თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ ლეკვის გაზრდა

პოსტის ავტორი: Kudigoreli May 15 2009, 20:57

აქ დავწეროთ თუ რა ინფორმაცია მოგვეპოვება ლეკვის გაზრდის შესახებ. საკუთარი მეთოდებიც თუ გაქვთ ეგეც დაწერეთ, ბევრს დააინტერესებს ალბათ.

პოსტის ავტორი: zaza May 15 2009, 21:40

ლეკვს მაქსიმალურად პრემიუმ კლასის საკვები უნდა მისცე,მხოლოდ აცრები არაა საკმარისი,სწორი კვება როცა აქვს,შესანიშნავი ექსტერიერის იქნება,ეგ ვიცი

პოსტის ავტორი: Kudigoreli May 15 2009, 21:46

ციტატა(zaza @ May 15 2009, 09:40 PM) *
ლეკვს მაქსიმალურად პრემიუმ კლასის საკვები უნდა მისცე,მხოლოდ აცრები არაა საკმარისი,სწორი კვება როცა აქვს,შესანიშნავი ექსტერიერის იქნება,ეგ ვიცი


პრემიუმ კლასის საკვებში პედიგრის და ესეთ საჭმელებს გულისხმობ? მე პირადად ყველაფერს ნატურალურს ვაჭმევ ჩემ ლეკვს.

პოსტის ავტორი: ვიტო May 15 2009, 21:51

Kudigoreli
ძაგლი ისე უნდა გყავდეს რომ უარს არაფერზე არ ამბობდეს, ცარილ პურზეც რომ დასვა ეგეც
უნდა ეყოს, სახლის ნარჩენებს მიაცექი და ხელოვნური პატარა დოზებით გაურიე

მთავარი მარტო კვებაც არ არის, აღზრდაც მნიშვნელოვანია, შენი ლეკვია და ტავზე არ გავიდეს,
დამჯერობა მნიშვნელოვანია, მე არ მივაქციე ყურადღება და ეხლა ვწვალობ მაგა

პოსტის ავტორი: dersuzala May 15 2009, 23:41

მაღალი ხარისხის საკვები სულაც არ არის საჭირო ჩემი აზრით მთავარია საკვებში რასაც აძლევ შედიოდეს ყველა ის ვიტამინი რაც ჭირდება ძაღლს ცილები ნახშირწყლები კალცი და სხვა მრავალი ვიტამინი.პედიგრი თავისთავად არაფერ განსაკუთრებულს არ შეიცავს ისიც იგივე ვიტამინების და ამინომჟავებისგან შედგება და თუ ძაღლს ყველა ვიტამინს მიაწვდი საკმარისი დოზით რა საკვებიც გინდა ის აჭამე.მე თუ მკითხავსაერთოთაც უნდა აიკრძალოს ძაღლის მუდმივად ამ საკვებზე ყოფნა რადგანაც ძალიან მშრალია და მუდმივად ამის მიგება ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის თუ დაკვირვებიხართ პედიგრის შემდეგ ძაღლის განავალი სრულიად მშრალია.და კიდევ ერთს ვარ დაკვირვებული მუდმივად ამ საკვებზე მყოფი ძაღლი უაზროდ სივდება მითუმეტეს თუ სახლში აცხოვრებენ ან დაბმულ მდგომარეობასჰი იმყოფება

პოსტის ავტორი: Maverick May 18 2009, 16:53

აპორტირება (ქართულად ალბათ მოტანა)

ძველად ინგლისში, ნადირობა მხოლოდ არისტროკატიის წამომადგენლებისათვის იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ ძველი ინგლისური თოფები იყო მხოლოდ ერთლულიანი, არისტროკრატი როცა სანადიროდ მიდიოდა, მას თან ახლდა ხელქვეითი რომელიც იარაღს ატარებდა, გასროლვის შემდეგ დაცლილ თოფს ხელქვეითს აწვდიდა დასატენად, ხოლო მეორე დატენილ თოფს თავად ისროდა, მოგვიანებით პირველი ორლულიანი თოფი გერმანიაში საყოველთაო ნადირობისათვის (კონტინენტზე დაბალი რანგის ხალხიც ნადირობდა და მათთვის ხელსაყრელი იყო ორი ვაზნა ერთ თოფში) შეიქმნა და გავრცელდა კონტინენტზე, შემდეგ უკვე ბრიტანეთშიც.
ანალოგიური ისტორი აქვს ბრიტანულ მაძებრებსაც, ბრიტანული მაძებრები გამოყვანილი იყო მხოლოდ ნაბულისათვის, ნაბულზე ფრინველის ამოყვანისათვის, ხოლო მოტანისათვის განკუთვნილი იყვნენ რეტრიველები, რომლებთანაც ერთად ანადირებდნენ მაძებრებს (სეტერებს და პოინტერებს), მაძებრები თავიანთი ყნოსვით და ჩვეული სვლით ადვილად აგნებდნენ ფრინველებს, ამოფრენილს მონადირე კლავდა და რეტრივერს მოქონდა, რამოდენიმე ძაღლის ერთდროულად შენახვა მხოლოდ წარჩინებულ ბრიტანელ ჯენტლმენებს შეეძლოთ.

ლავერაკი - ბრიტანელი არისტროკატიის სათაყვანებელი ძაღლი, მხოლოდ ნაბულისთვის იყო გამოყვანილი, ასე ვთქვათ შავ საქმეს არ აკეთებინებდნენ. აღნიშნული თვისება დღევანდელ ლავერაკებსაც შერჩათ, ხშირია შემთხვევა როცა ლავერაკი უარზეა ნანადირები მოიტანოს, თუმცა სწორი მიდგომით და დაჟინებული წვრთნით ლავერაკები უკეთესად ეჩვევიან მოტანას ვიდრე კონტინენტალური მაძებრები, კონტინენტალურები ხშირად აფუჭებენ ნანადირევს. როგორ მივაჩვიოთ ლეკვი აპორტირებას.

თუ გინდათ რომ ლეკვი ჯანმრთელი და ხალიასიანი იყოს, კვებასთან ერთად აუცილებელია გასართობიც, სამოძრაო ქონდეს, ამიტომ ხშრია შემთხვევა როცა ლკვებს თავსისი საყვარელი სათამაშო აქვთ, სწორედ ამ საყვარელი სათამაშოს დათმობის სწავლით უნდა დავიწყოთ, ვხედავთ რომ ლეკვი თამაშობს, მივუახლოვდეთ და გამოვართვათ სათამაშო, თუ გაგვიძალიანდა და არ დათმო არ წავართვათ, თორემ ამას ის თამაშად აღიქვამს და მერე სულ ჯიკა-ჯიკავში იქნება და დაველოდოთ მეორე შანს როცა თვითონ მოისურვებს დათმობას, თუ დაგვითმო, შევაქოთ და დავასაჩუქროთ, დავუყვავოთ, შემდეგ ოტახში თამაშისას გადავუგდოთ, როგორც კი აიღებს დავუძახოთ, მე მაგ.: ვაძლევდი და ვაძლევ ბრძანებას მომე, მკვეთრია და მოკლე, ლეკვისთვის აღქმადი. თუ მოიტანს შევაგებოთ იმ ხელით სასუსნავი რითითაც გამოართმევთ და ა.შ. ხშირად, ყოველ დღე, ყოველ თამაშზე, როცა დავრწმუნდებით რომ დახურულ სივრცეში (ოთახში) ლეკვი კარგად აკეთებს აპორტირებას ყველაფერი ეს დავიწყოთ მინდორში ან სპორტულ მოედანზე, სადაც სხვადასხვა სულია, ხმაური, ვიღაც დადის, ვიღაცის ძაღლი ყეფს და ა.შ., ვარჯიშს მიეციტ თამაშის ფორმა, თუ გადაგდებულ ნივთი ძაღლმა აიღო და თქვენკენ მომავალი სხვა რაღაცით დაინტერესდა, ნუ მიხვალთ მასთან, მოთხოვე თავად მოიტანოს, თუ მოიტანა და გვერდზე გაიქცა რანაირად არ გამოეკიდოთ, ის იფიქრებს რომ თამაშობს, პირიქით მოშორდით და გაუმეორეთ ბრძანება, ბობო-ბოლო მოვა და მოიტანს დაასაჩუქრეთ, თუ ეს ასე არ მოხდა, რაც არც თუ ისე იშვიათია ხვადის შემთხვევაში, მაშინ ავღოთ 20-25 მეტრიანი თოკი, რაც შეიძლება მსუბუქი, და ძაღლი ვაიძულოთ აპორტირება, თუ ნებისყოფას გამოვიჩენთ და ნერვებს არ ავყვებით, 7-10 დღის ვარჯიშის შემდეგ, ლეკვი უკვე ძალდატანების გარეშე მოიტანს.
საფრთხე - ხშირია შემთხვეა როცა ლეკვი მაგალითად ბურთს კარგად უკეთებს აპორტს, ხოლო ჯოხს ან სხვა საგნებს ან იგნორირებას უკეთებს ან არასრულ აპორტს, ან პირიქით აიღებს თუ არა ეგერე გარბის შორს სათამაშოდ, ამიტომ სასურველია აპორტირებისას ერთი და იგივე სათამაშოთი არ ავარჯიშოდ, ხშირად შეცვალეთ სათამაშო, წონის და ფორმის მიხედვით, აიძულეთ ლეკვი ყველა ფორმის და ყველას ზომის თუ წონის სათამაშოზე ერთნაირად შეასრულოს ბრძანება.
საფრთხე #2 - ზემოთ ვახსენე სიტყვა ჯიკავ-ჯიკავი, თუ ლეკვი ამ საქმეს მიეჩვია, ხშირად იწყებს აპორტის საგნის ღეჭვას, რაც ნადირობეიასა შესაძლოა კატლეტად ქცეული ნანადირევი მივიღოთ, ნუ დამწუხრდებით ისევ მოთმინება და მხოლოდ მოთმინება, და ცოტაოდენი ეშმაკობა, ხის ტოტზე დააჭედეთ ლურსმები ისე რომ ბასრი წვეტიანი მხარე გარეთ გამოუვიდეს, შემოახვიეთ ნაჭერი ისე რომ ძაღლი რომ ყბას მოუჭერს ლურსმანი იმდენად შეერჭოს რომ არც ესიამოვნოს და არც დაშავდეს, ასეთი ნივთის აპორტირებით მას გადააჩვევთ ღეჭვას, და თქვენი ნანადირებიც გადაურჩება კატლეტად გცევას

არასოდეს არ ცემოთ თქვენი აღსაზრდელი ხელით, თუ საცემია წკეპლა იქონიეთ და იმით ცემეთ, ხელიზე არ დაგიშინდეთ, ჯობია მისთვის თქვენი ხელი იყოს, როგორც დამპურებელი, მომფერებელი, ხოლო წკეპლა დასჯის იარაღი, ამ შემთხვევაში თქვენი ძაღლი ყოველთვის იდიალურად შეასრულებს აპორტს

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 16 2009, 13:02

Maverick
ძალიან საინტერესო წერილია.

გაიხარე!

პოსტის ავტორი: BEK_M Jul 19 2009, 23:07

Maverick
კარგია დიდი მადლობა ჩემი ლეკვების სახელით


პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 24 2009, 15:38

როგორ შევაყვარო ჩემ ლეკვს წყალი? იქნებ მირჩიოთ რამე.

რითი აღარ ვცადე, მაგრამ ვერაფრით ვერ შევაყვარე წყალი რა. ჩემთან ერთადაც შევიყვანე რამოდენიმეჯერ, ხან ტკბილეულით ვცადე შეტყუება რავი ყველა ხერხი ვცადე რაც ვიცოდი, მაგრამ არაფერმა არ უშველა. ერთი სული აქ მანამ მშრალზე გავა ხოლმე. წვიმის დროსაც კი მშრალ ადგილს ეძებს და იმალება. იქნებ მირჩიოთ რამე.

პოსტის ავტორი: Maverick Jul 24 2009, 16:11

კუდიგორელი
შეეშვი ლეკვს, ჯერ დაგეშე, აზარტი გაუღვიძე, თუ შესასვლელია შევა,, აზარტში შესული რომ იქნება, უკან აღარ დაიხევს
ეხლა შენი მცდელობებით შეიძლება დაშინდეს, ან შეიძულოს

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 24 2009, 18:13

Maverick
დავიწყო უკვე მინდორში ტარება? 4 თვის და 2 კვირისაა

პოსტის ავტორი: დიტო Jul 24 2009, 21:40

4 თვის იყო ჩემი კურცხარიც პირველად რო გავიყვანე,ნახნავებზე იქცეოდა მარა დღეს მაგარიძაღლია ჩემი ბებერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 24 2009, 22:50

კუდიგორელი კი წესიტ კი უნდა მიაჩვიო აწი მინდორს და სიარულსაც თუ ასწავლი მთლა უკეთესია ახლა პატარაა რა უკეთ ისწავლის ვიდრე რო გაიზდება და გაჯიუტდება

პოსტის ავტორი: Maverick Jul 27 2009, 09:14

ციტატა(კუდიგორელი @ Jul 24 2009, 07:13 PM) *
Maverick
დავიწყო უკვე მინდორში ტარება? 4 თვის და 2 კვირისაა

დაიწყე ოღონდ ყურადღება მიაქციე რომ შორს გასვლეს აცდე და თავის ნებაზე სიარული აუკრძალე, განზე შორს თუ გავა მოაბრუნე, გაბრაზებით არ გაუბრაზდე, ეცადე რომ სულ წინ გყავდეს, ჩამოგრჩება. . . . გაჩერდი, წინ გაუშვი, თავის ჭკუაზე სიარულ რომ არ მიეჩვიოს

და კიდევ მთავარი, თუ ბედმა გაუღიმა და მწყერი ნახა, ან ფეხში აუფრინდა, ეგრევე პავადოკი და სახლში წამოიყვანე, ზამასკაში რომ დარჩეს, 2-3 საათის მერე ისევ შეიყვანე მინდორში, და ნახავ უკვე მიზანმიმართულად დაუწყებს ძებნას

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jul 27 2009, 13:14

Maverick
დიდი მადლობა რჩევისთვის, გაიხარე.

პოსტის ავტორი: gacho Jan 16 2010, 12:04

ცგემი პოინტერი 4 არის . ცოტა ჯიუტია და მცყერზე სჰორს გადის.ეგ ალბათ ჩემი ბრალია. აწინ შეიძლება რამე უშველო?

პოსტის ავტორი: Qarqashadze Jan 16 2010, 12:15

პოინტერი შორს უნდა გადიოდესდაახლოებით50-80 მეტრზე, მთავარია ნაბული ქონდეს
მყარი და შენს მიახლოვებამდე ბრძანების გარეშე არ ააფრინოს ფრინველი. თუ მაინცადამაინც გინდა რომ შედარებით ახლოს იმოძრაოს შეეცადე ამ გაზაფხულზე კორდით ატარო და თან მორჩილებაზე გაამახვილე ყურადღება. ეს ყველაფერი ზომიერად არის გასაკეთებელი ძაღლი რომ არ დაითრგუნოს.

პოსტის ავტორი: gacho Jan 16 2010, 12:24

არა ნაბულს კარგადაკეტებს სანამ არ მივალ და ვეტყვი მიდითკო კანკალებს გიჟივით

პოსტის ავტორი: Qarqashadze Jan 16 2010, 13:29

X

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 6 2010, 10:48

Bonehill
ხოდა ნელნელა ძაღლების განყოფილებაშიც უნდა გაერკვიო, რომ არ გააოფო newsmile05.gif

http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=666

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 7 2010, 09:17

ლეკვის კვება

ძაღლს ლეკვობიდან უნდა მივაჩვიოთ სწორი ჭამა,ამის მერე ადვილად მივხვდებით საკვების არმიღების მიზეზი ავადმყოფობაა თუ იმის იმედი,რომ საკვები არ იქნება აღებული და ის მშიერი არ დარჩება.ლეკვები,როგორც პატარა ბავშვები,მთელ საკვებს ეგრევე არ მიირთმევენ და ტოვებენ,რადგან იმის იმედი აქვთ,რომ პატრონი ჯამს არ აიღებს და დანარჩენს შესანსლავენ როცა მოშივდებათ.თუ ლეკვმა მთელი საკვები არ შეჭამა და სათამაშოდ გაიქცა,საჭმელი უნდა მოვაშოროთ შემდგომ კვებამდე.საჭიროების შემთხვევაში ეს უნდა გავიმეოროთ,ანუ არ შეჭამა ის რაოდენობა საკვებისა,რაც მისთვის იყო განკუთვნილი (ამ დროს უნდა ვიცოდეთ ეს რაოდენობა ლიტერატურიდან,ვეტექიმის რჩევიდან და ა.შ. სხვადასხვა კლასის საკვების სხვადასხვა რაოდენობა უნდა მივცეთ,რაც ყოველ შეფუთვაზე გარკვევით წერია),მოაშორეთ ჯამი!!!ამ დროს ლეკვი შეიძლება ცოტა გახდეს კიდეც,მაგრამ ამაში საშიში არაფერია.თუ ლეკვს დავუთმობთ(პატარაა,საცოდავია,

მერე შეჭამს) და საკვებს დავუტოვებთ,ამის გადაჩვევა ძნელი იქნება და მის ჯამში სულ საკვების დატოვება მოგვიწევს.აღნიშნულმა კი შეიძლება მის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს,რადგან ჯამში დიდ ხანს დატოვებული საკვები,განსაკუთრებით ზაფხულში,მალე ფუჭდება,ესევა სხვადასხვა მწერი და ა.შ. ასევე,არასოდეს არ უნდა მიაწოდოთ ლეკვს საკვები მაგიდიდან თქვენი სადილობის დროს!!!ლეკვი უნდა კვებოთ ერთსა და იმავე დროს(ეცადოთ მაინც),ამით ის არ გაწუწკდება.ასევე უნდა ედგას წყალი,რაც ხშირად უნდა შეუცვალოთ.

არასოდეს არ დაუტოვოთ საკვებიანი ჯამი,მას შემდეგ რაც შეჭამა და ჩატოვა შიგნით!!!


ამ პოსტის იმედზეც ნუ იქნებით,დამატებითი კონსულტაციისათვის მიმართეთ პირად ვეტექიმს newsmile01.gif


პოსტის ავტორი: თენგო Feb 7 2010, 11:16

ზაზა



ამ პოსტის იმედზეც ნუ იქნებით,დამატებითი კონსულტაციისათვის მიმართეთ პირად ვეტექიმს[/quote]
+1000000000000000000000000000000000000000000

პოსტის ავტორი: გოგა Feb 7 2010, 16:15

ზაზა
გაიხარე ზაზა.საინტერესოა შენი პოსტი ვისაც მაგალითად პირველი ძაღლი ყავს.თუმცა იმის მიუხედავათ რომ ჩემთვის პირველი ძაღლი არ არის,საინტერესო დეტალებს ვიგებ მაინც(ძაღლის აღზრდაში მცირე დეტალებიც გასათვალისწინებელია!!!).

ციტატა(zaza @ 7th February 2010 - 10:17) *
ასევე,არასოდეს არ უნდა მიაწოდოთ ლეკვს საკვები მაგიდიდან თქვენი სადილობის დროს!!!

აი ეს არის კიდევ ერთი მთავარი რასაც არ უნდა მივაჩვიოთ ძაღლი!!! ერთერთ ჩვენ იაღოველ მეგობარს(სახელსა და გვარს არ დავასახელებ,ჩვენი კოლმეურნეობის თავჯდომარეა newsmile05.gif ) ეს რო გაეთვალისწინებინა,ეხლა ზრდილობიანი ძაღლი ეყოლებოდა.ძაღლს თუ კულტურა არ აქვს და დამჯერე არ არის ის შეგაწუხებს თუნდაც ნადირობის დროს

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 8 2010, 11:44

ჭიებზე დამუშავება ანუ დეგელმინტიზაცია

მე ჩემს ძაღლს თავის დროზე მივეცი ბაიერის დრონტალ იუნიორი.ამ პრეპარატს,როგორც ვეტექიმები ამბობენ და შეფუთვაზეც აწერია,უკუჩვენება არა აქვს.მას აძლევენ როგორც სამკურნალოდ,ასევე პროფილაქტიკის მიზნით.ყოველგვარი რისკის გარეშე შესაძლებელია მიიღოს ლეკვმა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვეტექიმს !!!

პოსტის ავტორი: თენგო Feb 8 2010, 12:03

ზაზა

ციტატა(zaza @ 8th February 2010 - 12:44) *
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ვეტექიმს !!!

+1000000000000000000
დრონტალი მეც ბევრჯერ გამოვცადე, ძალიან მაგარია.
.

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 8 2010, 12:59

ჩვენთან ახალი ლეკვები გამოჩნდნენ,თან თემაც არის გახსნილი საველეებზე და გამოფენებზე,ამიტომ საინტერესო უნდა იყოს ძაღლის მომზადება გამოფენისათვის.ეს უკანასკნელი 2.5,3 თვიდან უნდა მივაჩვიოთ ლეკვს ანუ სწორი დგომა,კბილების ჩვენება და სხვა.ლეკვი დააყენეთ პატარა სკამზე ან იატაკზე და წინა ფეხები გაუსწორეთ ერთმანეთის პარალელურად,უკანა კი -- გაუწიეთ უკან,მარჯვენა ხელით აუწიეთ თავი ქვედა ყბაზე ხელის ამოდებით ისე,რომ თავი კარგად უჩანდეს,ხოლო მარცხენა ხელით გაუსწორეთ მუცელი.ასეთი დგომი გამოფენებზე და ვიდეოებში ნანახი გექნებათ.ასე ამყოფეთ ლეკვი 2-3 წუთი,თან შეაქეთ და ბოლოს რამე საჭმელი მიეცით (პატარა ყველის ნაჭერი...).იმეორეთ აღნიშნული ხშირად და ლეკვი შემდეგ ამას სიამოვნებით გააკეთებს.რაც შეეხება კბილებს,ექსპერტებს ხშირად უჭირთ ძაღლისთვის თანკბილვის შემოწმება,რაც ხშირად ძაღლის აგრესიითაც არის გამოწვეული,ის ვერ ხვდება რა უნდათ მისგან,ამიტომ იმავე ასაკის ლეკვს ხშირად დაუთვალიერეთ კბილები,მოეფერეთ და მიხვდება,რომ ამაში საგანგაშო არაფერია

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 8 2010, 17:49

გოგა

ციტატა(giorgevich @ 7th February 2010 - 17:15) *
ერთერთ ჩვენ იაღოველ მეგობარს(სახელსა და გვარს არ დავასახელებ,ჩვენი კოლმეურნეობის თავჯდომარეა ) ეს რო გაეთვალისწინებინა,ეხლა ზრდილობიანი ძაღლი ეყოლებოდა.

გენიოსი ხარ რა მოკლედ...
მე ყოველთვის ვითვალისწინებდი, უვიცებმა და დეგენარეტებმა მიაჩვიეს, ჩუმჩუმათ რომ უყრიდნენ მაგოდის ქვეშიდან newsmile05.gif

ციტატა(giorgevich @ 7th February 2010 - 17:15) *
ძაღლს თუ კულტურა არ აქვს და დამჯერე არ არის ის შეგაწუხებს თუნდაც ნადირობის დროს

შენ ძაღლსაც დაუდგება გაზაფხული, და საერთოდ ეგეთი მანკიერი სურვილები ყველა ძაღლს აქვს, უბრალოდ ყოველთვის უნდა კონტროლი. გაზრდილსაც კი....




პოსტის ავტორი: ვიტო Feb 8 2010, 19:04

მისმინეთ, სიბრძნეები უნდა ვილაპარაკო newsmile05.gif

ბარემ ჩემ პირად და ძაიან მწარე გამოცდილებასაც მოვყვები, ლეკვების პატრონებს შეგიძლიათ გაითვალისწინოთ...

რაც ყველაზე ძალიან შემეშალა ლეკვობის პერიოდში ის იყო რომ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევდი,
ყოველ გასეირნებაზე ვფიქრობდი ეხლა მეზარება და შემდეგზე გადავაჩვევ რამე მავნე ჩვევასთქო, უფრო სწორედ
გასვლაზე მავნე ჩვევები არ აქვთ, აღზრდის შემდეგ ეჩვევიან ამას.......
ყოველთვის მიყვარდა ლაღი და თავისუფალი ძაღლები, ძმაკაცივით რომ გიყურებენ, მაგრამ ეგრე არ ყოფილა,
იმხელა სიჯიუტეს მიეჩვია ამ თავისუფლებაში რომ თუ რაც საშველი აქვს იმის ნახევარს მივაღწიე ძალიან ბედნიერი ვიქნები...

არავითარ შემთხვევაში არ მიაჩვიოთ მანქანაში სკამზე ჯდომას, ჯობია საბარგულში ან "კოვრიკზე" დაიწყოთ პირველივე
შემთხვევიდან, რამოდენიმეჯერ იწუწუნებს მაგრამ მთელი ცხოვრება დაისვენებთ...

არ მიაჩვიოთ თქვენზე შემოხტომას, ძალიან საშიშია ნადირობის დროს, მაშინ როდესაც თოფი ხელში გეჭირებათ...
თენგომ მასწავლა რამოდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი მეთოდი და ჩემი ძაღლისნაერ იეღოველსაც კი
რამოდენიმე ჯერზე გაკეთების შემდეგ ამის კეთებას მოარიდა, მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც
შემოგახტებათ დაიჭირეთ ორივე თათით და მაწარეთ მოუჭირეთ, იმ დონეზე რომ წკმუტუნი დაიწყოს, არ შეგეცოდოთ....
ესე ქენით რამოდენიმეჯერ ან კიდევ დაიჭირეთ თათები და ფეხი უკანა თათზე დაადგით, კარაქივით მუშაობს ეს ტექნიკა newsmile05.gif

კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ მიაჩვიოთ ჭამას იმ დროს როდესაც თქვენ ჭამთ, ყოველთვის მოარიდეთ მაგიდას, თუ იმასაც
მიაღცევთ რომ ბრძანების გარეშე არ ჭამოს ხომ უფრო უკეთესია..... ყოველთვის გააფრთხილეთ მეგობრები რომ არაფერი არ დაუგდონ
ძაღლს, მე როდესაც მაგას ვაჩვევდი ეგ შეეცოდათ ზუსტად და თავისი ჭკუით კარგი საქმე გამიკეტეს და ძაღლი შიმშილით არ მომიკლეს,
მაგრამ დღემდე ვიშუშებ იარებს newsmile05.gif

კიდევ რა შემეშალა და ის რომ დაბმას არ მივაჩვიე, ნებისმიერი ძაღლი უნდა იტანდეს ამას ყველანაირი წუწუნის გარეშე...

კიდვ ის იყო რომ - კიდევ ბევრი რამე იყო, ჯერჯერობით ეს დაიმახსოვრეთ newsmile05.gif დანარჩენებიც გამოდით აბა სიბრძნეებს........

პოსტის ავტორი: გოგა Feb 8 2010, 19:07

ვიტო
მე კაიფის მიზნით არ მითქვია.პირიქით მეც მაწუხებს ნებისმიერი სხვისი ძაღლის უზრდელური მოქცევა.შენ კიდე ნუ გაახურე საქმე,მარტო სუფრასთან მიმართებაში არ არის შენი ძაღლი ეგრე,ისედაც საკმაოდ უზრდელია.და ამას იმიტო არ ვამბობ რო არ იცი ძაღლის გაზრდა,მე დავაბრალებდი შენს იშვიათ კონტაქტს ტარასასთან(ეხლა რატო ხარ იშვიათად ძაღლთან და რისი ბრალია მაგას არ აქვს მნიშვნელობა).
ჩემი ძაღლის გაზაფხულს რაც შეეხება არასდროს დამიჩემებია პროფესორი ვარ დაგეშვაში,ან მაგარი გამეზრდება დინო მეთქი,მაგრამ ვცდილობ შევამცირო მისი თავნებობა და მეტად დამჯერე გავხადო.
ძაღლთან ხშირი ურთიერთობა თუ არ აქვს ადამიანს,რაც არ უნდა ნასწავლი ყავდეს,მაინც წავა ხელიდან.რო იგრძნობს უყურადღებობას მერე გააკეთებს იმას რაც უნდა.
და ნუ მებლატავები,ნიშნის მოგებით არ ვამბობ,უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე newsmile05.gif

ისე ერთს ვიტყვი აღზრდასთან დაკავშირებით.რაც ძაღლები მყოლია ვერ ვიტყვი ყველა ერთი სიტყვით მიჯერებდა მეთქი,მაგრამ დაჩმორების თუ აღზრდის მეშვეობით მაინც ვაღცევდი ჩემსას და ასე ვთქვათ არ ვაბლატავებდი არასოდეს

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 8 2010, 19:11

გოგა
მერე მე რა გითხარი რო? newsmile05.gif წაიკითხე რა ჩემი აღსარება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Feb 8 2010, 19:24

ვიტო
რო დავწერე მერე გამოჩნდა newsmile05.gif

ყველაფერი კარგია რაც დაწერე,გამოგვადგება ეგ რჩევები ყველას.გახსოვს რო მითხარი რატო არ უშვებ დინოს,სულ დაბმული რატო გყავსო?! აუცილებლად უნდა მიეჩვიოს ძაღლი იმას რო ის შეიძლება დააბან,ანუ თავიდან სულ დაბმული უნდა იყოს.ერთხელაც სტუმარი რო მოგივა კაცს და მერე დააბავ,გასკდება ყეფით და შეგაწუხებს.მაგალითი ვიწვნიე ერთ ჩემ დრათხარზე,რო არ მივაჩვიე თავიდან.რო დამჭირდებოდა მერე დაბმა იკლებდა იქაურობას და დაჟე რამოდენიმეჯერ აიშვა კიდეც ან გამოძვრა საძაღლიდან!!!


ციტატა(vito @ 8th February 2010 - 20:04) *
არ მიაჩვიოთ თქვენზე შემოხტომას, ძალიან საშიშია ნადირობის დროს, მაშინ როდესაც თოფი ხელში გეჭირებათ...

ეს არც ისეა სასიამოვნო,კაკ მინიმუმ დაგსვრის newsmile05.gif და + მერე მანქანაზეც იციან ეგრე შეხტომა და კაწრავენ!!!

ციტატა(vito @ 8th February 2010 - 20:04) *
ყოველთვის მიყვარდა ლაღი და თავისუფალი ძაღლები, ძმაკაცივით რომ გიყურებენ, მაგრამ ეგრე არ ყოფილა,

ამაზე იმას ვიტყოდი რო ძაღლი შვილი არ არის და ვერ აუხსნი და ისე ვერ გააგებინებ,ძმაკაცივით ვერ გეყოლება,თუ რამეს აშავებს უნდა დასაჯო.

სხვისი წმევა ძაღლისთვის რო ცუდია რა თმა უნდა,მაგრამ იმას დავამატებ რო როდესაც სხვასთან მივა ძაღლი უთხარით იმ ადამიანს რო გაუბრაზდეს და გამოაგდოს თქვენსკენ,ამის გაკეთებით ის მიეჩვევა რო ყველასთან არ ირბენს და ნადირობის დროსაც იქნება თქვენთან ახლოს!!!

მოკლეთ რო ვთქვათ ძაღლს ყველაფერი უნდა ვასწავლოთ თავიდანვე,გადადება და იმის თქმა რო ხვალ ვიზავ ძალიან ცუდია,დავაგვიანებთ!!!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 8 2010, 19:46

რაც შეიძლება ხშირად ატარეთ მინდორში და სანადიროდ ის ძაღლი რომელიც კვირაში ეერთხელ და თვეში ეერთხელ წაიყვანთ სანადიროდ იმისგან არაფერი არ გამოვა როგორც თქვენგან

პოსტის ავტორი: თენგო Feb 8 2010, 20:02

გოგა

ციტატა(giorgevich @ 8th February 2010 - 20:24) *
ციტატა(vito @ 8th February 2010 - 20:04)
ყოველთვის მიყვარდა ლაღი და თავისუფალი ძაღლები, ძმაკაცივით რომ გიყურებენ, მაგრამ ეგრე არ ყოფილა

ლაღი და თავისუფალი იყოს მარა ზღვარს არ უნდა გადადიოდეს. ძაღლის კი არა ყლ.....რი საქციელი ძმაკაცისგანაც მიუღებელია. არადა ცხოველის შემთხვევაში ყოველთვის ადამიანია დამნაშავე. ლეკვთან თამაში იცოცხლე კარგია, მაგრამ იქვე უნდა მონიშნოთ ის ზღვარი რომელსაც არ გინდათ რომ მერე დიდობაში გადავიდეს. ძაღლი ვერ ხვდება რატო არ შეიძლება დღეს ის რაც გუშინ დასაშვები იყო. აბსოლუტურად მართლები ხართ ვიტო და გოგა ,ვერ გაიგებს თუ ლეკვობაში მანქანის სავარძელზე იჯდა დღეს რატო არ შეიჭლება,და ა.შ. ამიტომ ახლავე ჩაუყარეთ სწორ ქცევას საფუძველი.
მეორეც არის ,ძაღლი ჯოგური ცხოველია,მითუმეტეს ხვადი,მითუმეტეს კონტინენტალი ყოველთვის ეცდება დომინირებას, ლეკვობიდან "გაუიასნეთ"
ვინ არის წინამძღოლი მერე რომ არ დაგჭირდეთ"კაჩაობა". ამის უამრავი მეთოდი არსებობს,ყველაზე მარტივია იყავით მკაცრი მაგრამ სამართლიანი,
როცა წასახალისებელია არ დაიზაროთ, მოეფერეთ, მიეცით სასუსნავი,საჭმელი კი არა რომელსაც ყოველდღე ჭამს არამედ რამე განსხვავებული, გემრიელი/
ზოგს უფრო თამაში უყვარს, ეთამაშეთ, წაახალისეთ.
ძაღლები ზუსტად გძნობენ ინტონაციებს,ზოგჯერ უბრალოდ მკაცრად დაძახებაც საკმარისია. და ა. შ. ათასნაირი ხერხია რომლითაც შეიძლება კონტაქტის დამყარება.



ამიტომ არ დაიზაროდ-მორჩილება და კიდევ ერთხელ მორჩილება!!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: გოგა Feb 8 2010, 20:08

ციტატა(qarqashadze @ 8th February 2010 - 21:02) *
არადა ცხოველის შემთხვევაში ყოველთვის ადამიანია დამნაშავე

მართალია.პირველი ძაღლი რო მყავდა ერთი ახლობელი მოვიდა ჩემთან(ჯიჯი,შეიძლება იცოდე თენგო) და ვაჩვენებდი ძაღლს.ხოდა რაღაცაზე არ დამიჯერა და უთავაზე ერთი.ჯიჯიმ კიდე მითხრა რა გინდა რას ერჩიო,თუ რამე არ იცის ძაღლმა ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალიაო!!! და ესეც არის!!!

პოსტის ავტორი: თენგო Feb 8 2010, 21:01

გოგა

ციტატა(giorgevich @ 8th February 2010 - 21:08) *
(ჯიჯი,შეიძლება იცოდე თენგო)

თამაზი ზარდიაშვილი?

პოსტის ავტორი: გოგა Feb 8 2010, 21:12

ციტატა(qarqashadze @ 8th February 2010 - 22:01) *
თამაზი ზარდიაშვილი?

კი

პოსტის ავტორი: თენგო Feb 8 2010, 21:46

გოგა
ჯიჯი ჯიგარ!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: გოგა Feb 8 2010, 22:10

თენგო
ხო,მაგარი კაცია newsmile05.gif პრინციპში შეიძლება ითქვას მაგასთან ვისწავლე ნადირობა.ნუ ბევრი რამე მაინც.
ლეკვის გაზრდასთან დაკავშირებით ბევრი რამ მასწავლა.მაგალითად მაქვს ჯიჯის ლავერაკი,დეზი.ის ძაღლი ისე ყავდა სულ თვალებში უყურებდა და მუშაობა მომწონდა ძალიან.უჯერებდა კიდეც.

პოსტის ავტორი: mgm Feb 9 2010, 00:28

ლეკვობიდან მიაჩვიეთ დაწოლას და ჯდომას, ბრძანების გარეშე არ უნდა ადგეს, ძალიან გამოგადგებათ გადაფრენებზე. მიაჩვიეთ ფეხთან სიარულს თასმის გარეშე ესეც საკმაოდ გამოგადგებათ, მაგალითად ჩემი აწ მარილზე წასული ძაღლით საკმაოდ წარმატებულად ვნადირობდი იხვზე--ბრძანებაზე ძაღლი მომყვებოდა ფეხთან ან უკან, ჩავუყვებოდი გადაფრენის მერე და არა მარტო,მდინარეს ან არხს და ჩამჯდარი იხვი ფრინდებოდა სასროლზე, ძაღლი თუ წინ გარბის მოგეხსენებათ იხვი ნაბულზე არ უჩერდება და ფრინდება შორს მონადირისგან.

პოსტის ავტორი: giorgi-gio Feb 15 2010, 00:29

მოგესალმებით ყველას, პოინტერის ლეკვი უნდა მოვიყვანო ჯერ დედა ძაღლთან არის ისევ , უნდა წამოვიყვანო ამდღეებში და გარეთ რომყავდეს კარგათ როდაუთბო თავის ბუნაგი ხოარ შესცივა,ტუ შევიყვანო ოთახში.

პოსტის ავტორი: Maverick Feb 15 2010, 12:51

ციტატა(giorgi-gio @ Feb 15 2010, 01:29) *
მოგესალმებით ყველას, პოინტერის ლეკვი უნდა მოვიყვანო ჯერ დედა ძაღლთან არის ისევ , უნდა წამოვიყვანო ამდღეებში და გარეთ რომყავდეს კარგათ როდაუთბო თავის ბუნაგი ხოარ შესცივა,ტუ შევიყვანო ოთახში.

ლეკვს როგორც კი მოიყვან ჭიებზე დაამუშავე და სანამ აცრებს არ დაუმთავრებ გარეთ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

პოსტის ავტორი: giorgi-gio Mar 3 2010, 23:01

ყოველთვის მოგესალმებით ბიჭებო, ერტი რამე მაინტერესებს, აცრებს უწყებ ორდღეში ნატულალური საკვების გარდა სხვა ვიტამინები არუნდა არაფერიი!

პოსტის ავტორი: giorgi-gio Mar 5 2010, 18:56

წინასწარ მადლობთ.

პოსტის ავტორი: თენგო Mar 5 2010, 19:40

giorgi-gio
ესე თქმა ძნელია,იქნებ ვეტექიმს აჩვენო.

პოსტის ავტორი: mixailo Mar 7 2010, 22:42

მაინტერესებს, რა ასაკამდე ჯობია ლეკვის დედასთან დატოვება? წამოყვანის შემდეგ რომ ადვილად შეეჩვიოს სხვ გარემოს

პოსტის ავტორი: თენგო Mar 8 2010, 10:32

mixailo

ციტატა(mixailo @ 7th March 2010 - 23:42) *
მაინტერესებს, რა ასაკამდე ჯობია ლეკვის დედასთან დატოვება? წამოყვანის შემდეგ რომ ადვილად შეეჩვიოს სხვ გარემოს

45 დღე ოპტიმალურად მიმაჩნია,ამ ასაკის შემდეგ ძუს რძე აკლდება და ლეკვის მცდელობა მოწოვოს აღიზიანებს,არ არის გამორიცხული რამე ტრამვაც მიაყენოს. თუ ამ ვადას გადავაცილებთ მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ,ლეკვი კარგად უნდა ვკვებით რომ დედა ნაკლებად შეაწუხოს,თუ ამ პრობლემას მოვაგვარებთ რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დატოვე დედასთან.

პოსტის ავტორი: mixailo Mar 8 2010, 13:13

ციტატა(qarqashadze @ 8th March 2010 - 11:32) *
45 დღე ოპტიმალურად მიმაჩნია,ამ ასაკის შემდეგ ძუს რძე აკლდება და ლეკვის მცდელობა მოწოვოს აღიზიანებს,არ არის გამორიცხული რამე ტრამვაც მიაყენოს. თუ ამ ვადას გადავაცილებთ მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ,ლეკვი კარგად უნდა ვკვებით რომ დედა ნაკლებად შეაწუხოს,თუ ამ პრობლემას მოვაგვარებთ რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დატოვე დედასთან

45 დღეზე ადრე წამოყვანა არ არის სასურველი? მაგალითად 30 ღდის ფარგლებში?

პოსტის ავტორი: თენგო Mar 8 2010, 13:22

mixailo

ციტატა(mixailo @ 8th March 2010 - 14:13) *
45 დღეზე ადრე წამოყვანა არ არის სასურველი? მაგალითად 30 ღდის ფარგლებში?

მინიმუმ 30 დღე გააჩერე.

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 17 2010, 22:56

ეხლა ჩემმა ძაღლმა ჩუმად დაითრია მოხარშული ძეხვის ნაჭერი...ვერ მივასწარით. როგორც ეტიკეტზე აღმოჩნდა წარწერა..ღორის ხორცი ყოფილა... იქნებ ვინმემ მირჩიოთ რა ვქნა???... რამე მოუვა???..ლეკვია 3 თვის.

ან ვეტექიმის ნომერი ხომ არ იცით ვინმემ????....

პოსტის ავტორი: გოგა Mar 17 2010, 23:02

ჯერ ერთი თუ ბევრი არ ჭამა არა მგონია რამე მოუვიდეს და მეორეც შენ გჯერა რო მაგ ძეხვში ღორის ხორცი იქნებოდა? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 17 2010, 23:06

ციტატა(giorgevich @ 18th March 2010 - 00:02) *
გჯერა რო მაგ ძეხვში ღორის ხორცი იქნებოდა?

ზედ კი ეგრე აწერია(თან ქართულად) და რავიცი... ადრე ირლანდიური სეტერის ლეკვი მომიკვდა მაგისი გულისთვის. კუჭის ამორეცხვა ან რამე ეგეთი არ მოსულა???...

პოსტის ავტორი: გოგა Mar 17 2010, 23:08

ციტატა(levani @ 18th March 2010 - 00:06) *
კუჭის ამორეცხვა ან რამე ეგეთი არ მოსულა???...

როგორ არ მოსულა,მაგრამ შენ როგორ იზავ.რა ცუდათ ხო არ არის უკვე???

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 17 2010, 23:08

პმ ნახე

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 17 2010, 23:24

ციტატა(giorgevich @ 18th March 2010 - 00:08) *
რა ცუდათ ხო არ არის უკვე???

ძინავს... მგონი ჩვეულებრივად უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: გოგა Mar 17 2010, 23:28

ლევანი
ხოდა ეგ არაფერი როგორც მგონია არაფერი მოუვა,თან თუ ერთი პატარა ნაჭერი ჭამა.რა თქმა უნდა სასურველი არ არის მაგრამ ჯერ ერთი საერთოდ მეეჭვება ამ ძეხვებში ღორის ხორცი იყოს და მეორეც თუ არის დაბალი დოზით იქნება.ისე შეიძლება კუჭი აუშალოს,მაგრამ საშიში არა მგონია.
ისე მე რო მალაპარაკებთ ამ ხალგაზრდა კაცს,ძაღლი კი მყოლია მაგრამ მთლად ვეტერინარი არ ვარ და უფრო გამოცდილი არავინ არის ეხლა ფორუმზე??? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 19 2010, 00:50

უკვე მაგ ძაღლს მონელებული ექნება ეგ newsmile05.gif ახლა რაც შეეხება ღორის ხორც მაგ ძეცვში არ არის იმ რაოდენობით ცხიმი რომ პატარა ძეხვის ნაცჰერმა ისეთი პრობლემა შეუქმნას რომ 3 თვის ლეკვი ცუდად გახდეს .. მაგრამ სიბრთხილეა საჭირო რომ სხვა დროს ეგეთი რამე არ მოხდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Mar 19 2010, 01:11

ლევან ხო კარგათ არის ძაღლი

პოსტის ავტორი: თენგო Mar 19 2010, 08:35

გოგა

ციტატა(giorgevich @ 18th March 2010 - 00:28) *
ისე მე რო მალაპარაკებთ ამ ხალგაზრდა კაცს,ძაღლი კი მყოლია მაგრამ მთლად ვეტერინარი არ ვარ და უფრო გამოცდილი არავინ არის ეხლა ფორუმზე???

მიეცი ნიჭსა გზა ფართო!!!!!!!!!!!)newsmile05.gifnewsmile05.gif:
რასაც ლაპარაკობ სწორად ლაპარაკობ და რატომ არ უნდა გაცალონ? ძალიანაც სწორ რჩევებს აძლევ.

პოსტის ავტორი: irakli# maxi Mar 19 2010, 12:10

ციტატა(mixailo @ Mar 7 2010, 23:42) *
მაინტერესებს, რა ასაკამდე ჯობია ლეკვის დედასთან დატოვება? წამოყვანის შემდეგ რომ ადვილად შეეჩვიოს სხვ გარემოს


თუ დედას რძე აქვს და დამატებით საკვებსაც აზლევ ლეკვს. რაც მეტხანს გააჩერებ უკეთესია

პოსტის ავტორი: ლევანი Mar 19 2010, 14:11

ციტატა(giorgevich @ 19th March 2010 - 02:11) *
ლევან ხო კარგათ არის ძაღლი

კი...გადარჩა.. მარტო ჩვენ ვინერვიულეთ მთელი ღამე.. თვითონ ფეხებზეც არ ეკიდა... გადაპარჭყული ეგდო და ეძინა.... კუჭიც არ აშლია დაჟე... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ეტყობა მართლა ყალბი ძეხვი შეხვდა.. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif არა და ზედ ეწერა შემცველობა...მარტო ღორის ხორცი და ღორისვე ქონი... რითი ამზედაბენ ღმერთმა იცის.."ჩემ დუმაიუტ ეტი ჟიგული...ვაბშე ნე პანიატნა" newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gurika Apr 20 2010, 22:53

ბიჭებო ხო არ იცით სადმე იყიდებოდეს წიგნი, სადაც ეწერება ძაღლზე ყოლიფერი და ა.შ ერთმა კაი კაცმა მთხოვა და იქნებ დამეხმაროთ მოძიებაში

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Apr 20 2010, 23:35

gurika
რუსთაველზე მეტროს პირდაპირ რო ზოომაღაზიებია იქ მახსოვს რო რომელიღაცაში ქონდათ გასაყიდი წიგნები, კერძოდ რომელიმე ჯიშის ძაღლზე გინდა?

ისე ინტერნეტშიც შეიძლება მოიძიო


პოსტის ავტორი: gurika Apr 22 2010, 07:42

ვანიჩკა

სად. რომელ საითზე უნდა ინახოს აბა ლინკი დააგდე

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Apr 22 2010, 19:23

gurika
აბა ეს ნახე

http://up.jeje.ge//download.php?id=9345FFE225

თუ რომელიმე კონკრეტულ ჯიშზე გინდა დაწერე და დაგეხმარები მოძებნაში

პოსტის ავტორი: gurika Apr 25 2010, 07:19

ვანიჩკა

გაიხარე ძამო მაგრად მომეწონა, და ქართულად მინდა ჩემა სიმამრმა კარგა ვერ პლობს. გიჯდება როგორ ასწავლიო
მაინტერესებსო. პოინტერზე უფრო აინტერესებს. თუ ნახე დიდი მადლობელი დაგრჩები newsmile05.gif newsmile045.gif small3d018.gif newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Apr 25 2010, 11:49

gurika
ქართულად არამგონია რო რამე იყოს.

ორ წიგნს დავდებ კიდე

http://upload.ge/download.php?id=83B1A7178

http://upload.ge/download.php?id=B215F7478

პოსტის ავტორი: gurika Apr 25 2010, 21:09

საკმაოდ კაი მასალა მომაწოდე მადლობ ძმაო newsmile05.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 13 2010, 18:25

ავთანდილ
რკალივით ფეხები სავარაუდოდ რაქიტის ნიშანია, მაგრამ საგანგაშო არაფერია მთავარია ვიტამინები მიაწოდოს ლეკვის ორგანიზმს, არავითარი სირბილი არ უშველის მითუმეტეს ზამთარია უკვე და მზე არ ექნება ლეკვს.
ყველა ვარიანტში ექიმთან

პოსტის ავტორი: დათაბატონი Nov 13 2010, 18:34

D ვიტამინი და ამ ვიტამინით მდიდარი საჭმმელი

თუ კორპუსში ზრდი მმაქსიმალურად ეცადე გარეთ მზიან ამინდში ასეირნო

დანარჩენს მცოდნეები დაამატებენ იმედია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: avtandil jangavadze Nov 13 2010, 19:12

დიდი მადლობა რჩევებისთვის, საინტერესოა D ვიტამინს რომელი საჭმელი შეიცავს?

პოსტის ავტორი: feroni Nov 13 2010, 19:14

ძალიან სასარგებლო ლინკია, ლეკვის მოვლიდან დაგეშვამდე დამთავრებული ყველაფერია
http://www.kurzhaar.by.ru/Biblioteka/index_biblioteka.htm

პოსტის ავტორი: Maverick Nov 13 2010, 19:37

3D ვიტამინი მიეცი, კვირაში ორჯერ მოხარშული კვერცხი თავისი ნაჭუჭით, ნაჭუჭს თუ ყოველ ჭამაზე თუ მიცემ ძალიან კარგი იქნება, კარგად გარეცხე კვერცხი, და ისე მოხარშე, შემდეგ ცილა და გული შენ მიირთვი, ნაჭუჭი დაუნაყე ძალიან წვრილად და საკვებში აურიე, ასევე ცუდი არ იქნება თუ თევზის ქონის კაფსულასაც მისცემ, დღეში ერთხელ, სანამ კარგი ამინდებია მზეზე ყოფნა ძალიან წაადგება

მოკლედ არანაირი ხრეში და სხვა მაზოხისტური საშუალებები, ვიტანიმი D და კალცი არის მაგისი წამალი, რომელსაც შეიცავს კვერცხი, ხაჭო(კალცი), თევზის ქონი

პოსტის ავტორი: avtandil jangavadze Nov 13 2010, 20:19

უბრალოდ ისეთი ჯიშიერია, რომ მინდა ყველანაირად განვითარებული გაიზარდოს, მე თქვენი დახმარებით ცდას არ დავაკლებ, ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის. დრო და დრო დავწერ როგორ იქნება ჩემი პატარა ბიჭის ზრდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 13 2010, 21:11

ციტატა(gurika @ Apr 25 2010, 08:19) *
გიჟდება როგორ ასწავლიო

რა გინდა რო ასწავლო ძმი დაწერე და გეტყვით... იქნებ ჩვენც ვიცით.. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: giuna Feb 8 2011, 20:47

სალამი ბიჯებს, რაც წერია ყველა პოსტი წაკიტხული მაქვს ლეკვისტვის ნარტო კვერცხის ნაჭუჭი შეიძლება ტუ ცილაც და გულიც, ვერგავიგე ბოლო ჯამში.

კიდევ ხორცის ნახარში რომელ თვიდან შეიძლება დავაწყებინო, სანი ტვის პოინტერი მყავს.

პოსტის ავტორი: თენგო Feb 8 2011, 20:48

ცილაც და გულიც,ოღონდ ზომიერად.კვირაში ერთი უმი კვერცხი,მე მგონი კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: giuna Feb 8 2011, 20:52

კი კვირაში ორჯერ შეიძლება მეც ეგრე ვიცი.

მადლობ.

ნახარშზე რას მეტყვით.

პოსტის ავტორი: თენგო Feb 8 2011, 21:06

ციტატა(giuna @ 8th February 2011 - 21:52) *
ნახარშზე რას მეტყვით

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. საერთოდ,გირჩევ დაბალანსირებულ,სუპერ პრემიუმ ან პრემიუმ კლასის სპეციალურ ლეკვების საკვებზე გადაიყვანო. რა თქმა უნდა შიგადაშიგ ,ხორცით,ხაჭოთი,ბოსტნეულით გაუმრავალფეროვნე ულუფა.
ისეც იშვიათად. სუპერ პრემიუმ კლასის საკვებში ყველა საჭირო ელემენტია ლეკვის სწორი გაზრდისთვის.

პოსტის ავტორი: giuna Feb 8 2011, 21:25

ჟიგარი ხარ მადლობა

პოსტის ავტორი: giuna Feb 8 2011, 23:02

სტაფილოს ვაჭმევ ყოველდგე ხოშეიძლება

პოსტის ავტორი: თენგო Feb 9 2011, 08:38

giuna

ციტატა(giuna @ 9th February 2011 - 00:02) *
სტაფილოს ვაჭმევ ყოველდგე ხოშეიძლება

სტაფილო მაქვს ჩანთითა,აქეთ ჩამობრძანდითა! cooldog.gif
სტაფილო უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს,მათ შორის კაროტინს,რომელიც ლეკვისთვის ზამთრის პერიოდში ძალიან სასარგებლოა.
თუ ჭამს ,აჭამე!(მარა დააკვირდი,ყურები არ გაეზარდოს! noso.gif haied.gif )

პოსტის ავტორი: Maverick Feb 9 2011, 08:43

QUOTE (giuna @ Feb 9 2011, 00:02) *
სტაფილოს ვაჭმევ ყოველდგე ხოშეიძლება


სტაფილო ძალიან კარგი და ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეულია, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ შენი ოთხფეხა მეგობარი ძაღლია, მტაცებელი, მისი კუჭი არაა სტაფილოს გადამუშავებისათვის მოწყობილი, ამიტომ სტაფილო და სხვა დანარჩენი ბოსტნეული ჯობია მოწალული (მდუღარე წყალ გადასწმული და არა მდუღარეში ჩახარშული) მისცე, ვიტამინები მაინც დარჩება ბოსტნეულში, და ლეკვიც ადვილად მოინელებს

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Feb 9 2011, 10:32

ლეკვს კვერცხისას მარტო გულს აძლევენ, ცილას მაინც ვერ ამუშავებსო. ნაჭუჭი თუ შეჭამა, ეგ ძალიან კარგია. ცარცსაც უფხვნიდნენ ადრე და ძვლის ფხვნილიც იყო იაფი და იორღა "დაბავკა".

პოსტის ავტორი: dato6 Feb 9 2011, 11:12

ისე რომ იცოდეთ საქონლის უმი ხორცი კუნთის ანაჭრელი უნდა გაატაროთ ხორცსაკეპში და კვირაში ერთხელ მაინც 50-100გრამი მისცეთ. თუ რაიმე ვიტამინია ყველაფერი აქვს და ლეკვზე ძალიან დადებითად მოქმედებს, ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, ოღონდ რა თქმა უნდა მასწავლეს. ერთმა კინოლოგექსპერტმა თქვა რომ თუ რაიმე დეფეკტი აქვს ლეკვს, დღეში ერთხელ 50გრ. მიეცითო და შედეგსაც იხილავთო. თან არ დაგავიწყდეთ ვისი წარმომავლობისაა საერთოდ ძაღლიო და ზედმეტი შეკითხვებიც არ გაგიჩნდებათო. მგელი ხომ იცით როგორც კვებავს თავის ლეკვებს.

პოსტის ავტორი: chika Feb 9 2011, 20:22


giuna
სტაფილო ძალიან კარგია ლეკვისთვის, მაგრამ ძალიან მძიმეა გადასამუშავებლად ამიტომ მაინც და მაინც თუ უმად გინდა აჭამო მზესუმზირის ზეთი უნდა მოუსხა,თანაც თუ გახეხილი იქნება უკეტესია, გადამეტებული სტაფილოს ჭამაც არ არის სასურველი.თენგოს დაუგდე ყური გამოცდილია და ცუდს არ გირჩევს

პოსტის ავტორი: giuna Feb 10 2011, 01:35

პირველ რიგში მოგესალმებით.მადლობა ყველას დარიგებისთვის თქვენ გაიხარეთ.

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 25 2011, 09:53

მოგესალმებით ყველას,

ჩემი პოინტერი გასეირნებისას როდესაც ავუშვებ რომ ცოტა ირბინოს ხოლმე, თავისთავად ჯიშიდან გამომდინარე სულ რაღაცას ეძებს გამუდმებით. მოგეხსენებათ ქუჩაში

ათასნაირი ნაგავი ყრია საჭმლის ნარჩენი და ა.შ მანაც იცის რომ ამ ნარჩენს აუცილებლად იპოვის და ეძებს. პრობლემა იმაშია რომ ეტყობა საჭმლის სუნის სპეციფიკიდან

გამომდინარე ეს ე.წ "დაკრული" სუნებია და ძაღლი უმეტესად ცხვირდადებული ეძებს რაც ძალიან მაღიზიანებს. ჯერ 5 თვის ხდება და მინდორში არ გამიყვანია.

შესაძელებელია რომ ესე ცხვირდაწებებული ძებნას მიეჩვიოს და ნადირობისასაც ესე დაიწყოს ძებნა?

P.S. ნუ რა თქმა უნდა თავის მაღლა აწევა და ლამაზად აქეთ იქით ცხვირის მოტარებაც იცის ხოლმე ხშირად, მაგრამ მე უფრო ის მხვდება თვალში ცუდად რო დადებს ხოლმე თავს

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Mar 25 2011, 10:54

თუ ბინაში გყავს, იქვე შეგიძლია ავარჯიშო მაღალი ყნოსვით სუნის აღებაში. მაგიდაზე, თაროზე, სკამზე დაუდე ხოლმე ყველის, ხორცის, ზეთში ჩაწებული პურის პატარა ნაჭრები. (ან რაც უყვარს) შეუშვი იმ ოთახში და უბრძანე: ნახე, ნახე-თქო! ეზოში იგივე შეგიძლია ბუჩქების, ხეების და ა.შ. გამოყენებით ჩაუტარო.

პოსტის ავტორი: Zhorika Mar 25 2011, 13:18

შადი შამოდი

დიდი მადლობა რჩევისთვის!

ეგრეც ვუკეთებ ხოლმე და საკმაოდ წარმატებითაც პოულობს თუნდაც არა მძაფრი სუნის მქონე სასუსნავსაც კი, მაგრამ ცხადია რომ ამ ვარჯიშის ინტენსივობა და ხანგრძლივობა

გაცილებით ნაკლებია მის ფაქტიურად მუდმივ ესეთ ძებნასთან მიმართებაში, ეზოში მყავს და სულ მიწას ყნოსავს თუ არ ძინავს ან წევს.

ეს საშიში ხომ არ არის ძებნის მანერისთვის? თუნდაც იმ ვარჯიშის გათვალისწინების და შესრულების შემთხვევაში რაც მირჩიეთ?

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Mar 25 2011, 15:15

ყნოსვის სიმაღლე (მანერა) ძირითადად გენეტიკური მოცემულობაა, თუმცა არასწორი გეშვით გაფუჭება შესაძლებელია, გაუკეთესება ნაკლებად. ეზოში როგორც იქცევა, პრინციპში ბევრს არაფერს ნიშნავს, ვნახოთ, მინდორში ქარის საწინააღმდეგოდ რომ ატარებთ, მაშინ რას იზამს.

პოსტის ავტორი: შალვა Mar 27 2011, 12:12

გუშინდელი ღამე თეთრად გავათენეთ (რათქმაუნდა ცალცალკე newsmile05.gif ) ჩემმა და დათო-ბუს ოჯახებმა??!! მიზეზი-ახლად აყვანილი ლეკვების მიერ მოწყობილი ,,კონცერტი" კრუსუნ-წკმუტუნის ფოოოოონზე, კიდევ კარგი დღეს კვირაა და ცოტა მოსვენებას შევძლებ მაგრამ ამაღამ თუ ყოველ საათნახევარში პადიომი მომიწია (1937 ასე აწამებდა ხალხს ჩკ) ორშაბათს სამსახურში დედა მექნება ნატირებიი newsmile039.gif ძმებო!! ბიძიებო!!! კეთილო და მცოდნე ხალხო!! გვირჩიეთ რამე გთხოვთ მე და დათო ბუს!!! უძინარი ოჯახების სახელით წინასწარ გიხდით მადლობას და ვკისრულობთ მაღარიჩს!!!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 27 2011, 12:27

რამდენ ხანში ერთხელ აჭმევ მე ყოველ 2 საათში ერთხელ ვაჭმევდი თავიდან ჭამის მერე ცოტას ვარბენინებდი და რომ დაიღლებოდა ვაწვენდი თავის ყუთში და იძინებდა ეხლა უკვე ჩემი 1 და 20 დგის არის და 5 ჯერ ჭამს დღე ღამეში

ჭიის წამალი მივეცი და თეთრი გრძელი ჭიები დაყარა 4 ცალი მაინტერესებს კიდე ხომ არ ეყოლება ჭიები

პოსტის ავტორი: შალვა Mar 27 2011, 12:27

ჰერცოგი997
2 საათში ერთხელ მეც ვაჭამე დღე, ვარბენინებ და მერე ვაძინებ თავის ყუთში, მაგრამ ღამე არ მიჭმევია (დილის6 !!! საათზე მიიღო დღეს პირველი პორცია) მაგრამ ღამე რა ვქნა? (რა ვქნათ?)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Mar 27 2011, 12:29

შალვა
ვერაფერს ვერ იზამ. მაქსიმუმ 5 დღე შეიძლება იწკმუტუნოს, მერე გადაეჩვევა. დედას ეძებს. ძირითადატ 2, 3 დღე ყოფნის ხოლმე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 27 2011, 12:31

ღამე უნდა აჭამო ყოველ 2 საათში ერთხელ იმიტომ წკმუტუნობს რომ შივდება და შანსი არ არის არ მოისვენებს

მე სათების მიხედვით ვაჭმევდი დანიშნული მქონდა საათზე მეც ზუსტად ეგეთი შეფერილობის მყავს

პოსტის ავტორი: dato6 Mar 27 2011, 13:15

შალვა გამარჯობა, მეც მყავს ჩემი უკვე 70 დღისაა და ეგ პრობლემა აღარ მაქვს და შეიძლება ითქვას არც მქონია, გარდა ჭამას თუ მოითხოვდა. მოკლეთ აიღე ერთი პლასმასის ბოთლი, ჩაასხი თბილზე ცოტა ცხელი წყალი, ხელზე რომ იგრძნო კაი სითბო და ეგ ჩაუდე, პრობლემაც მოხსნილია.


ან დედის ნაწოლი ნაჭერი უნდა წამოგეღო პატარა და არ იწკმუტუნებდნენ.

პოსტის ავტორი: Maverick Mar 27 2011, 16:14

QUOTE (შალვა @ Mar 27 2011, 13:12) *
გუშინდელი ღამე თეთრად გავათენეთ (რათქმაუნდა ცალცალკე newsmile05.gif ) ჩემმა და დათო-ბუს ოჯახებმა??!! მიზეზი-ახლად აყვანილი ლეკვების მიერ მოწყობილი ,,კონცერტი" კრუსუნ-წკმუტუნის ფოოოოონზე, კიდევ კარგი დღეს კვირაა და ცოტა მოსვენებას შევძლებ მაგრამ ამაღამ თუ ყოველ საათნახევარში პადიომი მომიწია (1937 ასე აწამებდა ხალხს ჩკ) ორშაბათს სამსახურში დედა მექნება ნატირებიი newsmile039.gif ძმებო!! ბიძიებო!!! კეთილო და მცოდნე ხალხო!! გვირჩიეთ რამე გთხოვთ მე და დათო ბუს!!! უძინარი ოჯახების სახელით წინასწარ გიხდით მადლობას და ვკისრულობთ მაღარიჩს!!!

ეგ პრობლემა გამოწვეულია, იმით რომ ლეკვები ვადაზე ადრე მოაცილეთ დედას, ვერაფერს ვერ იზავ, 3-5 დღე მოგიწევს პოდიომი, როგორც 1937 წელს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Mar 27 2011, 19:17

არავითარ შემთხვევაში ღამე არ აჭამო, თორემ ჩვევად გადაექცევა. შიმშილის გამო არ წკმუტუნებს, დედა უნდა, მარტოობა არ უნდა. არც ლოგინში ჩაიწვინო, ვეღარ გადააჩვევ. ცხელწყლიანი ბოთლი ამართლებს ხოლმე, თან თავთან დაიდე ყუთი და ხელი გადაუყავი ღამით ხანდახან, როცა გაგაღვიძებს.. მოეფერე, შეეხმიანე. ისე ეგ ამბავი მაქსიმუმ სამი ღამე გრძელდება, მეტი არა newsmile027.gif
თუ 18 თებერვალს არიან დაბადებულები, თვეზე მეტისანი ყოფილან, ყოველ 2 საათში ჭამა ორი კვირისანებს უნდათ, მაგათ5-6-ჯერ ეყოფათ.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 27 2011, 19:54

ხოდა მე რომ წამოვიყვანე 20 დგის იყო ვერც დადიოდა ვერც ხედავდა ნორმალუურად და მაგიტომ ვაჭმევდი 2 საათში ერთხელ

პოსტის ავტორი: შალვა Mar 27 2011, 21:54

dato6
ჭალიმგელა
ჰერცოგი997
შადი შამოდი
მავერიკ
მადლობა გამოხმაურებისათვის! აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს.

პოსტის ავტორი: შალვა Mar 28 2011, 09:33

გრელკის " მომგონს გაუმარჯოს აი ვის ეკუთვნოდა ნობელის პრემია!!!!
დილის 6.30 საათამდე ხმა არ ამოუღია ჩემ ლეკვს ეძინა ხოშიანად, დილას ,,გასეირნება"
მოითხოვა და მერე ისევ ჩაეხუტა თბილ ,,გრელკას" კიდევ დიდი მადლობა დაკვალიანებისათვის!!

პოსტის ავტორი: Davitus Mar 29 2011, 02:00

შალვა

ეს თემა ახლა ვნახე რატომღაც, გილოცავ შალვაჯან

მერამდენე დღეა რაც გყავს? 2-3 დღის მერე აღარ წკმუტუნებენ ხოლმე, ეგ გრელკა ზოგს შველის და ზოგს არა, ჩემმა სეტერმა 4 ღამე მაწვალა და მერე ხმა არ ამოუღია, მიეჩვია

პოსტის ავტორი: შალვა Mar 29 2011, 12:17

Davitus
დიდი მადლობა!!!
ყოლიფერი მოგვარდა 5-ზე! newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kostarika255 Apr 7 2011, 11:28

გაუმარჯოს კველას, მე მკავს გორდონი 3-წ 7თ, მწყერზე რო ვნადირობ კარგია სტოიკას აკეტებს და მოაქვს კიდეც,მარა იხვზე რო ვნადირობ ედზებს კარგად,რო მოვკლავ ნახულობს კიდეც მარა მოტანა არ აქვს,რო ნახავს აწევს პირით დამანახებს და აგდებს ისევ და არ მოაკვს...წელს პირველად გავიკვანე იხვზე,მყავდა სამჯერ...

ყველანაირად ვცადე მარა მაინც არ მოაკვს.რას მირჩევტ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 7 2011, 11:39

არ მოწონს იხვი და მაგიტომ იხვს რომ მოუკლავ ეცადე მოკლულ ფრინვალის გადაგდება მოტანაში ავარჯიშო მაგრამე მემგონი დაგვიანებულია

პოსტის ავტორი: mgm Apr 7 2011, 14:21

წყლიდან თუ გამოაქვს ?

პოსტის ავტორი: dato_dato Apr 7 2011, 15:41

გამარჯობა მეგობარო წავიკითხეთ თქვენი დაწერილი, თქვენს ძახლს წხლის ხომ არ ეშინია? წხალში შედის როდესაც მოკალით იხვი შევიდა ტუ არა წხალში? სად ცხოვრობთ Shooting.gif

პოსტის ავტორი: Zhorika Apr 15 2011, 10:25

გამარჯობა!

ყველგან ვეძებე ფორუმზე და ვერ ვიპოვე მონადირე ძაღლებთან დაკავშირებულ ლიტერატურაზე. კონკრეტულად პოინტერის შესახებ მინდა თუ იცით ვინმემ სად იყიდება

წიგნები ან თუ ნეტში არსებობს სრულყოფილი ონლაინ გამოცემა აღზრდაზე მოვლაზე დაგეშვაზე ხასიათის დეტალებსა და ტემპერამენტზე ა.შ. ადრე ვიყიდე ინგლისურ

სეტერზე მაშინ სეტერი მყავდა რუსულად ძალიან კარგი წიგნი იყო და ვერაფრით ვერ ვიხსენებ სად ვიყიდე ისიც მახსოვს რომ სადაც ვიყიდე ყველა მონადირე ჯიშზე იყო ცალ

ცალკე წიგნები. იქნებ ვინმეს ქონდეს რამე ინფორმაცია

მადლობა!

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 15 2011, 11:26

ხშირად ატარე, იხვის ბუმბული ზოგ ძაღლს თავიდან არ მოწონს, ზიზღით ეკიდება, მაგრამ დროთა განმავლობაში მონადირის ჟინი ძლევს და ეჩვევა. ხშირია ეგეთი შემთხვევები. დრო უნდა და ინტენსიური პრაქტიკა. ბაკლანს მაგალითად იშვიათად რომ ძაღლმა პირი მოკიდოს.

პოსტის ავტორი: გურგენა Apr 22 2011, 20:50

კეთილო ხალხო, ერთ პრობლემას შეეფეთა ჩემი ახლობელი.
მაგის ძაღლს პირველად ეყოლა ლეკვები დაახლოებით 4 კვირის წინ. აქამდე ყველაფერი ნორმალურად იყო აჭმევდა კიდეც და ათბობდა კიდეც თავისი სითბოთი. დღეს რატომღაც გადაწყვიტა ძაღლმა ლეკვების გამოყვანა ბუნაგიდან. არადა გარეთ შესცივდებათ. რამდენიც ჩაუსვა უკან იმდენი გადმოსვა ძაღლმა. რას მირჩევთ?..

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 22 2011, 21:09

გურგენა შეიძლება კბილები წამოეზარდათ და ძუძუზე კბენენ. ჩემი ძაღლიც აღარ იკარებდა ლკეკვებს 1 თვის მერე, და ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანე.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 22 2011, 22:57

უეჭველი კბილები გაეზარდათ და კბენენ და იმიტომ გადმოყარა და თვითონ ისვენებს არ აძინებენ და დაიღალა ისე ცალკე, რომ გყავდეთ მაქსიმუმ 1 საათთ ჯობია დედალი ძაღლი დაისვენებს და ხელევნურ კვებაზე გადაიყვანეთ ლეკვები

პოსტის ავტორი: temo.p Apr 26 2011, 10:52

მართალია მეც დაგეთანხმებით ეგ პრობლემა ქონდა ზუსტად ბიძაჩემის ძაღლს.ჯობია მოაცილოთ ლეკვები და ძაღლი რო დაისვენებს მერე მიუსვით ხოლმე თან პარალელურად ხელოვნურადაც აჭამეთ.

პოსტის ავტორი: bero Apr 28 2011, 14:13

http://pix.ge/

http://pix.ge/

მოკლედ არ შემიძლია რომ არ გაგიზიაროთ. ეს არის ჩემი პირველი მეძებარი ძაღლი ინგლისური სეტერი ( ლავერაკი ) რომელმაც უკვე მაგრად შემაყვარა თავი
სახელი – მესი ( მეფის რეალის ქომაგი გახლავართ)
ლეკვი ჩემმა მეგრელმა ჯიმამ მაჩუქა
სამწუხაროდ საბუთები არ აქვს , დედ–მამა კარგი მონადირეები არიან. მაჩუქეს ამიტომ უარი არ ვთქვი. ძაან მოძრავი აქტიური ლეკვია
2 თვის არის ჯერ, "სანადიროდ" გავიყვანე სოფელ არანისის ტყეში უბრალოდ თოფის ხმის ეშინია თქო თუ არა ვამოწმებდი და თქვენ წარმოიდგინეთ სადაც მივდიოდი ყველგან მომყვებოდა თოფის გასროლის ჩემთან ერთად მყოფ ხალხს უფრო შეეშინდა ვიდრე ძაღლს newsmile05.gif

დადებითი მხარე ის აქვს , ძაღლი გისმენს და უკვე რაღაცეების მოტანა, დაჯდომას ადვილად ითვისებს, ანუ ჭკვიანი ძაღლია

უარყოფითი კი ის აქვს , რომ საჭმელს რადმენსაც მისცემ იმდენს შეჭამს. სამზარეულო სოფელში გარეთ მაქვს ამიტომ ცოტა გაწუწკდა. ( ყველას კატეგორიულად აუკრძალე ხელიდან საჭმლის მიცემა)

იმისათვის , რომ არ გავცდეთ თემის სათაურს , გთხოვთ, რჩევები, შენიშნვები, გამიზიაროთ რაც ლეკვის მოვლასთან სანადირო კუთხით შეიძლება ურჩიოთ თქვენს შვილს და თქვენს ყველაზე საყვარელ მონადირე პარტნიორს. newsmile05.gif

პატივისცემით ბერო.

პოსტის ავტორი: khmaltevza Apr 28 2011, 21:07

ადრე სოფლისთვის ვიყიდე ირლანდიური სეტერის ლეკვი და სანამ აუცილებელ აცრებს ჩავუტარებდი მყავდა სახლში. მოკლედ, გააოხრა აავეჯი დახრა სკამების ფეხები, დაკაწრა კარები და ა.შ. ეხლა ვაპირებ ლეკვის აყვანას და მაინტერესებს რამენაირად თუ შეიძლება ავერიდო ამ ყველაფერს? როგორ მოვიქცე რო იგივე არ განმეორდეს? თუ არსებობს რაიმე საშუალება.

პოსტის ავტორი: შალვა Apr 28 2011, 21:23

აივანზე თუ წამოზრდი (დათბება ალბათ ამის დედაც...)

პოსტის ავტორი: khmaltevza Apr 28 2011, 21:26

ციტატა(შალვა @ Apr 28 2011, 22:23) *
აივანზე თუ წამოზრდი (დათბება ალბათ ამის დედაც...)



ეჰ აივანზე მეძებარი ცოდოა. ძალიან მეცოდება. თან სეტერები ისეთი ცოცხლები არიან. აივანზე მყავდა და ანგრევდა იქაურობას "თქვენთან მინდაო" newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Apr 28 2011, 21:41

მე მაგ დღეში ვარ შარშან სიმწრით newsmile093.gif გაკეთებულ რემონტს დედა აღარ ყავს! მაგრამ შარშანდელი უძაღლოდ ჩავლილი სეზონი რომ მახსენდება.... გავკარი რემონტს და შპალიერს! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 28 2011, 23:35

მოკლედ თქვენც რემონტიც გინდათ და ლეკვიც ეე ეეგრე არ გამოვა newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: khmaltevza Apr 29 2011, 00:24

როგორც ვარტყობ მოუწევს სკამის ფეხებს ღრღნა. მერე ლეკვიც გაიზრდება დადინჯდება და ალბათ შეეშვება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 29 2011, 01:53

khmaltevza

ერთი რაც შემიძლია გირჩიო ჩემი მწირი გამოცდილებიდან: ლეკვს სანამ პირველი აცრა არ ჩაუტარდება, მანამდე სახლში არ მიიყვანო, არ იყიდო, არ აიყვანო, თუნდაც გჩუქნიდნენ.....

პოსტის ავტორი: Maverick Apr 29 2011, 08:19

QUOTE (ჩელე @ Apr 29 2011, 02:53) *
khmaltevza

ერთი რაც შემიძლია გირჩიო ჩემი მწირი გამოცდილებიდან: ლეკვს სანამ პირველი აცრა არ ჩაუტარდება, მანამდე სახლში არ მიიყვანო, არ იყიდო, არ აიყვანო, თუნდაც გჩუქნიდნენ.....


სახლში კი უნდა მიიყვანოს, პადიეზში არ უნდა ასეირნოს

პოსტის ავტორი: temo.p May 3 2011, 11:44

რადგან ჩუქებაზეც მიდგა საქმე იქნებ ვინმეს ყავდეს გასაჩუქებელი ლეკვი ან ძალიან იაფად?მაგრად მინდა. ჩემი მომიკლეს და ვეღარ ვძლებ ძაღლის გარესე

პოსტის ავტორი: kupra May 3 2011, 20:29

ლეკვის გაზდა მაგარი შრომატევადი საკმეა ტუ არ გაკ დრო და ენერგია არ გირს საერტოდ რომ აიკვანო ტორე ისეც ცოდოა და შენც

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 3 2011, 20:35

შრომატევადი კი არა მართლა ტვინის გასაბურღი რამ არის ჯერ სადამ აცრი და გარეთ გაიყვან სულ სალფეტკებით უნდა სდიო, შემდეგ აცრებს მორჩები და ახალ სივცის გაცნობისას ყველაფერს გემოს უსინჯავს და ყველაფერს სუნავს მაგ დროს ყველაზე საშიშია, ამიტომ ლეკვს სადამ აიყვან უნდა იცოდე რას კიდებ ხელს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 3 2011, 20:40

ჰერცოგი997
კი ეგრეა. თუ არ სეგიძლია არც შენ უნდა იწვალო და არც ძაღლი აწვალო. რამდენი მინახავს მშვენიერი ლეკვი აუყვანია და ბოლოს ან გაუგდია ან სუფელში მიუბარებია ვინმესთვის ეზოს ძაღლად

პოსტის ავტორი: temo.p May 3 2011, 21:58

ეეეე შრომატევადი როა ეგ მეც ვიცი არაფრისგა ძაღლი დავაყენე მართალია ჯერ 18წლის ვარ მარა გამოცდილება გაზრდაში მაქვს.უკვე ნაბულზეც დგებოდა და წყალშიც შედიოდა მარა მომიკლეს სამწუხაროდ vava.gif იმაშიც დამეთანხმებით რო მაგ შრომის მერე მინდორში რო გაუშვებ და მიყვები სანადიროდ მაგაზე დიდი სიამოვნება არაფერია

პოსტის ავტორი: Maverick May 4 2011, 08:01

temo.p
კაცო რომ გაიძახი მომიკლეს, მომიკლესო, ძალით გადაუარა მანქანამ? თუ უყურადღებოდ გყავდა მიტოვებული ლეკვი და მანქანამ დაარტყა?

პოსტის ავტორი: temo.p May 6 2011, 16:36

არა რა უყურადგებოდ კაცო ხო გითხარი უკვე როგორც.


ისე კი დიდი მადლობა მინდა გითხრა ყურადღების მოქცევისთვის.

პოსტის ავტორი: kupra May 6 2011, 17:01

ლეკვი დამცკვდეული უნდა გკავდეს სანამ გონზე მოვა

პოსტის ავტორი: temo.p May 6 2011, 19:30

კი მესმის მარა გარეთაც საჭიროა გამოყვანა და გასეირნება ხმაურს,ხალხს და ეგეთ რამეებს რო შეეჩვიოს ოღონდ რაღა თქმა უნდა საბმელით.ნუ რაც მოხდა მოხდა ამიერიდან მეცოდინება ხო არ გადავყვები

პოსტის ავტორი: khmaltevza May 6 2011, 19:51

ციტატა
ხო არ გადავყვები

temo.p არ გეწყინოს, მაგრამ ლეკვს რომ აიყვან გადაყოლა კიარა შვილივით უნდა მოუარო... ან საერთოდ უნდა მოეშვა ძაღლს...

პოსტის ავტორი: temo.p May 7 2011, 13:23

ციტატა(khmaltevza @ May 6 2011, 20:51) *
temo.p არ გეწყინოს, მაგრამ ლეკვს რომ აიყვან გადაყოლა კიარა შვილივით უნდა მოუარო... ან საერთოდ უნდა მოეშვა ძაღლს...

შენ სწორად ვერ გამიგე მე გადაყოლაში ის ვიგულისხმე რო უკვე აღარ მყავს ლეკვი და იმაზე ფიქრს ხო არ გადავყვები მეთქი თორე გადაყოლა რო უნდა ლეკვის გაზრდას მაგისი თქმა არ მჭირდება

პოსტის ავტორი: ჩიკა May 7 2011, 16:35

khmaltevza
აქამდე არ მქონდა წაკითხული თქვენი პრობლემა 3 თვემდე 3,5 თვემდე ლეკვი არაფერს არ ღრნის სანამ კბილების გამოცვლას არ დაიწყებს და არ ეფხანება ღრძილები, რო არ ღრნას სკამის ფეხები და ავეჯი სჭირდება ყურადღებაც და არსებობს უამრავი საშვალება მაგალითად საკმაოდ გამძლე რეზინის ბურთები, ძვლები და ასევე ისეთი ძვლები, რომლებიც ღრნის დროს იჭმევა,ასეთივე მასალის არის ფეხსაცმელებიც საღრნელად მოკლედ მასთან დროის გამონახვაც და თამაშიც რა თქქმა უნდა აუცილებელია, რა თქმა უნდა ბევრი ტარებაც უნდა, რომ დაიღალოს ენერგია დახარჯოს ამის შემდეგ საკმაოდ დითხანს იქნება წყნარად და ეძინება ეს შემიძლია გირჩიოთ

პოსტის ავტორი: khmaltevza May 7 2011, 21:36

temo.p ააა მაშინ გასაგებია newsmile05.gif ეგრეც უნდა იყოს... რაც მოხდა მოხდა...


ჩიკა დიდი მადლობა რჩევისთვის. გამომადგება ეს მითითებები აუცილებლად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 7 2011, 21:43

ციტატა(ჩიკა @ May 7 2011, 17:35) *
3 თვემდე 3,5 თვემდე ლეკვი არაფერს არ ღრნის სანამ კბილების გამოცვლას არ დაიწყებს და არ ეფხანება ღრძილები,

რაოოოოოო???? newsmile05.gif ჯერ 2 თვის არ არის ჩემი და შეგვჭამა უკვე. ღამე ფეხი არ დამრჩეს ლოგინს გარეთ ეგეც მეშინია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩიკა May 7 2011, 22:59

ჭალიმგელა

ჭალო მაგის წამალიც იგივეა სათამაშოზე გადაატანინე ყურადღება

პოსტის ავტორი: korsa May 8 2011, 18:37

მოგესალმებით ყველას.მაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა და ზალიან ვთხოვ გამოცდილებს დახმარებას.ახალი ვარ ამ ფორუმზე და საგანგებოდ ამისთვის დავრეგისტრირდი..საქმე იმაშია რომ მყავს 8 თვის ინგლისური სეტერი--ლავერაკი..ოჯახის წევრი მონადირეა და დიდი ხანია ასეთ ძაღლზე ოცნებობდა.მოკლედ ..ელემენტარულ ბრძანებებს--მოდი,საჭმელი,გარეთ გასვლა(სასეირნოდ),დაჯექი ემორჩილება ,მაგრამ სახლში..გარეთ კი თითქოს აზრი ეკარგება--არაფერი არ ესმის,არც სასუსნავის მიცემამ არ უშველა.გიჟივით ხდება.რამდენჯერმე გაგვექცა--დარბის სულელივIტ კორპუსებს შორის..ამიტომ ახლა დაგვყავს დაბმული,მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება?სანადიროდ რომ წავა,მერე რა ეშველება?გუშინ გაიყვანეს მინდორში(უთოფოდ,)რათქმაუნდა --გაიქცა.ვერ მოვიყვანეთ ახლოს,მოვა--დადგება ორ მეტრში და გიყურებს..გადადგამ ნაბიჯს--გაიწევს უკან..არც მოფერება,არც ბრძანება არ ესმის.მანქანა რომ დავქოქეთ და გაიგონა ხმა---მოვარდა და ჩახტა მანქანაში,ვითომც არაფერი..მირჩიეთ რამე,რა ვქნა..დაცინვა და ირონიული პოსტები არ იყოს,გთხოვთ..მართლა განვიცდი,ჩემი გაზრდილია და გული მაქვს გასიებული---სანადიროდ რომ წავა და დაიკარგოს..

პოსტის ავტორი: გოგა May 8 2011, 19:21

korsa
პირველ რიგში მე მგონია რო არასწორი გაზრდილია.

ციტატა(korsa @ 8th May 2011 - 19:37) *
საქმე იმაშია რომ მყავს 8 თვის ინგლისური სეტერი--ლავერაკი

ამ ასაკის ლავერაკი საკმაოდ ენერგიული და ასე ვთქვად "გიჟი" ძაღლია და შესაბამისად თუ საკმაო დრო არ დაუთმე მის ენერგიის დახარჯვას,არც გაგიკვირდეს რო კორპუსებს შორის დარბის აშვების დროს.

ციტატა(korsa @ 8th May 2011 - 19:37) *
მოკლედ ..ელემენტარულ ბრძანებებს--მოდი,საჭმელი,გარეთ გასვლა(სასეირნოდ),დაჯექი ემორჩილება ,მაგრამ სახლში..გარეთ კი თითქოს აზრი ეკარგება--არაფერი არ ესმის


ეს შემთხვევა მეც მქონია და ის პრობლემა რომ გარეთ არ გიჯერებს იმის ბრალი მგონია რო ადგილზეა მხოლოდ გაწვრთნილი.ანუ ჰგონია რო მარტო იმ ადგილზე უნდა მოიქცეს ისე როგორც შენ ეუბნები და გარეთ თავისუფალია.
ბოლოს ავდექი და მინდორში გაყვანისას იგივე ბრძანებებს ვაძლევდი რასაც ეზოში(ანუ ისე გამომივიდა რო თავიდან დავგეშე,ოღონდ მინდორში).მგონი გაამართლა.

ეხლა სიტუაცია რო ნანახი მქონდეს კიდე რამეს იფიქრებდა კაცი,მაგრამ მე მაინც გაზრდის და დაგეშვის ბრალი მგონია.არ ვიცი როგორი მგეშავი ხარ და ბოდიშს მოვიხდი თუ რამე არასწორად დავწერე.

შემოვლენ სტერისტები და დაწერენ უკეთესად

პოსტის ავტორი: თენგო May 8 2011, 19:29

korsa
მაგის წამალი ელექტრო ყელსაბამია!
ერთი ორჯერ რომ მოხვდება,დაიჯერებს რომ პატრონს დისტანციაზეც შეუძლია დასაჯოს.წესით უნდა იმოქმედოს.

პოსტის ავტორი: aragveli May 8 2011, 19:31

ამიტომ არის საჭირო ლეკობიდანვე მინდორში სეირნობა და გარემოსთან მიჩვევა ლეკვისთვის საჭირო. ჩემი აზრით ყველაფერს ეშველება თქვენ თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, უფრო მეტ დროს გამონახავთ ძაღლისთვის. ხშირად ატარეთ და ეცადეთ კონტაქტი შედგეს თქვენს და ძაღლს შორის.

პოსტის ავტორი: dato6 May 8 2011, 20:07

korsa გაიყავანე სასეირნოდ, უკაცრიელ ადგილას ყურადღება რომ არ მიიქციოს, შეაბი 5-10 მეტრიანი საბმელი, როცა გაიქცევა საბმელის დამთავრების მომენტში ბრძანება ჩემთან და დაქაჩე საბმელი, ავარდება ჰაერში და დაენარცხება. არ შეგეშინდეს არაფერი მოუვა, სანამ არ დაამუხრუჭებს მანამდე არ მოეშვა 3-4ჯერ საკმარისი იქნება ჩემი აზრით, თუ მეტი მოითხოვა არ მოეშვა. მერე მოიხმე და დასვი ან დააწვინე, რაც შეუძლია სახლში რომ ზის, დროს ვგულისხმობ იმდენი ხანი გააჩერე. ასე არ მოეშვა ერთი კვირა ავარჯიშე და გაიქცევა კი არა შეიძლება შეგეკითხოს თუ შეიძლება ცოტა ხანი გავისეირნოო. ოღონდ ეგ ყველაფერი სასუსნავით და გაბრაზების მერე თან შექებით და მოფერებით. წარმატებებს გისურვებ, თან შეგვატყობინე გამოსწორდა თუ არა. ხასიათში არ გაჯობოს, უნდა გატეხო მასეთი ძაღლი ასე ვთქვათ.

პოსტის ავტორი: შალვა May 8 2011, 21:04

ციტატა(d dvalidze @ 8th May 2011 - 21:07) *
ხასიათში არ გაჯობოს, უნდა გატეხო მასეთი ძაღლი ასე ვთქვათ.

+ აჩვენე ვის მიყავს პარადი (ცემის გარეშე)

პოსტის ავტორი: korsa May 9 2011, 00:12

გოგა
თენგო
aragveli
dato6
შალვა
უღრმესი მადლობა მართლაც რომ კარგი რჩევებისთვის.ნეტავ,უფრო ადრე შემოვსულიყავი აქ.ხვალიდან დავიწყებ უკვე მის გაწვრთნას გარეთ.(დღეს საღამოსაც ვცადე და თითქოს რაღაც იმედი მომეცა).შედეგს დავწერ აქ პერიოდულად..

პოსტის ავტორი: temo.p May 9 2011, 07:05

ციტატა(korsa @ May 8 2011, 19:37) *
მოგესალმებით ყველას.მაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა და ზალიან ვთხოვ გამოცდილებს დახმარებას.ახალი ვარ ამ ფორუმზე და საგანგებოდ ამისთვის დავრეგისტრირდი..საქმე იმაშია რომ მყავს 8 თვის ინგლისური სეტერი--ლავერაკი..ოჯახის წევრი მონადირეა და დიდი ხანია ასეთ ძაღლზე ოცნებობდა.მოკლედ ..ელემენტარულ ბრძანებებს--მოდი,საჭმელი,გარეთ გასვლა(სასეირნოდ),დაჯექი ემორჩილება ,მაგრამ სახლში..გარეთ კი თითქოს აზრი ეკარგება--არაფერი არ ესმის,არც სასუსნავის მიცემამ არ უშველა.გიჟივით ხდება.რამდენჯერმე გაგვექცა--დარბის სულელივIტ კორპუსებს შორის..ამიტომ ახლა დაგვყავს დაბმული,მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება?სანადიროდ რომ წავა,მერე რა ეშველება?გუშინ გაიყვანეს მინდორში(უთოფოდ,)რათქმაუნდა --გაიქცა.ვერ მოვიყვანეთ ახლოს,მოვა--დადგება ორ მეტრში და გიყურებს..გადადგამ ნაბიჯს--გაიწევს უკან..არც მოფერება,არც ბრძანება არ ესმის.მანქანა რომ დავქოქეთ და გაიგონა ხმა---მოვარდა და ჩახტა მანქანაში,ვითომც არაფერი..მირჩიეთ რამე,რა ვქნა..დაცინვა და ირონიული პოსტები არ იყოს,გთხოვთ..მართლა განვიცდი,ჩემი გაზრდილია და გული მაქვს გასიებული---სანადიროდ რომ წავა და დაიკარგოს..

მეც ეხლა წავიკითხე შენი პოსტი. შენი ძაღლი ასე რომ ვთქვათ ეზოს ხამია რა და გამოვა თუ არა ეგრევე სირბილი უნდა ხშირად გამოიყვანე ხოლმე გარეთ და აკეტებინე ხოლმე ვარჯიშები როგორც ბიჭებმა გითხრეს.მაგას გონია რო გარეთ ვერ დაიჭერ და ასე რომ ვთქვათ გეკაიფება ხო და მაგისი წამალი გრძელი თოკია მოაბი და ისე გამოიყვანე ერთ კვირაში შედეგს ნახავ.აბა წარმატებები

პოსტის ავტორი: korsa May 22 2011, 19:18

მოგესალმებით ყველას! აშკარად შეიცვალა ქცევა ჩემმა სეტერმა.ზემოთ ვწერდი ჩვენს გასაჭირზე და აქ კარგი დარიგებები მივიღე.კიდევ ერთხელ გმადლობთ.მოკლედ ახლა რა ხდება--რამდენჯერმე ვცადე თოკით ,როგორც დამარიგეთ(გრძელით არა,თავისი საბელით)არ ვიცი ამან უშველა თუ რამ-ისევ ყავდათ წაყვანილი მინდორში და გვერდიდან არ მოშორებია .არც გაქცეულა--რასაც ააფრენდა--გაეკიდებოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა დაძახების გარეშე.ან თუ დაუზახებდნენ--მორბოდა მაშინვე.სასუსნავიც არ დასჭირდა.სხვა ძაღლებსაც გაეთამაშა და მოვიდა უკან.მერე ეზოშიც ავუშვით --გაიქცა,გაინავარდა და მოვიდა უკან. ერთი რამ შევამჩნიე---მოსვლით მოვიდა და ჯერ ახლოს არ მიეკარა(სხვა ძაღლს გაეკიდა სათამაშოდ და დაძახებაზე მაშინვე არ მობრუნდა),მერე მანქანის კარების გაღებაზე ჩახტა შიგ.არ გაუბრაზდნენ,მიეფერნენ.მე ვფიქრობ--ადრე,პატარა რომ იყო,ერტი ორჯერ ასეთი ქცევის გამო სცემეს,მე კი ვიყავი წინააღმდეგი მაგრამ მითხრეს--ძაღლი უნდა იცემოს,ისე არ გაიზრდებაო, და ვფიქრობ--შეშინებული ხომ არ არის?პატრონს არ დავუჯერე და მცემენო?ახლა რათქმა უნდა--არავინ არ სცემს/ და კიდევ ერთი--სეტერის ხასიათი როგორია--პატრონად ვის აღიქვამს--ვინც ანადირებს თუ თუ ვინც აჭმევს და უვლის?? ვიცი რომ სხვა ჯიშის ძაღლები პატრონად თვლიან მას,ვინც აჭმევს,ასეირნებს და ა.შ..

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 22 2011, 20:00

ყველა ძაღლი ერთნაირია მაგ ამბავში ვინც აჭმევს და ვინც ასეირნებს ის არის პატრონი აბა როგორ ყველაზე მეტად ის ადამიანი ევასება ძაღლს და მერე დანარჩენები



პოსტის ავტორი: giuna Jun 2 2011, 02:38

მოგესალმებით ყველას, ჯიგრები ხართ ყველა ვინც დამეხმარა ლეკვის გადასარჩენად ყველას დიდი მადლობა,ეხლა რაუნდა გითხრად ,დაბმას მიჩვეული მყავს ისე რო არმაწუხებს სადაც არუნდა დავაბა მაგრამ რომოვაბამ ჯაწვს არსად არმომყვება არცერტ მეტრას ეგრევე მიწვება,სახლიდან მოშორებით როგამყავ ხოლმე მაშინ მომყვება იმიტომ რომ სახლისკენ იწევს ,რაგავაკეტო ისეტი განა რომივაშვიო გარეტ არაა მიჩვეული გასაგებია ისე რომ დადიოდეს თავის ნებაზე მარა არც სახში დამყვება როცა გავატარებ ორმეტრას ვაზლევ ტკბილსაც მარა არაფერი გამომდის ,აბა თქვენ მიტხარით რაგავაკეტო

კიდევ ერთი,საჭმელს ჭამს ხოშიანად ავემდურები მაგრამ არყოფნის კიდევ იწევს საჭმელზე 6სითვისაა და ვაჭმევ სსამჯერ რაუკო მიუშვა ტავის ნებაზე რამდენიც უნდა ჭამოოს სანამ არდაანებებს თავს

პოსტის ავტორი: Maverick Jun 2 2011, 08:09

giuna
რა ხნის არის შენი ლეკვი?
რაც შეეხება საბელით სიარულს, ეგ პროცესი ადრეული ლეკვობიდან უნდა დაგეწყო, მაგრამ შეიძლება ეხლაც გამოსწორდეს, გირჩევ გააკეთო შემდეგი:
როგორც ჩანს ძაღლს ეშიანია, საბელზე სიარულის, მიზეზიც ეგაა რომ არ დაგყვება, შიშის მიზეზი კიდევ შეიძლება იყოს ის რომ ადრეულ ლეკვობაში საბელით ''ათრია'' ვინმემ, ბავშვებს მოსწონთ ხოლმე ლეკვის საბელზე თრევა. სახლში კიდევ იმიტომ ბრუნდება რომ იქ თავს უფრო მშვიდად გრძნობს, ამიტომ საჭიროა დავამშვიდოთ.
ჩააბი საბელი, უმჯობესია თუ ჩააბავ თოკს რომელიც მარყუჟად იქნება გაკეთებული. ე.ი. ''აშეინიკი'' შეხსენი და პირდაპირ თოკი მარყუჟად გაუკეთე, რომ მოწევ კისერზე უნდა შემოეჭიროს. კისერზე, ახლოს ყურებთან აი სადაც ყბები მთავრდება იქ.
რომ ჩააბავ ბრძანებაზე დაჯექი, დასვი ლეკვი და გაახალისე მოეფერე, სასუსნავი მიეცი, მერე მოკლეზე აქაჩე თოკი, აქაჩე ზემოთ რომ ძაღლი ადგეს, არავითარ შემთხვევაში თოკი წინ არ გაქაჩო, ეს არ შეიძლება, როცა ზემოთ აქაჩავ თოკი კისერზე მოუჭერს, შენ ბრძანებაზე გვერდზე დაიწყე ნელა სიარული, თუ ძარლი გამოგყვა, თოკი მოეშვება, თავისით და ის მიხვდება რომ შენს გვერდით სიარულში, ცუდი არაფერი ემუქრება, იარე ისე რომ ძაღლის თავი შენს მუხლთან იყოს, ის მიხვდება რომ თუ არ გაინძრევა და არ გამოგყვება, თოკი უფრო მოუჭერს, როგორც კი სიარულს დაიწყებს, შეაქე, მოეფერე და ა.შ., ეს უნდა გააკეტო ხშირად, ყოველ დილით და საღამოს მინიმუმ, დღეში 1,5-2 საათი რომ გამოვიდეს, მიხვდება რომ საშიში არაა, ხო კიდევ მთავარი არავითარ შემთხვევაში არ ცემო, არ წაეჩხუბო, ძაღლს კომპლექსი უნდა მოუხსანა, იარეთ სახლის წრეზე, ეზოში, იქ სადაც ის მშვიდად გრძნობს თავვს, როცა ეზოში მიეჩვევით სიარულს, შემდეგ გაიყვანე ეზოს გარეთ და იქ ასეირნე

მოკლედ ყველაფერი გამოსწორებადია, მთავარია შენ გეყოს ნერვები, და არ დაზოგო ძალა და ენერგია

პოსტის ავტორი: Davitus Jun 2 2011, 10:06

Maverick

ციტატა(Nikolo @ 2nd June 2011 - 09:09) *
6სითვისაა


პოსტის ავტორი: შალვა Jun 2 2011, 10:47

giuna

ციტატა(giuna @ 2nd June 2011 - 03:38) *
ტკბილსაც

ტკბილს ნუ აძლევ! არ შეიძლება!

პოსტის ავტორი: giuna Jun 2 2011, 15:30

ნამდვილად ნაგდათბავშვებისგან არის დაშინებულისუერთავად ლეკვთან უნდოდატ ბავშვებს ,ეხლა კი აუკრზალე ლეკვთაან გაკარება ვცდი მაგასაც ტუგამოვა ვნახოთ,დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: giuna Jun 2 2011, 16:42

ჭამაზე რასმეტყვით გაუზარდო საჭმლის დოზაა

პოსტის ავტორი: Maverick Jun 2 2011, 19:12

QUOTE (giuna @ Jun 2 2011, 17:42) *
ჭამაზე რასმეტყვით გაუზარდო საჭმლის დოზაა

აბა ეგრე რა გითხრა?
რას აჭმევ, რამდენ გრამს და რამდენჯერ დღეში?

პოსტის ავტორი: giuna Jun 2 2011, 19:26

ვაჭმევ ხორცით გაკეტებულ ბულიონს მწვანილებით დ.აშ აცევე მარტო ხორცსაც მინიმუმ სამას გრამს ტან პურსაც ვაყოლებინებ ზემოდან ხოლმე ,ბულიონს კი ნახევარ პურს უყრი წვენში არყოფნის კიდევ.

პოსტის ავტორი: შალვა Jun 2 2011, 19:48

დღეში 300-400 გრამი უნდა ჭამოს და საერთოდ რამდენ ძაღლის პატრონსაც ნახავ იმდენ კვების ფორმულას მიიღებ! ყველაზე სწორია ვეტერინარისაგან მიიღო რჩევა და შეასრულო, თვითშემოქმედებამ შეიძლება ლეკვს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს!

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 2 2011, 20:14

ციტატა(giuna @ Jun 2 2011, 20:26) *
ვაჭმევ ხორცით გაკეტებულ ბულიონს მწვანილებით დ.აშ აცევე მარტო ხორცსაც მინიმუმ სამას გრამს ტან პურსაც ვაყოლებინებ ზემოდან ხოლმე ,ბულიონს კი ნახევარ პურს უყრი წვენში არყოფნის კიდევ.



რაიმე ე.წ. კორმას არ აძლევ?თუ სულ ბულიონზე და ხორცზე გეყოლება სანადიროდ რომ წახვალ,რას უპირებ???ვეტექიმის რჩევით რაიმე საკვები შეურჩიე და აჭამე იმ რაოდენობის,რაც შეფუთვაშია მითითებული ლეკვის ჯიშის და წონის გათვალისწინებით და შედეგიც იქნება.არ მახსოვს რა ჯიშის ლეკვი გყავს და სურათიც დევს თუ არა.ახალი სურათები თუ გაქვს დადე.

წარმატებები

პოსტის ავტორი: giuna Jun 2 2011, 21:44

პოინტერის ლეკვი მყავს,კორმას კვირაში 2-3 დგე ვაჭმევ ხორცი კი უფასო მაქვს,სანადიროდ წასვლაზე რას გულისხმობ როწავალ იქრავაჭამო? სურათებს დავდებ.

პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 7 2011, 13:26

რამოდენიმე შეკითხვა მაქვს... მყავს თვენახევრის ხვადი კურცჰაარი. ბოთლში ვუსხამ ხოლმე თბილ წყალს და მაგითი ვაჩუმებ ხოლმე და როდემდე შეიძლება ამ ხერხის გამოყენება. შემდგომში ხოარ გამოიწვევს იმას, რომ სითბოზე იქნება დამოკიდებული? და კიდევ ერთი. როგორ მივაჩვიო ერთ ადგილზე მოსაქმებას?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 7 2011, 14:06

khmaltevza
გადახედე ამ თემას და ბევრ რამეს იპოვი საშენოს

პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 7 2011, 23:36

ჰერცოგი997 გადავღეჭე უკვე ეს თემა. ბოთლის და თბილი წყლის ამბავიც აქედან გავიგე, მაგრამ ეხლა მაინტერესებს დიდი ხნით გამოყენება ხომ არ შეაჩვევს სითბოს. ანუ დამოკიდებულებაში ხოარ გადაეზრდება?

და კიდევ მოსაქმების ამბავი მაინტერესებს. დაბაალ ყუთში ნაჭერი ჩავუფინა, ჩემი ჭკუით, იქ რომ მოესაქმებინა და ჯიგარი შიგნით ჩაწვა და ხვრინვა ამოუშვა newsmile035.gif და იქნებ 2 სიტყვით ამისნათ როგორ მივაჩვიო ყოველივე ამას?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 7 2011, 23:53

არამგონია თბილმა ბოთლმა და რამე გამათბელმა უკუჩვენება მოგცეს პირიქით პატარასთვის უკეთესიც არის სითბო
ჩემის გამოცდილებიდან ფაცო წელს სულ დენის გამოთბელის გვერდით იწვა და რავი არც წყალს ერიდება და არც სველ ბალახს
რაც შეეხება მოსაქმებას იმ ყუთში სადაც გყავს წესით არ უნდა ქნას, მაგრამ შეიძლება გაეპაროს მაგ ყუთში მაქსიმუმ 10 დღე, რომ გააჩერო მერე უკვე ამოძვრება და სირბილს დაიწყებს, მე ბალკონზე გამყავდა როგორც კი საჭმელს ვაჭმევიდა და იქ იისაქმებდა, ეხლა კიდევ რამე თუ უნდა კარებთან მიდის და ითხოვს გაყვანას


პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 8 2011, 00:01

არა იმ ყუთში კიარ შვება სადაც უნდა ეძინოს. იქ ძინავს სადაც უნდა ქნას newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 8 2011, 00:03

ვა და იმ ყუთში არ ძინავს

პოსტის ავტორი: შალვა Jun 8 2011, 10:03

ციტატა(khmaltevza @ 8th June 2011 - 01:01) *
იქ ძინავს სადაც უნდა ქნას

newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჩიკა Jun 8 2011, 10:35

giuna
ჩემი რჩევა ასეთია აჭამე ან ძაღლის საკვები ან ბუნებრივი საკვები, მაგრამ არა მოხარშული ხორცი და მითუმეტეს ბულიონი, საქმე იმაშია რომ მოხარშულ ხორცში არ რჩება საკმარისი ვიტამინები,რაც შეეხება ბულიონს ძალიან ცხიმიანია და ღვიძლისთვის არ არის სასარგებლო მითუმეტეს ყუათიანობის კოეფიციენტი დაბალი აქვს ანუ ორგანიზმი საჭირო რაოდენობას ვერ ითვისებს,თუ მაინც და მაინც ხორცს აძლევ ისიც უბრალოდ მდუგარე უნდა დაასხა და ბრინჯის ფაფასტან რომელიც წყალზეა დამზადებული, აგრეთვე გერკულესის ფაფა და მეტი არაფერი აურიო დაამატო სტაფილო და ვაშლი ეს ყველაფერი გატარებული მანქანაში მაგრამ უფრო იაფი დაგიჯდება ძაღლის საკვები დამიჯერე.

khmaltevza
ძალიან ძნელია ამ თვის ლეკვი ბოლომდე გადააჩვიო მოსაქმებას სახლში, ლეკვი პატარა ბავშვივითაა 6 თვემდე შეკავების უნარი არ გააჩნია, მაგრამ შეგიძლია ერთ ორ ადგილას გაზეთი გაუფინო და რო დაინახავ ისაქმებს დააცადე ბოლომდე მოისაქმოს მერე ცხვირი ჩააყოფინე ოღონდ ბოლომდე არა რა თქმა უნდა გაუჯავრდი უთხარი ფუ თქო და დასვი გაზეთზე ისე სასურველია საჭმლის მერე გაიყვანო გარეთ ხოლმე რა თქმა უნდა თუ აცრილი გყავს ორჯერ მაინც

პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 8 2011, 10:54

ჩიკა დიდი მადლობა. გაზეთი კარგი აზრია. ფართეა და ყოველ მოსაქმებაზე გამოვცვლი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩიკა Jun 8 2011, 11:21

khmaltevza
არაფერს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 10 2011, 00:40

khmaltevza
ერთი თქვენი კურხარი გვანახე რა მოხელეა საიდან აიყვანეთ

პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 10 2011, 13:57

ჰერცოგი997 აუცილებლად გადავუღებ წესიერი აპარატით სურათებს და დავდებ, თორე მობილურით გადაღებულში "დვარნიაშკას" გავს newsmile035.gif ეს ლეკვი დროებით მყავს აცრებს სანამ ჩავუტარებ. მერე ბიძაჩემს ვჩუქნი სოფელში... ლავერაკის აყვანას ვაპირებ მე პირადად.
რაც შეეხება წარმომავლობას სამწუხაროდ საბუთი არ აქვს. მამა გერმანიიდან არის ჩამოყვანილი დედა აქაურია მაგრამ ორივე ძალიან მაგრები არიან ექსტერიარითაც და მუშაობითაც. უბრალოდ მშობლების პატრონს ძაღლის საბუთი არ აღელვებდა ჩემდა სამწუხაროდ. ლეკვს ეხლავე ეტყობა რომ მაგარი ტიპია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jun 30 2011, 20:44

http://www.youtube.com/watch?v=U4vLxgTboxQ&feature=related
რამდენად მისაღებია ლეკვის ასეთი ვარჯიში??

პოსტის ავტორი: თენგო Jun 30 2011, 21:26

შალვა
ვერ ვხვდები რისი მიღწევა სურს ამ ვარჯიშებით.ალბათ ნაბულის გაკეთებას ასწავლის.ამ ვარჯიშს ალბათ კიდევ სხვა ვარჯიშებიც მოყვება,რომელიც კომპლექსში რაღაც შედეგს იძლევა. ამაზე რომ იმსჯელო ვარჯიშების მთლიან ციკლს უნდა იცნობდე.
ისე მე მგონია რომ შესაძლოა ამ ვარჯიშმა ლეკვს გაუღვივოს ფრინველის დაჭერის სურვილი და გამოკიდებას დააჩვიოს.

პოსტის ავტორი: თენგო Jun 30 2011, 21:31

შალვა
რომელიღაც თემაში წერდი,მეგობრისთვის საჩუქრად ლეკვი მინდაო. ეგ თემა ვერსად ვერ ვიპოვე. თუ სეტერის ლეკვი გინდა-გაჩუქებ,ოღონდ დედას საგვარეულო არ აქვს.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 30 2011, 22:10

მოკლედ რა პრობლემა მაქვს ფაცოსთან დაკავშირებით, რომ გამოვიყვან სასეირნოთ ყველაფერს გემოს უსინჯავს და ყველაფერს პირში იყრის თან ეხლა თითქმის ყველა კბილი მოიცვალა და ნელ ნელა ამოდის კბილები, რომ დავუშლი გარბის და ვართ ასე ძაღლი და კატასავით და ეხლა ეზოში მარტო აშენიკით გამომყავს მეშინია რამე ისეთი არ შეჭამოს

პოსტის ავტორი: Maverick Jun 30 2011, 22:18

შეაჩვიე ბრძანება ფუს, კორდით ატარე, ან გრძელი პავადოკით, როცა თავს დაიგულებს შენგან შორს და დაიწყებს რაღაცის ჭამას, ეგრევე ბრძანება ფუ, თუ არ დაგიჯერა, კორდით გააცერე და გაუბრაზდი

ისე უკეთესია ფუს თუ სახლში ასწავლი . . .
დაუდგი საჭმელი და ბრძანებაზე ფუ არ მივიდეს, მივა გაუჯავრდი, თავიდან 1-2 წუთი და ასე გაზარდე შუალედი, მერე ბრძანებაზე ეცი მივიდეს და ჭამოს, მიეჩვევა ბრძანებას და მერე ზდევა არ დაგჭირდება

ეგ მამამისივით სულ ჩართული ცხვირით იქნება, სულ რაღაცას ეძებს, ჩემიც ეგრეა, ბრძანების გარდა არაფერი შველის

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 30 2011, 22:21

ფუს რომ ვეუბნები კი ანებებს ძებნას მაგრა ეხლა ისწავლა რომ ფუს დაძახების დროს დაიკავებს მაგალითად ჩამოვარდნილ თუთას და გარბის და თან ღეჭავს და მაგ მიშლის ნერვებს

პოსტის ავტორი: ჩიკა Jun 30 2011, 22:51

იგივე პრობლემა მაქვს მეც ფუსაც ვეძახი დავსაჯე კიდევაც მეორე წუთში იგივეს აკეთებს

პოსტის ავტორი: kupra Jun 30 2011, 22:51

აუ ისე რა შარია ლეკვის გაზდა. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 30 2011, 22:57

ტვინის ბურღვაა ნამდვილი რა newsmile090.gif მაგრამ ასწორებს კიდეც

პოსტის ავტორი: თენგო Jun 30 2011, 23:30

ჰერცოგი997
ადრე,30-40 წლის წინ სასამსახურეო -საყარაულო ძაღლებს სხვისი მიწოდებული ან ნაპოვნი საჭმელის არ აღებას აჩვევდნენ შემდეგ ნაირად.
დააგდებდნენ რაიმე სასუსნავს,ხორცის ნაჭერს და წვრილი გრძელი მავთულით უერთებდნენ დინამოს. თანაშენწე ამ მოწყობილებით იმალებოდა ისე ძაღლს რომ არ დაენახა. წამყვანი უშვებდა ძაღლს. როდესაც ის იპოვნიდა სასუსნავს და მიეტანებოდა,აძლევდა ბრძანებას"ფუ". ძაღლი არ უჯერებდა და პირს კიდებდა სასუსნავს. ამ დროს წამყვანი იმეორებდა ბრძანებას,ხოლო თანაშემწე ატრიალებდა დინამოს სახელირს და ძაღლს მცირე მუხტით დენს ურტყამდა.
რამოდენიმე გაკვეთილის შემდეგ ძაღლი ყოველგვარი ბრძანების გარეში,მარტოც,წამყვანის გარეშეც ,როცა იყო აღარ ეკარებოდა დაგდებულ ან სხვის მიერ მიწოდებულ საჭმელს!

ეხლა ეს ამდენი რატო ვწერე,ელექტრო ყელსაბამი და მისი ჯანი!)newsmile05.gif:
ერთი ორჯერ გამოიყენე და მერე მითხარი კიდე აიღებს დაგდებულს თუ არა!)newsmile05.gif:

პოსტის ავტორი: გოგა Jul 1 2011, 10:14

მე ყოველთვის ყურში ჩაბერვით ვასწავლიდი ამ ბრძანებას
და ყოველთვის ამართლებდა

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 1 2011, 10:33

ციტატა(გოგა @ Jul 1 2011, 11:14) *
მე ყოველთვის ყურში ჩაბერვით ვასწავლიდი ამ ბრძანებას
და ყოველთვის ამართლებდა



ეს ოთახში გოგა,მაგრამ ეზოში ყურში რო ჩაბეროს ჰერცოგამ ფაცოს,ხო შემოირბენენ რუსთავს,რა დაეწევა იმ გიჟ ლეკვს,6.3 ძრავი აქვს

ციტატა(თენგო @ Jul 1 2011, 00:30) *
ჰერცოგი997
ელექტრო ყელსაბამი და მისი ჯანი!)newsmile05.gif:
ერთი ორჯერ გამოიყენე და მერე მითხარი კიდე აიღებს დაგდებულს თუ არა!)newsmile05.gif:



მეც ამას გირჩევ გიო

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 1 2011, 10:57

ციტატა(ზაზა @ Jul 1 2011, 11:33) *
რა დაეწევა იმ გიჟ ლეკვს,6.3 ძრავი აქვს

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მე პირადად ელექტრო აშეინიკს არასოდეს გამოვიყენებ... newsmile019.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jul 1 2011, 11:09

ციტატა(zaza @ 1st July 2011 - 11:33) *
ეს ოთახში გოგა,მაგრამ ეზოში ყურში რო ჩაბეროს ჰერცოგამ ფაცოს,ხო შემოირბენენ რუსთავს,რა დაეწევა იმ გიჟ ლეკვს,6.3 ძრავი აქვს

ოთახში რა უნდა ძაღლს,ეზოში მყავს მეც newsmile05.gif
მთავარია ასწავლოს თავიდან,ახლო კონტაქტის დროს და მერე გარეთაც ხო დაუჯერებს

პოსტის ავტორი: შალვა Jul 1 2011, 11:16

თენგო

ციტატა(qarqashadze @ 30th June 2011 - 22:31) *
თუ სეტერის ლეკვი გინდა-გაჩუქებ,ოღონდ დედას საგვარეულო არ აქვს.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ველაპარაკე და პოინტერზე აბოდებს. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 1 2011, 11:22

სადღაც (აქ ფორუმზე) წავიკითხე, საფანტი უნდა მიაყარო (ხელით newsmile035.gif ) თან ბრძანება ფუუუ! ერთი ორი ეგეთი შველისო (ახლა არ მომწეროთ რა ნომერი საფანტი ჯობიაო newsmile015.gif ) მე არ გამომიცდია მაგრამ ამ თუთის გადამკიდე მე მგონი ჩავიყრი ნახევარ კილო საფანტს ჯიბეში და გავიყვან სასეირნოთ!! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jul 1 2011, 11:41

ფუს ბრძანების შეუსრულებლობაზე მოვცხებ ხოლმე, 1 წკეპლის დარტყმა გავაზე ძლიერად.

3 გაკვეთილი შველის...

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 1 2011, 11:56

შუკა
ეგ ყველაზე კარგი მეთოდია... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩიკა Jul 1 2011, 13:37

ამ ელექტრო ყელსაბამს თუ ვინმე მათხოვებს სიამოვნებით გამოვიყენებ თორემ ისე ძვირია

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 1 2011, 14:45

ჰერცოგ,როკიც ასე იყო 1 წლამდე,ეგრევე ითრევდა რამეს,მერე გავაკეთე ასეთი რამ:ჩავაბი საყელური და გავატარე კორპუსთან,სადაც იტაცებდა ხოლმე რაღაცეებს და მანდ წინასწარ დაგდებული მქონდა ქათმის ხორცი,ყველის ნაჭერი...ეგრევე ეცა,Fუუუ და მოვქაჩე,გაიწია,ისევ მოვქაჩე,3-4-ჯერ ჩავუარეთ,ძაან რო გაიწევდა და პირს დაადებდა Fუუსთან ერთად წკეპლაც მქონდა მზად,ასე ნელ-ნელა გადაეჩვია,ზოგჯერ რო აიღებდა,შემომხედავდა და აგდებდა,ხვდება ძაღლი რაც არ მოწონს პატრონს,მაგის ჭკუა აქვს და გადაეჩვევა,ნუ ღელავ.
ლეკი,ელექტრო აშეინიკი არ უნდაო,ჯერ ნუ იტყვი,დაგეშვისას დიდი შანსია დაგჭირდეს,შორს რო გავა,რო გაეკიდება და ა.შ.

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 1 2011, 14:51

ზაზა
ჯანსაღი წვრთნა ყველაფერზე უკეთესია.. თან მეხერხება... აი ნახე აშეინიკის გარეშე როგორი ბიჭი დადგება... newsmile045.gif (ტრაბახში კი ნუ ჩამითვლიnewsmile05.gif)

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 1 2011, 15:00

მასე კი ზაზა რომ მიგყავს აშენიკით და დაწევს თავს დაიწყებს კურცხალივით ქექვას მაგდორს რომ ეუბნები ფუს აღარ ქექავს, მაგრამ რომ გაუშვებ მინდორში და რამეს იპოვის მაგდროს რომ ეუბნები ფუს მაგ დროს უკვე გარბბის და თან პირს აცმაცუნებს იცის რომ ცუდია და ჯინაზე აკეთებს, აი რობიზონ კრუზოში რომ არის რომ დასვავენ რობიზონს და საჭმელი რომ არ უნდა ჭამოს ყველას რომ დაეძინება და ეს რომ დროს იხელთებს და ჭამს და რომ დაფაქტავენ ეგრეა რა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 1 2011, 15:46

ციტატა(hercogi997 @ 1st July 2011 - 16:00) *
აი რობიზონ კრუზოში რომ არის რომ დასვავენ რობიზონს და საჭმელი რომ არ უნდა ჭამოს ყველას რომ დაეძინება და ეს რომ დროს იხელთებს და ჭამს და რომ დაფაქტავენ ეგრეა რა

ჩაგეთვალა! კარგი შედარებაა. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jul 1 2011, 16:36

ჰერცოგი997
კარგად დაიწყე,მაგრამ ოდნავ კორექტივებს შევიტან.

ციტატა(hercogi997 @ 1st July 2011 - 16:00) *
იცის რომ ცუდია და ჯინაზე აკეთებს. !

ჯინაზე კი არ აკეთებს,ხვდება როდესაც სატარებელი ჩაბმული არ აქვს,პატრონი ვერ დასჯის.
დენზე ამხელა ლექცია გასართობათ კი არ წაგვიკითხე,კინოლოგიის ისტირიაში ექსკურსი კი არ მინდოდა)newsmile05.gif:
დენი იმიტომ არის საჭირო რომ ძაღლს არა იმის რეფლექსი გამოუმუშავდეს რომ პატრონთან ერთად დაგდებული არ აიღოს იმიტომ რომ პატრონი დასჯის,ა მას თვითონ ობიექტის უნდა ეშინოდეს,რომელიც პატრონის შორს ყოფნის შემთხვევაშიც კი მას უსიამოვნო შეგრძნებას მიაყენებს

პოსტის ავტორი: თენგო Jul 1 2011, 16:45

ლეკი

ციტატა(leki_gio @ 1st July 2011 - 15:51) *
აი ნახე აშეინიკის გარეშე როგორი ბიჭი დადგება...

გადასარევი ბიჭი დადგება,დარწმუნებული ვარ!
მაგრამ ელექტროყელსაბამის ასე წინააღმდეგი რატომ ხარ?

პოსტის ავტორი: შუკა Jul 1 2011, 16:47

მე ელექროობას გველზე დასაშინებლად გამოვიყენებ , სხვა შემთხევაში აზრს ვერ ვხედავ თუ ლეკვობიდან ძაღლთან მუშაობ...

პოსტის ავტორი: khmaltevza Jul 1 2011, 18:03

ელექტრო აშეინიკზე გამიგია, რომ ძაღლს გააფუჭებსო. რაღაც არამჯერა მე მაგისი იმიტო, რომ კნოლოგების უმეტესობა იყენებს და თქვენ როგორ ფიქრობთ? შეესაბამება ეს სინამდვილეს?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 1 2011, 18:04

ბატონმა თენგომ კარგად დაასაბუთა და გადახედე khmaltevza

პოსტის ავტორი: kupra Jul 1 2011, 18:34

მამა პაპისეულ გამოცდილებას ვენდოთ უკეთესია. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 2 2011, 15:45

kupra

dastur.gif მეც მაგის მომხრე ვარ...

ციტატა(khmaltevza @ Jul 1 2011, 19:03) *
რაღაც არამჯერა მე მაგისი იმიტო, რომ კნოლოგების უმეტესობა იყენებს

კინოლოგები ელ.აშეინიკს იყენებენ ძალიან ჯიუტი და დაუმორჩილებელი ძაღლების მოსარჯულებლად.. მე პირადად მირჩევნია ძალიან ბევრი დრო და ენერგია დავხარჯო და ისე ვასწავლო ვიდრე მასეთი არაჰუმანური მეთოდი" გამოვიყენო... vot-tak.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jul 2 2011, 19:31

ლეკი


კარგია რომ გინდა ძაღლი ზედმეტი ტრამვირების გარეშე გაწვრთნა,მაგრამ არის მომენტები,როდესაც ეს აუცილებელია( ელექტრო ყელსაბამი).
რა თქმა უნდა მისი გამოყენება ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს.და მხოლოდ მყარი ფსიქიკის ზედმეტად ჯიუტ ძაღლებთან.
ან ისეთ მომენტებში,როდესაც არ გინდა ძაღლმა დასჯა პატრონთან გააიგივეოს.
ამაზე მერე,რო შევხვდებით,მოგიყვები.

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 2 2011, 19:53

თენგო

... სხვანაირად უნდა მეთქვა... უბრალოდ არ მომწონს დენის გამოყენება, თორემ არსებობს ვიბრო და წყლის ფუნქციებიც...

პოსტის ავტორი: თენგო Jul 2 2011, 20:18

ლეკი

ციტატა(leki_gio @ 2nd July 2011 - 20:53) *
თორემ არსებობს ვიბრო და წყლის ფუნქციებიც...

წარმოიდგინე სიტუაცია:მდევარი გაშვებული გყავს ძებნაში. ტყეში მოეფარა თვალს,ვეღარ აკონტროლებ. ამ დროს იპოვა ლეში ან რაიმე ისეთი საჭმელი,რომელმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას.მასში საჭმელი,რომელიც არ არის პატრონის მიერ მიწოდებული,უნდა იწვევდეს მყარ უარყოფით ასოციაციას.უნდა ახსოვდეს რომ თუ შეწამს,შეიძლება მყისიერად ძლიერი ტკივილი მიიღოს. ამის მიღწევა დენის გამოყენების გარეშე შეუძლებელია.წყალი და ვიბრო უბრალოდ არ გამოიწვევენ მასში ამ ძლიერ ემოციებს.
ეს საუბარი მოყვა იმას,თუ როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი დაგდებული საჭმლის ჭამას.ამ შემთხვევაში ეს მეთოდი აპრობირებულია ათწლეულების განმავლობაში და გაამართლა.
საუბარი იმაზეა რომ ძაღლმა,რომელიც გრძნობს რომ არ იმყოფება პატრონის კონტროლის არეალში,არ შეჭამოს ნაპოვნი საკვები!
სხვა შემთხვევაში ელექტრო ყელსაბამი უბრალოდ უფრო სწრაფად ასწავლის ძაღლს .მეტი არაფერი)newsmile05.gif:!

ლეკი
პოსტები ჩავასწორე შენის ნებართვით! newsmile045.gif newsmile027.gifმოსულა?

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 2 2011, 20:21

მე როკიზე გამოვიყენე და კარგად იმოქმედა.უცხოებს ახტებოდა და ეთამაშებოდა,ამხელა ძაღლი რო გამოიქცევა,რა იცის უცხომ პიტბულია თუ პოინტერი,იყო ქალებისგან წყევლა დილაობით და ამის გამო გავუკეთე.მიახტა სათამაშოდ და დაარტყა დენმა,ეგრევე მოირბინა ჩემთან,მიშველეო.გადასარევად იმოქმედა,ასევე საჭიროა დაგდებული ნამცეცების საწინააღმდეგოდ,მე არ დამჭირვებია,მაგრამ რომ მქონოდა იმ დროს, ,,ჩავურთავდი".

რაც შეეხება იმას, თუ რაში მდგომარეობს მთავარი დანიშნულება ამ ელექტროყელსაბამის:როგორც ვიცი იგორ გორდაძის ინგლისურ სეტერ ბოის კარგი ყნოსვის მიუხედავად მე-2 ხარისხის დიპლომი არ ჰქონდა(უამრავი მე-3 ხარისხები აქვს),მისდევდა ძაღლი,ზედმეტად აზარტული იყო,კარგი სტილი,მაღალი ქულები,მაგრამ აფრინდა მწყერი,გაეკიდა ბოი.მხოლოდ წელს შეძლო მისი დამორჩილება და როგორც ვიცი ელექტროაშეინიკის გამოყენებამ გაამართლა.
თენგოს ჩარლი ლეკვობაში მყავს ნანახი,10 თვის იყო ბაზალეთიდან თბილისამდე სდია მწყერს,თუ მისგან დამჯერი მეძებარი გამოვიდოდა,ძნელად თუ დაიჯერებდით.გაზარდა თენგომ,ჩაურთო 220 newsmile01.gif და შედეგიც სახეზეა,რამოდენიმე მესამე ხარისხთან ერთად დამსახურებული მე-2 ხარისხი,არ გაეკიდა ჩარლი.
მავერიკმაც გამოიყენა პერიზე,70 % მისდევს მაინც,ზედმეტად აზარტულია,თუმცა დიპლომები აქვს.
მწყერი ძაღლს პროვოკაციას უწყობს,დაბალ ბალახში ნაბულზე მდგარ ძაღლს ეპარება,ჩვენს მისვლამდე მეძებარი ცდილობს არ გაეპაროს და მიყვება,ნაბულზე არ უჩერდება მწყერი,აფრინდება და მორჩა,გაეკიდა ძაღლი,ამ დროს თუ თავზე ვადგავართ ძაღლს,კი,მაგრამ თუ შორს ვართ,რა ვქნათ?
ძველი მეთოდებით წვრთნა ჩაბარდა წარსულს,30 მეტრიანი თოკით აბა დღეს ვინ დადის მინდორში...
ამისთვისაა ზედგამოჭრილი ეს ელექტროყელსაბამი,გაეკიდება???ეცდები გააჩერო,თუ არ გამოგდის.მიუერთებ,მოირბენს შენთან,მოეფერები.ცოტა ხანში დაანებებს თავს დევნას,მაგრამ მიტანების გაფუჭების საშიშროება დადგება,ახლა კი უნდა აირჩიო,რომელი მეთოდი ჯობია...


პოსტის ავტორი: თენგო Jul 2 2011, 20:29

ზაზა
ზაზა,რას დავაკვირდი თუ იცი(რავარი მეგრული წყობაა წინადადების)newsmile05.gif:!)
გამოკიდებას კორდით გადაჩვეული ძაღლებს,როგორც წესი,მიტანება უქრებათ.ლამის მკვდარ ნაბულზე დგებიან. მათი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელი ხდება.
აი დენის გამოყენებით გაკიდებას გადაჩვეულ ძაღლებში ეს არ შეიმჩნევა.
მოდით ამაზეც ვიმსჯელოთ,გთხოვთ თქვენი დაკვირვებები გაგვიზიაროთ!

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 2 2011, 20:34

მეგრული წყობა კი არა,მეგულად უნდა დავიწყო პოსტების წერა,ყველამ იცით უკვე და თუ არ იცის ვინმემ,ისწავლოს ბატონო.
გაეკიდა ძაღლი და დაუყვირებ:სო მეთხოზუქ სი დიდაშმუნდგეხოდილ,დირთ აშო მალას!


newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jul 2 2011, 20:46

ზაზა

ციტატა(zaza @ 2nd July 2011 - 21:34) *
დიდაშმუნდგეხოდილ

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ეს უნდა გამოვიყენო,შენის ნებართვით!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 2 2011, 20:51

ციტატა(თენგო @ Jul 2 2011, 21:46) *
ზაზა

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ეს უნდა გამოვიყენო,შენის ნებართვით!!!!!!!!!!



როკიზე გაჭრა და რა ვიცი.ბიჭებს მოსმენილი აქვთ ჩემი და როკის დიალოგი

პოსტის ავტორი: Maverick Jul 2 2011, 20:53

ზაზა
როგორც წესი, როკი თავჩაღუნულია მაგ დროს და ხმას არ იღებს, newsmile05.gif, newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 2 2011, 20:56

ციტატა(Maverick @ Jul 2 2011, 21:53) *
ზაზა
როგორც წესი, როკი თავჩაღუნულია მაგ დროს და ხმას არ იღებს, newsmile05.gif, newsmile035.gif



გეუბნებით რა,აშეინიკზე უკეთ მოქმედებს.აბა თუ გაკიდებია საველეზე

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jul 2 2011, 21:06

ციტატა(ზაზა @ Jul 2 2011, 21:56) *
გეუბნებით რა,აშეინიკზე უკეთ მოქმედებს.აბა თუ გაკიდებია საველეზე


აბა მე რას დამსდევდი აშეინიკი მათხოვეო, მეგრული თუ შველოდა?

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 2 2011, 21:08

ციტატა(irakli# maxi @ Jul 2 2011, 22:06) *
აბა მე რას დამსდევდი აშეინიკი მათხოვეო, მეგრული თუ შველოდა?



შენ რო მათხოვე წიე,ეგ ხალხს რო ახტებოდა,მაგაზე გამოვიყენე,დავწერე აქ მარა გეზარება ყველა პოსტის წაკითხვა.
გაკიდებაზე კი მეგრული შველის გადასარევად

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jul 2 2011, 21:10

სო მეთხოზუქ სი დიდაშმუნდგეხოდილ,დირთ აშო მალას!


ე. ი. დაუნ ხო?

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 2 2011, 21:18

ციტატა(irakli# maxi @ Jul 2 2011, 22:10) *
სო მეთხოზუქ სი დიდაშმუნდგეხოდილ,დირთ აშო მალას!


ე. ი. დაუნ ხო?



დაუნ არის დოზოჯ.
ვერ გასწავლე რა

newsmile015.gif

პოსტის ავტორი: ჩიკა Jul 2 2011, 21:34

irakli# maxi
თუ შეგიძლია, რომ მეც მათხოვო ეგ ყელსაბამი ვერ ვერევი ამ შეჩვენებულს ეხლაც მძორის სუნად ყარს ვერ გადარჩება ეგ ოხერი გინდა ათი აცრა ჰქონდეს გაკეთებული

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jul 2 2011, 22:32

ციტატა(ჩიკა @ Jul 2 2011, 22:34) *
irakli# maxi
თუ შეგიძლია, რომ მეც მათხოვო ეგ ყელსაბამი ვერ ვერევი ამ შეჩვენებულს ეხლაც მძორის სუნად ყარს ვერ გადარჩება ეგ ოხერი გინდა ათი აცრა ჰქონდეს გაკეთებული



რა პრობლემაა როცა გინდა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 2 2011, 22:38

მეც ჩავდგები მერე რიგში
რაც მინდა გადავაჩვიო შეხტომა და ნაგვის ძებნა და ნაგვის ჭამა მინდორში რომ გაუშვებ 2 თვის რომ იყო მწყერს ეძებდა და ეეხლა ნაგავს ეძებს

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jul 2 2011, 22:40

ციტატა(ჰერცოგი997 @ Jul 2 2011, 23:38) *
მეც ჩავდგები მერე რიგში
1 რაც მინდა შეხტომა გადავაჩვიო და ნაგვის ძებნა და ჭამა



ივლისის ბოლომდე წაიგეთ მერე მეც მჭირდება აგვისტოდან უნდა ვატარო ძაღლი მინდორში

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 2 2011, 22:58

ჩიკა
წაიღე თუ გინდა შენ მე ვცდი კიდე იქნებ გადაეჩვიოს ნაგვის ძებნას
Shooting.gif

პოსტის ავტორი: ჩიკა Jul 2 2011, 23:04

irakli# maxi
ძალიან დამავალებ

ჰერცოგი997
თუ მალევე გადავაჩვიე იქნებ შენც მოასწრო

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 2 2011, 23:42

ეგრე ვქნათ მაშინ
ესი თოფი გავუსროლეთ წინა კვირას ცოტა მოშორებით ჯერ ნიკამ ისროლა და მე ახლოს დაუდექი ძაღლს იწვა და წამოხტა და ყეფა დაუწყო ნიკას შემდეგ ავხსენი სამბელიდან და უკვე 10 თეთრიანს ვინ გაარტყამდა მაგაში მიდიოდა შეჯიბრი და სულ დაიკიდა ლეკვმა პირიქით მაგარი გაუსწორდა რა

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 3 2011, 12:19

ციტატა(თენგო @ Jul 2 2011, 21:18) *
პოსტები ჩავასწორე შენის ნებართვით! newsmile045.gif newsmile027.gifმოსულა?

მოსულა... newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 6 2011, 10:05

რა ჯანდაბა ვქნა აღარ ვიცი, ძაღლს მანქანაში ვერ ვსვამ. გიჟდება ტირის, წკმუტუნებს, ეგრევე იფსამს და მერე არწყვეს

ლამისაა გავგიჟდე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 6 2011, 10:10

წაყვანის დროს არ აჭამო და რომ ჩასვამ მანქანაში სასუსნავი მიეცი რამდენჯერაც წაიყვან მანქანით

პოსტის ავტორი: თენგო Jul 6 2011, 10:18

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 6th July 2011 - 11:05) *
რა ჯანდაბა ვქნა აღარ ვიცი, ძაღლს მანქანაში ვერ ვსვამ. გიჟდება ტირის, წკმუტუნებს, ეგრევე იფსამს და მერე არწყვეს

ლამისაა გავგიჟდე

სინჯე "აერონის"მიცემა.დოზა ექიმს შეარჩევინე.

ეგ პრობლემა,მეტ ნაკლებათ ყველა ლეკვს აწუხებს. დრო უნდა ,მიეჩვევა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 6 2011, 10:20

თენგო
აერონს ეშველება, ვთქვათ აღარ არწყევს, მაგრამ ძლივს ვსვავ მანქანაში. არც მოფერება შველის არ მოქრთამმვა, ბოლოს მაინც ძალით ვსვამ ხოლმე.

თან ეგერევე იფსამს და შიგ ზის მერე

პოსტის ავტორი: თენგო Jul 6 2011, 10:27

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 6th July 2011 - 11:20) *
აერონს ეშველება, ვთქვათ აღარ არწყევს, მაგრამ ძლივს ვსვავ მანქანაში. არც მოფერება შველის არ მოქრთამმვა, ბოლოს მაინც ძალით ვსვამ ხოლმე.

თან ეგერევე იფსამს და შიგ ზის მერე

უკან სვამ,საბარგულში?
მარტო ყოფნის ხომ არ ეშინია?ცადე ცოტა ხანი წინ ჩასმა.
ფსიქიკა წყნარი აქვს,ისტერიული რეაქციები ხომ არ ახასიათებს?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 6 2011, 10:36

წინ მყავს ხოლმე და უკანა გზაზე დღეს უკან ჩავსვი, თან 105 ვიყავი და მაგას ხრუშოვკაზე დიდი ბაგაჟნიკი აქვს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 6 2011, 10:42

პამპერსი გაუკეთე newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 6 2011, 10:44

თან ეხლა რაჭაში მიმყავს. 15 წუთი ვერ ჩერდება, 5 საათში რას იზამს აღარ ვიცი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 6 2011, 10:46

მე მაგალითად მანქანაში რომ ვსვამ ფაცოს რემნით ვაბამ რომ არ დაიწყოს წინ და უკან სიარული და რავი მშვენივრად არის რა ეგრე
ესეც მაგარი ქვეშაფსიაა თან რომ მიხვალ მოსაფერებლად ეგრევე იფსამსს newsmile01.gif

პოსტის ავტორი: თენგო Jul 6 2011, 10:47


ჭალიმგელა

ციტატა(qarqashadze @ 6th July 2011 - 11:27) *
ფსიქიკა წყნარი აქვს,ისტერიული რეაქციები ხომ არ ახასიათებს?

ეს რ5ატო მაინტერესებს იცი,საერთოთ ისტერიული ტიპი ხომ არ არის?

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 6 2011, 11:30

ჭალიმგელა,ეგ ცუდია თუ იფსამს.თენგო რო გეკითხება ფსიქიკაზე,სწორია,კარგად გაარკვიე ვეტქემთანაც,ის რაღაც წამალიც მიეცი დოზის შერჩევით.ეცადე თამაშით,მოფერებით ჩასვა,თორე დიდი შანსია ვეფხოს ჯეკას რო ემართება ხოლმე,ეგრე დაეწყოს და მერე ნახე რწყევები.
მაგარი ლეკვი გყავს და არ იჩქარო ჯერ დიდ მანძილებზე,ეზოში გაიყვანე მანქანით,ვიღაცამ ჩაისვას და მოეფეროს.

პოსტის ავტორი: შუკა Jul 6 2011, 12:01

ჩემს ხშირად ვატარებ საბარგულით, ვაჩვევ რომ მერე პრობლემები არ შემექმნას. უკვე აღრ დახტის , წვება და არც წკმუტუნებს... 30-ჯერ მანქანაში ჯდომისას 9 ჯერ აერრია გული newsmile058.gif

პოსტის ავტორი: dato6 Jul 6 2011, 12:05

ჭალიმგელა ეშინია შენ ლეკვს? ზუსტად თქვი აბა, პანიკაში ვარდება? ლეკვია ჯერ და ინსტიქტურად მოქმედებს ესეეგი მონიშვნას აკეთებს ტერიტორიის, ეგ არ არის ჯერ ისეთი საპანიკო. ჩასვი მანქანაში და იქ ეთამაშე გაართე იხტუნაოს დაანახე და მიახვედრე რომ საშიში არაფერია, ნახევარი საათის ამბავია, მანქანა არ დაძრა გაჩერებულზე. ბაგაჟნიკში კიდე ჯერ ცოდოა, ბავშვს ვინ სვავს ბაგაჟში? ეგაც ჯერ მაგისთვის ძაან პატარაა. სახლში მარტო რომ დატოვო ჯერ იქ აპანიკდება არა თუ რაღაც ყუთში. მაგის ფსიქიკაზე ლაპარაკი კიდე ჯერ ადრეა, მაგაში შენ უნდა დაეხმარო რომ სწორად განვითარდეს, ლეკვია და ჯერ გაათამამე, 5თვიდან უკვე დაუწყე მოთოკვა.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 6 2011, 12:07

ციტატა(ზაზა @ Jul 6 2011, 12:30) *
არ იჩქარო ჯერ დიდ მანძილებზე,ეზოში გაიყვანე მანქანით.

როგორ არ ვიჩქარო, სოფელში მივდივარ, მარტო ხომ არ დავტოვებ

ციტატა(თენგო @ Jul 6 2011, 11:47) *
ჭალიმგელა

ეს რატო მაინტერესებს იცი,საერთოთ ისტერიული ტიპი ხომ არ არის?

არა თენგო, საერთოდ ნორმალური ლეკვია, ცოტათი წყნარიც დაჟე

იმენნა მანქანაში იფსამს შიშით, ისე კი არა. რომ ჩავსვამ ეგრევე გიჟდება, გადმოხტომას ცდილობს და დახტის გიჟივით. თუ დავიძარი მანქანით მერე კივის მთელი გზა.

ისე გამამწარა კინაღამ დავტოვე დღეს ლისზე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jul 6 2011, 12:08

გიო ლისზე შეიყვანე წყალში?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 6 2011, 12:14

ციტატა(dato6 @ Jul 6 2011, 13:05) *
ესეეგი მონიშვნას აკეთებს ტერიტორიის, ეგ არ არის ჯერ ისეთი საპანიკო.

არა რა მონიშვნა იფსამს და არის მერე ფსელში ამოთხვრილი

ციტატა(dato6 @ Jul 6 2011, 13:05) *
ჩასვი მანქანაში და იქ ეთამაშე გაართე იხტუნაოს დაანახე და მიახვედრე რომ საშიში არაფერია,

ჩაჯდომამდე გიჟდება, როგორც მანქანას მივუახლოებ, რომ მივუშვა თავის ნებაზე, მერე ვეღარც მოვთოკავ და გადამივლის თავზე


ციტატა(dato6 @ Jul 6 2011, 13:05) *
ბაგაჟნიკში კიდე ჯერ ცოდოა, ბავშვს ვინ სვავს ბაგაჟში? ეგაც ჯერ მაგისთვის ძაან პატარაა. სახლში მარტო რომ დატოვო ჯერ იქ აპანიკდება არა თუ რაღაც ყუთში.

ყუთში არ ვსვამ, ლენდკრუიზერი 105 ის ბაგაჟნიკი ღიაა, ანუ შეუძლია მიყუროს და ითამაშოს კიდევაც, ყველა მხრიდან შუშები აქვს. მად ბოლოს ჩავსვი და უფრო წყნარად იყო ვიდრე სალონში.
სახლში პირიქით მარტო უპრობლემოდ რჩება, წყნარად მშვიდათ, ერთს არ დაიწკმუტუნებს

პოსტის ავტორი: kupra Jul 6 2011, 12:25

შეეჩვევა შანსი არაა.

პოსტის ავტორი: dato6 Jul 6 2011, 12:32

თავისი რამე ნივთი ჩაუდე მანქანაში, რითაც ევასება თამაში. ან რაზეც წევს და მიხვდება რაა, ოღონდ 5წუთში არა. ხო და ერთი კიდევ შენც თუ ისე ნერვიულობ როგორც შენი ლეკვი, მაგასაც გრძნობს მაგი და უფრო პანიკაში ვარდება, ასე რომ ჯერ შენი თავი აიყვანე დაწყნარდი და მშვიდად ეჩალიჩე, მშიერზე მიიყვანე მანქანასთან და სალონში შეუგდე სასუსნავი თუ არ შევა თავის ფეხით ნახავ. მერე იქ დასვი დააწვინე ეთამაშე დაასაჩუქრე სასუსნავით. ამ ყველაფერს ერთჯერზე და უცებ ვერ ასწავლი, 2-3 გაკვეთილი მაინც უნდა, მთელი დღე დაუთმე საჭმელი ისე არ მისცე სანამ არ შეძვრება მანქანაში თვითონ, არ მოეშვა. და უკვე იქ უნდა იყო და ასწავლიდე თუ გცალია. გამოგივა სად წავა რომ არ შევა, როცა დაიწყებს უპრობლემოთ შესვლას მერე გაატარ-გამოატარე მანქანით. ხო როცა შევა გაგვაგებინე.

პოსტის ავტორი: თენგო Jul 6 2011, 13:26

ჭალიმგელა
დიდ ძაღლთან ერთად ჩასვი,ნახე რას იზამს.თუ გინდა გამომიარე საღამოს,15-20 წუთი ჩარლისთან ერტად ვატაროდ. მე მგონი დაწყნარდება.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 6 2011, 14:24

გიო ეზოში რომ დაგყავს მანქანა რომ გაივლის როგორი რეაქცია აქვს ან კიდევ მანქანასთან რომ მიგყავს

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 6 2011, 15:18

ჰერცოგი997
სხვა მანქანა ფეხებზე კიდია, იდეაში ჩემიც, მაგრამ როგორც კარებს გავაღებ ეგრევე გაქცევას ცდილობს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 6 2011, 15:22

რა უქენი კარები ხომ არ შემოარტყი ეგრე რომ ეშინია

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 6 2011, 15:23

ჭალიმგელა
ჩაცხე პატარაზე და გაჩერდება, მე ეგრე გადავაჩვიე
ეხლა უნდა ნახო სულ სმირნაზეა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 6 2011, 15:29

ჩაცხე პატარაზე ochom-dagchipos.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif მაგარი იყო

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 6 2011, 15:43

რამინდა გკითხოთ მცოდნეებს. ერთი 3 დღის წინ ძაღლები ვაბანავე ტბაზე შამპუნით და ორივეს რაღაც ბუშტივით წყლული გაუჩნდა კუდქვეშ და გაუგიზიანდა კუდის ხახუნისგან.

პოსტის ავტორი: ჩიქო Jul 6 2011, 15:44

რა შამპუნით დაბანე?

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 6 2011, 15:46

ჩიქო არვიცი სახელი აღარ მახსოვს გადავაგდე ის ბოთლი, ძაღლის არიყო.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 6 2011, 16:08

ციტატა(jeko 15 @ 6th July 2011 - 16:46) *
ძაღლის არიყო

მელირებული თმის ხომ არ იყო, მაგაში ბევრი ხიმიაა......

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 6 2011, 16:14

ნუკრიMax
wtfg.gif vava.gif aba-me-ravi.gif არვიცი

პოსტის ავტორი: ჩიქო Jul 6 2011, 16:16

მიიყვანე ვეტექიმთან, რამე არ მოწიო ძაღლს

პოსტის ავტორი: თენგო Jul 6 2011, 16:31

ჭალიმგელა
სხვა ძაღლთან ერთად ჩასვი!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: შალვა Jul 6 2011, 21:17

სიცხის გამო (ალბათ) საჭმელს ცუდად ჭამს (ხასიათზე არის) გაყინულ ზღვის თევზს მაროჟნივით თქვლიფავს (სულ თევზი რომ ვაჭამო მეშინია სელაპად არ გადაიქცეს ) რა ვქნა? თავისი კორმა რომ გავუყინო თუ შეიძლება? მირჩიეთ რამე! თევზი მითავდება!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jul 6 2011, 21:18

ეგეთი პანიკური შიში ქონდა ჩემ სპანიელს მტვერსასრუტის ხმაზე და მანქანაში კიდე ვენტილატორის ხმაზე. მუსიკა ჩაურთე რამე აბა, მანქანაში, დაქოქვის მერე უფრო გიჟდება? გამორთულზეც იგივენაირ დღეშია? წაიყვანე როგორმე სოფელში და 2-3 თვე საერთოდ აღარ მიაკარო მანქანას.

პოსტის ავტორი: aragveli Jul 7 2011, 13:55

ჩემებსაც თავიდან ჰქონდათ ეგ პრობლემა, ეხლა მანქანის კარი ვერ დამრჩენია შიშით ღია, შიგ არიან ეგრევე სამივე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Jul 7 2011, 13:56

შანსი არაა შეეჩვევა ალბათ რაღაცის ეშინია ლეკვია და მაგიტომ გადაუვლის ვარიანტი არაა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2011, 15:27

ჭალიმგელა

გიო ჯერ დაქოქილ მანქანაში ნუ ჩასვამ.. გვერდით მოისვი სიდენიაზე, მოეფერე და მანქანაში აჭამე რამე გემრიელი... თენგომაც კარგი რამ გირჩია...

ჯეკო

შენ კიდე ბიჯო "head & shoulders"- ით აბანავებ და მა რა მოუვა... newsmile055.gif


შალვა


ნამდვილად სიცხის ბრალია.. ჩემიც მასეა... გაყინული სიამოვნებს და იმიტომ ჭამს.. საერთოდ სიცხეში მშრალ საკვებს ცოტას ჭამს ლეკვი...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 7 2011, 16:55

ციტატა(ლეკი @ Jul 7 2011, 16:27) *
ჭალიმგელა

გიო ჯერ დაქოქილ მანქანაში ნუ ჩასვამ.. გვერდით მოისვი სიდენიაზე, მოეფერე და მანქანაში აჭამე რამე გემრიელი... თენგომაც კარგი რამ გირჩია...

ლეკი დაუქოქავში ვსვამ აბა რა, მაგრამ............ გუშინ გავაკატავე უბანში, ძალით ჩავსვი, მოფერებით არ ჩაჯდა, ოღონდ დაბლა არ დავაძალე, სიდენიაზე დავსვი მაგრამ კალთაში გადმომიძვრა. არ გავუწყერი, ვაცადე, აღარ უწკმუტუნია მაგრამ არწყია მაინც. 200 მატრსაც ვერ გადის რომ არ არწყიოს

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2011, 17:20

ჭალიმგელა
მიეჩვევა არ იდარდო.. ჯერ პატარაა მაინც... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 7 2011, 21:50

ჩემიც მაგარი ტვინს ბურღავს, დღეს სათეოვზაოდ ვიყავი მაგრამ მაგარი ვითევზავე 3 საათი მე ძაღლს დავსდევდი ძაღლი კიდევ პატარა ხბოს დავიტანჯე ძლივს დავიჭირე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 9 2011, 21:55

დღეს მოვუყვანე ფაცოს ინკუპატორის მწყერი, მაგარი დაიკიდა მწყერი, დაფრინავს როგორც კი მიუახლოვდები ფრინდება ოღონდ, რომ დაფრინდება არ დადის საერთოდ ნაბიჯი ვერ გადავადგმევინე, ფაცო როგორც კი მივიდა ახლოს ამოუფრინდა ცოტა არ იყოს შეცბა ძაღლი სადამ არ დაფრინდა უყურებდა მერე მიტანება უბრძანე მივიდა დასუნა და გააგრძელა თამაში

პოსტის ავტორი: თენგო Jul 9 2011, 22:42

ჭალიმგელა
გიო,ნუ ნერვიულობ!
იგორს ვესაუბრე,მამამისიც ზუსტად ეგრა ყოფილა ლეკვობაში.სამაგიეროდ ეხლა სულ კუდზე კიდია მანქანა)newsmile05.gif:!
ყველაფერი კარგად იქნება!.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 10 2011, 20:44

დღეს ფაცომ დიდი წვალების მერე მწყერი დამიმუშავა და მომიტანა და ხელში მომცა ხვალიდან უკეთესი ბრძანებები უნდა ვასწავლო, მაინტერესებს ყველას აზრი როგორ ვავარჯიშო კიდევ

პოსტის ავტორი: შუკა Jul 10 2011, 22:09

პადსადნოი ე.წ შინაური მწყერი არ აფუჭებს ძაღლს|?

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 19 2011, 15:18

ფერმის მწყერი არ მომდის რაღაც თვალში.. სულ სხვანაირი სუნიც აქვს და მკვდარი სულია მაგარი... ჯობია გარეული დაიჭირო 1 ცალი და იმაზე დაგეშო... ach.gif

პოსტის ავტორი: Fishman Dec 12 2011, 01:26

ხალხნო და ჯამაათნო, რამდენად ნორმალურია რომ 4თვის ლეკვს ჯერ კიდევ ეპარება ხოლმე სახლში? D.gif დღეში ვასეირნებ მინიმუმ 4-ჯერ. მაგრამ ამ გასეირნებებს შორის, უფრო დღის პირველ ნახევარში მაინც შარდავს ხოლმე სახლში... ასაკის ბრალია თუ რამეს ისე ვერ ვაკეთებ?...

პოსტის ავტორი: ჩუბო Dec 20 2011, 21:58

პოინტერი ვიყიდე კლუბიდან 2 თვის გახდა დღეს , ჭიის წამალი მივეცი 1 კვირის წინ 3 დღეში ისევ უნდა მივცე და მერე გაუკეთო აცრები , მინდა გარეთ გაყვანას და იქ მოსაქმებას მივაჩვიო თან მეშინია არ გაცივდეს რჩევები მჭირდება გამოცდილი ხალხისაგან (ეს ჩემი პირველი ძაღლია და არანაირი გამოცდილება არ მაქვს), კიდევ ერთი კითხვა აქ ვნახე რომ პატარა ლეკვებსს აქვთ საგვარეულო საბუთები მე კი მოცდა მითხრეს სანამ 8 თვის არ გახდება ესე ამიხსნეს რომ მაგ ასაკში გამსოჩნდება აქვს თუ არა ვიზუალური დეფექტი და თუ აქვს საგვარეულო ნუსხა არ გაიცემაო, ეხლა ეჩვი მეპარება რამე სიმახინჯეზე ხომ არ შეეპარათ ეჭვი მე ვერაფერს ვატყობ იმიტომ რომ გამოცდილება და შესაბამისი ცოდნა არ მაქვს მაინტერესებს მართლა მერე იძლევიან თუ არა მაგ საბუთს , (სურათებსაც დავდებ)

პოსტის ავტორი: ჩუბო Dec 20 2011, 22:18

http://www.youtube.com/watch?v=-MV5P8uEtXE

ესეც ჩემი ლეკვი

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 20 2011, 22:32

ჩუბო
ვიდეოში არ ჩანს კარგად, სურათი გადაუღე

პოსტის ავტორი: ჩუბო Dec 20 2011, 22:40

ვერ დავდე სურათი PIX იდან რატოღგაც არ ტვირთავს

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 20 2011, 22:43

რადიკალიდან ატვირთე


პოსტის ავტორი: ჩუბო Dec 20 2011, 22:47

არ ვიცი მანდ როგორ ავტვირთო ეხლა ვეცდები გავარკვიო

პოსტის ავტორი: ჩუბო Dec 20 2011, 22:59

http://s004.radikal.ru/i206/1112/b7/7f2aff8cf9f9.jpg

http://s017.radikal.ru/i433/1112/14/e8ed310f9a32.jpg

http://s017.radikal.ru/i413/1112/c3/c24b41868fdc.jpg

http://s017.radikal.ru/i444/1112/2a/b5abce2d43a0.jpg

http://s017.radikal.ru/i423/1112/31/4de1f330f1b5.jpg

http://s017.radikal.ru/i408/1112/90/d1e21a26e3f1.jpg

http://s017.radikal.ru/i435/1112/e8/cd0c2b4150bd.jpg

http://s017.radikal.ru/i439/1112/12/23e5c41044e4.jpg

პოსტის ავტორი: ჩუბო Dec 20 2011, 23:09

http://s017.radikal.ru/i407/1112/92/c69734d9c0d9.jpg



http://s001.radikal.ru/i196/1112/11/9df2c86c167c.jpg

საინტერესოა თქვენი აზრი

პოსტის ავტორი: pushkina Jan 6 2013, 17:37

[quote name='Maverick' date='Jul 27 2009, 10:14' post='17823']
დაიწყე ოღონდ ყურადღება მიაქციე რომ შორს გასვლეს აცდე და თავის ნებაზე სიარული აუკრძალე, განზე შორს თუ გავა მოაბრუნე, გაბრაზებით არ გაუბრაზდე, ეცადე რომ სულ წინ გყავდეს, ჩამოგრჩება. . . . გაჩერდი, წინ გაუშვი, თავის ჭკუაზე სიარულ რომ არ მიეჩვიოს

და კიდევ მთავარი, თუ ბედმა გაუღიმა და მწყერი ნახა, ან ფეხში აუფრინდა, ეგრევე პავადოკი და სახლში წამოიყვანე, ზამასკაში რომ დარჩეს, 2-3 საათის მერე ისევ შეიყვანე მინდორში, და ნახავ უკვე მიზანმიმართულად დაუწყებს ძებნას
[


თუ მწყერი აუფრინდა არ ვესროლოთ?

პოსტის ავტორი: Fishman Jan 6 2013, 22:27

pushkina

გეშვის დროს არ არის აუცილებელი სროლა. გაზაფხული საუკეთესო დროა საგეშად და ამავე დროს ნადირობა აკრძალულია. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: xaraza Feb 2 2013, 13:52

რჩევა მჩირდება მკავს 3 ტვის კურცხალი მოკლედ მიჯერებს დაჯეკი მიდი მოდი ესმის მარა აი მოტანაზე მაცვალებს დზან ხან ისეა რომ გაჯიუტდება ვაფშე არ მოაკვს და ამ დროს მოვაბავ გდზელ თოკს და როცა არ მოაქვს ტოკიტ მოვკაცჰავ და ვაგრდძნობინებ რომ უნდა მომიტანოს ამავდროულად პედიგრიტაც ვაჯილდოვებ ხოლმეე და მაინტერესებს სწორ ხერხს ვიყენებბ

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 2 2013, 14:20

უმრავლესობა მეგობარო სწორედ ამ ხერხს იყენებს და საკმაოდ წარმატებულადაც.

ეს ვიდეო ნახე ბევრი რამ ვისწავლე აქედან

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 2 2013, 14:27



ესეც ძაან მაგარი მგეშავია


პოსტის ავტორი: levani100 Feb 2 2013, 15:44

xaraza
ძალიან გთხოვთ დროა განვასხვაოთ მშრალი საკვები ერთმანეთისგან. რადგან ე.წ. "პედიგრი"არის ისეთივე დასახელება, მარკა, ბრენდი
რავიცი კიდევ რა როგორც, ROYAL CANIN. DAYMOND. NUTRA GOLD. და ნუ მოვიხსენიებთ ყველა მშრალ საკვებს "პედიგრად" newsmile045.gif
ეხლა რაც შეეხება მოტანას, ყველაფერს სწორად აკეთებ. მაგ ყველაფერს დაუმატე ალერსიანი ტონი და როდესაც თოკს მსუბუქად მოქაჩავ
და ლეკვი შენთან მოიტანს ბალიშს, აი მაშინ დაახვედრე პატარა ორცხობილის ნაჭერი როგორც წამახალისებელი პრიზი. ამას აძლევ თამაშის
სახეს, არავითარ შემთხვევაში არ მოაბეზრო, არ გაუწყრე. 5-6. "გაკვეთილი" სრულიად საკმარისია. გისურვებ წარმატებებს. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 2 2013, 15:56

levani100
+1000

როგორც მშრალ საკვებზე, ისე მოტანის წახალისებაზე.


xaraza
არავითარ შემთხვევაში არ გადატვირთო ლეკვი, 4-5 მოტანის შემდეგ შეასვენე ხოლმე. ეცადე სულ თამაშით აკეთებინო და ჯილდოთ განსხვავებული სასუსნავი მიეცი, არა ის რასაც საერთოდ აჭმევ ხოლმე.

პოსტის ავტორი: xaraza Feb 2 2013, 16:37

levani100 ჭალიმგელა დიდი მადლობა რჩევისთვის

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 2 2013, 16:56

xaraza
შენ და კუპრას ერთნაირი ავატარები გაქვთ და იქნებ შეცვალო რა, ვერარ ვარჩევ რომელი წერთ ხოლმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: vax.bot Feb 3 2013, 12:51

მალე ბიჭებო კურცხალის და დრატხარის ნაჯვარი უნდა მომცენნნ მაგარიაა D.gif:

პოსტის ავტორი: levan81 Feb 3 2013, 16:40

vax.bot
ჯობია ნაჯვარს თავი დაანებო და სუფთა სისხლის აიყვანო რომელიმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levani100 Feb 3 2013, 22:34

ციტატა(vax.bot @ Feb 3 2013, 13:51) *
მალე ბიჭებო კურცხალის და დრატხარის ნაჯვარი უნდა მომცენნნ მაგარიაა D.gif:

რომ მოგცემენ პირდაპირ შენი ხელით დადე "მეტისებში." D.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Feb 4 2013, 00:19

მეც მალე მეყოლება პატარა ადამიანიnewsmile05.gif სეტერიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: levani100 Feb 4 2013, 11:16

იკო იქიდან იყვან მე რასაც ვფიქრობ? ძუც და ხვადიც ერთი კაცის რომაა?.
თუ ეგრეა მაშინ ჰოო. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 4 2013, 11:19

levani100
კი მაგ დართვიდან newsmile05.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: pushkina Feb 7 2013, 17:43

ტუ შეგიძლიათ მასწავლოტ როგორ ვასწავლო მოტანა ძაგლს

პოსტის ავტორი: Fishman Feb 7 2013, 18:27

pushkina

იხილეთ ამავე თემის პირველ გვერდზე დადებული #6 Maverick-ის პოსტი.

პოსტის ავტორი: xaraza Feb 7 2013, 20:21

ციტატა(pushkina @ Feb 7 2013, 18:43) *
ტუ შეგიძლიათ მასწავლოტ როგორ ვასწავლო მოტანა ძაგლს

ჩემი გამოცდილებიდან გირჩევ პირველ რიგში მოთმინება. ჩემი ლეკვიც ცოტას ჯიუტობს მარა ამისთვის აიგე 20-25 მეტრიანი თოკი და როცა გადაუგდებ და ეტყვი მომიტანე და დაიწყებს ჯიკავს და გაჯიუტდა და არ მოგიტანა მოკაჩე თოკი რომ აგძნობინო რომ მოგითანოს შემდეგ რომ მოგიტანს დასაჩუკრე და ნელნელა მიეჩვევა და ისწავლის თუ არა და იხილე Maverick-ის პოსტი და იკ უპრო დაცვრილებით წერია

პოსტის ავტორი: dobermen Feb 15 2013, 07:58

მადლობა ფორუმს შევიძინე ლეკვი. ძალიან გახარებული ვარ.
დიდი მადლობა განსაკუთრებით Maverick. თქვენს მიერ გამოგზავნილი ლინკით შევიძინე ჩემი ჯერი.



პოსტის ავტორი: ზახარა Feb 15 2013, 08:47

dobermen
გაიხარე ძმაო newsmile05.gif სურათებიც გვანახე და ეტაპობრივად დაწერე ხოლმე გაზრდის პროცესი newsmile045.gif თუ რამეში დახმარება დაგჭირდა აქ ვართ newsmile041.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Feb 15 2013, 09:02

dobermen

ვისი ბუდობიდან აიყვანე?

პოსტის ავტორი: dobermen Feb 15 2013, 11:37

დედა (ლელი) და მამა (ჯიმი) ვანო დოინჯაშვილის.ხვადი ავიყვანე მერე სურათებსაც დავდებ
ხომ ვერ მირჩევთ რითი ვკვებო მრავალფეროვანი რომ იყოს საკვები.
მე მაწონში გარეულ კვერცხის გულს და ცოტა პეტიგრს ვაჭმევ ჯერ ჯერობით.
და საერთოდ რომელი პედიგრი ჯობია და სად ვიყიდო არ იცით?

პოსტის ავტორი: Giorgi_M Feb 15 2013, 11:55

ციტატა(dobermen @ Feb 15 2013, 12:37) *
დედა (ლელი) და მამა (ჯიმი) ვანო დოინჯაშვილის.ხვადი ავიყვანე მერე სურათებსაც დავდებ
ხომ ვერ მირჩევთ რითი ვკვებო მრავალფეროვანი რომ იყოს საკვები.
მე მაწონში გარეულ კვერცხის გულს და ცოტა პეტიგრს ვაჭმევ ჯერ ჯერობით.
და საერთოდ რომელი პედიგრი ჯობია და სად ვიყიდო არ იცით?

როიალ კანინი აჭამე

პოსტის ავტორი: dobermen Feb 15 2013, 12:07

გასაგებია და დღეში რამდენჯერ ვაჭამო?
საქონლის ხორცი მოვუხარშო?

როიალ კანინი მშრალად ვაჭამო თუ გავურიო მაწონში?

პოსტის ავტორი: aragveli Feb 15 2013, 12:13

150 $ -ად რომ ყიდიდა ის ხვადი აიყვანე თუ მეორე?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)