ამ თემაში განვიხილოთ სათევზაო კოჭები. პროფესიონალებისგან ველოდებით რჩევებს. მე პირადად ამის გამოწერა მინდა
მირჩიეთ კარგია? http://www.amazon.com/gp/product/B001EC73CG/ref=s9_simz_gw_s0_p200_i3?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=1PWHHYH3Q3CWR360CHT8&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938631&pf_rd_i=507846
ლევან გააჩნია რისთვის გინდა... თუ პაპლაოკისთვის გინდა კაია. თუ დონკაზე გინდა არ ივარგებს.. თუ მაინც და მაინც გამოწერაა მხოლოდ ეს შეიძლება FX4000RB, ამაზეც 0.30მმ დაგეტევა 100 მეტრი. 0.40მმ დაგეტევა 70 მეტრი რაც დონკისთვის ძალიან ცოტაა.
კოჭა უნდა იყოს დიდი დიამეტრის მაქაოთი (თავით), არ უნდა იყოს ჩაღრმავებული მაქაოთი, უნდა ეტეოდეს მინიმუმ 0.40 მმ 100 მეტრი. სასურველია იყოს ბაით რანერის სისტემით.
გამარჯობა მეთევზეებო
კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე
და პირველ კითხვასაც კოჭასთან დაკავშირებით დავსვავ
მაინტერესებს რა პარამეტრებით ხასიათდება და რას უნდა მივაქციო ყურადღება?
დიდად დამავალებთ, თუ დამაკვალიანებთ და განმანათლებთ ამ საკითხში.
მაქვს ერთი კოჭა CORMORAN-ის ფირმის
მოდელი: RODEO GTi-11PIF 4000
ამ შემთხვევაში, მაინტერესებს რას ნიშნავს 4000?
და 11PIF. PIF-ი რაიმე სპეციფიურ ერთეულს ხომ არ აღნიშნავს?
კიდევ მაინტერესებს, რას ნიშნავს - კოჭას აქვს - 8 "პოდშიპნიკი"?
რომ დავშალე, შიგნით, მსგავსი რამ არ დამხვდა.
ასევე აქვს შემდეგი წარწერები: 200m/0.28mm 150m/0.33 120m/0.35 ეს, როგორც მივხვდი, ნიშნავს იმას, თუ რამდენი მეტრი ძუა დაეტევა კოჭაზე, მაგალითად 0.28 მილიმეტრიანი ხომ?
და Gear ratio 5.1:1 ალბათ ბრუნთა რიცხვის თანაფარდობა? სახელურის ერთი სრული ბრუნის გაკეთებისას, კოჭა გააკეთებს 5.1 ბრუნს. სწორია?
კიდევ შემდეგი პარამეტრები: 14lbs/220yds 16lbs/170yds 20lbs/130yds აი ესენი კი ეჭვის დონეზეც-კი ვერ მივხვდი რას უნდა ნიშნავდეს.
იქნებ გამარკვიოთ?
და ბოლო შეკითხვა - რომელი ტიპის სატყუარაზე უფრო უპრიანი იქნებოდა, ასეთი პარამეტრების მქონე კოჭის გამოყენება? ტივტივა/ფსკერული თუ სხვა?
თვალსაჩინოებისათვის, ფოტოსაც შემოგთავაზებთ
გმადლობთ ყურადღებისათვის.
Lava
გაუმარჯოს
ვიტო გამარჯობა
მადლობა გამოხმაურებისათვის და კიდევ რამოდენიმე კითხვით შეგაწუხებ
ფრიქციონზე მინდა ცოტა ვრცლად რომ მიპასუხო. ბევრ თემაში შემხვდა ეგ სიტყვა და როგორც მივხვდი ე.წ. მუხრუჭს ნიშნავს ხომ?
ანუ ამორტიზაცია რომ ზედმეტად ხისტი არ იყოს და ვთქვათ თევზს რომ ტუჩები არ გააგლიჯოს (ესეც თემებიდან გავიგე)
მაგრამ მუშაობის პრინციპს ვერ მივხვდი. ჩემ კოჭას (ფოტოზეც ჩანს) უკან პატარა ბერკეტი აქვს ON და OFF რომ აწერია.
თუ ON-ზე დავაყენებ, მაგ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავს, ანუ ძუას ახვევს და თუ OFF-ზეა, მაშინ ბრუნვა, ორივე მიმართულებით თავისუფალია.
ფრიქციონი როგორც მივხვდი, წინიდან კოჭის მოსაჭერი რომ არის ეგაა ხომ? რომ ვუჭერ ტკაცუნობს.
იქნებ გამარკვიოთ როგორ ავამუშაო.
პ.ს. ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, თევზის გამოყვანის დროს, როდესაც მეთევზე კოჭას ატრიალებდა შეუჩერებლივ, თუ თევზი მიმართულებას შეიცვლიდა ან ძალიან გაუძალიანდებოდა, კოჭა იცყებდა ტკაცუნს, მიუხედავად იმისა, რომ მეთევზე მაინც ატრიალებდა.
მოკლედ
მინდა ცოტა გავნათლდე თევზაობის ხელოვნებაში და პირველ ხანებში უამრავი კითხვებით შეგაწუხებთ
თუ არ დაიზარებთ და სიტყვას შემაწევთ, დიდად გამაბედნიერებთ მეგობრებო
Lava
რატომ უნდა შემაწუხო ტო? რასაც შევძლებ გიპასუხებ, რაც არ ვიცი ერტად ვისწავლოთ
ფრიქციონი უნდა ტკაცუნებდეს, მუშაობის პრინციპს სწორედ მიხვდი, ტუჩი რომ არ აეხიოს ან დიდი თუ არის ანკესი არ გაგიტეხოს და ა.შ.
მე პირადად ბოლომდე არასოდეს არ უჭერ, ცოტა თავისუფლება უნდა ქონდეს, თევზმა რომ გაქაჩოს უნდა შეეძლოს რომ ცოტა ძუა წაიღოს,
თორემ ძლიერი დარტყმები იქნება და გაგირთულდება ამოყვანა, ამორტიზაციის პრინციპივით არის.
დიდი თევზი ყოველთვის სხვადასხვა მიმართულებით იქაჩება და წარმოიდგინე რომ ეს თევზი რაღაც მომენტში თავისუფლად არის, როდესაც
ერთი მხრიდან მეორისკენ იქაჩება, ამ დროს გჭირდება ფრიქციონის არსებობა, ანუ თავისუფალი მდგომარეობიდან "რივოკს"
უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე მოჭიმულიდან, ფრიქციონიც თავისას აკეთებს და ახშობს ძალას, ეგ არის და ეგ
მადლობა ვიტო
ნელ-ნელა შევისწავლი
კი მეც მახსოივს.. მარა ჩემი არ იყო ამირანის ანკესი იყო ეგ... თან რა წაიღო.. ლამის დავკარგეთ..
2 All
პოდშიპნიკი - ბურთულასაკიასრი (რძელია და შეიძლება მოუქნელი სათქმელად, მაგრამ "პოდშიპნიკი"-იც ვერაა ბოლომე წელში გამოყვანილი ),
შპულა - მაქო.
ტორმუზი - ფრიქციონი - მუხრუჭი
2 გიორგი
საკისარები შეიძლება იყოს სახელურში ან მაქოს შიგნით ან ჩადება დაავიწყდათ . მოკლედ სქემაზე მოძებნე - ძირითადად არ ითყუებიან.
საერთოდ, კოჭას დაშლა მხოლოდ სერვისისთვის და ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, თან უნდა ეცადოთ, წამყვანი წყვილის კბილები არ გადანაცვლოდ, განსაკუთრებით ნახმარ კოჭაში, ხშირად ამის შემდეგ ჩნდება სხვადასხვა არასასიამოვნო ხმები, იზრდება "ლუფტები" (მომაშველეთ ქართული), და ა.შ.
Fuego
აი ეგრე დაემართა ზუსტად ჩემს სპროს კოჭას ხმაც აიკიდა და უფრო მძიმე სატრიალებელიც გახდა
2 გიორგი
რა კოჭაა?
Fuego
მოდელი არ მახსოვს ზუსტად... SPRO TYNIT თუ რაღაც ეგეთი... დიანაში ვიყიდე და კაი თანხაც ვუბოძე
ჩემს დაივას კოჭასაც ჭირს ეგ ამბავი... მაგრამ მაგის გამოსწორება უნდა ხდებოდეს როგორღაც. მე დავშალე მერე, გავწმინდე მივატაოტე და ცოტა შვება მისცა...
რავი მე რომ დავშალე და მივატაოტე - მერე უფრო დაენძრა.... მგონი არასწორი ტაოტი ვიხმარე... ან სადაც ზეთი უნდა მეხმარა, იქ ვიხმარე ტაოტი
Daiwa-ს სქემა ადვილი სანახავია - SPRO-ზე რა მოგახსენო. თუ სქემა გადაგდებული გაქვს, მაშინ მართლა სრული დაშლა-გაწმენდა-დაზვთვა, სქემის სემთხვევაში შეიძლება "მცირე სისხლით" გადარჩენა. სქემა ან ყუთში დევს, ან თვითონ ყუთზეა დახატული. დაზეთვა აუცილებლად სპეციალური საცხებით - წინააღმდეგ შემთხვევაში შეძლება გადასაგდები გაგიხდეს.
Fuego
კეთილი იყოს შენი შეოსვლა ამ ფორუმზე!
მადლობა არჩილ!
კითხვა პროფესიონალებს:
ეს კოჭა ტივტივათი თევზაობისთვის თუ გამოდგება? ვერ გავერკვიე მონაცემებში ა იქნებ ვინმეს გატესტილი აქვს ეს მოდელი
http://www.amazon.com/Shimano-SI4000REC-Sidestab-4000RE-Spinning/dp/B0010F3ZCY/ref=sr_1_4?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1267547679&sr=1-4
გამოგადგება.
მაინც და მაინც გასაგიჟებელი არაა, დააკვირდი ზომას თუ პაპლაოკზე გინდა 2500 იანი გამოწერე თუ ფსკერზე სათევზაოთ 4000 იანი, თუ სპინინგზე არ გამოწერო არ ივარგებს.
შიმანო კარგი ფირმაა, მარა ნებისმიერ ბრენდს აქვს დაბალი ხარისხის მოდელები, იცოდე რო სახელი ყოველთვის არაა მთავარი. 100 ლარის ფარგლებში თბილისში შეიძლება უკეთესი კოჭა აარჩიო. მე პირადად მაგის გამოწერას არ გირჩევ.
23,00 ლარიდან იწყება. 50$ ის ალტერნატივა ეს შემიძლია შემოგთავაზო.
http://www.radikal.ru
შექსპირი, F3000, BALL 3+1, 240მ/8LB, 246გრამი,
ფასი : 83,00 ლარი.
მაქვს ასეთი კოჭა: Master Class Cyprio 3000, 0.28mm/185m, 0.35mm/120m, 5 ball bearings, speed gear 4.7:1, (არ ვიცი რა ქვია) ძუა რაზეც იხვევა, ის პლასტმასის ეყენა თავიდან და მოყვა მეორეც ლითონის. ფრიქციონი უკან აქვს. აბა მითხარით როგორია და რისთვის უფრო გამომადგება.. ჩამოტანილია გერმანიიდან, მაჩუქა ბიძაჩემმა
ტივტივაზე სათევზაოთ. (პაპლავოკზე)
FISHING CLUB tkveni magazia kviraobit tu mushaobs?
კი ყოველდღე მუშაობს
f3000 ras nishnavs?
მოგესალმებით, როგორც იქნა მივიღე ჩემი შენაძენი და აბა შემიფასეთ და გამარკვიეთ ნორმალურად ამათი შესაძლებლობები...
პირველი DAIWA 3000E EXCELER
ზედ აწერია შემდეგი რამ,
4ball bearings ეს როგორც გავიგე ბრუნვების რაოდენობაა ერთ დატრიალებაზე
DIA (mm)-m 0.28 -220 0.30-185 ეს რამდენი მეტრი ძუა ეტევა
ib.(kg)-yds(m) 8(3.6) - 240(220) 10(4.5)-200(185) ეს ვერ გავიგე
მეორე MITCHEL ELX EVOLUTION 3000RD
სურათები წაშლილია დიდი ზომის გამო
RATIO 5.2:1 ბრუნვების რაოდენობა
3+1 BB ვერ გავიგე
mm| m -0.25 | 245-0.30 | 170-0.35 | 125 ვერ გავიგე
ibs | yds -6 | 270-10 |185-12| 135
ესეც ჯოხი
აქ ვერ გავიგე რა შეზღუდვააქ 10-20 გრამი შეიძლება 50 არ შეიძლება 270 სმ ია სიგრძე და ეს მეტი არაფერი არ წერია რამხელა თევზზეა გათვლილი და ასე შემდეგ....
ესეც ჩემი მომავალი მეთევზე უამისოდ როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის დათვალიერება
აბა ხალხნო ველი გამოხმაურებას
ეხლა ერთი ჯოხი მინდა კიდე ვიყიდო ფსკერული თევზაობისთვის და ამ კოჭებიდან გამოდგება რომელიმე? მე ვფიქრობ დაივა უნდა გამოდგეს არა?
გილოცავ ძმაო ძალიან კარგი შენაძენია მრავალი თევზაობა გაგეტარებინოთ ერთმანეთის სამსახურში
EXCELER კარგი მუშა ცხენია! სიიაფისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდებაა დაივაში. ფსკერულისთვის ცოდოა. სპინინგია მაგის გამოყენების სფერო. რახან 3000 აგიღია საშუალო კლასის ჯოხებთან წავა.
ეს იმას ნიშნავს, რომ შიგინით 4 ცალი პაჩიბნიკი არის... ეხლა პაჩიბნიკი ქართულად არ მკითხო, არ ვიცი როგორ არი
პაჩიბნიკი--საკისარი
დაივა სპინინგად გამოყენებ და მეორე არ ვიცი
http://pix.ge/
http://pix.ge/
მგონი ესენია?
ანუ გიორგი შეგიძლია ძემოთ აღნიშნულიდან გამარკვიო? თუ კოჭაზე მითითებულია რო 0.30 ძუა ეტევა 185 მ, და შენი თქმიდან ეგ ძუა 5 კილოზე მეტს უნდა უძლებდეს მაშინ რატომ არ ღირს დონკაზე დავაყენო ეს კოჭა??? იდეაში 5 კილოზე მეტის დაჭერის იმედი არც მაქვს
Fox
როგორ არ შეგიძლია... შეგიძლია.
მაგრამ ჯერ ერთი ცოდოა, მერე კიდე მალე გამოვა წყობიდან.
რო დაგიჯდება 10-15 კილოიანი თევზი და დაიწყებ გამოყვანას - ეგ კატუშკა შეიძლება შეგრჩეს ხელში
ამიტომაც დონკისთვის სხვა კლასის კოჭებს არჩევენ.
ისე დონკის კოჭები მგონი სადღაც განხილულია ჩვენთან ფორუმზე. აბა KARP FISHING-ის განყოფილებაში შედი. მგონი მანდ უნდა იყო.
შენ კოჭას თუ აქვს შეფარდება 5.2:1. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი კოჭა უფრო სკარასნოი არის ვიდრე სილავოი. ანუ რაც გჭირდება სპინინგში და გინდაც ტივტივას დროს - რომ გამოკვრის მერე, სწრაფად ამოახვიო ძუა.
დონკაზე კი იმდენად სიჩქარე კი არა ძალა გჭირდება და მანდ შეფარდება შეიძლება იყოს 3.5:1 ან 4.1:1 ან რავი, კიდე ნაკლები. იმიტომ, რომ მანდ აქცენტი არის გადატანილი იმაზე, რომ ხელის ძალა მაქსიმალურად გადაეცეს კოჭას.
ეხლა შენ თუ იდეაში, 3-4 კილოზე დიდი თევზის დაჭერი იმედი არა გაქვს და გინდა ერთი კოჭა უნივერსალურად იხმარო ყველა სახის თევზაობაზე, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რა კოჭას იხმარ, ან ჩამოტანას რა აზრი ჰქონდა ? აგერ გეყიდა კორმორანის ან შეკსპირის რამე იაფიანი კოჭა და 1-2 სეზონს კი იმუშავებდა ყველანაირ თევზაობაზე თავისუფლად... შეიძლება მეტიც...
უბრალოდ იმ კაიფს ვერ მიიღებ თევზაობისგან, რომელიც შესაბამისად გაწყობილ ანკეს მოაქვს...
Fox
ბიჭებო ეს ყველაფერი კარგი გასაგებია მაგრამ აი ჯოხზე ეხლა რა მაინტერესებს
ანუ 20 გრამის შემთხვევაში 30 გრამზე ტუ გაიბზარება ან გატყდება ჯოხი მაშინ ამოყვანის დროს როგორ უძლებს თევზს?
Fox
როდესდაც წყლიდან გამოგყავს სხვა დატვირთვაა, მერე კიდევ ხისტად ხომ არ გლიჯავ თევზას წყლიდან,
ნელა მოგყავს, თან მთელ ჯოხზე ნაწილდება დატვირთვა, გადაგდების დროს კი უმეტესად წვერზე მოდის მთელი ძალა
ეგ დაახლოებით ისეთი ვარიანტია როგორც ლურსმანის დაჭედება. პატარა ჩაქუჩით რომ დაარტყა დააჭედებ მარა 10 კილოიანი რაიმე საგანი რომ დაადო ხომ არ ჩაეჭედება თავისით? იქ წამოერი დატვირთვაა მოქნევაზე
გასაგებია ყველაფერი დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვუს და ინფორმაციისთვის
აი ასეთი კოჭა მაქვს ოდნავ სხვანაირი მოდელი (ვერ ვიპოვე სურათი)
და როგორი კოჭაა რას მეტყვით? 8 პადშიბნიკიანია მეტალის მაქოთია იაფიც არ ღირდა
მონაცემები დაწერე და გეტყვიან
http://pix.ge/
დგეს შევიძინე
კოჭა : RD 5000.
ძუა : 0,35მმ 200 მეტრი
1ბალიანია და ფრკერულზე გამოიყენებაააა
გთხოვთ მასწავლეთ კოჭა როგორ უნდა დავზეთო და რა ადგილებში და კიდევ რა უნდა გამოვიყეო დასაზეთად
fenriz32
აი ამ ტიპის კანალზე ბევრი ინფოა, ზაან ბევრს კი ბაზრობს, მაგრამ უმეტესობა მართალია
ესეც ჩემი ვიდეოა, დიდი ინფო არაა, მაგრამ ქართულადაა მალე დავდებ უკეთესებს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)