გამარჯობათ, ჩემ მეგობარს რუსეთიდან მოუყვანეს პოინტერი და ამ ლეკვის საბთუები გზაში დაიკარგა. შეიზძლება თუ არა ამ ლეკვის შემოწმების შემდეგ გაიცეს მისი სუფთა სისხლის დამადასტურებელი საბუთი???
თუ ქონდა საბუთები ისევ იმათ მიმართოს ჯობია ვისგანაც წამოიყვანა.
პაატა.
ეგ ვიფიქრეთ მარა იმათ გაყალბება თავიდან რომ აიცილონ უარი გვითხრეს და არსებობს რაიმე სხვა საშუალება ეგ გვაინტერესებს
არანაირი საშუალება, კაპკია მაგ ძაღლის ფასი, იმ საგვარეულოს გარეშე.
aragveli
ვიცით და მაგიტომაც ვნერვიულობთ, ამიტომ ვეძებთ ალტერნატიულ გზებს
რატო ნერვიულობთ ამ საბუთებზე ვერ ვხვდები რა, შენთვის ხო გინდა ეგ ძაღლი, რო გემსახურის სანამ შეძლებს და რა პრობლემაა ეგ ფურცელი თუ არექნება. თუ ბიზნესის კეთება არ გინდა მე მაგ ფურცელს არვანიჭებ უპირატესობას.
არააქ ჩემ ძაღლს ეგ საბუთი მაგრამ ჩემთვის საბუთიანიცაა, პროფესორიც და აკადემიკოსიც და ნობელის მფლობელიც : )
BIGმიშა
თუ კარგი სისხლებია, ცოდოა შთამომავლობის გარეშე დაიკარგოს
თუ ძაღლს ჩიპი აქვს გაკეთებული და დარეგისტრირებულია ფცია–ში მაშინ ჩიპის მიხედვით დაადგენ ძაღლის საგვარეულოს. წესით ეგ ინფორმაცია ფცი–აის უნდა ქონდეს. გიგოს მიმართეთ ეგ უფრო კარგად ერკვევა.
BIGმიშა
საბუთები ჩვენც არ გვადარდებს დიდათ უბრალოდ მაიც პრესტიჟია ხო იცი
iva75
არა აქვს ჩიპი სამწუხაროთ
BIGმიშა
ეგ ლეონარდო დი კაპრიომ არ გაიგოს გაუტყდება მაგარი
არც დამღა აქვს ძაღლს(ე.წ ნაკოლკა)? თუ ეგ აქვს ვინც მოგცათეგ ლეკვი იმას ეტყვით ნომერს რაც დამღით ექნება ამოტვიფრული ძაღლს და მოგცემს ახალ პასპორტს არანაირი პრობლემა არაა. უნდა მოგცეტ წესით და რიგით
nugzar inaneishvili
თუ ნაკოლკა არ აქვს , და არც ჩიპი მერე ერთი ეგაა გასარკვევი რა გზით არის საერთოდ შემოყვანილი ლეკვი
წესით და რიგით არც ერთი საბაჟო არ შემოუშვებდა მგონი და ...... :-
ისედაც უნდა მისცენ და გაყალბებაც აცილებულია თავიდან, სკაიპით მინდობილობები კეთდება და აბსურდია ძაღლის საგვარეულო ვერ გაკეთდეს, ბოლოს და ბოლოს ნოტარიუსი არსებობს
ახალ საბუთს დუბლიკატს დააწერენ და ეგაა.
aragveli
მოდერობა საერთოდ რა შუაშია? ეს თემა მე საერთოდ არ მეხება. მარა ვისაც ეხება კი უნდა გაემახვილებინა თქვენს პოსტზე ყურადღება, რამე თუ ფორუმზე ყოველგვარი უჯიშო ძაღლების პროპაგანდა იკრძალება. ასე რომ ფურუმი რა არის და რას ემსახურება ფორუმის წესდების წაკითხვა ნამდვილად არ გაწყენდათ.
ისე დიდად თუ არ გადარდებთ საბუთები, სანერვიულოც არაფერია. პრესტიჟი კიდევ მეორეხარისხოვანია, როცა ძაღლის სანადირო თვისებებზეა საუბარი. ღმერთმა ქნას გამოდგეს და მოსაშორებელი არ გახდეს ან კიდევ 10 წელი საძულველი იმიტომ, რომ იმედები არ გაამართლა
დანარჩენს დრო და ნადირობა ანახებს. ისე ბევრი დარბის ეგეთი, კარგი სისხლის ძაღლები მაგრამ საგვარეულოს გარეშე
BIGმიშა
მიშა, როგორც არაგველმა აღნიშნა ჩვენი კლუბი პროპაგანდას უწევს ჯიშიან ძაღლება(ანუ საბუთიანი). ჩვენთვის უსაბუთო=უჯიშოს!
ბიზნესის ხსენება კიდევ ძალიან უადგილოა! არავინ არ ვაპირებთ აქ ძაღლებით გამდიდრებას და ძაღლის საბუთი მაგისთვის არ არის საერთოდ მოფიქრებული!
ასე, რომ ჩემი თხოვნა იქნება, ამ თემაზე აღარ ვიკამათოთ და პატივი ვცეთ კლუბის და ფორუმის წესებსა და არჩეულ კურსს!
პატივისცემით, ლაშა თევზაძე.
VePx0
მაქსიმალურად ეცადე ვინც გამოგიგზავნა ძაღლი იმათმა იზრუნონ საბუთზე. სხვა შემთხვევაში თქვენი ძაღლი ჯიშისთვის და საერთო საქმისთვის დაკარგულია!
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)