ამ თემაში მინდა ვისაუბრო ყველა იმ ადამიანებზე ცნობილზე და უცნობზე ვინც შეგვაყვარა ნადირობა და შეგვინარჩუნა სუფთა ჯიშის ოთხფეხა მეგობრები.ამ ფორუმში გამოქვეყნებული ზოგიერთი სურათი უკვე ისტორიაა.
http://pix.ge/
ეს საველეები ჩატარდა ომის შემდგომ პერიოდში აჭარა-გურია .ვინმემ თუ იცნო ეს მონაწილეები და ექსპერტები.
http://pix.ge/
ბათუმის ბულვარი მონადირე ძაღლების გამოფენა ომის მერე ტროფეინი კურცხარები.
http://pix.ge/
ბალაგნები იმნათის ტბასთან.
http://pix.ge/
აჭარის კინოლოგიური სექციის წევრები,რომლებიც მონაწილეობდნენ რესპუბლიკურ კინოლოგთა გამოფენაზე თბილისში და დაიკაფეს პირველი ადგილი მარცხნიდან მარჯვნივ - დგანან: გ. ხუჭუა, ე. როყვა, ა. თავართქილადძე, ა. გვარჯალადძე, რ. მუფთიშვილი, გ. გოგსაძე, თ. ფაღავა, გ. ლომაძე, შ. მჟავანაძე. სხედან: ვ. მჟავია, ა. ჯაფარიძე, ა.არზიანი, გ.ნიკოლაიშვილი, ნ. მენაბდე, ნ. ჩაპოვსკი.
http://pix.ge/
მონადირე ძაღლების მორიგ დათვალიერებაზე მარცხნიდან მარჯვნივ: ს. ლომთათიძე, კ. მახარაძე, რ. გაგუა, ჯ. ღლონტი, მ.სიმულიდი, ზ. ხუჭუა
ძალიან საინტერესო თემაა, იქნებ სხვასაც მოეპოვებოდეს ანალოგიური ისტორიული ფოტოები
http://pix.ge/
http://pix.ge/
მზადება საველესთვის.ბათუმის აეროპორტი
http://pix.ge/
http://pix.ge/
ბათუმის პიონერთა პარკი გამოფენა.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
აჭარის ცნობილი მონადირეები და კინოლოგები.
http://pix.ge/
გივი ჩოგოვაძე.საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბების ბაზიერთა ასოციაციის პრეზიდენტი.
http://pix.ge/
ძალიან საინტერესო სტატია მეგობრებო წაიკითხეთ.
http://pix.ge/
აჭარის ნაკრები.
თუ ვინმეს მოეწონა გავნაგრძოთ ეს თემა, ყველა კუთხეს აქვს მისი ისტორია და მისი სახეები. შემდეგში ჩავდებ კიდე ისტორიულ სურათებსდა კიდევ მაქ ერთი წინადადება საქართველიში აუცილებლად უნდა იყოს ნადირობის,თევზაობის,სასტენდო სროლის და სანადირო მეძაღლეობის მუზეუმი ,რომელც არსებობს ყველა ქვეყანაში.
Alik
დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ინფოსთვის. დაველოდები თემის გაგრძელებას, ძალიან საინტერესოა...
Alik
ძალიან კარგი თემააა... ძალიან საინტერესოა, თუ მოგეპოვება ასეთი შესანიშნავი მასალა, მოხარულები ვიქნებით თუ დაიდება
თუ კადნიერებად არ ჩაგვითვლი, იმისთვის რომ მეტნაკლებად დაცული იყოს ფოტო, და თუ ექსკლუზიურად აქ განთავსდება ეს მასალა, იქნებ ატვირთვისას ფოტოებს მიაწერო Ochopintre.ge (ატვირთვის მენიუში, ქვევით არის გრაფა, სადაც უნდა ჩაიწეროს)
შემდეგ სურათებში აუცილებლად მიუთითებ.
Alik
მართლა ძალიან ვისიამოვნე. უდიდეს პატივს ვცემ ეგეთ ისტორიულ ამბებს. შევეცდები მეც მოვიძიო რაღაც-რაღაცეები.
Alik
ქება და ქება ამ თემას. არა მარტო მომავალი თაობისთვის, არამედ ცვენთვისაც ძალზედ სასარგებლოა ისტორიის გაცნობა და ცოდნა.
გაიხარე მეგობარო კარგი თემის გახსნისთვის
http://pix.ge/
ა.ჭიჭინაძის პირადი არხივიდან
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
Alik
Alik
Alik
Alik
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ძალიან კარგი და დროული თემაა. ფოტოები - რელიქვიური. იქნებ მივაწეროთ კიდეც ვინ და სად არიან ქართულად.
http://pix.ge/
დიდი მადლობა ალიკ.ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემაა
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
გარდა დიდი მეფის და მისი ძმების სურათებზე გამოსახული პიროვნებების სახელები და გვარები უცნობია. დანარჩენ სურათებს შემდეგ დავდებ. პატივისცემით ა
ამ სურათებმა გამახსენა საქართველოს მონკავშირის უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელშიც უიშვიათესი და უძვირფასესი წიგნები, ალბომები და მასალები იყო დაცული(მე-19 სკ. შუა წლებიდან მოყოლებული).. კაცმა რომ აღარ იცის სად გაქრა. ავი ენები იმასაც ამბობდნენ, 90-იან წლებში ბევრი მათგანი ფეჩში ცეცხლის დასნთებად იხმარეს შეციებულმა თანამშრომლებმაო. საერთოდ, მონკავშირის ქონების განიავების ამბავი ძალიან მტკივნეული თემაა.
ბატონო შადიმან ძალიან მტკივნეული თემაა იგივე მოხდ აჭარაში თქვენ ხომ კარგად იცით რომ იმ ორგანიზაციაში ბევრი შემთხვევითი პიროვნრბები მუშაობდენ რომლებისთვისაც ეს მასალები არანაირ ისტორიულ ფასეულობას არ წარმოადგენდა.ამ ხალხისთვის ეს იყო უბრალო სამუშაო.ბევრი მათგანი დღესაც ცოცხალია მაგრამ არასდროს არ გვხდებიან არც მინდორში არც ძაღლთნ ერთად და არც ამ ფორუმში.პატივისცემით ა.
ვა ვა რა სურათები გააძრე საღოლ ალიკ.
კარგი თემა მადლობა ავტორს! ეს იკვე ისტორიაა და ამას სატუთად მფრთხილება სჭირდება ფოტოებიც უნიკალურია!
ძალიან მაგარი თემაა ძალიან მომეწონა მადლობა ავტორს ასეთი საინტერესო სურათებისთვის
ძალიან საინტერესო თემაა, Alik კარგი ქენით რომ ეს თემა წამოწიეთ. ჩვენ ხომ დიდი სამონადირეო ტრადიციები გვაქვს. ჩემს პირად არქივში მაქვს არაერთი საინტერესო მასალა ამ თემაზე, მინდა გაგაცნოთ ზოგიერთი მათგანი.
თბილისის მონადირე ძაღლების გამოფენა, 40-იანი წლები. მარცხნივ დგას ცნობილი თბილისელი პოინტერების მოყვარული, ექიმი ა. მონსე.
http://pix.ge/
ისეცკი, პოინტერ ჯიმისთან ერთად. რინგზე მსაჯობს პ. ჟორდანია.
http://pix.ge/
ირლანდიური სეტერების რინგი, თბილისი 30-იანი წლები.
http://pix.ge/
კნეინა ავალიშვილი თავის ირლანდიურ სეტერებთან ერთად.
http://pix.ge/
ალექსანდრე ორბელიანი (ორბელიანების გვარის ბოლო წარმომადგენელი) პოინტერ კრეოლთან ერთად. ა. ორბელიანი იყო ცნობილი მონადირე და მონადირე ძაღლების მგეშავი. მისი ოჯახი უდიდესი სამონადირეო ტრადიციებისა იყო. მისი მამა ნიკოლოზ ორბელიანი იყო განთქმული მონადირე და ძაღლების მოყვარული.
http://pix.ge/
მარცხნიდან მეორე ნიკოლოზ ორბელიანი, ცენტრში ნიკო ბაგრატიონი(ნიკო ბური).
http://pix.ge/
ნ.ორბელიანის ფოტო კალინოვსკის ცნობილი წიგნიდან და იგივე ფოტო ჩემი არქივიდან.
http://pix.ge/
http://pix.ge/
საინტერესო სტატია ორბელიანების შესახებ.
http://pix.ge/
http://pix.ge/
1922 წლის მეორე სანადირო ძაღლების გამოფენა. ინგლისური სეტერების რინგი . მარხნიდან პირველი ევგენი მარკოვი თავის ინგლისურ სეტერ დეზისთან ერთად. მარცხნიდან მერვე გ.გაბაშვილი (?) , მარცნიდან მეათე ა. პროკოპიუკი, სეტერი ლედი, მარცხნიდან მეტერთმეტე გ.ერისთავი ჩარნინგ კარნეტთან ერთად.
http://pix.ge/
40-იანი წლები მდევრების რინგი .
http://pix.ge/
gogi61
დიდი მადლობა რომ ალიკას ასეთ წამოწყებას მხარი აუბი და ინფორმაციულად ამდიდრებ
ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა
გოგი, ოქრო ხარ. შენ ადგილას ქართული ნადირობის ისტორიის წერას შევუდგებოდი. მაგარი წიგნი გამოგივა. კომერციულადაც.
.
ყველას ძალიან დიდი მადლობა , აუცილებლად დავდებ ახალ მასალებს . ეხლა კი რამოდენიმე ფოტო .
კაკაბზე ნადირობის დროს. მარცხნივ უმეტესობისთვის კარგად ნაცნობი, ცნობილი თბილისელი მონადირე შურა მანევსკი.
http://pix.ge/
როჭოზე ნადირობის მერე. გადაღებულია სოლოლაკში .
http://pix.ge/
სარსარაკზე ნადირობის მერე.
http://pix.ge/
ნადირობა კახეთში. მარჯვნიდან მეორე შურა მანევსკი .
http://pix.ge/
ნადირობა წნორში . ფოტოს უკან აწერია, - ნადავლი: 3 სავათი, 1 ბატი, 1 იხვი, 2 ჩიბისი . 1935 წ.
http://pix.ge/
დურაჯზე ნადირობა.
http://pix.ge/
ჩვენი პოინტერი .
http://pix.ge/
http://pix.ge/
ხოხობზე ნადირობა. ანდრონიკაშვილები . მარჯვნიდან პირველი სპირიდონ ანდრონიკაშვილი, მარცხნიდან მეორე ნიკუშა ანდრონიკაშვილი (სპირიდონის შვილი) , მარცხნიდან მეოთხე ირაკლი (?) ანდრონიკაშვილი. თავის მოთხრობაში "ტულის ტოფი" იორამაშვილს სწორედ ირაკლი ანდრონიკაშვილი ჰყავს მოხსენიებული.
http://pix.ge/
გოგი დაუჯერე შადიმანს, შენ იმდენი მასალა გაქვს მე-20 საუკუნის ქართველ მონადირეებზე და მათ ძაღლებზე, მშვენიერ წიგნს შეკრავ
gogi61
გაიხარე მეგობარო!! ფასდაუდებელი სურათებია!!
ბატონო გოგი პირადათ არ გიცნობდთ მაგრამ ნება მომეცით გადაგიხადოთ დიდი მადლობა რომ გააგძელეთ ეს თემა. მეც კი დავდებ ახალ სურათებს. მე მგონია რომ იმ სურათზე სადაც ჟორდანია რინგზე აფასებს პოინტერს და ჩემ პირველ სურათზე საველეებზე იგივე პიროვნებაა ჟორდანია.წიგნის თემაზე ვარ მზად მივიღო მონაწილეობა.
ბატონო Alik ნამდვილად, თქვენს დადებულ ფოტოზე პაჭუ ჟორდანიაა ასახული .
განვაგრძობ ფოტო მასალის გამოქვეყნებას.
ლევან ციციშვილი - ლეგენდარული პიროვნება (ცენტრში)
http://pix.ge/
მწკრივში მარცხნიდან მეოთხე ლევან ციციშვილი თავის პოინტერთან ერთად , 40 იანი წლები.
http://pix.ge/
საველე გამოცდები , წინა რიგში მარცხნიდან პირველი ლევან ციციშვილი, ცენტრში ცნობილი მონადირე და კინოლოგი ალექსანდრე ხიმშიაშვილი და მარჯვნივ ვლადიმერ ბურჯანაძე .
http://pix.ge/
იშვიათი ფოტო , ლევან ციციშვილი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში . გადაღებულია სპარსეთში (ქართული კავალერიული "დრუჟინა")
http://pix.ge/
შურა მანევსკი მცირე მიუნსტერლენდერებთან ერთად . საქართველოშო მხოლოდ მას ჰყავდა ამ ჯიშის ძაღლები.
http://pix.ge/
http://pix.ge/
მანევსკის პოინტერი .
http://pix.ge/
ეს ფოტო ეძღვნება მწყერზე ნადირობის სეზონის გახსნის მოახლოებას.
http://pix.ge/
.
მივესალმები ასეთ ფოტო მასალას......
ველოდები გაგრძელებას .
Alik
11 პოსტში VIII სურათი , ხომ ვერ გამაგებინებდი რომელ წელშია გადღებული ?
წინასწარ მადლობა
ღორზე ნადირობა სამხრეთ აზერბაიჯანში, ირანის საზღვარზე .
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
.
მართალი ხარ ჩემო თენგო , დიდი ნადირობები გავმაზეთ , ჩემთვის შენთან ერთად ნადირობა დიდი პატივია !!!
მაგარი თემაა და მაგარი სურათებიცა!
გაიხარეთ კეთილო ხალხო!!!
დიდი მადლობა! კარგი თემაა და საჭიროც.
მამაჩემის ისეთი სურათი ვნახე რომელიც სახლში არა მქონდა და არსებობაც არ ვიცოდი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
.
ძალიან მაგარი სურათებია .რა ხალხი,რა ნადირობა,რა ნადავლი,რა ძაღლები!!!!! ერთ რამეზე დამწყდა მხოლოდ გული.ძალიან ბევრი ჯიშიანი ირლანდიური
სეტერებია სურათებში გამოსახული.ე.ი.ამ ჯიშის ძაღლები კარგად მუშაობდნენ ჩვენს პირობებში.ეხლა რა ხდება არც გამოფენებზე,არც მინდორში ირლანდიუ
რებს ვერ ვხედავთ.თუ შეგხვდა იმასაც ძალიან ცოტა აქვს ამ ჯიშის ძაღლთან რაიმე საერთო.რატომ???????მეორე პრობლემა,რაც დავინახე და რაც ყველამ ვი_
ცით არის მონკავშირის ქონების ბედი.ეს ქონება არ ეკუთვნოდა ერთ ან ორ ჩინოვნიკს,რომლებმაც ის გაყიდეს და ჯიბეები გაისქელეს,არამედ იყო მთელი მონა-
დირული საზოგადოების კერძოდ და საერთოდ ხალხის საკუთრება.ვიცი რომ ეს თემა ბევრ მონადირეს აწუხებს და თუ დავიწ ყებთ ამაზე საუბარს ურიგო არ იქნება.
.
Bonehill ზუსტად ვერ გეტყვი ან 19 საუკუნეს ბოლო ან 20 დასაწყისი მე ვხტები კი ფაკტიურად სტენდი მაშინ უყვე იყო საქართველოში.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
ძაან საინტერესო სურათებია..
ვააახ....მართლა რა ძალიან მაგარია. ის სურათმა დამაინტერესა ძალიან. " თბილისის გუბერნია. თავადი ანდრონიკოვის მამული" მე მგონია..ეგ ის ცნობილი ანდრონიკაშშვილია... ასევე ცნობილ მოთხრობაში "ტულის თოფი" რომ არის მოხსენიებული. ნეტა რომელია იმ სურათზე??...
ეს თემა..ცოტა უფრო წინა პლანზე დავტოვოთ ვერ გამოვა ეგრე??....გუშინ ვერაფრით ვერ ვიპოვნე სად იყო. ჩელე რომ არ დამხმარებოდა ვერ ვპოულობდი..მადლობა ჩელეს.
იქნებ სულ წინა გვერდი მივანიჭოთ რაა..ნამდვილად იმსახურებს მაგას.
Alik
გაიხარე დიდი მადლობა
მწკრივში მარცხნიდან მეოთხე ლევან ციციშვილი თავის პოინტერთან ერთად , 40 იანი წლები.
http://pix.ge/
მამას, შოთა კონსტანტინეს ძე ციხისელი, პოინტერი უჭირავს (უკანა მარჯვენა თეძოზე ხალით)
ეს სურათი გადაღებული უნდა იყოს ალექსანდრეს ქვედა ბაღში. მამასგან ვიცი რომ ეს ძაღლი მისი პირველი ძაღლი იყო და ძია ლევანის (ციციშვილის) ძაღლის შვილი იყო. ორმოციანი წლების მეორე ნახევარი.
ეს ფოტო ეძღვნება მწყერზე ნადირობის სეზონის გახსნის მოახლოებას.
http://pix.ge/
[/quote]
ამ ფოტოზე სათვალეებიანი (თუ არა ვცდები) რეზო გივის ძე ჟორდანია უნდა იყოს. ორნიტოლოგი, წელს გარდაიცვალა.
ძაან მაგარი სურათებია და საინტერესო ფოტო მასალაა..
მოსაფრთხილებელია ეს ყოველივე ნამდვილად, ძაან მაგარია.
akela1954 - დიდი მადლობა ძალიან საინტერესო კომენტარებისთვის, ბატონ შოთას პირადად ვიცნობდი, არაერთხელ შევხვედრილვართ ერთმანეთს ალექსანდრეს ბაღში, დიდი პიროვნება და დიდი მონადირე იყო.
რეზო ჟორდანია ალბათ ლევან ჟორდანიას მამა უნდა იყოს (?) . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა .
.
რეზო ჟორდანია ალბათ ლევან ჟორდანიას მამა უნდა იყოს (?) . კიდევ ერთხელ დიდი მადლობა .
ნამდვილად ლევანის მამა იყო.
რაც შეეხება 20 წლების სასროლეთს: სროლა იმართებოდა დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე წერეთლის გამზირზე ლამაზი შპილებიანი შენობის უკან. ინფორმაცია ჩემი ბებიისაგან (დედის დედა) მაქვს, ბაბუას და მონადირეს მე ვერ მოვესწარი (დიმიტრი ილარიონის ძე წითლანაძე, გარდაიცვალა 1935 წ). დიმიტრი იქ დადიოდა სასროლად და პრიზებიც მოქონდაო; სამოვარი და კიდევ რაღაცეები აღარ მახსოვს.
დიმიტრის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს; როცა წითლები შემოსულან უარი უთქვია ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე (ამაშიც ვგევარ) და მონკავშირის (მაშინ და მერეც ოფიციალური სტატუსით მონკავშირი, "ოხოტსოიუზი" შპს იყო, ერთადერთი მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე) ჩამოყალიბება დაუწყიათ (ეს ინფორმაციაა ძია ლევან ციციშვილისაგან და მარკოვისგან ვიცი) 1935 წლამდე იქვე მუშაობდა და იქვე გარდაიცვალა (საბასულხანის ქუჩის კუთხეში), იქვე დარჩა მისი ბიბლიოთეკა და თოფები. ბროგ გაუზის ოქროთი მოვარაყებული დიდი ენციკლოპედია მეც მახსოვს, ძველი თოფების დიდ დაფასთან ერთად. გადმოცემით ვიცი კიდევაც ვის ოჯახში წავიდა, მაგრამ რაც დანამდვილებით არ ვიცი იმაზე ჯობია სულ არ ვიფიქრო.
საბასულხანის მონკავშირის ეზოშია გადაღებული ყარაიაზის (გარდაბნის) ნადირობის შემდეგ, 20 წლების მეორე ნახევარი სავარაუდოდ.
აქ მარჯვნიდან პირველი, ჩამუხლული, რომ არის დედაჩემის მამაა დიმიტრი წითლანაძე. კარგი იქნებოდა თუ ვინმე თავის წინაპარსაც ან ახლობელს ამოიცნობდა.
თემა განახლდა...
ამ ბოლო სურათის გარდა არცერთი არ იხსნება
ეხლა ჩიტებს რო ვითვლით
ვაახ რა კარგი თემაა!!
ლიკანი 1967წ — თენგიზ ლომიძე(ჩემი ძმაკაცის პაპა) და ალფეზი ხაჭაპურიძე(პაპაჩემი) ბორჯომის რაიონის ცნობილი მებადურები.
ახლა უკვე იმქვეყნიურ საბადურებზე :( გაანათლოთ!
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
სურათები მართლაც უნიკალურია, მაგრამ ამ დახოცილ ირმებს ვერ ვუყურებ ასე გულგრილად. ეტყობა დღეს დღეისობით, რომ გაქრობის საფრთხე ემუქრება მაგიტო.
საინტერესო თემაა ნამდვილად.განვაახლოთ,იქნებ ახლებსაც მოეძიებოდეთ რაიმე მასალები.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)