თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ იქნება ვინმე დამეხმაროს

პოსტის ავტორი: xatuna_555 Jun 13 2011, 17:21

გამარჯობათ ყველას. იქნება ვინმე დამეხმაროს. ეზოს ძაღლს ეხება. საქმე იმაშია, რომ ამ ძაღლს მთელი კორპუსი ვუვლით უკვე 4 წელია და ვაჭმევთ. მაგარი ჭკვიანი ვინმეა. გამუდმებით იფხანს. ბარსს ვასხავ ხოლმე. მაგრამ ბოლოს ვერ დავასხით, რადგანაც მაკეთ იყო. უკვე ორი თვეა ზურდის შუიდან კუდამდე ბეწვი გასცვივდა. გაცვენილ ადგილზე არ აღენიშნება არანაირი სისველე და არც მუწუკები. კაცებმა ქეცი აქვსო და მანქანის გამონაცვალი ზეთი წაუსვეს რამოდენიმეჯერ მაგრამ არ უშველა. 26 მაისს მაგარი სეტყვა რომ იყო იმ ღამეს იმშობიარა, ეტყობა შიშზე და მკვდრები დაბადა. გუშინ ვნახე კუდის ქვემოთაც ჩამოსვლია და თან მუცელზეც თითქოს ალერგიასავით აღენიშნება სიწითლე. ვეტერინართან ვიყავი და რომ ავუხსენი მითხრა რომ ეს არის პროქტიტიო. ანუ მკურნალობა უნდა სანთლებით 5 დღე და შემდეგ გამორწყვა და პარალელურად მაზის წასმა რაღაც იამა თუ რაღაც ეგეთი მითხრა. ერთმა მეზობელმა კი რომელსაც დამთავრებული აქვს ვეტერინალური ძალიან დიდი ხნის წინ თქვა რომ ღორის მუცლის ქონი და შაბი აურიეთ ერთმანეთში და ხერხემლის გაყოლებაზე წაუსვითო.

პოსტის ავტორი: გიორგი Jun 13 2011, 17:30

xatuna_555

ამ თემას ძაღლების განყოფილებაში გადავიტან.... თორემ საღადაოში სურიოზული ხალხი იშვიათად იხედება ხოლმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ტყიური Jun 13 2011, 18:09

ციტატა(xatuna_555 @ Jun 13 2011, 18:21) *
ერთმა მეზობელმა კი რომელსაც დამთავრებული აქვს ვეტერინალური ძალიან დიდი ხნის წინ თქვა რომ ღორის მუცლის ქონი და შაბი აურიეთ ერთმანეთში და ხერხემლის გაყოლებაზე წაუსვითო.



მგონი მუნი უნდა იყოს - ღორის მუცლის ქონში სააფთიაქო, წმინდად დაფქვილი გოგირდი გადაურიეთ რამდენსაც შეირევს და ძაღლს კანში შეუზილეთ 2 დღეში ერთხელ.

პოსტის ავტორი: ბესო Jun 13 2011, 18:10

xatuna_555

ციტატა(kakadu_777 @ 13th June 2011 - 18:21) *
ვეტერინართან ვიყავი და რომ ავუხსენი მითხრა რომ ეს არის პროქტიტიო


ვეტერინართან დაავადების მოყოლას ჯობია მიუყვანოთ ის ძაღლი და თვითონ გადაწყვეტენ რა ჭირს. ლეიშმანიოზი არ ჭირდეს! ამიტომ აჩვენეთ ვეტერინარს!

რაც შეეხება მანქანის დამწვარი ზეთის წასმას, შაბიამანის მუცელზე შეზელას და ურანის პუდრის მოყრას ზურგზე - კომენტარიც ზედმეტია! ნუ აწვალებთ ძაღლს!

ციტატა(kakadu_777 @ 13th June 2011 - 18:21) *
გამუდმებით იფხანს. ბარსს ვასხავ ხოლმე

მაგას ჯობია ადვანტექსი დაასხათ ზაფხულში და შემოდგომაზე - კოღო არ ეკარება!

პოსტის ავტორი: 919 Jun 13 2011, 18:35

ან სულაც "ფრონტლაინი". სავარაუდოდ ეს მშრალი ეკზემაა თუ კანი არ არის დაწყლულებული.
სადაური ძაღლია? რა უბნელია? რას აჭმევთ? გაგეცინებათ, მაგრამ უბანს მნიშვნელობა აქვს newsmile045.gif
იპოდრომთან და კუს ტბაზე მუდამ ტკიპმა იცოდა ძაღლის შეწუხება და დაავადების გადატანა.

პოსტის ავტორი: romeo 1 Jun 13 2011, 20:30

თუ ძაღლს ვერ წაუყვან ვეტექიმს, ვეტექიმი მიიყვანე ძაღლთან, სანამ წაიყვან აუხსენი რომ ძაღლს კანის დაავადება სჭირს და რომ მოვა ბარემ კანიდან ნაცხს აუღებს პარაზიტის ზუსტ სახეობის დასადგენად. ზუსტ დიაგნოზის დადგენის შემდეგ სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს.

პოსტის ავტორი: o.cho Jun 14 2011, 00:45

xatuna_555

გამარჯობათ.
მგონი ჯობს დაუჯეროთ ვეტექიმს და უმკურნალოთ ისე როგორც გითხრათ და კიდევ უკეთესი თუ რამენაირად მიუყვანთ და ანახებთ. მსგავსი რამ დაემართა ჩემი ზეზობლის პიტსაც და კი გაგვიჭირდა მაგ სანთლებით მკურნალობა და გვაგორავა მთელი სამეზობლო მაგრამ კი უშველა და განიკურნა newsmile05.gif
პ.ს. მაგის მერე სანთლები ტორტზეც აღარ მიყვარს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 14 2011, 05:24

მიიყვანეთ ვეტეკიმთან და ეგაა რათ უნდა ამდენი მარჩიელობა.

პოსტის ავტორი: xatuna_555 Jun 16 2011, 18:32

გამარჯობათ ყველას. უკვე მეორეთ წავუსვი ღორის მუცლის ქონში გარეული განაყული შაბი. წასმის დროს ბეწვს რომ ვუწევ შევამჩნიე შიგა და შიგ (სადაც არ აქვს გაცვენილი ბეწვი) კიდევ აქვს პატარა კერები, ანუ გაცვენილი. დღეს კიდევ ვიყავი ორ ვეტთან და გადავწყვიტეთ რომ გოგირდის მალამო წავუსვათ. წაყვანით ვერ მიმყავს. ერთმა ვეტმა კი მითხრა, რომ შეხედვით მაინც ვერ გავიგებთო და მიმასწავლა ვაშლიჯვარში არის ლაბორატორია, იქ მიდი, სტერილურ სინჯარას გამოგატანენ, შენ აუღე ანაპხეკი და ბეწვი და მიიტანეო. მერე მაგის მიხედვით ვუმკურნალოთო. ეს უფრო ადვილია ჩემთვის. წასვლამდე გოგირდის მალამოს წავუსმევ. საქმე იმაშია, რომ წაყვანა გულით მინდა მაგრამ ჩემი ქმრის ჩათვით მანქანაში არ მასმევინებენ.


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 16 2011, 18:37

xatuna_555
თოკი მოაბი და ფეხით წაიყვანე!

პოსტის ავტორი: baxi Jun 28 2011, 23:13

ბიჭებოო იქნებადა რამე მიშველოთ.ჩემს ლაბრადორსს თმა გაცვივდა ზოგ ადგილასს ისე რო კანი ჩანსს დაჯეე.და რატოა ეგ ეგრეე?? რა ჭირსს? თმა ჯერ არ გამოუცვლიაა.და რისი ბრალიაა.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 28 2011, 23:17

სასწრაფოდ ვეტერინართან პეემი ნახე baxi

პოსტის ავტორი: baxi Jun 28 2011, 23:17

ვნახე და მოგწერე ჰერცოგგ
გაიხარეე

პოსტის ავტორი: Sos049 Jun 29 2011, 09:53

შეიძლება ჯირყვლების ანთებაც იყოს:ანტიბიოტიკი და პრედნიზოლონი დაჭირდეს,როგორც ტაბლეტები ასევე მაზიც.იქნებ მოიწვიოთ ვეტექიმი,ცოდოა ძაღლი.

პოსტის ავტორი: dato_dato Jun 29 2011, 09:58

shiverdog.gif shiverdog.gif shiverdog.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 29 2011, 15:30

http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=10375&st=0&#entry349480

პოსტის ავტორი: baxi Jun 30 2011, 12:55

მყავდა დგეს ვეტერინარი.და შეამოწმაა. იტოგში წამლები გამოუწერა რაგაც რაა. აბები დაა ასევეე შესაზელიი ბეწვში რაგაც სითხეე .და რავი ვნახოთ შედეგს დაველოდებიი.თუაარადაა ექიმსსს მივმუტლავ .ძაღლს რამე რო დაემართოსს :@

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 19 2011, 15:40

მეგობრებო !
ხომ არავის გეგულებათ გასაყიდად ინგ. სეტტერის ლეკვები. საგვარეულო ნუსხთ. ნაცნობ მონადირეს უნდა...
პ.ს.
შეიძლება 2 ლეკიც კი იყიდოს !

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Nov 1 2011, 13:57

თემის სათაურიდან გამომდინარე გადავწყვიტე აქ დამეპოსტა...


მოკლედ ამაზონზე არის ერთი ელექტრო ყელსაბამი იაფად და გამოცდილი ვინც ხართ იქნებ მირჩიოთ ღირს ამის ყიდვა თუ არააა... წინასწარ დიდი მადლობა.

ესეც http://www.amazon.com/Remote-Dog-Training-Shock-Collar/dp/B003YLETZY/ref=sr_1_sc_3?ie=UTF8&qid=1320144926&sr=8-3-spell

მეორე ვარიანტი http://www.amazon.com/Control-Training-Vibration-VIBRATE-Display/dp/B004L9J3OA/ref=sr_1_14?s=pet-supplies&ie=UTF8&qid=1320145230&sr=1-14

http://www.ebay.com/itm/Electric-Shock-Vibra-Remote-Dog-Training-Shock-Collar-/140578798909?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item20bb263d3d

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)