რამოდენიმე გასვლის თემა გადავიკითხე და არაერთხელ ცუდათ მომხვდა ყურში: რა ენაღვლება ჩემი ძაღლით ნადირობდა, რა ენაღვლება ჩემი ძაღლის სტოიკებზე ირბინა. მოკლედ შევატყვე ბევრი პრობლემაა ამ თემასთან დაკავშირებით და ბევრი ძაღლის პატრონი ან არ ამბობს, ან ვერ ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით.
იბადება კითხვა: რამდენად ეთიკურია როცა სხვა მონადირეს ''ავეკიდებით'' და მისი ძაღლის მომსახურეობას ჩვენც ვიყენებთ. ან გამართლებულია თუ არა გამოთქმა: ერთმა ძაღლმა ექვსი კაცი გვანადირა ან მაგ დაგვარები.
აქ მინდა თქვენი აზრი მოვისმინო და რა თქმა უნდა ჩემსაც გამოვთქვამ.
მანამდე ფეოლას მამის სიტყვებს მოვიყვან. კარგი მონადირე იყო ბატონი შუქრი და შესანიშნავი კურცჰაარი ყავდა. ერთი კი იყო მხოლოდ მწყერზე ნადირობდა ფრინველიდან. სასტიკად ვერ იტანდა როცა ვინმე "შეუერთდებოდა" ნადირობისას. მივდიოდით რა თქმა უნდა ერთად, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ცალკე გადიოდა. ერთხელაც ამ თემასთან დაკავშირებით მოაყოლა:
"არ მესმის როცა ამბობენ ერთმა ძაღლმა ამდენი კაცი გვანადირაო, ჩემი ძაღლი ერთ ხაზში არ დადის და სადაც დადგება ნაბულზე მეც იქ მივალო, გვერძე მიმავალი კაცი ნიშნავს რომ უბრალოდ მას ჩუქნი მწყერს და სროლის შანსს. იქ სადაც ის ესვრის მეც მივალ და მეც ვესვრიო, 365 დღე ძაღლს იმიტომ ვუვლი რომ 5 დღე ვინადირო და იმ 5 დღეშიც არ მინდა ვინმე შემეცილოსო"
ეს ამბავი ალბათ 15 - 16 წლის წინ მოხდა და ბევრი მიფიქრია მის სიტყვებზე. პრინციპში აბსოლიტურად ვეთანხმები იმაში რომ გვერდზე ან გვერდებზე აკიდებულ უძაღლო მონადირეს უბრალოდ უყოფ ნანადირევს და არა ეხმარები. აქ მე მგონი მეორე მომენტი უფროა, გვერძე იყენებ ისეთ ადამიანს თუ კი გინდა მას გაუყო ის რაც შენ გეკუთვნის.
მაგრამ რა ვქნათ თუ თავისით ამოგვიდგა ადამიანი გვერდძე?
მე პირადად ვთვლი რომ თუ ძაღლი არ გყავს უნდა ინადირო "შუმავოიზე" და ყველაზე მეტი ჩამოგდებული ფრინველის პოვნაში დაიხმარო ძაღლიანი მონადირე.
მოკლედ ბევრი კითხვა დაიბადა და თქვენი აზრიც მაინტერესებს.
და კიდევ ერთს მივამატებდი, პირიქით ჯობია ძაღლიანისგან შორს იარო, რადგან მისი ძაღლი შეიძლება შენს ტერიტორიაზე გადმოვიდეს და "შენს" მწყერზე დადგეს ნაბულზე
მეც ბევრი მიფიქრია, მაგ თემაზე,
უფროსი თაობის მონადირეებისათვის, მაგალითად სხვისი ძაღლის ნაბულიდან სროლა, სირცხვილად ითვლებოდა თუ დაპატიჟებული არ იყო,
ცხოვრება შეიცვალა, ძალიან მომრავლა ''მონადირეები'' რომლებსაც რაღაც ფული გაუჩნდათ, თოფი იყიდა, მანოკიც, და დაიწყო უაზროდ ''ნადირობა''
თუ კაცის პატივიცემა მინდა დავურეკავ და დავპატიჟებ, ჩემი ძაღლით სანადიროდ, მაგრამ 6 კაცი რომ ერთ ძაღლს აეკიდება ამ რიტუალს უკვე ნადირობას ვერ დავარქმევ, ეს რაღაც მარაზმია
არსებობენ ''მონადირეები'' რომლებიც ამბობენ ჩემს მანქანაში ძაღლს არ ჩავსვა, რა გამოდის?
მანქანაში ძაღლს არ სვავს, ძაღლს არ ზრდის და რა? . . . .
ჭალიმგელა
უძაღლოდ ნადირობა იგივეა რაც სექსი ქალის გარეშე ე.ი. ონანიზმი
ისე ძალიან რთული თემა აწიე
ხოო, სამსჯელო თემაა, მე მაგალითად სხვისი ძაღლის ნაბულზე ასასდროს არ მისვრია, თუ პატრონი არ დამაძალებდა, შენი გამოიღე ჩემი შემაყოფინეოს პონტია, არამონადირულია
ჯერ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რამხელა სიამოვნებაა ლეკვობიდან მეძებრის აღზრდა, ბრძანებების სწავლება და შემდეგ მინდორში რო ნახავ ამდენი ხნის ჯაფის შედეგს....
ამიტომაც ავიყვანე ჯერ ლეკვი და აწი ვაპირებ თოფის შეძენას
khmaltevza
Davitus
ნადირობა თუ გინდა ადამიანს მთავარია ძაღლი. საკუთარი ძაღლი თუ გეყოლება არც სხვისი ძაღლის იმედზე მოგიწევს სანადიროდ წასვლა.
მართალი ხარ გიო.
ჯერ ერთი 6 კაცის ერთად ნადირობა ისედაც არ შეიძლება(ვგულისხმობ ძაღლისთვის)
იმიტომ რომ,დაუშავთ მე ჩემი ძაღლის თვისებები ვიცი,როდის დგას ცრუ ნაბულზე ან რა დროს რას აკეთებს
პატრონმა უნდა უბრძანოს ნაბულზე დამდგარ ძაღლს "ეცი", ან შეაყოვნოს,ან რავიცი კიდევ ათასი მომენტია
სხვა მონადირე კი იმის გამო რომ ძაღლს არ იცნობს,როგორც ნაბულზე დაინახავას ძაღლს მაშინვე ეციო უყვირის(მითუმეტეს თუ გამოუცდელია)
ამ და კიდევ ბევრი რამის სხვა მიზეზის გამო არ უნდა იყოს გერმანელებივით რო ჩავლაგდებით ხოლმე.
მე ყოველთვის ვცდილობ ცალკე გავიდე და მწყერის რაოდენობაზე კი არა არამედ ძაღლზე ვიმუშავო
მაგრამ ერთია ის რომ ვერ ეტყვი შენთან ერთად წამოსულ უძაღლო მეგობარს,შენ ცალკე გადი და უძაღლოდ ინადირეო.
თითონ უნდა თქვას ყველამ უარი სხვისი ძაღლით ნადირობაზე.
სწორეთ ამიტომ ერთი კვირაა ძაღლმა ფეხი მოიტეხა და მას მერე მე მინდორში არ გავდივარ, არა და დღეში 2 -3 კაცი მაინც მეპატიჯება.
ხოოო ვერი უხერხული თემაა ნამდვილად
და ამ თემის არსებობა საჭიროა, თან ძალიან საჭიროა
აქ ახალი თაობა იზრდება მონადირეების და ყველამ უნდა გაითავისოს რომ სხვისი ძაღლის იმედზე ყოფნა არ გამოადგება
თუ ვინმეს ნადირობა უნდა და თავის თავს მონადირეს უწოდებს მაშინ ძაღლიც უნდა შეინახოს და აღზარდოს
მე მაგალითად იმ შემთხვევაშიც უხერხულად ვგრძნობ თავს როდესაც: ჩემი ძაღლით ვნადირობ და გვერდზე კიდე მონადირე მომყვება და იმ შემთხვევაშიც როცა სხვის ძაღლზე ვარ აკიდებული(ეს უკანასკნელი როდის მოხდა აღარც მასოვს)
აუ რამდენი ვწერეეეე და სად წავიდააა
რავიცი მისაღებია თქვენი პოზიცია, მაგრამ მე სიამოვნებას ისიც მანიჭებს,
რომ ჩემი ძაღლის დახმარებით სხვაც იღებს სიამოვნებას.
კიდე ერთი მინუსი აქვს როცა შენი ძაღლით სხვას ანადირებ, ფუჭდება ძაღლი ... ჯობია ძაღლი ერთ კაცთან ნადირობდეს
ეგრე გაფუჭდა ჩემი წითელი სეტერი .. ნადირობის დროს სხვა რომ ისვრის იმასთან გარბის და მტოვებს ვეღრ გებულობს რა ქნას..
ლეკვი რომ გამყავს ვცდილობ ან მარტო ვატარო ან ძალიან შორს გავიდე ხოლმე..
3 რგოლია ნადირობისთვის -ძაღლი , თოფი და მანქანა , თუ რომელიმე გაკლია ისე ვერ კაიფობ..
ძაღლის პატრონი თუ დაგპატიჟებს წამოდიო და იმის პრობლემაც არ ექნება რო თავის ძაღლით შენთან ერთად ინადიროს კიდე ხო. სხვა შემთხვევაში მართალია შუმავოიზე უნდა იარო. ისიც 100%-იანია რო ფრინველზე თუ ნადირობ შესაბამისად ძაღლიც უნდა გყავდეს. ეგრეა. მაგრამ ადამიანი წაიყვანო სანადიროდ და მერე დაამადლო ჩემი ძაღლით ნადირობდაო ძალიან ცუდი და არაეთიკური პოზიციაა რბილად რო ვთქვათ. იგივეა კაცი რესტორანში დაპატიჟო ქართული წესით და არა ევროპულით , როცა დანახარჯს ორივე იხდის, ქართულით დამპატიჟებელი იხდის და მერე ზურგსუკან ილაპარაკო ჩემ ხარჯზე იქეიფაო. ეგეთ ადამიანთან სანადიროდ წავალ კი არა გამარჯობასაც არ ვეტყვი არასოდეს. კაცს რო დაპატიჟებ ესეიგი მაგ პასუხისმგებლობას იღებ და მერე ზურგსუკან ლაპარაკი უზნეობაა.
ნუ პრინციპში მართალია რომ მარტო უნდა ანადირო ძაღლი პირადათ მე არ მეწყინება რომ ძაღლის პატრონმა მითხრას ცალკე ვინადირებ და შენ შუმავოიზე იარეო (არც უნდა გეწყინოს ) როცა სხვისი ძაღლით ნადირობ და ნაბულზეა ძაღლი შენთან , პატრონს უნდა შეხედო , თუ არ წამოვიდა და თანხმობის პონტში გითხრა მაშინ უნდა მიხვიდე ძაღლთან, მე ესე ვფიქრობ
მაგრამ ერთია მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაოო !!!
მაშინ საერთოდ ვერ ვხედავ დაპატიჟების აზრს.... თუ ძაღლის პატრონმა ცალკე უნდა ინადიროს და მერე უბრალოდ მანქანასთან უნდა შეიკრიბონ ეგ რაღა ერთად სანადიროდ წასვლაა.
iosebovich
შენ რატომ არ გყავს ძაღლი? ხომ ნადირობ ფრინველზე?
Maverick
ძია გენოსაც არ ყავს და მე მგონი სტოიკაზე არც არასდროს უსვრია დაჟე ჩემთან არ მოდიოდა, ძმაა მეტი ვიღა უნდა იყოს?
ხო ისე გენო ეძებს ლეკვს, იქნებ რამე გავუხერხოთ, სეტერი ან პოინტერი
1)აქეან გამომდინარე ძაღლიანი მონადირე ნადირობს ცალკე
2)ძაღლიანმა მონადირემ არ ნდა ანადიროს თავისი საუკეთესო მეგობარი ( სანადიროდ მე პირადად მარტო მეგობრებთან ერთად დავდივარ და ხსირად უძაღლოებთანაც) იმიტომ რომ მას ძაღლი არა ყავს ან მოუკვდა ან მოპარეს მერე რა რო?
მაგის ბრალია მოევლო და არ მოპარავდნენ და არც მოპუკვდებოდა დაე იწვნიოს და იყოს სახლში იმიტომ რომ ჩემი ძაღლი ჩემია და რაც მწყერს ნახავს მინდორში სულ მე უნდა წამოვიღო. მეხორცეობის ნიუანსებოი რო ურევია ამას თუ ატყობთ??
3) რა ჯობია ადგები დილიტ მარტო ჩაჯდები მანქანაში მარტო ჩაისვამ მარტო შენ ძაღლს წახვალ მარტო დახოცავ მარტო მწყრებს და მოხვალ მარტო მერე მარტო გაკეთებ დაჯდები მარტო და შეჭამ მარტო!
არ გავარტყი ეგეთ ნადირობაას? მე ნადირობა იმიტო მიყვარს ჩემ მეგობრებთან ძმაკაცებთან ურთიერთობა და ერთად გატარებული წუთები მეძვირფასება მწყერი 20 ზე მეტი არასდროს ამიღია საკმარისზე მეტია ჩემთბვის და მაგიტომ არც არავის ძაღლის ნაბულზე ჩავმხრალვარ წინ დაუკითხავად და არც არავინ ჩამიხტუნებია ჩემი ნებართვის გარეშე ჩმი ძაღლის ნაბულზე.
ძაღლი გაფუჭდებაო რო ქადაგებთ ძაღლის გაფუჩება არ ჯობია კაცის გაფუჩებას? რამდენჯერ შეგხვედრიათ მარტო მონადირე მინდორში ერთი არ გაგიფიქრიათ ან მეგობარი არ ყავს ან ძმაკაცი ან კეთილს მოსურნე ამ მამაცხონებულს მარტო რას დადის ამ მინდორშიო? მაგრამ შეიძლება მის მეგობრებს და კეთილის მსურველებს ძაღლი არ ყავდათ და რატო უნდა წამოეყვანა უძაღლო მეგობარი სანადიროდ რა? ზედმეტი ბარგია იაგთაშს დაკლებული ,,სარჩო საბადებელია,, უფრო მეტს არ წაიღებს მარტო რო იქნებაა?? ფუი იბიომატ თან ძაღლისც არ გაუფუჭდება, ორი კურდღელი ერთი გასროლით მშვენიერია არაა?? აი მე ვერ ვახერხებ ხოლმე ეგეთებს . მოკლდე მე ეგრე ვფიქრობ ძაღლიც მყოლია დ არა ერთი მაგრამ ეხლა უძაღლიდ ვარ. მომიკვდა სამწუხაროდ. ღმერთმა დამიფაროს მეგობარს ნადირობა უნდოდეს და უარი უთხრა ჩემი ძაღლით არ განადირებ გაფუჭდება თქო. ან ბოლომბოლო რამე დაგემართოს გვერდით კაცი არ უნდა გეგულებოდეს ხელი გამოგიწოდოს? ნადირობისას ათასი რამე შეიძლება შეემთხვეს კაცს.
დავწერე ადრე რო სამი წელია თოფია არ ამიღია ხელში. ჩემი ირლანდიური სეტერი ლედიც აღარაა ცოცხალი. წელს ისევ დავუბრუნდი ჩემ საყვარელ საქმიანობას. ძაღლის აყვანა ვეღარ მოვასწარი. რავიცი მემგონი არავინ შემიწუხებია თითქოს გინდათუარა წამოგყვებით თქო. მე თვითონ ბუნებაში გასვლა და პროცესი მიყვარს რაა, რამდენ მწყერს მოვკლავ არა აქვს მნიშვნელობა. და სიარულითაც საკმაოდ ვიარე იკა 1981-თან ერთად ფეხითაც ამოდიოდა მწყერი და ტუკოს სტოიკებიც იყო, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნევი ირაკლის. მაგრამ აქ ისეთი საუბარი წავიდა რო აწი ვინც არ უნდა მითხრას, ნაცნობებს ვგულისხმობ , სანადიროდ წავიდეთო არაფრისდიდებით არ წავყვები. ძალიან საწყენია რაა. მე ერთად რო მივდივართ და ზოგჯერ რო ვისვრი ის მიხარია და აწი თურმე ეგრე უნდა მოიქცეს ადამიანი ძაღლი გაზარდოს და მერე მარტომ ინადიროს, არავინ არ უნდა ყავდეს გვერდით და არავისთან ერთად არ უნდა უხაროდეს წასვლა. რაც ჩემთან ერთად სხვებს უვლიათ არასოდეს დამიმადლებია ჩემი ძაღლით ნადირობა.
მე ჩემი ძაღლებით არასოდეს მქონია ბედნიერება მარტოს მესიამოვნა, სუმუდამ ვინმე ახლობელი მიმყავდა, ვისაც იმ მომენტში, ან საერთოდ ძაღლი არ ყავდა. ხოდა წელს მე დავრჩი უძაღლოდ და მე დავყევარ ბიჭებს ეხლა სანადიროდ სანამ ჩემი დონა წამოიზრდება, რამდენიმე ცალ მწყერს რომ მოვკლავ სტოიკიდან და ვისიამოვნებ, შემდეგ გვერძე დავდევ და თუ მე ამომიფრინდა იმას ღა ვესვრი ხოლმე, ანდა მანქანასთან მივდივარ ან მტრედზე ვნადირობ. ისე ბევრჯერ გადამირიეს ძაღლი ვინც მე დამყავდა ნადირობის დროს არაცწორი მოპყრობით და ხელახლა მჭირდებოდა ძაღლის აზრზე მოყვანა...მაგრამ ისიც მაგარი გრძნობაა, როდესაც შენი ძაღლის ვირტუოზულ მუშაობას შენთან ერთად შენი ახლობლები მოყავს ახტაცებაში.
ისევ მარაზმში გადავიდა. სადმე წერია მარტო უნდა იაროს კაცმა სანადიროდთქო?
hunter777
კარგად თუ დაუკვირდები წაიკითხავდი რასაც ვამბობ.
iosebovich
ეს დამადლება უკვე მარამდენჯერ გაიმეორე და იქნებ შენ მაინც მითხრა სად წერია აქ ჯერ ანადირე და მერე დაამადლე მეთქი???
თუმცა მაინც საინტერესოა თქვენი რეაქციაც და აზრიც.
ერთი ძაღლით 10 კაცი და შექება: ეს 15 საც გვანადირებდა.
მე არასოდეს არ მყოლია ძაღლი ,რიგი მიზეზების გამო და ჩემი მეგობრები ხშირად მეძახდენენ სანდიროდ.ჩვენს მეგობრებს ნადირობაზე წასვლა ყოველთვის ერთად ყოფნის საშულებად მიგვაჩნდა და ნანადირევი ყოველთვის მეორე ხარიუსხოვანი იყი. ისა კი არა, მწყერი სახლში ამ ბოლო20 წლის განმავლობაში 2-3 ჯერ მაქვს მიტანილი , ჩემი ოჯახის ქალთა ნაწილის მკაცრი გაფრთხილების შემდეგ,,რაც მოკალი შენ გაპუტეო" ძველად მამა მეხმარებოდა ეხლა კი ისიც აღარაა და რასაც მოვინადირებ ან ახალბედა მონადირეს ან ყველაზე მორჯულებული ცოლის პატრონს ვატანთ და მასთან მივდივართ საქეიფოდ
ნადირობისას ჩემი ,,ხიტრობა" კი იმაში გამოიხატებოდა , ველის პირზე მივჰყვებოდი ხოლმე , 9-10 ნომერი კონტეინერებში მქონდა და ჩემი ძაღლიანი მეგობრები ლამის ფაუსტპატრონებს(თითქმის გადატრიალებული დატენვა)იმზადებდნენ ვაზნებს ახლო დისტანციებისთვის , ამიტომ დაცილება და შორს ამოფრენილი ჩემი იყო.ამაზე ძლიერ ვხალისობდთ
hunter777, iosebovich ბევრ რამეში ვეთანხმები.
ჭალიმგელა
მთელი ეგ საუბარი მაგას ნიშნავდა. აი კი მიგვყავს მაგრამ რო არ იყვნენ ეგეთი ხალხი ჩვენ გვერდით ისა სჯობიაო. არ გამოვა ეგრე და გეტყვი რატომაც. ზოგს რო ძაღლი ყავს, მანქანა არ ყავს და ზოგს მანქანა ყავს და იმ დროისთვის ძაღლი არ ყავს და ამავე დროს კაი მეგობრები არიან. რა ქნან ეხლა, მაგ მიზეზების გამო ძაღლი ფუჭდებაო და რამე აღარ წავიდნენ ერთად სანადიროდ. ისედაც ვთვლი რომ ნადირობა მაშინაა მიმზიდველი როცა შენს ახლობელ და კარგად ნაცნობ ადამიანებთან ერთად მიდიხარ. იქ ნასროლს შეგიქებენ, იქ რაღაც სასცილო მოხდება ან იტყვიან, მერე თითო ჭიქაც შეიძლება ნადირობის მერე და რავიცი, მე მაგიტომ მიყვარს ნადირობა. და არც იმ ხალხის იგნორირება შეიძლება ვისაც რაღაც მიზეზის გამო სეზონისთვის ძაღლი არ ყავს. მარტო მგელივით ძუნძული და ჩემია ჩემიას ძახილი არასოდეს ყოფილა ქართველი კაცის ხასიათში. ამის თქმა მინდოდა. და ნადირობისას თუ ვინმეს ეთიკა შეეშლება რათქმაუნდა უნდა მიუთითო და არ გაიგებს და ვეღარასოდეს მოხვდება გუნდში. სულ ეგაა მთელი ფილოსოფია.
ჭალო კარგად წავიკითხე რასაც წერ და გასაგებიცაა რო 10 კაცმა ერთი ძაღლით არ უნდა ინადიროს არც იმას ვამბობ რომ მონადირეს ძაღლი არ უნდა ყავდს თქო მაგრამ სამწუხარო ამბები ხდება ხოლმე შენც გამოსცადე ეგ და მეც ხო? მაგრამ ჯერ 6 კაციო ეხლა 10 იო ცოტა ხანში ალბათ 20 ზე ახვალთ ვინ ნადირობს კაცო სად ნახეთ 10 კაცი თუნდაც 6 ერთი ძაღლით ნადირობდეს მე მაგალითად არ მინახავს და თუ 2-3 კაცი ნადირობს ერთი ძაღლით და ნაბულებსაც ძმურად იყოფენ ეს დასაძრახია?? თუ გულზე უნდა სკდებოდეს ძაღლის პატრონი ბჯო ესენი რო არ მყავდეს გვერდით რამდენის მოვკლავდიო ა? მაგნაირ კაცთან სანადიროდ კიარა მოსაფსმელად არ წავალ და რაც გინდა და როგორც გინდა ეხლა ისე თქვი. შარშან ჩემი ძაღლით სისტემატიურად 3 ადამიანი ვნადირობდით ვინც ნაკლებს აიყვანდა ჩემსას ვჩუქნიდი არ დამიწყოთ ეხლა ფრინველის გაყოფა წესი არააო მინდოდა და უყოფდი ნანადირევსაც და ნაბულსაც, და რაა დაშავდა რამე??
hunter777
+1000
უვარგისი მონადირე,უფროს თაობაშიც მინახია.. და ახალგაზრდებშიც ეგოცენტრისტული გადახრებით,მავნებლური დამოკიდებულებით და ხარბი სულით.ძაღლიო... ხო აუცილებელი მეგობარია, ფუნქციური ,მწყერზე მითუმეტეს.მე პირადად, ორსაც გვინადირია ერთი ძაღლით და სამსაც ორით.არვიცი მე ჩემს მეგობრებთან არასდროს იმის განცდა არ მქონია,რომ ზედმეტი ვიყავი ან ვაწუხებდი პირიქით(ბავშვობიდან იმას მასწავლიდნენ ,რომ ნადირობა პირველ რიგში მეგობრებთან მონატრებული ურთიერთობა,მამაკაცური სოლიდარობა,და არა დახოცილი ნადირ ფრინველი.ასევე ნადირობის წარმატება ზუსტად ამ მეგობრული ურთიერთობის სიმბიოზია ხოლმე რამდენად კარგად იცნობთ ერთმანეთის ზნე ჩვევებს ,ნადირზე ნადირობისას მითუმეტეს)მწყერს რაც შეხება მარტივია დაშორებით 5–8 მეტრში მოვდივართ ,და არც კითხვას არ ბადებს ხოლმე ვისი სასროლი იყო.არმგონია ჩვენ ვიყოთ ესე მხოლოდ უნისონში და სხვა ბიჭებიც ბევრი მოიძებნება,რომლებიც ასევე შეწყობილად ნადირობენ და ერთმანეთთან ყოფნა უხარით.რაც შეეხება ზიარებას.. ძაღლის, ნადირზე მაშინ იგვე განცდა არ აწუხებთ სხვისი ძაღლები სარეკში რომ მუშაობენ?ქართველებს უთქვამ მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოაოოოოოოოოოოოო ნადირობაში ხომ მითუმეტეს.პ.ს. სექსი ინტიმური,პირადი საკითხია.. თუმცა პარტნიორი იქაც გჭირდება. ნადირობაში წარმატება კი საჯარო კოლექტიური ანალიზის და გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღწევა!10 მეტრის დაშორებით შენი მეგობრის წინ ,რომ შენი ძღლი ნაბულს გაკეთებს,თავს დადებ და გაიქცევი მეგობარმა არ დამასწროს და ჩემი ძღლით არ ისარგებლობსო,არც მონადირედ ევარგება ეგ კაცი და არც მეგობრად მითუმეტეს. მე ესე გამზარდეს და ესე მასწავლეს,და იმ ხალხთან ვნადირობ ვისაც ესე მიაჩნია მართებულად.
ამ თემამ კიდე სად გადაუხვია ტო......
სულ სხვა რამე იყო , რა მარტო კაცი ჭამაში რა მარტო ჩაჯექი და წადი სანადიროდ.... ერიჰააა
ამ თემის დედა აზრი სულ სხვა იყო მეგობრებო
არასდ არ გადაუხვია,მორალური ისა რაც შენთვის მისაღებია..ამომწურავია დაა რგუმენტებიც მოვიყვანე..ზერელედ,რომ არ გამოსულიყო. ანდაზა გადატანით გადატანით..აბა თუ დააკავშირებ
ჭალიმგელა
და მაგაზე ვინ დაობს რო მონადირე ადამიანს ყანაში, რომელიც ძაღლითაა შენ კი უძაღლოდ გვერდით არ უნდა ამოუდგე. ეგ თუ ვინმემ არ იცის არაფერი ცოდნია. დიახაც, თუ შენ ძაღლი არ გყავს უცხო მონადირეს გვერდით არ უნდა ამოუდგე ყანაში, მაგრამ მე თუ ადამიანმა დამპატიჟა სანადიროდ სწორედაც რო ერთად უნდა ვინადიროთ და ეგ უკვე შეთანხმების ამბავია ვინ რას ესვრის და როდის. და თუ ჩემთან ადამიანი წამოვიდა და იმას ფიქრობს ნეტა ჩემმა ძაღლმა მაგასთან სტოიკა არ გააკეთოსო ეგეთ ადამიანზე დაწერა უკვე ჰანტერ777-მა და მე აღარაფერს დავამატებ.
ჭალიმგელ ზევითვიღაცამ სექს შეადარა ,იმის პასუხად იყო.. მორალურადაც მისაგებია..რაც დავწერე ჩემთვის.ეხლა უცხო თუ დაგადგა და შენი ძაღლით დაიწყო ნადირობა და ხელის შეშლა მაგას..უზრდელობა თავხედობა ქვია და შეიძლება თავიც გაუტეხო დიდი ალბათობით,იმაზეს ,შეგიძლია მინდორში რო დაგინახავენ და მაინცდამაინც იქ შემოვლენ..დედით მონარნარები!!!!
პრინციპში მეც რატომ ვდავობ, ამ თემის არსიც ის იყო ყველას თავისი აზრი გამოეთქვა. უკვე კარგად გამოჩნდა ვის ესმის რა არის მონადირის კოდექსი და ზნეობა. კიდევ ბევრი გამოჩნდება ალბათ.
ჭალიმგელ.
ბატონი შუქრიო ,რომ ახსენე იმას მოვაყოლე.. მარტო კაცითქო..თავისებური კაცი ყოფილა...მაშინ თქვენთან ერთად რაუნდოდა. მარტო თუ ეჩივნა ნადირობა.რავი ჭალიმგელ..მე ჩემი ჩამოყალიბეული აზრი მაქვს ,მას თავისი ქონდა ჩემთვის გაუგებარი.
ჭალიმგელ, ნერვების მოსაშლელი არაფერი მითქვამს. და აშკარაა რო მართალი ვარ. ნადირობა ახლობელი ადამიანების თავშეყრაა და ჩემი ძაღლია და შენი მანქანაა და ა.შ არ მოსულა... ეგრეა. მხოლოდ იმ საკითხში გეთანხმები რო უცხო ადამიანს გვერდით არ უნდა ამოუდგე ნადირობისას და მითუმეტეს იმისი ძაღლის ნაბულზე არ უნდა ისროლო. ეგ მე მგონი ბავშვმაც იცის და მგონი თავდაპირველი საკითხიც ამ თემისა ეგ იყო. და ნუღარ ვიდავებთ. იკამ კარგად თქვა, მოდი ვიყოთ მეგობრულად
თემის არსი იქნა არასწორად აღქმული, როცა ჭალომ დაწერა პოსტი, ძაღლის პატრონებიც აქყვნენ და რაღაცნაირად გამოვიდა, ნუ ამას ძაღლის პატრონები ვერ მიხვდებიან, უძაღლოები მიხვდებიან
თუმცა არაფერი დაშავებულა, უბრალოდ შეუთანხმებელი უერთიერთგაგება იყო, ფორუმებზე ასეთი რამე ხშირად ხდება, ეგ არის ამ ვირტუალური ურთიერთკავშირის ნაკლი
მე პირადად ჩემს ძაღლთან ერთად მარტოს თითქმის არასდროს მინადირია, და არც მსიამოვნებს მარტოს სიარული ,ყოველთვის მირჩევნია მეგობრებთან ერთად გავიდე, მაგრამ აქ მეორე მომენტია მე სხვის დაპატიჯებულზე წასვლისგან იმიტომ ვიკავებ თავს რომ, სანადიროდ მე მხოლოთ ჩემი გაზრდილი ძაღლის მუშაობით დასატკბობათ დავდივარ და ნადავლი ძალიან უმნიშვნელოა ჩემთვის. მეგობრებთან ჩახუტებას კიდევ ისეც მოვახერხებ სანადიროდ წასვლის გარეშე.
ვაა..ე რა საინტერესო ამბებს გადავაწყდი. გადავიკითხე და დავასკვენი:(ჩემთვის) ნადირობა.. ზოგისთვის სხვაა და ზოგისთვის კიდე სხვა. სხვების არ ვიცი..მაგრამ ჩემთან თუ ვიღაც უცხო მოვა მინდორში და ჩემი ძაღლით დაიწყებს ნადირობას... თუ არ შევურაცხვყობ..გულს მაიც ვატკენ. (ეგ თავხედობაა და იმიტომ) თუ ჩემთან ერთად მოხვდა მანქანაში ვინმე უძაღლო(გინდაც არა ძმაკაცი..მაგრამ ჩვენ კამანდაშია) ნამდვილად არ გავუშვებ შუმავოიზე. ნადირობა ჩემთვის ხალხთან ურთიერთობა და გართობაა ბუნების წიაღში და იმიტომ. ჩემი ძაღლი თუ იმასაც ასიამოვნებს....უფრო გამეხარდება. მე....ნამდვილად მკიდია ნანადირევის რაოდენობა. თანახმა ვარ სხვამ ჩემზე მეტი მოკლას ჩემი ძაღლით. თუ სხვის წინ ნახავს ჩემი ძაღლი მწყერს...ნამდვილად არ შევეცილები. და თუ ჩემ წინ ნახავს..მაშინ იმან უნდა დამაცადოს სროლა. ნუ ძმაკაცზე და ძმაზე არაფერს ვიტყვი რათქმაუნდა. ისე კი მონადირეს..ძაღლიც თავისი უნდა ყავდეს და მანქანაც. თუ არც ერთი ყავს და არც მეორე(გარკვეულ პერიოდში)...არც ეგ არის პრობლემა. ძმაკაცები და მისი ჯანი.
ეგრეა ლევან
რაღაც ვერ გავიგე ესე სასტიკად რატომ გაართულეთ თემა. ან ჭალოს ვერ გაუგეთ ან უბრალოდ რამის დაწერის გულისთვის წერთ.
ჭალოს ძაღლი, რომ მოუკვდა გგონიათ იმის მერე არ უნდადირია? ან გგონიათ ჭალოს ძაღლით სხვებს არ უნდადირიათ თუ როგორაა საქმეები?
კაცმა თქვა, რომ ხშირად ესეთ რაღაცეებზე რიდის თუ სხვა რაღაცეების გულისთვის ხმას არ ვიღებთ ხოლმეო და ეს თემა განსახილველი უნდა
ყოფილიყო და არა საწყენი. რა შუაშია "მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოაო?" ძმაკაცების ნახვა არასანადირო სიტუაციაშიც შეიძლება, ადამიანია და
ბუნება, კაცს თუ მარტო ურჩევნია ნადირობა არ უნდა მიაძახო რომ შენ "ძაღლის ჟმოტი ხარო", და ეხლა არ თქვას ვინმემ ეგ სად წაიკითხეო?
განსახილველი იყო ის რომ კაცი თუ უძაღლოდ ხარ, არ უნდა გქონდეს რაიმე პრეტენზია იმაზე რომ პატრონმა მარტო მოისურვოს ნადირობა
გარდა იმ შემთხვევისა როდესაც თავად პატრონი დაპატიჟებს. მეც მინადირია სხვისი ძაღლით ჭალოსაც და ყველასაც მიუხედავად იმისა, რომ
თავად მყავს, მაგრამ ყოფილა სიტუაცია როდესაც ჩემი არ წამიყვანია გარკვეული მიზეზების გამო, რაც პარტიის წევრებმა მშვენივრად იციან,
მაგრამ ამის შესახებ თავიდანვე ყველამ იცოდა და არავის არ უფიქრია რატომ დადის უძაღლოდო.
აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია 1 ძაღლით 4-5 კაცის ნადირობა, მგონი ეგ უკვე ნადირობა არ არის, კიდევ ვიმეორებ რომ
ჩემი ძაღლითაც უნადირია ამდენ კაცს , მაგრამ არ მხიბლავს და მირჩევნია რომ მარტო ვიყო. ჩემი სუბიექტური შეხედულებით
მაქსიმუმ 2 კაცი შეიძლება დაიშვას 1 ძაღლთან, სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვარ მომხრე. რა თქმა უნდა იდეალურია როდესაც
კოლექტივში ყველა თავის ძაღლით არის, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ არის.
კიდევ ერთი საკითხი: ეხლა იცით, რომ ვზრდი მეორე ძაღლს და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ წელს ერთხელ იყო როდესაც სხვასთან ერთად
ვინადირე(ნუკრისთან), ჭალოც იყო იქ თავისი სეტერით და ძალიან არ მომეწონა ეგ ამბავი, იმიტომ კი არა, რომ სხვამაც ესროლა ჩემი ძაღლის
ნაბულიდან ამოსულ მწყერს - უბრალოდ ვერ ვაქცევდი ყურადღებას, ვფიქრობდი რომ იმასთან გაერბინა და ეპოვა რამე და ამასობაში თითონ
ძაღლის მუშაობას და იმ წესებს რაც უნდა გამეთვალისწინებინა ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რამოდენიმეჯერ ეგთი რაღაცის გამეორება
და მორჩა ძაღლის სწორედ ნადირობა......... ესეც თქვენი "ძაღლი არ გაფუჭდეს არა ის........." ხოდა ვინც ძაღლს ისე უყურებს რომ ოღონდ
ირბინოს და უბრალოდ ნაბული გააკეთოსო ეგ იმის პრობლემაა, მე კი მინდა რომ ძაღლმა ისე ინადიროს როგორც მე მინდა.
გამგები ამ ყველაფერს სწორედ გაიგებს
მართალია რუსეთი ქიხიაა და იქ სულ ტანკისთავა ნაძირლები!!! ცხოვრობენ, ფრინველზე ნადირობისას კანონი აქვთ მიღებული,
რომელიც ერთი ძაღლით 2 მონადირეზე მეტით ნადირობას კრძალავს (3 მონადირე ერთ ძაღლზე დაუშვეს ტყის ქათამზე ნადირობის დროს)
რაღაცა შეიძლება კანონით დარეგულირდეს, რაღაც მონადირული კოდექსით, ერთი ვიცი და 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ ,,ზიარად"
ძაღლი არ უნდა გყავდეს
მოვრჩეთ ამ თემაზე ალბათ. ყველაფერი ითქვა. ძაღლი რო უნდა გყავდეს მონადირეს არ უნდა მაგას ფიცი-მტკიცი. მაგრამ ზოგჯერ სანამ არ გყავს არ წახვიდე სანადიროდ როდესაც მეგობარს ყავს ძაღლი არც ეგ მიმაჩნია სწორად. იმაზეც ჩამოვყალიბდით და ეგ ხო დაუწერელი კანონია რო მინდორში მყოფ მონადირეებს არ უნდა გაყვე გვერდით როცა ძაღლი არ გყავს და ეგეთი საქციელი ნამდვილმა მონადირემ არ უნდა იკადროს და ყველაფრის ღირსია რაც მოუვა მერე. ვისაც მარტო ნადირობა უნდა ღმერთმა გაუმარჯოს და ვინც ახლობლებთან ივლის ნურც იმას გავინაპირებთ. დასკვნის სახით ვიტყვი რომ ყველა კაი კაცს გაუმარჯოს და ყველა ჭეშმარიტ მონადირეს
ვიტოს ვენაცვალე განა არსებობს აქ ჩვენთან (ფორუმზე) ადამიანები რომლებიც დაამტკიცებენ ან ისე ფიქრობენ რომ ერთი ძაღლით 4 თუნდაც 3 კაცის ნადირობა მიზანშეწონილიაო? მე თუ მკითხავ არც ორი კაცის ნადირობაა მიზანშეწონილი ერთი ძაღლით. ეს ხო აბსურდია ამის მტკიცება? მიზანშეწონილი არც ისაა ,, ტეჩკიანი,, ძუს რომ სანადიროდ გაიყვან ეს მკაცრად გასაკიცხი და დასასჯელი საქციელია. მიზანშეწონილი ისაა ყველა თავისი ძაღლით ნადირობდეს სიამოვნებაც მეტია ძაღლის მუშაობით დატკბობაც და ნასროლიც უკეთესი გამოგდის ადამიანს მაგრამ ყოველთვის ეგრე ვერ იქნება ღვთის წყალობით საძმო საახლობლო არ გვაკლია და სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე რომ ძალიან ახლობელი უაძაღლო მეგობართან ერთად გვიწევს ნადირობა. ესაა და ეს, მეტი არაფერი. და კიდევ ერთი, მონადირისათვის დამღუპველი საქციელია შეჯიბრება იმას მეტი ყავს აყვანილი მე ნაკლებიო, მაშინ უჩნდება პროტესტის გრძნობა:- ჩემი ძაღლით ნადირობს და რა ენაღვლება, ეგ რო არა მეტს ავიღებდი, ხელს მიშლის. და ეგეთი გამოსვლები ხშირად მწყერზე ნადირობიას გამოვლინდება ხოლმე კარგად . ( ნანადირევის დათვლა ნადირობის პროცესში მონადირსთვის ცუდი ტონია) შეგიძლიათ შეიტანოთ მონადირის კოდექსში. ნანადირებს მაშინ ვითვლი როცა მანქანასთან ჩემი დაძენძილი სანადირო ქურთუკის უკანა ჯიბიდან სამწყერზე გაამაქვს ხოლმე მწყრები, იქვე სავაზნე მიდევს და შედარებაც იქვე კეთდება თუ როგორი ნადირობა გამომივდა, ეს ჩემთვის, მწყრების და ცატიელი მასრების რაოდენობის შედარებით. ნადირობის პროცესში არც არასროს ვპასუხობ იმ შეკითხვაზე თუ რამდენი აიყვანეო . ( ძველმოდური მონადირე ვარ 20 კალიბრითა და ლატუნის ვაზნებით ვნადირობ მწყერზე.)
მე, ამდენი პოლემიკის მერე ერთს ვიტყვი მხოლოდ:
ცხოვრებაში მარტო არ მინადირია (ბუნებაში იბრალოდ თოფ გადაკიდებულ ბოდიალს, არ ვგულისხმობ), ორი ძაღლიც მყოლია ერთდოულად და 2-3 წელი უძაღოდაც ვიყავი.
არც ის შემთხვევა მქონია, რომ ვინმე უცხო ამომდგომოდა გვერდში და არც მე ვიკადრებ მაგას არასოდეს. ეს მარტივად , რომ ვთქვათ უნამუსობაა და მეტი არაფერი.
მაგრამ მეგობრებთან ერთად ნადირობის მთელი სიტკბოს აღქმა უფრო, მსიმოვნებს ვიდრე ეულად ბოდიალი, თუნდაც ძაღლის სრულყოფისათვის.
არც არცერთი ჩვენგანი არ და ვერ იტყვის უარს, სამეგობროსთან ერთად ნადირობაზე, რადგან აზრი ეკარგება მაშინ ყოველივე "ერთობლივს" და საერთოდ ერთად ყოფნას.
ერთს მეც ვიტყვი სანადიროდ ბევრჯერ დამიპატიჟია ხალხი და მეც ბევრჯერ ვყოფილვარ სტუმრად, სანადიროდ რომ კაცს ეპატიჟები და იმ კაცს ძაღლი არ ყავს შენი მოვალეობა არი ს, რომ ის კაცი ანადირო ვინმეს, რომ ვეპატიჟები სულ იმაზე ვფიქრობ ის კაცი, როგორი კმაყოფილი წავა იმ ნადირობიდან და ჩემს თავს მოეორე ხარისხზე ვაყენებ ან ვესვრი რამეს ან არა, ხშირად უნადადირია აქ მყოფებს ჩემი ძაღლით 5 და 6 კაცს და ყველა მაგარი კმაყოფილი იყო რომ მეველესავით არ იარეს და 10 მდე ვაზნა გაისროლეს, მაგრამ შენ თუ დასაგეში ძაღლი გყავს და ძაღლი გამოუცდელია და ახალი ფეხ ადგმული აქვს ნადირობა მაშინ იმ ძაღლით შენ უნდა ინადირო მარტო რომ ძაღლმა ისწავლოს და შემდეგში შენს მეგობრებთან ერთად ინადირო კაცურად, ამაში საგანგაშოს ნამდევილად ვერ ვხედავ ეს ასე იქნება ყოველთვის ახალ ფეხ ადგმულ კრავს გაქცევას ვერ მოთხოვ
3 წელია პოინტერი მყავს,მანამდე ბიძაშვილის ირლანდიურთან გვინადირია ორს,დიდი ხნით ადრე კი ისევ ორს სეტერ-კურცხაარის ნაჯვართან.გადავხედე პოსტებს და გამოდის,რომ ძაღლებში არ გამიმართლა,არც ახლანდელი ანადირებს ჩემს გარდა სხვას,უბრალოდ არ დაუჯერებს,ის ორი წინა კი ორს ძლივს გვანადირებდა 4-5-6-7-ს კი არა.
7 დიპლომიანია ჩემი ძაღლი საველეებში,მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ჩემს ბრძანებებს ასრულებს,სხვასთან არ ან ვერ ეძებს და შეიძლება ტყვიაც დაახალოს ვინმემ.
რა ვიცი,რა ვიცი,მაინც ვერ გავიგე ვერაფერი
ეხლა ვატყობ რომ ზუსტად ათიანში მოვარტყი კარგი თემა გავხსენი. ზუსტად იმას ვიგებ რისი გაგებაც მინდოდა, გამგებმა ზუსტად გაიგო ამ თემის არსი და გახსნის მიზანი. იმედია სხვებიც გამოგვეხმაურებიან და საბოლოვო აზრს შევაჯერებთ
მე მაინც ვერ გავიგე რა შუაშია აქ ძმაკაცებთან ერთად ნადირობა ან სიამოვნება, სულ სხვა რამე3ს ეხებოდა ეს ყველაფერი და თუ გინდათ შამეცით
ვიტო
კორექტულად ბნ.ვიხტორ თორე შეძახილმა ხე გაახმოვო ხო იცი
აქ რამოდენიმე ვარიანტია:
1. ,,სხვისი ძაღლის" ტერმინში თუ ძმაკაცის ძაღლი იგულისხმება, ამ შემთხვევაში მორალთანაც და ეთიკასთანაც მართალი ვიქნები, თუ ამ ძაღლის სტოიკაზე პირველი მე ვესვრი;
2. თუ ,,სხვაში" იგულისხმება ისეთი პიროვნება, რომელმაც დამპატიჟა სანადიროდ თავისი ძაღლებით, ასეთ შემთხვევებში ნამდვილად ისე ვფიქრობ, როგორც ჰერცოგმა აღნიშნა ზემოთ და რა თქმა უნდა ვესვრი ,,სხვისი ძაღლის" სტოიკიდან აფრენილ ფრინველს (რა თქმა უნდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე თუ მე სროლის უკეთეს პოზიციაში აღმოვჩნდები ,,სხვასთან" შედარებით); ძალიან ბედნიერი ვარ როცა ჩემი დაპატიჟებული სტუმრები ჩემი ძაღლის ნანახ ფრინველს ესვრიან და მოინადირებენ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში პირველ გასროლაზე ჩემს სტუმრს წინასწარ მხოლოდ თანხმობას კი არ ვაძლევ, ვავალდებულებ ხოლმე, რომ პირველი მათ ესროლონ;
3. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ა-მორალური და არაეთიკურია სხვისი ძაღლით ნადირობა.
აუ აქ ამბები ყოფილააააა.
მეც გამოვთქვამ ბარემ ჩემ მოკრძალებულ აზრს, მაგრამ მანამდე გიორგის ანუ ჭალიმგელას მივმართავ, რომ ძალიან სწორად გავიგე მისი აზრი და შესაბამისადაც ვემხრობი, აგრეთვე დანარჩენ იუზერებსაც ვემხრობი, იმ გაგებით, რომ შესაძლებელია თემას გადაუხვიეს, სხვანაირი აზრი გამოიტანეს, მარა რა აზრიც გამოიტანეს იმ აზრით და იმ გაგებით მართლები არიან.
ეხლა პირადი შეხედულება. 7 წელია მყავს ინგლისური სეტერი, 90% სხვებთან ერთთად ვანადირებ, მაქსიმუმ 2 მონადირესთან, მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ ამით ვხედავ რომ ძაღლი დავკარგე, ეხლა უკვე გვიანია რამის შეცვლა მისი ასაკიდან გამომდინარე, იგი ეძებს, პოულობს დარბის იქით აქეთ, ცდილობს ასიამოვნოს ყველას, მაგრამ ამით თვითონ ფუჭდება, ის პეწი და სილამაზე აღარააქვს რაც მე პირადად მინახავს იმ დარჩენილ 10%ში. მართლა ძნელია და არც მითქვამს არასდროს მარტო უნდა ვინადირო ჩემი ძაღლითო, იმიტომ, რომ ალბათ 1 ძაღლია ჩემთვის და არ ვიცოდი აქამდე ბევრი რამ, თU როგორ უნდა ამეზარდა კარგი მონადირე ძაღლი და შესაბამისადაც არ ვაქცევდი ყურადღებას თუ რამდენ მონადირეს ანადირებდა, მეგონა, რომ რაც მეტს ანადირებდა მით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ თUრმე არ ყოფილა მთლად ეგრეც საქმე. ის ხალხი რომელიც დამიპატიჯია ჩემი ძაღლის ხარჯზე ჩემი მხრიდან არასდროს არ ვყოფილვარ წინააღმდეგი, გამომდინარე ისევ იქიდან, რომ ისინი მე დავპატიჯე, მაგრამ არც არასდროს არ მქონია და რომც ეცადათ, მაგის უფლებას არ მივცემდი არავის, რომ ძალდატანებით, ნაგლად და უწესოდ ამომდგომოდეს ვინმე გვერდით და მითხრას მანადირე შენი ძაღლითო, მართლა არაა ეთიკური, როდესაც შენ უძაღლო მონადირე, ძაღლიანს ჩაუხტები წილში, არა იმის გამო რომ შენ მას უნდა მისცე ბევრი შანსი, იმისა რო შენი ძაღლის ნაპოვნი მწყერი ჩამოიკიდოს, არამედ იმიტომ, რომ შენს მიერ ნაწვალები და გაზრდილი ძაღლი არ წაგებილწოს, რაც საბოლოოდ გარდაუვალი იქნება...
ერთადერთი რაც უნდა ვიცოდეთ არის კულტურა, რო არ მყავდეს ძაღლი არ წავალ სანადიროდ სხვის ძაღლთან ერთად, თუი მაინდამაინც იქნა მათგან წამოსული დაჯIნებული მოთხოვნა, წავალ და ვინადირებ შუმზე, გარდა მაგისა არასდროს არ ვაკადრებ საკუთარ თავს, რომ ვინმეს, თუნდ ძმაკაცს შევთავაზო ჩემი ინიციატივით სანადიროდ წასვლა და მისი ძაღლით ნადირობა, პროსტა ტეხავს ისევ და ისევ ძაღლის გამო....
ძაან კაი თემა გაგიხსნიათ.წელს მე ძაღლი არ მყავდა მთელი სეზონი ლეკვის დაგეშვას მოვანდომე ,ძმაკაცებთან ერთად ვუიყავი სულ სამჯერ უძაღლოდ და იმდენი ვინერVიულე კინაგამ თოფი დავამტვრიე.ბიჩები ძაან გაგებით მეკიდებოდნენ და ნაბულზე დამდგარ ძაღლზე მეძახდნენ სასროლად მარა ზაან გავწვალდი მაინც და ვთქვი თუ მემრის ფრინველის ძაღლი არ მეყოლება დაყენებული თოფს ხელში აღარ ავიღებ მეთქი,ბოლოს გულმა ვეღარ გამიძლო და 7 თვის ლეკვით ვინადირე ერთი ნადიტობა სუ 11 მწყერი ავიღე მარა ძაან კმაყოფილი დავრჩი რომ სახვეწარი არ მქონდა.ფემი ცუდათ მყავდა ეხლა და კინაღამ გავგიჯდი.ერთმა მოხუცმა მონადირემ იცოდა; კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ატხოვოსო
მე მაინც სხვისი ძაღლით ნადირობა მიმაჩნია სხვისი აქტის ყურებას უფრო..
korsa
თქვენს ძაღლს, მუშაობა უნდა
ყველა ჯიშიან ძაღლს აქვს გენეტიკაში ნადირობა, მუშაობა და მინდორში ხშირი გაყვანა, ძარლს ზედმეტ ენერგიას დაახარჯინებს, გამოცდილებას შეძენს,
თქვენმა ძარლმა იმიტომ დაიწყო მინდორში უაზროდ სირბილი რომ არც კი იცოდა რას აკეთებდა, დიდი ფართობი ნახა და უბრალოდ ''ორთქლი'' გამოუშვა, კიდევ რამოდენიმე გაყვანა, სისტემატიური და მიხვდება რომ ის პეკინესი ან პუდელი არაა, რომ ის მონადირეა და მისი საქმე ფრინველის პოვნაა მინდორში, ჩართავს ცხვირს(გამოიყენებს მის ხელთ არსებულ რესურსს) და დაიწყებს ნადირობას
რაც შეეხება ძაღლის გათხოვებას ნადირობისას, ჩემნი სუბიექტური აზრია რომ არ შეიძლება,
დიდია რისკი საერთოდ დაკარგოთ ძაღლი, არ დაუჯერებს იმას ვისაც ათხოვეთ, გადაყვება მინდორს, გართული ნადირობაში და უკან არ დაბრუნდება, ამით თქვენც ინერვიულებთ და ალბათ ისიც ვისაც ათხოვებთ
მოკლედ მართალია ის მოხუცი მონადირე: კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ათხოვოსო
korsa
ძაღლი ამუშავეთ, ატარეთ მინდორში, სისხლი თავისას იზავს, გამოსწორდება, მონადირე გახდება
შრომა არც კაცს ავნებს და არც ძაღლს
კაცმა ცოლი ,თოფი და ძაღლი არავის არ უნდა ათხოვოსო+100000000
მეც მინადირია სხვისი ძაღლით ოღონდ ისეთ შემთხვევაში როცა პატრონს მოუცია ამის ნება უფრო სწორად ასე ვთქვათ დამპატიჟა სანადიროდ... მაგრამ ის რო შენთვის წახვალ სანადიროდ და ვიღაცა არ გაცდის შენი ძაღლის აფრენილზე სროლას ნამეტანი უზდელობაა ჩემი აზრით...
დიდი სტაჯი არ მაქვს სულ 16 წლის ვარ მაგრამ,ვიტყვი მაინც,რამოდენიმე წლის წინ ახლობელს ყავდა პოინტერი,ძაღლი რომელსაც 6თვიდან გეშავდა მაგრამ უსისტემოდ დარბოდა, პრინველს ფეხით გადაუვლიდა და ვერ ხვდებოდა,მოკლედ თითქმის 2 წლამდე ასე იყო,ბიძაჩემიც არ მოეშვა და მესამე წელს დაიწყო მაგარმ რა დაიწყო,უბრალოდ ზოგი ადრე იწყებს მუშაობას ზოგი მოგვიანებით,თან ინგ. სეტერი შედარებით გვიან იგეშება,აღზრდა არაფერ შუაშია.
ძნელია ძაღლის გაზრდა, შრომატევადი, ხარჯიანი და საპასუხისმგებლო (ვისაც გაუზრდია დამეტანხმება), მაგრამ მე პირადად ვერ წარმომიდგენია სრულყოფილი ნადირობა საკუთარი ძაღლის გარეშე, ამიტომაც გავზარდე თბილისში, მეხუთე სართულზე , მეც მყავს უძაღლო მეგობრები და ხშირად დავდივართ ერთად, მე პირადად სხვის ძაგლით ნადირობას "შუმავოი" მირჩევნია, ან კაკლის ძირში ლუდის წრუპვა მათ მოლოდინში
შარშან პირველად მომიწია მწყერზე ნადირობა სხვისი ძაღლით ძალიან მაგარი და დამჯერი ძაღლი იყო მარა ნერვები დამაწყდა კინაგამ გავგიჟდი ბოლოს თოფი ავიკიდე და მანქანაში ჩავჯექი .ეს რომ დაინახა ძაღლის პატრონმა მოვიდა თვითონაც ჩაჯდა მანქანაში და მითხრა: მე უკვე საკმარისი ვისროლე წადი ახლა შენ ,არასდროს არ მინდა უძაღლოდ დავრჩე ამიტომ ერთი მყავს და ახლა მეორე ამყავს მაინც რეზერვში იყოს რა იცი რა ხდება
სხვისი ძაღლით ნადირობა პოლუ ნადირობას უფრო გავს.
გინდა ფრინველზე და გინდა ნადირზე იყოს ეგ.
ნადირზე თუ ნომერში ზიხარ შენი ძაღლი არაფერში არ გჭირდება თუ სარეკში მიდიხარ მაშინაა რომ გჭირდება.
სამწუხაროდ საკუთარი ძაღლი მხოლოდ ამ სეზონზე მეყოლება, აქამდე სულ მამაჩემის მეგობრების ძაღლების იმედათ ვიყავით, ნუ ერთს 5 ჰყავს, მეორეს 3 და მესამესაც 3 თუ 4 არ მახსოვს! 10 კაცამდე თუ მივდიოდით 7-8 ძაღლი მაინც მიგვყვავდა და პრობლემა მაინც იყო ყოველთვის!!!
ძაღლი ცდილობს (მეძებარეზე ვსაუბრობ) რაც შეიძლება ახლოს იაროს პატრონთან, ავტომატურად გიწევს შენც ძაღლების პატრონს ახლოს სდიო და ამ დროს გამოდის ის, რაზეც ზევით თითქმის ყველამ ისაუბრეთ. სხვისი ძაღლით ამოფრენილ მწყერს ესვრით თქვენ და რა თქმა უნდა ეს არაა სასიამოვნო ძაღლის მეპატრონესათვის.
მაგის გამო ხშირად უარი მითქვია ძაღლის პატრონთან ერთად სიარულზე და ცალკე წავსულვართ უძაღლოები, ფეხიდანაც მშვენივრად ამოდის თუ ხმაურიანად დადიხარ. არავის გულიც არ სწყდება
საინტერესო თემაა და მნიშვნელოვანიც, ბევრ უნამუსო მონადირეს შეიძლება თვალი აუხილოს
უფ რას ამბობთ ხახლნო?
დაილოცოს სხვისი ძარლი, არც დაბანა არ უნდა ნადირობის შემდეგ, არც ჭამა, არც დაგეშვა, არც ყურადღება და არც არაფერი, დილით რო ნახავ 1ხელ გადაუსმევ თავზე ხელს, პატრონის დასანახად, მერე ამაარტყი ტრაკში წიხლი და ირბინოს მინდორში, ძაღლის მოვლაზე რო არ იკლა თავი ეგ არ ჯობია?
ოფების მამებს, გაფრთხილება! რის მადლობა, არც არაფრის!
ნადირზე თუ ნომერში ზიხარ შენი ძაღლი არაფერში არ გჭირდება თუ სარეკში მიდიხარ მაშინაა რომ გჭირდება. არაა ეგრე ეგ ამბავი მთლად მაინცდამაინც დიდ ნადირზე ხო არაა საუბარი.
ilariona
შალვა
ძაღლის თხოვება სხვისთვის, გინდა მეგობრისთვის, დაუშვებელია. ეგეც მართალია რო იარაღიც და მანქანაც არავის არ უნდა ათხოვო. ვინც გინდა იყოს. თუ შენ ძაღლი არ გყავს მაშინ სრული გიჟი უნდა იყო რო მარტო წახვიდე და მერე მინდორში ვიღაცას გვერდით ამოუდგე, ძაღლიანს და იმის ძაღლით ინადირო და ღირსიც იქნები რო ბეჭებში კონდახი მიიღო, თუ მეტი არა. მაგრამ თუ სანადიროდ წავედით ერთად და ძაღლის პატრონმა (მეგობარმა, ახლობელმა) გადაწყვიტა რო ერთად ვინადიროთ, მაშინ იმ ძაღლის ნაბულზე ჩემ ხაზში მოვკლავ კიდეც მწყერს და ჩანთაშიც ჩავიდებ და რამდენიც ამოფრინდება ჩემ ხაზში ძაღლის დახმარებით იმდენს ვესვრი და იმდენივეს ჩანთაში ჩავიდებ და წარბსაც არ შევიხრი და არც ცალკე არ გავალ. ეგღა მაკლია მეგობარმა ძაღლი მომიჟოჟკოს, იმ ძაღლს იქვე გავაგორებ და იმ მეგობარსაც სამუდამოდ დავკარგავ. ასეა ეგ.
ძაღლს რას ერჩი.
kupra
მართალი ხარ. სიტყვის მასალად ვთქვი თორე ძაღლს მართლა რას ვერჩი მაგაზე ერთგული არსება არ არსებობს რაა და ძალიან ბევრ ადამიანს მირჩევნია ამ თემის აზრი ესეთი იქნება: - "ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე" ყველა ნამდვილ და ღირსეულ მონადირეს გაუმარჯოს და ღმერთმა ხელი მოუმართოს.
მანქანა და იარაღი კიდე შეილება ვათხოვო ვინმეს (2 კაცია მხოლოგ ეგეთი, ვისაც მაგ მხრივ ვენდობი)
ძაღლის თხოვების შანსი არაა!! სულ რომ უახლოესი მეგობრის დაკარგვა მომიწიოს მაგის გამო..
giga_megu ჯიგარი ხარ საქმეც ეგაა ძმა რო ყველაფერს გავიწყებს ეგ ყველაფერი მერე.
giga_megu
ვერ შეგეკამათებით, მე ნომერში ჯდომით არ მინადირია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კანონებს არ ვარღვევ და კერძო სანადირო მეურნეობაში ფულის დახარჯვა მენანება.
ადრე მყავდა კურცჰაარი,დავგეშე,ნადირობდა და მეგობრები რო მიდიოდნენ სანადიროდ და მე არ მეცალა მთხოვდნენ და უარს ვერ ვეუბნებოდი.ისე გააფუჭეს რო აგარც ნაბულს აკეთებდა და დალოდებითაც როგორ დამელოდებოდა როცა ნაბულზე არ იდგა.და რაც მთავარია ისე მოკვდა რო ვერ გამოვასწორე.იმის შემდეგ აღარავისთვის მითხოვებია ძაღლი და არც ვათხოვებ,ვისაც უნდა ეწყინოს.მე ამდენ დროს და ენერგიას ვდებ მის დაგეშვაში და ვიგაცამ (ამ შემთხვევაში ვიღაცამ) ერთი ხელის მოსმით წყალში უნდა ჩამიყაროს მთელი შრომა.გამორიცხულია!!!
მე პირადად წინააღმდეგივარ ძაღლის განათხოვრებისა რადგან მქონია მაგალითები როდესაც განათხოვრებული იარაღი და ძაღლი როგორი დაბრუნებია პატრონს. ისეთი ძაღლის "გაფუჩება" რომელზეც უამრავი ძალისხმევაგაქ დახარჯული და არანაკლები ენერგია უმძიმესი ტრამვაა დამერწმუნეთ. იარაღის განათხოვრება რომელსაც სათუთად უვლი მასზე მზე და მთვარე ამოგდის საკმაოდ რთულია მითუმეტეს ხშირია განათხოვრების შემდეგ ლულადაზიანებული და კონდახ დაბეგვილი თოფები!
მე ვეთანხმები ბიჩების მოსაზრებას რომ როგორც ცოლის განათხოვრება არ შეიძლება ისე არ შეიძლება თოფის და ძაღლის განათხოვრება იმისდამიუხედავად რომ ამას ხშირად უთანხმოება მოსდევს!
ჩემი აზრით აბსოლუტურად არ არის მისაღები სხვისი ძაღლით ნადირობა, შენ თავად უნდა გაგიტყდეს! თუ ჩემტან ერთად არის მეგობარი მაშინ შესაძლებელია კიდევ ჩემი ძაღლის ნაბულიდან სროლის უფლება მივცე, მაგრამ თხოვება ოოოო
1) ძაღლის თხოვება კატეგორიულად არა. არავისთვის.
2) თოფის თხოვება არა. ვერ წარმომიდგენია სხვისი თოფით როგორ უნდა ვინადირო როცა მორგებული არ გაქვს არანაირად და რაღაცნაირად შენი არაა...
3) მანქანის თხოვებაც არა, ვისაც უნდა ეწყინოს. რო დაამტვრიოს, შენ, თუ ახლობელია ,ვერ დაუწყებ გააკეთეო, ის რათქმაუნდა თვითონაც მიხვდება რო უნდა გააკეთოს და საბოლოო ჯამში შენ გრჩება ნაავარიევი მანქანა , იმას კაი დიდი ხარჯი და გაფუჭებული განწყობა ....
ჯობია შენ წაიყვანო, თიუ მეგობარია და კი ბატონო, 2-მა ინადიროთ 1 ძაღლით, საჭესთანაც შენ დაჯდე და ყველა კმაყოფილია. ახლა თუ თოფიც არა აქვს ეგეთი ხალხი პირველად მიყავთ ხოლმე, როგორც ოპერაში, თუ მოეწონა თოფის და ძაღლის არია უკვა უკანა გზაზე გეკითხება რომელი და როგორი თოფი იყიდოს. თუ არ მოეწონა და აღარასოდეს არ წამოვა. გამოცდილ მონადირეს ყველაფერი თავისი აქვს, დასაშვებია მანქანა არ ყავდეს და პირველი ორის სათხოვნელად არც მოვა...
აი მე მყავს ძაღლი ვაიმარული მეძებარი და არ ვიცი როგორ ნადირობს იმიტომ რომ დიდი ხანი არაა რაც მყავს და არც დრო მაქვს რომ ვანადირო, გულწრფელად რომ ვთქვა სუპერგამოცდილი მონადირეც არ ვარ, დაჟე მირჩევნია დამწყები მერქვას, მოკლედ ეგ არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი ისაა რომ მაინტერესებს რას შვება ძაღლი როგორი მონადირეა და ამის საშუალება მე არ მაქვს, სიამოვნებით ვათხოვებდი ვინმე გამოცდილს და გავიგებდი როგორი ბიჭია. ამ დილემას როგორ გადაწყვეტდით თქვენ გამოცდილი მონადირეები ჩემ მდგომარეობაში?
გამოცდილ მონადირესთან ერთად უნდა წაიყვანო ძაღლი
თხოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,შენთან ერთად უნდა იყოს ძაღლი და ისე გაიყვანო,ბრძანებებიც შენვე უნდა მისცე და ა.შ.
თუ კაცს ნადირობა უნდა გავიყოლებ და ვანადირებ ბევრჯერ გამიკეთებია ასე თუმცა ყველას შთავაგონებ საკუთარი ზაღლი გაზარდოს, ეგ რო კაცმა მაკადროს ზაღლი მათხოვეო თოფს ვესვრი, კაცის ყველაზე დიდი დაუფასებლობაა ჩემი აზრით ეგ არც უნდა გაკადროს ადამიანმა, საერთოდ არ წავალ სანადიროდ ჩემი ძაღლი თუ არ მეყოლება, ნადირობას ხომ ძაღლი სძენს მთავარ ხიბლს
gonchatniki
კარგია რომ ეს თემა წამოიწია, როცა ეს თემა გავხსენი მართლა გულით მაინტერესებდა ყველას აზრი.
გახსნის არსი რამოდენიმე მიზეზი იყო:
ერთერთი ის არ მესმის რომ ძაღლმა 6 და 9 კაცი გვანადირაო რომ ამბობენ. ჩემი ძაღლი სადაც დადგება იქ მივალ ნაბულზე და იქ ვესვრი, იმასაც ვერ ხვდებიან რომ ის 6 კაცი ძაღლმა კი არა მე ვანადირე და ჩემი წილი გავუყავი
მე ამ შემთხვევაშI ვათხოვებდი, ანუ ჩემ შემთხვევაში და სულ არ მიმაჩნია ეს არაეთიკურად, მაგრამ ეს ცოტა გამონაკლის შემთხვევას ეკუთვნის. ასე რომ ბიჭებო თუ ვინმეს გაქვთ სურვილი ჩვენ თანახმა ვართ მე და ჩემი ძაღლი. იქნებ სულ ჩლუნგია და აზრზე არაა? თუმცა მაინც მეყვარება და ჩემი ძმაკაცი იქნება ბოლომდე
butaforia
ვინმე მანიაკს მაინც ნუ გაატან
ლეონ-ბლექი
ეგ სხვა მომენტია, მეც ხშირად ვაკეთებ მასე როცა მინდა ვინმეს პატივი ვცე
ძაღლი თუ არ გყავს დაჯექი სახლში!
...ან გაზარდე და გეყოლება!
სასტიკი წინააღმდეგი ვარ სხვისი ძაღლით ნადირობით!
სკვითია
megreli
ეგ გასაგებია, თან იშვიათად ხდება ეგეთი რამ...
ზოგს ჩვევათ აქვს და მაგათზე ვთქვი
სკვითია
მასე მკაცრადაც არ შეიძლება
ერთ ორ სამ ძაღლს ხომ არ მათხოვებდით ზეგემდეეე!
სხვისი ძაღლის თხოვება და ნადირობა რათქმაუნდა ჩემთვის მიუღებელია იმდენადაც, რომ ვერც წარმომიდგენია რა სიამოვნება უნდა მიიღო სხვისი გაზრდილ და დაგეშილი ძაღლით.
თუ ძაღლი არ გაყავს გარკევული მიზეზების გამო და ვთქვათ ძმაკაცმა, ნათესავმა და ა.ს.შ დაგპატიჯა რამოხდა ეგ მართლაც პატივის ცემაა , რომ ნანადირევს გაუყოფ და ანადირებ კაცს გაუქარწყ**ბ უძაღლობის განცდებს.
მაგრამ, მე ვიცი ხალხი, რომლებსაც მწყერზე ნადირობა უნდათ ევასებათ ვითომ, ეზოებიც აქვთ შესაძლებლობაც , მაგრამ ძაღლს არ ზრდიან, მე ასეთი ხალხის არ მწამს და ვერ დავარქმევ მონადირეებს.
ნადირობა ბიძაჩემმა შემაყვარა თავისი მდევრებით და გრკვეული ხანი მისი ძაღლებით მიწევდა ნადირობა რათქმაუნდა მასთან ერთად, მერე რამოხდა , მაგრამ ეს ცხოვრებისეულ წესად არუნდა იქციო კაცმა.
longi
მდევარი კიდევ სხვა თემაა. 10 კაცი ხშირად წავსულვართ, მაგრამ 10 მდევარს ხომ არ წავიყვანთ
ჭალიმგელა
კი მართალი ხარ გიო, მაგრამ ძაან შორსაც არ არის მეძებრებიდან.
აი მდევრის თხოვებას , რომ გეტყვიან ეგ უარესია
თხოვება არა!
მდევართან ,,მოჟნა,, რამდენიმე კაცი და მეძებართან არ ,,მოჟნა,, ვოტ!
სამი მდევარი 5 კაცს ანადირებს და მისი მუღამი აქვს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ გონჩავიკებს
თუ მონადირე გქვია, მონადირე მე ძაღლიანი ვიცი ( ჯიხვზე და არჩვზე მონადირეების გარდა.) წელს როცა ლეკვი პატარა მყავს და უძაღლოდ ვარ დარჩენილი თოფი არ გამისვრია ფრინველზე (გახსნაზე ფორმალურ გასეირნებას თუ არ ჩავთვლით), მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებები ყოველ დღიურად მაქვს. თუ ღმერთმა არ ქნას და როდისმე დამიდგება ისეთი დრო, რომ საკუთარი ძაღლი არ მეყოლება, ნადირობას საერთოდ დავანებებ თავს და ეგ იქნება, ტყეში ძაღლის გულისთვის დავდივარ თოფის სასროლათ კი არა. აქ ყველაზე ნაკლები ყურადგება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ვიღაც ჩემი ძაღლით ნადირობს და ჩემს მოსანადირებელს ვუყოფ ფაქტიურად. მე მაგაზე არავითარი რეაქცია არ მაქვს , აქეთ მსიამოვნებს ჩემი ძაღლი თუ სხვასაც ასიამოვნებს. უცხოებთან ნადირობას დიდი ხანია თავი დავანებე და ნაცნობი თუა და სანადიროთ გამომყვა , პატივსაც ვცემ ესეგი. აუცილებელი არ არის მარტო მე მოვკლა ყველაზე მეტი, დახოცოს სხვამაც არ მაქვს პრობლემა, აქეთ ჩემი ჩანთიდანაც გავუყოფ და ჩემსასაც მას დავუთმობ. მთავარი ისაა რომ ასეთ სიტუაციაში ის მონადირე კი არ გამოდის, უბრალო მოყვარულია ამ საქმის და მეტი არაფერი. მდევრებით ნადირობა ხშირად ატარებს კოლექტიურ ხასიათს , აქ 1 ძაღლი მთელ კოლექტივს ანადირებს ჩვეულებრივ და ნანადირევიც კაცურად, თანაბრად იყოფა ყველაზე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოკლა. ყველაზე მეტად მდევრებით ნადირობაში ჩნდება მონადირის კაცური სახე, თუ ნადირობაში სხვისი წარმატება , საკუთარივით არ გიხარია და ბოღმა და შური გახჩობს ,ესეთი კაცი მდევრებით მონადირეთა კოლექტივში დიდ ხანს ვერ გაძლებს.
aragveli
ზე მთიული კაცი ხარ შენა
aragveli
თვით წმინდა ჰუბერტი პოსტავსო ასე მეგონა
მეც არსწორად მიმაჩნია სხვისი ძაღლის სანადიროთ წაყვანა პატრონის გარეშე
aragveli
მეტი რაღა დამრჩენია.
საკუთარი ძაღლის სხვაზე თხოვება რომ მაგრად ტეხავს ორი აზრი არაა, მაგრამ ზოგადად კარგმა მონადირე ძალღლმა, კარგად გაწვრთნილმა პატრონის გარეშე უნდა ანადიროს სხვა სასტავი? ეგ მაინტერესებს ძალიან
ვცადე ამასწინათ და რომ ვისვენებდით მინდორში ვუთხარი ერთს -წაიყვანე და ანადირეთქო არ ანადირა, უაზროდ დაიწყო ხეტიანი მინდორში და გააგიჟა კაცი
Che
კურცხაარი მყავს...მაგრად ვიცინე მეც არ ველოდი ,,დვარნიაშკა,, ძაღლივით დაბოდიალებდა მასთან ერთად
Che
ძაღლის ხასიათზეა ეგ დამოკიდებული. გაწვრთნა და აღზრდა მანდ არაფერ შუაშია.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)