თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ პოინტერის ლეკვები უკრაინიდან

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 09:10

სანამ დეტალურად დავდებდე ინფოს უკრაინაში მოგზაურობაზე, მანამდე იხილეთ ეს ფოტო: ბატონო აკოპი შავ ძუ ლეკვ - ბაგირა გროუსთან და შავთეთრ ხვად - მაქსიმუს გაიდისთან ერთად
http://www.radikal.ru
აქაც მინდა დიდი მადლობა გითხრათ საჩუქრისთვის

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 09:15

ეს უკვე სახლში
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Akop May 23 2012, 09:17

გაიხარე ზაზა ....!!!

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 09:20

http://www.radikal.ru

ციტატა(Akop @ May 23 2012, 10:17) *
გაიხარე ზაზა ....!!!



როგორი მშვიდია, კარგი ხასიათით. არ გვაწუხებს. ან თამაშობს, დარბის, ან კიდევ ძინავს.
ანტის ხასიათი აქვს მე მგონი

პოსტის ავტორი: Akop May 23 2012, 09:23

კი.... წარმოგიდგენია ზაზა, 1.5 თვიან ლეკვს, კუნთები უკვე ემჩნევა...!!!

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 09:27

ოთახში რო დარბის გიჟივით, მერე რამეს დაითრევს და მიაქვს თავისი კუთხისკენ. მე ხმაზე მცნობს, მხოლოდ ჩემს დაძახებაზე მორბის. გიზოვიჩის დაწერს მერე რას უშვება ბაგირა, ეგ მართლა გიჟი ლეკვია, მაგარი ცოცხალი, აქტიური

პოსტის ავტორი: Akop May 23 2012, 09:29

გიზოვიჩს უსურვებ მოთმინებას...!!!)))))))))))))))))))))

პოსტის ავტორი: Maverick May 23 2012, 09:33

QUOTE (Akop @ May 23 2012, 10:29) *
გიზოვიჩს უსურვებ მოთმინებას...!!!)))))))))))))))))))))



D.gif ასეთი გიჟი ყავს?

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 09:40

ამ თემაში გავაგრძელებ

პოსტის ავტორი: Akop May 23 2012, 09:43

ნაგიჟარი .... ))))))))))))))

პოსტის ავტორი: Maverick May 23 2012, 09:43

ზაზა
რეპორტი გააკეთე, კარგი რეპორტი

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 09:44

ამაზე თემა გავხსენი, ახლა გავდივარ საქმეზე და სურათებს მანდ დავდებ.

p.S.
ლეკვს ვერ მოეფერები, ხელში ვერ დაიჭერ. მაქსის ღამე არ აძინებდა, კბენდა, დარბოდა. 2 ღამე არ დამაძინა. ახლა მგონი გიზოვიჩს არ აძინებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: simona May 23 2012, 09:44

ყოჩაღ ამ კაცს ( აკოფ) ს. ესეთი კაი საქმისთვისს. ზაზამ ვისთანაც კი ისაუბრა ალბათ თავის აღრფთოვანებას ვერსად დამალავდა ამ კაცის სტუმართმოყვარეობაზე, მათშორის ჩემთანაც. ღმერთმა გაუმარჯოს.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი May 23 2012, 10:07

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პირველ რიგში მადლობა მინდა მოვუხადო აკოპს, მე და ბაგირა დავმეგობრდით
უკვე, ოჯახში გაგიჟებულები არიან ისე უყვართ, ისე სხვათაშორის ოჯახს ხელფასი
დავუნიშნე ბაგირას მოვლაში ჩემი არ ყოფნის დროს რათქმაუნდა D.gif...

პოსტის ავტორი: Bonehill May 23 2012, 10:18

კი ნამდვილად უკეთილშობიესი ადამიანია ბნ აკოფი.

პოსტის ავტორი: hunter777 May 23 2012, 10:30

ვაა მაგარი ლეკვებია ძალიან მომეწონა ორივე ზედვე ეტყობათ ყველაფერი რაც იქნებიან newsmile05.gif საღოლ

პოსტის ავტორი: dato6 May 23 2012, 10:48

გილოცავთ, უმაღლესი კლასის მეძებრები დამდგარიყვნენ.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 23 2012, 11:07

რა მაგრები არიან საღოლ ორივე მაგარია ეტყობათ რაც გამოვლიან ბაგირა განსაკუთრებით რაღაც უფრო ორიგინალურია

პოსტის ავტორი: კუდიგორელი May 23 2012, 11:52

ვა მაგარი ტიპები არიან newsmile05.gif)) კოჭებში ეტყობათ რო მომავალი ჩემპიონები არიან newsmile05.gif)

დიდი მადლობა ბატონ აკოფს ასეთი კარგი საჩუქარი რომ გაუკეთა ჩვენს კლუბს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 23 2012, 12:35

კიდევ ერთხელ გილოცავთ ლომებო !!

მადლობა ბატონ აკოფს ასეთი საჩუქრისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Akop May 23 2012, 13:16

გაიხარეთ ბიჭებო... ეგ ორი და, სხვა მრავალი....!!! ))))))))))))))

პოსტის ავტორი: ლეკი May 23 2012, 13:34

დიდი მადლობა ბატონ აკოფს.. საუკეთესო საჩუქარია კლუბისთვის.. newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 16:10

ჩემი და გიზოვიჩის თათბირების, ბატონ აკოპთან კონსულტაციების, ახლობლების რეკომენდაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მე უნდა წავსულიყავი ხარკოვში. ამ მიმართულებით მხოლოდ აირზენას რეისია, პატარა ბოინგი, 50 ადგილამდე, რომელიც ,, დაფრინავს" ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. იქეთა მიმართულებით დილის 08.20-ზე, უკან ბრუნდება იმავე დღეს, მათი დროით 11:20-ზე, თბილისშია 13:10-ზე ჩვენი დროით, ანუ 1 საათი და 50 წუთი ფრენის დრო.
ლეკვები უნდა მოთავსებულიყვნენ სპეციალურ გადასატან ყუთში ( იყიდება ზოომაღაზიებში, ამაზე მოგვიანებით...), გადმოყვანის თაობაზე აირზენას პირობაა , რომ უნდა გააფრთხილო : ვის მოყავს, რამდენს იწონიან და ა.შ. ამიტომ , სხვებსაც გირჩევთ, თუ დააპირებთ ლეკვების ჩამოყვანას და ადგილზე არ გყავთ ახლობელი, რომელიც ჩვენკენ ჩამოდის, აჯობებს, თავად ჩახვიდეთ. 2 საათი ფრენა, + ლოდინი აეროპორტში. უცხოს ამას ვერ თხოვთ.
მოკლედ, ბილეთები ავიღეთ 1 კვირით ადრე, 16 მაისი - თბილისი-ხარკოვი, 18 მაისი - ხარკოვი-თბილისი. ფასი 712 ლარი და 30 თეთრი.
16-ში დილით ძმაკაცებმა წამიყვანეს აეროპორტში, სიურპრიზი გელოდებაო...გამიყვანეს VIP გასასვლელიდან, გაფრენამდე კონიაკი, ჩაი და ა.შ. ბარგი თავად მიიტანეს აეროპორტის თანამშრომლებმა თვითმფრინავამდე და როდესაც ყველა მგზავრი ადგილზე იყო, ამაცილეს დიდი პატივისცემით (მადლობა გრიზლის).
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ფრენის არ მეშინია, ამიტომ არ დამილევია, მხოლოდ ჩაი დავლიე და აი ამ თვითმფრინავით თითქმის ორსაათიანი ფრენის შემდეგ ხარკოვში ვიყავი
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: LeoTaso May 23 2012, 16:25

გიზოვიჩი
ზაზა
გილოცავთ სულით და გულით! მართლაც კარგები ჩანან, პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ მერე კიდე კაი მანერებს და ძლიერ ყნოსვას newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kondoli May 23 2012, 17:06

კიდევ და კიდევ . . .!!! გილოცავთ ზაზა და გიზოვიჩ, ძალიან მაგრები არიან. წარმატებებს გისურვებთ ... !!!


პოსტის ავტორი: gogita.m May 23 2012, 17:22

გილოცავთ გილოცავთ, მაგარი საჩუქარია. მადლობა აკოფს

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 17:27

ხარკოვის აეროპორტი ახალი აშენებულია, ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები. საბაჟოსთან შემაჩერეს, დახედეს პასპორტს და იხილეს რა ჩემი I ვიზიტი იყო მათსა მხარესა, დვა შაგა ნაზადო. გახსოვთ, ტერაქტი დნეპროპეტროვსკში, საჩემპიონატო მზადებაც, არ ვიცი მეტი სხვა მიზეზი, მაგრამ ფაქტია, მობრძანდი ბატონოო, - არ უთქვამთ. გამესაუბრნენ სავარაუდოდ მათი უშიშროების თანამშრომლები. ჩაფრენის მიზეზი როცა მკითხეს და ლეკვები მაჩუქეს, უნდა წავიყვანო-მეთქი,- ვუპასუხე, მათი სახეები განახათ. ვერ მიხვდნენ, ვეღადავე და თუ სიმართლეს ვღაღადებდი. ხო, კარგი, გვჯერა, მაგრამ ვისთან მიდიხარ, დაგხვდება ვინმეო. ა კაკ ჟე, ბატონი აკოპ კაზარიანი დამხვდება-მეთქი. აიღეს ჩემი პასპორტი, იპოვეს მოსაცდელში აკოპი და პრობლემაც მოგვარდა. ამ დროს ჩემთან მოდის ქართველი გოგონა , დამეხმარეთ, რაღაცას მეკითხებიან და გადამითარგმნეთო. ისიც პირველადაა უკრაინაში, ელოდება ძმა და როცა ეგონა, რომ ვსიო ოკ, ამ დროს ბარგში აღმოაჩნდა ღვინო, არაყი და კონიაკი. მათი შეტანა შეზღუდულია , მხოლოდ 6 ბოთლი ქარხნული 0.75 ბოთლით არის დაშვებული, მას კი კოკა-კოლას 2 ლიტრიანები მიჰქონდა 6 ლიტრი. ძმა შევიდა და იმედია მოაგვარა.
ბოლოს და ბოლოს გამოვედი და დამხვდა ბატონი აკოპი. სკაიპით და ტელეფონით 3 წელია ვკონტაქტობთ, მაგრამ ამ ადამიანის დახვედრამ გამახარა. კამუფლირებული მონადირული ეცვა, ჩვენი ვიტოს სტილში იყო.

http://www.radikal.ru

ჩავჯექით მის ვოლკსვაგენ მულტივენშიhttp://www.radikal.ru , ქალაქში შევხვდით მეუღლეს და ქალიშვილს, GPS ჩავრთეთ და წინ დნეპროპეტროვსკისკენ http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 19:33

გზაზე ორივე მხარეს თვალუწვდენელი მინდვრებია, ხორბლის, მზესუმზირის ნათესებია. მდიდარი ქვეყანაა უკრაინა. დაუმუშავებელი ადგილი არ მინახავს, ყველგან ჯეჯილი ბიბინებს. მწყერიც იქნება ამ დროს, მაგრამ არავინ იფიქრებს ნათესებში ძაღლის შეყვანას ან დასაგეში ძაღლისთვის ერთი მწყრის მოკვლას. სეზონზე თურმე დღიური ლიმიტი 3 მწყერია, ეს უკრაინაში, საიდანაც წამოსულ მწყერს ჩვენ საქართველოში ველოდებით და სამწუხაროდ უმოწყალოდ ვჟუჟავთ მანოკით დასმულს, ზღვაზე ფრენით დაღლილს ბადეებით ვიჭერთ. წელს იქაც დააგვიანა მწყერმა, დააგვიანა თუ უკვე ნაკლებია, ჯერ არავინ იცის ზუსტად, მაგრამ აშკარაა, რომ იმდენი არაა არც აქ და არც იქ, როგორც რამდენიმე წლის წინ.

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 19:42

http://www.radikal.ru

აქ შევჩერდით. აკოპმა საწვავი ჩაასხა მანქანაში და გავაგრძელეთ გზა
http://www.radikal.ru

ქუჩის უპატრონო ძაღლები იქაც არიან
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 19:50

GPS-ზე რუსული ხმა აქტიურად გვამცნობდა შემგომ მოსახვევამდე მანძილს, ასევე სიჩქარის გადაჭარბებას, თუმცა გაის რუსული 09 ჟიგული ვერ შევნიშნეთ და ,,გაიშნიკმა" ჯოხი აღმართა. აი აქ მოხდა საოცრება. ჩტო ტი სპრიატალსია ასე და ასეო , - მიმართა აკოპმა. იგივეა რაც შე გ.მ .ყ... რას დამალულხარ, დადექი გზაზეო. იმანაც სიცილ-კისკისით, 50 გრივნა უნდა ამასო, არც გაუპროტესტებია მიმართვა.
- ასიანი მაქვს და ხურდა დამიბრუნეო.
-აუ, სადა მაქვს ასიანის ხურდაო.
- მაშინ , აჰა, შენ 40 გრივნა და დაახვიეო.
ბედნიერი გაიშნიკი დავტოვეთ და მე კი მთელი გზა ვიცინოდი. ასეთი ჩვენთან არ ხდება-მეთქი.
გავიარეთ ხარკოვიდან 230 კმ-მდე და

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 19:59

მშვენიერი ლამაზი ქალაქი ყოფილა. ადრე სსრკ-ს დროს ფეხბურთში ჩემპიონიც გახდა დნეპრი, კუჩერევსკი იყო მწვრთნელი როგორც მახსოვს. კარგი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ, შემდეგ კიევის დინამოში გამოდიოდნენ და ნაკრებშიც. აკოპი არ ყოფილა ფეხბურთის დიდი მოყვარული და ისევ ძაღლებზე გავაგრძელეთ საუბარი. ქალაქში მაკდონალდსში შევიარეთ და მალევე მივადექით იგორ ტოვმაჩის კორპუსს.
თბილისიდან ჩატანილი ღვინო და ყანწები ხარჯლითურთ ვაჩუქე. სიდედრთან ერთად იყო სახლში. მაგრა გაუხარდათ ჩემი მისვლა. კარგად დამხვდნენ. თვითონ უფრო მეთევზეა, ვიდრე მონადირე. ამანაც განაპირობა ვენტას მხოლოდ ერთ მესამეხარისხიანდიპლომიანობ

newsmile05.gif
თავად ვენტა სულ შავია, ის შეგვიძღვა ოთახში, თითქოს მეუბნებოდა,-ამხელა გზა გაგივლია ჩემო ზაზა, აჰა, ნახე, რა ლეკვები დაგახვედრეო.


ოთახში ცხრა ულამაზესი ლეკვი დარბის, თითქოს მაბნევენ, უნდათ ვერ ავარჩიო და არ დავაშორო ერთმანეთს. ნარსიას ნათქვამი მახსენდება, ლოტოს კოჭებივით მოურიე, თვალები დახუჭე და რომელსაც დაავლებ, ეგენი წამოიყვანეო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 20:28

ლეკვებიდან 3 ჩალისფერია (ერთი ხვადი), 3 შავთეთრი ხვადები, ორი შავი ძუ და ერთი წითელთეთრი ხვადი. ყველაზე აქტიური ეგრევე მომეწონა, მაგრა დარბის და ვერ ვიჭერ. გიზოვიჩს ჰყავს ეს ლეკვი ახლა. ვადარებ ამ შავს მეორე მისთანას, ისიც ულამაზესია, მაგრამ ეს რაღაცით ჯობს. აკოპს ვუყურებ და ვატყობ, მეთანხმება. დივანზე დავსვი არჩეული და ახლა უკვე ხვადის არჩევის დროა. აქედანვე მყავდა ერთი შავთავიანი შერჩეული, მაგრამ ადგილზე სხვა მომეწონა, ჩალისფერი ხვადი ძაან მძიმე ჩანდა, ხმაურზე და ტაშზე უკან იწევდნენ. აკოპმა მაქსიმუსი აიყვანა. მამამისია, ანტია, მაგრა ჰგავსო, მეც ეგ ლეკვი მომეწონა. ხვადებიდან უშიშარი, გაწონასწორებული ხასიათის ჩანდა. სხვებზე მეტად მოქნილი. მოკლედ, ამ ,,არჩევნებში" მაგრა კი ვინერვიულე და ბოლოს ორი ლეკვით გამოვედი ბინიდან.

http://www.radikal.ru

ქალაქში აკოპის ახლობელს გავუარეთ. ხარკოვში დაახლოებით 3 საათში დავბრუნდით. ლეკვები ჩუმად იყვნენ. არც დაუსვრიათ
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

აი ,საგზაო ავტო ინსპექცია newsmile05.gif

სახლში ჩვენებური პურმარილი გველოდა, უგემრიელეს საჭმელს ამზადებს მისი მეუღლე
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ორი დღე ამ სახლში ვცხოვრობდი. ტრენაჟორები, აუზი... სავარჯიშო დარბაზივითაა.
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს ანტი, ლეკვების მამა. გამოფენების ჩემპიონი. უჭკვიანესია. მეორე დილით მინდორში გავიყვანეთ. საათნახევარი ირბინა ერთ ტემპში, პატრონმა და ძაღლმა მაჩვენეს გაწაფულობის უმაღლესი მომზადება, ყოველგვარი სახელით დაძახების გარეშე, მხოლოდ სასტვენით. სამწუხაროდ მწყერი ვერ ვნახეთ
http://www.radikal.ru

მაგრამ სხვა მონდორში დამფრთხალი დიდი კურდღელი დავინახე

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს არის ინგლისური სეტერი დინა. 12 წლისაა. მრავალი II ხარისხის დიპლომიანი
http://www.radikal.ru

აქ ცხოვრობენ ანტი და დინა
http://www.radikal.ru

სკაიპით ესაუბრა ოლეგ ნოსკოვს, ცნობილი პოინტერის ანჯუ ლე ბრავის მფლობელს. მეც გამაცნო ეს ადამიანი, რომელმაც თავისი პოინტერით საფუძველი ჩაუყარა ანჯუს კლუბს, რომელშიც მრავალი სახელოვანია ძაღლია. სხვათაშორის გიგო კუხალეიშვილის დინო ამ ძაღლის შვილია, ხოლო ირაკლი ნარსიას მაქსი კი - შვილიშვილი
http://www.radikal.ru

ეს ძაღლი 12 წლისაა და დამსახურებულ პენსიაზეა
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ჩელე May 23 2012, 20:56

პირველ რიგში კიდევ ერთხელ კლუბის სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ აკოფს ასეთი დიდი საქმისთვის, გულისხმიერებისთვის და ასევე ზაზას დიდებული დახვედრა-გამოცილებითვის. ბატონო აკოფ, თქვენნაირი ადამიანები სამწუხაროდ ცოტა დარჩა. მადლობა რომ არ ივიწყებთ საქართველოს და გინდათ რაღაცით წვლილი შეიტანოთ იმ დიდი საქმეში რასაც ,,ქართული მეძაღლეობა ,, ჰქვია. ( მგონი სწორად ვთქვი, თუ რამე მეშლება შემისწორეთ) მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენზე და საქართველოზე და არ ივიწყებთ ყველაფერს ქართულს და არა მარტო პირადად თქვენ, არამედ თქვენს ლამაზ ოჯახს. ბევრი თქვენს ადგილზე ასე არ მოიქცეოდა. მართლაც რომ სანაქებო და თითით საჩვენებელი კაცი ხართ. მეამაყებით და გვეამაყებით მთელს კლუბს და ფორუმს და არა მარტო..... ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და ხელი მოგიმართოთ ყველა წამოწყებულ საქმეში.

ზაზა
გიზოვიჩ

გილოცავთ კიდევ ერთხელ. ჯანმრთელები და სასხელოები გაგეზარდოთ......

პოსტის ავტორი: იკო1981 May 23 2012, 21:04

მაგარია დზმებო! მადლობა აკოპ კაზარიანს.იმედია გავიცნობთ ამ პიროვნებას ადრე თუ გვიან ლაივში newsmile05.gif


ბიჭებო აწი თქვენზეა ყველაფერი,იმედი მაქ რომ სასახელო ძაღლებს გაზრდით!!! გბალეშიკობთ!!!

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 21:41

ვაგრძელებ...
აკოპი ესაუბრა ვალია ზაგალსკაიას (მსოფლიო ჩემპიონია მძლეოსნობაში, უკრაინელია), შავი პოინტერის ვიკონტის მფლობელს, ამ ვიკონტმა მოიგო 2008 წელს შეჯიბრი გნოლზე I ხარისხით, მე ასე ვნახე ინტ.-ზე. ჩვენი ძაღლების სისხლები საქართველოში მიყავთო, მეგობარი ჩამოვიდაო. ასევე ესაუბრა სტოიაჩკოს, გორბენკოს...ცნობილ ექსპერტებს... ყველას გაუხარდა და კარგ საქმეს აკეთებო, ჩვენ კი წარმატებები გვისურვეს.
ესეც ზაგალსკაია ვიკონტთან
http://www.radikal.ru

ეს დეკორატიული კურდღელი აკოპის ქალიშვილის დიანასია
ჩვენი ლეკვების დანახვაზე ვოლიერს თავფეხს ურტყამდა, ეჭვიანობდა ეტყობა
http://www.radikal.ru

ორი ღამე ლეკვები ამ ყუთში იყვნენ, მე არ დამაძინეს, გიზოვიჩს კი არხეინად ეძინა ორთაჭალაში newsmile05.gif
http://www.radikal.ru

ხუთშაბათს დილით 6 საათზე აკოპი მეძახის: ბატონო კაკავა, ხო არ გძინავს? წავედით მინდორში.
ამ ტოიოტათი წავედით. რა მინდვრებია, რა ფართობია...
http://www.radikal.ru

როგორც ადრე დავწერე, მწყერი ვერ ვნახეთ, მაგრამ ანტის მუშაობა, სისწრაფე, მანერა, გაწაფულობა იდეალურად მეჩვენა.
http://www.radikal.ru

ეს თხებიც იქვე გარეუბანში ვნახეთ, ერთი მოხუცი ბებო მიერეკებოდა
http://www.radikal.ru

ეს ჰიპერმარკეტების ქსელია, გუდვილის სტილის
როუმინგი არ მქონდა ჩართული, იქ ბილაინის ,,კარტა" მირჩიეს, მაგრამ ვინ გაყიდინა, ნომერი თანხითუთრ აკოპმა გვაჩუქა
http://www.radikal.ru

ასევე ლეკვებისთვის საკვებიც კი იყიდა.

მეგრული სულგუნიც პოპულარულია უკრაინაში
http://www.radikal.ru

აქვე დავდებ ქალაქის სურათებს
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Bonehill May 23 2012, 21:43

დაუვიწყარი რეისია პირდაპირ newsmile05.gif

მადლობა ალბათ საქმით უფრო გამოჩნდება.

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 21:46

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მეტალისტის სტადიონი
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ეს ლენინის ძეგლია.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 23 2012, 21:49

ვა ლენინი ძია ისევ ხელ გაშლილია გააგრძელეთ ბატონო ზაზა თქვენი ამბის თხრობა კარგად მიდიხართ

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 21:51

ეს ადამიანი ვეტექიმია. მან გააკეთა ლეკვების ჯანმრთელობის ცნობა. მის გარეშე ვერ წამოიყვან. ამ ცნობას წარუდგენ აეროპორტის ჯანდაცვის სამსახურს, რომელიც შეამოწმებს, დასვავს ბეჭედს. იგივე ცნობა მოწმდება ჩვენს აეროპორტშიც შესაბამისი სამსახურის მიერ ანუ ეს აუცილებელია წამოყვანა-შემოყვანისთვის. ესკაცი არის მოყვარული მფრინავი, იქვე დევს თვითმფრინავის ძრავი, რომელსაც აწყობს და დაფრინავს ხარკოვის თავზე
მისმა 6 თვის კანე კორსომ აღმაფრთოვანა
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
ასეთის აწყობა უნდა

ეს ძრავა და
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Akop May 23 2012, 21:52

ციტატა(ზაზა @ May 23 2012, 20:33) *
... სეზონზე თურმე დღიური ლიმიტი 3 მწყერია, ეს უკრაინაში ....

არა ზაზა, ეს ნორმა მხოლდ ხარკოვს, და მის რაიონებს ეხება.... არამთ მთელ უკრაინას.

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 22:05

ესეც ლეკვი, ლეკვია ეს...
http://www.radikal.ru

ისევ ლეკვებს დავუბრუნდეთ...
ასე ეძინათ
http://www.radikal.ru

რა ეძინათ, ბაგირას თვალები აქვს დაჭყეტილი, მიხედე გიზოვიჩ შენს ლეკვს-მეთქი... არც მე მაძინებდა


საკუთარი ეზოს ჭის წყალია. გაგიმარჯოთ...
http://www.radikal.ru

პარასკევს დილის 8-ის ნახევარზე გამოვედით. თვითმფრინავმა 2 საათი დააგვიანა, გზას აცდაnewsmile05.gif თუ რა მოხდა არ ვიცი. ორის ათ წუთზე უნდა ყოფიყო დაფრენა თბილისში, 3-ზე კი ჩამოვედით newsmile05.gif
ხარკოვის აეროპორტში ეს ტრაქტორი აღმოვაჩინე
http://www.radikal.ru

მეგრელების გარეშე არ გამოვიდოდა ეს მოგზაურობა. აეროპორტში რიგში ნაცნობი კილო და დიალოგი მომესმა. მარგალეფი, ჯიმალეფი...გამიხარდა ძალიან...სხვათაშორის, ბატონი აკოპის მეგობარი ნუკრი, რომელიც ვერ გავიცანი სამწუხაროდ, სამეგრელოდანაა. მათ ვთხოვე და სამახსოვრო ფოტოც გადაგვიღეს
http://www.radikal.ru

წეღან დავწერე ლეკვების გადასაყვან ყუთს დავუბრუნდები-მეთქი. ეს ყუთი 6 კილოზე იყო გათვლილი. ლეკვები ისეთი მოვლილი და დიდები დამხვდნენ, ძლივს ჩავტენეთ, 4200 ხვადი და 3800 ძუ, სამაგიეროდ ისე ჩაეხუტნენ, რომ ხარკოვიდან გლდანამდე ხმა არ ამოუღიათ ანუ დილის 8-ის ნახევრიდან 4 საათამდე არაფერი გაუფუჭებიათ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 23 2012, 22:09

მაგარია ზაზა და ლეკვები ზუსტადა რა ასაკისები არიან

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 22:15

მადლობა ამ ადამიანს , ასეთი დახვედრა, ყურადღება, მთელი ოჯახისგან. ყველა ქართულად თავისუფლად საუბრობს, ბიჭიც, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, ამბობს, რომ ქართული ძალიან უყვარს. მათ ოჯახში ქართული კერძები მზადდება. მეუღლე ისეთ ხინკალს და ხაჭაპურს ამზადებს, რომ რა ვიცი, უგემრიელესია. ისეთივე ატმოსფერო დამხვდა, როგორც ჩემი მეგობრების ოჯახებში, ჩვენებური, ტრადიციული სტუმართმოყვარეობა. აკოპი myvideo-ზე ლაშა ღლონტის სიმღერებს უსმენს. მღერის , ხატავს და ლექსებს წერს (ქართულადაც). ჩემს მარის ხარკოვის ტორტი გამოუგზავნა, ამან ისე გაახარა მარი, რომ მაქსის უვლის,-ჩემი პატარაა ძმააო newsmile05.gif
მაქვს კიდევ სურათები, ვიდეოებიც და დავდებ

ციტატა(ჰერცოგი997 @ May 23 2012, 23:09) *
მაგარია ზაზა და ლეკვები ზუსტადა რა ასაკისები არიან


ლეკვები დაიბადნენ 3 აპრილს, ჩვენ წამოვიყვანეთ 16 მაისს, ავწონეთ 17-ში, რადაგან ზუსტი წონა უნდა გვეთქვა აირზენასთვის, ხვადი 4 და 200 იყო, ძუ - 3 და 800. დღეს მაქსი 4 და 600-ია

სპეციალურად ,,ოჩოპინტრესთვის" ხარკოვებიდან მე
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 22:21

თვითმფრინავიდან კარგად გამოჩნდა აფხაზეთი. შავ ზღვაზე გადაფრენისას სიჩუმე იყო, მგზავრები მონატრებამ ჩააფიქრა. დაბლა 10 კილომეტრში ჩანდა ჩვენი სამშობლოს ულამაზესი კუთხე, სამწუხაროდ იმ დღეს მხოლოდ შორიდან...
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 22:27

თბილისში ბიჭები მელოდნენ. ირაკლის ძალიან მოეწონა ორივე. შემდეგ მავერიკი შეგვეხმიანა, დავურეკეთ თენგოს, ჩემს ძმაკაცებს და კარგად მოვილხინეთ. თამადობა ნარსიას ერგო, 5-ჯერ დავლიეთ ლეკვების, მეძებრების, ყველა ძაღლის, წასული ძაღლების და მომავალი ლეკვების სადღეგრძელო
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 23 2012, 22:30

გილოცავთ!
ღმერთმა სასახელო მონადირეები გაგიზარდოთ,თითით საჩვენებლები!
გულით გამიხარდა ეს ამბავი, აბა თქვენ იცით ეხლა, დააყენეთ საუკეთესოები საუკეთესოთა შორის!

xoshian.gif newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 23 2012, 22:33

აქვე მინდა ყველას მადლობა ვუთხრა თანადგომისთვის, ჩვენს კლუბს ჩემი და გიზოვიჩის კანდიდატურების მხარდაჭერისთვის. ყველას ვისაც გაუხარდა და წარმატებები გვისურვა

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 23 2012, 22:43

http://smayliki.ru/smilie-960846279.html
კომენტარის გარეშე.......

პოსტის ავტორი: giga_megu May 23 2012, 23:15

ზაზა ღმერთმა გაგიზარდოთ ორვე სასახელო პოინტერები,ვენაცვალე მაგრები არიან

პოსტის ავტორი: Davitus May 23 2012, 23:26

ისევ და იესევ დიდი მადლობა აკოპს. რომ წავიკითხე რეპორტი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მე ვიყავი იქ ჩასული და არა ზაზა newsmile05.gif

ზაზა

რეპორტები მშვენივრად გამოგდის წიე, ეგრე გააგრძელე სხვა დროსაც newsmile045.gif


პოსტის ავტორი: Akop May 23 2012, 23:46

მადლობთ, გეთანხმებით...!!! მე მგონი, ბატონ კაკავა, მალე ისევ სტუმრათ მეწევა...!!! )))))))))))) ზაზა უდიდესი მადლობა რეპორტისათვის....!!! უმახღლესი ადამიანი, და კარგი ძმაკაცი ბძანდები... ერთხელ კიდევ, დიდი მადლობა ყველას...!!! d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 24 2012, 00:34

გილოცავთ უმაგრესი ლეკვების აყვანას.
ბატონო აკოპ. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Akop May 24 2012, 00:44

ციტატა(ჩელე @ May 23 2012, 21:56) *
პირველ რიგში კიდევ ერთხელ კლუბის სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ აკოფს ასეთი დიდი საქმისთვის, გულისხმიერებისთვის და ასევე ზაზას დიდებული დახვედრა-გამოცილებითვის. ბატონო აკოფ, თქვენნაირი ადამიანები სამწუხაროდ ცოტა დარჩა. მადლობა რომ არ ივიწყებთ საქართველოს და გინდათ რაღაცით წვლილი შეიტანოთ იმ დიდი საქმეში რასაც ,,ქართული მეძაღლეობა ,, ჰქვია. ( მგონი სწორად ვთქვი, თუ რამე მეშლება შემისწორეთ) მადლობა, რომ ზრუნავთ ჩვენზე და საქართველოზე და არ ივიწყებთ ყველაფერს ქართულს და არა მარტო პირადად თქვენ, არამედ თქვენს ლამაზ ოჯახს. ბევრი თქვენს ადგილზე ასე არ მოიქცეოდა. მართლაც რომ სანაქებო და თითით საჩვენებელი კაცი ხართ. მეამაყებით და გვეამაყებით მთელს კლუბს და ფორუმს და არა მარტო..... ღმერთმა სიკეთე მოგცეთ და ხელი მოგიმართოთ ყველა წამოწყებულ საქმეში.

ზაზა
გიზოვიჩ

გილოცავთ კიდევ ერთხელ. ჯანმრთელები და სასხელოები გაგეზარდოთ......

ჩემსგანაც დიდი მადლობა ბატონო ჩელე გაიხარეთ...!!!

პოსტის ავტორი: levani100 May 24 2012, 08:01

დიდი მადლობა ბატონ აკოფს.კარგი მაგალითია იმის,თუ როგორ გიყვარდეს, და დაეხმარო ქვეყანას სადაც დაიბადე და გაიზარდე. d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: Akop May 24 2012, 08:44

ლევანი, levani100… გაიხარეთ...!!! d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 24 2012, 17:24

Akop
კიდევ და კიდევ თქვენ ქართულს სულს ვენაცვალე, მართლა ძალიან სასარგებლო საქმე გააკეთეთ და ღმერთმა გაგიმარჯოთ....
ზაზა და გიზოვიჩს კვლავ ვულოცავ ამ 2 "ანგელოზის" მატებას!!!!
აბა თქვენ იცით როგორ აღზრდით!!!

პოსტის ავტორი: Akop May 24 2012, 21:09

შოთა გაიხარეთ!!!

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 24 2012, 22:12

ეს ამბავი თავისი მნიშვნელობით ბევრად სცილდება ნადირობისა და სანადირო მეძაღლეობის პრობლემატიკას. აკოფისნაირი კაცები მრავალმხრივ სამაგალითონი არიან. ამ უმადურ, მერკანტილურ საუკუნეში, იშვიათია ასეთი სიყვარული და ერთგულება იმ მხარისა და ხალხის მიმართ, სადაც დაიბადე, ვის წიაღშიც გაიზარდე. საქართველოს დღეს განსაკუთრებით ენატრება ასეთი დამოკიდებულება. მე რომ ტელევიზიების მესვეური ვიყო, სასწრაფოდ გამოვიყენებდი ამ სიუჟეტს და ხარკოვში გადამღებ ჯგუფს მივავლენდი.. პრეზიდენტის ადგილას კიდე, უკითხავად მივანიჭებდი აკოფს საქართველოს საპატიო მოქალაქეობას. newsmile027.gif D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 May 24 2012, 22:30

ციტატა(შადი შამოდი @ May 24 2012, 23:12) *
ეს ამბავი თავისი მნიშვნელობით ბევრად სცილდება ნადირობისა და სანადირო მეძაღლეობის პრობლემატიკას. აკოფისნაირი კაცები მრავალმხრივ სამაგალითონი არიან. ამ უმადურ, მერკანტილურ საუკუნეში, იშვიათია ასეთი სიყვარული და ერთგულება იმ მხარისა და ხალხის მიმართ, სადაც დაიბადე, ვის წიაღშიც გაიზარდე. საქართველოს დღეს განსაკუთრებით ენატრება ასეთი დამოკიდებულება. მე რომ ტელევიზიების მესვეური ვიყო, სასწრაფოდ გამოვიყენებდი ამ სიუჟეტს და ხარკოვში გადამღებ ჯგუფს მივავლენდი.. პრეზიდენტის ადგილას კიდე, უკითხავად მივანიჭებდი აკოფს საქართველოს საპატიო მოქალაქეობას. newsmile027.gif D.gif



გენაცვალე შადიმან ეგრე ვფიქრობ მეც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აკოფს არა მარტო ასეთი საჩუქრისათვის არამედ იმ დამოკიდებულებისადმი საქართველოსა და ქართველების მიმართ რომელიც ამ დიდებულ ადამიანს გააჩნია.

პატივისცემით hunter777

პოსტის ავტორი: Akop May 25 2012, 16:36

გენაცვალეთ ბიჭებო...!!! თხოვნა მაქვს, თუ გინდათ ცოცხლათ მნახოთ, შემიბრალეთ... ვერ წარმოგითგენიათ რა ხდგება ჩემს გულში, თქვენი პასუხების შემდეგ,,,!!! newsmile039.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 25 2012, 17:22

გაიხარეთ . გელოდებით საქართველოში

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 25 2012, 17:24

Akop

ციტატა(Akop @ 25th May 2012 - 17:36) *
თუ გინდათ ცოცხლათ მნახოთ, შემიბრალეთ... ვერ წარმოგითგენიათ რა ხდგება ჩემს გულში, თქვენი პასუხების შემდეგ,,,!!!

აი ზაზას კითხეთ და დაზუსტებით აგიხსნით, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ნახვა, თვითონაც სულ ეხლახან წამოვიდა თქვენგან და გზა იცის კარგად D.gif
იმედია ხუმბრობას არ მიწყენთ!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Bonehill May 25 2012, 17:45

Akop
აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს იმედი მაქვს ამის newsmile05.gif
პ.ს. უფრო საქართველოში D.gif

პოსტის ავტორი: aragveli May 29 2012, 13:01

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
გიზოვიჩის ბაგირა, აღფრთოვანებული ვარ ამ ლეკვით.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 29 2012, 13:11

მსგარი კაი ტიპია......
მომავალში ავიყვან მაგ ხაზიდან ლეკვს .........

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი May 29 2012, 14:52

დუშელი ძმები გვყავდა სტუმრად,
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ეს კიდე მულტფილმებს ვერ ვაშორებnewsmile05.gif
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Giorgi_M May 29 2012, 14:59

ციტატა(გიზოვიჩი @ May 29 2012, 15:52) *
დუშელი ძმები გვყავდა სტუმრად,
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ეს კიდე მულტფილმებს ვერ ვაშორებnewsmile05.gif
http://www.radikal.ru

ჯერ პატარაა აი სერიალების ყურებას რო დაიწყებს მერე ნახე შენ newsmile05.gif
ისე სულ შავი პოინტერი ძალიან ეფექტურია. გილოცავთ ბიჭებო სასახელო მონადირეები გაგეზარდოთ

პოსტის ავტორი: ჩელე May 29 2012, 15:08

მაგარი ტიპია ძალიან..... newsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: Bonehill May 29 2012, 17:53

newsmile05.gif მაგარი თბილი ფოტოებია .

დაე გაიზარდოს სასახელო ! ! !

პოსტის ავტორი: ზაზა May 31 2012, 14:55

ბაგირა გროუ მაგარია. გიზოვიჩს ჩემპიონი ეზრდება. მიხარია, რომ მოწონთ ბიჭებს.
ესეც მაქსიმუსი
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Bonehill May 31 2012, 16:10

"მოკრძალებული მაგარი კაცი "

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა May 31 2012, 16:31

ეს გიზოვიჩის ბაგირა აპორტირებას აკეთებს

პოსტის ავტორი: Akop May 31 2012, 23:09


ზაზა კარგათ წამოზდილან .... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 4 2012, 11:13

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 4 2012, 11:22

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 4 2012, 11:29

newsmile05.gif საოცარი ფოტოა , სულ ქვედა. ყველა კაი ფოტოა კაი ვინმეები გეზრდებათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 4 2012, 13:37

ორივე მაგრებიარიან newsmile05.gif ძალიანმაგრები

პოსტის ავტორი: kupra Jun 4 2012, 14:43

მაგარი ლეკვებია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 4 2012, 14:47

საღოლ კარგები არიან ორივე

პოსტის ავტორი: Assasin Jun 4 2012, 19:56

აუ ამ ლეკვებმა საერთოდ დახურა რა პოინტერის თემა!!!

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 4 2012, 21:00

Assasin
ანუ ?

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 5 2012, 09:35

გიზოვიჩ, შენც დაწერე რამე კაცო, გაგვაგებინე რაღაცეები..... newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 5 2012, 11:18

რა დავწერო, ჭიაზე დამუშავებულია, მეორე აცრა 9 ივნისს უწევს,
სუყველაფერს ჭამს და გლიჯავს, ადვანტიქსზეც დავამუშავე...

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 6 2012, 11:01

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 6 2012, 11:01

ზაზა

მაგარი ტიპია ძალიან. ისე ცალკე რომ გაგეხსნა ,,ლეკვის დღიური,, შენც და გიზოვიჩსაც, არ იქნებოდა ცუდი.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 6 2012, 11:02

ჩელე

მართლა კარგი აზრი და როგორ განვითარდება და როგორ გაიზრდებიან ყველა ნახავს

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 6 2012, 11:36

ჩელე, ჰერცოგ

ცალკე თემა არა, მაგრამ სურათებს პოინტერებში დავდებ. ეს თემა დავხუროთ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 6 2012, 11:40

მგონი იმსახურებენ ეს ლეკვები ცალკე თემებს

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 6 2012, 11:54

T A M P L I E R

ციტატა
მგონი იმსახურებენ ეს ლეკვები ცალკე თემებს


მეც ეგრე მგონია.

ზაზა

ნუ დაიზარებ ზაზას დავენაცვლე, დღიური ყველა პონტში გამოგადგება წლების მერე. თან ჩვენც ბაზა გვექნება..... რა ვიცი, ჩემი აზრით კარგი იქნება, დანარჩენი შენ გადაწყვიტე.....

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 6 2012, 13:48

ბაგირას მომატებული აქვს 20 დღეში 1900 გრამი,
ანუ ეხლა უკვე 5.7კგ. იწონის, ვითარდება ანომალიების
გარეშე (ფუფუფუ) ძალიან ენერგიული ლეკვია, მარტო
ვაჭმევ როიალ კანინს ყოველგვარი დანამატების გარეშე,
მაგრამ ეხლა ვაპირებ წყალ გარეული მაწვნის დამატებას
საკვებთან, ძალიან გონიერი ლეკვია...

პოსტის ავტორი: იკო1981 Jun 6 2012, 16:28

წYალგარეული მაწონი საიდან მოიტანე?newsmile05.gif მაგარი კაცი ხარ რაnewsmile05.gif ისე აჭამე მაწონი რათ უნდა წყალი

მე ჩემსას ნობივაკს ვაჭმევ,ხოდა ამ სიცხეებში ცოტა აპეტიტი გაუფუჭდა და გამოსავალი ვიპოვე,მაწონს უსხამ საჭმელზე და მერე კარგად ჭამს

p.s

ისე მაინტერესებს 9-ში თუ მოიყვანთ ლეკვებს გამოფენაზე? ახლოდან ნახვა მაინც სხვააnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 6 2012, 17:08

იკო, არ იცი ...
მაწონი 3-4 კოვზი, დაუმატე 2 კოვზი წყალი, მხოლოდ მაწონი არ შეიძლება, გაზავებული წყალთან + როიალ კანინი

ახლა აქ უფრო ჭორაობაა, ვიდრე ლეკვებზე საუბარი. რეპორტი ხო დავწერე , ვისთვისაც საინტერესო იყო კი წაიკითხა, უფროსობას ვთხოვ, მხოლოდ რეპორტი დატოვოს და დანარჩენი მოკითხვები და რა კარგებია მიაშალოს.

იკო, ჯერ ერთი აცრა აქვთ გაკეთებული და ვერ მოვიყვანთ. მერე გავიყვანოთ ლეკვები, შენიც ხომ პატარაა

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 6 2012, 17:20

საიდან მოვიტანე ოქრო და მაწონი ცხიმიანია და სამ კოვზ მაწონს
ვურევ ერთ კოვზ წყალს და მაგას ვასხავ საჭმელს და ისე ვაჭმევ,
გამოფენაზე არ მგონია მოვიყვანო...

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 6 2012, 17:32

არ გინდათ გამოფენაზე მოყვანა, ვირუსების ინკუბატორია..მეორე აცრიდან კიდე 4-5 დღე უნდა მყარ იმუნიტეტს. მეორეც, ლამაზები არიან და არავინ გათვალოს. რამდენია შურიანი! newsmile055.gif D.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jun 6 2012, 18:12

რა ვუყო დავასუფთავო დავტოვო მარტო რეპორტი თუ აქ გააგრძელებთ , ლეკვების ზრდა, განვითარებაზე საუბარს?

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 6 2012, 21:00

aragveli
ცალკე თემა გახსენი და იქ გადაიტანე პოსტები აჯობებს მგონი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 20 2012, 10:33

***

პოსტის ავტორი: aragveli Jun 20 2012, 10:43

მაგარი გოგო გყავს გიო. small3d018.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 20 2012, 10:53

http://www.radikal.ru
ესეც და-ძმა

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 20 2012, 11:02

ვა რა კაი ტიპებიარიაანD.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)