თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ ლეკვს მინდა ვასწავლო გველისგან თავდაცვა

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:02

ლეკვს მინდა ვასწავლო გველისგან თავდაცვა ანუ როგორ მოერიდოს გველს დანახვისას ჩემ სოფელში ძალიან ბევრი გველია და არაერთი მონადირის ძაღლი უმსხვერპლია ამიტომ ვხსნი ამ თემას არ მინდა ჩემი ძაღლიც გველს შეეწიროს
თუ ვინმეს გაქვთ რამე გამოცდილება მა საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ პასუხი არ დაიზაროთ სანამ პატარაა აქედანვე მინდა რო ვასაწავლო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 29 2013, 14:09

ძველად იყო ასეთი პრაქტიკა რეზინის მილით აშინებდნენ და სცემდნენ ხოლმე ძაღლს
ეს ადრე იყო

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:13

ციტატა
ეს ადრე იყო
ახლა აღარ ჭრის ეგ ? თუ სხვანაირი გველები გახდნენ D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 29 2013, 14:19

ახლანდელი პრაქტიკა ნამდვილად არ ვიცი!ჩემი არცერთი ძაღლი არ დამიგეშIა გველის არიდებაზე!არცერტი არ მიდის ახლოს და შორიდან უყეფს!
მეორე მომენტია რაც არ უნდა დაგეშო მაინც შეიძლება უკბინოს და მოგიკლას ძაღლი და ამას გარკკვეულწილად შეგუებული უნდა იყო

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:23

T A M P L I E R
გასაგებია აუცილებლად გავითვალისწინებ მე ჩემსას ვცდი და....
გაიხარე newsmile05.gif

კიდე რა მაინტერესებს არის რამე წამალი რაც შეილება ნადირობის დროს ატარო და კბენის შემტხვევაში ზაღლს გაუკეთო? სანამ ექიმამდე მიიყვან რო ცოტა მაინც უშველოს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 29 2013, 14:34

მაგის თემა უნდა იყოს სადღაც თუ არ ვცდები!მძებნე აბა

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:36

T A M P L I E R
ვერ ვნახე და ეს თEმა მაგიტომ გახსენი ერთი კონკრეტული პასუხი მინდა თუ ვინმე იცის იმედია დამიწერს

არის თუ არადა სად შეილება ვიყიდო

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 29 2013, 14:40

შემოვლენ და ჩემზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემენ!
მე ძაღლისთვის კი არა ჩემთვის არ ვატარებ მაგ წამალს და მაგ საკითხში ჩემი რჩევა არ გამოგადგება D.gif D.gif





ზოგადად ანტი გიურზინის შოვნა დაივიწყე!მით უმეტეს ძაღლისთვის

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:43

ციტატა
ზოგადად ანტი გიურზინის შოვნა დაივიწყე!მით უმეტეს ძაღლისთვის
მაგაზე ვფიქრობდი ზუსტად ერთმა ახსენა ეგ და იქნებ ვიშოვო მეთქი მარა შენ საერთოდ იმედი გადამიწურე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 29 2013, 14:44

არის საავადმყოფოებში როგორ არა მაგრამ!იავიცი იავიცი

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:44

ციტატა
ჩემთვის არ ვატარებ მაგ წამალს
ჩემ თავს არ ვჩივი ვიზავ რა რამეს რო მიკბინოს ერთი ჩემიც კაცო მტავარია ჩემი ძაღლი იყოს კარგად

პოსტის ავტორი: Davitus Jul 29 2013, 14:46

წერია აქ მსგავს სწავლებაზე


შლანგი უნდა იყოს მოქნილი, მუქი ფერის, სასურველია შეფერილობა, დაზოლვა გაუკეთო პულვერიზატორით, რომ მაქსიმალურად გველს გავდეს, შლანგს უნდა მიუერთო უფრო დიდი შლანგი სადაც დიდი წნევიტ წამოვა წყალი, შედარებით წვრილი შლანგი უნდა დაახვიო, როგორც გველი წვება ისე და ბოლოში ამ შლანგს უკეთდება წვრილტავიანი ზაგლუშკა, ისე რომ წყალი გამოდიოდეს წნევით, "ნაპოროთ" ასხამდეს


წყლის მოშვებისას წვრილი შლანგი წნევისგან ავარდება და წვრილტავიან ზაგლუშკიდან წყლის ჭავლი გამოვარდება, იმდენად ეფექტურია, ძაღლს კიარა, კაცს შეაშინებს



კვირაში რამდენიმე ცდა საკმარისია, მსგავს რაღაცასთან ძაღლი ახლოს არ მივა


თუმცა გველი ზოგჯერ ისეა დამალული, ძაღლი ვერ ხედავს და ვერც იყნოსავს, შესაბამისად თუ გველმა მუქარა იგრძნო (ახლოს ცავლით, ფეხის შემტხვევით დადგმით და ა.შ.) , აუცილებლად დაგესლავს


ანტიგიურზინის შრატის, შენახვა ძალიან მოუხერხებელია და ვალიდოლივით ვერ ატარებ თან

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 29 2013, 14:47

გველთან დაკავშირებით ადრე როგორც ტამპლიერმა დაწერა ლეკვს ავარჯიშებდნენ შემდეგნარად-რეზინის მილი ბალახში ისე რომ ძაან არ ჩანდეს იდო დახვეული და შეერთებული იყო ონკანთან, ლეკვს მილის მიმართულებიტ ბალახსი უგდებდნენ აპორტირების საგანს როგორც კი მიუახლოვდებოდა და მილის მიმართ ინტერესს გამოხატავდა ეგრევე დიდი წნევით უშვებდნენ წყალს, დახვეული მილი იხსნება და ლეკვს აშინებს. თუმცა სიმართლე გითხრა ამ მეთოდის თანამედროვე გამომყენებელი არცერთი არ მახსენდება. არსებობს მეორე ვარიანტი რაც არის ელექტროსაყელური და რეზინის გველები. გაანაწილებ ბალახში და როგორც კი დაინახავს და მიახლოვებას დაიწყებს მცირე ვიბრაცია. 100%-იანი გარანტია არ არსებობს.
რაც შეეხება ანტიგიურზინს ამაზე ნაღდად არც იოცნბო რადგან უბრალოდ ნადირობის დროს ვერ შეინახავ შესაბამის პირობებში სპეციალური ტემპერატურა სჭირდება. სხვა მხრივ ძაღლისთვის დახმარებას რაც შეეხება, ვეტერინარიის თემაში მიწერია მაგაზე. ვრცელი სტატია ვთარგმნე

პოსტის ავტორი: kupra Jul 29 2013, 14:47

ციტატა(ams @ Jul 29 2013, 15:44) *
ჩემ თავს არ ვჩივი ვიზავ რა რამეს რო მიკბინოს ერთი ჩემიც კაცო მტავარია ჩემი ძაღლი იყოს კარგად

არაა მაგი სწორი მერე D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 29 2013, 14:47

სანამ მე დავწერე დაუწერიათ უკვე ბიჭებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:48

Davitus
შენ გაიხარე რა ჯიგარი ხარ

პოსტის ავტორი: Davitus Jul 29 2013, 14:50

gagrinski

პირადად მაქვს ნავარჯიშევი, ირლანდიული სეტერი, საკმაოდ კარგად აითვისა, შემდგომში განგებ დაგდებული გველის სატამაშოზე, საკმაოდ კარგ არიდებას აკეთებდა

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:50

გაიხარეტ ბიჭებო ყველას დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 29 2013, 14:58

გაიხარე შენ, აი ეგაა გამცდილება. newsmile05.gif

მე ვფიქრობ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს თემა აქტუალურია. სტატია ვთარგმნე ჩვენი კლუბის მეგობრის ბატონი აკოფის ფორუმიდან. არის პროფესიონალი ვეტექიმის დაწერილი.


თუ თქვენს ძაღლს გველმა უკბინა

თუკი თქვენ შეამჩნიეთ ძაღლის არაადეკვატური მოქმედება, ორიენტაციის დაკარგვა, მძიმე სუნთქვა, მოუსვენრობა ან კოჭლობა მაშინ უკვე დასაშვებია რომ მოქმედებს გველის შხამი. ასეთ სიტუაციაში მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ.
ძაღლი დააფიქსირეთ და არ მისცეთ ბევრი მოძრაობის საშუალება, რადგანაც კუნთოვანი სისტემის გაძლიერებული მუშაობა და ტაქიკარდია ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას ორგანიზმში. ამიტომაც გველის ნაკბენის დროს ძაღლი ხელზე გადაწვენილი მიიყვანეთ მანქანამდე. ტრანსპორტირების დროსაც ეცადეთ რომ ძაღლი მანქანაში დაფიქსირებული იყოს და გყავდეთ გვერდულად დაწვენილი, უკეთესია თუ მას პლედს ან თბილ გადასაფარებელს გადააფარებთ რადგან შხამის მოქმედების შედეგად შესაძლოა სხეულის ტემპერატურა დავარდეს.


გველის ნაკბენის უცებ მოძებნა ბეწვის საფარველის გამო რთულია, მიუხედავად ამისა ცხოველი ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, მოძენოთ ნაკბენი ადგილი. თუ ნაკბენიდან არ გასულა 10–15 წუთზე მეტი ეცადეთ ჭრილობიდან რაც შეიძლება ბევრი სისხლი გამოდენოთ შხამთან ერთად. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ადვილად შეიძლება დააზიანოთ ძაღლის კუნთი და ძარღვები.

თუ ნახეთ ნაკბენი ადგილი დაამუშავეთ ის წყალბადის ზეჟანგით. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჭრილობის დასამუშავებლად სპირტის შემცველი სითხე, რადგან ის ხელს უწყობს შხამის სწრაფ გავრცელებას, მითუმეტეს არ დაალევინოთ ძაღლს სპირტი ან არაყი.



ნაკბენ ადგილას სახვევის მჭიდროს შემოკვრა ან ჟგუტის გადაჭერაც არ არის უსაფრთხო, რადგან სისხლის მიმოქცევის დარღვევამ არანაკლებ ფატალური შედეგი შეიძლება მოიტანოს. თუმცა მიზანშეწონილია ლიმფატიკური ტურნიკეტის დადება–სახვევი 2–4 სანტიმეტრი სიგანის, თავისუფლად გადახვეული ისე რომ კანსა და სახვევს შორის თითი თავისუფლად ეტეოდეს. ასეთი ტურნიკეტი აჩერებს ლიმფურ მიმოქცევას და სისხლდენას კანთან ახლოს მდებარე ძარღვებიდან.

ასევე რეკომენდირებულია ნაკბენ ადგილას ყინულის დადება. სახლის პირობებში შესაძლებელია სუპრასტინისა და ტავეგილის ნემსისი გაკეთება. ძალიან ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ შრატი თუ არ ვიცით რა დოზა შეიძლება შევუყვანოთ ძაღლს სჯობს მიმართოთ პროფესიონალს.

საბოლოო ჯამში გეტყვით იმას რომ სჯობს ძაღლი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანოთ ვეტერინარულ კლინიკაში.

შხამი

საშიშროების შემთხვევაში გიურზა სწრაფად შედის თავშესაფარში, ან იწყებს ხმამაღალ სისინს და უმალვე ეცემა მტერს. მისი სხეული არის ძლიერ კუნთოვანი და მკვრივი, ყბები აქვს ძალზედ მოძრავი და, ხელში აყვანის შემთხვევაშიც კი, მუდამ ცდილობს ადამიანს ხელზე უკბინოს, თუნდაც ამისათვის შხამიანი ეშვებით საკუთარი ქვედა ტუჩის გახ**ეტა მოუწიოს. კბენის დროს, ორგანიზმში შეყავს 50 მგ. შხამი, რომელიც თავისი სიძლიერით მხოლოდ კობრას შხამს შამოუვარდება.
შხამის შემადგენლობა და მოქმედება

გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვიტარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.

ეს ინფორმაციაც გამოგადგებათ



ცხოვრების წესი

საცხოვრებელი არეალის მიხედვით გიურზა გვხვდება: მთის ნაპირებში, მთის ნაპრალებში და ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ასევე მდინარის ნაპირებთან. ეს გველი არასდროს არ სახლობს ზღვის დონიდან 1500 მ-ზე უფრო ზემოთ. ძალიან კარგად ეგუება დამუშავებულ ნიადაგებს, სარწყავი არხების ნაპირებს, ბაღ-ვენახებს, შეიძლება შევხვდეთ სოფლების განაპირასაც. დასამალად იყენებს მღრღნელების სოროებს, მიწის ნაპრალებს, კლდის ნაპრალებს, იმალება ქვების ქვეშ და ა.შ. წლის განმავლობაში გიურზამ შესაძლოა გააკეთოს რამდენიმე მიგრაცია. ეს თვისება განსაკუთრებით ახასიათებთ მთის ფერდობებზე მცხოვრებ სახეობებს. ზამთრის სემდგომ, კლდეების ნაპრალებში შესაძლოა შევხვდეთ მათ ყრილობას. ზაფხულის სეზონში ისინი მთებიდან ქვემოთ ჩამოდიან და ვხვდებით მდინარეების ნაპირებზე. ზაფხულის ბოლოს ისინი ტავს იყრიან წყალსატევების ნაპირას, იკლავენ წყურვილს და ნადირობენ ფრინველებზე და წყალსატევის გარშემო მობინადრე ცხოველებზე. წლის ყველაზე ცხელ პერიოდში გიურზები უშუალოდ ჩადიან წყალსატევებში და სვამენ დიდი რაოდენობით წყალს. ზამთრის შემდგომ ჩნდებიან მარტ-აპრილში. ამ დროს ისინი თბებიან მზეზე, თუმცა ნადირობას უცბად არ იწყებენ. ადრე გაზაფხულზე დღის ცხოვრებით ცხოვრობენ, ღამე შედიან სოროებში. ტემპერატურის მომატებასთან ერთად გადადიან ღამის ცხოვრებაზე, შემოდგომაზე კი ისევ დღის ცხოვრებას უბრუნდებიან. ჩვეულებრივ 1 ჰა-ზე გვხვდება 4 გველი, ზოგჯერ 20-მდე.

ჯვარი ეწეროს ყველას ძაღლებსაც და ადამიანებსაც!

პოსტის ავტორი: Davitus Jul 29 2013, 14:59

gagrinski

newsmile027.gif

დავამატებ ერთს, ჭრილობასთან შეხება, მანიპულაცია და ნებისმიერი ინვაზიური თუ ზედაპირული მეთოდით ჩარევა, კატეგორიულად დაუშვებელია!

გამოწოვა, გამოდენა და ა.შ. დაივიწყეთ, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ დაშავებულის იმობილიზაციას, რადგან შხამი ლიმფური გზით ვრცელდება, ლიმფური სისტემას აქტიური მიმოქცევა არა აქვს როგორც სისხლს, ამიტომ გარეგნული აქტივობით ჩვენ ვაძლიერებთ ამ სისტემის მიმოქცევას.

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 14:59

gagrinski
ეგ თEმა იმდენჯერ მაქ უკვე წაკითხული მოყოლიტ ვიცი უკვე D.gif
მართლა სასარგებლო რჩევაა მანდ ისეთი რაგაცეები წერია ნებისმიერ ადამინას შეუძლია ექმიმადე მაგ ყველაფრის გაკეთება ძაღლის გადასარჩენად

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 29 2013, 15:09

http://www.uahunter.com.ua/forum/sovet-aybolita-t5793.html

თუ რუსული იცით შედით ამ ლინკზე და ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხვათ

პოსტის ავტორი: Fishman Jul 29 2013, 18:32

იკოს ქონდა გუშინ იდეა და თქვენი აზრიც მაინტერესებს.

ნაკბენის დროს მაქსიმალურად უნდა ეცადო გაუნძრევლად იყო და რამდენად მართებულია ძაღლს დამამშვიდებელი გაუკეთო ვეტერინართან მიყვანამდე?

პოსტის ავტორი: general Jul 29 2013, 19:18

მე გადავაჩვიე ელექტრო საყელურით. ეხლა გველს რომ დაინახავს ან იყნოსავს გვერძე გვერძე გადის

პოსტის ავტორი: Fishman Jul 29 2013, 19:25

გაუკეთეთ ელექტრო აშეინიკი, გაასეირნეთ ლისზე და გველს როგორცკი ნახავს ეგრევე ძუძგეთ და ეგაა D.gif

პოსტის ავტორი: general Jul 29 2013, 19:30

ციტატა(khmaltevza @ 29th July 2013 - 20:25) *
გაუკეთეთ ელექტრო აშეინიკი, გაასეირნეთ ლისზე და გველს როგორცკი ნახავს ეგრევე ძუძგეთ და ეგაა

შენც ხო არ უკეთებ სტოიკებს გველს ? D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jul 29 2013, 19:31

general

არა მე მოვიშალე უკვე D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ams Jul 29 2013, 20:28

ციტატა
მე გადავაჩვიე ელექტრო საყელურით
სად დავითრიო ეგ ელექტრო საყელური ?

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 29 2013, 21:39

ams
http://www.mymarket.ge/main.php?do_search=1&user_id=158819

პოსტის ავტორი: peggi Jul 29 2013, 22:18

მოგესალმებით ყველას!
2009 წელს ბევრი დაიწერა ამის შესახებ. შედით "ძიებაში" –ჩაწერეთ "პირველადი დახმარება გველის"; გადადით მეორე გვერდზე, ჩამოყევით ქვემოთ და ნახეთ სათაური ''პირველადი დახმარება გველის ნაკბენის შემთხვევაში''. ამ ფორუმზე უფრო დეტალურად სხვა ჩანაწერი არ მინახავს.

პოსტის ავტორი: REZI 444 Jul 29 2013, 22:32


ციტატა(dato gagrinski @ 29th July 2013 - 15:58) *
გველის ნაკბენის უცებ მოძებნა ბეწვის საფარველის გამო რთულია, მიუხედავად ამისა ცხოველი ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, მოძენოთ ნაკბენი ადგილი. თუ ნაკბენიდან არ გასულა 10–15 წუთზე მეტი ეცადეთ ჭრილობიდან რაც შეიძლება ბევრი სისხლი გამოდენოთ შხამთან ერთად. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ ნაკბენ ადგილას შესაძლებელია დასერვა მაგრამ ეს არ არის უსაფრთხო და სტრესულ მდგომარეობაში თქვენ ადვილად შეიძლება დააზიანოთ ძაღლის კუნთი და ძარღვები.

მეეჭვება რაგაც გიურზას დაგესლილმა ძაღლმა 15 წუთი იცოცხლოს

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 29 2013, 22:45

ბევრი რომ არ იწვალოთ და კარგი იქნება რომ გეწვალათ xexe.gif მაგრამ როგორც გვჩვევია ადამიანებს გვეზარებიუს წიგნის პირველი ფურცლის წაკითხვა სადაც მწერალი რაცხას ღლაბუწობს მოკლედ .....


ამ თემაზე საუბრობს peggi newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)