თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ ქუჩის უპატრონო ძაღლები

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 19 2012, 13:26

ეს თემა აქ გავხსენი. თქვენი აზრი მაინტერესებს. მე მგონი ეს ერთ-ერთი დიდი და მოსაგვარებელი პრობლემაა ქალაქისთვის. უამრავი უპატრონო ქუჩის ძაღლია თბილისში, რეგიონებშიც სავარაუდოდ ასეთივე მდგომარეობა იქნება. რა ხერხით, საშუალებით უნდა გადაიჭრას? ზაფხულია, ცოფის და ათასი დაავადების ,,აკიდების" დიდი შანსია, ბავშვები ეზოში ვერ თამაშობენ. ლეკვს ვერ ვასეირნებ, ან თუ ჩამყავს 2 მეტრიანი ჯოხი მაქვს და იმით ვიგერიებ. ამ დროს ზოგი მშვიდად იტანს მათ ყეფას და ჩემი 3 თვის ლეკვი, რომელიც ,,პავადოკზეა" ,,აშინებთ" ვითომ და ხომ არ გვიკბენსო...ილანძღებიან კიდეც...სპეც. დამჭერი სამსახურები სამჯერ მოსულან, ერთი დაუჭერიათ და მორჩა. არადა, 3 წლის ბავშვი დაკბინეს ამ დღეებში...



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Maverick Jul 19 2012, 13:31

ზაზა
შარში ხარ, ბიძინა თუ გიშველის D.gif D.gif D.gif D.gif

ორი ერთი და იგივე სურათი რატომ დადე? უნდა გაამძაფრო ? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 19 2012, 13:36

ზაზა

როგორც ვიცი, დაიწყეს უპატრონო ძაღლების აცრა. ასე რომ ისეთი საშიშები არ არიან, მაგრამ პრობლემური რომ არის ამაში ყველა დამეთანხმება.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 19 2012, 13:43

ვიდეო მგონი არ ჩანს. ჩაასწორეთ რა. სურათი ორი გადავიღე და ორივე დავდე, შენ ნუ ხარ პროვოკატორი

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 19 2012, 13:44

ზაზა

არ სწორდება ვიძიუ, ეტყობა არასწორად არის თავიდანვე დადებული ან სხვა რამე მიზეზია....

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 19 2012, 13:46

ნიკა, დაიწყეს არ ქვია ამას, მოვიდნენ, ვერ დაიჭირეს და რა ვქნათო, აქეთ ეკითხებოდნენ ქალებს და ბავშვებს, რომც აიცრას , პრობლემა რა ამით მოგვარდა, აცრილმა ძაღლმა რო უკბინოს ბავშვს რა მნიშვნელობა აქვს, ქუჩაში უპატრონო ძაღლი არ უნდა იყოს, ერთმა ძუმ დაყარა და 7 ლეკვი გვეზრდება უბანში, პატარებია, ვეთამაშებით, მაგრამ რო გაიზრდება, მგონი არ გაახსენდება ლეკვობაში ზაზა ბიძია მომეფერაო newsmile05.gif



ესაა და იქნება ჩაასწოროთ

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 19 2012, 13:51

არ სწორდება ზაზაჯან, ეტობა ჩვენი ბრალია. დავითუსას ვეტყვი და გაასწორებს....

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 19 2012, 13:54

კაცო, თქვენი აზრიც მოაყოლეთ რა, რას მირჩევთ

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2012, 13:58

ჩემტან ძაღლის სეირნობას ვინ ჩივის (შევეგუე უკვე ) ეხლა ღამე ვეღარ ვიძინებთ ისეთი ალიაქოტი აქვთ !! თან ეხლა ლეკვები დაყარეს და წარმოიდგინეთ რა ხდება ეზოებში

სამწუხაროდ ისეთი რეგვენი უბნელები მყავს რომ გამწარებული იცავენ დასაჭერად რომ მოდიან ამ უპატრონო არსებების

აჭმევევ და ძაღლებსაც გაპრავებული აქვთ ტერიტორიები newsmile045.gif იკბინებიან და როცა ხმაური ატყდება ეს რეგვენი მასა ამობობს არაუშავს აიცრიებიან და ეგ არისოო არაფერი საგანგაშო არ არისოოო
ჩემი დიშვილს უკვე გავუკეთედ წელს მთლიანი კურსი აცრების გაკაწრეს ეზოში

ვააგლახ ძველი დრო აღარ არის თორემ ადრე მარტო ჩემი გორდონი იყო ბატონ პატრონი ეზოსი newsmile045.gif

ციტატა(chele @ 19th July 2012 - 14:36) *
როგორც ვიცი, დაიწყეს უპატრონო ძაღლების აცრა

კარგი ეხლა რაა D.gifD რამდენ პროცენტს დაიჭრენ და აცრიან შენი აზრით და ფურცელზე რამდენს გააფორმებენ ???

თუ იჭერენ მოაცილონ თავშესაფრებში ან რამე მოუხერხონ !!!

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 19 2012, 14:28

ეს არის გადაუჭრელი პრობლემა, ანალოგიური სიტუაციაა ჩემ უბანში ( ვინც იცით, მიხვდებით რამდენი მაწანწალა მიაფარებს თავს ამ ბიოგეოცენოზსს უბანში)
არანაირი საშუალება არ არსებობს თავდაცვისთვის, კანონი კი ჩვენ წინააღმდეგაა , ნებისმიერი "გამოხშირვის" ან ნებისმიერი საშუალების გამოყენებისას, სადაც ძაღლების რაოდენობის მოკლებაზეა საუბარი ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! !
დავურეკეთ ერთი ორჯერ ჩვენც, რომ მოვიდნენ ერთადერთი მაწანწალა წაიყვანეს მარტო, 4-5 წლის განმავლობაში ჩემ უბანში სპეციალურმა სამსახურმა 1 მაწანწალა დაიჭირა მადლობა მათ ამისთვის.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 19 2012, 14:31

ზახარ,
ძმა ხარ.
მთელი ღამე არის ყეფა, დილით უკვე ხალხს ერჩიან, ლეკვი მანქანით დამყავს, სადმე სტადიონი რო ვიპოვო, მაგრამ ყველა კორპუსს, სტადიონს, მინდორს ჰყავს თავისი ხროვა ძაღლებისა. ბავშვს მაღაზიაში ვერ ჩაუშვებ,სტუმარს სადარბაზოსთან ჯოხით უნდა დახვდე newsmile05.gif
მხოლოდ ჩემი პრობლემა არაა, ყველა უბანში ასეა. ძაღლების და კატების სიყვარულს ვერავინ მასწავლის. ვაღიარებ, მეც ვუყრიდი ხოლმე საჭმელს, მაგრამ მეც მერჩიან უკვე. ქვას ვერ იპოვი, ასფალტი დააგეს, დიდი ჯოხი გამოვთალე და მანქანამდე შეიარაღებული მივდივარ.
კარგი, გაუკეთეს აცრა (მე უბანში ასეთი არ გამიგია), ვთქვათ, ცოფის საშიშროება არ არის, მაგრამ ყეფა, ხმაური, ბავშვებს რო ეშინიათ, აცრაგაკეთებული რა ვერ გიკბენს ? 11 ძაღლი რო დაგესევა, შეიძლება ცოფს გადაურჩე, მაგრამ პლასტიკურ ოპერაციას არა მგონია, თუ საერთოდ გადარჩი.
ეს არის რაც ხდება, მაგრამ რა ეშველება, რა უნდა ვქნათ? მე ძაღლს ვერ ვესვრი, ვერც მოვწამლავ, შესაბამისი სამსახური პასიურობს... ან სად წაიყვანონ ამდენი ძაღლი.
სპეც.თავშესაფრები უნდა გაკეთდეს, სადაც სიბერემდე ეყოლებათ, არ გაამრავლებენ და გადაშენდებიან...
მეტი გამოსავალი არ ვიცი

პოსტის ავტორი: levan81 Jul 19 2012, 15:08

CO2 პისტოლეტი კარგი გამოსავალი იქნება ალბათ ამ შემთხვევაში, ძაღლსაც არ მოკლავს და თავდასხმის სურვილსაც დაუკარგავს , თუ დაშვებულია მისი გამოყენება ქალაქის პირობებში რა თქმა უნდა.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 19 2012, 15:19

ზაზა
მობილური ხომ მოგეცი და არ მოეშვა მაგათ,
რეკე და რეკე D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Jul 19 2012, 15:31

ბანის მეშინია, თორე კი ვიცი რაც უნდა დავწერო.

ჩემს შვილს, რომ საფრთხე დაემუქროს მაწანწალა ძაღლისგან, ხო გადავდგი ნუცუბიძის 3მკ ეგრევე! არ გავახარებ არავის და არაფერს.

მე მაპატიეთ აგრესიისთვის, მაგრამ რასაც მერია ვერ აგვარებს შენით უნდა მოაგვარო.

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2012, 15:38

ზაზა
მეც ეგრე ვიყავი სტადიონს ვეძებდი ჩარლი რომ პატარა იყო , ერთ მხარეს შესასვლელის კარს მავთულებით ვკეტავდი მეორე ღია შესასვლელში მე ვიდექი ჯოხით მომარჯვებული და ისე ვასეირნებდი . ეხლაც რემნით ვასეირნებ და ვერ ვუშვებ.

ციტატა(ilariona @ 19th July 2012 - 16:31) *
მე მაპატიეთ აგრესიისთვის, მაგრამ რასაც მერია ვერ აგვარებს შენით უნდა მოაგვარო.

ილარიონ ბევრჯე ვიფიქრე მაგრამ გამაჩერეს კეთილმა მეზობლებმა რეგვენი მეზობლების ჩივილსგან , თან სასწაული კანონია მაგ მხრივ თუ მოკალი ძაღლი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 19 2012, 15:39

ძაღლისგან საფრთხის დროს მისი მოგერიება შესაძლებელია , მაგრამ ყველა ერიდება, ვის უნდა ძაღლი მოკლას...
მხოლოდ ჩემთან რომ მოგვარდეს ,ეს საქმეს ვერ უშველის, ამ პრობლემისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს.

პოსტის ავტორი: Maverick Jul 19 2012, 15:39

QUOTE (ilariona @ Jul 19 2012, 16:31) *
მე მაპატიეთ აგრესიისთვის, მაგრამ რასაც მერია ვერ აგვარებს შენით უნდა მოაგვარო.



+100000000000000000 ამიტომ არის ჩემს ეზოში მხოლოდ ერთი ძაღლი

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 19 2012, 15:42

ციტატა(გიზოვიჩი @ Jul 19 2012, 16:19) *
ზაზა
მობილური ხომ მოგეცი და არ მოეშვა მაგათ,
რეკე და რეკე D.gif



მხოლოდ ჩემი უბანი არაა ასე , ამიტომ მე რო დავრეკო, ამით გვერდითა კორპუსთან რა შეიცვლება, ან სხვა მიკროებში, სხვა უბნებში. პრობლემა არის, მიხედეთ ბატონო newsmile05.gif

ციტატა(Maverick @ Jul 19 2012, 16:39) *
+100000000000000000 ამიტომ არის ჩემს ეზოში მხოლოდ ერთი ძაღლი



ვიცი, ნიკო, მივხვდი, მაგრამ ეს გამოსავალი არაა.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 19 2012, 15:45

მაგრამ ეს გამოსავალი არაა.


არის


არც ჩემთან არის ზედმეტი მავნებელი

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 19 2012, 16:00

მხეცებთან გამიხსნია ეს თემა newsmile05.gif
მკვლელებო
მოდით რა ჩემს უბანში, ეზოში კაი პურმარილს ვიკისრებ და მიხედეთ

პოსტის ავტორი: abu Jul 19 2012, 16:09

ე.წ."რაგატკა"-ში ქვის მაგივრად ჩადეთ 10-15 ცალი საფანტი.
მოკვლით არ მოკლავს,მაგრამ თავდასხმის სურვილს სამუდამოდ გაუქრობს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 19 2012, 18:55

ჩემ უბანში იყო მასე, მეორე პლატოზე. სანამ ტიპი ისე არ დაგლიჯეს რო კინაღამ მოკვდა, კაკ რას გაბრაზებულ გულზე შევესწარი და თან მანქანაში მედო 43. აი იქ ავტეხე ბათქა ბუთქი. 5 მოვკალი. ნუ ზოგი მერე იპოვნეს ჩამკვდარი. 2 პასამ მიაფუჩეჩა. იმდენი ხალხი შეესწრო იმის დაგლეჯვას რომ ყველამ დარეკა ზოგმა მერიაში, ზოგმა პატრულში. მოკლედ რაც დარჩა ისინიც დაიჭირეს შეშინებულებმა, სამი ეკიპაჟი ერთად მოვიდა. მკვდრებიც იმათმა გაიტანეს და დავისვენეთ მას მერე.


ისე ზაზა ეგრე თუ უყურებდი ფანჯრიდან ერთი LR 22 ვერ გადმოიღე newsmile045.gif გაერთობოდი სეზონის გახსნამდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 19 2012, 19:09

ვაა ილარიონ 3 პლატოელი ხარ>:)

მე ვიცი მაგათი წამალი,
რეცეპტი: 1 კალბასი იაფასიანი და შხამქიმიკატები! აურიოთ ერთმანეთში და ცოტა ხანი ვაცალოთ,მერე მიმოვფანტოთ და შედეგიც გარანტირებული იქნებაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 19 2012, 19:49

იკო1981
აბა ერთი მითხარი რომელი შხამქიმიკატები ? მაგრამ პრინციპში ეგენი იმდენ ნაგავს ჭამენ რაღაც მეეჭვება სავით შხამ ქიმიკატებმა რამე უქნან ...

გპი - მაქვს გასაწმენდი რა დამტანჯეს , ჯერ ხო ღამე ყეფენ და ყეფენ , მერე ძაღლის გაყვანაც უკვე შეუძლებელია , პატარა ლეკვები დარბიან და გარშემო დიდი ძაღლები პატრონობენ გავგიჟდი უკვე !

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2012, 19:54

კაით ეხლა მოწამვლა და დადუღება ყველამ იცის newsmile045.gif იყო ანათემის მაგვარი თემა ადრე და წავშალე !!!

აქ იმიტომ ვლაპარაკობთ რომ რამე გზა მოინახოს ან გაპიარდეს ეს პრობლემა თორემ მოწამვლა , ნემსების ჩადება ძეხვში და ხმაურის გარეშე დახოცვა ყველამ იცის elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 19 2012, 19:56

არამგონია ზახარ სხვანაირად მაგას ეშველოს! ,,ნადა დეისტვავატ პო სიტუაციი,,

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 19 2012, 20:01

ზახარა
იკო მართალია , ხომ გახსოვს ბავშობაში ზღაპრებს რომ ვკითხულობდით ჰერკულესზე მგონი , გველეშაპს თავი რომ წააცალა და 1 ის ნაცვლად 2 რომ ამოუვიდა , პრინციპში იგივეა , სანამ მთელი თბილისის მასშტაბით "საშვილოსნოებს" ამოაჭრიან ძაღლებს მანამდე 10 ჯერ მეტნი გახდებიან ... ტაკჩტო სრაზუ უნიჩტოჟატ , ან უნდა ითრიო რამე გრუზავიკი დაიარო უბან უბან D.gif და გაუშვა მერე სადმე თბილისდან 200 კმ ის მოშორებით , იდეაში უკან არ დაბრუნდებიან და რომც მოინდომონ დაბრუნება ტრასას ეხუმრებიან ? ყოველდღე 10-10 ცალი კაკ მინიმუმ გასრესილია ...

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2012, 20:02

იკო1981
მაშინ არ ჭირდება გარეკლამება მაგ ამბავს ashh.gif

ეხლა ისე გამოვა , ოჩოპინტრეზე მაწანწალა ძაღლების ხოცვის რეცეპტებს წერენო და აიტაცებს ხალხი მერე ამ დეზინფორმაციას newsmile045.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 19 2012, 20:06

გავარეკლამოთ არ ვარ წინააღმდეგი კაცოnewsmile05.gif

მერიას ხო ქონდა პროექტი მაგასთან დაკავშირებით? არამგონია დატყობოდა რამე ქალაქს:( => ვიძახი მე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 19 2012, 20:11

ციტატა(irakli kvachadze @ 19th July 2012 - 21:06) *
მერიას ხო ქონდა პროექტი მაგასთან დაკავშირებით? არამგონია დატყობოდა რამე ქალაქს

ადრე შოთა03 ვთხოვე , ნაცნობები ყავს ვისაც ეხება ეგ პრობლემა და უთხრეს რომ თუ არავის უკბინა ჩვენ ვერ დავიჭერთო !!

შემოვა შოთა და დაწერს უკეთ რა როგორ არის , ნუ ადრე ეგეთი კანონი იყო ეხლა თუ რამე შეიცვალა არ ვიცი და არც ჩანს რამე ცვლილებები სამწუხაროდ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 19 2012, 21:21

ხოოოო..ეგ პრობლემა მეც მაწუხებდა...მაგრამ ერთხელაც..ჩავაყოლე ტირის თოფი. 1-2 ძაღლი მაგრად დავაწმუტუნე და მაგითი დამთავრდა ამბავი(არავინ დაღუპულა) მაგის მერე... მეხნაკრავებივით გარბიან ჩვენ დანახვაზე. მე უფრო სხვა პრობლემა მაწუხებს. სახლიდან რომ საჭმელს უყრიან....იმ ხალხმა დამღალა მაგრად. ურნამდე ტრაკის ჩათრევა ეზარებათ და აივნიდან ისვრიან ნარჩენებს(ღორები) მიზეზით ძაღლები შეჭამენ.. უბანი ხომ საღორეს დაამსგავსეს..ხოდა ხან ღორის ბეჭი გამოვაცალე ჩემ ძაღლს პირიდან და ხან ცხ**ის კანჭი. თან მაგარი ბრძოლა მიწევს ჩემ ძაღლთან მაგ ოპერაციის დროს. D.gif
რაც შეეხება გლობალურად მაგ საკითხს. ეგ პრობლემა მარტო ჩვენთან არ დგას. მთელ მსოფლიოს აწუხებს. ასე რომ არ არის მარტივად მოსაგვარებელი(იქ ცხოველთა დაცვის ორგანზაციები..გრანტიჭამიები... მაწანწალა ძაღლის ფანები და ა..შ..) ამიტომ.. ჯობია ადგილობრივად მოვაგვაროთ(ექსტრენნად) და თან ისენი შევაწუხოთ ხშირად..ვისაც ევალება მაგათი მიხედვა. მითუმეტეს სიახლეები არის მაგ მიმართულებით. მარტო აცრებს კი არ უტარებენ....სტერილიზაციაც დაიწყეს და იქაც იტოვებენ(უფრო შემაწუხებლებს) განსაკუთრებით აგრესიულებს...საერთოდ აძინებენ. მაგაზე..კაი დიდი გადაცემა იყო ამასწინად. ჩვენ დავრეკოთ და ვუტრაკოთ..სანამ არ წაიყვანენ. აი ასეთია ჩქიმი უბიჟდენიე.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 19 2012, 21:29

ისე კარგი იქნება მართლა.. ნემსების..მახათების... და სხვა "ჟესტოკი რომანსებისგან" თავს თუ შევიკავებთ. მართლა მეცოდებიან პატიოსნად რომ ვაღიარო. ზოგიერთი ძალიან მაგარი ტიპია სულაც. ეგ საკითხი ადვილი გადასაჭრელი არ არის...ხან ვინ იგინება მაგ საკითხზე და ხან ვინ. ზოგს დაჭერის მეთოდები აღიზიანებს..ზოგს ის..რომ საერთოდ იჭერენ ძაღლებს..ზოგი კვებავს აივნებიდან..ზოგს კბენენ და მაგიტომ იგინებიან...მოკლედ.................. იოლად მოგვარებადი არ არის ეგ საქმე. თან ძალიან ბევრი არიან ეგჩემისები

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 19 2012, 21:53

პნევმატიკით ვიგერიებ მე პირადად უბანში მაგ ძაღლებს და კარგადაც ჭრის....

პოსტის ავტორი: ilariona Jul 19 2012, 22:48

შოთა.03
რა პნევმატიკა გაქვს?

პოსტის ავტორი: nik@a Jul 19 2012, 23:38

ჩვენი ქვეყანა 'უსაბუთო ძაღლების ქვეყანაა", ბევრი გადაჟიშებული, ტურას დამსგავსებული მაწანწალა დადის და ბევრიც სახლიდან გაპარული ძაღლი... ორივეს მოკვლა ხომ ცოდვაა?
ვეტექიმთან ბევრი უცხოელი მინახავს მაწანწალა ძაღლო რომ მოეყვანა და გემრიელად ზრდის... (დასაფასებელია)
მე წინააღმდეგი ვარ ამ ძაღლების პნევმატიკით და ასე შემდეგ ხოცვით და დიდ ცოდვადაც მიმაჩნია... როგორ კაცო? ძაღლებს სახლში შვილებივით ვეფერებით და მისი მოგვარე, მონათესავე რომლებსაც სარგებელი არ მოაქვთ ვხოცოთ? ცოდვაა!!! არ მიმაჩნია არც ჰუმარუად და არც ადამიანურ ქცევად... მაგას ჯობია ისევ სახელმწიფოს მივაჭიროდ ფეხი რაღაც სიკეთე გამოიღოს... და ამ პრობლემას მიაქციოს ყურადღება...!
ბევრისგან მომისმენია ჩემი ძაღლებს სცემსო და მიტომ უნდა მოვკლაო... ესაა სწორი? რა თქმა უნდა არაა!!! მე ქუჩაშიც მეცოდებიან ძაღლები, რადგან მათ "ბიძაშვილს" ჩემთან სძინავს საწოლში...
ამ პრობლემის საუკეთესო გამოსავალი იქნება შემდეგი:
სახელმწიფომ გამოყოს ხარჯები... მოხალისეებიც დავეხმარებით (მე პირადად), დაჭერილ იქნას მაწანწალა ძაღლები და მოხდეს მათი სტერლიზაცია.. რო აღარ გამრავლდნენ... შემდეგ ისევ თავ თავიანთ ადგილებს დავუბრუნოთ... რამოდენიმე წელიწადში მივიღებთ 50% იან შედეგს... ხოლო 10 წელიწადში 90%იანი შედეგი გვექნება...
ასე ქნეს საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში და შედეგებსაც მიაღწიეს... მთავარია ფინანსები... (ჩემი სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა... )

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 19 2012, 23:39

ilariona

ციტატა(ilariona @ 19th July 2012 - 23:48) *
რა პნევმატიკა გაქვს?

მეზობლის ჰატსანია D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 19 2012, 23:48

ციტატა
სახელმწიფომ გამოყოს ხარჯები...
- ზღაპარია ...
როგორც პენსიონერებს გაუხადა პენსიები 300 ლარი ისე გამოყოფენ ხარჯებს რა ...


ციტატა
დაჭერილ იქნას მაწანწალა ძაღლები და მოხდეს მათი სტერლიზაცია


რა ხეირი ? სტერილიზებულმა ძაღლმა შენ რომ გიკბინოს ან თავისსავე ბიძაშვილს რომელიც ლოგინში გიწევს , რეაქცია ? არაფერია ნათესავება იჩხუბესო იტყვი ? ...

ციტატა
ასე ქნეს საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში და შედეგებსაც მიაღწიეს... მთავარია ფინანსები...


საქართველოში ვართ საქართველოში ... საფრანგეთი 1 ქვეყნებში გადის , და ჩვენ მესამე ქვეყნებში , სადაც რეფორმებს ატარებენ (ცდებს) ..

პოსტის ავტორი: nik@a Jul 19 2012, 23:55

ციტატა
- ზღაპარია ...
როგორც პენსიონერებს გაუხადა პენსიები 300 ლარი ისე გამოყოფენ ხარჯებს რა ...

ნეტავ პენსიონერებივით გვარდებოდეს სხვა ყველაფერი რაღა მოგვკლავდა... იცი რა არის? ერთი ვინმე ვერ გამოჩნდა მაღალ ეშელონებში ვისაც რეალურად გული შესტკივა ამ საკითხისადმი, თორემ ეს კაპიკებია რა ხარჯებსაც ითხოვს "უჯიშოების" პრობლემის გადაწყვეტა...
ციტატა
რა ხეირი ? სტერილიზებულმა ძაღლმა შენ რომ გიკბინოს ან თავისსავე ბიძაშვილს რომელიც ლოგინში გიწევს , რეაქცია ? არაფერია ნათესავება იჩხუბესო იტყვი ?

ხეირს ნამდვილად ვერ ხედავ? კმენაშია პრობლემა? კარგი რა... ერთხელ აცრი და ვსიო... სამაგიეროდ არ გამრავლდებიან, უკვე არსებული მაწანწალები კი დაიხოცებიან... ბუნებრივი სიკვდილით და არა მასობრივი ჟლეტვით... არა, მე არ მიმაჩნია ფლორა ფაუნის მოყვარულად ადამიანი, რომელიც ამ მასობრივ ჟლეტვას ეთანხმება... ! დაუცველი ძაღლების ჟლეტვას...
ციტატა
საქართველოში ვართ საქართველოში ... საფრანგეთი 1 ქვეყნებში გადის , და ჩვენ მესამე ქვეყნებში , სადაც რეფორმებს ატარებენ (ცდებს) .

საფრანგეთმა ეს პოლიტიკა, რომ მიიღო და ამგვარი სხვა შემდეგ გახდა 1 თაობის ქვეყანა... ასეთად არ იყო ოდითგანვე... ჩვენც გარდამავალი ქვეყანა ვართ და ზომებიც მისახედია... მითუმეტეს ისეთ გლობალურ ხარჯებს არ მოითხოვს როგორც სხვა დანარჩენი, რაც დღეს კეთდება...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 20 2012, 00:28

ციტატა(ilariona @ Jul 19 2012, 23:48) *
შოთა.03
რა პნევმატიკა გაქვს?


მაია ასათიანის რეიჯები რომაა FB ზე ისე მოგივიდა ახლა შენ D.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 20 2012, 07:40

აჰა..თავიდანვე ვიგრძენი პოლიტიკის სუნი. D.gif

ციტატა(bendeksi @ 20th July 2012 - 01:38) *
სახელმწიფომ გამოყოს ხარჯები... მოხალისეებიც დავეხმარებით (მე პირადად), დაჭერილ იქნას მაწანწალა ძაღლები და მოხდეს მათი სტერლიზაცია.. რო აღარ გამრავლდნენ... შემდეგ ისევ თავ თავიანთ ადგილებს დავუბრუნოთ... რამოდენიმე წელიწადში მივიღებთ 50% იან შედეგს... ხოლო 10 წელიწადში 90%იანი შედეგი გვექნება...
ასე ქნეს საფრანგეთში და ევროპის ქვეყნებში და შედეგებსაც მიაღწიეს... მთავარია ფინანსები... (ჩემი სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა... )

ფული უკვე გამოყო. ეგ სადგურიც აშენებულია და მოქმედებს კიდეც. ზუსტად მაგ პრინციპით. სტერილიზაცია უკეთებენ და უკან აბრუნებენ. ზოგს იქ იტოვებენ(აქვსთ ვოლიერები) და ოჯახებში ამისამართებენ. აგრესიულებს საერთოდ აძინებენ.(ცოფიანებზე აღარ არის საუბარი რათქმაუნდა) მაგ სადგურის გახსნა.. რამდენიმე დღე გადიოდა საინფორმაციოებში.
ციტატა(AJLTA3AP @ 20th July 2012 - 01:48) *
- ზღაპარია ...

ზღაპარი იყო..სანამ ახდებოდა.. ეხლა ახდენილი რეალობაა უკვე. D.gif
ციტატა(AJLTA3AP @ 20th July 2012 - 01:48) *
როგორც პენსიონერებს გაუხადა პენსიები 300 ლარი ისე გამოყოფენ ხარჯებს რა ...

100 დოლარზე იყო განაცხადი და სექტემბრიდან უხდებათ. 300 ლარი გაბერილი ციფრია. ეგეთი შეპირება არ ყოფილა. D.gif
ციტატა(AJLTA3AP @ 20th July 2012 - 01:48) *
საქართველოში ვართ საქართველოში ... საფრანგეთი 1 ქვეყნებში გადის , და ჩვენ მესამე ქვეყნებში , სადაც რეფორმებს ატარებენ (ცდებს) ..

გაგიკვირდება და ზოგ რამეში..საკმაოდ უკან მოგვრჩა საფრანგეთი. საკმაოდ ჩაფლულია კორუფციაში საფრანგეთი და მანდედან გამომდინარე..უსამართლობა და პოხუიზმი ჩვენზე ბევრად მეტი აქვთ.
სხვათაშორის..საქართველოს სულაც აღარ ითვლება მესამე ქვეყნად. ამოძვრა მაგ რეიტინგიდან.(ზოგს კი ინდა უკან დაბრუნება..მაგრამ ყ ჭამონ) D.gif მესამე ქვეყნებს..ისეთი ქვეყნები მიეკუთვნებიან...მრავალი წელი რომ დაჭირდებათ ჩვენამდე.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 20 2012, 08:43

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 20th July 2012 - 01:28) *
მაია ასათიანის რეიჯები რომაა FB ზე ისე მოგივიდა ახლა შენ

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Jul 20 2012, 08:49

ციტატა(Chalimgela @ 20th July 2012 - 01:28) *
მაია ასათიანის რეიჯები რომაა FB ზე ისე მოგივიდა ახლა შენ


მართლა? და მან რა გითხრათ? D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 20 2012, 08:51

ციტატა(zaza @ 19th July 2012 - 16:31) *
მაგრამ მეც მერჩიან უკვე. ქვას ვერ იპოვი, ასფალტი დააგეს,

აბაა ჩემი. რას გვიშვება ეს მთავრობა.. ქვა ვეღარ გვიპოვნია ამათ ხელში. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 20 2012, 09:07

ძაღლს თოფი ესროლე?
არა ზარბაზანი D.gif


FUUUUUUUUUUUUUU D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 20 2012, 09:25

ციტატა(SHOTA @ 20th July 2012 - 10:07) *
ძაღლს თოფი ესროლე?

მერე ეწყინა? D.gif
არა, მაპატია...

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 20 2012, 09:32

D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif D.gif
გამიგო და გაატარა D.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 20 2012, 10:40

მიხარია, რომ თემამ მე-4 გვერდამდე გაქაჩა, მაგრამ ხოცვის ,,მოწოდებას" ვერ დავეთანხმები, მესმის, რომ თუ სხვა გზა არაა, აბა რა უნდა ვქნათ და ა.შ. მაგრამ მაინც...ძაღლია რა, მეცოდება.

პოლიტიკაში ნუ გადავალთ...

ამგვარი პრობლემა არის ყველგან, ერთნი აგვარებენ, მეორენი - ვერა.
მე საკითხი იმიტო დავსვი, მაინტერესებს მე რა ვქნა, რას მირჩევთ და საერთოდ რა ქნას მოსახლეობამ, თორე მეზობლებმა ათასჯერ მითხრეს, მიდი, დახოცეო...

გიზოვიჩ, დავრეკე იმ ნომერზე და ჩემთან რა გინდა, დარეკე ცხელ ხაზზეო. იქ კი ოკ-იო და მერე არ მოდიან.
სამეზობლო წერილს ამზადებს მერის სახელზე . ვნახოთ,რა გამოვა

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 20 2012, 10:48

არ მოეშვა მაგ ცხელ ხაზს მუდმივად რეკე...

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 20 2012, 14:18

ციტატა(zaza @ 20th July 2012 - 12:40) *
მაინტერესებს მე რა ვქნა,

უბრალოდ შეაშინე. არ არის აუცილებელი დახოცვა და გაჟლეტვა. მე..ჩვეულებრივი "კისტის თოფი" ვესროლე საკმაოდ შორი მანძილიდან...მხოლოდ 2 ძაღლს(მეტი არ გახდა საჭირო) ეტკინათ და გაიქცნენ... არაფერი მეტი არ მოსვლიათ. დღესაც ჯანმრთელად და ბედნიერად ცხოვრობენ ჩვენ კორპუსთან. უბრალოდ...მე და ჩემ ძაღლს რომ დაგვინახავენ.....ისტერიული პანიკით გარბიან. უკვე კარგად იციან..რომ ჩვენ საშიში ხალხი ვართ და შორი მანძილიდანაც შეგვიძლია ვატკინოთ. სულ ეგ არის. ეხლა ძაღლს ვასეირნებ აშვებულს. უბრალოდ 1 მინუსი ის არის..რომ ეხლა ჩემ ძაღლს(სპანიელს) თავი გონია მეფე ლომი(ბატონი მუფასა) გონია..რომ ამისი ეშინიათ და გაკიდებას და იმათ შეჭმას ცდილობს. D.gif ამიტომ ჯერ ჩაბმული გამყავს...კარგად რომ გაიქცევიან ძაღლები..მერე ვუშვებ.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 20 2012, 14:40

ლევანი
ერთი ეგ კისტის თოფი მეც უნდა ვიყიდო რა გ.პ.ი ში ვეღარ შევსულვარ :@

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 20 2012, 14:47

ციტატა(ლევანი @ Jul 20 2012, 15:18) *
უბრალოდ შეაშინე. არ არის აუცილებელი დახოცვა და გაჟლეტვა. მე..ჩვეულებრივი "კისტის თოფი" ვესროლე საკმაოდ შორი მანძილიდან...მხოლოდ 2 ძაღლს(მეტი არ გახდა საჭირო) ეტკინათ და გაიქცნენ... არაფერი მეტი არ მოსვლიათ. დღესაც ჯანმრთელად და ბედნიერად ცხოვრობენ ჩვენ კორპუსთან. უბრალოდ...მე და ჩემ ძაღლს რომ დაგვინახავენ.....ისტერიული პანიკით გარბიან. უკვე კარგად იციან..რომ ჩვენ საშიში ხალხი ვართ და შორი მანძილიდანაც შეგვიძლია ვატკინოთ. სულ ეგ არის. ეხლა ძაღლს ვასეირნებ აშვებულს. უბრალოდ 1 მინუსი ის არის..რომ ეხლა ჩემ ძაღლს(სპანიელს) თავი გონია მეფე ლომი(ბატონი მუფასა) გონია..რომ ამისი ეშინიათ და გაკიდებას და იმათ შეჭმას ცდილობს. D.gif ამიტომ ჯერ ჩაბმული გამყავს...კარგად რომ გაიქცევიან ძაღლები..მერე ვუშვებ.



ლევან, აქ მხოლოდ ძაღლის გასეირნებაზე რომ იყოს... ჩემებს ისე ეშინიათ ნაყინზე ვერ ჩადიან, ყველა კორპუსთან წვანან ჩრდილში. შეშინებით კი ჩემი ეშინიათ, მანქანასაც ცნობენ, მაგრამ ბავშვებს რა ვუყოთ? მხოლოდ ჩემთან კი არაა, მთელი გლდანია სავსე, 1 კვირის წინ მთლად უბეწვო, სულს რო ღაფავდა ეგეთმა ჩამიარა, ჯიშს ვერც ერთი კინოლოგი რო ვერ იტყოდა, ამ ჭირიანებისგანაა მეტი ხიფათი.
ამიტომ გავხსენი ეს თემა, მხოლოდ ჩემი სადარბაზოს პრობლემის გამო კი არა.
დაიწერა აქ გადაჭრის გზებზე და ბევრი რამ მგონი მისაღებია, დახოცვას არ ვგულისხმობ...
რეკავენ ქალები, მაგრამ რომ არ ჩანან ...

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 20 2012, 15:12

ციტატა(zaza @ 20th July 2012 - 16:47) *
რეკავენ ქალები, მაგრამ რომ არ ჩანან ...

მაშინ მერიის ცხელ ხაზზე დარეკეთ. ვრეკავთ და არ მოდიანთქო. ეგენი მიხედავენ. დაფინანსებას ხომ კარგად იღებენ??... ხოდა აწიონ ტრაკები..არაფერი მოუვათ.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 20 2012, 16:08

აბა ორშაბათამდე, თუ არ შემჭამეს, გამოვჩნდები

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 20 2012, 21:08

ზაზა

ციტატა(zaza @ 20th July 2012 - 11:40) *
მაგრამ ხოცვის ,,მოწოდებას" ვერ დავეთანხმები,

მე არ ვკლავ, პროსტა ვამწარებ და რამოდენიმე სროლის, შემდეგ ის ძაღლი აღარაა უბანში, სამაგიეროდ ახალი ჩაენაცვლება და ასე, ჯაჭვური რეაქციაა რა ბლიად D.gif

პოსტის ავტორი: Jei Jul 21 2012, 20:54

მაწანწალა ძაღლების პრობლემა თბილისის თითქმის ყველა უბანშია, ადრე თუ ერთი-ორი ძაღლი იყო ეგეთი, ეხლა ჯოგებია!
ჩემის აზრით მაწანწალა ძაღლების აცრა არის ფუჭი საქმე! ჩემი სახლის წინ არის 6-7 ძაღლი, ვთქვათ მოერია სპეც. სამსახური და ყველა აცრა...წელიწადში 2 ჯერ ახალ-ახალ პარტიას დაყრიან! რწყილები და ხმაური? დედაქალაქია ბოლოს და ბოლოს!
მე რომ მკითხო, აცრა,სტერილიზაცია და მსგავსი ფუჭი ხერჯები სრულუიად ზედმეტია! ამ ეტაპზე ერთადერთი მეთოდია ლიკვიდაცია! ასევე ურიგო არ იქნება ოთხფეხა მეგობრის (კატის,ძაღლის) მეპატრონეს, ვალდებულებები დაეკისროს! ბევრჯერ მინახავს უპატრონო ჯიშიანი ძაღლი.

ზაზა
რა გირჩიო?! ერთადერთი კანონიერი ხერხია (სამწუხაროთ) "ცხელი ხაზი". თუ არ იმოქმედებენ, საჩივრის დაწერა...


პოსტის ავტორი: kupra Jul 22 2012, 11:17

რაღაცა უნდა მოიფიქროს მთავრობამ თორე ნამეტანი ცუდათაა საქმე.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 23 2012, 08:40

მოვედი, სიტუაცია არ შეცვლილა. ხროვა აკონტროლებს უბანს ...

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 23 2012, 09:42

ზაზა
ვაა.. გადარჩი??... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 23 2012, 09:48

კი, ლევან,
ცოცხალი ვარ. მანქანაში კაი მოზრდილი ჯოხი მიდევს. ჯერ ვიგერიებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 23 2012, 10:00

ციტატა(zaza @ 23rd July 2012 - 11:48) *
ჯერ ვიგერიებ

თუ რამეა მოგეხმარებით. ჩვენც გვაქვს ჯოხები..თოფები და ტირის თოფები. newsmile035.gif newsmile035.gif
ისე კი ზერიოზულად რომ ვთქვა...მართლა მერიის ხაზზე უნდა დარეკოთ..თუ ეგენი ზარზე არ რეაგირებენ. მერია მიხედავს მაგათ. თუ მერიამაც დაიკიდა...ჩამოწერეთ რამდენი ზარი განახორციელეთ და დატოვეს უპასუხოდ. ეგ წერილი კი პირადად გადაეცით პრეზიდენტს. საკმაოდ ხშირად ხვდება ხალხს და არ არის პრობლემა. ამასწინად ჩვენთანაც იყო. არავის არ გაჭირვებია ეთქვათ რა აწუხებდათ. დამიჯერე..მაგარს ჩმორავს ვინც საჩმორია.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 23 2012, 10:17

ეს ძაღლები კი არა ვიდეოს დავდებ, ბავშვების სათამაშო მოედანი პივბარად აქვთ გადაკეთებული. შეგნება არაა.

სეზონის გახსნამდე ხომ არ გაგვეკეთებინა ერთი დასუფთავები აქციაც?

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 23 2012, 10:25



ამას ყოველ დილით 7 საათზე ასუფთავებენ, იმავე ღამე კი ისევ იგივე მეორდება. რადგან შეგნება არაა, რაღაც სამსახური უნდა კურირებდეს, ჯარიმები და სანქციები, თორე ქალაქი რას დაამსგავსეს

პოსტის ავტორი: Fishman Jul 23 2012, 10:26

გუშინ დილას 6დან 7 საათამდე ვასეირნებდი ძაღლს და ერთი 6-8 ძაღლი იქნებოდა მოგვაქციეს ალყაში და მდევრები ნადირს რო ურტყამენ კრუგს ზუსტად ეგეთ სიტუაციაში ვიყავით. ძლივს ვიგერიებდი, საკბენად იწევდნენ. თან მაგ დროს კაციშვილი არ დადის ქუჩაში და ამათაც არაფრის შიში არააქვთ. ძლივს მორჩენისკენ მისული ფეხი 2 კვირით უკან დამიწიეს ამ გაწევ-გამოწევაში. ჩემ თავზე რო გამოვცადე მივხვდი უკვე რამდენად საშიშები არიან და სერიოზულად დავიწყე უკვე მაგ პრობლემაზე ფიქრი. ადრე ვფიქრობდი შეაშინებ და გაიქცევიანთქო მარა საქმე საქმეზე რო მიდგა ჩემი ფეხები. თან წინა დღეებში, როგორც გავიგე, ქალისთვის უკბენიათ. პირადად მე ვერაფერს დამიშავებენ და რაც არ უნდა იყოს რაღაცნაირად მოვიგერიებ, მაგრამ ჩემს გარდა შეიძლება ჩემს ადგილზე სხვა დროს ქალი ან ბავშვი აღმოჩნდეს და არამგონია მთლად სასიკეთოდ დამთავრდეს ეგ ამბავი.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 23 2012, 10:31



ციტატა(Fishman @ Jul 23 2012, 11:26) *
გუშინ დილას 6დან 7 საათამდე ვასეირნებდი ძაღლს და ერთი 6-8 ძაღლი იქნებოდა მოგვაქციეს ალყაში და მდევრები ნადირს რო ურტყამენ კრუგს ზუსტად ეგეთ სიტუაციაში ვიყავით. ძლივს ვიგერიებდი, საკბენად იწევდნენ. თან მაგ დროს კაციშვილი არ დადის ქუჩაში და ამათაც არაფრის შიში არააქვთ. ძლივს მორჩენისკენ მისული ფეხი 2 კვირით უკან დამიწიეს ამ გაწევ-გამოწევაში. ჩემ თავზე რო გამოვდაცე მივხვდი უკვე რამდენად საშიშები არიან და სერიოზულად დავიწყე უკვე მაგ პრობლემაზე ფიქრი. ადრე ვფიქრობდი შეაშინებ და გაიქცევიანთქო მარა საქმე საქმეზე რო მიდგა ჩემი ფეხები. თან წინა დღეებში, როგორც გავიგე, ქალისთვის უკბენიათ. პირადად მე ვერაფერს დამიშავებენ და რაც არ უნდა იყოს რაღაცნაირად მოვიგერიებ, მაგრამ ჩემს გარდა შეიძლება ჩემს ადგილზე სხვა დროს ქალი ან ბავშვი აღმოჩნდეს და არამგონია მთლად სასიკეთოდ დამთავრდეს ეგ ამბავი.



ჩვენთანაც ასეირნებენ ჩვილ ბავშვებს, ბებიამ პატარა პირდაპირ მაგ ხროვაში შეიყვანა, ძაღლები მანქანების ქვეშ იყვნენ, რო გამოცვივდა 9 ერთად, მე მე-4 სართულიდან რა მექნა, წყალი გადმოვასხი, არ უკბენიათ, გადარჩნენ. ასე ყოველი დღე და ყველა უბანში ეგრეა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 23 2012, 10:57

ლევანი
https://www.google.com/search?hl=ru&rlz=1C1GGGE_ruGE490GE490&q=pink+sunglasses&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_cp.r_qf.,cf.osb&biw=960&bih=522&um=1&ie=UTF-8&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=tAQNUJWsI5PY4QTj59XLCg

შენ რომელს ხმარობ?? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 23 2012, 11:00

არაჰუმანურია, მაგრამ მაგ დონემდე რომ მივდივარ ვხოცავ მერე. ერთი პერიოდი 7 ნომერ საფანტს ვესროდი, იქვე არ კვდებოდნენ, ძირს აგდებდა მაგრამ მიდიოდნენ მერე. შეიძლება სხვაგან ჩამკვდარიყო. ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასაგდები აღარ ხდებოდა და რომც გადარჩენილიყვნენ იმ არემარეს აღარასოდეს ეკარებოდნენ

მეორე გამოსავალია 22 იანით. ფანჯრიდანვე. ტკაც და მორჩა

პოსტის ავტორი: Fishman Jul 23 2012, 11:03

ჭალიმგელა

თოფით გარეთ რო ბახაბუხი ავტეხო თუ დამიჭირეს რაღად მინდა ეგეთი შეშინებული ძაღლები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 23 2012, 11:06

Fishman

მე ადრე ძაღლს რომ ვასეირნებდი (მაშ ბევრად უფრო მეტი მაწანწალა ძაღლი იყო) პნევმატური პისტოლეტის და გასაშლელი რკინის ჯოხის გარეშე არ ჩავდიოდი ხოლმე

რამდენჯერმე გამომადგა კიდეც, მაწანწალა ზაღლების პრობლემის აღმოფხ**ა საკმაოდ ძნელი და შრომატევადი პროცესია, სახლემწიფოს მონდომებაც რომ იყოს, ამას მაინც წლები დასჭირდება

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 23 2012, 11:08

წლები უნდა, მაგრამ თუ არ დაიწყე, ეს წლები დიდი ხნით გადაიწევს.

პოსტის ავტორი: Fishman Jul 23 2012, 11:12

Davitus

კი დავით, აწი როგორც მინიმუმ ჯოხით ვივლი. მაგრამ გუშინ ისეთ ჭკუაზე ვიყავი ჩემს წინ პოლიციის შენობა რომ არა მართლა გავარდებოდი თოფით.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 23 2012, 11:16

ციტატა(nika @ 23rd July 2012 - 12:57) *
შენ რომელს ხმარობ??

არცერთს. შენგან განსხვავებით. აი შენ კი შავს სათვალეს ხმარობ(სვარშიკებისას) D.gif აი ცოტახნით რომ მოიხსნიდე..დაინახავდი ტელევიზორში მაინც(ოღონდ მაესტროზე და აქუსთან არა..მანდ არ აჩვენებენ) მიშამ როგორ ჩმორა ერთერთი ბანკის თანამშრომლები (და არა მარტო). ეგეთები არ შელება ნუგეშინია. შენ საჩმორი დაანახე და აგერ ნახავ თუ არ ჩმორავს. D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 23 2012, 11:21

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 23 2012, 12:54

T A M P L I E R
მაგრად გგავს. D.gif დაჟე შენ ავატარსაც კი გავს. D.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 24 2012, 01:33

გუშინ კიდე 6-მა ზაღლმა დაგლიჯა მეგობრის ძაღლი:( მე რომ არ მივსულიყავი ვაბშე შეწამდნენ მგონი:(

ლიკვიდაციის გარდა მე გამოსავალს ვერ ვხედავ!

პოსტის ავტორი: nik@a Jul 26 2012, 16:38

ახლა გამოაცხადეს ტელევიზორში... დაიწყეს ძაღლების სტერლიზაცია, როგორც იქნა... იმედია არ შეატოვებენ შუა გზაში ყველაფერს და შედეგიც იქნება...

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 26 2012, 17:11

ციტატა
დაიწყეს ძაღლების სტერლიზაცია,


არ შველის ეგ სტერილიზაცია არა , აგერ უკვე სტერილიზებულმა ძაღლმა უკბინა ჩემი მეგობრის შვილს , გპი ში კარგი რა , ბარემ კბილებიც დააცალონ და დავისვენებთ მაშინ , მართო ლეკვების გაჩენა არ გაჩენაზე კი არაა საუბარი , გინდგაუკეთე სტერილიზება გინდა არა მაინც იკბინებიან ეს დედა აფეთქებულები ვახხ...

რომელიღაც პოსტში წავიკითხე რომც უკბინოსო , ცოფი არ დაემართებაო , ცოფი შეიძლება არ დაემართოს ზატო ჩირქოვანი პროცესი კი წაუბა , ეხლა არ მითხრა ყველა მაწანწალა სუფთა საკვებს მიირთმევსო და როიალ კანინს ჭამსო ! რაც მაგათ პირში ნაგავი აქვთ და კბენის დროს რაღაც ნაგავი კანშიც შედის ...

პოსტის ავტორი: nik@a Jul 26 2012, 17:19

ხოო მაგრამ მასობრივი განადგურებას არ დაიწყებენ არცერთ ვარიანტში...
ხო და რამოდენიმე წელიწადში შემცირდებიან მაინც...
და კიდევ ყველაზე მთავარი... ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ძაღლის არ მოწონების შემთხვევაში, სხვა რამე უნდა მოიფიქროს და რესტორნების წინ არ უნდა გაუშვან... თუ ეს არ შევიგნეთ არც სტერლიზაცია გვიშველის და არც განადგურება...

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 26 2012, 17:30

nik@a
მაგარია !

ისა ნიკუშ........ რომ იცოდე სტერილიზაციიდან 5-6 წელი მაინც საჭიროა ........

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 26 2012, 17:34

nik@a
ჩნდება კითხვა , რამდენი წელი უნდა ველოდოთ? სანამ შემცირდებიან ?
და მანამდე პატარები ეზოში ვერ გავიდნენ ?
თუ როგორ იქნება საქმე?

მე მიმაჩნია რომ უნდა შეკრიბონ ეს ძაღლები და წაიყვანონ რეგიონებში იქ სადაც საქონელია , ასეთუ ისე ცხ**ის ფარას და საქონლის ჯოგს მიხედავენ ))

დედაქალაქში მაწანწალა ძაღლის ადგილი არააა ....


პოსტის ავტორი: nik@a Jul 26 2012, 17:49

ალთაზარ
აბა ეს როგორ იქნება? რეგიონებში ყავთ საკმარისი ძაღლები... ან ფარაში რა უნდათ მაწანწალებს....
5- 6 იო თქვა ბონებ, მაგრამ ეს პირველი ეტაპი იქნება... შესამჩნევი შედეგის მისაღწევათ ალბათ 9-10 წელი იქნება საჭირო...
კი მაგრამ, ხომ ვხედავთ რომ ერთი ხელის მოსმით არაფერი კეთდება, იმას მაინც დავეთანხმოთ, რომ მომავალი პატარები იყვნენ უსაფრთხოთ...
მე მაგრად მეცოდებიან და რავიცი... ზოგი ძაან კარგი ძაღლია, ყველას დახოცვა საცოდაობად მიმაჩნია და რავი...
ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ბრალია... უამრავი შემთხვევაა როცა ძაღლი აღარ მოწონთ და რესტორნის წინ მიყავთ და უშვებენ... ეს დღესაც გრძელდება და ეს უნდა აიკრძალოს პირველ რიგში...

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 26 2012, 17:58

nik@a
ისევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ბრალია... უამრავი შემთხვევაა როცა ძაღლი აღარ მოწონთ და რესტორნის წინ მიყავთ და უშვებენ... ეს დღესაც გრძელდება და ეს უნდა აიკრძალოს პირველ რიგში...

აი ამაში ნამდვილად გეთანხმები ... მაგალითად უცხოეთში არის კანონი ასეთი ლეკვის აყვანის შემთხვევაში კლუბსა და მომავალ პატრონს შორის იდება ხელშეკრულება მაქსიმუმ 5 წლამდე ... ეკისრება ყველანაირი მოვალეობა და დაკარგვის შემთხვევაში ვალდებულია მოძებნოს , თუ რათქმაუნდა ძაღლის მოვლის საშვალება არ გააჩნია გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მასში შეუძლია მიმართოს კლუბს და კლუბი იბრუნებს ძაღლს , მერე ან ყიდიან ან კიდე თავისთვის იტოვებენ გამრავლების კუთხით , ეგ ცივილიზებულ ქვეყნებში . საქართველო რომ ცივილიზებული ქვეყანა არაა ამაზე მემგონი არ შემეწინააღმდეგები თუ არც დამეთანხმები ... როცა ლეკვია ყველას გვიყვარს როცა იზრდება , ხან გასეირნება არ გვინდა ხან ფული არ გვაქ რო ვაჭამოთ და ასე შემდეგ . ნუ ეს არ ვრცელდება იმ ადამიანებზე ვისაც ნამდვილად უყვარს ძაღლი და საერთოდ ოთხფეხა მეგობრები ...

ზოგი ძაან კარგი ძაღლია, ყველას დახოცვა საცოდაობად მიმაჩნია და რავი

მეც მეცოდება განა არ მეცოდება მაგრამ როდესაც ვხედავ რომ ეს ძაღლი გინდ სტერილიზებული იყოს და გინდ არა და მაინც იწევდეს ბავშვებისკენ ეს უკვე "პრედელ ვსემუ" მე მაგალითად სექტემბრისთვის ვაპირებ ხელის თოფის ყიდვას (ტირის) მოკვლით მოკვლას არ ვუპირებ მაგრამ ერთ ადგილას კი დავუმიზნებ , საერთოდ რომ არ გაეკარონ მაგ ადგილას , მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს 10ს გაყრი და 20 მოვა .


პოსტის ავტორი: Bonehill Jul 26 2012, 18:04

ციტატა(AJLTA3AP @ 26th July 2012 - 18:34) *
ჩნდება კითხვა , რამდენი წელი უნდა ველოდოთ? სანამ შემცირდებიან ?

ციტატა(niko @ 26th July 2012 - 18:30) *
სტერილიზაციიდან 5-6 წელი მაინც საჭიროა


პოსტის ავტორი: nik@a Jul 26 2012, 18:09

ციტატა
საქართველო რომ ცივილიზებული ქვეყანა არაა ამაზე მემგონი არ შემეწინააღმდეგები

ბევრი რომ გვიკლია ცივილიზაციამდე გეთანხმები...
ციტატა
ვაპირებ ხელის თოფის ყიდვას (ტირის) მოკვლით მოკვლას არ ვუპირებ მაგრამ ერთ ადგილას კი დავუმიზნებ

მაგი უფრო ცუდი მიდგომაა, ჩემი აზრით... ის გამწარებული ძაღლი, რომელაც ერთ ადგილას დაუმიზნებ, გაღიზიანებულ მდგომარეობაში დიდი შანსია უკმინოს პირველივე შემხვედრს...
რავიცი რაც იქნება იქნება... მე ჩემ ეზოში, ორთაჭალაში (ახალი გადასული ვარ მაგ უბნიდან) 2 მაწანწალა ძაღლი იყო, ერთი გვარიანად მოზრდილი... ვაჭმევდი, ვეფერებოდი და ეზოს მშვენივრად იცავდნენ, სხვა ძაღლებს არ აჭაჭანებდნენ... ჩემ ძაღლთანაც მშვენიერი ატნაშენია ქონდათ, ერთი ეგ იყო რწყილები ქონდათ... ავდექი და იმათაც ვასხავდი წამალს, როგორც ჩემსას... ამიტომაც არ ართულებდნენ სიტუაციას... ტირით რომ დამეწყო დევნა იასნია მიმფლეთავდნენ სადმე...

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 26 2012, 18:12

Bonehill

ციტატა
სტერილიზაციიდან 5-6 წელი მაინც საჭიროა .....


მაგალითად სტერილიზაცია ჩაუტარდა საშუალოდ 3 ძაღლს რომელთა ასაკი 2 წელია , მაგრამ მათ უკვე მოასწრეს ლეკვების დაყრა , იმ ლეკვებსაც ჩაუტარეს სტერილიზაცია .
ეხლა მაგალითი თუ ძაღლის წლოვანება 2 წელია + ამას 6 წელი ? ძაღლი ჯერ კიდევ ცოცხალია შეიძლება ვერ გამრავლდეს ზატო ერთ ადგილას ჩაგავლებს და ლეკვები 6 წლის ასაკში რა უკბილოები ხდებიან თუ რა?

ან მე რაღაცას ვბოდიალობ ან ეს სტერილიზაციიდან 6 წელი არაა ეფექტური D.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 26 2012, 18:18

ეეჰ მარა 30% ხომ 5 წელზე მეტისაა? ხო და მაგენი ხო მოგვჭამენ უკვე ჭირს არა? D.gif მომდევნო 4-5 წელიწადში ის ახალი დაყრილებიც მიყვებიან... მაწანწალა ძაღლის საშუალო ასაკი 10 წელს აცდეს ნაღდად არ მგონია...
http://www.radikal.ru
ალთაზარ ნახე, რააა D.gif D.gif
მე მაგარი სენტიმენტალური ვხდები ასეთ საკითხზე და რა ვქნა...

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 26 2012, 18:31

nik@a
ჰაჰა ჩემზე ეგენი არ მოქმედებენ ;D

პოსტის ავტორი: Jei Jul 26 2012, 23:22

ერთი რაღაცა მაინტერესებს. რომელ "ცივილიზებულ" ქვეყანაში გინახიათ მაწანწალა ძაღლი ?! რა, დავიჯერო მიყავთ, სტერილიზაციას უკეთებენ, ცრიან და ისევ ქუჩაში აგდებენ ? რა სისულელეა ?! ოდნავ მაინც აგრესიულ ძაღლებს აძინებენ იმ დღესვე! თუ ძაღლი ჩაკეტილია და უხასიათო, ფსიქოლოგები მუშაობენ მაგასთან და მაგათი დასკვის შედეგად წყდება ძაღლი გასხვისდება თუ დააძინებენ ! შესაფარში მხოლოდ საყვარელ მეგობრულ ცუგრუნიებს ტოვებენ, რომლებსაც აქვთ იმის შანსი რომ ვიღაცამ წაიყვანოს. დანარჩენებს აძინებენ! ქუჩაში არავინ არ დააბრუნებს ძაღლს!!!
როგორ ფიქრობთ რა არის უფრო ჰუმანური, ძაღლის მოკვლა თუ ქუჩაში გაშვება, სადაც ის მუდმივად მშიერი,მწყურვალი,რწყილებითა და ტკიპებით ამოტენილი დაწოწიალობს? აღარაა საუბარი სხვა ავადმყოფობებზე! ყოველთვის არის იმის შანსი რომ იმავე მაწანწალა ძაღლს ვიღაცამ ან ქვა ესროლოს ან ჯოხი ჩაარტყას! ან თუნდაც მანქანამ დაარტყას! ზამთარში რა უნდა ქნას იმ ძაღლმა რომელიც ქუჩაში ცხოვრობს? რა, არ შეცივდება? არ დაათოვს არ დააწვიმს და ქარი არ მოუქრის ? ეგეთ მოგონილ "ჰუმანურობა"-ს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არააქვს ადგილი!
ყველასათვის ცნობილია რომ თუნდაც ევროპის ქვეყნებში, ძაღლის პატრონი ვალდებულია თავისი ძაღლის გაბნავალი აღოს. თქვენის აზრით უპატრონოდ დააგდებდნენ ძაღლს ქუჩაში? სადაც ის უკაცრავად და მოჯვავს, მოფსავს,სანაგვეებს ამოატრიალებს? ყოველთვის არის იმის შანსი რომ ძაღლმა ადამიანს უკბინოს! (ნუ შემეწინააღმდეგებით, ძაღლი მტაცებელია, გენში და სისხლში აქვს ეს!) მითუმეტეს როდესაც მარტო არაა, ჩვენთან კიდევ ჯოგებად დარბიან!
2 დღის წინ ჩემი სახლის წინ კინაღაბ ბავშვი დაკბინეს. არვიცი რანაირად მაგრამ გადარჩა! 9-10 წლის გოგო იქნებოდა! დღეს გადარჩა და ხვალ ვინ იცის რა მოხდება! ასეთი რამ რომ მოხდეს ნებისმიერ სხვა ნორმალურ ქვეყანაში იცით რა მოხდება?! ამოწყვიტავენ ძაღლიან,კატიან თაგვიანა ყველაფერ მაწანწალას!

სად არიან ეს უპატრონო ძაღლების დამცველები მანახეთ ერთი! მაგათი შვილი რომ ყოფილიყო იმ ბავშვის ადგილას ვნახავდი როგორ იმღერებდნენ! დამაჭერინა ერთი და იმ ძაღლების დღეში ჩამაგდებინა გარეთ რომ დარბიან newsmile055.gif



პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 26 2012, 23:26

Jei
newsmile027.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 27 2012, 00:51

Jei

ციტატა
სად არიან ეს უპატრონო ძაღლების დამცველები მანახეთ ერთი! მაგათი შვილი რომ ყოფილიყო იმ ბავშვის ადგილას ვნახავდი როგორ იმღერებდნენ! დამაჭერინა ერთი და იმ ძაღლების დღეში ჩამაგდებინა გარეთ რომ დარბიან

იმედია ორგანოებს გულისხმობ... thinking.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 27 2012, 09:52

ღამე დადიან თურმე და ცდილობენ დაიჭირონ თუ აცრან, არ ვიცი. მეზობელმა მითხრა,-მანქანით მოვიდნენ ღამის 3 საათი იქნებოდაო. შედეგი კი არის ასეთი: ხროვამ დროებით მიატოვა ჩემი სადარბაზო და გვერდით (20 მეტრი) კორპუსის ეზოში ჯიპების ქვეშ იმალებიან. მცნობენ და ყეფით გარბიან, თან მეტრიანი ჯოხი დამაქვს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ეს ძაღლები,უპატრონოები, საფრთხის შემცველები წესით ქუჩაში არ უნდა იყვნენ

მე ჩვენი ძალებით დახოცვის წინააღმდეგი ვარ და არც სამსახურებმა მინდა რომ ქუჩაში მიპარვით გეკოთი მოკლან, ასე ხდებოდა სსრკ-ს დროს.არც ეს სტერილიზაცია უშველის.

მოკლედ, ამას უნდა ნება სახემწიფოსგან, შექმნილი სამსახურების მონდომება და პროფესიონალიზმი და ხარჯები თავშესაფრებისთვის, საკითხი მალე გადაიჭრება.




პოსტის ავტორი: Maverick Jul 27 2012, 09:55

ზაზა
შენი გამკვირვებია, დახოცვა არ გინდა, ამბობ არც სტერილიზაცია უშველისო
ამასთან ერთად ამბობ რომ სახელმწიფოსაგან ნებაა საჭიროო
რა ნებაზე საუბრობ? დაგეშონ? გაწვრთნან? თუ რა ქნას ამ უბედურმა სახელმწიფომ?

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 27 2012, 10:09

ციტატა(Maverick @ Jul 27 2012, 10:55) *
ზაზა
შენი გამკვირვებია, დახოცვა არ გინდა, ამბობ არც სტერილიზაცია უშველისო
ამასთან ერთად ამბობ რომ სახელმწიფოსაგან ნებაა საჭიროო
რა ნებაზე საუბრობ? დაგეშონ? გაწვრთნან? თუ რა ქნას ამ უბედურმა სახელმწიფომ?



მოკლედ, ამას უნდა ნება სახემწიფოსგან, შექმნილი სამსახურების მონდომება და პროფესიონალიზმი და ხარჯები თავშესაფრებისთვის, საკითხი მალე გადაიჭრება.

კარგად წაიკითხე. შენნაირად ძაღლების დახოცვის მოწოდებას რომ არ ვაკეთებ, ყურადღებით არ კითხულობენ ჩემს პოსტებს, უბიიცა

პოსტის ავტორი: Maverick Jul 27 2012, 10:14

QUOTE (ზაზა @ Jul 27 2012, 11:09) *
უბიიცა


სამაგიეროდ არ ვწუწუნებ D.gif D.gif D.gif

საქმე ლაპარაკის ნაცვლად

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 27 2012, 10:22

დილით რაც ვნახე დავწერ და წაიკითხეთ ყურადღებით: დილის 6 საათზე გავდივარ 3 თვის ლეკვთან ერთად, ლეკვი ,,პავადოკზეა", სტადიონამდე 500 მეტრია, მაგრამ გზად რამოდენიმე ბრძოლის ველია, ამიტომ მანქანით მივდივართ. სტადიონი სკოლის ეზოშია, უკვე დარბის რამოდენიმე არაზარმაცი ადამიანი, იქვე 3-4 კაი მოზრდილი ,,დვარნიაჟკა" წამოწოლილა და ამაყად გადაყურებს მიმდებარე ტერიტორიას. ამ დროს მე და ჩემი ლეკვი მოვექეცით მათი თვალთახედვის არეში, ორივეს კონკურენტად გვთვლიან და დაიწყო...საბედნიეროდ რამოდენიმე ქვა ეგდო და დავცხე, სხვა სპორტსმენებიც დამეხმარნენ და გავაგდეთ. ერთი საათი ცდილობდნენ შემოეტიათ , მაგრამ მოვიგერიეთ. ასეა ყოველ დღე.
ახლა მთავარი, ამ ,,პავადოკით" მოსეირნე ლეკვზე იმდენი პროტესტია ზოგიერთი იმ დვარნიაჟკებზე უარესებისგან, მაგათი .......ც .......ან, გაუკეთე ნამორდნიკი, ხო არ მიკბენს......
ეს კიდევ მრავალჯერ დედ........ ულები, ლეკვს ერჩიან და სადარბაზოებთან და ქუჩებში თავისუფლად მოხეტიალე ძაღლებს კი არა...
მე ვერაფერი გავუგე ამ ხალხს
თქვენ???
ამიტომაც იკიდებს სახელწიფოც, უარესიც გხვდებათ, თქვენიო...

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 27 2012, 10:29

ციტატა(Maverick @ Jul 27 2012, 11:14) *
სამაგიეროდ არ ვწუწუნებ D.gif D.gif D.gif

საქმე ლაპარაკის ნაცვლად



ნიკო, მე ასი წელი ვერ მიკბენენ, მაგრამ ბავშვები...ჩემები, სხვების მუდამ საფრთხის ქვეშ არიან, ეს ერთი...
მერე , საწუწუნოდ არ გამიხსნია ეს თემა, სირცხვილია ქალაქისთვის, როგორც ვიცით მალე ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიმართება, დვარნიაჟკების ქალაქი არ მინდა იყოს თბილისი და არც რეგიონები.
ამავე თემაში ვიდეოც დავდე, ნაგვით (ლუდის ბოთლების სავსე ბავშვების სკვერი), ესეც პრობლემაა.
ნიკო, მე, შენ, ან რომელიმე ჩვენგანი ნადირობიდან ისე ჩამოვსულვართ, რომ ნაგავი ურნამდე არ მიგვეტანოს (სხვების დატოვებულიც), რატო ყრის თავის სახლთან, უბანში უმრავლესობა ...







პოსტის ავტორი: Maverick Jul 27 2012, 11:20

QUOTE (ზაზა @ Jul 27 2012, 11:29) *
ნიკო, მე, შენ, ან რომელიმე ჩვენგანი ნადირობიდან ისე ჩამოვსულვართ, რომ ნაგავი ურნამდე არ მიგვეტანოს (სხვების დატოვებულიც), რატო ყრის თავის სახლთან, უბანში უმრავლესობა ...



რა გინდა მერე? ფორუმით გინდა ადამიანებს კულტურა ასწავლო?
პირველ ჯერზე მიუთითე, მეორე ჯერზე შეაგინე, მესამედ ყბაში მოსდე, და ისწავლის

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 27 2012, 11:32

ფორუმით აზრი მინდა გავიგო, ვის როგორ წარმოუდგენია პრობლემების მოგვარება. შენ ძაღლები დახოცე, ნაგავს ვინც ყრის მესამე ჯერზე ყბაში მოსდეო. სხვას ძაღლების სტერილიზაცია მიაჩნია გამოსავლად , ათასი აზრია.
გავაანალიზებ და მივიღებ გადაწყვეტილებას, ძაღლების ამბავში შეიძლება ციხეში მოვხვდე, ნაგვის ამბავში კი შეიძლება აქეთ გამიტეხონ თავი, რა ვიცი, მოვერევი ამდენ ,,მენაგვეს". ჯერ მხოლოდ ვუთითებ, მეორე ეტაპზე არ გადავსულვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Jul 27 2012, 12:47

გამოსავალი ხო უნდა იყოს რაღაც. wtfg.gif

სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს მე თუ მიკითხავთ ეგ საკითხი სხვა გამოსავალს ვერ ვფიქრობ მე.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 27 2012, 12:50

ჩინელები შემოვიყვანოთ ბლომად , მათი საყვარელი კერძია ძაღლის ხორცი newsmile029.gif

პოსტის ავტორი: Jei Jul 27 2012, 14:33

ციტატა(ალთაზარ @ Jul 27 2012, 13:50) *
ჩინელები შემოვიყვანოთ ბლომად , მათი საყვარელი კერძია ძაღლის ხორცი newsmile029.gif


მაგარი აზრია ! D.gif
ისე, სად მიყავთ ნეტა მაწანწალა ძაღლები ? მოვიმარჯვებ სოსისს, ძილის წამალს და მივუყვან პირდაპირ ოფისში D.gif მთავარია გზაში არ გაეღვიძოთ D.gif qsha.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 27 2012, 14:58

მერე ჩინელების შესაჭმელად მგლები შემოვიყვანოთ? D.gif

ზაზა

ძაან ცუდ დღეში ყოფილხარ. ეგეთი ნაგავი ხალხიც ყველა უბაქნშია, დაბმულ სეტერზე კივიან და დვარნიაშკები თავზე აზიან

მე მართლა ხუმრობის გარეშე ჩემით მოვაგვარე, ყოველ შემთხვევაში აგრესიულებს ეგრევე ვტუქსავ

ისე ერთი სახინკლე იკისრე და PM ში მოგწერ გამოსავალს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 27 2012, 15:28

კაი რამე ურჩიე გიო შენებური მეთოდს ეგ კაცი ვერ შეეგუება

პოსტის ავტორი: iason Jul 27 2012, 21:30

ქუჩის უპატრონო ძაღლებს სჭირდება პატრონი....კვება,აცრები და კასტრაცია..მაგრამ საქმე ამით არ დამთავრდება,უფროსწორედ ვერ დამთავრდება..მათ რიცხვს ზრდის დაკარგული,სახლიდან სხვადასხვა მიზეზის გამო გამოძევებულნი (დღეს ახლობელმა მითხრა: ბავშვებმა ლეკვი მომიყვანეს და ვერ ვუძლებთ,უნდა გავაგდოთო)მახსოვს მეც გამიგდეს მშობლებმა პატარაობაში და ვერ ვიპოვე))--ეს მდგომარეობა ასე გაგრძელდება სანამ ადამიანთა შეგნება არ გაიზრდება..დღეს თუ უბნიდან 5-6 ძაღლს მოაშორებ,ხვალ მათ ადგილს სხვები დაიკავებენ და .ა.შ.

პოსტის ავტორი: Fishman Jul 27 2012, 22:26

კანონი და გაკონტროლება შეუცვლის ხალხს შეგნებას, თორე ისე თავისით არ შეიცვლება. ძაღლის გაგდებაზე და დაუდევრობაზე ერთიორს კისერს რო მოამტვრევინებენ თანდათან შეიცვლება შეგნებაც.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 28 2012, 01:13

Fishman

ციტატა
ძაღლის გაგდებაზე და დაუდევრობაზე ერთიორს კისერს რო მოამტვრევინებენ თანდათან შეიცვლება შეგნებაც.


ნუ კარგი რა ნუ კარგი რა , ბრაკონიერობა ვერ მოსპეს (სხვა თემაში გადავდივარ მართალია ) და ხალხის ჭკუამდე არ დავიდა რომ დღეს არი თევზი და ხვალ აღარ იქნება თუ ასე გაგრძელდება , თეორიულად და ფაქტიურად იგივეა ამ ძაღლებზეც , 5 თვე იმუშავებენ მერე ისევ დაიკიდებენ , და იქნებიან ეგრე , ეხლა მოვედი სახლში ველოსიპედით წავედი ორთაჭალაში და სახლისკენ რო ვბრუნდებოდი გმირთა მოედანზე 4 ძაღლი გამომეკიდა , ყეფა ყეფით და იმდენად ახლოს მოდიან მე რომელ ხეზე ავძვრე ის არ ვიცი .... გპიშიც შევედი იქ ხო ხროვაა ამ დვარნიაშკების ლეკვები აწკმუტუნდნენ და გამომივარდა ერთი ხვადი და 4 ძუ , რაც სიჩქარე აქვს ველოსიპედს მემგონი 100 დავადე და ისე გამოვარდი ტრასაზე ...


არვიცი თქვენ მე ამაზე რას მეტყვით მაგრამ ჩემთვის ნათელია უკვე ხელის პიშტოს ვიყიდი (ტირის) ფუნჯის ტყვიებს ჩავტენი და ჰოპააა ან თავში გავარტყავ ან სადმე ისეთ ადგილას რომ შორი ახლოს ჩაკვდეს ... მეთუ გპი ში ვერ გავიარე ძაღლი ვერ გამიყვანია ამხელა ტერიტორიაზე ეგაა ნამუსი ??? გასაგებია რომ არაა ჰუმანური , მაგრამ მე 5-10 წელიწადს ლოდინს არ ვაპირებ ესლი ჩესტნო რომ რამე გაუმჯობესებისკენ წავიდეს (მაგ იმედით ყოფნა)...

და ყველაზე არასასიამოვნო ისაა რომ უბანში გვყვავს ორი გიჟი ორივე ბებერი ქალი , რომლებიც გადიან მაღაზიაში იღებენ ნარჩენ ძვლებს და მიდიან და პირდაპირ ყრიან იქ სადაც ძაღლები არიან , მე კიდე დავდივარ და ჩემს ძაღლს ვუყვირი ფუ-ფუ-ფუ ნუ კარგით რა როდემდე აი როდემდე D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jul 28 2012, 01:17

ციტატა
ნუ კარგი რა ნუ კარგი რა , ბრაკონიერობა ვერ მოსპეს (სხვა თემაში გადავდივარ მართალია ) და ხალხის ჭკუამდე არ დავიდა


ციტატა
5 თვე იმუშავებენ მერე ისევ დაიკიდებენ


ზუსტად მაგიტომ ვერ მოისპო, რომ 5 თვის მეტი არ გრძელდება D.gif თურქეთში ქურდობა შემცირებულია იმის ხარჯზე, რომ საუკუნეები, როგორც ვიცი, ხელის მოკვეთით ისჯებოდა ეგ საქციელი და აქ 5 თვეში საქმის გაკეთება ხო საერთოდ უაზრობაა newsmile05.gif

ციტატა
არვიცი თქვენ მე ამაზე რას მეტყვით მაგრამ ჩემთვის ნათელია უკვე ხელის პიშტოს ვიყიდი


მაგას ვაპირებ ზუსთად მეც!

პოსტის ავტორი: იკო1981 Jul 28 2012, 05:55

ისე ვითხოვებ პნევმატიკას! ამ პრობლემის მოსაგვარებლად უბანში!!!

ხო არ გაქვთ ვინმეს?

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 15 2012, 13:07

მახსოს დედაჩემს ვეხმარებოდი , როდესაც ის გადიოდა კურსებს "ჯიპა" -ში , ეხლა მოვქექე პროექტის არსი , სამწუხაროდ მეორე ფაილს ვერ გამოვაქვეყნებ , პოვერ პოინტ შია გაკეთებული D.gif


პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 15 2012, 13:14

proeqtis arsi da mizani

yvela CvenTagans hqonda Sexeba cxovelebTan da gvaqvs garkeul wilaT warmodgena Tu ra pasuxismeblobaa maTi movla partonooba. aris bevri magaliTi imisa Tu wuTier emocias ayolili adamiani SeiZens cxovels da Semdeg datvirTvas Tavadve gaurbis.
xSir SemTxvevaSi gamosavals poulobs cxovelis gasxvisebiT an ukiduresi forma -- quCaSi gagdebiT, riTac safrTxes uqmnis sxva adamianebis jamrTelobasa da usafrTxoebas, sul, rom araferi vTqvaT ara humanur midgomas cxovelis mimarT.
Aam proeqtis arsi mdgomareobs:
adamianebis pasuxismenlobis amaRlebas da valdebulebebis patiosnad Sesrulebas, riTac SesaZlebelia mixweuli iqnas mizani- mawanwala cxovelebis raodenobis Semcireba q.TbiliSi.
dRevandeli viTarebidan gamomdinare vTvli saWirod Catardes rigi RonisZiebebi, raTa problema iqnes aRmofxvrili da daregulirdes cxovelebis SeZena –gasxvisebis sistema. kerZo kinologTa klubebis menejmentis Secvla, romelic iqneba moqceuli kanonis CarCoSi.
zogadi monaxazi:
vidre klubi gaasxvisebs cxovels- potenc.patrons Ffsiqologiur trenings Cautarebs(ramdenad aris mzad itvirtos valdebulebebi cxovelTan dakavSirebiT).
cxovelTa dacvis asociacia ganaxorcielebda monitorings cxovelebze da pirobebis gauaresobis SemTxvevaSi cxovels gadaiyvanda TavSsafarSi(sadac cxovelebes Cautardeboda treiningi,rac mogvcemda saSualebas cxovelis meored gasxvisebas konkretuli funkcionaluri datvirTvis Sesabamisad).
aseTi daxmarebis gaweva -keTilmowyoba da farTis gamoyofa klubebisaTvis (raTa maT miiRon samuSao licenzia an akreditacia kanonis Sesabamisad) adgilobrivi xelisuflebis neba da SesaZleblobas saWiroebs, raTa Semcirdes mawanwala cxovelebis raodenoba da mosaxleoba iyos daculi.

პოსტის ავტორი: iason Nov 22 2012, 14:14




ჩასწორებულია

პოსტის ავტორი: kupra Nov 22 2012, 18:51

რით აღად დაადგა ამ მაწანწალა ძაღლებს საშველი. newsmile029.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)