თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ სტატუსი - მუშა სისხლის შთამომავალი

პოსტის ავტორი: gogita.m Apr 19 2012, 13:42

რამდნად მნიშვნელოვანია ჯიშიანი მონადირე ძაღლისთვის

მუშა სისხლების შთამომავალს განეკუთვნება თუ არა იგი.

მისი მომავალი ნადირობის ხარისხი რამდენად დამოკიდებულია აღნიშნულ ფაქტორზე?

პოსტის ავტორი: იკო1981 Apr 19 2012, 14:03

ჩემი აზრით დამოკიდებულია, ანუ სუფთა სისხლის ლეკვს უფრო კარგი მონაცემებ ექნება ნადრობისთვის ვიდრე ,,პოლუკროვკას,, და თუ დედმამა + კიდე მუშა ძაღლებია და ნადირობენ იმის შანსი რომ მათი ნაშიერი ინადირებს იზრდება ხოლო ალბათობა რომ ლეკვს თოფის ხმის შეეშინდება ,ნაბულს არ გააკეთებს მცრდება! სტილიც ასეა თუ ისე მოყვება ლეკვს ეგეც 1 ფაკტორი რომ სუფტა სისხლის და მუშა ძაღლების ბუდობა ჯობია ზემოთაღნიშნულ მეორე კატეგორიას!

რაც შეეხება მინუსებს უნდა ითქვას ეგეც არი! ანუ სუფთა სისხლის ლეკვის გაზრდა უფრო დზნელია,ის უფრო სათუთია,ადვილად ავადდება.ალბათ იმუნიტეტის ბრალია!

რავი ჩემი აზრი ასეთია!

პოსტის ავტორი: kupra Apr 19 2012, 14:09

ციტატა(gogita.m @ Apr 19 2012, 14:42) *
რამდნად მნიშვნელოვანია მონადირე ძაღლისთვის

მუშა სისხლების შთამომავალს განეკუთვნება თუ არა იგი.

მისი მომავალი ნადირობის ხარისხი რამდენად დამოკიდებულია აღნიშნულ ფაქტორზე?

მთავარი ეგაა კაკრას.

პოსტის ავტორი: gogita.m Apr 19 2012, 14:25

უფრო მეტი არგუმენტები გამოვთქვათ.

თუ პატრონი არ დაიშურებს ენერგიას, ვერ მიიღებს იგივე ხარისხის მონადირე ძაღლს არამუშა ხაზიდან,
როგორსაც მუშა ხაზიდან მიიღებდა?

მუშაობის სტილი, ყნოსვა და მანერა გენეტიკურად გადაეცემა?

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 19 2012, 14:48

gogita.m
მე ვიტყოდი 60/40 -ზეა
ანუ:
60% გენეტიკაა 40%კი აღზრდა დაგეშვა. მე ასე ვთვლი.

პოსტის ავტორი: levani100 Apr 19 2012, 15:35

სამწუხაროდ არსებობს ''მუშა''და ე.წ. ''დეკორატიული(show/)ხაზები, ეს უკანასკნელი მეტ წილად შეეხოთ(ექსტერიერული მომხიბვლელობის გამო) სეტერებს უფრო მეტად ირლანდიურებს,აგრეთვე პოინტერს,ტაქსას, სპანიელებს,მწევრებს. ყველაზე ნაკლებათ გერმანულ ჯიშებს.ჯიშიანობით ორივე მხარე წმინდა სისხლისაა უბრალოდ '' დეკორატიულს'' ნადირობის ინსტიქტი უკვე დაკარგული აქვს(წინაპრების)სანადირო პრაქტიკის არ ქონის გამო. ამიტომ არცერთი ჯიშის ძაღლი(ლეკვი) არ უნდა მოხვდეს არამონადირის ხელში.

პოსტის ავტორი: levani100 Apr 19 2012, 15:50

ციტატა(gogita.m @ Apr 19 2012, 15:25) *
უფრო მეტი არგუმენტები გამოვთქვათ.

თუ პატრონი არ დაიშურებს ენერგიას, ვერ მიიღებს იგივე ხარისხის მონადირე ძაღლს არამუშა ხაზიდან,
როგორსაც მუშა ხაზიდან მიიღებდა?

მუშაობის სტილი, ყნოსვა და მანერა გენეტიკურად გადაეცემა?

პრაქტიკულად გამორიცხულია ერთნაირი შედეგი, გადაცემით კი ყველაფერს გადასცემს მათ შორის სანადირო ინსტინქტის არ ქონას.

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 19 2012, 17:59

levani100

ციტატა(levani-asi @ 19th April 2012 - 16:35) *
ამიტომ არცერთი ჯიშის ძაღლი(ლეკვი) არ უნდა მოხვდეს არამონადირის ხელში.

+1000000000

პოსტის ავტორი: petruchio@ May 13 2013, 17:59

სუფთა სისხლის მონადირე ძარლი მეტად ფაქიზია და უსუსური მაგ ფაქტის მომსწრე ვარ
არაერთხე.....

პოსტის ავტორი: aragveli May 13 2013, 18:51

თქვენ გინახავთ ოდესმე კუნელს, ყურძენი დაესხას?

პოსტის ავტორი: გოგიტა May 13 2013, 19:29

დაამყნე და თუ არ დაისხავს ნახავ
თან უფრო კარგს newsmile041.gif

პოსტის ავტორი: mardi May 13 2013, 19:53

ციტატა(aragveli @ May 13 2013, 19:51) *
თქვენ გინახავთ ოდესმე კუნელს, ყურძენი დაესხას?

გეთანხმები. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 13 2013, 21:10

გემო არ ექნება ორიგინალის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Don. vano May 13 2013, 21:17

არაგველი small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

სუფთა სისხლის ძაღლებიდან (თუნდაც ბრწყინვალე) რომ აგყავს ლეკვი, მაგ შემთხვევაშიც არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული რომ გაგიმართლებს და როდესაც მეტისის შთამომავლობაზეა საუბარი, მანდ სტილზე და და საერთოდ მის გაზრდა-აღზრდაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა....

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 13 2013, 21:27

აქ მეტისზე არ არის კითხვა როგორც ვხვდები. აქ კითხვაა სუფთა სისხლი მაგრამ არამონადირე მშობლების შვილი.
მე ვფიქრობ გენეტიკური კოდი სისხლით გადადის და მათთან ერთად ის მუშა თვისებები. საერთოდ სუფთა სისხლებში ნორმალური სელექცია ზუსტად მაღალი ყნოსვის და მუშა თვისებების შეჯერებით ხდება, და გადეკორატიული ძაღლების შვილი რა გამოვა ღმერთმა უწყის. შეიძლება სანადირო თვისებები გამოავლინოს, მაგრამ არა იმ დონეზე.

პოსტის ავტორი: aragveli May 13 2013, 21:33

უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რამხელა განსხვავებაა ჩვენს ძაღლებსა და ევროპული მოშენების ძაღლებს შორის და შემდეგ უფრო იოლი იქნება, წარმოდგენა შოუ კლასზე.

პოსტის ავტორი: გოგიტა May 14 2013, 08:56

მოკლედ მე ეს კითხვა დავსვი იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ვაიმარის დედა, რომელიც ამერიკიდან არის ჩამოყვანილი იყო დეკორატიული მოშენების, როგორც კლუბში მითხრეს, ხოლო მამა კი მოსკოვიდან, მუშა ხაზებიდან არის.

მიუხედავად ამისა ჩემი ძაღლი ავლენს კარგ სამონადირეო თვისებებს, კარგ ლტოლვას და ლამაზ ნაბულს და მე აბსოლიტურად კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით.

პოსტის ავტორი: levani100 May 14 2013, 09:05

ციტატა(gogitam @ 14th May 2013 - 09:56) *
მოკლედ მე ეს კითხვა დავსვი იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ვაიმარის დედა, რომელიც ამერიკიდან არის ჩამოყვანილი იყო დეკორატიული მოშენების, როგორც კლუბში მითხრეს, ხოლო მამა კი მოსკოვიდან, მუშა ხაზებიდან არის.

მიუხედავად ამისა ჩემი ძაღლი ავლენს კარგ სამონადირეო თვისებებს, კარგ ლტოლვას და ლამაზ ნაბულს და მე აბსოლიტურად კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით.

გაგიმართლა "მუშა" ანუ მამის, აღმოჩნდა ძლიერი გენი და თავისკენ წაიყვანა. შეიძლება დედის მხარეც "მუშაა" უბრალოდ
თვითონ დედას არ ანადირებდნენ. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენი თაობა ყავს წმინდა "შოუ" კლასის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)