თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ვიყიდი _ ვიჩუქებ თითბერის დაზიანებულ გილზებს

პოსტის ავტორი: Fishman Jun 29 2013, 16:57

ხალხნო, თუ ვინმეს გაქვთ გაფუჭებული თითბერის(ლატუნის) გილზები, რომლებიც აღარ ვარგა ვიჩუქებ დიდი სიამოვნებით. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jun 29 2013, 17:58

უნდა ჩააბარო ? ლატუნი კილო ერთი ლარი ღირს D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jun 29 2013, 19:05

nik@a

ჰო, ფერადი ლითონების ბიზნესი დავიწყე D.gif



რას ამბობ ბიჯო. იაფია თორე ჩავაბარებდი

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 29 2013, 19:32

რამდენიმეცალი 20 კალიბრისა მიგდია სადღაც ბაბუ თუ გამოგადგება წეიღეეე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jun 29 2013, 20:02

HUNTER FREDY

კი ბაბუ როგორ არ გამომადგება. კალიბრს არ აქვს მნიშვნელობა. თუ შეძლებ, იქნებ ხვალ წამომიღო ლისზე... მადლობა წინასწარ kiss.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jun 29 2013, 20:31

ციტატა(Fishman @ Jun 29 2013, 21:02) *
HUNTER FREDY

კი ბაბუ როგორ არ გამომადგება. კალიბრს არ აქვს მნიშვნელობა. თუ შეძლებ, იქნებ ხვალ წამომიღო ლისზე... მადლობა წინასწარ kiss.gif


წამევღეებ ბაბუ

პოსტის ავტორი: Fishman Oct 2 2013, 18:50

UP

პოსტის ავტორი: sakheli Oct 4 2013, 00:21

რაში გამოიყენება გვასწავლე იქნებ კაი რამე იცი D.gif ჩვენც გაგვიზიარე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 4 2013, 00:28

Fishman
ვეჟო რათ გინდა მოზრაპრე აბა და იქნებ ახალიც მოგცე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sakheli Oct 4 2013, 00:37

ციტატა(ჭალიმგელა @ Oct 4 2013, 01:28) *
Fishman
ვეჟო რათ გინდა მოზრაპრე აბა და იქნებ ახალიც მოგცე newsmile05.gif

რაგაც ინტრიგას აქვს ადგილი მეც დამაინტერესდა რისთვის შეიძლება რომ გამოიყენოს იქნებ რამე საინტერესო იცის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 4 2013, 00:57

ციტატა(sakheli @ 4th October 2013 - 02:37) *
იქნებ რამე საინტერესო იცის

wtfg.gif
მართლა რაღაცა იცის მაგან. მეც დავინტერესდი.

პოსტის ავტორი: მარდი Oct 4 2013, 11:06

ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 4 2013, 01:57) *
wtfg.gif
მართლა რაღაცა იცის მაგან. მეც დავინტერესდი.

ხო იცით მაინც არ გაგვანდობს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 4 2013, 11:57

მეზობელი მუშაობს ოქრო და ვერცხლზე, ხოდა თითბერი აუცილებელია შენადნობისთვის, რომ სიმტკიცე ქონდეს. ისე ორივე მეტალი რბილია, ხოდა ამიტომაც მჭირდება. D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 4 2013, 12:00

Fishman
შენ რამდენ % ღებულობ მომარაგებაში ( შენ ისეთი ........ ხარ xexe.gif ეხლა დაიწყებ არა არაო მარა ჩვენ ხო ვიცით რომ კი კი ) xexe.gif

პოსტის ავტორი: sakheli Oct 4 2013, 21:35

ციტატა(Fishman @ Oct 4 2013, 12:57) *
მეზობელი მუშაობს ოქრო და ვერცხლზე, ხოდა თითბერი აუცილებელია შენადნობისთვის, რომ სიმტკიცე ქონდეს. ისე ორივე მეტალი რბილია, ხოდა ამიტომაც მჭირდება. D.gif

ფერადი ლითონების ბიზნეს კი აჯობებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 6 2013, 20:33

ალთაზარ

თუ ჩუმად იქნები შენც ჩაგსვავ წილში!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 7 2013, 00:47

ციტატა(khmaltevza @ 4th October 2013 - 13:57) *
მეზობელი მუშაობს ოქრო და ვერცხლზე, ხოდა თითბერი აუცილებელია შენადნობისთვის, რომ სიმტკიცე ქონდეს. ისე ორივე მეტალი რბილია, ხოდა ამიტომაც მჭირდება.

ვის ატყუებ ის მაინც თუ იცი?.. D.gif მაგ შსენადნობს ლიგატურა ეწოდება და შედგება 1/4 ვერცხლისა და 3/4 სპილენძისგან. მერე ემატება პროცენტულად ხალას ოქროს რა სინჯიც გინდა დადგეს იმის მიხედვით. თითბერი სპილენძის და თუთიის ნაზავია. ადვილად დნობადია(თუთიის გამო) და ოქროს შენადნობად არ გამოიყენება. თუ შეურევ.. ოქრო უფრო მალე დადნება შედუღებისას..ვიდრე ის..რითაც ადუღებ. ნახე რა ლექცია ჩაგიტარე?... იშ.... D.gif
ეხლა ის გვითხარი მასრები რასი გჭირდება. თუ მარტო თითბერი გინდა მე გაჩუქებ ჟეშტის ნარჩენებს. D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 7 2013, 20:17

ლეონ-ბლექი

ოხ ლევან, ლევან D.gif ეხლა შენ თუ გგონია ის გავიგე რა ლექციაც შენ ჩაატარე, ძალიან ცდები D.gif მე რაც ვიცი ის დავწერე. უფრო ძირეულად აბა რაში მაინტერესებს D.gif


მაგ ჟეშტის ნარჩენებს თუ იგივე შემადგენლობა აქვს, რაც მასრებს მადლობელი დაგრჩები D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 7 2013, 23:52

ციტატა(khmaltevza @ 7th October 2013 - 22:17) *
უფრო ძირეულად აბა რაში მაინტერესებს

ჩვენც ეგ გვაინტერესებს. newsmile035.gif ხოდა გვითხარი ეხლა პაროლი.
ციტატა(khmaltevza @ 7th October 2013 - 22:17) *
მაგ ჟეშტის ნარჩენებს თუ იგივე შემადგენლობა აქვს, რაც მასრებს მადლობელი დაგრჩები

ზუსტად იგივეა. თითბერი..ანუ "ლატუნი"(რუსულად) მაგრამ მართლა არ გაურიოთ ოქროში. გააბანძებთ ოქროს. მაგითი მარტო ეგრედ წოდებული "პრიპოი" კეთდება. თუ მართლა მაგისთვის გინდა.. იმდენ თითბერს მოგცემ 3 წელი რომ გეყოფათ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 8 2013, 06:00

ლეონ-ბლექი
iagoveli-xar.gif ravari-misca.gif newsmile041.gif ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: sakheli Oct 9 2013, 10:25

თითბერი, სპილენძის ფუძეზე დამზადებული შენადნობი, რომლის ძირითადი დანამატია თუთია (50%-მდე); თითბერი – ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ -მდე ძველი ბერძნებისა და ეგვიპტელებისათვის იყო ცნობილი. XVIII საუკუნის ბოლომდე მას ღებულობდნენ ხის ნახშირთან შერეული სპილენძისა და თუთიის მადნის დნობით. XIX საუკუნიდან დაიწყეს სპილენძისა და თუთიის პირდაპირი შედნობა. სპილენძის შენადნობებიდან თითბერი ყველაზე გავრცელებულია. იგი ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები, ლამაზი ფერისაა და შედარებით იაფია. თითბერთაგან ამზადებენ ლენტებს, ფურცლებს, წნელებს, მილებს, მავთულს (დეფორმირებადი თუთბერი), აგრეთვე სხმულებს. თუთიის შემცველობის გაზრდასთან ერთად იცვლება თუთბერის ფერი წითლიდან ღია ყვითლამდე. თითბერს, რომელიც შეიცავს 10%-მდე თუთიას, ტომპაკი ჰქვია, ხოლო 10-იდან 20%-მდე - შემცველს კი ნახევრადტომპაკი. ეს შენადნობები გამოირჩევა კოროზიამედეგობით და გადიდებული პლასტიკურობით. მათ იყენებენ რადიატორების მილების, ფურცლების, ლენტის დასამზადებლად, ფოლადის მისატკეცად.

თითბერს, რომელიც შეიცავს 20% თუთიას, იყენებენ ნაკეთობათა ცივი შტამპვით, დაწნეხითა და ადიდვით დასამზადებლად. მექანიკური, ანტიკოროზიულ და სხვა თვისებათა გასაუმჯობესებლად სპილენძისა და თუთიის ორმაგ შემადნობებს უმეტესად ალუმინს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ტყვიას და სხვა ელემენტებს უმატებენ (ჯამში დაახლოებით 10-მდე). თითბერს, რომელიც შეიცავს 15% Zn და 0,5% Al აქვს ოქროს ფერი, გადიდებული ატმოსფერული კოროზიამდგრადობა; მას იყენებენ, როგორც ოქროს შემცვლელს, წარჩინების ნიშნების, მხატვრულ ნაკეთობათა დასამზადებლად. თითბერი, რომელსაც დამატებული აქვს 1,5% Sn, ზღვის წყლის მიმართ კოროზიამედეგია. ტყვიის შემცველ თითბერს იყენებენ საავტომობილო და საათების მრეწველობაში. თითბერს იყენებენ აგრეთვე საერთო მანქანათმშენებლობაში, ხელსაწყოთმშენებლობაში, თბოტექნიკაში და წარმოების სხვა მრავალ დარგში.

პოსტის ავტორი: Fishman Oct 10 2013, 11:00

ლეონ-ბლექი

რას ნიშნავს რო იცი რა. ვერავინ ვერ დაგიკარგავს D.gif ეხლა ვკითხე, დავაზუსტე და 100%იანი ხარ D.gif

ჰილზა იმიტო მინდაო, რომ ზუსტად ის შენადნობია პროცენტულად რაც მე მჭირდებაო. ეხლა ვწვალობ და ჩემით ვამზადებ სპილენძით და თუთიითო. ხოდა შენს ფირფიტებზე რომ ვუთხარი, გაუხარდა და თქვა საცდელად რამდენიმე გამოართვი და თუ ის კონცენტრაცია იქნება რაც გამომადგებაო დანარჩენი მერე გამოართვიო და დიდად მადლობელი დაგრჩებითოოო D.gif kiss.gif

ლეონ-ბლექი

ოქროში გარევა ჩემი ფანტაზია ყოფილა newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 10 2013, 11:39

ციტატა(khmaltevza @ 10th October 2013 - 13:00) *
ოქროში გარევა ჩემი ფანტაზია ყოფილა

მივხვდი.. შენ რომ გემუშავა 25 წელი ოქროზე..შენც ეგრევე მიხვდებოდი. D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 10 2013, 11:47

Fishman
ისე შენ ძმაკაცს თუ უმაგრესი "პრიპოი" უნდა დაამზადოს..მაგას პატარა ნაწილი კადმიუმიც უნდა. მაგასაც მოგცემთ თუ გჭირდებათ. შემომრჩა მარაგები.

პოსტის ავტორი: Fishman Oct 11 2013, 18:39

ლეონ-ბლექი

ციტატა
მივხვდი.. შენ რომ გემუშავა 25 წელი ოქროზე..შენც ეგრევე მიხვდებოდი. D.gif


მაგ შემთხვევაში ეხლა კაკ მინიმუმ 40 წლის ვიქნებოდი D.gif

ციტატა
ისე შენ ძმაკაცს თუ უმაგრესი "პრიპოი" უნდა დაამზადოს..მაგას პატარა ნაწილი კადმიუმიც უნდა. მაგასაც მოგცემთ თუ გჭირდებათ. შემომრჩა მარაგები.


აბა შევთავაზებ მაგასაც newsmile05.gif მადლობა მოკლედ ლვან რა.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 12 2013, 00:03

ციტატა(khmaltevza @ 11th October 2013 - 20:39) *
მაგ შემთხვევაში ეხლა კაკ მინიმუმ 40 წლის ვიქნებოდი

მეც მაგიტომ ვხდები ეხლა 46 წლის..თორემ სხვა მიზეზი კი არაფერია. D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 12 2013, 17:19

ლეონ-ბლექი

ეგრეა. რაც ნაკლები იცი მით უფრო ახალგაზრდა ხარ. აი შენ კიდევ ამ ინფორმაციებით მაბერებ D.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 13 2013, 00:20

Fishman
D.gif
სწავლა სიბერემდეა... ასე რომ არ აგცდება სწავლა-განათლება კიდო 80 წელი. D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Oct 14 2013, 11:33

ლეონ-ბლექი

როდის გნახო უმფროსოო?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)