აღვწეროთ სხვადასხვა საშუალებები და ურჩიოთ სხვასაც რომელი წამალი ჯობია.
გვერძე თემაში "ლეკის" და "თენგოს" ქონდათ ამ საკითხზე საუბარი.მე მაგალითად 1 და 2 თვის ლეკვზე არასდროს არ მიხმარია პარაზიტებისგან დასაცავი წამალი.არც დამჭირვებია და რო დამჭირვებოდა ალბათ არც ვიხმარდი(ცოტა მეშინია ესეთი რამეების).თუ საშუალებაა მგონი ჯობია ხელით მოვაშოროთ რასაც მივწვდებით(საზიზღრობა კი არის და ამ საქმის მერე რამდენიმე საათი საჭმელს ვერ ვჭამდი ხოლმე,მაგრამ საჭიროა და აუცილებელიც).
ისე გასაკვირია ესე პატარა ლეკვს რატო სჭირდება ეგ ამბავი,მითუმეტეს დაბალბეწვიანს.ეს პრობლემა არ მქონია არასოდეს,მითუმეტეს რო სულ დრათხაარები მყავდა.
უკვე მოზრდილ ძაღლზე კი მე ვხმარობდი ბარსს და რაღაც ჩინური ფხვნილი მირჩიეს(და მგონი შემაცდინეს),ამ ფხვნილს ვაყრიდი გარშემო საძაღლესთან.იყო პერიოდები როდესაც ბარსი არ მოქმედებდა და ეხლა ვხვდები თენგოს პოსტის მერე რატომაც ხდებოდა ესე.
ჩემი ლეკვი 1 თვის რო იყო რაღაც ანტიპარაზიტული შამპუნი მირჩია ვეტერინარმა, იმით ვაბანავე და უშველა . სახელი არ მახსოვს.
რაც გამცდილება დამიგროვდა შემიძლია გითხრათ რომ "ფრონტლაინი" და "ბაიერის" პრეპარატი,სახელი არ მახსოვს 12 ლარი რომ ღირს ის<,ძალიან კარგად მუშაობენ. დაახლოებით 2 თვე ძაღლი გარანტირებულად დაცულია. ისე ეხლა მე მგონი ყველა პრეპარატი მეტნაკლებად კარგია,მთავარია არ იყოს ფალსიფიცირებული
advantix-ს ვასხამ მე,4 კვირა უწერია გარანტია.წალკაში ბევრი იქნებით ნამყოფი სანადიროდ,მანდ რომაა ტკიპა არ ვიცი,ვერ მოიშორებ შენც და ძაღლსაც,მაგრამ შენ შეიძლება გიკბინონ,ძაღლს თუ ეგ წამალი ასხია,შანსი არაა.მეც ხომ არ დამემუშავებინა თავი-მეთქი მიფიქრია
რა რეკლამა მივეცი...
ჩემსას ტკიპა არააქვს საგულდაგულოდ მოვძებნე, რწყილი ყავს ერთი ორი, (ერთი დაიღუპა უკვე დღეს)
მე გავწმინდე შემდეგი მეთოდით, რომელიც ირაკლი მაქსმა მირჩია
ერთ ლიტრ წყალში გავხსენი დაახ. ნახევარი ყავის ჭიქა ძმარი, 1/3 ჭიქა ჭაჭა, ამ ხსნარში დავასველე ნაჭერი და კარგად გავხეხე ლეკვი.
ერთი დაიღუპა.
ლეკვი კი ეხლაც ტრიალებს და ბორგავს, მგონი დანარჩენებიც იხოცებიან
გოგა
კი იფხანს , მგონი იხოცებიან პარაზიტები
თქვენადა რაღაც საყელური რომ იყიდება, თითქოს ცხენის ტყავის არისო თუ რაღაც ეგეთი, მაგის საქმე როგორ არის?
ვიტო
თენგო
ვიტო
მოკლედ მაინც ყავს რა ერთი ორი ცალი და აწუხბს , სულ იფხანს. გიგო ადრე რაღაცას ამბობდი სპეციალურ პუდრიზე ....
ან ვინც იცით მირჩიეთ რა კაცურად...
პატარაა ჯერ ბარსისთვის და ეეგეთები მემგონი არ შეიძლება პუდრივით კიდე დუსტი არის და რავი დაბანე ჯობია თუ დააბანაც არ შეიძლება.
ხელით ამოაცალე თუ ორიცალი ყავს
მარა ეერთია ყველამ დაამუშავეთ ძაღლები
Bonehill
ყნოსვაზე და ა.შ. უარყოფითად არ მოქმედებს ხო?......................................
Bonehill
თვალები და ცხვირი და პირი მაინც მოარიდე უფრო ზურგის მხარეს დააძალე არ მოწამლოს თავის დაზღვევა ჯობია
გაიხარეეეთ
მონადირე ძაღლისთვის - ფრონტლაინი! ფრანგული, მაღალი ხარისხის, ნაცადი...
ასევე კარგია ადვანტიქსიც, თუმცა სეზონზე ფრონტლაინს ვარჩევდი, რადგან ყნოსვაზე არ მოქმედებს.
ორივე საშუალება, ტკიპაზე გარანტირებულად მოქმედებს 1 თვე, ხოლო რწყილზე - ადვანტიქსი ასევე 1 თვე და ფრონტლაინი - 2 თუ 3 თვე. მოკლედ, ადვანტიქსი ყოველთვე უნდა ასხა.
პ.ს. რაღა დროს ბარსია...
AlekoN
გაიხარე
დღეს ვუყიდე ჩემ ლეკვს "ადვანტიქსი" 4 დან 10 კილომდე ძაღილსთვის, ხვალე დავამუშავებ.
"ფრონტლაინი" ვერსად ვერ ვიშოვე !
სანამ გეშვას არ დაუწყებ, ფრონტლაინი არცაა აუცილებელი, ადვანტიქსიც საკმარისია, ოღონდ სტროგად ყოველთვე...
გასაგებია , გაიხარე.
ეტ ტუბიკი სულ უნდა წაუსვა მითითებულ ადგილას ? მოცულობაა 1 მ/ლ
Bonehill
ფრონტლაინი აქვს "ლორდ ლამარი"-ს,გუშინ შევიძინე.
მისამართი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 19-ა
თენგო
ფრონტლაინი არის ყველაზე სანდო და ეფექტური, +100!!!
ფასი რა ადევს?
მაგრამ დათო არის წმინდა წყლის ბარიგა!!! კიევში ყიდულობს
ვიცი სადაც. კიევის ცენტრში, ყველაზე ძვირადღიებულ ადგილას
7$-ის ექვივალენტი ღირს გრივნებში. თბილისში კი ამ მოცულობას
დათო 56 ლარად ყიდდა.
ფრონტლაინს ვხმარობთ აი უკვე მე-7 წელიწადია.
იდეალური საშუალებაა როგორც ძაღლისთვის აგრეთვე
ბინისათვის სადაც ცხოვრობს ძაღლი.
919
30 კილომდე ძაღლისთვის 15 ლარად მომცა
სპრეი???????? საღოლ თუ გამოსწორდა...
Bonehill
დასხმის პრინციპი ერთია ადვანტიქსისთვისაც, ფრონტლაინისთვისაც (და ბარსისთვისაც).
რამდენიმე წერტილზე დაასხი - კისრიდან კინკრიხოსთან (კეფის ბორცვი) დაიწყე, ქეჩო, მინდაო, ზურგი, ოღონდ ხერხემლის პროექციაზე და შეძლებისდაგვარად, პირდაპირ კანზე, ბალანი კარგად გადაუწიე. ზურგზე ძალიან უკან ნუ წახვალ (წელისკენ), რომ არ მიწვდეს და არ აილოკოს.
მადლობა ზუსტად ეგრე წაუსვი(კეფა გამომრჩა მხოლოდ)
919
სპრეი არა,ერთი ფლაკონი რომელიც გათვლილია 25-30 კგ. ძაღლისთვის.
მე ვიცი რეზინის სპეციალური საყელური მკბენარისაგან დასაცავად. 50 დოლარი ღირს თუ არ ვცდები და ნამდვილად ამართლებს.
ეს რა ჯანდაბაა ხომ არ იცით? რიჩის ამოვაცალე წეღან. ადრეც მინახავს მარა ეს განსაკუთრებულად დიდი იყო...
კტიპაა. და ხელით აღარასოდეს ამოაცალო, საჭმლის ზეთში დაასველე ბამდა და წაუსვი იქ , სადაც დაინახავ რომ აზის. თვითონ მოძვრება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხორთუმი რჩება სხეულსი და არ ვარგა.
არ უნდა დაცდა, შეიძლება ერგევე ჩამოძვრეს, შეიძლება ცოტა ხანში.
სახლში-? მაშინ ხო, მაშინ ხო............
მოკლედ, დავასველებ ზეთით და სადმე კუთხეში დავაბამ ცოტა ხნით და სოფელი თუ არ აშენდება ტკიპა მაინც ჩამოძვრება
Fishman
ამდენი კვირა როგორ ეჯდა ძაღლს ტკიპა.......ისე რომ ვერ შეამჩნიე
მინუს ერთი ქულა შენ ძაღლის მოვლაში.
დაამუშავე ხოლმე ბარსით მაინც, საკმაოდ ეფექტურია. 1თვეში ერთხელ დამუშავებაც ყოფნის.
Bonehill
ყოველ თვე ადვანტიქსით ვამუშავებ და ყოველდღე ხელით მაინც ვუმოწმებ მთელ სხეულს ასე რომ მომიმატე ეგ დაკლებული ქულა
Fishman
გჯერა ახლა შენ მაგის ?........
აბა ამხელა დინოზავრი ტკიპა როგორღა ამოუყვანე ამისხესნი ?!
Bonehill
ბიჯო მაგის ახსნა რო შემეძლოს აქ კიარ ვიკითხავდი რაარი და საიდან გაჩნდათქო. 1 დღეში თუ შეიძლება მაგხელა გაიზარდოს მაშინ აგიხსნი კიარა პატაკსაც ჩაგაბარებ
იფიქრე და ლოგიკური აზრი გამოიტანე
ჰო ჰო დავიწყებ ეხლა
Fishman
ეხლა ამ დროში ლეკვი რომ ავიყვანო გასასეირნებლად ლისსზე.ტკიპის სასიშროება არის თუ არა?
marco-polo
არ ასხია არაფერი? ამ ყინვაში არ იქნება, მარა მაინც საფრთხილოა...
marco-polo
კი, არის და მაგიტომ გითხარი...
ადვანტიქსი თუ ფრონტლაინი? გაზაფხული დაიწყო.მკბენარებისაგან ჩვენი მეგობრების დაცვაც აქტუალური ხდება.ვინ რომელს ანიჭებს უპირატესობას
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ბარსს ვხმარობ ხოლმე და საკმაოდ ეფექტურია. თან იაფი. 2 თვემდე ლეკვზე არ შეიძლება. ახლახანს ავიყანე 1 თვის დრათხაარი. ეზოში ჰყავდა პატრონს და სახლში რომ მივიყვანე რწყილი აღმოაჩნდა საკმაოდ. ვეტექიმმა დუსტი მირჩია. დავაყარე მაგრამ არანაირი შედეგი. ერთიც ვერ მოკლა. მერე სპეციალური შამპუნი ვუყიდე და იმან მოაშროა კარგად, თუმცა მოგვიანებით მისი ინსტრუქცია წავიკითხე და იმასაც ეწერა 8 კვირიდანო.
ბევრი საშუალება გამომიყენებია, მონადირე ძაღლებს რაც შეეხება ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე რაგღაც ჩათლახი მკბენარი რომელიც ააცოცდება... ამიტომ სრული კონტროლი ყინვების დადგომამდე, მივხვდი რომ ეს ყველაზე ეფექტური ხერხია ადვატიქსთან ერთად.
უფრო მაინტერესებს ადვანტიქსი თუ ფრონტლაინი?
marco-polo
ფრონტლაინი ერთმნიშვნელოვნად !
marco-polo
ფრონტლაინი რა თქმა უნდა!
დღეს ვეძებდი ძაღლის შამპუნს და ვნახე " ბარსის" ფირმის, ორმაგი დათვირთვა აქვსოო თან შამპუნი თან პარაზიტებსაც შველისო, ვინმე თუ ხმარობთ და მეძებრებზე რამდენადაა რეკომენდირებული ეგ მითხარით თქვენ.
მე ვხმარობ. საკმაოდ ეფექტურია. გასაპნი. ერთი ხუთი წუთი გააჩერებ და ჩამობან. მაგრად ხოცავს მკბენარს.
kardinal84
კარგი რამეა! მაგრამ მარტო მაგის იმედზე არ უნდა იყო!
ფრონტლაინი ყოფილა 14 ლარად ელიზბარაშვილის მაღაზიაში იპოდრომთან ემ კვადრატის ახალაშენებული სახლის ქვეშ .ნახეთ მაგაზე იაფად არ გამიგია არსად.
kardinal84
dato01
დოზას გააჩნია. 20-40 კილო 20 ლარი ღირს... მანდ არ ვიცი რა ღირს, მაგრამ არამგონია ასეთი განსხვავება იყოს ფასებში. ეტყობა პატარა ძაღლების დოზაა მაგ ფასად.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)