თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ ძუა

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 14 2009, 13:42



ძუა ალბად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მთელ სათევზაო აღჭურვილობაში, რომელიც ერთმანეთან აკავშირებს აღჭურვილობის ყველა ელემენტს. დღესდღეობით ბაზარზე წარმოდგენილია ძუების ძალიან ფართო არჩევანი და ხშირად რთულია გაერკვიო იმაში თუ რომელი ძუა უნდა იყიდო, მითუმეტეს ახალბედა მეთევზისთვის.

დავიწყოთ იმით, რომ ყველა ძუას გააჩნია ორი, ურთიერთდამოკიდებული, სტანდარტული მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც ხდება ხოლმე ძუის შერჩევა ამა თუ იმ თევზაობისთვის. ესენია: ძუის დიამეტრი და ძუის გამწყვეტი ძალა - იგივე "ტესტი" (ანუ რა მაქსიმალურ წონაზე გაწყდება ესა თუ ის ძუა. იზომება კილოგრამებში). როგორც წესი რაც მეტია დიამეტრი - მით მეტ წონას უძლებს აღნიშნული ძუა.

ძირითადად გავრცელებულია გამჭირვალე ძუები, თუმცა ბაზარზე მოიპოვება ფერადებიც. ზოგი მეთევზის მტკიცებით, ძუის ფერს მნიშვნელობა არა აქვს, ზოგიც სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ამიტომ ძუის ფერის შერჩევა თქვენს გემოვნებასა და გამოცდილებაზე მომინდვია newsmile05.gif

ჩვენთან გამოიყენება ძუის 2 ძირითადი მოდიფიკაცია: მონოძუა და წნული ძუა.

მონოძუა არის ყველაზე გავრცელებული და მისი გამოიყენება შეიძლება თევზჭერის თითქმის ყველა მეთოდის დროს. მონოძუა არის მეტად ელასტიური და გააჩნია გარკვეული ამორტიზაციის ეფექტი, რაც თავის მხრივ ამცირებს დაჭერილი თევზის "გაქცევის" რისკს. მაგრამ გააჩნია გარკვეული მინუსებიც, მაგალითად ნაკლები მგრძობიარობა (რაც გამოწვეული მისი "ამორტიზაციის" ეფექტით).

წნულ ძუას, მონოს საპირისპიროდ, ამორტიზაციის ეფექტი დაყვანილი აქვს მინიმუმამდე, რის გამოცა ის ძალიან კარგად ასახავს თუ რა მდგომარეობაშია წყალქვეშ მყოფი სატყუარა, ხოლო თევზის დაჭერისა და მისი ამოყვანისას - ანკესზე დეტალურად გადმოსცემს თევზის ყველა მოძრაობას. ასევე დადებით მხარეთ შიძლება ჩაითვალოს, ის მომენტიც რომ წნული ძუის დიამეტრისა და ტესტის პროპორცია საკამოდ დიდია. ანუ შედარებით მცირე დიამეტრის წნულ ძუას აქვს ბევრად უფრო დიდი ტესტი, ვიდრე იგივე დიამეტრის მონოძუას - ანუ წნული მონოზე უფრო გამძლეა !!! ხოლო მის უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს, ის მომენტი, რომ გარკვეული პრაკტიკის გარეშე საკმაოდ დიდია დაჭერილი თევზის გაქცევის შანსი. ეს გამოწვეულია ძუის ამორტიზირების თვისების არ არსებობით. გამოცდილი მეთევზეები, ასეთ დროს, კოჭის ფრიქციონის საშუალებით ახდენენ ამორტიზაციის ეფექტის კომპენსირებას.

ძუის შერჩევის დროს ასევე ყურადღება მიაქცით იმას თუ რამდენ მეტრიან ძუას ყიდულობთ და რამდენი ეტევა თქვენს კოჭაზე. ჯობია მეტი იყიდოთ, ვიდრე მოგაკლდეთ newsmile05.gif




პოსტის ავტორი: giga_bai Oct 14 2009, 15:39

და რა მაინტერესებს, ტბაში და მდინარეში ერთი და იგივე ძუა შეიძლება? თუ უნდა გავითვალისწინოთ რამე დეტალები, ვთქვათ მდინარის თევზზე რამდენიანი ზუა უნდა და ან ფერს აქვს თუ არა მნიშვნელობა. მე მაგალითად ხშირად მქონია ეგ შემთხვევა რომ ტბიდან მდინარეზე გადავსულვარ და ვერაფერი დამიჭერია, მერე ძუა გამოვცვალე და თევზმაც დაიწყო აქტიურობა... სიძველის ბრალი არ იყო. ორივე ახალი იყო...

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 14 2009, 16:21

და კიდევ რა ფირმის ძუებია ასეთუისე ხარისხიანი რომლის შეძენაც თბილისში შეიძLება?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 14 2009, 18:17

ციტატა(geojorjika @ Oct 14 2009, 05:21 PM) *
და კიდევ რა ფირმის ძუებია ასეთუისე ხარისხიანი რომლის შეძენაც თბილისში შეიძLება?


მონოძუებიდან G-Line ვხმარობ მე და ძალიან მომწონს. თან ყველა ნორმალურ მაღაზიებში იყიდება. წნულს რაც შეეხება - ჯერ არ ვიცი, ეხლა ეხლა დავიწყე მაგათი ხმარება და ისეც სპინინგზე

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 14 2009, 18:50

ციტატა(geojorjika @ Oct 14 2009, 07:20 PM) *
გიორგი
აუ ამდენი ხანია ანკესი სახლში მიგდია და ერთი ვერ გავშალე რა newsmile05.gif , კიდევ რა მაინტერესებს ეხლა ახლომახლო რომელ მდინარეზე შეიძლება თევზაობა და კონკრეტულად რა თევზზე?


geojorjika
http://forum.ochopintre.ge/index.php?showforum=60 ეს გადაათვალიერე... + შაბათ კვირას გასვლას ვაპირებთ 2 ჯგუფად და ნახე აბა ერთობლივ გასვლებშია.....

პ.ს. ბოლო 2 პოსტს წავშლი რო წაიკითხავ.... ცოტა არ იყოს და ოფებია newsmile05.gif

ციტატა(giga_bai @ Oct 14 2009, 04:39 PM) *
და რა მაინტერესებს, ტბაში და მდინარეში ერთი და იგივე ძუა შეიძლება? თუ უნდა გავითვალისწინოთ რამე დეტალები, ვთქვათ მდინარის თევზზე რამდენიანი ზუა უნდა და ან ფერს აქვს თუ არა მნიშვნელობა. მე მაგალითად ხშირად მქონია ეგ შემთხვევა რომ ტბიდან მდინარეზე გადავსულვარ და ვერაფერი დამიჭერია, მერე ძუა გამოვცვალე და თევზმაც დაიწყო აქტიურობა... სიძველის ბრალი არ იყო. ორივე ახალი იყო...


ფერზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი... რაც მე გადაცემები მაქვს ნანახი - ზოგი ერთს ამტკიცებს და ზოგი მეორეს.... ისე ძუებში სხვა ბევრი ნიუანსებიც არსებობს... მაგალითად არის ძირვადი ძუები და არაძირვადი.... არსებობს ძუები რომლებსაც გამოხატული აქვს ე.წ. "მეხსიერება" და ასე შემდეგ....

ეხლა შენ რომ ამბობ ტბაზე და მდინარეზე... გააჩნია რა მეთოდით თევზაობ.... სპინინგზე მაგალითად მე ტბაზეც და მდინარეზეც ერთი და იგივე წნულს ვიყენებ..... ტივტივაზე - მცირე დიამეტრის მონოძუას, ტბაზეც და მდინარეზეც და შედეგიანად..... შეიძლება ფსკერულში იყოს რაიმე განსხვავება, ანუ მაგალითად დიდი დიამეტრი იდეაში ტბაზეც მგრძნობიარე იქნება და მდინარეზე ალბათ არა... არ ვიცი, მაგის გამოცდილება მე არა მაქვს....

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 14 2009, 22:19

გიორგი

გაიხარე დეტალური აღწერისთვის!!!

ერთს დავამატებდი თუ ოფი არ გამოვა.ძუის ხარისხის შემოწმება მასწავლა ერთმა გამოცდილმა მეთევზემ.
თურმე უნდა გაკვანძო ძუა და დაქაჩო ორივე მხრიდან,თუ სუსტი ან უხარისხო ძუაა კვანძში უნდა გაწყდეს თურმე

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 14 2009, 22:24

გიორგევიჩ
კიდე ერთი მეთოდი არსებობს ძუის გასინჯვის... როგორც ზევით ვთქვი – ყველა ძუას აწერია მისი ტესტი, ანუ რამდენ კილოს უძლებს. ამის დასაზუსტებლად ძუის ბოლოს აბავენ სასწორზე და მეორეს ქაჩავენ ნელ ნელა. ხოდა რამდენ კილოზეც გაწყდება – იმდენია ძუის რეალური ტესტი

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 14 2009, 22:29

გიორგი

ჩემი და შენი ნათქვამი მეთოდით ხო იმის გასინჯვაც შეიძლება ძველია თუ არა ძუა,ან გახუნებული (დამწვარი) რომ არის.ხო არის ეგეთი შემთხვევბიც?! თუ ეგ ადრე იყო მარტო

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 00:50

აუ დავიტანჯე რააა, ვინმემ თუ იცით დამეხმარეთ...

cabelas-ზე წნული ძუა მოცემულია როგორც 8Lb ხოლო გვერძე უწერია Mono. Eq. Dia. = 3. და ეს რა ჯანდაბას ნიშნავს ??? რომ ექვივალენტი მონო ძუა უძლებს 3 Lb-ს ????? თუ დიამეტრი აქვს 0.3 ???? მოკლედ მე მაინტერესებს ისეთი წნული ვიყიდო, რომ დიამეტრი ჰქონდეს 0.2 ან ნაკლები (0.16-0.18 მდე) ხოდა ვერაფერი ვერ გავუგე ამ ამერიკელების განზომილებას

http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/product/standard-item.jsp?id=0041307121504a&navCount=41&podId=0041307&parentId=cat600395&masterpathid=&navAction=push&cmCat=MainCatcat20166-cat600395&catalogCode=XK&rid=&parentType=index&indexId=cat600395&hasJS=true

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 26 2009, 07:51

გიორგი
არ უწერია არსად ზომა

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 11:10

კი უწერია, მაგ ლინკზე დაბლა ჩამოდი და ზომებია მიწერილი

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 26 2009, 11:13

გიორგი
მნად წერია მონოს ექვივალენტი , ანუ მაგ გამძლეობის მონოს რამხელა დიამეტრი ექნებოდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 11:25

ციტატა(geojorjika @ Oct 26 2009, 12:13 PM) *
გიორგი
მნად წერია მონოს ექვივალენტი , ანუ მაგ გამძლეობის მონოს რამხელა დიამეტრი ექნებოდა newsmile05.gif


დარწმუნებული ხარ ???? დიამეტრი წესით უნდა 0.X ფორმატით ეწეროს... თან საეჭვო შეფარდება გამოდის.... ანუ 8 LB წნული = 0.3 დიამეტრი რაც არ ჯდება არანაირ ლოგიკაში.... იმიტომ, რომ 8 Lb არის დაახლოებით 4 კილო... და 4 კილოს 0.18-0.2 დიამეტრის მონო ძუა უძლებს.....

პოსტის ავტორი: Pendragon Oct 26 2009, 14:52

გიორგი
მანდ წერია, რომ X LB ტესტის დაწნული ექვივალენტურია Y LB ტესტის მონოსი...

ანუ შენს შემთხვევაში 8 lb ტესტის მქონე FireLine-ის დიამეტრი იდენტურია 3 lb მონო ძუის დიამეტრისა...

მე მაინც გირჩევ აიღო Power Pro... საკმაოდ გამოიცადა ეს ძუა ჩვენს მიერ და აშკარად კარგი თვისებები აქვს. დიამეტრების შეფარდებაც შთამბეჭდავია - 8=1 newsmile045.gif

რაც შეეხება ფერს, რავიცი... მე ამ ბოლო დროს უფრო მყვირალა ფერებს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან კარგად ვხედავ სად ვისვრი და როგორ ვატარებ, ხოლო თევზისთვის მე მგონი სულ ერთია.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 14:58

Pendragon

ციტატა(Pendragon @ 26th October 2009 - 03:52 PM) *
ანუ შენს შემთხვევაში 8 lb ტესტის მქონე FireLine-ის დიამეტრი იდენტურია 3 lb მონო ძუის დიამეტრისა...


ხო მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ის ვერ ვნახე 3lb მონოს რა დიამეტრი აქვთ მაგათთან... გაიხარე და დიდი მადლობა

ანუ 8-10lb, რომ ავიღო - 0.15-ზე მეტი დიამეტრი არ ექნება ხო ????

პოსტის ავტორი: Pendragon Oct 26 2009, 15:04

ლაითზე გინდა ეს ძუა?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 16:01

ციტატა(Pendragon @ Oct 26 2009, 04:04 PM) *
ლაითზე გინდა ეს ძუა?


კი

პოსტის ავტორი: Pendragon Oct 26 2009, 16:22

მე ვაპირებ 15 LB-იანის დაყენებას. დიამეტრი სრულიად მაკმაყოფილებს, სროლაში ეგ ხელს არ შემიშლის და ზაცეპებთან ბრძოლაში კიდევ დამეხმარება. ერთ მეგობარს, რომელიც ჩვენთან ერთად დადის, ულტრალაითზე უყენია #20-იანი newsmile05.gif და რავიცი, მშვენივრად იჭერს თევზს და სატყუარას პრაქტიკულად არ კარგავს.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 16:58

ციტატა(Pendragon @ Oct 26 2009, 05:22 PM) *
მე ვაპირებ 15 LB-იანის დაყენებას. დიამეტრი სრულიად მაკმაყოფილებს, სროლაში ეგ ხელს არ შემიშლის და ზაცეპებთან ბრძოლაში კიდევ დამეხმარება. ერთ მეგობარს, რომელიც ჩვენთან ერთად დადის, ულტრალაითზე უყენია #20-იანი newsmile05.gif და რავიცი, მშვენივრად იჭერს თევზს და სატყუარას პრაქტიკულად არ კარგავს.


ჰმმმ.... ეხლა მონო მიყენია .20 (ზედ რაც აწერია, მაგრამ მგონია რომ ცოტა უფრო სქელია სინამდვილეში)... ხოდა მაგით საკამოდ ცუდად ისვრის სატყუარას..... ამიტომ მგონია, რომ .15-.16-ზე სქელი ძუა არ იმუშავებს ჩემს ლაიტზე... და რავი აბა....

პოსტის ავტორი: Pendragon Oct 26 2009, 17:23

გიორგი
პრაქტიკა უფრო გაჩვენებს როგორი ძუა გჭირდება. რამდენი სპინინგისტიც არის, იმდენი აზრი იქნება ყველაფერზე. ამიტომ ჯერჯერობით გააკეთე კლასიკური ლაითი - 8-10 LB დაწნულით და მერე ნახავ შენ თვითონ რა და როგორ აჯობებს.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 26 2009, 22:07

Pendragon
ხოდა მეც მაგ დიაპაზონს ვფიქრობდი ზუსტად. მადლობა

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 26 2009, 22:19

ყველაზე კარგი ძუა სად იყიდება ხომ არ იცით თბილისში 0.25 იატიანი მინდა ხავსზე სათევზაოდდდ

პოსტის ავტორი: bliadze Feb 9 2010, 21:13

ერთი კითხვა მაქ მაინტერესებს დონკაზე რამდენ დიამეტრიანი ძუა გამოიყენება და ტივტივაზე სათევზაოთ რამდენი
ასევე ფასებიც მაინტერესებს გტხოვთ მომწერეთ ვინც რა იცით

პოსტის ავტორი: zura26 Feb 23 2010, 18:50

1. exlaxans viyide "kameleon" mainteresebs varga tu ara?
2. tivtivaze satevzaod dzua 0.20 da sadave 0.16 ivargebs?
3. sadave ramsigrdze unda iyos daaxloebit?
winaswar didi madloba

პოსტის ავტორი: mixailo Feb 23 2010, 21:59

http://www.amazon.com/Sufix-Elite-Fishing-Clear-Size/dp/B001NXC3CQ/ref=sr_1_261?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1266951474&sr=1-261
ვარგა ეს ძუა რამედ? ღირს ამის გამოწერა? თუ ამ ფასში აქაც ვიყიდი ასეთს?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Feb 23 2010, 22:21

სისულელეა ძუის გამოწერა, 10$ თბილისში იყიდი

პოსტის ავტორი: levan81 Apr 13 2011, 13:03

მეთევზეებს გაუმარჯოს! მაინტერესებს წინა სეზონის ძუა ეხლაც გამოდგება თუ უნდა შეიცვალოს?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 13 2011, 13:05

levan81
გამოდგომით გამოდგება მაგრამ თU გამოცვლი კარგი იქნება

პოსტის ავტორი: levan81 Apr 13 2011, 13:06

T A M P L I E R
გასაგებია. დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: Fishing Club Apr 13 2011, 20:26

100% ყვველ სეზონზე გამოსაცვლელია, რათქმაუნდა თუ საშუალება გვაქვს.

პოსტის ავტორი: tuvalu Apr 18 2011, 13:18

გამარჯობა, ვინმემ ხო არ იცის ეგრედ წოდებული "პლიწიონკა" ინგლისურად როგორ არის, ან რა სახის ძუებში გადის?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 18 2011, 14:41

tuvalu
http://www.cabelas.com/product/Fishing/Fishing-Line/Super-Lines|/pc/104793480/c/104719680/sc/104612580/Sufix174-Performance-Braid8482-Line-150-300-Yards/738325.uts?destination=%2Fcatalog%2Fbrowse%2Ffishing-fishing-line-super-lines%2F_%2FN-1100386%2FNs-CATEGORY_SEQ_104612580%3FWTz_l%3DSBC%253BMMcat104793480%253Bcat104719680&WTz_l=SBC%3BMMcat104793480%3Bcat104719680%3Bcat104612580

პოსტის ავტორი: tuvalu Apr 18 2011, 15:11

გმადლობ

პოსტის ავტორი: tuvalu Apr 19 2011, 10:45

მეგობრებო, მინდა შევუკვეთო სილიკონიანი დაწნილი ძუა (SILICONE BRAIDED LINE) მაგრამ ვერაფრით ვერ გავიგე დიამეტრი, 0.25 მმ მინდა რო შევუკვეთო. იქნებ ვინმემ მირჩიოთ, მონაცემები ეს არის რაც უწერია:

Cabela's Green Ripcord Si BRAIDED LINE - 150 Yards 30 LB
15 X STRONGER THAN STEEL
SILICONE COATED
SUPERIOR DYNEEMA FIBERS
http://www.amazon.com/dp/B003TIEOH0/ref=asc_df_B003TIEOH01499303?smid=A1CZTBEWRQIAE0&tag=pgmp-1531-10-20&linkCode=asn&creative=395105&creativeASIN=B003TIEOH0

წინასწარ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ბესო Apr 20 2011, 08:00

tuvalu
http://www.cabelas.com/product/Fishing/Fishing-Line/Super-Lines|/pc/104793480/c/104719680/sc/104612580/Cabelas-Green-Ripcord-Si-150-150-Yards/739714.uts?destination=%2Fcatalog%2Fbrowse%2Ffishing-fishing-line-super-lines%2Fcabelas%2F_%2FN-1100386%2B1000002949%2FNe-1000002949%2FNs-CATEGORY_SEQ_104612580%3FWTz_l%3DSBC%253BMMcat104793480%253Bcat104719680%26WTz_st%3DGuidedNav%26WTz_stype%3DGNU&WTz_l=SBC%3BMMcat104793480%3Bcat104719680%3Bcat104612580

პოსტის ავტორი: tuvalu Apr 20 2011, 10:17

გმადლობ ბესო,
შენ ლინკზე ბევრად იაფია, მაგრამ ქვევით დიამეტრი lb-შია მოცემული (Eq. Diameter lb.) და სწორედ ეგ ვერ გავიგე, 0.25 და 0.30 მმ -იანი როელია

პოსტის ავტორი: გიორგი Apr 21 2011, 22:14

tuvalu

0.25-0.28 დიამეტრის მონო ძუა უძლებს დაახლოებით 5-6 (მაქსიმუმ 7) კილოგრამს. რაც შესაბამისად არის დაახლოებით 10-11-13 ლბ

მე როცა ვეძებდი ჩემთვის 0.25 დიამეტრის შესაბამის წნულ ძუას - გავჩერდი 8 ლბ-ზე.

შენ ალბათ 10-15 ლბიან ძუას ეძებ

ანუ მაგის ზუსტი მათემატიკა მეც ვერ ვნახე თავის დროზე.

უბრალოდ ასე უნდა დათვალო:

ვთქვათ ეძებ 0.25 დიამეტრის წნულ ძუას.

1. ნახულობ რამდენ ლბ-ს უძლებს ეგ ძუას. ნუ ვთქვათ დაახლოებით 5 - 5.5 კილოს.

2. გუუგლში შეგყვას 5kg in lb და ამოგიგდებს, რომ 5 კილო უდრის 11.0231131 pounds

3. შედიხარ ბესოს მოცემულ ლინკზე და Eq. Diameter lb. სვეტში ეძებ მაგის მიახლოებულ მონაცემს, რაც ჩვენს შემთხვევაში არის 8 ლბ (მეტი დიდი არ არის)

4. ხოდა ეგ გამოდის ის ძუა რომელიც გჭირდება შენ (უფრო სწორად შეიძლება სხვა მწარმოებლისგან ნახო რომ ზუსტად 10 ან 11 ლბს შესაბამისი ძუაც ჰქონდეს)

მაგრამ მანდ მეორე მომენტიც არის.

თუ სასპინინგეთ გინდა ეგ ძუა და შენს სპინიგს აწერია ძუის ტესტი - მაშინ შეეშვი საერთოდ დიამეტრებს. პირდაპირ რაც გიწერია ტესტი (მონო ძუის) იმის შესაბამისი წნული მონახე და ეგ არის

პოსტის ავტორი: tuvalu Apr 22 2011, 01:11

გიორგი დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი პასუხისთვის!

http://www.cabelas.com/super-lines-cabelas-green-ripcord-8482-line-150-1-000-yards-2.shtml
ამ საიტზე, მარცხენა ქვედა კუთხეში ძუის ყუთს აწერია რომ 50ლბ უძლებს 22,6 კგ-ს ანუ გამოდის 12 ლბ (Eq. Diameter lb.) შესაბამისად წნული 0.25 მმ-იანი ძუა თუ უნდა უძლებდეს 10-15 კგ-ს, მე ამ შემთხვევაში მჭირდება 30 ლბ, რომელიც გაუძლებს ზუსტად 13,56 კგს, რადგან შემდეგი ნომერი 50 ლბეა რაც ძალიან დიდი გამოდის.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა


პოსტის ავტორი: გიორგი Apr 22 2011, 09:11

tuvalu

თვითონ ყუთს რა აწერია მაგას ნუ მიაქცევ ყურადღებას. ეგ მანდ უბრალოდ სურათისთვის დევს.
მთავარია ქვედა ცხრილი, ანუ ის რაც ასორტიმენტში აქვთ.

იდეაში 30 ლბ წესით უნდა მოერგოს შენს მოთხოვნებს.

მე სიმართლე რომ გითხრა სულ 2-3 ჯერ მაქვს გამოწერილი ძუა მაქედან (მეტი არ დამჭირდა უბრალოდ newsmile05.gif )
შესაბამისად ჩემი პრაქტიკული ცოდნა ამით შემოიფარგლბება მხოლოდ newsmile05.gif newsmile05.gif სხვებიც გირჩევენ ალბათ რამეს

პოსტის ავტორი: tuvalu Apr 22 2011, 11:46

მე მირჩიეს ფსკერზე სათევზაოდ, კოპტონისთვის სადავის (პავადოკის) ასაწყობად, საეერთოდ არ იხლართებაო და მინდა მოვსინჯო.

გამოვიწერ, გავსინჯავ და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

პოსტის ავტორი: Tarantuli May 8 2013, 20:25

გაუმარჯოს..თუ შეგიძლიათ კონკრეტული პასუხი გამცეთ თბილისის ზღვაზე ჩვეულებრივი კაი ძუით ლოქოზე თუ ვითევზავებ..თუ აუცილებელია წნულები და მონოები.მაგაში ვერ ვერკვევი საერთოდ...ძუით ტესტი 25 კგ უწერია უკრაინულია ძუაა.მადლობა წინასწარ...............

პოსტის ავტორი: ilariona May 8 2013, 20:34

Tarantuli
25კგ რამდენ მილიმეტრიანია?

ითევზავებ უპრობლემოთ, 25კგ ტესტი საკმაოდ მაღალი ტესტია. მთავარია ფრიქციონის გახსნა არ დაგავიწყდეთ.


პოსტის ავტორი: Tarantuli May 8 2013, 20:48

აჰა.დიდი მადლობა.ვიფიქრე მომიწევს ყიდვა მაგ ძუებისთქო...მარა გადავრჩი xexe.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)