მოკლედ მსურველი ბევრი არავინ გამოჩნდა. წავედით მე, ნუკრი MAX და ფეოლა. ლილოში არის ჩინელების ბაზრობა. მაგარი იაფი ფასებია. ზუსტად ნახევარია რაც აქ ღირს. 10 ლარი კობრას 2 ბალიანი კატუშკა. 10 ლარი გასაშლელი 4.5 მეტრიანი ჯოხი. 5 ლარი დიდი სადოკი ჩასარჭობით.
ამ სამივე ქუდში 3 ლარი გადავიხადეთ
http://www.radikal.ru
ჭალიმგელა
ჭალიმგელა
ზუსტად რა ადგილზეა გიო, იმენნა სათევზაო მაღაზია აქვთ?
კი სათევზაო მაღაზიაა. სანამ ლილოს ბაზრობამდე მიხვალ, მარჯვნივ პირდაპირ გზიდან ჩანს. ადრე საბაჟო ტერმინალი იყო.
ჩინელების ბაზრობა უნდა იკითხოთ
მეც ვიყავი დღეს ლილოში მაგრამ ეეგ ადგილი ვერ მივაგენი მე თვითონ ლილოში შევედი და იქაც არაუშავს ფასები იყო
hercogi997
მემგონი ლილომდე არ მისული ხიდი როა მანდ მარცხნივ არის შესახვევი და მაგაზე იძახიან
არა ორხევს უნდა გაცდე,არმისული ლილოს ბოლო ხიდამდე მარჯვნივ არის შესახვევი
დღეს ვიყავი მანდ ეეგ რა არის არაფერი არ აქვთ, მარტო ჯოხების დასადებები ქონდათ და ჯოხები, 1 ბალიანი კატუშკა რომელიც ვერ ტრიალებდა და 20 ლარიო, კიდევ ის ჯოხები რაც იმათ აქვს 20 ლარი მითხრა, ლილოში შიგნით 13 ლარი ღირსს და იქ კილევ დიდი არჩევანია მე კმაყოფილი დავრჩი ლილოს ფასებით
ელოდებოდნენ გიო ახალ საქონელს,ჩვენ რაც ვნახეთ მე და ვიტომ მანდ უფრო იაფი ღირდა ვიდრე ლილოზე,ისე ნახალოვკაშია ახალი მარაზია და იქ ვაფშე ლილოს ფასებია
პატივცემულო ფორუმელებო,
გთხოვთ გაგვიზიაროთ ინფორმაცია თუ ვინ რა მაღაზია იცით სანადირო/სათევზაო აღჭურვილობის შესაძენად.
წინადადება მაქვს დავიცვათ შემდეგი ფორმატი:
1. მაღაზიის დასახელება
2. მაღააზიის მისამართი
3. რასთან არის ახლოს
4. მაღაზიის პროფილი (სანადირო, სათევზაო, შერეული)
5. ასორტიმენტის მოკლედ მიმოხილვა
P.S. მერე ალბათ შესაბამისი ადგილიც მივუჩინოთ ფორუმზე
მაღაზია "მოგზაური"
ზაქარიაძის ქუჩა #12 (დელისის მეტრომდე არ ისული, მარჯვნივ არის ასახვევი ვაჟა-ფშაველადან)
სათევზაო და სამოგზაურო
საკმაოდ მაღალი ხარისხის სათევზაო აღჭურვილობა (ანკესები, კოჭები და სხვა მრავალი), ასევე ნავები, კარვები და საძილე ტომარები
ტანსაცმელი (კამუფლიჯნი არ მინახია), ანკესის ჩასადებები და სხვა ჩანთები. წარმოდგენილი იყო: SPRO SHIMANO და სხვები
შედარებით მაღალი ფასები მომეჩვენა, მაგრამ ხარისხს თუ შევადარებთ - მისაღები ბალანსია
http://www.radikal.ru
მაღაზია "მებადური"
ვაჟა-ფშაველას N (არ ვიცი და თუ ვინმემ იცით, მომწერეთ და ჩავასწორებ) (Wissol-ის გასამართ სადგურამდე არ მისული მარცხენა მხარეს. მაღაზია ექსტრიმის გვერდით)
სათევზაო
ფასებს რაც შეეხება, იგივე სიტუაციაა რაც "მოგზაურში"
ასორტიმენტი მცირეა, მაგრამ კარგი რაღაცეებია
ძირითადად რასაც თვალი მოვკარი წარმოდგენილი იყო ტრაბუკოს და სპროს ბრენდები (თუ მეშლება, მომწერეთ და ჩავასწორებ)
ანკესები, კოჭები და სხვა სათევზაო ინვენტარი. ასევე სამოგზაურო ჩანთები და ანკესის "ჩეხოლები"
http://www.radikal.ru
ჰიპერმარკეტი "გუდვილი"
ნუ სადაა თქვენც კარგად იცით
სათევზაო და სამოგზაურო
არის წარმოდგენილი მაღაზია "მოგზაურის" საქონელი (ფილიალივითაა)
ფასები ნოერმალური + გუდვილის ფასდაკლების ბარათიც ვრცელდება.
საქონელი იგივე რაც მოგზაურში (ასორტიმენტი ფართოა, მაგრამ "მოგზაურთან" შედარებით მცირე)
ამის გარდა საპიკნიკე განყოფილებაში იყიდება ბევრი კაი რაღაცეები... მათ შორის ძალიან მომეწონა დაპრესილი შეშა. 12 GEL (Georgian Eროვნულ Lari) ღირს შეკვრა.
ერთი შეკვრა შეწვავს ერთი 8-10 კილო მწვადს (დღეს დავტესტე ზუსტად) http://www.stamp.caucasus.net/diamond.htm მაგარი კომპაქტურია და ტრანსპორტირებისათვის ფრიად შესანიშნავი
კიდე მომეწონა ალუმინის ჭიქები და ჭიქა-თერმოსები (ფასი 15-20 გელა). ძალიან მაგარი ჟილეტები იყო შიმანოსი (სათევზაო) მაგრამ ძალიანაც ძვირი ღირდა - 240 გელამდე
გასაბერი ორ კაციანი ნავი ნიჩბებით - 300 გელა... უფრო დიდებიც იყო... სპალნიკები (საზაფხულო) 20-40 გელა... სპალნიკის საკაიფო დასაფენი 15 გელა... კარვები 2-3 კაციანი 110-130 გელა (ორფენიანი და ერთფენიანი)
ანკესები ძირითადად შიმანო და სპრო... ფასები საშუალოდ 100 ლარის ფარგლებში + ძვირიანები... კოჭები და აქსესუარები... ტანსაცემილი... ფეხსაცმელი... ძირითადად ბრენდები და შესაბამისი ფასებით
მაღაზია ნახალოვკაში
ნახალოვკაში, დ.დადიანის #227. სამშობიარომდე არ მისული, მარჯვენა მხარეს (დიდუბის მიმართულებით როცა მოძრაობ)
ძირითადად სათევზაო
კაი მაღაზიაა, მომეწონა. საქონელი მისაღებ ფასებში. სპინინგისტებს გაუხარდებათ: სატყუარები 2-4 გელა და ასარჩევიც საკმაოდა. ხარისხი მისაღები: დავტესტეთ და მოგვეწონა.
არის ანკესების ფართო არჩევანი. ვერ დავიფიცებ, მაგრამ მგონი ლილოს ფასებს ბევრად არ ჩამორჩება.
კოჭები. ნავები და სხვა მრავალი აქსესუარები. დონკის, კოპტონის და სხვა გრუზები იყო საკმაოდ კარგი (დიდები).
ანკესის "ჩეხოლები" 18 გელა (90სმ და 130 სმ).
ბრენდები არ არის წარმოდგენილი, მაგრამ რაც არის ნორმალურია. ძირითადად ისეც სპინინგის კუთხით მომეწონა. ასორტიმენტის კაია და ფასების ძალიანაც, რომ მისაღები.
ცნობისათვის მარაზია "მებადურში" მიიღეს ახალი საქონელი, კოჭების არჩევანი არის, ჩანთების და კიდევ ბევრი საინტერესო რაღაცეები............
დიანაში ვნახე სპროს კარგი კატუშკები 75 ლარად. რას იტყვით?
მაღაზია მებადური არის ვაჯაფშველას 20-ში.ტრაბუკო გვაქვს მაგრამ სპროსი არაფერი არ გვააქვს.
მოკლედ 1 ვიცი, რომ თბილისის ამ ყველა "ცნობილ" მაღაზიაში არის კატასტროფული სიძვირე...
ჩვენთან არ მუშაობს მსოფლიოში აპრობორებული - რაოდენობით გამდიდრება, არამედ 1 ტრიალას გაყიდვით გამდიდრებაა!
შედეგიც არის ის, რომ ხალხი საზღვარგარეთ ეძებს აღჭურვილობას და მისი ჩამოტანის გზებს და არა აქ!
ბესო
100%
ნახალოვკასჰი არის მაგარი მაგაზია ბოილებიც და ტუკი რამე არსებობს თევზაობაზე კველაფერი იკიდება
ისე მაგარი საიტია საგოლ მაგრად დამევასა
ხო მე მანდ ვიკიდე ბოილები და კველაპერს მანდ ვკიდულობ ხოლმე
xzx
ხო იმას ვგულისხმობ. კუმისზე მარტო კარასი და ერტი პატარა საზანი
ფირმა ბერკლის ბოილები გიყიდია. ეგ სერიოზული ფირმაა, მარა შენ რასაც იძახი ეგენი ჩინური პადძელკაა ვანაში გაკეთებული, მეც მქონდა ეგენი. მაგით არ უნდა განსაზღვრო ბოილი მუშაობს თუ არა.. ჩინელები როცა აკოპირებენ უყურებენ მარტო ფერს, ფორმას და შეფუთვას... და თევზი იღებს თუ არა მაგრად კიდიათ... მეც გამამწარა მაგ ბოილებმა რამდენიმე ცდაზე..
ხო ჩინურია. სად იყიდება ეგ ბერკლის ბოილები
მე ადრე ინტერნეტით მქონდა გამოწერილი ცოტა, თბილისში სად იქნება ვერ გეტყვი..
სპასიბა
ორთაჭალაში გაიხსნა ახალი მაღაზია სათევზაო კაი რაღაცეები აქვთ ტან არც ისე ძვირად
მოგესალმებით ყველას. მეგობრებო ერთი პატარა ინფო მაქვს. მაგელანში და მოგზაურში DAM-ის წარმოებულ ნივთებზე, ჯოხებზე და კოჭებზე 30% ფასდაკლებააა. რამოდენიმე ტელესპინინგიც ქონდათ, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ 10-30 გრამამდე იყო ტესტებით. თუ ვინმეს დააინტერესებს გაისეირნედ, კარპის ჯოხები ძალიან იაფები გამოვა
ბაგრატიონის ძეგლთან ტა ბანკის გვერდით კედელზეც აწერია ადვილი მისაგნებია პატარა ჩიხია და გარეთ ნავი დევს გზიდან ჩანს
ხო ვიყავი მე მანდ... ნახევარ სარდაფი რომ არის ხო ???
ძირითადად ლილოს მაფიაა, მაგრამ იდეაში ცუდი მაღაზია არ იყო
მთლად ახალი არ არის ეგ მაღაზია.
შეიძლება ლილოს ამბავია,მაგრამ მემგონი მთლად ხელცარიელი არ გამოხვალ მაქედან.ანუ უცბათ რამე რო შემოგაკლდეს კი იყიდი მანდ.პატარა მაღაზიაა მაგრამ საკმაოდ ბევრი რამერუმეები იყიდება
აქ დაწერეთ ყველა სამონადირეო და სათევზაო აღჭურვილობის მაღაზიების ასხელები და მისამართები. და ყველა მოთავსდება 1 პოსტში!
მოოიცა ბესო, ეგეთი თემა გვაქვს უკვე და გადმოვიტან თევზაობიდან....
აგერ გადმოვიტანე და შეხედე აბა
გიორგი
ეგ სხვა თემაა და ცოტაც გაუგებარი. აქ იქნება მხოლოდ დასახელება. მისამართი და პროფილი!
ბესო
კი აბა მეც მაგ მუღამით დავიწყე ის თემა და ქე ნახე რას დაემსგავსა
თბილისი, კარგარეთელის ქ.N9–ში (აღმაშენებლის გამზ. N133 კუთხეში) გახსნილია წყალქვეშა საცურაო და სანადირო აღჭურვილობის მაღაზია
(წყალქვეშა საქონელი დროებით განლაგებულია კომპიუტერულ მაღაზიაში). წყალქვეშა პროდუქციის გარდა ჩვენთან "ლაგუნა ვერაზე"
ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ აქვალანგით წყალქვეშა ცურვა და აიღოთ SCUBA DIVING-ის საერთაშორისო სერთიფიკატი. წყალქვეშა ნადირობის მსურველებს
მოვამზადებთ თავისუფალ ყვინთვაში, შევურჩევთ მათთვის სასურველ თოფებს და ასევე სხვა სახის ეკიპირებას "ლაგუნა ვერეს" ღრმა აუზში ვავარჯიშებთ
წყალქვეშა თოფების მიზანში სროლაში.
ტელ: 95–81–12; 877.464862 დათო
ელ-ფოსტა: poseidonsworld@gmail.com
ბესო
გიორგი
რათ აოფებთ აქაურობას
?
დღეს ვიყავი მაღაზია "კალიბრში"...
ვუმიზნებ ახალ თოფს - ან ფრანკი ან ფაბარმი ვერტიკალური
12 კალიბრის. ამ მაღაზიაში ბევრი რამ მაქვს ნაყიდი, ოპტიკური სამიზნე,
ვაზნები, დანები, და ასე შემდეგ. დღეს ვთხოვე იმ სელაპ გამყიდველს
ფაბარმის ტრაპის ვერსიის ჩვენება... და თავი ლაწირაკივით დამცირებულად
ვიგრძენი. ამ დეგენერატმა მითხრა რომ თოფს ვერ მაჩვენებს, არ შეიძლებაო!
აუ, მაგარი გავმწარდი! როდესაც გიორგი ჩიკვაიძის მაღაზიაში, დიანაში, ქარავანში,
"იარაღში" თოფსაც და მოკლე ხრახნლულიანსაც მაჩვენებენ - აქ კი ლამის "მიდი კოჭი გააგორეო".
ამიტომაც მოვითხოვ, ვაჭრობა და კომერციის სხვა დარგები გადავცეთ სომხებსა და თურქებს
იმიტომ, რომ ჩვენ ქართველებს ვაჭრობის არაფერი გვესმის.
ამათი დედაფხოდი რა...
919
რომელ ფილიალში იყავი, გაგარინზე? მანდ დაგვარი პრობლემა არ მქონია აქამდე, თუ ამეებმაც დაიწყეს
და მართლა ქარავანის და დენთის გარდა აღარსად არ უნდა შეხვიდე კაცი
ვიტო
არა ვიტო, თამარ მეფის გამზირზე... თევდორე მღვდლის კუთხეში
ჩელუსკინელებზე ერთი სიტყვით.
919
ეგ მაგნუმია ხოოოოოოო, ეგ მაღაზია ცნობილია თავის სტუმართმასპინძლობით
მანდ მარტო იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში შევდივარ როდესაც სხვაგან არ მეგულება ის რისი ყიდვაც მინდა,
ეტყობა ძველი პოსტები არ წაგიკითხია
მართლა ეგრე არიან თუ ღადაობთ?
რას ვღადაობთ. თუი იქ რამის საყიდლად შეხვედი და ცოტა თავის დაცვა არ შეგიძლია შეიძლება ჯოხით გამოგეკიდონ.
ეგ დუნდუამ იცის ყველაზე კარგად. დავითამ მოახერხა და ჯოხით იქეთ მისდევდა
მართლა ტო.. არ ვიცოდი... მოვერიდები
იმენნა შეგაზიზღებენ მაღაზიაში შესვლას. სულ 2-ჯერ ვარ ნამყოფი და აღარც შევალ ალბათ!
ეჰჰ, როდის ისწავლიან ქართველები მომსახურებას და ვაჭრობას... ეგ მაგნუმი ეგეთი მაგარი მაღაზიაა რო ფეხებზე კიდიათ კლიენტი რას იფიქრებს?
MAGNUM ი გუდვილში ხსნის ახალ მაღაზიას. ეხლა იქ ნახე "თავაზიანობა"
გუდვილში პროსტა შეიტანენ ალბათ საქონელს და ისინი გაყიდიან...
ბესო
ეგ ხო იცი რატომაც? იმიტომ რომ ჩვენ ფორუმზე ვაჩანაგებთ, აბა რა ვქნათ ტო, ნაღდათ არ არის ეგ
მაღაზია მოწოდების სიმაღლეზე, არადა ყველაზე დიდი არჩევანი და ყველაზე მისაღები ფასები აქვთ.
კი ვიცი რომ მაგათი ადმინისტრაცია ამ ფორუმს კითხულოს და კიდევ დაუწერ აგერ:
გადახედეთ ფორუმის წევრების მიერ თქვენზე დაწერილ პოსტებს, იქნება და რამე აზრი გამოიტანოთ აქედან
სუპერ ცუდი სერვიროვკა გაქვთ და რა ვქნათ, იმას ვწერთ რასაც ვხედავთ, ბოლოს ვნახე ვიღაც ახალი თანამშრომლები,
ალბათ იმიტომ აიყვანეთ რომ მივდით რომ თქვენ ვერ ართმევთ თავს საქმეს, მაგრამ მაგათაც ცოტა უნდა ასწავლოთ
ხალხთან ურთიერთობა და იმ საქონელში გარკვევა რასაც ყიდით, თუმცა თქვენ თითონაც ვერ ერკვევით
თქვენსავე საქონელში, ეს პოსტი არ არის მარტო ჩემი აზრი, ამაში დამეთანხმეა ამ ფორუმის იმ წევრების
რაოდენობის 99% ვისაც თქვენი მაღაზიით უსარგებლია, კლიენტს არ უნდა ექცეოდე მეორე ხარისხოვნად თორემ კლიენტი არ გეყოლება,
და ეს ფორუმი არის ერთერთი და ალბათ საუკეთესო ინდიკატორი თქვენი რეიტინგის, ასე რომ გაითვალისწინეთ...
თუ მაგალითები გაინტერესებთ მე პირადად მოგიყვანთ ჩემ თავზე რაც გადავიტანე იმას და გვერდიდნ შეხედეთ მერე როგორია
ზაზა
და რა ქარავანში როგორ არის კი იცი, ვალერა ქაჩავს იქაურობას, აბა მითხარი იარაღს ხელში რომ არ დაგაჭრინებენ იმ იარაღს იყიდი?
რა თქმა უნდა იყიდი დეგერატი თუ ხარ
პ.ს. და საერთოდ რატომ გერიდებათ მაღაზიების კრიტიკა აქ, ის დაწერეთ
რაც არ მოგეწონათ, იქნება ისწავლონ ხალხთან ურთიერთობა
აგერ მე ვიქნები პრველი ფლაგმანი
ყველაზე ძალიან მომწონს ქარავანი, იმიტომ რომ:
1. ვალერას რაღაცა ესმის იარაღებში
2. მაღაზიაში არ გხვდებიან დაბოღმილი სახით
3. რაც იციან ბოლომდე გეუბნებიან
4. თუ არჩევანზე ხარ, საუკეთესოს გირჩევენ
5. აკეთებენ ფასდაკლებას
6. არჩევანი საშუალო თბილისის თაობაზე
7. იარაღის ხელში დაკავებას არ გიჟმოტავენ
8. ფასები საშუალოზე ძალიან ცოტაზე მეტი
კალიბრი. გაგარინის ფილიალი
აღარ გავაგრძელებ, ხვალე გავხსნი საინტერსო თემებს და ყველა მაღაზიის მეპატრონემ
გადახედოსხოლმე და გაიგებს რომელს რისი ტრაკი აქვს, კლიენტი სად დადის, რატომ დადის,
ზოგადად იმედია მიხვდებიან თავის შეცდომებს და იქნება გაითვალსწინონ მომხმარებლის მოთხოვნები
რაც "ქარავანს" შეეხება, 100%-ით ვეთანხმები ჩვენი საზოგადოების
ძვირფასს წევრებს.
რაც იმ "მაგნუმს" შეეხება, ეს ლათინური სიტყვაა რაც დიდს ნიშნავს და მას, როგორც
რეკლამის პროფესიონალი დავამატებდი კიდევ ერთ სიტყვას "Magnum Anus" ანუ
"დიდი ანუსი", ქართულად "დიდი PRO-ჭი"
მაგნუმში ერთი თურქული თოფი ჯერ ძლივს გვაჩვენეს,მხოლოდ მაშინ როცა ფული ვანახეთ,მერე კი მოხდა საოცრება:ისე აფორმებდნენ საბუთებს,თოფი ყუთიდან არ ამოუტანიათ,მხოლოდ ნომერს დახედეს.ჩვენი მოთხოვნის შემდეგ შეუდგნენ აწყობას და კიდევ ერთი საოცრება --- იარაღი დაეშალათ და ნაწილები კაფელზე დაეყარა.მოკლედ ვერ ააწყვეს და ...
გამოიცანით:ვაყიდინე თუ არა ის თოფი???
რაც შეეხება ,,ქარავანს",მანდ სხვა სიტუაციაა.ვალერას არ ეზარება კლიენტს აუხსნას,ურჩიოს,იარაღი მიაწოდოს.
ვიტოს ვეთანხმები
მართალია .....!
მე პირველ ადგილზე ქარავანს დავაყენებდი
უარყოფითი მხარე:..რევოლვერები და პისტოლეტები თითქმის არა აქვთ.
მეორე ადგილი კალიბრი.....!
უარყოფითი მხარე : მწირი არჩევანი ბიუჯეტური თოფების.
მესამე ადგილი სახელი არვიცი გაგარინის მოედანზე კალიბრთან გზის გადაღმა ახლადასენებულ სახლში რომ მაღაზიაა ის
უარყოფითი მხარე : მხოლოდ პისტოლეტებით და რევოლვერებით ვაჭრობენ.
მეოთხე ადგილი კიდევ ახალი მაღაზია რომ არის მეტრო გოცირიძესთან ..მოგზაური.. ძალზედ მეგობრული ხალხი აღმოვაჩინე
უარყოფითი მხარე : მწირი არჩევანი.
რაც შეეხება მაგნუმის სერვიზს ამაზრზენია...ამაზრზენი.....
დენთში საერთოდ არვყოფილვარ და არვიცი
დიანაში ფასებია ამაზრზენი...
სხვა რაღაც არმახსენდება..
ხო და კიდევ ქუთაისსი არის კარგი მაღაზია ..ვესტერნი2..
იმედი მაქვს მაგნუმის მესვეურნი გონს მოეგებიან და ადამიანურ მოპყრობას ისწავლიან....მართლა იმედი მაქვს.
სუპერ უარყოფითი მაგნუმს, ერთხელ ვიყავი ვიჩხუბე და გამოვედი. ქუდი რომ შემიგდონ შიგნით ჩემდა თავად მაქ შემსვლელის! მომწონს ქარავანი და მაქვე აღმაშენებელზე მუსკომედიის გვერდით პატარა მაღაზიაა, ძალიან ყურადღებიანი და თავაზიანი ხალხი მუშაობს.
cipo
ქარავანი მომსახურებით მართლა მაგარია. არჩევანიც ნორმალური. ვალერი ხომ ძმაა. სანამ კლუბი გვექნებოდა მანამდეც ხომ დავდიოდი, არ მახსოვს ბოლომდე არ დაგხმარებოდნენ ყველაფერში. ორჯერ რომ რამეს ვიყიდდი მესამეზე ფასდაკლებას მიკეთებდნენ. ეხლა ხო #1 ია
დღეს თუ ყველა პარამეტრით შევაფასებთ მაღაზიებს ქარავნი პირველ ადგილზე დგას!
ბესო
ზევით ნახე რა გამოკითხვა მივცე, თუ რომელიმე გამორჩა დაამატე და გახსენი
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=470961
მაინტერესებს როგორია ვარგა ვითომ კარგი არისს
მაგნუმზე 2 სიტყვით:
თოფი რაარი, ჟილეტის მოზომვა მინდოდა სავაზნეებიანი ჟილეტის, ხომ უნდა მოვიზომო რომ ნათხოვარივით არ მეჟდეს მერე ტანზე, არაო იმ კუტამიცინებმა მაგნუმში, აწუხებთ მაგათ, ძაან კომპლექსიანი და უზრდელი ხალხია და კლიენტსაც ძაბავენ, მაგნუმ ანუს 1000000000000000%
სადღაც წავიკითხე ლილოში არსებულ მაღაზიაზე . თუ არ ვცდები 7სპილო ქვია, შეიძლება მეშლება, ხომ არავინ იცით ზუსტად რა ქვია და სად არის?
მოკლედ გუდვილში გაიხსნა მაგნუმის მაღაზია. დღეს შევედი. უფროსიც დამხვდა, გაცილებით კარგადაა მოწყობილი. უფროსიც წესიერი და მცოდნე კაცი ჩანს. ველაპარაკე იქაური მაგნუმის პრობლემებზე. მომისმინა და ქალები გააფრთხილა ხომ გაეგეთ წესიერად იმუშავეთო. მოკლედ აღარ მგონია პრობლემები შეგვექმნეს. მოკლედ გირჩევთ მაგნუმი თუ დაგჭირდებათ გუდვილის მაგნუმში მიხვიდეთ
ჭალიმგელა
ჭალიმგელა
თიფებითურთ ?
ამ საიტზეა რუქა რომელზეც აღნიშნულია ჩვენთვის სჭირო მაღაზიები.http://guns.ge/map/
სადაც ვიყავი ყველაზე კაი მომსახურება ჰქონდათ ქარავანში
ნორმალურად დაეგლაპარკებიან აგიხსნიან
მაგნუმზე მეც იგივეს ვიტყვი
რაღაც შევეკითხე და 2 სიტყვა ძლივს ამოვაღლიტე
გუდვილის მაგნუმში შეისვლება, დაჟე დანა ვითრიე!
Bonehill
შოთა.03
კი აზზე ვარ, ვიყავით უკვე , დაჟე შალვას დანა ვაჩუქე
Bonehill
შოთა.03
მაღაზია ბეკასი სად არის ხომ არ იცით?
ეხლა ბეკასია თუ მოგზაური ვერგეტყვი მაგრამ მეტრო გოცირიძესთან რომ საქართველოს ბანკია იმ ასახვევის ბოლოსაა.
ესეც იმათი ტელეფონია მემგონი-877717772
ბიჭებო ეს მომწერეს დღეს ადნაკლასნიკებში.შესულხართ ვინმე,კარგი ტავარია?
გაიხსნა სათევზაო ინვენტარის მაღაზია
თბილისში, გაგარინის -14/16-ში
გათავაზობთ საუკეთესო ხარისხის
პროდუქციას საუკეთესო ფასებში!!!
Shimano, Okuma, Daiwa, - და სხვა ცნობილი კომპანიების პროდუქციას,
ასევე შესაძლებელია საბითუმო ვაჭრობა!!!
თევზაობის სეზონი 2010 უკვე გაიხსნა!!!
17:39
საძმო რა მინდა გითხრად, დიდუბეში არის ერთი მაღაზია მარშუტკების გაჩერებასთან ირემი ახატია გარედან, ისეთი დონე არაა როგორც სხვები მაგრამ კაი რაგაც რაგაცეები აგვთ ხოლმე. მეპატრონეს ბეჯანი ქვია ჩემი ძზმაკაცია, თუ იქ მოხვდებით და რამის ყიდვას გადაწყვიტავთ ჩემი სახელით და ფასდაკლება გარანტირებულია ოჩოს ქსივის გარეშეც..
ვიცნობ ბეჯანის, კარკი ბიჭია, მომსახურებაც მშვენიერი აქვს.
ლევანი
ალბათ ტელესკოპური სპინინგი
ლევანი
კი დასაკეცი რაიყო რათ გაიკვირვე , აი როგორც დასაკეცი სქელი დონკის ანკესი როა ისეთია ოღონდ წვრილი და მჩატე
ლევანი
http://www.ad-lister.co.uk/Shared/UserImages/9ee80950-4cdb-40b5-b401-ca4c992fb65d/Img/ABU_SPECIALIST_GT_SPIN_TELESCOPIC_10FT_SPINNING_29_99_1.jpg
http://www.veals4carp.com/ProductImages/fullsize/catana_bx_tele_spinning.jpg
T A M P L I E R
ხოო ეგ კი ვიცოდი..უბრალოდ სიტყვა "ტელე"-მ დამაბნია... ამასწინად სადღაც წავიკითხე..სპეც ანკესებზე..(სონარით და ეგეთი სიახლეებით) ეგეთი ახალი ტექნოლოგია მეგონა რაღაც. და გეთების მეტი რა ყრია. ვაჟაზე განსაკუთრებით.
ლევანი
რა
ჯიგრებო წერეთლის მეტროსთან იცით ვინმემე მონადირეთა მაღაზია?ზუსტად რა ადგილასაა ხო არ იცით?
ქარავანის გარდა არის გლოკი კიდევ რომელიც დინამოს ჩაყოლებაზეა შუქნიშანთან და გერმანიის საელჩოს გვერძე კიდევ რარაც მონადირის მაღაზია მარა ესენი რამდენად ახლოს ითვლება წერეთლის მეტროსთან არ ვიცი
კაი თემაა ნამდვილად საქართველოში მომსახურების დონე არის უსაზიზღესი ახალ მაღაზიასჰი სულ შისით შევდივარ რამეს იტყვი და შარს მოგდებენ თუ კაცია კიდე რამეს ეტყვი მოკლეთ უმძიმესი სიტუაციაა
ვინმემ ხო არ იცით ბუგულუჯი სად იყიდება და იქნებ ნომერი მომცეთ მაღაზიის.
1)დიღმის მასივსჰი ახალ ბაზარსჰი,,,2)ნავთლუხის ბაზარში....
გლდანში,მე-5 მ/რ-ში,ახალი მშენებარე ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს გაუხსნიათ სანადირო იარაღების მაღაზია amazon.ge.
აქვთ რუსული იარაღები,იდო ბრაუნინგიც.მალე შემოვიტანთ ევროპულ გლუვლულიანებსო.
მეთევზეებსაც დააინტერესებს,არის რაღაცეები.
დღეს ვიყავი გლდანში 5 მიკროში, დავათვალიერე ახალი მაღაზია! არის ქარავნის ფილიალი იმ გაგებით რომ პროდუქცია ქარავნისაქვს
აქვს ბრაუნინგები, ფრენჩი, იჯები, ტოზ 99. მოსახურეობა იდეალური,
ფასები მისაღები.
საფანტი კილო 6 ლარი , ვაზნები- ქარავნის ფასები...
ხახლო ელექტრონული მანოკი როგორ გამოვიწერო ინნტერნეტიდან ვერ მეტტყვით?
ხახლო ელექტრონული მანოკი როგორ გამოვიწერო ინნტერნეტიდან ვერ მეტტყვით?
sniper
გიზოვიჩი
დასტურები
როცა გინდათ მაშინ ხო კარგად ხმარობთ? მითხარი ერთი, როცა ერთ ადგილას მიხვალ და ნახავ რო მანოკი დგას წამოხვალ იქიდან?
sniper
შენადა რა ყველა განყოფილებაში გვაწუხებ? რას ვიზავთ და როგორ ეგ ჩვენი საქმეა,
გითხრეს უკვე ერთ თემაში რომ მაღაზიებში დიდი არჩევანიაო და მიდი და იყიდე რა
ელეტრო მანოკი არის ბრაკონიერული ხელსაწყო.
დენით "თევზაობას" შევადარებდი.
არც ჩამომაქ გასაყიდათ და არც არავის ვასწავლი სად და როგორ იყიდოს!!!!
პირველ რიგში კაი კამფეტივით გამარჯობათ და ეხლა რამაინტერესებს იქნებ ვინმემ იცოდეს დინამოზე, ქარავანის მაღაზიიდან რომმოვდივართ დინამოსკენ ზუსტად შუქნიშანზე არის ერთი პატარა მაღაზია გარედან ნაგანიც ახატია და ერთი ქალიდა კაცი მუშაობს თუარვცდები ერთი ხელი არაქვს ამკაცს საიტიც მაქვს ნანახი და ნამყოფიცვარ რაგაც რაგაცეები ვიყიდე ამისწინებში მაგრამ საიტი აღარმახსოვს,რომ ვყიდულობდი კაი მოსინი შევამჩნიე უკან კუთხესთანდა მაინტერესებს იქნებ ვინმემიცოდეს საიტი ,დროარმაქვს გასვლის ვმუშაობ თორე გავიდოდი და აღარ შეგაწუხებდით და კიდევერთი კითხვა თუ შეილება დიღომში სადაა ხომვერმეტყვით ბაზრობა შაბათკვირას,იქნებ მანდ ვნახო რამე,აბა წინასწარ დიდი მადლობათ .
აუ მაგნუმი საიდან გამახსენდა კაცო, გლოკი.. თფუი ნაადრევი სკლეროზი მაქ..
სპასიბატ ბიჭებო და საიტს რაც შეეხება ააქვთ ეხლა უდნა დავიწყო ძებნადა ვროგორც ვნახავ მაშინვე დავდებ საიტსაც აქ ისეკი უეცჰველი ვიცი ნანახიმაქვს ჩემი თვალით საიტი
მაღაზია FISHING CLUB
სათევზაო, სამოგზაურო, სანადირო
საბურთალო, ნუცუბიძის N8.
ტელ : 72-84-68
ხოარიცით რომელიმე მაგაზიას განვადებები აქვს თოფებზეე?
წინასწარ მადლობტ.
დიდი მადლობა ბიჯებო.
FISHERMAN
Sos049 უღრმესი მადლობა
მაღაზია დიანას თავისი საიტი ქონია
http://www.bigsale.ge/diana/index.html
PREDATOR
მებადურმა სადმე ხომ არ გახსნა თუ იცით ვინმემ?
გამარჯობათ. ვინმე ხო არ ყიდით ან ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო 12 კალ. "ზაკრუტკა"?
http://myparts.ge/parts_details.php?part_id=4100124#
http://myparts.ge/parts_details.php?part_id=4100176#
ამ თოფს რო ქამარიაქვს ხომ არ იცით სად შეიძლება ესეთის შეძენა?
თითქმის ნებისმიერ იარაღის მაღაზიაში
Bonehill
რაარის იცი? ამ ქამარმა გამახსენა ეხლა ბაბუაჩემის იჯ 18 ის ქამარი, რაღაცნაირი ძველი ტყავის ქამარია და თან ერთი მხარე ხავერდის პონტში აქვს... თუ მართლა იყიდება ესენი ძაან მაგარი იქნება
თუ საბჭოთა წარმოებები გაინტერესებს დიღომში ე.წ. "ძაღლების ბაზარში" უნდა მოიძიო
მადლობა ვნახავ... აუ სად მაქვს ამდენი სასიარულო დროო :(((
სალამი ხალხო ანკესი სად შეიძლება ვიყიდო დონკაზე და მაქსიმუმ 3 კილოიან თევზზე ცოტა იაფათაც რო იყოს ისე
Datoie
ერთ თემაში, როცა იკითხავ, იქ დაელოდე პასუხს, იგივე კითხვის დასმა სხვა თემებში არ არის მართებული, ხალხი ყველა თემაში შედის და არა ცალკეულში
აბა ეს ნახეთ
http://gunsorder.ge/
ვიყიდი ავტომატური CZ 75_ის მჭიდს.
http://imageshack.us/photo/my-images/841/42s3.jpg/
ან თუ იცით სად შეიძლება მისი შეძენა, გთხოვთ მირჩიოთ.
Shooter
მადლობა. ანუ გამოდის, რომ ვეძებ ამ სამი იარაღიდან ერთ-ერთი ნებისმიერის მჭიდს, გაიხარე.
გასაგებია, მე მესაჭიროება 15/16 ვაზნიანი მჭიდი ან უმჯობესია უფრო დიდი, ნუ კალიბრიც უნდა ემთხვეოდეს რა თქმა უნდა.
თუ სადმეე წააწყდით ქარხნულ .45 ACP-ს ვაზნებს დაწერეთ აქ. მადლობელი ვიქნები.
გამარჯობათ ბიჭებო, სოკოლის ყიდვა მინდა და სად იყიდება არიცით? თან კვირას რომელიმე მაღაზია მუშაობს?
assassin29
დინამოსთან , კალიბრის ფილიალში
იქნებ გამოგადგეთ ვინმეს!!!!! დიდუბის მეტროსთან მარშუტკები სადაც ჩერდება მანდაც იყიდება სოკოლი, 250 გრამი 27 გელა ღირს. ტყვიები ცოტა ძვირია, ტოზ 34 ის ზამბარებიც ქონდათ 50 გელა. მარაზიას "მონადირე და მეთევზე" ქვია მგონი ზუსტად აღარ მახსოვს
პ.ს კვირასაც მუშაობენ
სპორტინგიში რო თეფშებს ისვრის ის აპარატი იყიდება საქართველოში?
გეტანხმებიტ.
თუ არავინ იცით ის მაინც დამიწერეთ არვიცით ვერ დაგეხმარებითო .
მე ვერ ვნახე და მაგიტომ ძმაო და თუ შეწუხდი იზვინი
ilara
ჩვენ შევუკვეთეთ და ისე ჩამოვიტანეთ. სადღაც მაქვს ნანახი და თუ გავიხსენე მოგწერ.
ისე საბოსი არ იყოს. ყველა ხომ არ მოგწერს არ ვიცითო
ვინმემ თუ გაიხსენა დაწერს, მე ნაღდად ვნახე სადღაც და თუ გავიხსენე დავწერ. ამ დღეებში მაგნუმში გავალ და ვიკითხავ
მიახლოვებით რა ჯდება ეგ სიამოვნება?დიდი მადლობა გაიხარე შენა .ჭალიმგელა
არის რომელიმე ფირმა რომელიც არ ღირს რომ ვიყიდო ან რომელს მირჩევ თუ არ აქვს დიდი მნიშვნელობა ?
მიახლოვებით რა ჯდება ეგ სიამოვნება? http://www.magnum.ge/ ამ საიტზე შედი 2 ცალი დევს და ნახე. მანდ ნომერიცაა მაღაზიის და დაურეკე
http://postimg.cc/image/bcmszdofb/
http://postimg.cc/image/hoxcvh23r/
http://postimg.cc/image/outpbo0kn/
იყიდებაა საწერ კალმის ტოლი ჯოხი. 555359619
Usa2Georgia-მ დამიბლოკა ხრახნლულიანის საწმენდი პლასტმასის ტრუბკა, რომელიც თავსდება ბოლტის ნაცვლად და გაწმენდის პროცესში იცავს მექანიზმს ჭუჭყის მოხვედრისგან.
ხომ არ იცით, იყიდება თბილისში სადმე ასეთი?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)