თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ მდევარის გეშვა

პოსტის ავტორი: aragveli May 30 2011, 22:52

newsmile090.gifგადავხედე და ეს თემა არ არსებობს მგონი ფორუმზე, ახლა მე დავწერ იმას რაც მე ვიცი და გამოცდილება მაქვს და დანარჩენი რასაც ჩათვლით რომ არ ვარ მართალი, ან რაიმე გამომრჩა ვიმსჯელოთ და დავამატოთ ნელ -ნელა.
მოკლეთ პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს რომ ,მდევრის გეშვა ,მეძებრის გეშვა არ არის და გაცილებით მეტ ძალისხმევასთან ერთად გამოცდილებას მოითხოვს, თუმცა მთავარი მონდომებაა და მოწადინებული ადამიანისთვის მიუხწეველი არაფერია , ადამიანს ვისაც სუსტი ნებისყოფა აქვს , ან არ გაჩნია შესაბამისი დრო და პირობები თავი უნდა შეიკავონ მდევრის აყვანისგან.
მოკლეთ გადავწყვიტეთ ლეკვის აყვანა, შევარჩიოთ აუცილებლად ჯიშიანი, მუშა მშობლების ლეკვი, უმჯობესია თავად გახვიდეთ და მშობლების საველე თვისებები ტყეში შეამოწმოთ. მოკლეთ ლეკვის არჩევა მგონი განხილულია შესაბამის თემაში და აგარ გავჩერდები, პირველ რიგში ლეკვს ვაჩვევთ საყვირის ხმაზე, ყოველი ჭამის წინ ,საყვირით ვეძახით და შემდეგ ვაჭმევთ, გვახსოვდეს რომ მოტყუება არ შეიძლება და თუ საყვირით მოვუხმობთ სასმუსნავითაც უნდა დავაჯილდოვოთ, ასე თანდათან საყვირზე რეაგირება რეფლექსში გადადის და შემდეგ შესაძლოა დევნასაც კი დავანებებინოთ ძაღლს თავი ამ მეთოდით.
სადღაც სამი თვიდან ვიწყებთ ბუნებაში სეირნობას და შინაურ პირუტყვთან შეჩვევას, დავიმახსოვროთ რომ მდევარი რომელიც შეჩვეული არ არის შინაურ პირუტყვს, შემდეგ ნადირობისას დიდ პრობლემებს შეიძლება წაწყდეთ. მდევარი რომელიც ერთხელ მაინც გაგუდავს შინაურ პირუტყვს მერე ამას თითქმის ვეღარ გადაჩვევთ. სადღაც სამი თვიდანვე ვიწყებ ხოლმე შინაურ კურდღელზე ვარჯიშს, დავიმახსოვროთ რომ გალიაში ნაჯდომი კურდღელი არ გამოგვადგება, საჭიროა ბოსტანში თავისუფლად გაშვებული, მფრთხვალი კურდღელი. ვარჯიში შესაძლოა კვირაში მხოლოდ ორჯერ, კურდღელი გავუსვათ წინასწარ და ვეცადოთ კვალით დავაინტერესოთ ლეკვი და თავისით იპოვნოს. დავიმახსოვროთ შინაური კურდღელით ძაღლს ვერ დავგეშავთ ეს მხოლოთ ვარჯიშია და ტყეში ტარებისას იმის წინა პირობა რომ ძაღლი გარეული კურდღლის კვალმაც დაინტერესოს . უმეტეს შემთხვევაში ამართლებს და ამ მეთოდით ნავარჯიშები ჩემი ყველა მდევარი, პირველივე გაყვანაზე იწყებდა კურდღლის კვალზე ჩალიჩს, სადღაც 9 თვიდან ვიწყებ ინტენსიურ გეშვას , არ უნდა გავუშვათ ხელიდან არცერთი ჩვენთვის სასურველი ამინდი ,უნდა გადავდოთ ყოველგვარი საქმე და ძაღლით გათენებას ტყეში შეხვდე. საგეშად ყველას გაზაფხული სჯობია, დაუშვებელია გეშვა ღამით და თოვლიან კვალზე. მდევარს პირველ რიგში ვგეშავთ კურდღელზე.
ახლა ორიოდე სიტყვით კურდღელზე, უნდა გვახსოვდეს რომ ზამთარში უმეტეს წილად მზის გულს მზვარე ადგილებს ირჩევს დასაწოლად და პირველ რიგში სწორედ ეს ადგილები უნდა მოვაჩხრეკინოთ ძაღლს, ზაფხულში კი სოფლის ახლოს ,ხორბლისა და სიმინდის ნათესებშია გამოსული. ვიტყვი ორიოდე სიტყვით ამინდზე ,საუკეთესოდ მიმაჩნია წინა დღის ნაწვიმარი, ოდნავ ნისლიანი, ტენით გაჟღენთილ ჰაერიანი, გაზაფხულის წყნარი დილა. თავი შევიკავოთ მდევარის გეშვისგან, ქარიან, წვიმიან, გვალვიან ამინდში. გათენებას ძაღლთან ერთად ვხვდებით იმ ადგილებში სადაც კურდღელი გვეგულება, ხო ძაღლი აუცილებლად თასმით მიგვყავს და არა გაშვებული სანადირო ადგილამდე, გაშვებული ძაღლი მიუშვით ,თავის ნებაზე თვალს რომ მიეფარება ძახილი არ დაუწყოთ, დაძახება მხოლოთ იმ შემთხვევაში თუ დანახული ნადირის კვალზე აყენებთ და აუცილებლად ერთი რომელიმე ამოჩემებული შეძახილით, გვახსოვდეს რომ მდევარი ყველაზე ხშირად კურდღლის კვალს, შესაძლოა მინდორზე წაწყდეს სადაც კურდღელი ღამით იჯდა.თუ შევატყეთ რომ ძაღლი კვალმა დაინტერესა , შეძახილებით გაახალისეთ და დაეხმარეთ კვალის გატანაში, კვალს არ მოაცილოთ. და აი წამოაგდო კურდღელი, გამოუცდელი ძაღლი როგორც წესი მას მალევე კარგავს აი აქ არის ზუსტად ყველაზე საჭირო გამოცდილება, საერთოდ უნდა ვეცადოთ დევნის ეპიცენტრში ვიმყოფებოდეთ ყოველთვის, მივდივართ იმ ადგილას სადაც ძაღლმა დაკარგა კურდღელი, როგორც წესი სადაც კვალი წყდება იქიდან უკან უნდა წამოვიდეთ ერთი 10 მეტრა და მარჯვნივ ან მარცხნივ გადამხტარის კვალი გავახლებინოთ ძაღლს ნელ ნელა წრები ვურტყათ და წრები ნელ -ნელა გავზარდოთ, არავიტარ შემთხვევაში არ მოაცილოთ, პირველივე დაორკვალებულზე ძაღლი კვალს და სხვა კურდღლის საძებრად არ გაუშვათ, გვახსოვდეს რომ მოკლული კურდღლის ნახება კი არ გეშავს ძაღლს ,ძაღლი დევნაში იგეშება და თქვენ კურდღლის მოკვლით ხშირ შემთხვევაში დათვურ სამსახურს უწევთ მას, იბადება ერთი კითხვა მარტო ვატარო ლეკვი თუ დაგეშილ ძაღლთან ერთად? ყოველთვის ვამჯობინებ მარტო ტარებას და ყველაფერში თავისით გარკვევას, თუ ძაღლთან ერთად გაგვყავს, უნდა ძალიან მაგარი მუშა მდევარი შევარჩიოთ , უნდა გვახსოვდეს რომ რამდენათაც კარგ თვისებებს იღებს მისგან ლეკვი ,იმდენადვე იღებს ცუდსაც, კვირაში ეცადეთ ერთი დღე კარგ მდევართან ერთად გაიყვანოთ შემდეგი 2 გაყვანა კი მარტო.
გასულ ძაღლს დაველოდოთ იმ ადგილას სადაც ბოლოს გვნახა, არავითარ შემთხვევაში არ მიატოვოთ ძაღლი ტყეში და თავად სახლში წამოხვიდეთ, თორემ მეორეთ თავად ძაღლი აღარ მოგძებნით და დაგელოდებათ სახლში. ვეცადოთ გაყვანილი მდევარი მთელი დღე ვამუშავოთ და ერთი დევნის გაკეთების შემდეგ სახლში არ წამოვიდეთ, ვაპოვნინოთ მეორეც. მოვერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ძაღლი შვლებს შეიძლება გადაეყაროს, ყოფილა შემთხვევები როდესაც, ძაღლი 2 წლის ასაკამდე არ გახსნილა და მერე გახსნილა და საკმაოდ კარგი საველე თვისებები უჩვენებია, საერთოდ მდევარი ჩემი დაკვირვებით 3 წლამდე უმატებს და უმატებს მუშაობას, თავიდან გაყვანისას ლეკვი უმეტეს შემთხვევაში შაშვებს დასდევს და უყეფს ასევე ტყის ქათამსაც , ამაზე ნუ შეშფოთდებით მთავარია ნუ მოუკლავთ და შემდეგში როდესაც მიხვდება რა ევალება და მუშაობას დაიწყებს, თავად შესშვება, საერთოდ კი შაშვების დევნისას დიდია ალბათობა რომ კურდღელი წამოუხტეს და გახსნას ლეკვი. ორიოდე სიტყვას ვიტყვი პარაში გეშვაზე, არ მიმაჩნია მიღებულად ორივეს ერთად გშვა, უნდა ვატაროთ შენაცვლებით და ცალ-ცალკე დავგეშოთ თორემ შემდეგში ერთ -ერთის დაკარგვის შემთხვევაში, მეორემ შესაძლოა უარი თქვას ნადირობაზე, თანაც კურდღლის კვალს ორინი ყოველთვის ურევენ ერთმანეთს და ისე კარგად ვერ გაერკვევიან როგორც მარტო. საჭიროა გვახსოვდეს რომ დევნისას დიდ ენერგიას ხარჯავს და ამ დროს ძლიერი კვება სჭირდება ძაღლს. მოკლეთ შესაძლოა რაიმე გამომრჩა, მერე მივამატოთ. გისურვებთ წარმატებებს გეშვისას. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 30 2011, 23:17

ციტატა(aragveli @ May 30 2011, 23:52) *
ვეცადოთ გაყვანილი მდევარი მთელი დღე ვამუშავოთ და ერთი დევნის გაკეთების შემდეგ სახლში არ წამოვიდეთ, ვაპოვნინოთ მეორეც.

ძალიან კარგი და საჭირო პოსტია, მაგრამ ამ ერთში ვერ დაგეთანხმები. ჯერ ერთი შენსავე თავს ეწინააღმდეგები, შენვე ამბობ, რომ აუცილებელია, როგორმე დაკარგული კვალი გაატანინო ან თუ დაუწვა, ხელახლა აპოვნინო ის კურდღელი, რომელიც თავიდან გაახტუნა. არამც და არამც სხვა, მეორე აღარ უნდა აძებნინო. თუ პირველი ვეღარ გაიახლა, (რაც დიდხანს იწვალებს, უკეთესია) სწორედაც საყვირით უნდა მოიხმო, ჩააბა და სახლში წამოიყვანო. საგეში ლეკვისთვის დღეში ერთი დევნა სრულიად საკმარისია.

პოსტის ავტორი: Davitus May 30 2011, 23:31

aragveli

ეჰჰ ალიკ ალიკ... ამდენი გიწვალია გიშრომია და მაგას გგონია ბევრი წაიკითხავს? აბზაცი არ გასწავლეს ბიჯო სკოლაშიიიიი?

კაი ჯანდაბას ჩემი თვალები, დაგირედაკტირებ, ოღონდ მერე...ახლა ვერ newsmile05.gif პახოდუ წავიკითხავ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 31 2011, 00:29

ეუ ამას რა წაიკითხავს ალეკსანდრე

პოსტის ავტორი: aragveli May 31 2011, 07:15

კომპიუტერთან მიმართებაში, ჯერ კიდევ ტყემალზე ვზივარ დავით, მაგდენი სად ვიცი აბზაცები ვტოვო და წესების დაცვით ვწერო, თან ვჩქარობდი კომპს ვირუსი სჭირს თავისით არესტარტებს ხოლმე და მთელი ნაწერი არ წამშლოდა მეშინოდა. ვისაც აინტერესებს წაიკითხავს newsmile029.gif .ბატონო შადიმან ძაღლებს რომლებსაც მხოლოთ ერთ დევნას ვაკეთებინებდით და მოგვყავდა სახლში ,შემდეგში წავაწყდით ერთ პრობლემას ,ძაღლი პირველ გაშვებაზე მუშაობდა კარგად , პოულობდნენ და საკმაოდ დიდ ხანსაც დასდევდნენ , მაგრამ დევნის დასრულებისას მოდიოდნენ და მეორედ გასვლას საერთოდ აღარ ცდილობდნენ, გადიოდნენ მხოლოთ იმ შემთხვევაში თუ ცხელ კვალს წაწყდებოდნენ. მეორე კურდღელზე მუშაობას ვგულისხმობ მხოლოთ მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დავრწმუნდებით რომ პირველი კარგი დევნის და წვალების შემდეგ საბოლოოდ დაიკარგა.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 31 2011, 09:10

საქმე ეხება გეშვის პერიოდს და პირველ სეზონს. ზემოთ რაც თქვი, მაგ შემთხვევების მიზეზი კი მეორე კურდღლის ვერმოძებნა კი არ არის, არამედ კვალის სიძველე. ამიტომ საგეში მდევარი ნელ-ნელა დილის გაყვანებიდან შუადღისკენ უნდა გადავაჩოჩოთ თანდათან, ანუ უფრო გვიან და გვიან გავიყვანოთ ტყეში, რათა 3-4 საათის ნაცმუცნავის კვალიდან საძილე კვალზე გასვლა და მერე ნადირის პოვნა ისწავლოს, ოღონდ პირველ-მეორე სეზონზე, თან თუ მარტო დაგყავს ძაღლი, მით უმეტეს, ყოველთვის უნდა ეცადო , რომ მხოლოდ ერთი და იგივე კურდღელს სდიოს.


პოსტის ავტორი: Zhorika May 31 2011, 09:35

aragveli

ძალიან საინტერესოა. მდევრებზე თითქმის არ არის ინფორმაცია ფორუმზე. არადა მეძებრებზე უფრო მეტად თუ არა ნაკლებად ესთეტიური და სასიამოვნო ნამდვილად არ არის

მდევრით ნადირობა

პოსტის ავტორი: aragveli Jun 5 2011, 11:51

კარგია მარა თავისებური მიდგომა და ხასიათი სჭირდება, რამდენი ძმაკაციც ავიყოლიე და მდევარი გავაზრდევინე, იმდენმა ვერ დაგეშა და გაჩუქა ძაღლი, ისევ მეძებარზე გადავიდნენ.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 5 2011, 21:16

რეალობა ასეთია და ვერსად წაუხვალ, მდევარის გეშვის მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით ნაკლებია, (მართებულად გეშვის პირობებშიც კი, რაც იშვიათობაა), ვიდრე მეძებრის გეშვისას. საშუალოზე ნაკლები მონაცემების მეძებრით არაუშავს რა ინადირებ, იგივე მონაცემების მდევრით ოდენ ნერვებს მოიშლი. ამიტომ მდევრის ლეკვის არჩევა ბევრად უფრო საპასუხისმგებლო საქმეა.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 5 2011, 21:52



კი ასეა, ცუდი მონაცემების მეძებარი თუ სროლის ხმის არ ეშინია , მაინც გეხმარება რაღაცაში, იქ ფეხიდან ამოუფრინდება, იქ ჩამოგდებულს იპოვნის. მდევარი კი ნერვების მოშლის მეტს არაფერს გაგიკეთებს.თანაც მწყერზე მაინც წახვალ სულ ფეხიდან ამოფრენის იმედზე, მდევრის იმედი თუ არ გაქვს კიდევ newsmile042.gif ისე მე თუ მუშა მშობლების შვილია და სუფთა სისხლია, ძაღლის არ გამოდგომას, ყოველთვის არასწორ გაზრდასა და გეშვას ვაბრალებ,ანუ თვითონ პატრონია დამნაშავე. ქოფაკები იგეშებიან ბოლო ბოლო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 5 2011, 21:58

კი, ქოფაკებიც იგეშებიან და უძაღლოდ სპილოებიც კი იკვლეინებიან საერთოდაც და სადღაც, აფრიკაში თუ რავი, მაგრამ ჩვენი მუღამი ხო სხვა რამეა?

პოსტის ავტორი: aragveli Jun 5 2011, 22:03

აბა მე საკუთარი ძაღლის გარეშე, სულ არ წავალ სანადიროთ.

პოსტის ავტორი: ODZELA Jun 5 2011, 22:23

ჩვენი მუღამი ჩვენი ძაღლის კარგი მუშაობა და კარგი დევნის მოსმენაა, ეს ბევრმა არ იცის აიყვანენ მდევარს და ბევრჯერ მინახია რომ წერენ,შეიძლება მწყერზე ვანადიროო ვერ დავგეშეო და ესეთი რაღაცეები შაშვს რო მოვკლავ არ მოაქო და ბევრი ასეთი რაღაცა.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 5 2011, 22:30

შაშვს რო მოუკლავ არ მოაქვსო. -ეგ მაგარი იყო newsmile015.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ODZELA Jun 5 2011, 22:36

ხო საიტს არ დავასახელებ ალბათ მიხვდებით და იქ იწერება ესეთი რაღაცეები. კურიოზები ძალიან ბევრია გინდ ნადირის მოტრილაება ავიღოთ.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 5 2011, 22:43

ესეთი ხალხი შესაძლოა ამ ფორუმზეც იყოს გიო, ამ ფორუმის ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ ეგ არის, რომ ვინც არ იცის ,იკითხოს და ისწავლოს, მარა ბევრია შემთხვევა , რაგაც აფსურდები და მითები იქამდის აქვთ თავში ჩამჯდარი რომ ,თეთრზე გიმტკიცებენ შავიაო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jun 9 2011, 21:50

ერთი ნიუანსი გამომრჩა და დავამატებ , ლეკვის გეშვისას და საერთოდ დაგეშილი ძაღლით ნადირობისასაც, როდესაც კურდღლის მოკვლა არ გვინდა , იმ შემთხვევაში თუ კურდღელს ძაღლზე ადრე დავინახავთ, მე არასდროს არ ვიწყებ მაშინვე ღრიალს და ძაღლის მოხმობას კვალზე დასაყენებლად, ვაცდი კურდღელმა ნელი სკუპ სკუპით გაიაროს თავის გზაზე და გამცდეს, მხოლოთ ამის შემდეგ გადავდივარ, ძაღლის მოხმობაზე და კვალზე დაყენებაზე. ამას იმიტომ ვაკეთებ რომ, კურდღლის დანახვისას ყვირილის დაწყება აფრთხობს მას და დიდი სიჩქარით წყდება ადგილიდან, ახალგაზრდა გამოუცდელ ძაღლს კი უჭირს ასეთი სისწრაფით გაქცეული კურდღლის კვალის გატანა, ჩემი დაკვირვებით გაცილებით კარგად გააქვს, ნელი სკუპ სკუპით წასულის კვალი, კურდღელზე სროლისას და გამაზვისას ალბათ გვქონია შემთხვევები, როდესაც ნასროლის ადგილიდან მდევარს საკმაოდ გასჭირვებია კვალის გატანა.

პოსტის ავტორი: kupra Jul 2 2011, 19:24

ციტატა(aragveli @ Jun 9 2011, 22:50) *
ერთი ნიუანსი გამომრჩა და დავამატებ , ლეკვის გეშვისას და საერთოდ დაგეშილი ძაღლით ნადირობისასაც, როდესაც კურდღლის მოკვლა არ გვინდა , იმ შემთხვევაში თუ კურდღელს ძაღლზე ადრე დავინახავთ, მე არასდროს არ ვიწყებ მაშინვე ღრიალს და ძაღლის მოხმობას კვალზე დასაყენებლად, ვაცდი კურდღელმა ნელი სკუპ სკუპით გაიაროს თავის გზაზე და გამცდეს, მხოლოთ ამის შემდეგ გადავდივარ, ძაღლის მოხმობაზე და კვალზე დაყენებაზე. ამას იმიტომ ვაკეთებ რომ, კურდღლის დანახვისას ყვირილის დაწყება აფრთხობს მას და დიდი სიჩქარით წყდება ადგილიდან, ახალგაზრდა გამოუცდელ ძაღლს კი უჭირს ასეთი სისწრაფით გაქცეული კურდღლის კვალის გატანა, ჩემი დაკვირვებით გაცილებით კარგად გააქვს, ნელი სკუპ სკუპით წასულის კვალი, კურდღელზე სროლისას და გამაზვისას ალბათ გვქონია შემთხვევები, როდესაც ნასროლის ადგილიდან მდევარს საკმაოდ გასჭირვებია კვალის გატანა.

მართალია მარა მე წამლის სუნსაც ვაბრალებ მაგ ამბავს.

პოსტის ავტორი: ako jangira3 Sep 26 2011, 15:13

მარტალი ხარ ალეკო ყოპილა ბევრი შემტხვევა რომ ნასროლი კურდგელი საერტოდ დაკარგულა გეგონება მიწამ ჩაყლაპაო..

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 26 2011, 17:35

aragveli
ალე შენ გაიხარე ასეთი კარგი სტატიისთვის, ისეთ მუღამში ჩავარდი, რომ მდევრის ლეკვის აყვანაზე დავფიქრდი....
თუ ვიშოვე სადმე (ახლობლობაში), ვეცდები კარგად გამოვზარდო....

პოსტის ავტორი: aragveli Sep 26 2011, 19:14

გაიხარე შოთა, მადლობა. შენ გადაწყვიტე და ლეკვს მოვნახავთ.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 26 2011, 22:38

aragveli

ციტატა(aleksandre @ 26th September 2011 - 20:14) *
გაიხარე შოთა, მადლობა. შენ გადაწყვიტე და ლეკვს მოვნახავთ.

ჩათვალე რო გადაწყვეტილი მაქვს!!!!
პ.ს. მტკიცედ!

პოსტის ავტორი: kupra Sep 27 2011, 01:08

გონჩის დაგეშვაც ერთი სიამოვნებაა ყველა გონჩავიკმა იცის ეგ ასერომ აიყვანეთ გონჩები კაი აზრია.. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 27 2011, 01:27

შოთა.03

სეტერი ხო დოცენტი გახადე, ახლა გონჩის ჯერია D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 27 2011, 09:13

Davitus

ციტატა(Davitus @ 27th September 2011 - 02:27) *
სეტერი ხო დოცენტი გახადე,

აქ ნუ მაოფებინებ და მაგას რას უწუნებ 1 მითხარი აბა?

პოსტის ავტორი: შუკა Sep 27 2011, 13:07

მეც მინდა რუსული მდევარის ლეკვი, კარგი წინაპრებით , 2 თუ იქნება უკეთესი, ვიყიდი , გავცვლი , ვიჩუქებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kupra Sep 27 2011, 17:05

ციტატა(შუკა @ Sep 27 2011, 14:07) *
მეც მინდა რუსული მდევარის ლეკვი, კარგი წინაპრებით , 2 თუ იქნება უკეთესი, ვიყიდი , გავცვლი , ვიჩუქებ newsmile045.gif

შენ ჩვენი დაჯგუფების წევრი ხარ უკვე შუკა. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შუკა Sep 27 2011, 17:47

ლაშა
კი მაგრამ სულ დამივიწყე ამ ბოლო დროს newsmile058.gif
ისე ჩემი ბრალიცაა აი წავა მწყერი და მერე გავიაროთ სადმე newsmile090.gif
ლეკვები გქონდეთ რა მხედველობაში ადგილი არის და მიხედვითაც მიიხედება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: datiko kalduna Mar 7 2012, 19:58

ბიჯო ალე კაი ლეკვის დათრევა რა შეგიძლია

პოსტის ავტორი: aragveli Mar 7 2012, 20:03

ციტატა(datiko kalduna @ Mar 7 2012, 20:58) *
ბიჯო ალე კაი ლეკვის დათრევა რა შეგიძლია

კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე. ლეკვი გამოჩნდება რამე, მთავარია მოინდომო.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)