თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ გააფრთხილეთ ყველა კარბონის საფრთხის შესახებ!

პოსტის ავტორი: amroci Jun 23 2011, 19:30

დღეს დავასაფლავეთ ლევანი ალიოშას ძე გამყრელიძე. საუკეთესო სულისა და ბუნების მქონე ვაჟკაცი. რომელმაც არ იცოდა კარბონის ნახშირისებური წარმომავლობა და მისი ელქტროგამტარუნარიანობა.
მან ქობულეთის სოფ. გელაურში ითევზავა კარბონის ანკესით.
მან არ შეხებია მაღალი ძაბვის კაბელს. მან უბრალოდ ახლოს გაიარა მასთან...
ეს საკმარისი გახდა, რომ ელექტროენერგიას გადაერბიონა მის სხეულში და გეტარა 10 კილოვოლტი ენერგია. რამაც დაუხეთქა ყველა ძარღვი და ვენა. ბიჭმა მოასწრო თქმა: "ვიბრიდები ბიჭები" და მოკვდა.
მოკლეთ ხალხო, ეს თემა არის გაფრთხილება ყველასთვის ვინც არ იცის კარბონის ძლიერ გამტარუნარიანობის.
გაფრთხილდით და ყველა გააფრთხილეთ სანამ დროა!
მე ვასწავლე იმ წმინდა სულის ადამიანს თევზაობა და ვერ მოვასწარი გაფრთხილება კარბონის გამტარუნარიანობაზე. ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას. კეთილო ხალხო!

პოსტის ავტორი: გოგა Jun 23 2011, 19:36

სამწუხაროა ძალიან!!!

პოსტის ავტორი: amroci Jun 23 2011, 20:25

გოგა
გული მოუკლა ნახვარი საქართველოს წარმომადგენლებს.
ამ ზაფხულს აუწყვე პირველი ტივტივა და პირველი თევზაობა ჩემი ინსტრუქტაჟით იყო.
ლევანი მაგარი იღბლიანი გამოდგა (ცხონებული) ჩემზე მეტი ნაფოტა და ქაშაპი დაიჭირა ეგრედწოდებულ ქათმის მატლზე (აპარიში). მერე პრიჩალზე ( http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1226 ) მყავდა და იქაც ჩემზე მიტი ბარაბულკა იჭირა წითელ ჭიაზე.
ისეთი კარგი გულისა და სულის პატრონი იყო, მთელი სეზონი დავგეგმე მასთან ერთად უნდა მეთევზავა: სუფსაზეც, ნატანებზე, ჩოლოქზეც, ჭაობებშიც, კინტრიშზეც. ლოქოზეც, ქასაპაზეც, ქარიყლაპიაზეც, კარჩხანეზეც, კობრზეც, წვერაზეც, სტავრიდაზეც, კუზანაზეც, სკუმბრიაზეც, კეფალზეც, ლოფაზეც, ქორილჭილაზეც და ყველა სხვა დანარჩენზეც მარა განგებამ ჩამიშალა ყველა გემა და განზრახვა ამ საუკეთესო ადამიანთან თევზაობის განზრახვა!
http://www.facebook.com/home.php?#!/profile.php?id=100002190735400 აი ამ გოგოს ქმარია. 3 შვილის მამა. სანდროს, ნიკოზოსა და თეკლასი. უმცროსი სულ რაღაც 3 თვისაა.
ხალხო ყოველი შანსი არ გაუშვათ ხელიდან და ყველა აფრთხილეთ ამ ახალ ტექნოლოგიურ ანკესის ჯოხებზე!

პოსტის ავტორი: გოგა Jun 23 2011, 20:32

amroci
თუ არ შეხებია რანაირად გადაიტანა ვერ ვხვდები.
ეტყობა ძალიან ახლოს გაიარა

პოსტის ავტორი: amroci Jun 23 2011, 21:02

გოგა
ხო, გაიარა 10 კილოვოლტიანი კაბელის ქვეშ. კარბონი სანკესი ქონდა გადებული მხარზე. ანკესის კენწერომ გაიარა სადღაც 20 სანრიმეტრი კაბელის ქვემოთ (თანმხლები მოთევზავეების თვიმთმხილველების თქმით).
ახალნაწვიმარი იყო. მაღამა ძაბვმამ გადაისროლა მუხტი ანკესის კენწეროზე, რომელმაც გაიარა ლევანის მხარს, კისერესა და მთელ ტანში მიწისაკენ. განმუხტვა მოხდა დეტონაციურად და ლევანი გაისროლა მდინარეში.
საცოდავმა მოასწრო თქმა: "ბიჭებო ვიბრიდები"
ეგერედწოდწოდებული "დუგა" გაგიგია? ელექტრიკების ტერმინია.

პოსტის ავტორი: გოგა Jun 23 2011, 21:07

amroci
გასაგებია

პოსტის ავტორი: amroci Jun 23 2011, 21:15

ციტატა(გოგა @ Jun 23 2011, 22:07) *
amroci
გასაგებია

გააფრთხილეთ ყველა ვისაც იცნობთ.
საქართველოში ძალიან დიდია ესეთი უბედურების განმეორების საფრთხე.

პოსტის ავტორი: dmoral Jun 23 2011, 22:32

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 23 2011, 22:34

ძალიან სამწუხარო ამბავია, ღმერთმა მისი სული ნათელში ამყოფოს !!!

პოსტის ავტორი: sabo73 Jun 23 2011, 23:04

აცხონოს უფალმა და დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 23 2011, 23:16

amroci
ვიზიარებ, ძალიან ცუდი ამბავი მომხდარა.

ისე კარბონის სპინინგებს ყველას ახატია თითქმი რომ ჭექაქუხულის დროს და ალექტრო სადენებთან საშიშია

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 23 2011, 23:44


ძალიან სამწუხაროა! ვიზიარებ

პოსტის ავტორი: amroci Jun 23 2011, 23:52

მე კი ძალიან დათრგუნული ვარ.
თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმაში, რომ როცა შანსი მქონდა არ გავაფრთხილე სათანადოდ.

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 24 2011, 23:11

amroci

ცუდი ამბავია ძალიან, გაანათლოს უფალმა. შენ ნუ იდანაშაულებ თავს ჯიგარო, რას იფიქრებდი, რომ ასე მოხდებოდა? ასე რომ არაფერ შუაში არ ხარ. გითანაგრძნობ.

პოსტის ავტორი: ბესო Jun 24 2011, 23:21

ძალიან ცუდი ამბავია...

ციტატა(Chalimgela @ 24th June 2011 - 00:16) *
ისე კარბონის სპინინგებს ყველას ახატია თითქმი რომ ჭექაქუხულის დროს და ალექტრო სადენებთან საშიშია

მეც შემიმჩნევია, მაგრამ არასდროს თავში არ მომსვლია აზრად რომ დამესვა კითხვა რატომ ახატია ეს ნიშანითქო!!!

პოსტის ავტორი: 919 Jun 24 2011, 23:49

amroci


გითანაგრძნობ, ნათელში ამყოფოს ღმერთმა...

ჭალო მართალია,
ეს პიქტოგრამმა კარბონისშემცველ ყველა ჯოხს სახელურთან აქვს დატანილი.
აი სად იყო ის ცოდნა საჭირო, რომელსაც (ადრე რომ გვეგონა) "დამპალი"
მასწავლებლები ძალით, რომ გვტენიდნენ.
საერთოდ კათოდი და ანოდი ხშირად დაპრესილი ნახშირის ღეროებისგან მზადდება.

დაიმახსოვრეთ, რომ გრაფიტი, კარბოპლასტი, კარბონფაიბერი და ალმასი - ნახშირბადია!

პოსტის ავტორი: ბესო Jun 25 2011, 00:00

ციტატა(Gigs13 @ 25th June 2011 - 00:49) *
რომ გრაფიტი, კარბოპლასტი, კარბონფაიბერი და ალმასი - ნახშირბადია!


ეგ კი ვიცით, და ისიც ვიცით, რომ გრაფიტს და ალმასს ერთნაირი ქიმიური ფორმულა აქვს, ოღონდ მოლეკულური სტრუქტურა აქვთ განსხვავებული. მაგრამ გრაფიტის ჯოხებს რატომ არ აქვთ მსგავსი აღნიშვნა? კარბონის ჯოხებს მე რაც მქონია ყველას ქონდა და თუ ელავდა ხელში არ ვიღებდი ხოლმე და მაღალი ძაბვის მავთულებზე არასდროს მიფიქრია!

პოსტის ავტორი: FISHERMAN Jun 25 2011, 09:40

amroci

ვიზიარებ მეგობარო. ძალიან სამწუხარო ამბავია. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.


პოსტის ავტორი: amroci Jun 26 2011, 19:45

მადლობთ სუყველას სამძიმარისთვის

და გავმეორდები: გააფრთხილეთ ყველა ყოველ წარმოდგენილ შესასძლებლობისას ვისაც დაინახავთ კარბონით ხელში.
ნუ იგულისხმებთ თავისთავად, რომ ყველას აქვს წაკითხული და გააზრებული ეს აღნიშვნა.

"უსაფრთხოება პირველ რიგში!"

პოსტის ავტორი: o.cho Jun 27 2011, 00:00

ვაა ძალიან ცუდია და ძალიან საწყენია ვიზიარებ ღმერთმა გაანათლოს მისი სული :( აზრადაც არ მომსვლია რომ ასეთი საშიში იყო წვიმაშიც ბევრჯერ მითევზავია ელვის დროს მარა გადავრჩი ეტყობა გამიმართლა ამის მერე გავითვალისწინებ

პოსტის ავტორი: axalcixeli Jun 27 2011, 08:45

ვიზიარებ ამ დიდ მწუხარებას, ღმერთმა გაანათლოს

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 27 2011, 12:16

ძალიან სამწუხარო ამბავია ....

amroci

მადლობა საზოგადოების ინფორმირებისთვის

პოსტის ავტორი: ჯიჯი Jul 5 2011, 20:24

ციტატა(გოგა @ Jun 23 2011, 22:07) *
amroci
გასაგებია
გოგა კარბონის ჯოხით თევზაობა გაზაფხულზეც საშიშია განსაკუთრებით მაღალმთიანში როცა მოიღრუბლება.
იგივე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ნადირობის დროს თუ გაავდრდა თოფი, დანა და სხვა რკინის ნივთები უნდა მოიხსნა და უნდა მოცილდე გარკვეული მანძილით თან ოდნავ დაბლა უნდა დაეშვა






ციტატა(amroci @ Jun 26 2011, 20:45) *
მადლობთ სუყველას სამძიმარისთვის

და გავმეორდები: გააფრთხილეთ ყველა ყოველ წარმოდგენილ შესასძლებლობისას ვისაც დაინახავთ კარბონით ხელში.
ნუ იგულისხმებთ თავისთავად, რომ ყველას აქვს წაკითხული და გააზრებული ეს აღნიშვნა.

"უსაფრთხოება პირველ რიგში!"
ძალიან სამწუხაროა როცა ესეთი ახალგაზრდები მიდიან


პოსტის ავტორი: Davitus Jul 5 2011, 21:02

ახლა ვნახე ეს სამწუხარო პოსტი... ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს


ჩემთვის ერთი რამ არის გაუგებარი

10 000 ვოლტის მატარებელი ელ. გადამცემი ხაზები რატომ არ არის დაშორებული, მიწის ზედაპირიდან მინიმუმ 15 მეტრით მაინც...

ან დავიჯერო ანკესი 15 მეტრიანი იყო?




ჭექა ქუხილის დროს საშიშია კარბონის ანკესის ხელში ჭერა, იმდენად რამდენადაც, ჰაერში ჰორიზონტალურად მიმართული ანკესი ამცირებს ელ. განმუხტვის მანძილს +დამუხტულ ღრუბლებსა და - უარყოფითი მუხტის მქონე მიწას შორის...

მაგრამ რკინის საგნების ხელში ჭერა არანაირად არ არის საშიში, თუნდაც ჭექა-ქუხილის ზონაში ვიყოთ, ისეთი კონკრეტული და მიზანმიმართული შემთხვევების გარდა როცა მაღლა აშვერილი თოფით ხელში ვდგავართ მთის მწვერვალზე და ხმამაღლა გავკივივართ: ჰოი ყოვლის შემძლე ზევსო, მეხი დამეციო

ყველაფრის გაზვიადება არ შეიძლება უბრალოდ!


ეს უბედური შემთხვევა კი ყურადსაღებია რომ მსგავსი არ განმეორდეს არასდროს

პოსტის ავტორი: romeo 1 Jul 5 2011, 21:18

ეხლა წავიკითხე ეს პოსტები, ვიზიარებ მწუხარებას! ისე მეხს რაც შეეხება, თელავში ქალბატონი მოკლა მინდორში, ხელში ქოლგა ეჭირა.

პოსტის ავტორი: Davitus Jul 5 2011, 21:23

romeo 1

ტრიალ მინდორში, სულ რომ არაფერი გეჭიროს 80% ია იმის შანსი რომ, დიელეკტრიკის როლი შეასრულო, თუ შენს თავზეა ჭექა-ქუხილი და საკმაოდ ახლოს...

მე მაქვს პორტატული მეხამრიდი, რომლიც შეგიძლიამოიკიდო ზურგზე, აქვს მაღლა შვერილი ანტენასავით და ქვევით მიწაზე დასთრევს ჯაჭვისმაგვარი...

თითქოს საჭირო რამეა, მაგრამ ალბათ თუ გონებაჩლუნგი არ ხარ, ხშირად ვერ მოხვდები ისეთ სიტუაციაში რომ ტრიალ მინდორში იყო და შენს თავზე ელავდეს, მაგ მომენტში უნდა დაწვე მიწაზე და დაელოდო გამოდარებას



პირველი პორტატული მეხამრიდი

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: kupra Jul 5 2011, 22:05

ვიზიარებ ძმაო.

პოსტის ავტორი: khmaltevza Jul 5 2011, 22:08

ვიზიარებ... ძალიან სამწუხარო ამბავია...

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 6 2011, 00:10

სამწუხარო ამბავია ღმერთმა აცხონოს, ვიზიარებ მწუხარებას

პოსტის ავტორი: kaxa108 Jul 7 2011, 21:53

ვიზიარებ ღმერთმა გაანატლოს.

პოსტის ავტორი: kaxa108 Jul 7 2011, 21:58

და მეგობრებო კიდევ გაფრთხილდიტ და მანქანასაც ნუ დატოვებტ მაღალი ძაბვის სადენების ქვეშ გაჩერებულს . ერთხელ მამაჩემმა დატოვა და მანქანასთან რომ მივიდა ისეთი დამუხტული იყო რო ხელი რომ მოკიდა კარს გასაღებად ისეთი დაარტყა დენმა რომ თოფი გააგდებინა ხელიდან. ასე რომ ეგეც საშიშია.

პოსტის ავტორი: amroci Jul 9 2011, 21:55

Davitus
ანკესი 6 მეტრიანი იყო, სადენი კი არ იყო 15 მეტრზე. ამასთან იმ ადგილზე იყო ხიდი რომელიც მიწას აღემატებდა კიდე რამოდენიმე მეტრით.
ზუსტად ეგ ხიდი გადაირა და უკვე წყლისკენ ეშვებოდა, როცა ანკესის წვერზე გადაისროლა მუხტი ეგრედწოდებული "დუგა") სადენიდან.
ალბათ სველმა მიწამა და ფეხზე ქალამნებმაც ითამაშა თავისი როლი რათქმაუნდა.

http://www.facebook.com/profile.php?id=100002190735400&sk=friends&v=friends#!/profile.php?id=100002132836250 აი მისი გვერდი. არ ვიცოდი თუ ქონდა.

პოსტის ავტორი: levani_200 Aug 8 2011, 15:18

ნამდვილად სამწუხარო ამბავი არის ,ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული . ერთი შეკითხვა მექნება- გამოუცდელივარ ამ საკითხში მაგრამ მეთევზავია მომიპოვებია კიდევაც ანკესიც მაქვს სახლში მაგრამ იქნებ მირჩიოთ რითი მივხვდე ანკესი კარბონის არის თუ არ არის (იმედია აუადგილო ადგილას არ ვსვავ შეკითხვას)

პოსტის ავტორი: мекобре Jan 24 2012, 01:12

гаанатлос миси сули упалма...

პოსტის ავტორი: ამური Jan 24 2012, 12:24

ეხლა ვნახე ეს თემა... უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)