თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ მეძებრის გეშვის გაკვეთილები

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 18 2010, 15:15

დღეს,18 დეკემბერს,თბილისის ზღვის მაღლა მინდვრებში იქ,სადაც საველე გამოცდები და შეჯიბრებები ტარდება,ბატონმა სერგო შაგინოვმა ოთხი ახალგაზრდა მეძებარი გამოცადა და მათ მფლობელებსაც და იქ მყოფთ ერთგვარი სემინარიც ჩაგვიტარა.
მე ბატონი თენგოს დილის 10 საათზე განხორციელებული სატელეფონო ზარის წყალობით მოვხვდი მანდ.არადა,ამ შაბათ-კვირის ოჯახში გატარება მქონდა გადაწყვეტილი;რაც ნადირობის სეზონი დაიწყო, დასვენების დღეებს მინდვრებსა და ტყეებში ვატარებ,იმედი მქონდა,რომ დღეს მაინც თავს დავაღწევდი მავერიკს,რომელიც 4 თვეა ვერ მოვიშორე,თუმცა ისიც იქ დამხვდა(სადაც ძაღლებია,მავერიკს მანდ უნდა ელოდე newsmile01.gif ).
მონაწილეები:წითელფოთლიანი 5 თვის ხვადი პოინტერი ფიერკი დე ლანდა გორი,მფლობელი შ.შავგულიძე;შავფოთლიანი 6 თვის ძუ პოინტერი დინა,მფლობელი ბ.თურმანიძე;შავფოთლიანი 1 წლის ხვადი პოინტერი კურაჟ,ფლობელი გ. ანდრონიკაშვილი;1 წლის და 2 თვის ხვადი კურცხაარი ბაქსი,მფლობელი გ. კეკელიძე.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ჩემი დათაც ემზადება მომავალი საველეებისთვის
http://pix.ge/

თენგო და მავერიკი
http://pix.ge/



http://pix.ge/

თენგო,შაგინოვი და მავერიკი
http://pix.ge/

დინას მუშაობა მწყერზე

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 18 2010, 15:30

გამოყენებული იყო ორი ფრინველი.თითოეული ლეკვი 2-2-ჯერ ამუშავეს ე.წ. ფერმის მწყერზე,რომელიც დაბმული იყო,ხოლო შემდეგ ასევე ,,გასკოჩილ" მტრედზე.ბევრს ალბათ უნახავს უცხოურ საიტებზე,თუ როგორ გამოაბამენ 10 მეტრამდე ძაფს ფეხებზე მტრედს,როგორ გაუყოფენ თავს ფრთებქვეშ და იქნევენ აქეთ-იქეთ,სანამ 3 წუთიან ძილბურანში არ გაეხვევა.აქაც ასე ხდებოდა.ს. შაგინოვი დროებით გათიშულ მტრედს ბალახში დამალავდა და იმ ადგილიდან 20-ოდე მეტრიდან გამოატარებდა მეძებარს.ნაბულის შემდეგ კი დამხმარე,რომლის მოვალეობა დღეს ექსპერტმა,ჩვენმა ფორუმელმა გიგომ შეასრულა,ნელა ქაჩავდა ძაფს,რომლითაც იყო დაბმული მტრედი.დანარჩენი ვიდეოში გამოჩნდება.

http://pix.ge/

ციტატა(ნუკრიMax @ Dec 18 2010, 16:21) *
ზაზა
ისევ მინდორში მოგიწია საჭმლის ჭამა? newsmile090.gif



ხო,ნუკრი,1 მარტამდე ალბათ ასე იქნება

ვიდეოებსაც მალე დავდებ

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 18 2010, 18:35


















პოსტის ავტორი: Giorgi_M Dec 18 2010, 18:39

საინტერესოა, ახლა თქვენი შთაბეჭდილებები თუ შეიძლება?

პოსტის ავტორი: Giorgi_M Dec 18 2010, 19:08

არავის აქვს კითხვები?მე პირადად ერთი კითხვა მაქვს უფრო სწორედ მოსაზრება მასეთი მიტანაების მქონე ძაღლი ვერასდროს ვერ მიიღებს მაქსიმალურ 10 ქულას სწორედ მიტანებაში 81 წლის წესების მიხედვით. ჩვენთან კიდე ყოველთვის ამ წესებით მსაჯობდნენ და კიდევ დიდხანს იმსაჯებენ ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 18 2010, 19:26

Giorgi_M
რატომ გგონიათ ასე იქნებ უფრო დააკონკრეტოთ? დამაინტერესა.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 18 2010, 19:47

გიორგი,კითხვები როგორ არ მქონდა,ვკითხე კიდეც შაგინოვს რაღაცეები.რაც შეეხება მიტანებას,ვიდეოშიც ჩანს მისი პასუხი.მიტანებას იმ ფორმით,რაც ჩვენთანაა,დასავლეთში არც ითხოვენ,იქ წამყვანს უნდა გაყვეს ძაღლი იმ ტემპში,როგორც ლტოლვისას მიდის ხოლმე.ენერგიული მიტანებაო შაგინოვმა როგორც ახსნა,ნიშნავს იმასო,რომ ძაღლს ამ შემთხვევაში ფრინველის დაჭერა უფრო უნდა,ვიდრე მისი ამოფრენაო.ასეთი ძაღლი კი ზედმეტი აზარტის გამო,შესაძლებელია ფრინველის გაფუჭებას მიეჩვიოს(ეს ჩემი აზრია).ისე,მე როკის მაქსისნაირი მიტანება რო ქონდეს მირჩევნია.ჯორივით რო დადგება და მე მელოდება როდის ამოვაფრენ.თუმცა დასავლეთის წესებით ეგ თურმე კარგი ყოფილა.
აქ მთავარი კითხვები შეიძლება გაჩნდეს იმაზე,საჭიროა თუ არა ამ დროს ფერმის მწყერზე და მტრედზე ან ნებისმიერ ფრინველზე ლეკვის ყნოსვის,ნაბულის სიმყარის და ა.შ. შემოწმება...
თუმცა ამაზეც ორი წელია ფორუმზეც ვწერთ და ვდაობთ კერძო საუბრებში.

პოსტის ავტორი: Maverick Dec 18 2010, 19:49

გიგო,
სამწუხაროდ დღეს მე ვეღარ დაველოდე, kuraJ-ის წვრთნას, მაინტერესებს ერთი რამ, როცა, შენ ასისტენტობდი, ზემოდან მე-2 ვიდეო, რატომ ამუშავებდა სერგო ძაღლს, როცა ის აშკარად მხედველობით იდგა ე.წ. ნაბულზე, პირველად ნახა გოგის ძაღლმა მწყერი? თუ სხვა მიზეზი იყო?

ზაზა, იქნებ შენ იცოდე ჩემს კითხვაზე პასუხი, რომელიც გიგოს დავუსვი

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 18 2010, 19:53

ციტატა(Giorgi_M @ Dec 18 2010, 20:08) *
მასეთი მიტანების მქონე ძაღლი ვერასდროს ვერ მიიღებს მაქსიმალურ 10 ქულას სწორედ მიტანებაში 81 წლის წესების მიხედვით.

ამაში გეთანხმები,ამ წესებით ვერ მიიღებს,მაგრამ თუ დანარჩენი კარგად გააკეთა,I ხარისხზეც შეიძლება გაქაჩოს.


პოსტის ავტორი: Giorgi_M Dec 18 2010, 19:56

ციტატა(ლეკი @ Dec 18 2010, 20:26) *
Giorgi_M
რატომ გგონია ასე იქნებ უფრო დააკონკრეტო? newsmile05.gif

81 წლის წესების მიხედვით მიტანება ფასდება 10 ქულით. ძაღლი პატრონის ბრძანების თანავე სწრაფად და ყოველივე შეჩერების გარეშე უნდა მიეტანოს და ააფრინოს ფრინველი რათა იგი არ გადაადგილდეს. ხოლო ისეთი მიტანების მქონე ძაღლი რაზეც ბ–ნი შაგინოვი საუბრობდა კიდევ ვიმეორებ ამ წესებით საკმაოდ დიდ ქულებს დაკარგავს. საველეზე და შეჯიბრზე ყოველივე ქულას აქვს დიდი მნიშვნელობა.

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 18 2010, 20:01

ციტატა(Maverick @ Dec 18 2010, 20:49) *
გიგო,
სამწუხაროდ დღეს მე ვეღარ დაველოდე, kuraJ-ის წვრთნას, მაინტერესებს ერთი რამ, როცა, შენ ასისტენტობდი, ზემოდან მე-2 ვიდეო, რატომ ამუშავებდა სერგო ძაღლს, როცა ის აშკარად მხედველობით იდგა ე.წ. ნაბულზე, პირველად ნახა გოგის ძაღლმა მწყერი? თუ სხვა მიზეზი იყო?

ზაზა, იქნებ შენ იცოდე ჩემს კითხვაზე პასუხი, რომელიც გიგოს დავუსვი



ნიკო,მხედველობით კი იდგა,მწყერიც ადრე ჰყავდა ნანახი როგორც ვიცი,მაგრამ ჩემი აზრით,მიუხედავად იმისა,ხედავს თუ მხოლოდ ცხვირით მუშაობს,მეძებარმა წამყვანის ბრძანებამდე ფრინველის მიმართულებით არ უნდა გაიწიოს.სწორედ ამის მიღწევა უნდოდა შაგინოვს,მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ასე მხოლოდ დასაგეში ძაღლის ფსიქიკაზე ზედმეტად მიდის მოქმედება,ზეწოლა.ბატონი გოგის კურაჟზეც და იმ მეორე კურცხაარზეც,შესაბამისად 1 წლის და 1 წლის 2 თვის ძაღლების ასეთი სახით ფრინველთან კონტაქტი,დაგვიანებულად მიმაჩნია.ორივეს სეზონზე უნდა გაეყვანათ და 4-5 ფრინველის ნახვისას უნდა გამოეყვანათ ძაღლები.ამით უფრო მეტს მიხვდებოდნენ ამ ასაკის ძაღლები,ვიდრე დღეს.

პოსტის ავტორი: Giorgi_M Dec 18 2010, 20:07

ციტატა(ზაზა @ Dec 18 2010, 20:53) *
ამაში გეთანხმები,ამ წესებით ვერ მიიღებს,მაგრამ თუ დანარჩენი კარგად გააკეთა,I ხარისხზეც შეიძლება გაქაჩოს.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ პირველი ხარისხი არც თუ ისე ადვილი მისაღებია. მე ვსაუბრობ იმ წესებზე რომელიც ჩვენთან ფუნქციონირებს. თუძაღლი ვერ მიიღებს მაქსიმალურ ქულებს ასეთი მიტანებით რატომ უნდა დაგეშო მასე. მაშინ წესები შევცვალოთ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: Giorgi_M Dec 18 2010, 20:19

ნიკო ჩემი აზრით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას ძაღლი იდგა მხედველობით თუ ყნოსავდა ფრინველს. ეს პირველი შეხვედრები ემსახურება მხოლოდ მყარ ნაბულს . ჯერ ლეკვმა უნდა აითვისოს მყარი ნაბული. დანარჩენს ალბათ შემდეგ გაკვეთილებზე ვიხილავთ

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 18 2010, 20:20

გიო,მანდ იყო 4 ლეკვი, 1 წლის და 1 წლის და 2 თვისებსაც ლეკვებს დავარქმევ,ჯერ არ უნადირიათ.ამათგან მყარად ნაბულზე პატარები იდგნენ, 5-6 თვის პოინტერები,ამ ორიდან კი დინა(კუხალეიშვილის დინოს გოგო)უკვე დიდი ძაღლივით იქცეოდა,ნაბულზე მდგარი ეგრევე არ ცდილობდა მიტანებას.შავგულიძის პოინტერიც იდგა,მაგრამ მაინც ემოციებს ვერ თოკავდა,კურცხაარი კი შაგინოვის მიერ ნაბიჯის გადადგმისთანავე ახტებოდა ფრინველს,გოგის კურაჟი კი ნაბულზე შეჩერებას ამჯობინებდა ეგრევე მისვლას,მაგრამ შემდეგ შაგინოვის ჩარევის მერე ხო ხედავთ ვიდეოშიც,ნელ-ნელა მიყვება.
ჩემი აზრით,ამ ძაღლებში მთავარი ფრინველის ყნოსვის შემდეგ ნაბულზე დადგომა და წამყვანამდე თვითნებური მიტანების არგაკეთებაა,პრინციპში,ყველა ძაღლში ეგრეა.
და მთავარი,ასეთი გაკვეთილები მათ აპრილ-მაისამდე 1-2 თუ ჭირდებათ,მე თავს შევიკავებდი.ის შეცდომები,რაც ლეკვებმა დაუშვეს,სახლის პირობებშიც გამოსწორებადია

პოსტის ავტორი: Giorgi_M Dec 18 2010, 20:29

ციტატა(თენგო @ Dec 18 2010, 21:15) *
Giorgi_M

არაფრის შეცვლა არ არის საჭირო.
დღეს ჩატარდა ღია გაკვეთილი იმისა,თუ როგორ იგეშებიან ძაღლები ფ.ც.ი.-ს წესებით გამოსაცდელათ,რომლის მოთხოვნები ძირეულად განსხვავდება რუსული წესებისაგან.
ეს ორი მიმართულება პარალელურად უნდა არსებობდეს და ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ.
მე დარწმუნებული ვარ,რომ ფ.ც.ი.-ს წესებსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდება. ძაღლის პატრონის გადასაწყვეტია რომელი წესებით გამოცადოს თავისი ძაღლი.

თენგო, მეც იმის მომხრე ვარ რომ ორივე მიმართულება არსებობდეს. მაგრამ შენ ძალიან კარგად იცი რომ ეს არ მოხდება მალე, ბევრი მიზეზების გამო

პოსტის ავტორი: GIGO Dec 18 2010, 21:04

ციტატა(Maverick @ Dec 18 2010, 20:49) *
გიგო,
სამწუხაროდ დღეს მე ვეღარ დაველოდე, kuraJ-ის წვრთნას, მაინტერესებს ერთი რამ, როცა, შენ ასისტენტობდი, ზემოდან მე-2 ვიდეო, რატომ ამუშავებდა სერგო ძაღლს, როცა ის აშკარად მხედველობით იდგა ე.წ. ნაბულზე, პირველად ნახა გოგის ძაღლმა მწყერი? თუ სხვა მიზეზი იყო?

ზაზა, იქნებ შენ იცოდე ჩემს კითხვაზე პასუხი, რომელიც გიგოს დავუსვი

პრაქტიკულად იქ მყოფმა ძაღლებმა ფრინფელი მეორედ ნახეს, წინა გაყვანის შემდეგ. დღეს პირველად მწყერის ნახება თვალით ინტერესის გაღვივების მიზნით ხდება. შემდეგ ფრინველის დამალვა და სხვა საგანზე ყურადღების გადატანა ბიძგია ძებნის დაწყებისაკენ.

რაც შეეხება მიახლოებას. იქაური მიახლოებით პატრონთან ერთად პირველი ბრძანებით შეყოვნებების, შეჩერებების და ზედმეტი ბრძანებების გარეშე,რომელიც ფრინველის ამოყვანით დასრულდაბა , აქაც საკმაოდ მაღალი ქულით შეფასდება....

ციტატა(Maverick @ Dec 18 2010, 21:48) *
გასაგებია, სერგოს გაკვეთილები, თუმცა არსებობს სხვა პრობლემების, როგორც ამ გაკვეთილებილვებიდან აღმოჩნდა, ჩვენი, რუსული წესებით გაზრდილი ძაღლები, სულ რომ საქართველოში 1 ხარსისხის დიპლომებით იყოს, სავსე ფცი-ის შეჯიბრში შეიძლება მინიმუმ, საშუალო დონის ძაღლის დონეზე იმუშაოს, ალბათ მოვა დრო და აღმოვჩნდებით აბსოლუტურ უმეცრებაში, არავის დაჟირდება ჩვენი ''ვარსკვლავთ'' ბიჭუნები და არავინ არ აღიარებს ჩვენს ძარლებს როგორც ჯიშიანებს (იგულისხმება როგორც ექსტერიერი ასევე მუშა თვისებები)

ალბათ ჯიშიანობაზე ბევრი თქვენთანაგანის თავდასხმის ობიექტი გავხდები newsmile035.gif, ამიტომ აქვე განვმარტავ:
ფცი ჯიშიანად (რეპროდუქციაში მონაწილეობის უფლებით) აღიარებს ძაღლს რომელშიც:
1. გამოხატულია ჯიშისათვის დამახასიათებელი ექტერიერი
2. ჯიშისათვის დამახასიათებელი მუშა სტანდარტი


ჩვენთან არსებობს ძაღლის შეფასების მხოლოდ ექსტერიერის სტანდარტი, ხოლო მუშა სტანდარტი არ არსებობს, და ავრთ აბსოლუტურ ორმოში

1981 წლის წესები, რაზეზ გიო შენ საუბრობ, არაა სტანდარი, ეს არის მონადირე ძაღლების გამოცდის წესი (ასევე აწერია სათაურად)

მოკლე დასვნა: ჩვენ ყველას (უმრავლესობას) გვახსოვს რომ ყველაზე მაგარი ავტომობილი იყო GAZ-24-10 და GAZ-31 ე.წ. ვოლგა, მაგრამ ვნახეთ დასავლური სტანდარტით, ესთეტიურად დახვეწილი ავტომობილები და ჩვენს შორის 100-დან 100% ვაღიარებთ რომ მერსედესი, ფერარი, ლამბორჯინი და ძმანნი მისნი, არიან ავტომობილების ინდუსტრიის შედევრები,

ე.ი. გვინდა ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილნი? მაშინ ვიმუშაოთ იმ სტანდარტებით რაც მათ აქვთ, ე.ი. ცფი

გეთანხმები, მხოლოდ იქაურ სტანდარტებზე სრულ გადასვლა საჭირო არაა,მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს პარარელურ რეჟიმში და დრო გვიჩვენებს რომელიმეს უპირატესობას, ან რომელიმეს უპირატესობაშიც არაა საქმე-ყველა ტიპის შეჯიბრს ისევე როგორც ჯიშს აქვს არსებობის უფლება და ყოველთვის ეყოლება თავისი მიმდევარი-ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე.
რაც მეტი შეჯიბრებები იქნება მით უკეთესი.

პოსტის ავტორი: თენგო Dec 18 2010, 21:37

GIGO

ციტატა(GIGO @ 18th December 2010 - 22:04) *
გეთანხმები, მხოლოდ იქაურ სტანდარტებზე სრულ გადასვლა საჭირო არაა,მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს პარარელურ რეჟიმში და დრო გვიჩვენებს რომელიმეს უპირატესობას, ან რომელიმეს უპირატესობაშიც არაა საქმე-ყველა ტიპის შეჯიბრს ისევე როგორც ჯიშს აქვს არსებობის უფლება და ყოველთვის ეყოლება თავისი მიმდევარი-ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე.
რაც მეტი შეჯიბრებები იქნება მით უკეთესი.

სრულად ვეთანხმები!

Giorgi_M
ციტატა(Giorgi_M @ 18th December 2010 - 21:29) *
თენგო, მეც იმის მომხრე ვარ რომ ორივე მიმართულება არსებობდეს. მაგრამ შენ ძალიან კარგად იცი რომ ეს არ მოხდება მალე, ბევრი მიზეზების გამო

ვნახოთ,ვნახოთ. newsmile045.gif
ისე,ჩვენში დარჩეს და ,სად დაიკარგე?

პოსტის ავტორი: Giorgi_M Dec 18 2010, 22:05

ციტატა(თენგო @ Dec 18 2010, 22:37) *
GIGO

სრულად ვეთანხმები!

Giorgi_M

ვნახოთ,ვნახოთ. newsmile045.gif
ისე,ჩვენში დარჩეს და ,სად დაიკარგე?

ოთხშაბათს ვიყავი. შენც აცდენ ხანდახან newsmile045.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Dec 19 2010, 13:52

ესეეგი დროა ჩემ ტუკოსაც ანალოგიური წვრთნა ჩაუტარო newsmile05.gif იმედია ყველაფერი ისე იქნება როგრც უნდა იყოს!
მოხარული ვიქნები თუ ვინე დამეხმარება და ტუკოს გაწვრთნაში მიიღებს ჩემთან ერთად მონაწილეობას!

პოსტის ავტორი: დემი Dec 19 2010, 15:05

პატივცემულო ოჩოელებო


2,4 წლის ძაღლის დაგეშვა უკვე გვიანია, თუ არის შანსები კიდევ? vava.gif

პოსტის ავტორი: თენგო Dec 19 2010, 16:33



დემი

ციტატა(demiko @ 19th December 2010 - 16:05) *
2,4 წლის ძაღლის დაგეშვა უკვე გვიანია, თუ არის შანსები კიდევ?

დემი,რა ჯიშია?ძუა თუ ხვადი? მუშა მშობლებისგან არის? რა პირობებში გაიზარდა?

მე 3 წლის დრათჰაარი მყავს დაგეშილი, და ეგ რატო არ უნდა დაიგეშოს?

პოსტის ავტორი: დემი Dec 20 2010, 12:51

ციტატა(თენგო @ Dec 19 2010, 17:33) *
დემი

დემი,რა ჯიშია?ძუა თუ ხვადი? მუშა მშობლებისგან არის? რა პირობებში გაიზარდა?

მე 3 წლის დრათჰაარი მყავს დაგეშილი, და ეგ რატო არ უნდა დაიგეშოს?


გაიხარე თენგო, ინგლისური სეტერია, მშობლები და და-ძმები ნადირობენ, როსტიაშვილის ძაღლია მამა.

მინდორში რომ გამყავს, ფეხიდან არ მშორდება.

ეხლა მინდა "პადსადნოი" მტრედით დავიწყოთ ვარჯიშები(დაგეშვა), როგორმე ინტერესი რომ გაუჩნდეს ძებნის და წინ წავიდეს ანუ მომშორდეს ფეხიდან.

სეზონზე ვერ გავიყვანე მწყერზე, ამიტომ არიცის რას ვითხოვ მისგან, ვაჩვენებ სხვა ფრინველს, რომ დაინტერესდეს.

ერთი სიტყვით ტარება უნდა და მეც ეხლა დრო გამომიჩნდა, რომ მივხედო, მაქვს უცხოური დაგეშვის ვიდეო მტრედით და ვეცდები დავგეშო,

თქვენი როგორც მცოდნე და დიდი გამოცდილების მქონე მონადირეების რჩევები და დარიგებები აუცილებლად გამომადგება, რისთვისაც წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.

პოსტის ავტორი: თენგო Dec 20 2010, 12:55

დემი
დედა ვისია?
წინ საერთოდ არ მირბის,სათამაშოდაც კი?დაშინებული ხო არ გყავს?

პოსტის ავტორი: დემი Dec 20 2010, 13:39

ციტატა(თენგო @ Dec 20 2010, 13:55) *
დემი
დედა ვისია?
წინ საერთოდ არ მირბის,სათამაშოდაც კი?დაშინებული ხო არ გყავს?

დედა ბესო სულხანიშვილის ნამია, დაშინებული არა თენგო, სულ ვეფერებით ბავშვივით ყველა.

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 20 2010, 14:33

ნეტა აპორტირება აქაც მოწმდებოდეს,როკის დიდი მონაცემები აქვს

პოსტის ავტორი: თენგო Dec 20 2010, 14:40

ზაზა

ციტატა(zaza @ 20th December 2010 - 15:33) *
ნეტა აპორტირება აქაც მოწმდებოდეს,როკის დიდი მონაცემები აქვს

ზაზა,შიდა მოხმარებისთვის ვინ გვიშლის ეგ გრაფა შევქმნათ? რა უფროსი გვყავს ვინმე ტუ კრემლს უნდა შევეკითხოთ)newsmile05.gif:?

პოსტის ავტორი: გოგა Dec 20 2010, 15:32

ციტატა(zaza @ 20th December 2010 - 16:28) *
დაწერთ და მერე არ ჩაბს ხო,ეგრე იყო ჩემთანაც.ამიტომ როცა დაწერთ,დააკოპირეთ მაინც და თუ არ აიტვირთა,დაკოპირებულს ჩასვამთ.

ეს ბევრს მოსდის და ხშირად.რისი ბრალია ვერ გავიგე.
მე როცა ეგ მემართება,ერთი ნაბიჯით უკან გადავდივარ და მერე ვაკოპირებ.
მაგრამ არის შემთხვევები როდესაც მაინც არ გიქვეყნებს პოსტს.
ამ შემთხვევაში მე იმ დაკოპირებულს ვჭრი იმ ტექსტისგან რაც გამოქვეყნებულია და ენთერით გადავდივარ ქვემოთ,შემდეგ დაკოპიებულს ჩავსვავ და გამოდის ხოლმე.
არ ვიცი ალბათ გასაგებად ავხსენი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 20 2010, 15:38

ესეც იმ დღის ვიდეო


პოსტის ავტორი: გოგა Dec 20 2010, 16:46

აი ესეთი ვიდეოები ბევრი რო იყოს ჩვენს ინტერნეტ სივრცეში(ქართული) ამაზე კარგი რა იქნებოდა!!!
მცოდნესთვისაც და დამწყებისთვისაც კარგია,ბევრ საინტყერესო რჩევას მიიღებს ადამიანი პროფესიონალებისგან!!!

ისე ძალიან კი მინდოდა მაგ გასვლაზე წამოსვლა

პოსტის ავტორი: გოგა Dec 20 2010, 23:09

თენგო

ციტატა(qarqashadze @ 20th December 2010 - 22:02) *
მადლობა ინსტრუქტაჟისტვის,გადამრია ამ კომპიუტერმა!

თუ რამე გაიგე ჩემი ნაწერიდან კი მიხარია პრინციპში newsmile05.gif მემგონი ძალიან გაუგებრად აღვწერე.

ციტატა(qarqashadze @ 20th December 2010 - 22:02) *
მე მგონი სერგო არ იქნება წინააღმდეგი,პირიქით .გავარკვევ კიდე როდის იქნება და გეტყვი

წინააღმდეგი რატო უნდა იყოს,უცხო არ არის სერგო არც ჩვენთვის(მთავავარია ეცალოს ჩემი აზრით).ჯიჯიმ დამაკავშირა სერგოსთან თავის დროზე.
თუ ჩატარდება ესეთი გასვლა,მთავარია დრომ შემიწყოს ხელი და დიდი სიამოვნებით(და მეტი ინფორმაციის მიღების იმედით) შემოგიერთდებით.მეტიც!!!
ძაღლები მყოლია და გამიზრდია კულტურულადაც.დამიგეშია!!!მაგრამ სერგოს და თქვენ ყველას რო გიყურებთ,ვხვდები რო გონზე არ ვარ ძაღლების და სერიოზული ძაღლი არც არასდროს მყოლია.

ისე ამ გასვლაზე დავწერე მინდა წამოსვლა მეთქი,მაგრამ ზაზამ გადამაგდო newsmile035.gif
მაგრამ არ გაემტყუნება,თითონაც წამიყვანეს უცბათო თქვა.

აი როგორ ძალიან მინდა ჩავერთო თქვენს საუბრებში ძაღლებზე,მაგრამ მერიდება ისეთ ხალხთან ჩაბმა ვინც ჩემზე საგრძნობლად მეტი იცის.
ამას ჯობია მოგისმინოთ და უფრო მეტი გავიგო ძაღლების შესახებ.

პოსტის ავტორი: Maverick Dec 21 2010, 11:48

თემა დასუფთავდა, ფცი-ის საკიტხები გადავიდა შესაბამის თემაში http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=5558
ოფები წაიშალა

პოსტის ავტორი: ზაზა Dec 21 2010, 12:33

ციტატა(გოგა @ Dec 21 2010, 00:09) *
თენგო


ისე ამ გასვლაზე დავწერე მინდა წამოსვლა მეთქი,მაგრამ ზაზამ გადამაგდო newsmile035.gif
მაგრამ არ გაემტყუნება,თითონაც წამიყვანეს უცბათო თქვა.



გოგა,მართლა არ ვიცოდი შენ რო გინდოდა,სად გეწერა?ბატონი თენგო აქაა და ხო არ მოვიტყუები.დამირეკა და ეგრევე ავედი ზღვაზე.
ისე,როგორც იმ დღეს თქვეს,შეიძლება შაბათს ისევ აიყვანონ ლეკვები.ამიტომ შენც,ტამპლიერმაც და კიდევ ვისაც გაინტერესებთ და გყავთ დასაგეში მეძებრები,დაუკავშირდით თენგოს,სერგოს და ამ ყველაფერს ვიდეოში კი არა,ცოცხლად ნახავთ.

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 21 2010, 18:13

ეუ რა გასვლა არ გაგვაგებინეთ, კარგი სემინარი ჩატარდა, გაზაფხულზე უკვე მეც მომიწევს ეგეთი რაღაცეების გაკეთება
ხოდა ერთი ასაკობრივი ჯგუფის მეპატრონეები იქნებ შევკავშირდეთ. ისე თუ კიდევ იგეგმება დაგვარი ღონისძიება
იქნება 2 სიტყვით შეგვატყობინოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 27 2010, 10:27

მოვიდა ცხელცხელი ვიძიუები

შაბათს მოვხვდი მორიგი გეშვის მასტერკლასზე, რომელსაც სერგო შაგინოვი ატარებდა.
გამოყვანილები ყავდათ 5 ძაღლი, დაახლოებით იგივე იყო რაც წინა კვირას ხდებოდა, მაგრამ საკუთარი
თვალით ნანახი მაინც სხვა იყო.

ეს არის ჩემი ლეკვის და მამის მხრიდან, არ მეგონა თუ ესეთი პატარაც კი შეეძლო
თავის გამოჩენა მაგრამ სერგომ მაინც ჩაუტარა ოპერაცია, და ნახეთ 3 თვის ლეკვი როგორ მოიქცა.
ეს ალბათ ინტერესეს გაღვივებას გავდა
















სამწუხაროდ ჩემმა მობილურმა მეტი ვეღარ დაიტია, კიდევ იღებდა რაღაც აპარატი და
სროლაზე რეაგირების ვიდეოებიც მოყვა, თუ შესაძლებელია იქნება იმანაც დადოს.

პოსტის ავტორი: გოგა Dec 27 2010, 16:14

ნიავი იყო მაინც?
როგორც ჩანს იქნებოდა ლეკვის ქცევიდან გამომდინარე

პოსტის ავტორი: იკო1981 Dec 27 2010, 16:27

ტუკოსტვისაც მინდა ანალოგიური მასტერკლასი:( მინდოდა ყოფნა თქვენთან,მაგრამ ქალაქში არ ვიყავი:(სამწუხაროა!

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 3 2011, 12:53


პოსტის ავტორი: თენგო Jan 4 2011, 13:01

ვიტო
გადავიტანე საველეებში.

პოსტის ავტორი: baxi Jan 21 2011, 16:41

დახმარება მჩირდება სასწრაფოდ.დზგლი მაჩუკეს.კურცხაარის და დრატხარის ნაჯვარი.არის 8 თვის და თოფის ეშინია.რა ვკნა როგორ მივაჩვიო მირჩიეთ რამე.

პოსტის ავტორი: თენგო Jan 21 2011, 17:22

baxi
ეხლა თავი დაანებე.მწყერი რომ შემოვა,დაუწყე მინდორში ტარება.ნაბულების კეთებას რომ დაიწყებს,შორიდან ასროლინე თოფი.ნელ ნელა მანძილი შეამცირე. , ნადირობის ჟინმა უნდა სძლიოს და სროლას ყურადღებას არ მიაქცევს. თუ პათოლოგიური მშიშარაა,ჯობია გააჩუქო,სანადიროდ არ გამოგადგება.

პოსტის ავტორი: baxi Jan 21 2011, 17:29

ანუ გარეთაც რო ვისროლო ტოფი და ძაღლი შიგნიტ რო იყოს მაინც ეშინიაა.ის კაირა თოპის ეშინიაა.ერთხელ პატრონს უსროლია გორისთვისს ტყვიით მოვკლავო და ეგ ძაღლის 4 თვის იყო.და გვერდზე ედგა ძან ახლოს და მაგის მერე ეგრე ეშინია და მიშველეთ რამე

პოსტის ავტორი: თენგო Jan 21 2011, 19:24

baxi

ციტატა(baxi @ 21st January 2011 - 18:29) *
მაგის მერე ეგრე ეშინია და მიშველეთ რამე

ეხლა ხომ არ შეულოცავთ shiverdog.gif რაც უნდა ქნა დაგიწერე ზევით.

პოსტის ავტორი: romeo 1 Jan 21 2011, 20:29

ერთ სასტიკ მეთოდს გასწავლი, თუ სხვა ვერაფერი უშველის მერე გამოიყენე. დაიბი თოკით ძაღლი, დაიჭირე პნევმატური თოფი ხელში და ასე იარეთ ერთად, თან მოეფერე ხოლმე. რამდენიმე დღეში რომ შეეჩვევა,( ოღონდ არ იჩქარო) შიგა და შიგ ისროლე ხოლმე. თანდათან რომ მიეჩვევა , სროლის რაოდენობა მოუმატე, თან მოეფერე ხოლმე სროლისას. მე ჩემი ყველაზე კარგი ძაღლი მასე გამოვასწორე, 2 თვემდე დამჭირდა. ისე ყველაზე სწორი თენგომ რაც დაგიწერა ის არის.

პოსტის ავტორი: baxi Jan 21 2011, 21:26

ვცდი.მაგრამ მერე გვიან არ იკნებაა მწყერი ? აბა იხვზე არ წავიყვანო ?

პოსტის ავტორი: გოგა Jan 21 2011, 21:30

baxi

ციტატა(baxi @ 21st January 2011 - 22:26) *
აბა იხვზე არ წავიყვანო ?

რა უნდა დაუგეშავ ძაღლს იხვზე?! მითუმეტეს თუ თოფის ეშინია?!


newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jan 22 2011, 09:19

ციტატა(baxi @ Jan 21 2011, 22:26) *
ვცდი.მაგრამ მერე გვიან არ იკნებაა მწყერი ? აბა იხვზე არ წავიყვანო ?

დაგემართება მე რო დამემართა ისე, სროლის შეეშინდა, გამექცა, მთელი დღე თავი მაძებნია, როგორც იქნა ვიპოვე და კიდევ ერთი მუქთამჭამელი მყავს მისი სახით სახლში.

პატივისცემით: იკა კაპანაძე

პოსტის ავტორი: Davitus Jan 22 2011, 13:08

ციტატა(levana90 @ 22nd January 2011 - 10:19) *
პატივისცემით: იკა კაპანაძე


ბოდიში ოფიზა, მაგრამ შენს ექაუნთს რა ჭირს? ვერ შემოდიხარ?

პოსტის ავტორი: თენგო Jan 22 2011, 13:32

Davitus

ციტატა(Davitus @ 22nd January 2011 - 14:08) *
ციტატა(levana90 @ 22nd January 2011 - 10:19)
პატივისცემით: იკა კაპანაძე


ბოდიში ოფიზა, მაგრამ შენს ექაუნთს რა ჭირს? ვერ შემოდიხარ?

ოოოოოოოოოოოო,რა სიამოვნებით წავშლი ამ ოფს!
ეს რა მეღირსა,თვით დიდი დავიტუსის ოფი ვიხილე!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)