თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ კონტინენტალური მეძებრების კლუბი

პოსტის ავტორი: feroni Feb 24 2015, 22:13

მეგობრებო, არის იდეა ჩამოვაყალიბოთ, ევროპული წარმომავლობის მქონე კონტინენტალური მეძებრების კლუბი, რომელიც გაწევრიანებული იქნება FCI-ში. იურიდიული საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარება ალიკა ჭიჭინაძე და რაღათქმა უნდა კლუბის აქტიური წევრიც გახდება. დღეს ვიყავი მასთან ბათუმში და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა თუ კლუბი დედაქალაქში დარეგისტრირდება და ასევე ხელმძღვანელიც შესაბამისად იქაური იქნება, ეს ძირითადად განპირობებულია ევროპული ძაღლების რაოდენობით, რომლებიც დედაქალაქში უფრო მეტი მოიპოვება და შესაბამისად კლუბის მართვის და გადაწყვეტილებების მისაღებად მარტივ მექანიზმს ქმნის. დასავლეთიდან კლუბში გავწევრიანდებით 3 ადამიანი(3ბრეტონი) ჯერ ჯერობით სხვა ძაღლებზე ინფო არ გვაქვს.
ალიკა ასევე ელაპარაკა ბ-ნ სერგო შაგინოვს, რომელმაც თავისი მხრიდან დააფიქსირა მსაჯობის მზადყოფნა. სექტემბერში ჩატარდება პოინტერ კლუბის მორიგი შეჯიბრი და თუ მაგ დროისთვის კლუბი ჩამოყალიბებული გვექნება, ჩვენს ძაღლებს მიეცემათ შანსი მიიღონ საერთაშორისო შეფასება ექსპერტებისგან.
იმედი გვაქვს თქვენი აქტიურობის, ერთად ჩავუყაროთ საფუძველი ამ კეთილშობილურ საქმეს.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 24 2015, 23:10

მშვენიერი იდეაა, აი ძალიან კარგი ამბავია. მიხარია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: nugzar inaneishvili Feb 25 2015, 19:34

რა მაინტერესებს მყავს კურცხაარი რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ამ კლუბში რო გავწევრიანდეთ ძაღლი არის უკრაინიდან ჩამოყვანილი საგვარეულო ლეკვის მოწმობა არ აქვს ფცის ველოდებით პატრონი მეუბნება რო დაგიმზადებთო, აქვს ФМСУ აქვს ამ ორგანიზაციის ლეკვის მოწმობა

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 25 2015, 19:48

ვაა ვაა მაგარი კარგი იდეააა !!

პოსტის ავტორი: ajareli_monadire Feb 25 2015, 23:33

ძალიან კადი იდეაა,დროცა რო ჩამოყალიბდეს ეგეთი კლუბი

პოსტის ავტორი: feroni Feb 26 2015, 00:15

ajareli_monadire
ძაღლს ყველა ვარიანტში უნდა ჰქონდეს ევროპული წარმომავლობის საგვარეულო საბუთები და სასურველია ჩიპიც.

გაგრინსკი გაიხარე, იდეა კი კარგია, მაგრამ შეიძლება ყველა მეპატრონეს არ ჰქონდეს ფორუმთან წვდომა და თუ ვინმემ იცით ამ ხალხის კოორდინატები, თხოვნა მექნება დამიპიემოთ და პირადად დაუკავშირდები ყველას.

HUNTER FREDY
იმედია ყველაფერი წარმატებით დასრულდება და შემოდგომის შეჯიბრიც უფრო მრავალფეროვანი გახდება.

პოსტის ავტორი: jola Feb 26 2015, 00:31

feroni
ვერ მივხვდი, შეჯიბრი რაში იქნება? მე უნგრული მყავს, (კიდე გერმანული, მაგრამ ევროპელების, საქართველოში დაბადებული . ალბათ ეგ არ ითვლება) იქნებ დავაკონკრეტოთ რა და როგორ . ცალსახად მივესალმები ესეთ წამოწყებებს small3d018.gif

პოსტის ავტორი: feroni Feb 26 2015, 00:37

jola
საქართველოში დაბადებული რა პრობლემაა? თუ დართვა სწორად არის ჩატარებული და დედ-მამა ორივე ევროპელი ყავს ჩვეულებრივად მიიღებს შეჯიბრში მონაწილეობას.
დებულება იგივე იქნება როგორც ალიკამ ამიხსნა რაც პოინტერ კლუბს აქვს.
საველე შეჯიბრი იქნება, თუ სამზე მეტი ქვეყანა შეგროვდა, რისი დიდი შანსიც არის, შეიძლება ცაციტის რანგის შეჯიბრი ჩატარდეს

პოსტის ავტორი: feroni Feb 26 2015, 00:59

მე როგორც ვიცი, ჩვენებურ ძარლებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, უბრალოდ აზრი არ აქვს თუ ძაღლი ვერ ქაჩავს. ვიდეოც მაქვს იუთუბზე ნანახი, აკოპის ანტი მოხსნა მსაჯმა შეჯიბრიდან. უბრალოდ მონაწილეობის ფულს იხდი ტყუილ უბრალოდ, თუ რათქმაუნდა ძაღლში დარწმუნებული არ ხარ. ისე სიმართლე გითხრა დებულება მეც არ მინახავს, ასე, რომ დარწმუნებით ვერაფერს გეტყვი ჯერ ჯერობით, ამ დღეებში ალიკას გადმოვაგზავნინებ ელექტრონულ ვერსიას და დავდებ აქ. თუ პოინტერ კლუბის ბიჭებს მოეპოვებათ, ვთხოვ რომ ჩააგდონ თემაში, თუ ძალიან არ შეწუხდებიან.

პოსტის ავტორი: feroni Feb 26 2015, 01:19

აგერ გაგრინსკის ნაშრომი ვიპოვე და გაეცანით ვისაც დაგაინტერესებთ.
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=12214

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 26 2015, 14:07

სამწუხაროდ კონტინენტალურების არ მითარგმნია, დროის უქონლობის გამო, ალიკა ჭიჭინაწიძის მოწოდებულ წესებს გადმოგიგზავნით თუ გექნებათ სურვილი და თარგმნეთ.


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)