომპლექსური აცრები კიდევ თვენახევარი თუ რაღაც პერიოდი გრძელდება,მესამე აცრის მერე გაიყვანე გარეთო ზაფხულში გვირჩევენ ვეტექიმები,ზამთარშიც ეგეთივე წესი იქნება.გამოდის,რომ ასე,იანვრამდე გაგრძელდება ეს აცრები,ამ დროს კი,4 თვისაც არ იქნება.
რა ვიცი,მე მაინც გირჩევ...

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 19:27

ზაზა

ციტატა(zaza @ 24th October 2010 - 20:18) *
ეს კომპლექსური აცრები კიდევ თვენახევარი თუ რაღაც პერიოდი გრძელდება,მესამე აცრის მერე გაიყვანე გარეთო ზაფხულში გვირჩევენ ვეტექიმები,ზამთარშიც ეგეთივე წესი იქნება.გამოდის,რომ ასე,იანვრამდე გაგრძელდება ეს აცრები,ამ დროს კი,4 თვისაც არ იქნება.

ვაააააააააახ კაცოუუუუუ, ეგ გარეთ არ შეიძლება გაყვანა როდესაც ქალაქში ცხოვრობ და კორპუსის
წინ ასეირნებ ძაღლს, და არის საშიშროება რომ რაიმე ინფექციას გამოკრას ხელი,
მე კიდევ იზოლირებული ეზო მაქვს, ასე რომ ისედაც სახლში გამოდის newsmile05.gif
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ყინვაში არ ვაპირებ რომ ლეკვი გარეთ გამოვაზამთრო, თუ ამინდი იქნება
ლეკვიც გარეთ იქნება, თუ უბრალოდ სიცივე იქნება მაინც გარეთ იქნება და თავის ბუდრუგანაში
ჩათბარუნდება newsmile05.gif თუ მოყინა და შევიყვან აბა ხომ არ მოვკლავ ლეკვს ტო.

მაინც გავაოფეთ რა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Oct 24 2010, 19:53

ჩემი ბრალია თუ გავაოფეთ,მაგრამ ამ ბუდრუგანამ ისეთი საკითხიც წამოჭრა,როგორიცაა:რამდენად იცავს ბუდრუგანა ლეკვს ზამთარში?

მოკლედ,მაგარი გაკეთებულია და გისურვებ მისი ბინადრების კარგად ყოფნას newsmile027.gif

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 20:08

ზაზა
გარეთ გაყვანაში ვეტერინარები გულისხმობენ ლეკვის უცხო ძაღლებთან ან ადამიანებთან კონტაქტს,ან ისეთ ადგილებში ტარებას სადაც შესაძლებელია რაიმე ინფექცია აიკიდოს.
ვიტოს შემთხვევაში ლეკვი იქნება იზოლირებულ სივცეში(ეზოში) სადაც უცხო ძაღლები ვერ მოხვდებიან.

ციტატა(vito @ 24th October 2010 - 20:27) *
ვაააააააააახ კაცოუუუუუ, ეგ გარეთ არ შეიძლება გაყვანა როდესაც ქალაქში ცხოვრობ და კორპუსის
წინ ასეირნებ ძაღლს, და არის საშიშროება რომ რაიმე ინფექციას გამოკრას ხელი,
მე კიდევ იზოლირებული ეზო მაქვს, ასე რომ ისედაც სახლში გამოდის

შენ მართლა აღარ ხუმრობ იუზგარ!
სტაჟიორად კი არა ,ასე თუ გააგრძელე ზრდა ,ექსპერტობასაც გამოკრავ ხელს!

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Oct 24 2010, 22:25

ფეჩის გვერდზე ძილი ცუდია, მაგრამ ყინვაც მურტალი რამეა. პატარა ლეკვისთვის განსაკუთრებით, ზრდაზე იმოქმედებს. მოკლედ, ღამე არ უნდა შეცივდეს, არ უნდა კანკალებდეს ძილში. ეგრვე შეატყობ: რაც არ უნდა აჭამო, ხორცს ვერ მოიკიდებს, ქონზე რო არაფერი ვთქვათ. კარგ ამინდში, პლიუსი როცაა, კი ბატონო, გარეთ, სუფთა ჰაერზე ერჩიება თავადაც, ყინვაში სახლში უნდა შეიყვანო. სიცივეს მერე უფრო ადვილად შეეჩვევა, მეორე ზამთარს, დიდობაში, მთავარია პირველ წელს ჯანი აკრიფოს, არ დაიჩაგროს.
კანურა ბუდრუგანაა, მაგრამ გლეხურად (ლიტერატურულადაც) "საძაღლეს" უფრო ხშირად ეძახიან.


პოსტის ავტორი: ლევანი Oct 25 2010, 00:24

ციტატა(qarqashadze @ 24th October 2010 - 21:08) *
ვიტოს შემთხვევაში ლეკვი იქნება იზოლირებულ სივცეში(ეზოში) სადაც უცხო ძაღლები ვერ მოხვდებიან.

კიმარა..ვიტოს მაგ ლეკვის გარდა კიდევ ყავს ტარასა...კიდე ერთი ნიანგი და ერთიც ბერძნული ჩაქირა.(ჩაქირუსი) newsmile035.gif newsmile035.gif ხოდა მაგ ძაღლებს(ტარასას გარდა) მჭიდრო ურთიერთობა აქვთ დანარჩენ დასახლებასთან...გადამდებს არაფერს შეოიტანენ ეზოში??.. ანუ ეგ..საშიში არ არის??..

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2010, 00:31

ლევანი

ციტატა(levani @ 25th October 2010 - 01:24) *
კიმარა..ვიტოს მაგ ლეკვის გარდა კიდევ ყავს ტარასა...კიდე ერთი ნიანგი და ერთიც ბერძნული ჩაქირა.(ჩაქირუსი)

აბა რეებს ლაპარაკობ თუ იცი, ის ჩაქირიუსი ჩელესია და უკვე წაიყვანა,
ნიანგიც დღედღეზე დატოვებს სავარგულებს, თუმცა ყველანაირად აცრილია და
დამუშავებულგადამუშავებული, თან დანარჩენ მსოფლიოსთან შეხება არ აქვთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 25 2010, 01:00

ვიტო
ოოო..პარდონ მონ შერ ვიტო... newsmile035.gif აბა საშიშიც აღარ ყოფილა არაფერი.

ციტატა(vito @ 25th October 2010 - 01:31) *
ნიანგიც დღედღეზე დატოვებს სავარგულებს,

ისე ეგეთი ავი ძაღლი.....კი საჭიროა ეზოში(მამენტ) მაგრამ მართლა ჯობია მოშორებით იყოს მაგ ლეკვისგან.

პოსტის ავტორი: თენგო Oct 25 2010, 08:30

შადი შამოდი
ეგრე რა შადიმან ბატონო,გაგვახარე შენი შემობრძანებით!

ციტატა(shadimani @ 24th October 2010 - 23:25) *
კანურა ბუდრუგანაა, მაგრამ გლეხურად (ლიტერატურულადაც) "საძაღლეს" უფრო ხშირად ეძახიან.

"კანურას" ხო ჯობია!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 8 2011, 14:24

ეხლა გადავხედე თავიდან ვიტოს თემას. საძაღლე მივეცი მარა რა საძაღლე. ორმაგი 12 იანი შვედური (ეკოლოგიურად სუფთა) მასალა დავითრიე. თბოიზოლაცია ყველა მხრიდა, ოთხივე გვერდი თავი და ძირი. ძირი პრინციპში გაორმეგებული თბოიზოლაციითაა.
ჯერ კიდევ აკლია დანავაროტკება, მაგრამ დავყრი სურათებს.
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


ეს არის ჯერჯერობით
http://pix.ge/
ამის მერე მიდის დურალის სენდვიჩი, ანუ სამფენიანი დურალი ზემოდან და შეიღებება ბუნებრივი ვერცხლისფერი საღებავით.

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 8 2011, 14:45

ჭალიმგელა
ამა იყო გუშინ რომ მიაცუნცულებდი ხომ? newsmile035.gif მაგარია small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 8 2011, 14:52

ვა რა ძააან მაგრობაა

პოსტის ავტორი: შალვა Jun 8 2011, 15:17

ჭალიმგელა
კარგია!!! შენ თვითონ შაქმენი თუ გააკეთებინე ?(მეც ვფიქრობ) სად უნდა დადგა ეზოში თუ აივანზე?
ზომებიც გაქმოუშვი რა ძია.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 8 2011, 17:29

sabo73
კი ეს იყო newsmile05.gif

შალვა
მე თვითონ, მაგრამ ჩემი ძმის ცეხში გავაკეთე. ზომა გარედან 80X75 სიმაღლეც 75 ია, მაგრამ შიგნით უფრო პატარაა, თბოიზოლაციის ხარჯზე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 8 2011, 17:55

საკაიფოა უმაგრესია მარა ცოტა პატარა მეჩვენება შიგნიდან

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 8 2011, 22:38

იმან დიდი გააკეთა და - ნამეტანი დიდიაოოო, ამან დააპატარავა და - ნამეტანი პატარააოოო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

რა ვართ ეს ქართველები newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 9 2011, 09:37

დაიცა, ჯერ დამთავრდეს, მერე 100 დოლარათ გავაქირავებ დღეში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jun 9 2011, 19:16

ჭალიმგელა

მიშენების პერსპეკტივით არის ძმაუ? სველი წერტილები კაფელშია?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 9 2011, 22:51

ისე სველი წერტილები არ გაუთვალისწინე გიო ააა ეგ საჭიროა საჭირო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 10 2011, 00:11

პატარა რომ არის..ეგ არაფერი. მე მყავს პატარა ძაღლი(სპანიელი) და თუ რამეა იმას გამოადგება. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 12 2011, 23:54

ძველი სურატები გადმოვიტანე სრული პაკეტისთვის
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


მოკლედ გავაგრძელე მშენებლობა.

გარედან შევღებე სპეზიალური მზის ამრეკლი ვერცხლისფერი საღებავით.

თავზე რათქმა უნდა თერმოიზოლაციის სემდეგ მივეცი ალუკარბონის სამფენიანი სახურავი

ჰოოოოდა მივიღე ეს newsmile05.gif
http://pix.ge/

http://pix.ge/

ახალმა მობინადრემაც შეაფასა და მოეწონა newsmile05.gif
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 13 2011, 00:15

რა კომფორტული რამე ჩანს newsmile027.gif

ოფისთვის დიდი ბოდიში მაგრამ არ შემიძლია რო არ გითხრა, რომ რაც აქამდე მინახავს ყველაზე მაგარი "მობინადრე"(ლეკვი) გყავს newsmile05.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 13 2011, 00:18

ქოხიც ძალიან მაგრობაა. newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 15 2011, 11:10

ჭალიმგელა
ეგვრო ბუდრუგანა მიგიცია newsmile05.gif "კრიშა" რაფერი მიეცი? რაცხა აღარ მომწონს ჩემი ამის შემხედვარე და ხომ
არ დავიწყო ახალზე ზრუნვა? ისე ეხლა რომ უყურებ ჩემსაში ორივე ეტევა, მართალია მჭიდროდ მაგრამ
ზამთრის ამბავში მგონი უკეთესიც არის ეგრე რომ იყოს.

ჰერცოგი997
რაც უფრო პატარაა მით უფრო თბილია

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 15 2011, 11:38

ვიტო
კრიშა დიბონდისგანაა, ანუ ალუმინის სენდვიჩისგან......

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 15 2011, 11:40

მაგარი ბინა გაგიკეთებია, მასალაც მაგარია! ოღონდ მგონია რომ სიგრძე აკლია, ლეკვი გაიზრდება და სივიწროვეში მოუწევს ყოფნა wtfg.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 15 2011, 12:02

კარგი რამეა! მომეწონა

პოსტის ავტორი: levan81 Jun 13 2012, 06:55

ვოლიერში მიწაზე ბეტონია დასხმული, რის გამოც ძაღლს იდაყვებზე ბეწვი გასცვივდა. ბეტონზე მინდა დავამაგრო ფიცრები და რითი შეიძლება შევღებო, ძაღლისთვისაც უვნებელი რომ იყოს და სისველისგანაც რომ დაიცვას ფიცარი?

პოსტის ავტორი: იკო1981 Jun 13 2012, 07:44

იყიდება ჰიდროიზოლაციის საღებავები,რომელსაც რომ წაუსმევ და გაშრება ხდება რეზინი D.gif მემგინი გამოგადგება

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 13 2012, 08:13

levan81
ეცადე საერთოდ არ შეღებო, სუფთა ხე ჯობია. მარტო ბეტონი არაფრით არ შეიძლება, ბეწვის გაჩენის გარდა რევმატიზმებსაც იწვევს და ათასგვარ დაავადებებს. პადონები რომ არის მაგითი შეგიძლია ააწყო დასადები და რომც დასველდეს მალევე შრება, რადგან ბეტონს არ ეხება ზედა ფიცარი. თუ აზრი მოგეწონა გავიკითხავ პადონებს (თუ არ გაქვს)

პოსტის ავტორი: levan81 Jun 13 2012, 09:20

ჭალიმგელა
მაქვს პადონები, დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 30 2012, 16:33

ნიკა ეს თემაა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 30 2012, 16:38

მესამე მეოთხე გვერდევზე ჩემი შემოქმედებაა

პოსტის ავტორი: nik@a Jul 30 2012, 16:56

ჭალიმგელა
კარგი ნამუშევარია, ძაღლი თავს კარგად იგრძნობს... თანაც ლამაზია newsmile05.gif
თავიდან ბოლომდე გადავხედე და ბევრი რამეა გასათვალისწინებელი, მითუმეტეს რომ ზამთარი მოდის...
მოკლედ ახლა მე ჩემს ამბავს მოგახსენებთ თქვენის ნებართვით და ცოტა რჩევებიც მომეცით, თორემ მე ამ საკითხში სრულიად გამოუცდელი ვარ, რადგან ყოველთვის ერთი ძაღლი გყვავდა და სულ სახლში ისიც... ახლა შერიც რომ დამემატა 2 ძაღლის სახლში გაჩერება წარმოუდგენელია, ან უფრო უარესი გამაგდებენ სახლიდან ჩემი ძაღლებიანად... D.gif
ვცხოვრობ პირველ სართულზე და უკან მაქვს ასე 30 კვადრატამდეც... ვაპირებ შემოღობვას და შიგ ისეთი სახლი მინდა ჩავდგა, რომ ორი ძაღლი (ორივე პოინტერი) გავაჩერო და თანაც არ შესცივდეთ... ლეკვი 5 თვის იქნება ზამთარი რომ მოგვისწრებს... თან ისეც არ მინდა უზარმაზარი თანხები რომ დაჯდეს და თან ისიც მინდა, რომ აბსოლიტურად იყვნენ დაცულები სიცივისაგან...

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 30 2012, 17:25

nik@a
ეზოში ძაღლის გაჩერებას ერთი მინუსი აქვს ... მოპარვა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 30 2012, 17:33

ზახარა
მაგას მოვაგვარებ, 24 საათიან განათებას დავაყენებ და თანაც ფანჯარასთან მივახოხებ საწოლს და იმ ფანჯრების ქვეშ იქნება ვოლიერი, შემოღობვითაც ეკლიანი სეტკით შემოვღობავ, თანაც გარშემო ერთი ძაღლების ფერმაა და ისედაც სულ ძაღლები ყავთ თანაც აბსოლიტურად დაუცველად და რაღა ჩემ ძაღლებს მიახტებიან... თბილი სახლი მინდა, ეს მაწუხებს ძალიან...
ხო კიდევ, რუსთავია და მაინც და მაინც ყინვიანი ზამთარი არ იცის... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 30 2012, 17:48

nik@a
ეგეთ შემთხვევაში აუცილებლად ფეხებზე უნდა იდგეს რომ წყალი არ შეუდგეს. შესასვლელი დიდი არ უნდა, მაინც ძვრება ძაღლი, ნუ არც ძალიან პატარა. სახურავი კარგად გამოწეული გააკეთე რომ ქარის დროს წვიმამ არ შეასხას, შესასვლელი ფსკერიდან მაღლა გააკეთე რომ ნამჯის ან თივისჩაყრის სემთხვევაში არ გადმოიყაროს და ბევრი ჩაეტიოს. კედელი ორმაგი თუ იქნება კარგია. საღებავი წყალგაუმტარი უნდა იყოს, ან მანამდე გარედან ოლიფით დაამუშავე. ეგაა ჯერ რა მე მგონი

პოსტის ავტორი: nik@a Jul 30 2012, 17:52

კარგი, ესეიგი შესაძლებელია ზამთარში გავაჩერო დათბილულ ბუდრუგანაში და სიცივემ საფრთხე არ შეუქმნას ზრდა განვითარებას... დანარჩენს რომ დავიწყებ ნაბიჯ ნაბიჯ გკითხავთ newsmile05.gif
მადლობა... newsmile027.gif
ჰეჰ, ასეთზე კი უარს არ ვიტყოდით D.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nik@a Sep 14 2012, 01:56

სადმე შეკვეთა, რომ მივცე ძაღლის სახლის არ გეგულებათ ? ანუ ვისაც უკვე შეგიკვეთავთ და კმაყოფილები დარჩენილხართ newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 14 2012, 07:27

nik@a
ზომები დაწერე და ელიავაზე ჰერი ჰერი
ან პ.მ. - ში მოგწერ ერთი კაცის ნომერს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: nik@a Sep 14 2012, 12:33

2 ძაღლი უნდა იყოს შიგნით და რა ზომები ავიღო? 1.5მ/1მ-ზე ალბათ იქნება საკმარისი ხო?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 14 2012, 16:14

nik@a
რათ უნდა მაგხელა?

პოსტის ავტორი: გურიკა Aug 5 2013, 11:08

ვინმემ ხოა შეუძლია სამანქანო საძაღლის ზომა დაწეროს და ჩავდგა ლენდროვერში?
ვეძებ მთელ ინტერნეტში და ვერ ვნახულობ :(

პოსტის ავტორი: Fishman Aug 5 2013, 11:54

გურიკა

ბიჯო, აიღე მანქანის ზომები და იმის მხიედვით გააკეთებინე ყუთი.

პოსტის ავტორი: გურიკა Aug 5 2013, 17:27

ვიფიქრე ვინმეს ხოარ აქ ცჰანახაზი და იმის მიხედვით გავაკეთებდი

პოსტის ავტორი: Fishman Aug 5 2013, 19:58

გურიკა

ზომები აიღე შეკაცო მანქანის საბარგულის და ნახაზს მე დაგიხაზავ D.gif

პოსტის ავტორი: გურიკა Aug 7 2013, 11:38

ოხხხ ფიშმენ სჰენ რა ხარ D.gif D.gif უკვე ავაწყეეე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Aug 7 2013, 12:31

გურიკა

აჰა. ხო გითხარი იოლია თქო D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 7 2013, 19:58

გურიკა

ეგ კარგია, და ოჩოპინტრეს დროშის სამაგრიც გააკეთე რომ მანქანაზე დაამაგრო, იმედია არ დაგიკარგავს ეგ დროშა

პოსტის ავტორი: გურიკა Aug 8 2013, 15:58

დავთუს არა დავითუს სამაგრიც გაკეთებული მაქვს დათან ძალიან ხშირად ვატარებ თუ სადმე მივდივარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 23 2013, 23:48

ვინმემ ხომ არ იცით ძაღლების მოსათავსებელი ქარხნული პლასმასის ყუთი სად შეიძლება რომ იყიდებოდეს ??? 3-4 ძაღლი რომ მოთავსდეს დაახლოებით მაგ სიდიდის !!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 24 2013, 00:04

სამი ოთხი ტა გითხრა მაგრამ ზოოპ;აზაში (ზოოპარკშI) და უმეტეს ვეტ მაღაზიებში ულაგიათ ხოლმე!

პ.ს. სასტაული ფასები აქვს მე ვიყო შპროტი

პოსტის ავტორი: nik@a Aug 24 2013, 00:31

სასწაული კი არა იდიოტური ფასები აქვთ. პეკინესისთვის რაღაც დაწნულ კალათს ვყიდულობდი და 80 ლარიო. მანდ ასეთი აქსესუარების ყიდვა არ ღირს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 24 2013, 06:47

ზახარა
თენგომ იცოდა, ვიღაცა ყიდდა. ბაბუმ

პოსტის ავტორი: lavriskheveli Aug 24 2013, 08:18

ჩემი სამსახურის გვერდით ზოოპლაზაა მაღაზია, რ. გაიხსენბა გადავალ და ვიკითხავ აბა, ჯერ დაკეტილია : )

პოსტის ავტორი: lavriskheveli Aug 24 2013, 09:35

ესეიგი ეხლა ვიყავი ზოო პლაზაში და აქვთ ოღონდ ერთ ძაღლიანი მაგრამ საკმაოდ დიდია, ღირს 567 ლარი : ))

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 24 2013, 11:03

lavriskheveli
მადლობ newsmile05.gif ერთ ადგილიანი არ წავა

პოსტის ავტორი: Fishman Aug 25 2013, 13:37

ზახარა

პლასტმასისას ეგეთს ვერ იშოვით. თუ იშოვით დედას გეფიცები თუ გადაიხადოთ მაგდენი D.gif D.gif D.gif


ხოდა თუ გინდათ დაგიპროექტებთ და მერე ააწყობინეთ D.gif

პოსტის ავტორი: nik@a Aug 25 2013, 15:24

15 ლარის წვრილი სეტკა ერთიცალი გიბსოკარდონი პლიუს სამარეზი და ეგაა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 25 2013, 19:17

nik@a

ციტატა(bendeksi @ 25th August 2013 - 16:24) *
15 ლარის წვრილი სეტკა ერთიცალი გიბსოკარდონი პლიუს სამარეზი და ეგაა.

თავიდან რა კარგად დაიწყე არადა! newsmile05.gif
გიფსო კარდონი არაფერში არ გამოდგება გარდა მისი დანიშნულებისა!

პოსტის ავტორი: nik@a Aug 25 2013, 21:51

თხელი ფანერას ვგულისხმობ მაგ გიბსოკარდონში. სამარეზები რომ ეჭირებოდეს ისეთს. რეალურად რას ნიშნავს არც კი ვიცი

პოსტის ავტორი: Fishman Aug 26 2013, 14:54

nik@a

გიფსოკარდონი ისაა კედლებს რომ აკეთებენ და ყველანაირად გამოუსადეგარია ყუთის ამბავში. შენ ალბათ "დიქტი" გინდოდა გეთქვა

პოსტის ავტორი: ჩელე May 1 2015, 13:25

აბა ვინც იცით გამომეხმაურეთ.

ვინ აკეთებს და ყიდის ძაღლის სახლებს. მჭირდება ჩემი თანამშრომლის ძაღლისთვის.

პოსტის ავტორი: kardinal84 May 1 2015, 14:44

სანაპიროზე, გალაქტიონ ტაბიძის ხიდს რო გაცდები ვისოლის და გალფის კალონკის შორის არის რაღაც ზავიდენია მანდ იყიდება ძაღლის სახლები, ჩანს გზის პირზე უდევთ ნახე აბა მანდ თუ აარჩევთ რამეს

პოსტის ავტორი: apxazi May 31 2019, 20:16

სალამი მეგობრებო, მოკლედ მეც გადავწყვიტე ძაღლისთვის სახლის აშენება და რათქმაუნდა პროცესში რამოდენიმე კიტხვა გამიჩნდა.
პირველ რიგში მაინტერესებს 90/55/50ზე რამდენად საკმარისი იქნება კურცჰაარისთვის?
და მეორე, ორმაგი ფიცარით ვაპირებ აწყობას და ფიცრებს შორის რო ქეჩის სქელი ფენა ჩავაყოლო რამდენად მოახერხებს სითბოს შენარჩუნებას?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)