თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ მირჩიეთ პროფესიონალი კინოლოგი

პოსტის ავტორი: levan81 Jun 18 2012, 20:56

ძაღლის დაგეშვა-გაწვრთნის რამოდენიმე თვიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ, სამწუხაროდ სხვა გზა აღარ დამრჩა და მჭირდება პროფესიონალი კინოლოგის დახმარება. ხომ არ გაქვთ ვინმეს მათი ნომრები და კოორდინატები?

პოსტის ავტორი: marshal Jun 18 2012, 22:45

levan81
ვიღაც წვრთნის კოჯორში თუ სადღაც მაქეთ მაგრამ ძაღლს დედას უტ........ თურმე არ უვლის ტკიპებიანი და ძვალი და ტყავი ჩამოყავს მარტო მარა ძაღლი კარგად მუშაობს მეორე თბილისშია სოლოლაკში გოჩა ქვია 579020025 ამ ნომერზე დაურეკე და გეტყვის პირობებს ძაან მაგარი კინოლოგია newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jun 19 2012, 00:12

გოჩას ვიცნობ, მართლაც კარგი კინოლოგია... მაგრამ გაწვრთნა თუ დაგეშვა? მონადირე ძაღლს რა გაწვრთნა უნდა...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 19 2012, 01:04

levan81
ხვალ მოგწერ პმ ში

პოსტის ავტორი: levan81 Jun 19 2012, 06:22

marshal
ჭალიმგელა
მადლობა

nik@a
სხვა ძაღლების შემთხვევაში არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩემს ძაღლს ნამდვილად ჭირდება გაწვრთნა. ძალიან ჯიუტია, ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს, არც მოფერებით, არც გაბრაზებით, არც მოქრთამვით არაფერი გამომდის. მოკლედ ძაღლი ვერ გავტეხე რა.

პოსტის ავტორი: Davitus Jun 19 2012, 06:29

levan81

რა ხნისაა? ხვადი იქნება უეჭველი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levan81 Jun 19 2012, 06:31

Davitus
8 თვის დრათჰაარია, ხვადი

პოსტის ავტორი: Davitus Jun 19 2012, 06:33

levan81

"ლიდერის პოსტის" დაკავება დაგასწრო ალბათ და მაგის ბრალია ყველაფერი newsmile05.gif მაგ მომენტი გაქვს უყურადღებოდ მიტოვებულ-გამოტოვებული, ლეკვობიდან ჯეელობამდე

პოსტის ავტორი: aragveli Jun 19 2012, 08:36

ძაღლი სუფთა სისხლის არის? გადახედე ლიტერატურას, ძაღლის დაგეშვის თემას ფორუმზე, მერე დროც გამონახე და გადი ძაღლთან ერთად მინდორში, საკუთარი ძაღლი თვითონ უნდა დაგეშო. არც ისე რთულია შენ რომ გგონია, 2 დღეში გატეხავ მაგ ურჩს.

პოსტის ავტორი: levan81 Jun 19 2012, 09:00

aragveli
კი, სუფთა სისხლია. დროც არ არის პრობლემა, უკვე თითქმის 2 თვეა კვირაში დაახლოებით ოთხჯერ გამყავს მინდორში, მაგრამ ყოველ გასვლაზე ისე იქცევა თითქოს პირველად მოხვდა გაშლილ სივრცეში და გიჟივით დარბის, ყველაფერს ჭამს, იშვიათად ასრულებს ბრძანებებს, ვინმე თუ დაინახა ეგრევე იმისკენ გარბის, ზედ ახტება, სხვა ძაღლებს ნადირობაში ხელს უშლის. ეს ყველაფერი გრძელდება ხოლმე დაახლოებით ერთი საათი, მერე იღლება, წვება და იძინებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jun 19 2012, 09:29

მწყერზე საერთოდ რეაქცია არ აქვს? 2 თვის განმავლობაში თუ მინდორში დაგყავს ,ფეხიდან მაინც აუფრინდებოდა რამოდენიმე.

პოსტის ავტორი: levan81 Jun 19 2012, 09:36

უფრინდებოდა, როგორ არა, მაგრამ ზედ არ უყურებდა. მინდორში რო არაფერი გამოვიდა და მწყერიც აღარ იყო, მერე ისე ვუყიდე მწყერი და დავუსვი მინდორში. რამოდენიმეჯერ ზედ გადააბიჯა ძებნის დროს, ბოლოს რო დაინახა არანაირი ნაბული, ეგრევე მიახტა.

პოსტის ავტორი: Maverick Jun 19 2012, 09:47

levan81
ძაღლს თუ ყნოსვა არ აქვს ვერც ერთი კინოლოგი ვერ უშველის, ხოლო თუ ყნოსვა აქვს და უბრალოდ ჯიუტია ეგ უკვე სხვა საქმეა

პოსტის ავტორი: levan81 Jun 19 2012, 09:49

Maverick
ყნოსვა აქვს, სახლში როცა მყავდა და ხოხბის ბუმბულებს ვუმალავდი პოულობდა ადვილად. და შეიძლება ძაღლს თავიდან ქონდეს ყნოსვა და მერე დაკარგოს?

პოსტის ავტორი: aragveli Jun 19 2012, 10:16

ყნოსვის დაკარგვა შეიძლება, მარა შენს ძაღლს უბრალოდ ტარება და გამოცდილი ხელი სჭირდება, ჩემი აზრით, ჩადგება ფორმაში.

პოსტის ავტორი: Maverick Jun 19 2012, 10:22

QUOTE (aragveli @ Jun 19 2012, 11:16) *
ყნოსვის დაკარგვა შეიძლება, მარა შენს ძაღლს უბრალოდ ტარება და გამოცდილი ხელი სჭირდება, ჩემი აზრით, ჩადგება ფორმაში.


dastur.gif

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 19 2012, 10:28

დაუგეშავი ლეკვი უბრალოდ დარბის და ცხვირს არ ხმარობს მინდორში, ასე ვთქვათ გამორთული აქვს ამიტომაა რო ზედ გადაურბინა თორე როცა დაიგეშება და დაიწყებს ცხვირით მუშაობას შეიძლება 1 ხარისხის ყნოსვა აღმოაჩნდეს ასე რომ, დაუგეშავ ძაღლზე ყნოსვას ვერ შეამოწმებ

პოსტის ავტორი: misha17 Jun 19 2012, 11:41

პირველ რიგში გენეტიკურად როგორ არის მისი მშობლები როგორი ძაღლები არიან დამჯერე თუ არა მეორე როგორც ჩანს ძაღლთან არა გაქვს ხშირი კონტაქტი იმიტომაა რომ მინდორში არ გიჯერებს, მეორე შენმა ძაღლი ჯერჯერობით ყნოსვას არ ხმარობს ის თვალით ეძებს , ფრინველი რომ აჩვენე რა რიაგირება ქონდა აუცილებლათ უნდა ატარო ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მე მქონდა მაგდაგვარი პრაქტიკაში სადრაც 50-70 მწყერის ნახვის შემდგომ მერე დაიწყო ცხვირით მუშაობა მთავარია პირველ რიგში ჯერე ძაღლთან კონტაქტში შეხვიდე

პოსტის ავტორი: aragveli Jun 19 2012, 16:17

სეზონზე თოფით რომ გახვალ და დაჭრილებს დაიჭერს, მკვდარს ნახავს, უცებ ჩართავს ცხვირს, თუ ძაღლი ძალიან უტვინო არ არის. ახლა ბუდეზე ზის უკვე მწყერი და აღარ ღირს ძაღლის ტარება, აი მორჩილებას რაც შეეხება ჯერ სახლში გაქვს ძალიან მკაცრად სამუშაო. ისე მიშამ კარგად აღნიშნა, ეტყობა ლეკვობაში არ გქონდა ლეკვთან კონტაქტი, ლეკვის აღზრდა, გაწვრთნა, სახლში მინდორში გაყვანამდე უნდა დაგეწყო.

პოსტის ავტორი: levan81 Jun 19 2012, 16:34

misha17
aragveli
ლეკვი მოყვანის დღიდან თითქმის 24 საათი ჩემთან არის. გაწვრთნას რაც შეეხება, ბოლო ორი თვეა რაც გავირდა და გაჯიუტდა, მანამდე ესე არ იყო. ყველა მისთვის ნასწავლ ბრძანებას ასრულებდა. რაც მინდორში დავიწყეთ სიარული იმის მერე გაველურდა.

პოსტის ავტორი: misha17 Jun 19 2012, 17:40

სასირნოდ რომ დაკყავს მაშინაც ეგრე იქცევა დამბული შემთხვევით ხომ არ კყავს

პოსტის ავტორი: levan81 Jun 19 2012, 19:21

misha17
ყველგან ესე იქცევა. დაბმული არ მყავს, ვოლიერშია.

პოსტის ავტორი: misha17 Jun 20 2012, 10:16

არავითარ შემთხვევაში არ მიცე საშუალება ახალგაზრდა ძაღლს დაჩრილი მწყერის დაჭერის უფლება

პოსტის ავტორი: marshal Jun 20 2012, 11:48

levan81
აი ნომერი რომ მოგწერე დაურეკე გოჩას კარგი კინოლოგია და მოარჯულებს თან გაწვრთნილი ძაღლის გადაბარება იცის კარგად ზოგი წვრთნის და ვერ აბარებს პატრონს მერე როცა ბრძანებებს კარგად ასწავლის გაიყვან მინდორში და ადვილად მიახვედრებ რას ითხოვ მისგან newsmile090.gif

პოსტის ავტორი: dato6 Jun 20 2012, 12:27

levan81 გაიყვანე მინდორში ოღონდ აუცილებლად კორდით, რო გაიქცევა მანძილზე კორდის დამთავრებამდე დაუძახე და თან დაქაჩე კორდი და ასიანი სერიოზულად დაეცემა მიწაზე, მაგის არ შეგეშინდეს არაფერი მოუვა, მერე უცებ მოიხმე შენთან და მოეფერე რამე მიეცი. მანამდე ცადე ეს ყველაფერი სანამ თავის ნებით არ გაჩერდება და ბრძანებას არ დაემორჩილება, აუცილებლად რომ მობრუნდაება პარალელებზე არბენინე ოღონდ საბმელი არ შეხსნა სანამ სრულყოფილად არ დაგემორჩილება. ეგრევე მოვა აზრზე მაგაზე არ იდარდო. მერე მწყერსაც წააწყდება შემთხვევით და გაიხსნება თვითონ. ეგ მომენტი არ გაუშვა თუ არა მაგას ვეღარ გააჩერებ. თუ გააკეთებ ამ ყველაფერს შედეგი ასიანი გარანტირებულია და დაწერე აქ რა შედეგს მიიგებ.

პოსტის ავტორი: misha17 Jun 20 2012, 16:07

ყველაფერს ამას გირჩევ ამაზონზე შედი და 21 დოლარად იყიდი ელეკტრო და ვიბრო საყელოს და დაისვენებ

პოსტის ავტორი: levani100 Jun 20 2012, 17:08

არავითარი ელექტროობა გააფუჭებ ძაღლს!!! ატარე შენთვითონ ივლისის შუიდან,ეხლა ბუდეზეა მწყერი. არ დატვირთო არც ფიზიკურად, არც ბრძანებებით 30-40 წუთი საკმარისია. ნებისყოფა და დრო გინდა, დანარჩენს სისხლი იზავს.ერთ-ერთ გაყვანაზე ტვინი გაეხსნება და გაგახარებს. ჩემიც ეგრე იყო ნაბულზე გვიან დადგა,გვიან გაიხსნა.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 20 2012, 17:37

ციტატა(misha17 @ Jun 20 2012, 11:16) *
არავითარ შემთხვევაში არ მიცე საშუალება ახალგაზრდა ძაღლს დაჩრილი მწყერის დაჭერის უფლება

რატომ?
იქნებ აგვიხსნათ
და ახალგაზრდა რამდენისაა?

პოსტის ავტორი: misha17 Jun 20 2012, 18:12

ძაღლის ფსიხიკა ისე, რომ მან, რომ პირველ რიგში დაჭრილი მწყერი ჩაიდოს პირში და მწყერმა გაექანოს, ის აუცილებლად კბილებით მოუჭერს რომ არ გამექცესო და შეიძლება გააფუჭოს კიდევაც , მეორე ყოველთვის როცა სანადიროდ გაიყვან ნაბულის შემდგომ შეეცდება მის დაჭერას ანუ გაკიდებას . საერთოდ პირველ სეზონზე მასთან ერთად თუ გინდა უთოპოთ უნდა იარო სანამ არ გააკეთებს წესიერ ნაბულს და არ გაეკიდება. როცა ნახავ რომ შენი ძაღლი ამას ყველაფერს როგორც წესია ისე აკეტებს, მაშინ შეგიზლია ტოფით იარო იგიც უნდა ესროლო და მოუკლა მხოლოდ ნაბულიდან ამდგარი ფრინველი და არა მისით ამდგარი, იგიც 5 ფრინველში მხოლოდ ერთჯერ მოატანია, ისეთი ადგილიდან სადაც შენ კარგად ხედავ და აკონტროლებ , რომ ფრინველი არ იყოს დაჭრილი,


LEVANI 1000 თუ ხმარა არ იცი კი ბატონო , მაგრამ 21-ე საუკუნეა ვინ დადის მინდორში დღესდღეობით 100მეტრიანი კორდით

პოსტის ავტორი: Fishman Jun 20 2012, 18:30

ციტატა
21-ე საუკუნეა ვინ დადის მინდორში დღესდღეობით 100მეტრიანი კორდით


100 მეტრიანი საჭირო არაა, მაგრამ 30 მეტრიანით დადიან. და მე რომ მკითხო, ძალიან განსხვავდება ელექტრო საყელური თოკისგან. ჭკვიანი ძაღლი ხვდება რომ დენს საყელური ურტყამს და მოხსნის შემდეგ იგივეს აგრძელებს. პირადად მაქვს ნანახი ამის მაგალითები. ხოლო თოკი სულ სხვაა. თოკით სულიერად იმორჩილებ. ტეხავ ძაღლს და აგნებინებ რომ უფროსი შენ ხარ. ტკივილით ვერ მიაღწევ ძაღლთან შედეგს. ძაღლი პატრონს უნდა ემორჩილებოდეს და არა ელექტრო საყელურს. newsmile05.gif


P.S. ერთადერთი ელექტრო საყელირით ვფიქრობ, რომ როგორმე გველის შიში გავუჩინო და შევაიზგო. თორე ლისზე რამდენჯერ შეხვდა გველხოკერა იმდენჯერ თამაში დაუწყო. ჯერჯერობით ისიც არ ვიცი ამ მომენტშიც რამდენად გამართლებული იქნება ელექტრო საყელური. ჯერ უნდა გავიკითხო.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 20 2012, 18:56

დაჭრილზე მუშაობა ,არც იმიტომ არ არის სასურველი ,რომ ძაღლი კვალზე მუშაობას ეჩვევა, მარა ამას იმიტომ ვურჩიე რომ თავიდან ცოტა გონში ჩავარდეს, აზარტი გაუხსნას ძაღლს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jun 20 2012, 19:12

misha17
მადლობა
ესეიგი მანდ მაქ შეცდომა დაშვებული, ადრე როცა ლეკვი იყო,
მწყერს მიფუჭებს და მისწრებაზე ვართ ხოლმე!

პოსტის ავტორი: misha17 Jun 20 2012, 19:30

რაც შეეხება ელექტრო აშეინიკის ხმარაზე არ ქცოდნია ელექტრო აშეინიკი ძაღლს მინდორში კი არ უნდა დააბნიო და მოხსნა ის ძაღლს მინიმუმ 2კვირით ადრე უნდა დააბნიო ის უნდა ეკეთოს სულ სანამ ფორმაში არ ჩაჯდება ამ დროს ის სიზღით არ უყურებს ელექტრო აშეინიკს მაგ აშეინიკს კიდევ აქვს ვიბრო შეგიძლია ის იხმარო ძაან კარგი საშვალებაა. მეორე დილით როცა მინდორში ნამია თოკი სველდება ძაღლს ფეხებში ებანდება სვლას ანელებს და ძაან რტული სახმარია.

პოსტის ავტორი: aragveli Jun 20 2012, 19:36

ელექტროზე რასაც ემდურიან , ერთი ეგ ვიცი რომ პადვოდკას უფუჭებს ძაღლს.

პოსტის ავტორი: levani100 Jun 20 2012, 21:05

ციტატა(misha17 @ Jun 20 2012, 19:12) *
ძაღლის ფსიხიკა ისე, რომ მან, რომ პირველ რიგში დაჭრილი მწყერი ჩაიდოს პირში და მწყერმა გაექანოს, ის აუცილებლად კბილებით მოუჭერს რომ არ გამექცესო და შეიძლება გააფუჭოს კიდევაც , მეორე ყოველთვის როცა სანადიროდ გაიყვან ნაბულის შემდგომ შეეცდება მის დაჭერას ანუ გაკიდებას . საერთოდ პირველ სეზონზე მასთან ერთად თუ გინდა უთოპოთ უნდა იარო სანამ არ გააკეთებს წესიერ ნაბულს და არ გაეკიდება. როცა ნახავ რომ შენი ძაღლი ამას ყველაფერს როგორც წესია ისე აკეტებს, მაშინ შეგიზლია ტოფით იარო იგიც უნდა ესროლო და მოუკლა მხოლოდ ნაბულიდან ამდგარი ფრინველი და არა მისით ამდგარი, იგიც 5 ფრინველში მხოლოდ ერთჯერ მოატანია, ისეთი ადგილიდან სადაც შენ კარგად ხედავ და აკონტროლებ , რომ ფრინველი არ იყოს დაჭრილი,


LEVANI 1000 თუ ხმარა არ იცი კი ბატონო , მაგრამ 21-ე საუკუნეა ვინ დადის მინდორში დღესდღეობით 100მეტრიანი კორდით

მეგობარო მე არ მიხსენებია კორდა. საუბარია ძაღლის ე.წ.'' გახსნაზე'' როდესაც ძაღლს ნაბული არ გაუკეთებია, ანუ ცხვირი არ ჩაურთავს, არ იცის რას ეძებს(დარბის) რა ელექტრო საყელურზე და რა მორჩილებაზეა საუბარი?. ამ შემთხვევაში ძაღლმა უნდა ირბინოს, წაახალისოთ, გაამხნეოთ, ჟინი გაუღვიძოთ თუნდაც შორს გავიდეს არა უშავს. თქვენ რაზეც საუბრობთ ეგ შემდგომი ეტაპია.
რაც შეეხება ელექტრო საყელოს მიმაჩნია რომ ფრთხილი გამოსაყენებელია, გასათვალისწინებელია ძაღლის ფსიქიკა.პირადათ ვიცი შემთხვევები
როდესაც არასწორი გამოყენებით ძაღლს სვლაც გაუფუჭეს და მიტანებაც.

პოსტის ავტორი: dato6 Jun 20 2012, 21:44

levani100 მეგობარო ჩემსაც გვიან გაეხსნა ნაბულში დადგომა, ეხლა მაისში გააკეთა პირველად რამოდენიმე ნაბული და არის 1,4 წლის. შარშან სეზონზე 8თვის იყო და გიჟივით დარბოდა, იცოდა სადაც იყო მწყერი და პირდაპირ იერიშზე მიდიოდა რომ დაეჭირა რა ნაბული რის ნაბული ისე. ზოგი ადრე იხსნება ზოგი გვიან, მაგაზე არც იფიქრო, თუ დაიჯერებ აიყვანე კორდზე და ხშირად ატარე, ეს ის მომენტია რომ სადავეები არ გაგექცეს მეტი არაფერი. თუ არადა ერთხელ მაინც აუფრინდება შემთხვევით მწყერი და ნაჯდომი დააყნოსინე და უბრძანე ძებნა, შანსი არაა რომ არ გაიხსნას. შენ თვითინ მაგრად ნერვიულობ გეტყობა, მარა ჯერ შენი თავი აიყვანე ნერვიულობა გვერდზე და ყველაფერი გამოგივა ათიანზე, ძაღლი გრძნობს პატრონის ხასიათს და ზუსტად ისე იქცევა, როცა მაგარ მუღამში იქნები შენ თვითონ მაშინ გაიყვანე საგეშადაც. ღმერთი შენსკენ, ყველაფერი გამოგივა.

პოსტის ავტორი: levani100 Jun 20 2012, 22:04

QUOTE (dato6 @ Jun 20 2012, 22:44) *
levani100 მეგობარო ჩემსაც გვიან გაეხსნა ნაბულში დადგომა, ეხლა მაისში გააკეთა პირველად რამოდენიმე ნაბული და არის 1,4 წლის. შარშან სეზონზე 8თვის იყო და გიჟივით დარბოდა, იცოდა სადაც იყო მწყერი და პირდაპირ იერიშზე მიდიოდა რომ დაეჭირა რა ნაბული რის ნაბული ისე. ზოგი ადრე იხსნება ზოგი გვიან, მაგაზე არც იფიქრო, თუ დაიჯერებ აიყვანე კორდზე და ხშირად ატარე, ეს ის მომენტია რომ სადავეები არ გაგექცეს მეტი არაფერი. თუ არადა ერთხელ მაინც აუფრინდება შემთხვევით მწყერი და ნაჯდომი დააყნოსინე და უბრძანე ძებნა, შანსი არაა რომ არ გაიხსნას. შენ თვითინ მაგრად ნერვიულობ გეტყობა, მარა ჯერ შენი თავი აიყვანე ნერვიულობა გვერდზე და ყველაფერი გამოგივა ათიანზე, ძაღლი გრძნობს პატრონის ხასიათს და ზუსტად ისე იქცევა, როცა მაგარ მუღამში იქნები შენ თვითონ მაშინ გაიყვანე საგეშადაც. ღმერთი შენსკენ, ყველაფერი გამოგივა.

დათო მადლობა რჩევისთვის,მაგრამ პრობლემა მე კი არა LEVAN 81-ს აქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jun 20 2012, 22:47

ციტატა
თოკით სულიერად იმორჩილებ

დავამატებდი შიმშილსაც... ყველაზე კარგი წამალი ჩემი აზრით შიმშილია... იქამდე არ შეჭამს სანამ არ დაგემორჩილება და მიხვდება თუ ვინაა უფროსი და მამამარჩენალი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: misha17 Jun 20 2012, 23:25

მეგობრებო მე არ ვიცი ვის რა ხნის გამოცდილება გაქვთ, ძაღლის გეშვაში, ცუდათ არ მიიღოთ , მაგრამ მე ერთს გეტყვით, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ელექტრო საყელო ყველა ძაღლს შეიძლება არ დაჭირდეს, მაგრამ არის ძაღლების ის კატეგორია რომლებიც ამას მოითხოვენ, მერწმუნეთ, უწინ ეს საყელო არ იყო და ყველანი კორდით ვატარებდით ძაღლებს, რაზედაც ხელები მაზოლებით ვქონდა გაფუჭებული , მეორე მეგობარი ზედა პოსტში ამბობს 100მეტრო არ არის საჭირო 30მეტრო ყოფნისო, ესეიგი პატრონიდან ძაღმა უნდა ირბინოს 30მეტრი მარჯნივ და 30 მარცხნივ . კაიდა თუ ფრინველი 40 მეტროში ზის და ძაღლმა სვლა შეანელა და შენ ამასობაში კორდით მოქაჩე, მაშინ რას შვები და მესამე არვითარი შიმშილი, ძაღლს ის კალორიები თუ არა აქვს მიღებული ვერ ირბენს, რაც შეეხება სანადიროდ და სავარჯიშოთ ძაღლი ყოველთვის წინა ღამის ნაჭამი უნდა იყოს და არა დილით მაძღარი.

პოსტის ავტორი: nik@a Jun 20 2012, 23:54

ციტატა
მესამე არვითარი შიმშილი, ძაღლს ის კალორიები თუ არა აქვს მიღებული ვერ ირბენს

რაის სირბილი ჯერ, ძაღლმა ელემენტალური ბრძანებები არ იცისო და არ გვემორჩილებაო... ჯერ თუ ბრძანების შესრულება არ ისწავლა სულ არ უნდა გაიყვანოს მინდორში ჩემი აზრით... კორდას რაც შეეხება, კარგია ნაბულის გამყარებისთვის და არა სხვა შემთხვევაში... ძაღლთან ურთიერთობა უნდა გქონდეს, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ დათჰარი რთული ძაღლია... დაილოცოს ინგლისურები... (ისე მე ყოველთვის ვაყოლებ ჩემს დანაწერს "ჩემი აზრით" რაც ნიშნავს, რომ ჩემი აზრია და დაზუსტებით არაფერს ვამტკიცებ)

პოსტის ავტორი: misha17 Jun 21 2012, 00:14

დრათხარზე რთული მხეცია მაგრამ ცირკში მაინც ასწავლიან, გააჩნია თუ ვინ როგორ და რა მეთოდით მიუდგება და ასწავლის ძაღლს, რაც შეეხება კორდას კარგია ნაბულის გასამყარებლად ვერ გავიგე, სად კორდა და სად ნაბული , თუ იმას გულისხმობ რომ არ გაეკიდება , ჯერე ძაღლს ვიდერშკა უნდა ქონდეს ან უნდა ასწავლო, რაც შეეხება ბრზანებებს სახლის ანუ ეზოში მაინც უნდა ასწავლოს ელემენტარული ბრძანებები, აბა მე იმას კი არ ვიძახი მოკიდე ხელი და ეგრევე მინდორში გააქციე მეთქი.

პოსტის ავტორი: nik@a Jun 21 2012, 00:41

უბრალოდ რჩევა მივეცი ადამიანს, რაც მე მადგება ის რჩევა... ახლა კი ისე გამოდის, რომ რამეს ვამტკიცებ რის სურვილიც არ გამაჩნია ნამდვილად....
ნაბულის გამყარება ნიშნავს ნაბულის გამყარებას.... როცა ჩააბავ კორდას პირველ ნაბულებზე, როცა გაღიზიანებულია ძაღლი... მაშინ საშუალება გაქვს, მოეფერო დაამშვიდო, თავი აუწიო, გაასწორო, ისევ მოეფერო თუ წაიწევს შეაკავო და ასე შემდეგ.... მაგრამ ეს სხვა თემაა... ადამიანს დახმარება ჭირდება კინოლოგის, ძაღლის მორჯულებისთვის და არა ჩვენი საუბარი გეშვასთან დაკავშირებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 21 2012, 01:30

ციტატა(levani100 @ Jun 20 2012, 18:08) *
არავითარი ელექტროობა გააფუჭებ ძაღლს!!! ატარე შენთვითონ ივლისის შუიდან,ეხლა ბუდეზეა მწყერი. არ დატვირთო არც ფიზიკურად, არც ბრძანებებით 30-40 წუთი საკმარისია. ნებისყოფა და დრო გინდა, დანარჩენს სისხლი იზავს.ერთ-ერთ გაყვანაზე ტვინი გაეხსნება და გაგახარებს. ჩემიც ეგრე იყო ნაბულზე გვიან დადგა,გვიან გაიხსნა.


ამ კაცს დაუჯერეთ

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 21 2012, 01:35

ციტატა(aragveli @ Jun 20 2012, 20:36) *
ელექტროზე რასაც ემდურიან , ერთი ეგ ვიცი რომ პადვოდკას უფუჭებს ძაღლს.


რაც ჩემსას დენი აქვს მოხვედრილი სტოლბაზე რო მიაფსამს ნათურას ანთებს ზევით, მარა ვერ გავუფუჭე პადვოდკა ეგ ყველა ძაღლზე სხვადასხვანაირად მოქმედებს

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 21 2012, 08:08

ციტატა(123456 @ 21st June 2012 - 02:35) *
რაც ჩემსას დენი აქვს მოხვედრილი სტოლბაზე რო მიაფსამს ნათურას ანთებს ზევით

D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: levani100 Jun 21 2012, 17:22

ციტატა(levan81 @ Jun 19 2012, 10:00) *
aragveli
კი, სუფთა სისხლია. დროც არ არის პრობლემა, უკვე თითქმის 2 თვეა კვირაში დაახლოებით ოთხჯერ გამყავს მინდორში, მაგრამ ყოველ გასვლაზე ისე იქცევა თითქოს პირველად მოხვდა გაშლილ სივრცეში და გიჟივით დარბის, ყველაფერს ჭამს, იშვიათად ასრულებს ბრძანებებს, ვინმე თუ დაინახა ეგრევე იმისკენ გარბის, ზედ ახტება, სხვა ძაღლებს ნადირობაში ხელს უშლის. ეს ყველაფერი გრძელდება ხოლმე დაახლოებით ერთი საათი, მერე იღლება, წვება და იძინებს :)

ძაღლი ატარე მინდორში მარტო, რა ბრძანებასაც სახლში ასრულებდა ეცადე მინდორშიც გაამეორებინო. უცხოსთან თუ მივიდა მოარტყას და გამოაგდოს. ვფიქრობ უკეთესია თვითონ ატარო გამოცდილ ადამიანთან ერთად(რამდენიმე გაყვანა) ვიდრე სხვამ დაგიგეშოს, გამოცდილებასაც მიიღებ რაც შემდეგ გამოგადგება და ძაღლიც უკეთეს კონტაქტში იქნება შენთან. მოთმინება და ტარება, ყველაფერი კარგად იქნება.

პოსტის ავტორი: levan81 Jun 22 2012, 08:27

დიდი მადლობა ყველას რჩევებისთვის.

პოსტის ავტორი: lexolexo Jul 17 2012, 08:01

გაუმარჯოს ყველას
მყავს 4 თვის კურჰაარი და მაქვს ერთი მაგრამ დიდი პრობლემა ვერ გადავაჩვიე აივანზე მოსაქმებას(აივანზევე ცხოვრობს)ვასეირნებ დილას ადრე მერე დაახლოებით 5 საათზე და მერე გვიან ესე 11-12 სთვის
newsmile055.gif newsmile039.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jul 17 2012, 08:49

1. კარგადა გაასუფთავე აივანი, უმჯობესი იქნება თუ მოხეხავ სადეზინფექციო ხსნარით, ან რაიმე სარეცხი საშუალებით (კომეტი ან ACE)
ამით შენ მიაღწევ იმას რომ ძაღლს სისუფთავის შეგრძენბას დაუბრუნებ, ძველი მოსაქმებულის სუნი რომ აღარ დახვდება დაიწყებს ადგილის ძებნას
2. ყოველი ჭამის შემდეგ როგორც კი მორჩება ჭამას ეგრევე გარეთ გასვი, აივანზე არ დატოვო ახალი ნაჭამითორემ მოისაქმებს
3. დაუდგი ქვიშიანი ყუთი, სუფთა აივანზე (მოხეხილზე არ იზავს) მივა და ქვიშაში მოისაქმებს, შემდეგ მიეჩვევა ქვიშიან ყუთს, დროთა განმავლობაში ეს ყუთიც ააცალე , ამასობაში გამოუმუშავდება სისუფთავის ინსტიქტი, გაიზრდება და მოთმენასაც ისწავლის

პოსტის ავტორი: lexolexo Jul 17 2012, 10:05

ციტატა(Maverick @ Jul 17 2012, 09:49) *
1. კარგადა გაასუფთავე აივანი, უმჯობესი იქნება თუ მოხეხავ სადეზინფექციო ხსნარით, ან რაიმე სარეცხი საშუალებით (კომეტი ან ACE)
ამით შენ მიაღწევ იმას რომ ძაღლს სისუფთავის შეგრძენბას დაუბრუნებ, ძველი მოსაქმებულის სუნი რომ აღარ დახვდება დაიწყებს ადგილის ძებნას
2. ყოველი ჭამის შემდეგ როგორც კი მორჩება ჭამას ეგრევე გარეთ გასვი, აივანზე არ დატოვო ახალი ნაჭამითორემ მოისაქმებს
3. დაუდგი ქვიშიანი ყუთი, სუფთა აივანზე (მოხეხილზე არ იზავს) მივა და ქვიშაში მოისაქმებს, შემდეგ მიეჩვევა ქვიშიან ყუთს, დროთა განმავლობაში ეს ყუთიც ააცალე , ამასობაში გამოუმუშავდება სისუფთავის ინსტიქტი, გაიზრდება და მოთმენასაც ისწავლის

გაიხარე უღრმესი მადლობა.ისიც ხომ არ იცით როდიდან დაიწყებს შეკავება.ასაკი დაახლოებით რა არის მაგისი?

პოსტის ავტორი: Maverick Jul 17 2012, 11:17

lexolexo
ინდივიდუალურია, აქ მთავარია რომ ძაღლი მიეჩვიოს სისუფთავეს, თვითონ არ უნდა სიამოვნებდეს განავალში და შარდში ყოფნა

პოსტის ავტორი: lexolexo Jul 17 2012, 11:46

გაიხარე დიდი მადლობა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)