თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ ქართული ტერმინები

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 16 2009, 23:33

ეს პრობლემა ყოველთვის იყო ხოდა გავაქართულოდ ის სიტყვები რასაც არაქართულად ვამბობთ და ერთხელ და სამუდამოთ იყოს ყველასათვის მისაღები...
ბოლობოლო რუსულებს ხომ უნდა ჩამოვშორდეთ, დაწერეთ რა იცით ან თუ არ გვაქვს რამე მოუგონოთ და ამ პოსტში ჩავამატებ, მერე ბაზასავით გავაკეთოთ.



ლესკა-ძუა
პაპლაოკი-ტივტივა
კრუჩოკი-ნემსაკავი
კალენა-მუხლი
კატუშკა-კოჭა
კორკა-ქერქი
გრუზი-სიმძიმე/ტყვია
კარმუშკა-საკვებური
ნაჟივკა-სატყუარა
დონკა-ფსკერულა
მატილნიცა-"მატილნიცა"-კოღოს ჭუპრის ყუთი
პრაგლატუშკა-საყლაპავი
უდოჩკა- სათევზაოდ კაწყობილი ჯოხი, ანკესი
პავადოკი - სადავე
პრიკორმკა - მისაჩვევი,
პოდკორმკა - დასაკვები,
ნახლისტი/ფლაი ფიშინგი - შოლტი, შოლტაობა,
პოდსეჩკა - ამოკვრა,
"ზაკიდუშკა"- საგდები,უჯოხოდ საგდები სათევზაო.
"ოსნასტკა"- გაწყობა (სათევზაო ჯოხის გაწყობა)
სნასტი - გასაწყობი


ჰე, მიდით ეხლა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ქევხო May 7 2010, 17:28

ერთ ერთი მთავარი აკლია - სადოკი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 7 2010, 17:32

შოგანბადე

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 7 2010, 21:16

სადოკს გურიაში საოჩხეს ეძახდნენ - ოჩხიდან თევზის ამოსაყვანს. ოჩხი - ქვით ამოყორილ თევზის საჭერ ორმოს ერქვა.(საბას ლექსიკონშიც არის)
საგდებს ხელსაგდები ჯობია, ჩემი აზრით.
ისე, ანკესი რაღაა? ეს სიტყვა მოგვრჩა ზაპჩასტივით.. newsmile090.gif ასევე - მკედი.

პოსტის ავტორი: ლევანი May 7 2010, 23:38

ციტატა(nika @ 7th May 2010 - 18:32) *
შოგანბადე

ჩოგან ბადე."საჩოკი"-ა. "სადოკი" აი ის არის დაჭერილი თევზი რო უნდა ჩაუძახო. ალბათ რუსულდან პირდაპირ თარგმანში..ჩასმასთან უნდა იყოს კავშირში...
ისე ჩვენ შეგვიძლია..პირდაპირ "სათევზური" ვუწოდოთ.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 May 8 2010, 00:26

სიტყვა სარი - ჯოხის მაგივრად რატომ არ მოგწონთ.
აზრობრივად და ფიზიკურად გაცილებით ახლოს დგას
"удочка"-სთან...
ეს სიტყვა კი რუსულში წარმოიქმნა ზმნა удить-სგან
და სრულყოფილად გამოითქმის როგორც удилище.
რაც თევზობას ნიშნავს...
გამართულად იქნება - ან სათევზაო ჯოხი ან უბრაოდ სათევზაო.
ეჰ... ლინგვისტი ან ფილოლოგი არა გვყავს???
მე რაც ვიცი ეგაა. ვინმემ მეტი რომ დამატოს კომპეტენტურად,
მაგრი იქნება! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 8 2010, 16:06

ჰო, შემეშალა - საჩოკს ეძახდნენ საოჩხეს, სადოკს კი არა. თუმცა შოგანბადეც მომწონს, ჩოგანბადეზე უფროც, იმიტომ რომ სპეციფიურია და ბუნებრივად დაძველებული სიტყვის ელფერი აქვს.
სადოკი, შეიძლება, ბადურად ითარგმნოს. ვისაც გახსოვთ, "სეტკა"- ხელჩანთები, ცარიელ ბოთლებს რო ვარაჩხუნებდით, იმას ერქვა ბადურა.
სამწუხაროდ, მარტო ლინგვისტობა და ფილოლოგობა არ შველის ამ საქმეს. ივანე მაჩაბელი არც ერთი იყო და არც მეორე, თუმცა საბაზისო ცოდნა მაგ დარგებისა უხეშ შეცდომებს ნამდვილად აგვაცილებს.

პოსტის ავტორი: akela1954 May 8 2010, 22:03

შადი შამოდი

ციტატა(shadimani @ 7th May 2010 - 22:16) *
საგდებს ხელსაგდები ჯობია, ჩემი აზრით.

+ 100
ციტატა(Gigs13 @ 8th May 2010 - 01:26) *
სიტყვა სარი - ჯოხის მაგივრად რატომ არ მოგწონთ.

უხეშად ჟღერს; სარი, ჭიგო სოფლის მეურნეობასთან უფრო ასოცირდება.
ვიტო
ციტატა(vito @ 17th June 2009 - 00:33) *
ნახლისტ-გაწკეპვლა

ალბათ წასაშლელია, შოლტი, შოლტაობა უფრო ჟღერს.
შადი შამოდი
ციტატა(shadimani @ 7th May 2010 - 22:16) *
ისე, ანკესი რაღაა? ეს სიტყვა მოგვრჩა ზაპჩასტივით.. ასევე - მკედი.

"უდოჩკა"=ანკესი, სათევზაოდ გაწყობილი ჯოხი. ანკესაობა (ужение)=თევზაობას.
მკედი - ალბად უფრო მოუხდება წნულს, წნული მკედი, რაც ძუისგან განსხვავებულია. IMHO.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 8 2010, 23:29

ციტატა(archil kontuadze @ 8th May 2010 - 06:53) *
და ანკესი ვერა?

როგორ ვერა.... ეგ მუშაობ კიდეც...კაი ხანია. უბრალოდ ანკესი...მთელი მოწყობილობაა(უკვე გამართული) ცალკეულ დეტალებზეა საუბარი. ეგრედ წოდებულ "ანტენა"-ს რა უნდა ერქვას ქართულად??...
ლატანი რას ნიშნავს???.. ეგ არ წავა??..

ციტატა(shadimani @ 8th May 2010 - 17:06) *
სადოკი, შეიძლება, ბადურად ითარგმნოს.

ჩემი აზრით...კარგად მიდის. უხდება ეგ სიტყვა..დანიშნულებას.


ციტატა(shadimani @ 8th May 2010 - 17:06) *
თუმცა შოგანბადეც მომწონს, ჩოგანბადეზე უფროც,

ოგანბადე????....

ციტატა(kote @ 8th May 2010 - 23:03) *
სარი, ჭიგო სოფლის მეურნეობასთან უფრო ასოცირდება.

გეთანხმებით. სარი რაღაც ვერ ჟღერს.

პოსტის ავტორი: 919 May 8 2010, 23:36

შადი შამოდი

ისე ჩემო ბატონო ჩოგანს რას უწუნებთ? ჩოგანი ვიცი 3 დანიშნულების: ჩოგანბურთის (რომელიც ძალიანაც ჰგავს ე.წ. საჩოკს),
ჩოგბურთის, და სამზარეულო საგანის გამომხატველი სიტყვაა...

akela1954
რატომ ჟღერს სარი უხეშად? ახლა თევზაობას ნატიფ ხელოვნებას ნუ შემიდარებთ პატივცემულო newsmile05.gif ეს ზუსტად რომ სოფლის
მეურნეობასთან უფრო ახლომდგომი ტერმინია ვიდრე პოეზიასთან და მუსიკასთან....

ლევანი
ანტენა საერთაშორისო ტერმინია newsmile045.gif ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი (შედგენილი სიტყვაა).

პოსტის ავტორი: ლევანი May 8 2010, 23:55

ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 00:36) *
ანტენა საერთაშორისო ტერმინია ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი

კი..მაგრამ...თუ არის საშუალება..ქართული ერქვას რაღა...("რაღა" ყარაჩოღლური ინტონაციით) საერთაშორისო სად გაგვექცევა???....
თან თუ ეგ ტერმინები..მართლა ნატიფ ხელოვნებასთან უფრო ახლოს იქნება და არა სოფლის მეურნეობასთან..უფრო გამეხარდება. არ ჯობია ლამაზი და ყურისთვის უფრო სასიამოვნო ერქვას??...

ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 00:36) *
ისე ტელესკოპიც არ არის ქართული ენის დამამცირებელი ტერმინი

მერე მე მაგას ვამბობ???... what.gif

პოსტის ავტორი: 919 May 9 2010, 00:43

ლევანი

მაინც არ მესმის რა არის სარში ამისთანა უხეში???
სირი ხომ არ არის... და ხელოვნებაზე ხუმრობ თუ
მართლა ამ აზრზე ხარ?! newsmile035.gif newsmile035.gif თევზჭერა სოფლის მეურნეობაა
აბა რა არის?????? თოხს თოხი უნდა ერქვას და არა კალამი
ან ხემი! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: akela1954 May 9 2010, 00:49

919

ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 00:36) *
ახლა თევზაობას ნატიფ ხელოვნებას ნუ შემიდარებთ პატივცემულო ეს ზუსტად რომ სოფლის
მეურნეობასთან უფრო ახლომდგომი ტერმინია ვიდრე პოეზიასთან და მუსიკასთან....

სწორედაც, რომ შესადარებელია, მაგრამ არც სოფლის მეურნეობის პოეზიას და მუსიკას არ გამორიცხავს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლევანი May 9 2010, 01:52

ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 01:43) *
მაინც არ მესმის რა არის სარში ამისთანა უხეში???
სირი ხომ არ არის.

სხვათაშორის გავს... newsmile035.gif newsmile035.gif გარდა მაგისა.... ლობიოს ბარდს მაგონებს. newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 01:43) *
და ხელოვნებაზე ხუმრობ თუ
მართლა ამ აზრზე ხარ?!

რათქმაუნდა ვხუმრობ....თორემ.....ხელოვნებას..მ
ეც დიდი მოწიწებით ვებყრობი...მეც ვაფასებ..მოდილიანს....ვივალდის..
... შექსპირს და კიდევ უამრავს....
ციტატა(Gigs13 @ 9th May 2010 - 01:43) *
თევზჭერა სოფლის მეურნეობაა
აბა რა არის??????

ეხლა..შენ თუ სარეწაო თევჭერას გულისხმობ...არ ვიცი და...მე...ახლებლებთან ერთად...ანკესს..რო ავიღებ..ბუნებაში გავდივარ. ნაპირთან ჩავჯდები...ლუდის წრუპვით რო მივჩერებივარ ტივტივას. საღამოს კიდე კარვის წინ...ცეცხლს დავანთებ...მწვადს შევწვავ და ღვინოს ამოვიღებ წყლიდან....მეეჭვება სოფლის მეურნეობას მივეკუთვნებოდე მაგ დროს... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 9 2010, 11:27

ციტატა(919 @ May 9 2010, 00:36) *
შადი შამოდი

ისე ჩემო ბატონო ჩოგანს რას უწუნებთ? ჩოგანი ვიცი 3 დანიშნულების: ჩოგანბურთის (რომელიც ძალიანაც ჰგავს ე.წ. საჩოკს),
ჩოგბურთის, და სამზარეულო საგანის გამომხატველი სიტყვაა...


ჩოგანს არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ ხელოვნურად "ვაძველებ".. newsmile090.gif ვწერთ ჩოგანს და გამოვთქვამთ შოგანს, პირველი ბგერა რაღაც შუალედურია ჩ-ს და შ-ს შორის, როგორც ქ და გ ნაცვალსახელში თქვენ [თგვენ]. ენაში ასე ბევრი სიტყვა-ტერმინი იქმნება ბუნებრივად დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით, როცა საერთო და ზოგადი სახელწოდება რაღაც უფრო კონკრეტულს, მომგვანოს,მაგრამ განსხვავებული დანიშნულების საგანს ერქმევა. მაგ.: ლამპა და ლამფა.
მაგრამ ჩვენ რაც არ უნდა არგუმენტები დავახვავოთ, მთავარია, ენა როგორ მოირგებს ახალ ტერმინს. ეს ამბავი კი კამათლის გაგორებასავითაა - ან დაჯდება, ან არა.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 10 2010, 12:18

ციტატა(919 @ May 9 2010, 16:46) *
შადი შამოდი

მინდა გაგიზიაროთ ერთი ფაქტი, თავის დროზე ტექნიკური ესთეტიკის ს/კ ინსტიტუტში,
ჩემი ძვირფასი რექტორი, პედაგოგი და მეგობარი გაბრიელ ნადარეიშვილი რამოდენიმე
ფილოლოგთან ერთად ამუშავებდა ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონს...
მინდა მოვიძიო ეს მასალა და გაგიზიაროთ.

P.S.
მაგ.: რუსული სიტყვა обтекатель ძალიან მშვენივრად არის
ნათარგმი - გარსმდენი... და კიდევ მრავალი სხვა მაგალითია, რაც ინტერესს იმსახურებს. newsmile05.gif

დიდი მადლობა! სიამოვნებით გავეცნობი..
"ტექნიკური ტერმინოლოგიის ლექსიკონი" მგონი, გამოცემულია კიდეც.
გასული საუკუნის დასაწყისში უამრავი ტერმინი შეიქმნა, მაგრამ ძნელად თუ ვინმე ახსნის, რატომ დამკვიდრდა ზოგი ძალიან ადვილად (მაგ. ლიანდაგი, მაცივარი), ზოგი კი, მიუხედავად საყოველთაო მცდელობებისა - არა. (მაგ. რონოდა -
ანუ ვაგონი, რომელიც წლების განმავლობაში პრესაში და ყველგან, ლექსებშიც კი, მასიურად იხმარებოდა).
ამ თემას არ ეხება - აგერ ახლა საბასთან ერთ ძველ ქართულ "სათევზაო" სიტყვას წავაწყდი. ლიბი - წყალში ბადის დასაბმელი. აღსადგენია და გამოსაყენებელია. მაგ.: ლევანმა ბადურა ("სადოკი") ლიბზე გამოაბა და იქვე, ნაპირთან წყალში ჩააგდო. newsmile090.gif
შეიძლება ანკესის ჩამოსადებ პალოსაც დაერქვას.

პოსტის ავტორი: Fuego Jun 1 2010, 19:35

პავადოკი - სადავე

მე მგონი ქვედაძუა უფრო უპრიანი იქნებოდა. "სადავე" ძველი ქართული სიტყვაა, თავისი შესატყვისი აქვს ცხენოსნობაში და არ მგონია, რომ სათევზაო ინვენტორის ამ ნაწილს შეესაბამებოდეს. IMHO.gif

პოსტის ავტორი: patara_ribaki Jun 13 2010, 15:39

ციტატა(vito @ 17th June 2009 - 00:33) *
პრიკორმკა - მისაჩვევი,
პოდკორმკა - დასაკვები,

რა განსხვავებაა ამათ შორის?

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 13 2010, 16:38

ციტატა(patara_ribaki @ 13th June 2010 - 16:39) *
რა განსხვავებაა ამათ შორის?

მისაჩვევი(პიკორმკა)....ის არის..როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ამზადებ ადგილს. ყოველდღე ყრი საკვებს და თევზიც მად იყრის თავს.
პადკორმკა კი თვითონ თევზაობის პროცეში რო მოფანტავ საკვებს. (იქნებ ახლომახლო მყოფი თევზი შემოეხეტოს)

პოსტის ავტორი: demi Jun 16 2010, 17:47

პატივცემულებო, რამდენიმე დღით ადრე რომ უყრი საჭმელს მოსაჩვევად, რუსულად პრივადაა, ხოლო პრიკორმკა კი უშუალოდ თევზაობის დროს ჩასაყრელი საჭმელია newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Babyfly Sep 22 2010, 00:10

QUOTE (ვიტო @ Jun 17 2009, 00:33) *
ეს პრობლემა ყოველთვის იყო ხოდა გავაქართულოდ ის სიტყვები რასაც არაქართულად ვამბობთ და ერთხელ და სამუდამოთ იყოს ყველასათვის მისაღები...
ბოლობოლო რუსულებს ხომ უნდა ჩამოვშორდეთ, დაწერეთ რა იცით ან თუ არ გვაქვს რამე მოუგონოთ და ამ პოსტში ჩავამატებ, მერე ბაზასავით გავაკეთოთ.



ლესკა-ძუა
პაპლაოკი-ტივტივა
კრუჩოკი-ნემსაკავი
კალენა-მუხლი
კატუშკა-კოჭა
კორკა-ქერქი
გრუზი-სიმძიმე/ტყვია
კარმუშკა-საკვებური
ნაჟივკა-სატყუარა
დონკა-ფსკერულა
მატილნიცა-"მატილნიცა"-კოღოს ჭუპრის ყუთი
პრაგლატუშკა-საყლაპავი
უდოჩკა- სათევზაოდ კაწყობილი ჯოხი, ანკესი
პავადოკი - სადავე
პრიკორმკა - მისაჩვევი,
პოდკორმკა - დასაკვები,
ნახლისტი/ფლაი ფიშინგი - შოლტი, შოლტაობა,
პოდსეჩკა - ამოკვრა,
"ზაკიდუშკა"- საგდები,უჯოხოდ საგდები სათევზაო.
"ოსნასტკა"- გაწყობა (სათევზაო ჯოხის გაწყობა)
სნასტი - გასაწყობი


ჰე, მიდით ეხლა newsmile05.gif



QUOTE (ვიტო @ Jun 17 2009, 00:33) *
ეს პრობლემა ყოველთვის იყო ხოდა გავაქართულოდ ის სიტყვები რასაც არაქართულად ვამბობთ და ერთხელ და სამუდამოთ იყოს ყველასათვის მისაღები...
ბოლობოლო რუსულებს ხომ უნდა ჩამოვშორდეთ, დაწერეთ რა იცით ან თუ არ გვაქვს რამე მოუგონოთ და ამ პოსტში ჩავამატებ, მერე ბაზასავით გავაკეთოთ.



ლესკა-ძუა
პაპლაოკი-ტივტივა
კრუჩოკი-ნემსაკავი
კალენა-მუხლი
კატუშკა-კოჭა
კორკა-ქერქი
გრუზი-სიმძიმე/ტყვია
კარმუშკა-საკვებური
ნაჟივკა-სატყუარა
დონკა-ფსკერულა
მატილნიცა-"მატილნიცა"-კოღოს ჭუპრის ყუთი
პრაგლატუშკა-საყლაპავი
უდოჩკა- სათევზაოდ კაწყობილი ჯოხი, ანკესი
პავადოკი - სადავე
პრიკორმკა - მისაჩვევი,
პოდკორმკა - დასაკვები,
ნახლისტი/ფლაი ფიშინგი - შოლტი, შოლტაობა,
პოდსეჩკა - ამოკვრა,
"ზაკიდუშკა"- საგდები,უჯოხოდ საგდები სათევზაო.
"ოსნასტკა"- გაწყობა (სათევზაო ჯოხის გაწყობა)
სნასტი - გასაწყობი


ჰე, მიდით ეხლა newsmile05.gif



დიდი მადლობა ! მადლობელი დაქრჩებით თუ მოუძებნით გაშოლტვით თევზაობის ინგლისურ ტერმინოლოგიას ქართულ შესატყვის ტერმინებს!

დიდი მადლობა ! მადლობელი დაქრჩებით თუ მოუძებნით გაშოლტვით თევზაობის ინგლისურ ტერმინოლოგიას ქართულ შესატყვის ტერმინებს!

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 22 2010, 10:05

Babyfly
დაწერე რა ტერმინები გაინტერესებს და ვინმეს ეცოდინება, ან კიდე ჩვენ დავამკვიდრებთ რამეს და ეგ იქნება

პოსტის ავტორი: davit.p May 6 2011, 17:22

გამარჯობა ყველას. "კლიოვი" მგონი ცნობილი ტერმინია. გადმომიქართულეთ თუ შეიძლება.

პოსტის ავტორი: gloster May 9 2011, 19:12

ჩარტყმა ია ტაკ დუმაიუ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: davit.p May 13 2011, 11:04

ალბათ, მაგრამ ეხლა ასე ვთქვათ, აი ურეკავ დზმაკაცს, ის ზის ტბასთან ანკესით და ეკითხები: "ნუ კაკ, რიბა კლუიოტ" ამ დროს ქართულად ასე ვეკითხები ხოლმე, ჰა მოყვება რამეე, თუ აბანავებ ჭიაყელას? newsmile035.gif
ალბატ ჩარტყმაა, ზოგ შემთხვევაში კი კარგად იღებს, ან მაგრად მოყვება-ც
მაგრამ "კლუიოტ" მაინც სულ სხვანაირად ჟღერს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 13 2011, 11:39

''კლიოვი'' არის კენკვა მაგრამ ნაკლებად ხმარობენ მეთევზეები ეგეთ კითხვას, ან რა უნდა კითხო, კენკავს? პირდაპირი თარგმანი ყოველთვის მომგებიანი და სწორი არ არის, ან რატომ ვთარგმნოთ მაინცდამაინც რუსულიდა. მე პირადათ ყოველთვის ვკითხულობ, ურტყავს?

ან ვკითხულობ: არის ჭერა?

პოსტის ავტორი: ლევანი May 13 2011, 12:40


ციტატა(Chalimgela @ 13th May 2011 - 13:39) *
მე პირადათ ყოველთვის ვკითხულობ, ურტყავს?

dastur.gif
მეც მაგ ტერმინს ვხმარობ ბავშვობიდან...(ეგრე მასწავლეს თვიდანვე დაა..) სიტყვა "კლიოვი" ჩემ ცხოვრებაში არ მიხმარია...რა ფეხებად მინდოდა...ქართულადაც ხომ გვქონდა მაგისი შესატყვისი??...

პოსტის ავტორი: davit.p Jun 23 2011, 22:23

მაგრად ჟგერს (კლუიოტ) newsmile05.gif ჩვენ ვხალისობტ ხოლმე ეგეთ ტერმინებზე, თორე მეც ეგრე ვკითხულოობ "ურტყაავს" ?

პოსტის ავტორი: gloster Apr 24 2012, 21:11

სულ რახუნ რახუნში გაგეტარებინოთ თევზაობა newsmile05.gif რაღაც ფორმა მივცეთ ამ ყველაფერს და სიასავით გავაკეთოთ თარგმნებით

პოსტის ავტორი: Fishman Apr 15 2016, 09:12

ხალხებო, სახლართი ბადე და საჩხრეკი ბადე ხომ განსხვავდება ერთმანეთისგან?

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 15 2016, 09:53

Fishman

სახლართი ბადე იხმარება ტბებზე. შეაქვთ ნავით და კიდებენ (დამპლები) newsmile05.gif საჩხრეკი ბადე კი იხმარება მდინარეში ე.წ. მოსმა. საჭიროა 2 ადამიანი. დინებას მიყვებიან გაშლილი ბადით და ნაპირისკენ რომ გამოდიან მერე იღებენ. ზომა: მეტრი და ზემოთ. ათ მეტრიანი ბადეც მინახავს, მაგრამ რთული მოსასმელია. ქვემოთ ტყვიები სიმძიმისთვის და გვერდებში 2 მყარი ჯოხი. ეგ არის საჩხრეკი ბადე.....

პოსტის ავტორი: Fishman Apr 15 2016, 12:58

ჩელე

მეც მასე ვიცი და აგენი კიდე ამბობენ სახლართი ბადეო...

https://www.facebook.com/878983925449360/photos/pcb.1489070131107400/1489065274441219/?type=3&theater

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 15 2016, 13:59

Fishman

რა ვიცი? ეტყობა ამასაც სახლართს ეძახიან. მე რაც ვიცი ეგ არის და ''დალშე'' ვერ გეტყვი.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 15 2016, 14:31

ციტატა(chele @ 15th April 2016 - 14:59) *
''დალშე''

თემის სათაურს მაინც შეხედე

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 15 2016, 15:02

ნუკრიMax

მერე შე ოხერო, ეგ ბრჭყალები რას ნიშნავს არ იცი??....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 15 2016, 17:32

ბრჭყალები არა, სიტყვა ვიცი რასაც ნიშნავს...
რატო გვიბიძგებ რუსეთისკენ?
D.gif

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 16 2016, 19:54

მე სულ

მე სულ ქართული ტერმინებით ვბაზრობ ხოლმე, მაგრამ ზოგი ვერ იგებს და მერე ვუხსნი. ისევე როგორც ვუსხნი თუ რატომ ვუთმობ ყოველი თევზაობის (გასვლის) 10წუთს ნაპირის დასუფთავებას.

ციტატა(davit.p @ May 6 2011, 18:22) *
გამარჯობა ყველას. "კლიოვი" მგონი ცნობილი ტერმინია. გადმომიქართულეთ თუ შეიძლება.

კლიოვი--- კენკვა

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 18 2016, 09:08

ციტატა(fisher leo @ 16th April 2016 - 20:54) *
მე სულ ქართული ტერმინებით ვბაზრობ

და ბაზარი ქართულია? D.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Apr 18 2016, 14:58

ციტატა(khmaltevza @ 15th April 2016 - 14:58) *
მეც მასე ვიცი და აგენი კიდე ამბობენ სახლართი ბადეო...

ეგ არის საჩხრეკი ბადე. მდინარის თხელ ნაწილში დგას ერთი კაცი და მეორე მაგ ბადის წინ ქვებს ატრიალებს. მთელი საჩხერე მაგ ბადით თევზაობდა ყვირილაზე..ჩემ ბავშვობაში.

პოსტის ავტორი: fisher leo Apr 21 2016, 10:30

ციტატა(kajuberi @ Apr 18 2016, 10:08) *
და ბაზარი ქართულია? D.gif

ჰაჰა ჩაგეთვალა ვიცოდი რომ ვიღაც შემისწორებდა ამ შეცდომას. (ვლაპარაკობ) newsmile090.gif

პოსტის ავტორი: shotaa Apr 21 2016, 22:06

საჩხრეკ ბადეს კიდევ კუნჭულასაც ეძახიან newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)