თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ ნაბული(სტოიკა) დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ

პოსტის ავტორი: Thinker Sep 6 2014, 12:57

მყავს ინგლისური სეტერი მინდორში შორს არ გარბის და გემორჩილება მწყერსაც ამოაფრენს ხოლმე მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სტოიკას არ აკეთებს 3 წლისაა და თუ ეშველება რამე ? დამეხმარეთ ძალიან გთხივთ.

პ.ს ამ საიტზე ახალი დარეგისტრირებული ვარ წესებს გავეცანი მაგრამ მაინც თუ რამე შეცდომა დავუშვი მაპატიეთ

პოსტის ავტორი: kardinal84 Sep 6 2014, 13:53

"უმეტეს შემთხვევაშიო" რო წერ ანუ ზოგჯერ აკეთებს? მე ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში რომ სუსტი ყნოსვა აქვს ძაღლს და ზუსტად ვერ აღიქვავს ფრინველის სიახლოვეს რავიცი ეს ჩემი აზრია შემოვლენ უფრო კომპეტენტურები და იტყვიან ისინიც გულს ნუ გაიტეხ თუ ეძებს და განადირებს სხვა ყველაფერი მოგვარებადია.

პოსტის ავტორი: კალვერა Sep 6 2014, 20:13

რაცხა არამგონია:(

პოსტის ავტორი: Thinker Sep 6 2014, 22:14

მეც ეგრე მგონია რო ყნოსვა აქვს სუსტი მემგონი ცოფზე რო აცრეს მაგან უყო და თუ ეგრეა ალბათ აღარაფერი ეშველება

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 6 2014, 22:26

ციტატა(Thinker @ Sep 6 2014, 23:14) *
მეც ეგრე მგონია რო ყნოსვა აქვს სუსტი მემგონი ცოფზე რო აცრეს მაგან უყო და თუ ეგრეა ალბათ აღარაფერი ეშველება

ცოფზე აცრა რა შუაშია??თუ ძაღლს ყნოსვა ბუნებამ მისცა აცრა არაფერს უშლის

პოსტის ავტორი: Thinker Sep 6 2014, 22:48

giga_megu
სუფთა სისხლის ლავერაკია თავიდან რო იწყებს ნადირობას რო შეხედო იტყვი რო ყველაზე მეტ მწყერს ეს ამოაფრენ მარა რათ გინდა სწორად დადის მინდორში როგორც წესი და რიგია მარა
სტოიკას არ აკეთებს დღეს დილით ვიყავით და ისე ამოაფრინა მწყრები ერთისთვისაც არ გაუკეთებია სტოიკა ყოფილა შემთხვევა რო გაცდენია კიდეც მწყერს თუ ვინმემ რამე იცით რომ ვუშველო დაწერეთ გთხოვთ

პოსტის ავტორი: კალვერა Sep 7 2014, 00:04

ახალი ძაღლი აიყვანე(სანადიროდ) ,ეგაა ჩემი რჩევა...

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 7 2014, 00:11

ციტატა(Thinker @ Sep 6 2014, 23:48) *
giga_megu
სუფთა სისხლის ლავერაკია თავიდან რო იწყებს ნადირობას რო შეხედო იტყვი რო ყველაზე მეტ მწყერს ეს ამოაფრენ მარა რათ გინდა სწორად დადის მინდორში როგორც წესი და რიგია მარა
სტოიკას არ აკეთებს დღეს დილით ვიყავით და ისე ამოაფრინა მწყრები ერთისთვისაც არ გაუკეთებია სტოიკა ყოფილა შემთხვევა რო გაცდენია კიდეც მწყერს თუ ვინმემ რამე იცით რომ ვუშველო დაწერეთ გთხოვთ

ატარე 15-15 ზე რასაც ააფრენს დახოცე,კარგი რუსული სპანიელი გყავს რას ერჩი,პროსტა სეტერის ვიდზეა ან დაუჯერე კალვერას და სხვა აიყვანე

პოსტის ავტორი: Thinker Sep 7 2014, 09:24

მადლობთ რჩევისთვის

ეგრე ვიზავ პოინტერს ავიყვან ალბათ

პოსტის ავტორი: dima71 Sep 7 2014, 21:04

Thinker

ერთი რამ მაინტერესებს,ამბობთ რომ ნაბულის გარეშე ამოჰყავსო, ..ანუ მწყერს აგნებს? თუ ასეა ე.ი. ყნოსვა აქვს!(ნუუ მეტნაკლებად , მარა აქვს..). და კიდევ ერთი კითხვა , ძაღლი 3 წლისაა მაგრამ რამდენად ნატარებია მინდორში?

პოსტის ავტორი: Thinker Sep 8 2014, 09:35

dima71

ორი სეზონია რაც დამყავს თითო სეზონზე 5-6-ჯერ

dima71

დიდად ნატარები არ არის პატარა რო იყო გამყავდა ხოლმე უბრალოდ სეზონის გახსნამდე ცოტა ადრე

პოსტის ავტორი: achiko-l Sep 8 2014, 09:42

Thinker

ციტატა(Thinker @ 8th September 2014 - 10:32) *
ორი სეზონია რაც დამყავს თითო სეზონზე 5-6-ჯერ

სეზონზე კიარა სეზონამდე უნდა ატარო ძაღლი,აპრილის ბოლოს მწყერი ყველავარიანტში შემოსულია,სეზონამდე არის 4 თვე,ეს დრო საკმარისია იმისთვის რომ ძაღლი აზრზე მოიყვანო და ასწავლო რაც უნდა გააკეთოს მინდორში,5-6 გაყვანა სეზონზე არაფერია.ფაქტიურად ძაღლი არ დაგიგეშია და რას სთხოვ?
ჩემი აზრით მაინც სხვა უნდა აიყვანო,მაგრამ თუ ისევ მასე აპირებ( თითო სეზონზე 5-6-ჯერ ტარებას)გინდა პოინტერი აიყვანე და გინდა ნებისმიერი ჯიში,პრობლემა მაინც გექნება.

პოსტის ავტორი: camaro Sep 8 2014, 10:26

ჩემს ძაღლსაც პირველი 2-3 ნადირობა ნაბულის გარეშე ამოყავდა,გიჟივით მივარდებოდა ხოლმე,მერე და მერე ისწავლა ნერვების მოთოკვა,მივარდნებს უკლო და ნაბულებს უმატა,მინდორში გადარეულ სირბილსაც მოეშვა,შორს გადიოდა ხოლმე,ახლა შორსაც აღარ გადის და უღვინდება გონება newsmile05.gif ...მინდორში ხშირი ტარებაა წამალი..newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Sep 8 2014, 18:13

Thinker
ატარე ჯობია ხშირ ხშირად .... და ეხლა მაგის გულისთვის ძაღლი არ შეცვალო ჯერ newsmile05.gif თუ გინდა პარალელურად აიყვანე პოინტერი როგორც თქვი newsmile05.gif

და მომავალ წელს გაზაფხულზე გაიყვანე ორივე გეშვაზე newsmile05.gif newsmile05.gif თუ სეტერმა მაინც არ ქნა ნაბულები და ამბები მაშინ უკვე ჩააბარე თავშესაფარში ან ვინმეს მიეცი newsmile05.gif გარეთ არ გააგდო newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif


პოსტის ავტორი: Thinker Sep 8 2014, 22:12

ალთაზარ
ხო რავი ეგრე ვიზავ ხშირად ვატარებ მინდორსი ყველას დიდი მადლობა რო დამითმეთ დრო

Thinker

არა გარეთ არ გაუშვებ ეგ ისეთი ჭკვიანი და ჯიგარი ძაღლია რო სუ რო არ ნადიროდეს მაინც არავის მივცემ D.gif

პოსტის ავტორი: teri-teri Nov 14 2014, 22:55

ყველას მოგესალმებით მეგობრებო, ახალბედა მონედირე ვარ და გამოცდილი ხალხის რჩევა მჭირდება თუ დროს დამითმობთ, მყავს სუფთა სისხლის ინგლისური სეტერი, ხვადი, 11 თვის. 9-10 თვის რო იყო ისე მოუწია მწყერზე ნადირობის სეზონმა, რამდენჯერმე გავიყვანე დასაგეშად (დაახლოებით 20-30 ჯერ სეზონის განმავლობაში). დიდი აზარტით შეუდგა საქმეს, თავიდან საერთოდ არ მიჯერებდა, სეზონის განმავლობაში 40-50 მწყერი აუფრინდა მაგრან ნაბული არ გაუკეთებია, ერთი სიტყვით პოულობს მაგრამ ნაბულს არ აკეთებს, ხომ ვერ მეტყვით რისი ბრალი შეიძლება იყოს არი თუ არა შანსი რო გამოასწოროს? წინასწარ გიხდით მადლობას

ახალი დარეგისტირებული ვარ და სანამ გავერკვიე ბევრგან დავპოსტე ერთი და იგივე. მაპატიეთ

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 14 2014, 22:56

teri-teri
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10962&pid=318357&st=90&#entry318357

პოსტის ავტორი: kajuberi Nov 15 2014, 10:42

teri-teri
ატარე რაც შეიძლება ხშირად და გააკეთებს. ეგეთი პრობლემა მქონდა მეც. ეძებდაა ნადირობაა მარა ნაბულს არ აკეთებდა რამის წლის ნახევრამდე. და მერე დაიწყო და დაიწყოო

პოსტის ავტორი: teri-teri Nov 15 2014, 18:02

შენიც ინგლისური სეტერია ძმა თუ სხვა ჯიშია?

პოსტის ავტორი: gagrinski Nov 16 2014, 12:51

სეზონზე და გახურებული ნადირობის დროს ძაღლის გეშვა არ შეიძლება, გაზაფხულზე უნდა დაგეგეშა, მერე როდესაც ძაღლს პირველი მინდორი აქვს მისი დიდხანს გაშვება მინდორში არ შეიძლება, მაქსიმუმ 20 წუთი. დიდი შრომა გექნება გასაწევი ეგ რომ აზრზე მოიყვანო. იყიდე ფერმის მწყერი და დაიწყე იმით ვარჯიში, დაუმალე მინდორში, გაუშვი ქარის საწინააღმდეგოდ დააკვირდი მის რეაქციას, ავარჯიშე და დადგება ნაბულზე. თუ სუფთა სისხლის სეტერია დადგება

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 17 2014, 10:06

teri-teri

ეგ არაფერია ძმაო, გააკეთებს, ჯერ პატარაა მაინც.. ჩემი 2 წლამდე იყო პირველი ნაბული რო გააკეთა.. მთავარია ატარო და არ დაიზარო.. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: teri-teri Nov 17 2014, 11:26

დიდი მადლობა ყველას რჩევისთვის newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)