თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ როგორ გადავაჩვიოთ ძაღლი მწყრის გაფუჭებას.....

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 6 2009, 11:41

ეხლა რა ხდება, როგორც იცით ტარასა კატლეტს აკეთებდა მწყრისგან და ყოველთის დასწრებაზე ვიყავი.
ბუმბულის ბალიშით აზრი არ ქონდა ვარჯიშს, უკვე გაიარა ლეკვობის პერიოდი და რამე ახალი უნდა მომეძებნა....
გუშინ შირაქიდან საგურამოში მივიყვანე ძაღლი დასატოვებლად, ცოტა დრო მქონდა და თავში გამიელვა ახალი მეთოდისთვის მიმემართა...

ნადირობის არხზე მქონდა გაგონილი, რომ არსებობდა ვერაგული მეთოდი რომლთაც შეიძლებოდა ამ მავნე ჩვევის
მოშორება და შეუდექი ექსპერიმენტს, ავიღე "კალიუჩაია პროვოლკა" გავჭერი მწყერი შუაზე და ჩავაკვეხე შიგნით,
ისე, რომ ბლომად ეკლები ქონოდა.

დავიწყე ბურთის მოტანით, დავსვავდი გადაუგდები ბურთს და ბრძანების მერე მომიტანე-თი ვასრულებინებდი.
რამოდენიმეჯერ ჩავატარე იგივე პროცედურა და გამოვაჩინე ეკლიანი მწყერი........ გადაუგდე, მივარდა ისე როგორც ნადირობის დოს
იცოდა ცოტა დაღეჭა, გადმოდგა 2 ნაბიჯი ჩამსკენ და მიხვდა რომ მუცელში რაღაც ქონდა და დაუწყო ფეხს ღეჭვა, მივვარდი და საკაიფოდ უთაქე,
2-3 ჯერ გავიმეორე ეს ყველაფერი, მერე ისევ ბურთი და მომიტანე და ისევ მწყერი, კიდევ ქონდა პატარა
მცდელობები რომ დაეღეჭა მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაქაჩა, მწყერიც მაგარი დახეული იყო უკვე, იმედები გადამეწურა, გამოვართვი,
მოვაშორე და ვიფიქრე რომ უნდა შევგუებოდი ამას და მაქსიმუმს, რასაც შეიძლებოდა რომ მომავალში მიმეღწია იყო ის რომ საერთოდ აუკრძალავდი
მოკლულ მწყერზე გაკარებას და ეგ იქნებოდა............

ცოტა ხანი ეზოში ვიჩხერკედელავე და მაინც არ მასვენებდა აზრი, ცირკში ლომების პირში ყოფენ თავებს და მე როგორ ვერ უნდა მესწავლებინა
ეს ელემენტარული რამე newsmile05.gif

ავიღე ახალი მწყერი და ისევ ჩავტენე ეკლიანი მავთული, გამოვკერე ძაფით და თავიდან დავიწყე ყველაფერი, თან ჯიბეში რამოდენიმე ძაღლის
საჭმელიც ჩავიყარე. 2-3 ჯერ თითქმის იგივეს აკეტებდა, ყოველ დაღეჭვაზე მაგრა ვსჯიდი, უკვე შიში ქონდა ჩემთან მოსვლაზე, მაგარი გავტეხე
წელში, იმას მივაღწიე რომ фу როდესაც ვეუბნებოდი პირიდან აგდებდა ეგრევე. მივიდოდი და მომიტანეთი უთითებდი
რომ აეღო და ჩემამდე გამოეტანა რამოდენიმე ნაბიჯში, ცოტას ყოყმანობდა ეგონა რომ თუ პირს მოკიდებდა ისევ გავლახავდი, მაგრამ მაინც
მოვაკიდებინე პირი და ყბის გაუქნევლად მომიტანა და ფეხებთან დამიგდო, ეგრევე მოვეფერე კაი ხნით , გაუცინე და ვაგრძნობინე რომ კარგი ქნა.

ვაგრძელებდი იგივე მეთოდს, ბოლოს იმდენი ვქენი რომ 10 მოტანიდან 2-ჯერ თუ გააქნევდა ყბას, თან პატარა სასუსნაოსაც ვაძლევდი,
ბოლო ბოლო მიხვდა რასაც ვითხოვდი, ჩემი სახე უნდა გენახათ newsmile05.gif შემიძლია ვთქვა რომ მეთოდმა გაამართლა პირველი ჯერისთვის....
ეხლა ისეც არ მგონია რომ შემდეგ გაყვანაზე ყველაფერს შეასრულებს, მაგრამ რამოდენიმე გასვლაზე იმედს ვიტოვებ, რომ
მიზანს მივაღწევ, ასე რომ "მუშაობას" თურმე შედეგები მოაქვს......... ხო ამ ყველაფერს ძალიან მკაცრი ტონით ვაკეთებდი, მოფერებასაც კი.......

თუ ვინმეს გაქვთ იგივე პრობლემა შეგიძლიათ ცადოთ, იქნებ გაგამართლოს

პოსტის ავტორი: 919 Sep 6 2009, 12:38

ვიტო
გილოცავ ძმაო!
მაგრამ ერთი რამ ყნდა დაიმახსოვროთ ყველა მონადირემ.
სიტყვა "ფუ" ! - ეს არის N1 ბრძანება ძაღლის ცხოვრებაში
და ნიშნავს პირიდან გაგდებას. ეს ბრძანება ძალზედ უხეშია და
ბევრ შემთხვევაში ძაღლს მუღამს უკარგავს. მოერიდეთ ამ სიტყვის
ნაბულის დროს წარმოთქმას, ამ შემთხვევაში "ზდექ" ან "ჩემთან" (თუ გველია)
ან "აბა" უფრო სამართლიანია. newsmile020.gif

პოსტის ავტორი: mgm Sep 17 2009, 08:44

საერთოდ აპორტირების სწავლების დროს, ლეკვს არ უნდა მივცეთ "პანოსკით" თამაშის უფლება. ეს უკანასკნელი საგანი უნდა იყოს არა ერთი, არამედ- სხვადასხვა სიმძიმის,ფორმის და სიმკვრივის ნივთი, უნდა შევეცადოთ ბრძანება შეასრულოს ზედმეტი მოძრაობის და განზე გასვლის გარეშე, ლეკვმა წინააღმდეგობის გარეშე უნდა დათმოს "პანოსკა"--ბრძანებაზე.

პოსტის ავტორი: temo.p May 6 2011, 16:37


.

პოსტის ავტორი: kupra May 6 2011, 16:58

შეიდზლება მე როგორც ვიცი დზაან დზნელია ეგეტი რამე დზაგლს გადააჩვიო

პოსტის ავტორი: ლეკი May 6 2011, 20:23

ძნელი არაფერია მეგობარო, უბრალოდ მეტი ენერგია და დრო გჭირდება.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: romeo 1 May 7 2011, 17:59

ჩემი დორა 7 წლისაა და ვერ გადავაჩვიე მწყრის ჯენჯვა. ძირითადათ დაჭრილებს უჭერს ხოლმე პირს და ნადირობის დაწყების დროს 2-3 მწყერს, შემდეგ წყნარდება ხოლმე და ჩვეულებრივ მოაქვს.

პოსტის ავტორი: levan81 Aug 23 2012, 15:49

ჩემი ძაღლი საერთოდ ჭამს მწყერს, აქ მოყვანილი მეთოდი "კალიუჩაია პროვოლკით" მე ალბათ არ გამომადგება(შეიძლება პირდაპირ გადაყლაპოს) და რამე სხვა ხერხი არ არსებობს რომ გადავაჩვიო?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2012, 16:08

ციტატა(levan81 @ Aug 23 2012, 16:49) *
"კალიუჩაია პროვოლკით" მე ალბათ არ გამომადგება(შეიძლება პირდაპირ გადაყლაპოს)


კურცჰაარი გყავს შენც? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Aug 23 2012, 16:10

QUOTE (levan81 @ Aug 23 2012, 16:49) *
ჩემი ძაღლი საერთოდ ჭამს მწყერს, აქ მოყვანილი მეთოდი "კალიუჩაია პროვოლკით" მე ალბათ არ გამომადგება(შეიძლება პირდაპირ გადაყლაპოს) და რამე სხვა ხერხი არ არსებობს რომ გადავაჩვიო?



შარში ხარ, ძაან მძიმე შრომა მოგიწევს, შანსი იმისა რომ გადააჩვიო 0–თან ახლოა

შემიძლია რჩვევა მოგცე, მაგრამ არ მოგეწონება

პოსტის ავტორი: levan81 Aug 23 2012, 16:14

ჭალიმგელა
უარესი, დრათჰაარი newsmile05.gif

Maverick
იმას მაინც რომ მივაღწიო, რომ იპოვოს ჩამოგდებული მწყერი და პირი არ დააკაროს მოხარული ვიქნები. აპორტირებას აღარ ვჩივი.

პოსტის ავტორი: Maverick Aug 23 2012, 16:18

QUOTE (levan81 @ Aug 23 2012, 17:14) *
ჭალიმგელა
უარესი, დრათჰაარი newsmile05.gif

Maverick
იმას მაინც რომ მივაღწიო, რომ იპოვოს ჩამოგდებული მწყერი და პირი არ დააკაროს მოხარული ვიქნები. აპორტირებას აღარ ვჩივი.



არ ვიცი, ძალიან უნდა ცემო, ისე უნდა ცემო რომ წივილ–კივილი გაუვიდეს,
მაგრამ შეიძლება მაინც ვერ გადააჩვიო,
ეს შენი უქმად დახარჯული დრო და ნერვები . . . . . . .

მოკლედ არ ვიცი, მე ჯერ არ მსმენია დრათხარი რომელიც ჭამს გდაეჩვიოს

კენჭომ იქნებ გასწავლოს, ეგაა დრათხარების სპეცი, თუ გინდა მოგცემ იმის ტელეფონს, ის თუ იმედს არ მოგცემს, გააჩუქე და აიყვანე ნორმალური ძაღლი

პოსტის ავტორი: levan81 Aug 23 2012, 16:22

Maverick
ვცადე უკვე ეგ მეთოდი, ვცემე მაგრად. მერე გადავუგდე მწყერი და რომ გავუშვი მოსატანად გადაყლაპა ეგრევე :(

მაქვს ნომერი, დავურეკავ, იქნებ მასწავლოს რამე.

პოსტის ავტორი: KTX-100 Aug 23 2012, 16:36

levan81
წიწაკა სცადე, ანუ წიწაკით გაჟღენთილი მწყერი გადაუგდე ხოლმე, რომ მიხვდება რომ მწარეა და აღარ სიამოვნებს აღარ შეჭამს, თუმცა დიდი შანსია რომ აღარც გაეკაროს საერთოდ და აღარ მოგიტანოს, მაგრამ ჭამას კი ჯობია მიხვიდე და შენ აიღო D.gif

პოსტის ავტორი: შალვა Aug 23 2012, 16:44

ვიხტორ!
ელ. საყელური და მისი ჯანი! არც შენ ინერვიულებ და ძაღლის დაქოთვაც არ დაგჭირდება,
ეგ არი ბატარეიკების დიდი ხარჯი გექნება newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 23 2012, 17:26

ციტატა(levan81 @ Aug 23 2012, 17:22) *
Maverick
ვცადე უკვე ეგ მეთოდი, ვცემე მაგრად. მერე გადავუგდე მწყერი და რომ გავუშვი მოსატანად გადაყლაპა ეგრევე :(

მაქვს ნომერი, დავურეკავ, იქნებ მასწავლოს რამე.

ნამორდნიკით თუ ანადირებ აწი სხვა ავრიანტი არაა ან გააჩუქე

პოსტის ავტორი: alika77 Aug 23 2012, 22:35

მე ფოლადის ჩოტკით ვცემე ერთხელ ძაღლს ქათმის ჭამაზე და მის მერე პირი აღარ დაუკარებია

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 23 2012, 22:39

არა ისე სასიამოვნოა ესეთი თემა ისევ რომ გამოცოცხლდა, რადა
არც ისე მისაკარგია, ბევრ ძაღლს აქვს ეს პრობლემა.


levan81
მეგობარო ჩEმი გამოცდილება შემიძლია გაგიზიარო, ის ძაღლი რომელზეც ვწერდი ისევ ფორმაშია და იგივე წარმატებით
ჩადის იმავე ს.ს.დანაშაულს, უბრალოდ შევეგუე და რაღაც რაღაცეები დავხვეწე newsmile05.gif კანკტერტნა..... როდესაც ვესვრი და ვაგდებ
მწყერს და თან ვხედავ სად ვარდება ვაკეთებ იმიტაციაც თითქოს სხვა ადგილზე დაეცა და რამოდენიმე ნაბიჯით გავრბივარ სხვა მიმართულებით
ძაღლს კვალი რომ აუბნიო. newsmile05.gif დავაყენებ რა ძაღლს ცრუ კვალზე მივემართები მწყერის ჩამოვარდნის რეალური ადგილისკენ და ვცდილობ
აღმოვაჩინო იგი ძაღლის აზრზე მოსვლამდე, სხვა შემთხევაში შანსი არ მაქვს, თუ დამასწრო კატლეტის ვარიანტიც კი
წარმატებული ვარიანტია D.gif D.gif D.gif

ეს სიმართლენარევი რეალობაა, ისე ეკლიანი მავთული ნამდვილად ვნახე ტელევიზორში როგორც ერთ ერთი მეთოდი
და ვცადე, უბრალოდ ნებისყოფა არ მეყო, რომ რამოდენიმეჯერ გამემეორებინა, სავარაუდოდ იმუშავებს.

ამ მასხარებ კიდო არ უსმინო, იციან ჩემი ბრონტოზავრი და საღადაო თემას ეძებენ D.gif მოკლედ ცადე რამოდენიმეჯერ,
იქნებადა გამოგივიდეს...

პ.ს. დიდ ფრინველს არ აფუჭებს

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 23 2012, 22:41

ციტატა
პ.ს. დიდ ფრინველს არ აფუჭებს


აჰა ! ანუ დიდი მწყერი უნდა ეძებო D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 23 2012, 22:45

გიორგი
იდიტი ნაფხრეწი რაა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: barbi Jan 31 2014, 08:39

Vito. Me gaswavli rogor unda gadaachvio ogond jer unda damarwmuno ro usazgvro motmineba da nervuli sistema gaq.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 31 2014, 09:05

barbi

ციტატა
Aug 23 2012, 23:45


დააკვირდი ხოლმე თარიღს, როდინდელია....

პოსტის ავტორი: barbi Jan 31 2014, 09:46

Mere ra rodindelia zapxulisaa. Tu isev ver gadaachvia rauchirs mere.

პოსტის ავტორი: barbi Jan 31 2014, 09:55

Au au izvini exla 2013 weli megona. Cota chavrchi ukan 1 wlit.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jan 31 2014, 10:23

barbi
არაუშავს, უბრალოდ შენთვის ვამბობ ტყუილად წერა რომ არ გამოგივიდეს.

პოსტის ავტორი: barbi Jan 31 2014, 15:08

Xo gagigonia tyvila yopnas tyvila shroma jobiao. Araushavs

პოსტის ავტორი: jola Jan 31 2014, 17:52

აქ უეჭველი მეთოდი გადაჩვევის არ წერია და თუ რამე იცისასარგებლო, დაწერე

პოსტის ავტორი: gagrinski Jan 31 2014, 18:22

ძველი რუსული მეთოდია, ოღონდ ძაღლმა ბრძანება აიღე უნდა იცოდეს. ხელი მიაქვთ კონკრეტულად კი კისტიდან მკლავამდე და ძაღლს ბრძანებას აძლევენ აირე, ის იღებს მას როგორც აპორტირების საგანს ისე თუმცა ძალიან ფრთხილად რადგან პატრონის ხელია, 2 კვირიანი მეცადინეობის შემდეგ რბილი მოკიდება აქვს, თუმცა ამ მეთოდით სწავლებას ისინი უკვე 4-5 თვიდან იწყებენ

პოსტის ავტორი: barbi Jan 31 2014, 20:09

Tu vinmes es problema gaqvt faceze damamatet da dagexmarebit. Aq zemot gagtinskim rac dawera me dzalian mertula.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 1 2014, 12:51

ციტატა(barbaqadzenikolozi @ 31st January 2014 - 21:09) *
Aq zemot gagtinskim rac dawera me dzalian mertula.


ძაღლმა თუ აუცილებელი ბრძანებები არ იცის მართლაც რთულია, მაგრამ თუ კარგად წაიკითხავ მიწერია რომ რბილი <<ჩავლება<< ლეკვობიდან იწყება

პოსტის ავტორი: barbi Feb 1 2014, 15:45

Samwuxarod qartvelebis didi nawili mag martlac mnishvnelovan brzanebebs yuradgebas ar aqceven da ar aswavlian.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Feb 1 2014, 21:06

barbi
აქ დაწერე აბა შენი ცოდნა-გამოცდილებ, ბევრს გვაქ ეგ პრობლემა და რაც უფრო ეფექტურად მოვახერხებთ გადაჩვევას მაგას რა ჯობია! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Feb 12 2014, 10:22

barbi

თუ რამე მეთოდი გაქვს დაწერე აქ. და ვისაც ეგ პრობლემა ექნება ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იქნება.

პოსტის ავტორი: giga_megu Feb 12 2014, 12:17

მე ვიცი ერთი კაი მეთოდი, ესეიგი ძაღლი თუ მწყერს ჭამს უნდა წავართვათ და გავუპუტოთ და გაპუტული მივცეთ ეს უნდა გაგრძელდეს რამდენიმე ხანი და მერე ძაღლი მიხვდება რაღა ბუმბულიანი ვჭამოვო და მოგიტანთ ხოლმე გასაპუტად თქვენ კიდე აღარ დაუბრუნებთ D.gif (ავტორი მსოფლის პოინტერ კლუბის პრეზიდენტი ჟან კლოდ დარიგადი ) ეს ხუმრობით და თუ ძაღლი მწყერს ჭამს უნდა მოიშორო, იმდენად ცოტახანს ვცოცხლობთ და ვნადირობთ ადამიანები რატომ უნდა ვუყუროთ ნაგავს 10 წელი ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 12 2014, 12:21

giga_megu
ჭკუასთან ახლოსაა newsmile05.gif გაპუტვაც მომეწონა newsmile05.gif

ვიტომაც ეგ ქნა, აიყვანა პოინტერი და დაისვენა, არც ჭამს, არც აფუჭებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giga_megu Feb 12 2014, 12:51

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 12 2014, 13:21) *
giga_megu
ჭკუასთან ახლოსაა newsmile05.gif გაპუტვაც მომეწონა newsmile05.gif

ვიტომაც ეგ ქნა, აიყვანა პოინტერი და დაისვენა, არც ჭამს, არც აფუჭებს newsmile05.gif

ისე სიმართლე რომ გითხრათ არასდროს მსმენია პოინტერს და სეტტერს მსგავსი სისაძაგლე ჩაედინოთ,მითუმეტეს რომ გერმანელებს აიძულებენ აპორტირებას newsmile05.gif) ერთი რუსული გონჩი გვყვავდა ბავშობაში მწყერზე იყო გაგეშილი 10 მწყერს მოგაკვლევინებდა ათივეს შეჭამდა და მერე ჩრდილში წვებოდა ხოლმე. ბავშობა გამიმწარა (მეზობლის იყო )

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 12 2014, 14:21

მწყერს კიდევ გადაიტანს კაცი xexe.gif აი მთელი დღე რომ დადიხარ და რამე დიდს რომ მოინადირებ და მარტო ნისკარტს და ფრთის წვერებს რომ დაგიტოვებს ეგ არის სიმწარე D.gif D.gif

პოსტის ავტორი: barbi Feb 17 2014, 11:22

მაქსიმუსა
Davwer aucileblad tbilishi rom chamoval am tvis bolos aq qartuli shifti ar maqvs tan teleponit mezareba. Exla chem iagds vwvrtni da chamit ukve agar chams da motanazec winsvlebi gvaqvs vxvewavt nelnela. Chemi iagdis saboloo shedegebsac mogaxsenebt

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Feb 17 2014, 17:31

barbi
newsmile045.gif

პოსტის ავტორი: jola Feb 17 2014, 20:14

barbi

ციტატა(barbaqadzenikolozi @ 17th February 2014 - 12:22) *
iagdi


სახელია თუ ჯიშს გულისხმობ?

პოსტის ავტორი: ilara Feb 17 2014, 22:03

ბუჩქი როა ეკლიანი გრძელი ეკლები აქვს ღობეებად იყენებენ.მგონი ხვდებით რომელსაც ვამბობ,მწყერს ან სხვა რომელიმე ფრინველს უნდა გაუყარო რამოდენიმე და აპორტირებაზე ამუშაო.შედეგს უეჭველად მოგცემთ.უეჭველად

პოსტის ავტორი: barbi Feb 18 2014, 10:04

jola
Jishia iagdi. Anu iagdterieri ra.
ilara
Eg metodi xshirad ar amartlebs. Nu ravi chem shemtxvevashi pirveli eg vcade mara ara

პოსტის ავტორი: jola Feb 18 2014, 18:01

barbi
მსმენია მაგ ჯიშის შესახებ, მაგრამ მწყერთან რა საერთო აქვს ვერ გავიგე newsmile058.gif სოროში მომუშავე მონადირე მეგონა

პოსტის ავტორი: ilara Feb 19 2014, 16:41

jola
საერთოდ სოროს ძაღლია მაგრამ როგორც სპანიელი მუშაობს მწყერზე ისიც მაგ სტილში მუშაობს წყალშიც კარგად მუშაობს სიცივეს იტანს.საკმაოდ ძლიერი ყნოსვა აქვს და არის გულადი ამუშავებენ გარეულ ღორზე და დათვზეც კი.

პოსტის ავტორი: ilara Feb 19 2014, 16:47

barbi
დრო უნდა ხშირი მუშაობა და ნებისყოფა და დამიფერე ნებისმიერ რამეს შეასწავი და გადააჩვევ ძაღლსnewsmile045.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)