თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ თევზაობის პრინციპი "დაიჭირე-გაუშვი"

პოსტის ავტორი: (dila)adriano Mar 29 2010, 13:39

დარწმუნებული ვარ
ფორუმის ძირითადი ნაწილი დამეთანხმება
რომ თევზაობა პრინციპით "დაიჭირე-გაუშვი"
ჩვენი საყვარელი სამიანობის ყველაზე კულტურული ფორმაა

რა თქმა უნდა ეს თევზების ყველა სახეობას არ ეხება
ვთქვათ
კარასის (იგივე კარჩხანა) დაჭერა და გაშვება არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება
ასევე თეთრულებისა და თაღლითების გაშვების ვერანიარ მიზეზს ვერ ვხედავ
ისევე როგორც დაჭერის მიზეზს newsmile090.gif

მაგრამ არის შემთხვევები როდესაც თევზის არგაშვება პატარა დანაშაულია
ზოგჯერ კი დიდი დანაშაულიც newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 29 2010, 13:55

(dila)adriano
ფანასტიური იდეაა, ოღონდ ჯერ ჩემი აზრით უნდა მივხედოთ ბრაკებს, რის შემდეგაც გვეცოდინება, რომ ის გაშვებული თევზი ცოცხალია და არავის ბადეში არ გახლართუ
ლა, თორე, მე დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ აქციაში მონაწილეობას...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 29 2010, 15:12

შოთა.03

ციტატა(SHOTA @ 29th March 2010 - 14:55) *
მე დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ აქციაში მონაწილეობას..

ეს აქცია არ არის,ზოგიერთ ქვეყნებში ეს აზროვნება აქვთ და სვანაირად ვერც წარმოუდგენიათ

პოსტის ავტორი: (dila)adriano Mar 29 2010, 15:28

მამლუქი

ეს სევდიანი ამბავი თურმე შარშანწინ მოხდა,
ჯერ დაწყებულიც არ იყო სამხრეთ ოსეთში ომი
და განმუხურის ბანაკთან ტანკენარი და კოხტა
უჩა ზოღაში ცხოვრობდა ორი მარგალი ჩხომი.

ტყუპები იყვნენ თევზები, ვერ გაარჩევდა დედა,
ერთს თურმე ხვიჩა ერქვა და მეორეს ერქვა გოჩა,
ჭირს და ლხინს ერთად იყოფდნენ, სვამდნენ და ჭამდნენ ერთდ
და სავსე ქონდათ ყოველთვის ნაწლავი თორმეტგოჯა.

კაითევზურად ცხოვრობდნენ, არ ჭამდნენ წითელ ჭიას,
ამბობდნენ: ქურდებს სიცოცხლე და სიკვდილიო ბოზებს,
სულ ხუთიანზე ესმოდათ რასაც გაგება ქვია,
მოკლედ, კოჩები ყოფილან ამ ბესპრედელის ფონზე.

ამ დროს კი თურმე სასაზღვრო თავდაცვის მთავარ შტაბში,
შემთვრალმა ათმეთაურმა წალენჯიხური ღვინით
დაიბრიდა და ვერაფრით ვერ გააგორა შაში,
ნარდში წააგო თორმეტი ლიმონკა ეფადინი.

მერე ადგნენ და გავიდნენ ადგილზე სადაც შავ ზღვას
ერთვის მდინარე ენგური. დაქოქეს შავი ნავი.
სამიც ჩაარტყეს, მიადგნენ სეპარატისტთა საზღვარს
და მზერა ჰკიდეს მიდამოს მთვრალი და გამყინავი.

გოჩა ბაითში იჯდა და აკიშკავებდა ხოჭოს,
ხვიჩა ტუალეტში იყო და მუცელს ხოჭოსგან ცლიდა,
იქვე ლოდის ქვეშ თორმეტი აბირჟავებდა ღორჯო,
ბაზრობდნენ, საქმეს ურჩევდნენ მატერაცის და ზიდანს.

როცა პირველმა ლიმონკამ თავი ტალღებში გლიჯა,
სუფრაზე მჯდარი გოჩასთვის მეხის გავარდნას გავდა,
იფიქრა, რა გააკუა ეგეთი ჩემმა ხვიჩამ,
პირში არარა ჩაუდევს “კაზიავკის” ხორცის გარდა.

როცა მეორე ლიმონკამ თავი ტალღებში დურთა,
თავბრუ დაეხვა ხვიჩას და თან პარალიჩმაც ხია,
რაღაც ტკივილი შეიგრძნო ლაყუჩის შიდა ყურთან,
შარვალიც ვერ ამოიცვა, ხვანჯარი დარჩა ღია.

მოკვდა და უკანასკნელად აღმოხდა “ვაი ნანა”,
უტვირთო პაპლაოკივით ტივტივებს წყალსა ზედა,
ათმეთაური ტალღებზე ანათებს თავის ფანარს
და სიხარულით პოულობს ხვიჩას უსულო ცხედარს.

როცა მესამე ლიმონკა ჩავრადა შავბნელ წყალში,
გოჩა იჯდა და ელოდა ხვიჩასთან ერთად სიკვდილს,
მერე კი ჯარისკაცებმა ერთად შემოკრეს ტაში,
თუ რატომ ალბათ ყველანი უჩემოდ კარგად მიხვდით.

მე მინდა ხსოვნა დავლიო ამ ორი ტყუპის, რადგან
სიცოცხლე მათი დასრულდა, სიცოცხლე მათი მორჩა,
მათი სიკვდილი მოვიდა, სახლის კარებთან დადგა
და ცხელ ტაფაზე დაყარა ჩემი ხვიჩა და გოჩა.

მე მინდა თხოვნით მივმართო ყველა მათ ძმაკაც ღორჯოს,
თუ სამი ხოჭო გაჩითეთ, ორი გადადეთ მათთვის
და სადილის წინ ყოველთვის ლოცვა წარმოთქვით ორჯერ,
არ დაგავიწყდეთ ტუალეტთან ანთება წმინდა სანთლის. vava.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 29 2010, 15:49

(dila)adriano
საღოლ , მაგარია , საღოლ , ბრაკონიერებისათვისაც კარგი იქნება ეს რომ წაააკითხათ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Mar 29 2010, 15:56

ვისაუბროთ იმის შესახებ
თუ რა სიტუაციაში ღირს თევზის გაშვება
საუბარი არაა წითელ წიგნში შეტანილ თევზებზე
ისინი რა თმა უნდა ისედაც უნდა გავუშვათ
ან არც დავიჭიროთ


მაგრამ ხომ არის
როდესაც ვთქვათ სოსო49-მ თბილისის ზღვაზე დაიჭირა შვიდკილოგრამიანი საზანი
და მასთან ერთად სამი ნახევარ კილოიანი ლოქო
ხომ იქნება ყველაზე კეთილშობილური საქციელი ამ სამის გათავისუფლება?
მგონი ასეთი საქციელით მათევზე ხაზსს გაუსვამს საკუთარ პროფესინალიზმს?

დაწერეთ
თქვენი მსგავსი საქციელების შესახებ small3d018.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Mar 29 2010, 19:38

არ მეგონა თუ ეს თემა ჩენს მოანკესეებს არ დააინტერესებდა ashh.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Mar 29 2010, 20:08

თემა არათუ საინტერესო, არამედ საჭირბოროტოა და ყველასთვის შესასისხლხორცებელია. მათ შორის უპირველესი მე ვიქნები!
თევზის დაჭერაზე მეტ სიამოვნებას ის განცდა მოგგვრით, როდესაც დამარცხებულ ბუნების შვილს ხელმეორედ სიცოცხლეს აჩუქებთ.

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 29 2010, 21:59

მე პირადად 40 სანტიმეტრს ქვევით ლოქოს ვუშვებ newsmile05.gif და ქარიყლაპიას მტკაველს ქვევით ვუშვებnewsmile05.gif

თუმცა ეგ რაც აქ ითქვა რომ 10 კილოიანი საზანის გაშვება( მაგალითად) ეგ არის თევზაობის კულტურის ამაღლებაზე დამოკიდებული, როდესაც იცი რომ გაუშვებ და ხვალ შეიძლება ვიღაცამ დაიჭიროს და იმანაც გაუშვას, მაშინ შეელევი ,მაგრამ როცა გდის თანამშრომელი რომ მოუძღვის დენის აპარატით ბრაკონიერებს, მაშინ ამის გაკეთება გიჭირს კაცს:(

პოსტის ავტორი: Sos049 Mar 29 2010, 22:08

......მდააა!

პოსტის ავტორი: შოთა.03 Mar 30 2010, 10:48

T A M P L I E R

ციტატა(nika @ 29th March 2010 - 16:12) *
ეს აქცია არ არის,ზოგიერთ ქვეყნებში ეს აზროვნება აქვთ და სვანაირად ვერც წარმოუდგენიათ

კი ვიცი ჩემო ნიკოლოზ, მაგრამ ჯერ, ხომ უნდა ჩამოგვიყალიბდეს ესეთი აზროვნება, ამისათვის კი დროა საჭირო და ამიტომ მე ვთვლი, რომ ჯერ ეს აქციის მსგავსად უნდა დაიწყოს, რომ მომავალში უკვე სისხლში გაგიჯდეს... მე ამ წინადადებას ორივე ხელ აწეული მივესალმები....

პოსტის ავტორი: გიორგი Mar 30 2010, 14:11

თემა გადატანილია განყოფილებაში "საუბრები თევზაობაზე"

პოსტის ავტორი: (dila)adriano Mar 30 2010, 21:42

აი ახლა ვზივარ და ვიხესენებ იმ ჩვენებურ მეთევზეს
რომელსაც სოლიდური თევზი დაეჭიროს და მერე გაეშვას
არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ მაგონდება
გარდა ერთისა
კოდორზე ვთევზაობდით
მამაჩემი და მახუტი - გასაშლელი ბადეებით
მე და ბავშვები - ბამბუკის ანკესებით
კოდორზე ათობით დასახელების უგემრიელესი თევზი იჭირებოდა
ყველაზე ხშირად - წვერა და ქაშაპი
ყველაზე იშვიათად - ორაგული

ორაგულის
მითუმეტეს დიდის დაჭერა
ყოველთვის დღესასწაული იყო
დაუსრულებელი დღესასწაული
რადგანაც მას ასობით მოყოლილი ისტორია ემატებოდა
და ახლა როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ
ეს გახსენებაც იმ დღესასწაულის ნაწილია -
სკოლაში აღლუმის წინ ნაჩუქარი პატარა დროშა გავს
შემთხვევით რომ ვიპოვე კარადაში

როდესაც თევზი გვემალებოდა
მდინარის ტოტებში რთხმელის ტოტებს ვაცურებდით
ვეჯიბრებოდით - ვისი გაასწრებდა
როდესაც ბადეში თევზი აფართხალდებოდა
ისევ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით
ვინ პირველი ამოიყვანდა ბადის ჯიბეებიდან

მახუტის ათასგვარი ტყის სულის წამდა
მიუვალ ადგილებში დადიოდა სანადიროდ
და მიუვალ სოფლებში იმახსოვრებდა
ბუნებაში მოქცევის წესებს
ერთმა აფხაზმა მითხრაო -დაიწყებდა
ორაგულებს თავიანთი მფარველი სული ყავთო
ერთ-ერთ ირემში ცხოვრობსო თურმე მისი სული
დაწინწკლული ირემიაო
ყველა კარგი მონადირე ადვილად გაარჩევსო სხვა ირმებისგან
გაზაფხულზე უყვარს მდინარესთან გამოსვლა და
ორაგულების საუბრის მოსმენაო
მან იცის მაგათი ყველა დარდი და სიხარულიო
ამიტომ ზოგიერთები სხვებზე მეტად უყვარსო
კარგად იცნობს და იმიტომაც უყვარსო
მათ დაჭერას არავის აპატიებსო
რქებს არ დაყრის მანამ სანამ სამაგიეროს არ გადაუხდისო
ერთიც კიდევ საცოლე ყავსო
საწნახელისხელა ორაგულიო
მისი ასაკი არავინ იცის
ამბობენ დასაწყისიდანვე იყოო
სამჯერ ყავთო თურმე ბზიფზე ნანახი
ორჯერ დაურ ხაშბას
ერთხელ - გივი არახამიასო
მე ახლა ცოცხლებზე გეუბნებიო -მითხრა
თორემ ძველებიდან ბარე ოცამდე მეთევზეს ყავსო ნანახი
გამოქვებულებს აფარებს თავს თურმე
და მთელი ეს დრო ირემი უწიკავსო საკვებს
ფილო ფილფანის ბაბუას დაუჭერია ერთხელ
ბადეში გაეხვა და არც ინძრეოდაო
იმ კაცს თევზი ბადისაგან გაუთავისუფლებია
მუხლებზე დაცემულა
ღმერთის ლოცვა უთქვამს
და პატიება უთხოვია
ხომ იცი 14 და-ძმა ყავდა ფილოს
და მამამის თორმეტიო - დაამატებდა
წარბს აწევდა
ღრუბლებს ახედავდა
და ბადეს მოისვრიდა
თუ ბადე ცარიელი იყო
მიაყოლებდა:
ის ორაგული თითქმის არასოდეს გადის ზღვაში
ან მხოლოდ იმიტომ რომ
მდინარიდან მდინარეში გადავიდეს
ახლა ეტყობა სხვა მდინარეშია
მერე ისევ წარბს აწევდა
ბადე კბილებში და ..........

იმ დღესაც ეს "პლასტინკა" დაატრიალა
თევზის ჭაჭანება არ იყო ახლომახლო
ორაგულს ვინ ჩივის
წვერა და ქაშაპიც ვერ დავიჭირეთ
მახუტის წარბი წუთითაც არ დაუწევია დაბლა
და უთევზობის მიზეზად ისევ ის ორაგული მოიყვანა
დაურ ხაშბადან დაიწყო და
ფილფანების გენიოლოგიას გადაწვდა
მერე ირემიც გაიხსენა
"შარშან ვნახეო ფსხუში ეგ ირემი
ეგრევე ვიცანი და თოფი არც დამიმიზნებიაო"
არ ვიყავით ის ჩიტები ეგ ზღაპარი დაგვეჯერებია
მახუტიმ მკაცრი სახე მიიღო
თვალები აათამაშა
და ზუსტად ეს თქვა ყველას გასაგონად:
"ა გეუბნებით ახლა მე თქვენ
ის ორაგული კოდორშია შემოსული და სადღაც აქაა
მე თქვენ გეუბნებით
მაგიტომაა თევზი რომ არაა
მაგისი ეშინიათ"
ამის თქმა და მამაჩემის ჩაბჟირება ერთი იყო
ჩვენც გვინდოდა გაგვეცინა
მაგრამ მახუტის შეგვეშინდა
თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა
(ხელმოცარულ მეთევზეზე საცოდავი ადამიანი ვინაა
უკანასკნელ ხავსს რომ ეჭიდება და
უკანასკნელად და უიმედოდ რომ ისვრის ბადეს
ან ანკესს)
მერე შემოტრიალდა
ბადე მხარზე გადაიგდო
მდინარისპირას დადგა
კისერი მოატრიალა
გამოგვხედა და
ამღვრეულად წაილუღლუღა:
ახლა თუ ვერ დავიჭირე ის თევზი
მე არ ვყოფილვარ მახუტი კემულარიაო

ბადე მდინარეში ისე ბორგავდა
როგორც საბანი ქორწინების პირველ ღამეს
იგრიხებოდა
მერე რომელიმე ერთი მიმართულებით იწელებოდა
მერე ისევ ბორგავდა
და ყველაფერი თავიდან...

მახუტი გაყინული სახით იდგა და ბადეს ეჯაჯგურებოდა
დანარჩენებმა ვერც გავიაზრეთ რა მოხდა
ვიდექით და ვუყურებდით
მერე ბადე უცებ დამშვიდდა
გაყინული სახითვე გამოგვხედა მეთევზემ
თავლებით გვაგრძნობინა - თევზი გაიქცაო
თევზი იყო თქო - ვკითხე
აბა რა უნდა ყოფილიყო შე გამოყლევებულოო - მიპასუხა
ფუ ბლიადო - თქვა და ბადის წყლიდან ამოღება დაიწყო
მოქაჩა თუარა თოკს -გაშეშდა
კიდევ ერთი მოქაჩა და იყვირა:
თევზი ბადეშია გამოიყვანეთო

ხუთივე ერთად შევარდით წყალში და ბადეს მოვეხვიეთ
კაი მოზრდილი ორაგული იყო
10-12 კილო მაინც იქნებოდა
მაგრამ მთავარი ის იყო რომ თევზი არ ინძრეოდა newsmile035.gif
ელემენტარულ წინააღმდეგობასაც არ გვიწევდა
თითქოს ჩვენზე უკეთ იცოდა
წინააღმდეგობას რომ არა აქვს აზრი
ასე სუდარაში გახვეული მიცვალებულივით გამოვიყვანეთ ნაპირზე ბადეშემოხვეული
მერე ინსტიკტურად მახუტის გავხედე
გაქვვებული იდგა და ტყისკენ იყურებოდა
მეც იქით გავიხედე
ბოლოს ყველამ იქით გავიხედეთ

ნაკადულის პირას იდგა უზარმაზარი ირემი და ჩვენ გვიყურებდა

პოსტის ავტორი: troutbaiter Mar 30 2010, 21:58

კარგი თხრობა გაქვს (dila)adriano! xoshian.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: dmoral Mar 30 2010, 22:18

ძალიან მაგარია!!

მოთხრობების კრებული უნდა გამოცე. ისე აფხაზურადაც! newsmile05.gif სერიოზულად! მაგარი იქნება

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 31 2010, 09:25

dmoral
ცოტა უფრო მეტი რაღაცეები აქ გამოცემული newsmile035.gif:D:D თუ ნებას დაგვრთავს გავამხილოთ სახელი და გვარი და იქნებ გუგლშიც ვიპოვოთ მისი ნაშრომიnewsmile035.gif:D:D

პოსტის ავტორი: Maverick Mar 31 2010, 09:34

xoshian.gif შექება ჩემგან, ასე გემრიელად დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს

პოსტის ავტორი: dmoral Mar 31 2010, 12:34

დასამალი რააა???????

პოსტის ავტორი: NickAdams Apr 1 2010, 20:25

(dila)adriano გენაცვალე სულში ძმაო, გაიხარე, ეგეთი ნაღდად არ წამიკითხავს არსად და არაფერი, გენიალურია სტილიც და შინაარსიც, მადლობ!!!!!!!!

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 20:58

ციტატა((dila)adriano @ Mar 29 2010, 20:38) *
არ მეგონა თუ ეს თემა ჩენს მოანკესეებს არ დააინტერესებდა ashh.gif


მე ადრე არ მივდევდი "დაიჭირე-გაუშვის" პრინციპს, (არ ვთვლი იმას, რომ ლიფსიტებს და მცირე ზომის თევზებს ვუშვებდი - ვგულისხმობ 10 კილო რომ მქონდა დაჭერილი ან მეტი - ახალ დაჭერილსაც ბადეში ვსვავდი.

ამ ბოლო დროს კი რატომღაც ხშირად მიტევს ეს აზრი, რომ რაც საჭმელად გეყოფა კაცს იმაზე მეტი უნდა გაუშვა;
და კიდევ ერთი
რაღაც ზომაზე ქვევით უნა გაუშვა თევზი. ეს რაღაც ზომა - თევზის სახეობების მიხედვით სხვადასხვა იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპი მიდგომის ერთი უნდა იყოს ყველასთვის!

PS
შენს მონათხრობ ისტორიებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Sos049 Apr 1 2010, 21:05

(dila)adriano

ვატყობ უფალს კეთილი გული და ნიჭი მოუცია თკვენთვის.ღმერთმა მაგ გულით დაგაბეროთ!

პოსტის ავტორი: Sos049 Apr 1 2010, 22:02

რაც შეეხება აღნიშნულ პრინციპს:შიმშილისგან კი არ დავდივარ სათევზაოდ D.gif D.gif ,რომ განუკითხავად ყველაფერი "სადოკში" ჩავყარო,მაგრამ როდესაც მეთევზეს ღმერთი კარგ ეგზემპლარს გაძლევს,რატომაც არ დავაგემოვნო ნანადირევი ოჯახთან და მეგობრებთან ერთდ?რა უთხრა:პროფესიონალი ვარ,ვაკოცე და გაუშვი 7კგ-იანი საზანი-მეთქი? ან მონადირეები როგორ მოიქცნენ ამ პრინციპით? დაგინახე...მკვდარი ხარ-ო დაუძახონ ნადირ-ფრინველს?
არ ვიცი...არ ვიცი...შეიძლება დროა საჭირო ყველაფერი ამისათვის...
newsmile090.gif მანამდე კი...შამფური და დოქი ღვინოო..ბატონებო!(რა თქმა უნდა თემასთან ბოდიშის მოხდით newsmile045.gif newsmile041.gif )
რა ვქნა? სხვანაირად არ ძალმიძს...

პოსტის ავტორი: troutbaiter Apr 1 2010, 22:14

ერთხელ 16 და 17 წლის სოფლელი ბიჭები - ძმები წავიყვანე სპინინგით სათევზაოდ. წყალი საოცრად უსიცოცხლო ჩანდა. თევზის ძიებაში ნაბიჯს ავუჩქარეთ და ელეკტრიკების ბრიგადას დავეწიეთ. სიტყვიერი შეხლა-შემოხლის შემდეგ გადავასწარით და თევზიც გამოჩნდა. რასაც ვიჭერდი - სულ ყველას ვუშვებდი. ელეკტრიკები ფეხდაფეხ მოგვდევდნენ და ჩემს გაშვებულ თევზებს იჭერდნენ...
ამას პირველ რიგში იმიტომ ვაკეთებდი, რომ ახალგაზრდა თაობას შედარება გაეკეთებინა ბუნებასთან მოპყრობის 2 ვარიანტს შორის.
მეორე რიგში კი ის მდინარე ძალიან მეცოდებოდა ელეკტრიკების ხელში და იმ იმედით ვუშვებდი, იქნებ ჩემი გაშვებული მაინც გადარჩენილიყო...
ახლა თქვით, არ ვიქცეოდი სწორად?

პოსტის ავტორი: NickAdams Apr 1 2010, 22:30

ციტატა((dila)adriano @ Mar 29 2010, 20:38) *
არ მეგონა თუ ეს თემა ჩენს მოანკესეებს არ დააინტერესებდა ashh.gif

თემა კი საინტერესო და მისაღებია, მე პირადად ნებისმიერ თევზს ვუშვებ (თუ ძალიან დაზიანებული არაა და გადარჩენის მინიმალური შანსი მაინც აქვს), მაგრამ აი ამ საკითხის წამოწევა სამწუხაროდ ნაადრევია, ხალხი "ტრაინიკებს", "ეკრანებს" და სხვა მამაძაღლობებს ეტრფის, ერთი მაგათ ტვინში ჩამახედა რა, ჩვენ ჩვენი წილი გავუშვათ, ხომ გვანიჭებს თევზი თავისი წინააღმდეგობით სიამოვნებას, ხოდა ჩვენც ვასიამოვნოთ, ვაჩუქოთ თავისუფლება და რავიცი, იქნებ ჩვენს მაგალითს ვინმე აყვეს კიდეც

პოსტის ავტორი: Sos049 Apr 1 2010, 22:35

troutbaiter
ყოველთვის ასეთი პრინციპით თევზაობთ?

პოსტის ავტორი: troutbaiter Apr 1 2010, 22:52

ციტატა(Sos049 @ Apr 1 2010, 23:35) *
troutbaiter
ყოველთვის ასეთი პრინციპით თევზაობთ?


ვცდილობ.

ისეთ ადგილებში, სადაც თევზი ელეკტრიკების მიერ ძლიერაა განადგურებული, მაგალითად თქვენთვის კარგად ცნობილი უ....ო, ყოველთვის ვუშვებ.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 1 2010, 23:05

მე პირადად კარპზე (საზანი. ამური) ვთევზაობ მარტო და 32 სმ ზე ნაკლებს უშვებ (თუ იშვიათ შემთხვევაში ძალიან არაა დაზიანებული)
კარპის შემთხვევაში 32 სმ. შეზღუდვა დღევანდელ კანონში წერია. ბევრ პუნქტს არ ვეთანხმები კანონის. მაგრამ ეს ჩემთვის მისაღებია.

პოსტის ავტორი: ბესო Apr 1 2010, 23:21

კარასს ვინც უშვებს ის ქვეყნის მტერია - ზომას არ აქვს მნიშვნელობა!

იგივე ეხება სხვა მსგავს "სარნიაკ" თევზებს!

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 1 2010, 23:30

ხო კარასი არ ითვლება, ეგ ჯიში უპრობლემოთ მრავლდება და გადაშენება არსად ემუქრება.

პოსტის ავტორი: troutbaiter Apr 2 2010, 06:05

ციტატა(ბესო @ Apr 2 2010, 00:21) *
კარასს ვინც უშვებს ის ქვეყნის მტერია - ზომას არ აქვს მნიშვნელობა!

იგივე ეხება სხვა მსგავს "სარნიაკ" თევზებს!


კარასი - ქართულად კარჩხანა, ხალხში "ხიშნიკადაა" ცნობილი. უხეში შეცდომაა! იგი არა მტაცებელი, არამედ - პარაზიტია, - სხვა თევზებს უსპობს ქვირითს და სერიოზულ კონკურენციას უწევს საკვებში, უვიწროვებს საარსებო არეალს. ეს ჩემი მოგონილი არაა, ამას იხტიოლოგები ამტკიცებენ. ახლა თავად განსაჯეთ რას წარმოადგენს კარასი ჩვენი წყალსატევებისათვის.

განსაკუთრებული გაფრთხილება უნდა ძვირფას და გადაშენების პირას მყოF თევზებს. მაგალიტად კალმახი, მურწა, ჭანარი, ორაგული, ზუთხისებრნი.

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 2 2010, 13:16

(dila)adriano
კითხვას, რომ დაიწყებ და თავს აღარ დაანებებ ე.ი. კარგია!!!!! ერთი ძველი, წიგნად გამოქვეყნებული ნაშრომი მაქვს (ან მაქვს ან არა, ვეღარ ვპოულობ) ნადირობა და თევზაობა ქართულ ფოლკლორში, 60-70 წლებშია გამოცემული. თანამედროვესაც შეგროვება და მოვლა სჭირდება. მითუმეტეს, რომ ხელგემწიფება და გეხალისება, კარგადაც გადმოსცემ. სამეგობროც პარნასის მაცქერალი გყავს. ვისიამოვნე დასურათებული ანგარიშის ხილვით.ერნესტ ჰემინგუეის ნათქვამი აქვს; მწერალი მეძავ ქალსა ჰგავსო. მეძავს თავისი სხეულის გაშიშვლება, მწერალს კი სულის გაშიშვლება უხდებაო. სანამ ადამის მოდგმა არსებობს წამკითხავი არცერთს არ მოაკლდება.
დაიჭირე და გაუშვის პრინციპის წარმოშობა კულტურული სათევზე მეურნეობებიდან წამოვიდა. დიდი ეგზემპლარების წყალსატევში არ გამოლევის მიზნით.
ჩვენს სინამდვილეში მეტნაკლებად ყველა მივდევთ მაგ პრინციპს. მაგრამ, ერთი, მაგრამ არსებობს; რა ვუყოთ ფიროსმანის ცოცხალს რომელიც მხოლოდ ერთი ციდაა thinking.gif (კილოიანი, სამად დაჭრილი კაპოტი, სუფრაზე ცოცხლად აღარ მოიხსენიება) newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif ასეთია ქართული სინამდვილე.

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 13 2010, 18:33

ყველა მთევზემ კარგად იცის:
"ყველაზე დიდი თევზი იქაა, სადაც ჩვენ არ ვართ"
ყველაზე დიდი სიხარულიც ჩვენ გარეშე არსებობს
და სანამ ცოცხლები ვართ - სიკვდილიც შორსაა.

როცა ვიხსენებ
რამდენჯერ დამიჭირა სიკვდილმა და უვნებლად გამიშვა
ვხვდები
ადამიანზე მიმტევებელი ყოფილა
ის
სიკვდილი
ჩვენზე სულგრძელი
ჩვენზე შორსმხედველი

ფოკას მონასტერი
ბერების მეგობარი კალმახები
მათი ხელისგულების მკოცნელი კალმახები

ვრინდავანი
კრიშნას ერთგული თევზები
ვაიშნავების სიზმრებში მცურავი ლოქოები

ფსორიაზიანი ფეხები
მკურნალი ლიფსიტები
და...........

ინდური მანუ
ნოეს პროტოტიპი
ბავშვობაში გაშვებული თევზი რომ ვეშაპად დაუბრუნდა
და წარღვნის დროს ზურგით ატარა
ის და მისი ოჯახი

ყველა მთევზემ კარგად იცის:
ყველაზე დიდი თევზი მის დაბადებამდე რომ შეჭამეს
ზოგს წაუკითხავს კიდეც
ვოლგაზე დაჭერილი 800 კილოიანი ბელუგა 150 კილო შავი ქვირითით
ბიბლიური ვეშაპი იონა რომ გადაყლაპა
ან ბათუმის მუზეუმში შენახული "შავი ზღვის ვეშაპის ჩონჩხი"
ვერავინ რომ ვერ გაუბედა შეჭმა
ჩაქვში
1880 წლის მაისში

ზოგი მეტყვის
განა ვეშაპი თევზიაო?
გიპასუხებთ:
ის იმ ადამიანს გავს მიწიერს რომ განერიდა
და წყალში სუნთქის შეკვრა ისწავლა
უკაპიტნო და უმეზღვაურო წყალქვეშა ნავს გავს
საბოლოოდ რომ ისევ ხმელეთს უბრუნდება.

ყველა მეთევზემ კარგად იცის:
ადამიანსაც რომ ყავს პატრონი
ვერ ხედავს და სახელსაც ვერ არქმევს
მაგრამ...

იყოს მისი სახელი "მიტევება"
იყოს მისი სახელი " ვითარცა ჩვენ მივუტევებთ"
იყოს ჩვეეეენი პასუხი :
ამინ

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 13 2010, 18:40

(dila)adriano
ეხლა მოიცააა
ლამისაა ანკესები ფანჯრიდან გადავყარო, რეებსა აქ რო წერ?
newsmile035.gif
აუ ჯრუანტელმა დამიარა!!!

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 13 2010, 18:50

ციტატა(შოთა.03 @ May 13 2010, 19:40) *
(dila)adriano
ეხლა მოიცააა
ლამისაა ანკესები ფანჯრიდან გადავყარო, რეებსა აქ რო წერ?
newsmile035.gif
აუ ჯრუანტელმა დამიარა!!!

რას ქვია გადაყარო?
სასროლი ბადე ჩამომდის დღე-დღეზე სენაკიდან
კბილებამდე შეიარაღებული უნდა დავხვდე ივნისს newsmile027.gif

სავარაუდო რეისი:
იორი და მისი შენაკადები
ალგეთის სათავეები
და მდ. ჭერმისხევი. (მანდ თუ თევზი ვერ დავიჭირე - მე ვყოფილვარ ღამეგვიანო) newsmile027.gif
-

პოსტის ავტორი: შოთა.03 May 13 2010, 18:52

(dila)adriano

ციტატა((dila)adriano @ 13th May 2010 - 19:50) *
სავარაუდო რეისი:
იორი და მისი შენაკადები
ალგეთის სათავეები
და მდ. ჭერმისხევი

უჩემოდ თუ წახვალ იცოდე ლექსს დაგიწერ და აქ დავდებ
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 13 2010, 19:04

ციტატა(შოთა.03 @ May 13 2010, 19:52) *
(dila)adriano

უჩემოდ თუ წახვალ იცოდე ლექსს დაგიწერ და აქ დავდებ
newsmile035.gif

ნოსოს თემაშიო დადე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 13 2010, 20:52

ერთი ამ სურათს შეცვლიდე რააააააააააააა ehh.gif ესეთი ლექსების ავტორს ეგ სურათი უნდა გედოს???

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 13 2010, 20:59

ციტატა(ჭალიმგელა @ May 13 2010, 21:52) *
ერთი ამ სურათს შეცვლიდე რააააააააააააა ehh.gif ესეთი ლექსების ავტორს ეგ სურათი უნდა გედოს???

ა ტი ლუჩშე ნა სვოი ნოს პოსმოტრი newsmile041.gif

პოსტის ავტორი: გოგა May 13 2010, 21:01

ციტატა((dila)adriano @ 13th May 2010 - 21:59) *
ა ტი ლუჩშე ნა სვოი ნოს პოსმოტრი

newsmile035.gif
ეგ ხო,მაგრამ ამ სურათით რო იმსჯელო არ გიხდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 13 2010, 21:06

ციტატა(გოგა @ May 13 2010, 22:01) *
newsmile035.gif
ეგ ხო,მაგრამ ამ სურათით რო იმსჯელო არ გიხდება newsmile05.gif

მაშვინ მათხუე შენი ლეჟანკა newsmile040.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: გოგა May 13 2010, 21:10

(dila)adriano
გათხუებ გათხუებ რა პრობლემაა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: მამუ May 23 2010, 23:05

მივესალმები ამ ყველაფერს და უმჯობესი იქნება თევზაობას თუ შევხედავთ და დავინახავრთ როგორც სპორტი და არა მუცლის და მეზობლების დასანაყრად.
თევზაობაში რაც მიზიდავს არის თევზთან ჭიდილი მისი ამოყვანა აწონვა,სურათის გადაღება და ცოტა ხანი თვალიერება.
არასდროს მითევზავია და არასდროს დამიჭერია თევზი იმის გამო რომ მერე შემეწვა ან მომეხარშა newsmile035.gif ვთევზაობ და ვიჭერ გასართობად. (გულით ვიძახი ამას)
და რაც შეეხება დაჭერას და სხვა წყალსაცავებში გაშვებას ძაან ფანტასტიური იდეაა.small3d018.gif

პოსტის ავტორი: Pendragon May 24 2010, 00:15

ციტატა
რაც შეეხება დაჭერას და სხვა წყალსაცავებში გაშვებას ძაან ფანტასტიური იდეაა

ძალიან საფრთხილო საქმეა. ყველა წყალსატევს თავისი მიკროორგანიზმები, ბაქტერიები, ჩხირები, პარაზიტები და ა.შ. ჰყავს და ამ ყველაფერთან ერთად არის ბალანსი დაცული. როდესაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაგყავთ თევზი, მას მიყვება ყველა ზემოთჩამოთვლილი კომპონენტი, რამაც შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს ჩვენდაუნებურად. ინერნეტში მრავლად არის ინფორმაცია ამის შესახებ და კარგი იქნებოდა გაცნობოდით სანამ კონკრეტულ ქმედებებზე გადახვალთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 24 2010, 00:24

wtfg.gif
აქ პირველად შემოვიხედე...და გაოცება როდის გამივლის....არც კი ვიცი.....

ციტატა((dila)adriano @ 13th May 2010 - 19:33) *
ყველა მთევზემ კარგად იცის:
"ყველაზე დიდი თევზი იქაა, სადაც ჩვენ არ ვართ"
ყველაზე დიდი სიხარულიც ჩვენ გარეშე არსებობს
და სანამ ცოცხლები ვართ - სიკვდილიც შორსაა.

როცა ვიხსენებ
რამდენჯერ დამიჭირა სიკვდილმა და უვნებლად გამიშვა
ვხვდები
ადამიანზე მიმტევებელი ყოფილა

მაგარი გამოსვლაა... სერიოზული შთაბეჭვილების ქვეშ აღმოვჩნდი.... small3d018.gif
თევზს რო ვიჭერდე....მართლა გაუშვებდი....მაგრამ ძირითადად..ანკესი მიზეზად მიმაქვს ხოლმე... წყალში ვაგდებ და ვისვენებ..პეიზაჟის ყურებაში.....

პოსტის ავტორი: (dila)adriano May 24 2010, 00:31

ბატონო პენდრაგონ
აქ ჩევენ სრულიად სხვა წყალსატევებზე ვსაუბრობთ
ვთქვათ:
თბილისისზღვის ირგვლივ
რამდენიმე დაჭაობებული ტბაა
მათი ფაუნა ძირითადად ამფიბიებისაგან (ბაყაყები) და მდორე წყალში მობინადრე მწერებისგან შედგება

მასში თაღლითას ან ღორჯოს გაშვებით
ნეტა რა ეკოლოგიური კატასტროფა უნდა დაემართოს სამყაროს?????
არ მოეწონებათ ტბორი და წამოვლენ სახლში

პოსტის ავტორი: Pendragon May 24 2010, 12:36

(dila)adriano

თავად ბატონო, ასეთ შემთხვევაში პრობლემა არაა რა თქმა უნდა...

ისე მე ბოლო დროს დაჭერილი 100 თევზიდან დაახლოებით 80 უკან გავუშვი, იმავე წყალსატევში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: luk233 May 26 2010, 16:09

თევზი იმდენი უნდა დაიჭირო რამდენის ჭამის თავი გაქვს რათქმაუნდა მხოლოდ ანკესით ხოლო და ნარჩენი უნდა გაუშვა პატარება ლიფსიტები ნაჭდად გასაშვებია კარასების და მასეთი ურჩხულების გარდაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: BIGმიშა May 26 2010, 22:11

გაშვება კიარა ლიფსიტაც როდაიჭირონ იმასაც საჩოკში აგდებენ ამაზემაქ ჩხუბი სულ ჩემ ახლობლებთAნ.

პოსტის ავტორი: ბესო Jun 7 2010, 21:01

საკუთარ თავთან უნდა იყო ადამიანი მართალი - სხვისი განსჯა და შეგონება საქმეს ვერ უშველის, მე ჩემთვის მაქვს დაწესებული ზომები და იმ ეგრეთწოდებულ "სტანდარტზე" პატარებს ვუშვებ! იმედია მალე ამ ჩემს მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული სტანდარტის მცნებაც მოიმატებს ზომა-წონაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: cybernetic Jun 15 2010, 19:04

პატარა ლოქო დავიჭირე იქნებოდა 200 გრამამდე და გავუშვი უკან

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 15 2010, 19:46

cybernetic
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: დემი Jul 13 2010, 19:21

პწიჩკუ ჟალკა cryme.gif

პოსტის ავტორი: DATKA Feb 18 2011, 23:22

როგორც ბუნების მოყვარულმა ადამიანმა ისე უნდა მიუდგეს ამ საკითხს ადამიანი პირველ რიგში.
მე პირდად და ალბათ ყველა მოთევზავე იმიტომ მიდის სათევზაოდ, რომ დაისვენოს და მიიღოს სიამოვნება.
პრინციპს ,,დაიჭირე-გაუშვი" მეც ვიცავ იმ იმშემთხვევაში თუ თევზი ჯიში და მისი სიდიდე არ არ შესესაბამება იმ ზომებც რომლებიც როგორ ვთქვა ანუ ,,არასპოტულია".
რაც შეეხება იმ თემას, რომ კარჩხანის ან პატარა ზომის კარხანის დაჭერა და მისი უკან გაშვება ,,ვანდალიზმიაო", მავნეაო, ვერ გამოლევო და ა.შ ამას არ ვეთანხმები, და რა მისი დაჭრერა და სადღაც უკან ბუჩქებში გადაგდება უკეთესია.
მოკლედ: დაიჭირე-გაუშვი ეს ან თევზაობის კონკრეტული პრინციპი შეიძლება იყოს ზოგიერთისთვის, ან მოთევზაის ეთიკეტის ნორმა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)