თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ ძაღლის გაწვრთნა / დაგეშვა

პოსტის ავტორი: Computer Dec 2 2015, 18:26

მეგობრებო მაინტერესებს თუ გაქვთ ინფორმაცია და საკონტაქტო იმ კინოლოგებზე ვინც ძაღლს გაწვრთნის და დაგეშავს ?
მყავს კურცხაარის ძუ ლეკვი 2 თვის. ნუ ელემენტარულ ბრძანებებს ვასწავლი, მაგრამ ამ სფეროში გამოუცდელი ვარ. ძაღლის გაფუჭებას მირჩევნია ვასწავლო სწორად ძებნაც, ნაბულიც აპორტიც და ყველა სანადირო ნიუანსი. დამავალებთ თუ მომწერთ ნომრებს

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 2 2015, 19:16

ისე მე თუ მკითხავ თუ ძაღლს რამე სერიოზული ჩემპიონატისთვის და მიზნებისთვის არ ამზადებ და უბრალოდ სანადიროდ გინდა შენ უნდა დაგეშო, ცოდნას შეიძენ თანდათან არის უამრავი სახელმძღვანელო გადაიკითხე და მიხვდები რა უნდა გააკეთო. აქაც შეგიძლია ნახო ძალიან გამოცდილ ხალხს აქ დაწერილი ყველაფერი და მემგონი არ გაგიჭირდება. http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10962

პოსტის ავტორი: Computer Dec 2 2015, 20:18

kardinal84
გასაგებია და მესმის, მაგრამ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ვარ ამ საკითხში გამოუცდელი და არ მინდა ისეთი შეცდომები დავუშვა რაც ძაღლის ნადირობაში განვითარებას შეუშლის ხელს + ძაღლთან ერთად ნადირობა ჩემთვის არის სიამოვნება, რომელსაც მანიჭებს სწორი ნაბული, აპორტი და არა ის მინდორში მონადირე რომ იმახსოვრებს ადგილს მიდის ეძებს და ძაღლი თავზე ადგას და პატრონს ბალეშიკობს D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Dec 3 2015, 12:29

კურცჰაარმა ეგ არ უნდა გააკეთოს თორემ კუნძულელი მომიტანს თუ არა ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სწორად გირჩიეს ჯობს შენით მოამზადო, ადვილი არ არის მაგრამ არც რთულია. პირველ რიგში სანამ საჭმელს დაუდგამ სასტვენი ჩაბერე რომ მოვა მერე დაუდგი-ასე ასწავლი მოსვლას. მეორე-ჯამი ყოველთვის მისი მკერდის სიმაღლეზე დაუდგი და სანამ ჭამას დაიწყებს ასწავლე გაჩერება-ბრძანებით-სტოპ! ან სდექ!-ეს მას დალოდების ინსტიქტს გამოუმუშავებს რაც ნაბულის დროს დაგეხმარება და აუცილებელია. გარეთ გამოყვანას როცა დაუწყებ არ მისცე უფლება ღია კარიდან პირველი გავიდეს-უბრძანე სტოპ გააჩერე, გადი შენ და მერე უბრძანე გამოგყვეს, ეს უკვე ნაბულის შემდგომ მოქმედებაში დაგეხმარება. ჯერ პატარაა და აცალე ბავშვობა, ახლა პირველი 2 პუნქტი შეგიძლია ასწავლო.

პოსტის ავტორი: Computer Dec 10 2015, 17:03

gagrinski
სხვადასხვა ბრძანებები კი არა 4 დღე სახლში არ ვიყავი სხვა აჭმევდა და ასეირნებდა. მე რომ ჩამოვედი და დავუბრუნდით ძველებურ რეჟიმს დაჟე დაძახებაზე აღარ მოდის გინდა უსტვინე გინდა ეძახე რეაქცია აღარ აქვს. დავაწყებინე "აშეინიკით" სეირნობა დღეს ისევ თავიდან :-(

პოსტის ავტორი: ammy Feb 6 2016, 11:30

რა ასაკიდან აქვს აზრი ლეკვს ბრძანებების სწავლა რო დავუწყო? თვენახევრის სეტერი მყავს და ტყუილად ტვინს შევუჭამ ეხლა?

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 6 2016, 12:26

ammy
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10962


აქ შედი ყველაფერი წერია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Feb 6 2016, 18:28

ammy
2 თვიდან უკვე შეგიძლია ელემენტარული რაღაცეები ასწავლო newsmile090.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Apr 15 2016, 12:27

ზღვაზე ბალახი წამოვიდა თუ იცით?

პოსტის ავტორი: giga_megu Mar 24 2017, 19:15

ვისაც სურს ძაღლის დაგეშვა, საველე დიპლომის აღება და ასე შემდეგ დამიკავშირდით 599070506

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)