თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ ჩემი პირველი დაჭერილი თევზი

პოსტის ავტორი: CECEIRON Aug 19 2009, 18:15

სალამი ოლლ,აბა აქ მოყევით ვინ სად,და როდის და რამხელა თევზი დაიიჯირა პირველად ცხოვრებაში?

მე მაგალითად პირველი თევზი და ვიჯირე რუსეთშI მდინარე ველიკაიაზე პსკოვის ოლქში ,ხარიუსი იყო 2 კილოიანი და მაგრად შემეშინდა იმხელა იყო newsmile090.gif

პოსტის ავტორი: aragveli Aug 19 2009, 19:42

ხო პირველი თევზი მართლა მაგარი გრძნობაა არ გავიწყდება. ქსანზე დავიჭირე და ქვეყანა ჩემი მეგონა მურწა იყო. ეჰ მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Lava Aug 19 2009, 20:43

მეც რუსეთში დავიჭირე პირველი თევზი newsmile05.gif
ჟელეზნოვოდსკში ვისვენებდით ოჯახით და იქვე რაღაც ტბა იყო პატარა
აი იქ მოვსინჯე პირველად, რა თევზი იყო არ მახსოვს, ალბათ კარასი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 19 2009, 22:13

მე ბათუმში დავიჭირე პირველი თევზი newsmile05.gif სტავრიდა. თანაც ეგრევე ორი newsmile05.gif newsmile05.gif სხვათაშორის იმის მერე სტავრიდაზე თევზაობას ვკაიფობ ყველაზე მაგრა

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 19 2009, 23:10

რაჭა, კარასი newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 19 2009, 23:18

ზესტაფონო, წვერა

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 20 2009, 00:33

ბასეინი ეზოში,კარასი

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 20 2009, 01:28

მე ღორჯო დავიჭირე პირველად ყვირილაზე...თან მაგრად შემეშინდა(11 წლის ვიყავი) არ ვიცოდი ეგეთი თევზი თუ არსებობდა და რაღაც ოხრობა მეგონა... newsmile035.gif newsmile035.gif ანკესს აღარ ვეკარებოდი...თან ისეთი პატარა იყო..ალბათ 3-4 სანტიმეტრი და ნახევარი თავ-პირი იყო..მოკლედ მაგრად "უჟასნად" გამოიყურებოდა...

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 20 2009, 11:05

საჩხერე, ტრიტონი

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 20 2009, 11:38

http://www.radikal.ru

კუმისის ტბა 5 ცალი კარასი.

პოსტის ავტორი: გოგა Aug 24 2009, 19:42

ჩემი პირველი თევზი ბაყაყი იყო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ქევხო Aug 24 2009, 20:00

მე ასე 5-6 წლის ასაკში ბიძაჩემმა გამხმარი ლეშა ჩამიბა ანკესზე, რათქმაუნდა დავიჭირე newsmile035.gif და ზაან გამიხარდა სანამ მინვხვდებოდი. ამი მერე დაიწყო და . . . . ახლა უკვე მე ვახმობ ხოლმე newsmile035.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Aug 24 2009, 22:04

მე პირველი თევზი უნგრეთში დავიჭირე, მიშკოლცში, ოკუნი იყო.. თან პატარა ვიყავი 7-8 წლის და ისე გამიხარდა ბანკაში მყავდა და მთელი დღე ვუყურებდი... newsmile01.gif newsmile01.gif იმის მერე მოვიწამლე...

პოსტის ავტორი: qobala Aug 24 2009, 22:13

ჩემი პირველი თევზი ღორჯო იყო დაახლოებით ოთხი წლის ასაკში... თან ღელეში ჩანგლითnewsmile05.gif newsmile05.gif ქვას ვწევდით ქვეშ თევზი თუ იჯდა სანამ ის დაგვასწრებდა გაქცევას ზურგში ვარჭობდით ხოლმე newsmile05.gif newsmile05.gif ეჰ რა დრო იყო

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 24 2009, 22:24

ალგეთის დაგუბებაზე დავიჭირე პირველი თევზი. კარასი იქნებოდა, სხვა რა ჯანდაბა უნდა ყოფილიყო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Sep 9 2009, 12:34

ფოთში დავიჭირე - კეფალი!

პოსტის ავტორი: kakhaber Sep 25 2009, 09:28

დრაკონჩიკი, ბათუმი

რა დაერიეტ ეს ძმები ტრიტონებს და ბაყაყებს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბექარი19 Sep 28 2009, 14:35

მე არც კი მახსოვს პირველი თევზი რა დავიჭირე მე ვარაუდობ რომ ეს კარასი იქნებოდა იმიტმ რომ კაპარჭინაში ვითევზავე პირველად

პოსტის ავტორი: ჯეკო Sep 28 2009, 17:19

მე ასაკი არ მახსოვს მაგრამ ის მახსოვს ბაბუაჩემმა წამიყვანა დიდი ხვეწნა მუდარით პატარა ტბაა ტბაც არ ქვია იმას უფრო გუბე newsmile035.gif არადა ბაბუაჩემმაც არ იცოდა თევზაობა ორივე ერთად ვამუღამებდით რაა და პატარა კარასები დავიჭირეთ დაახლოებით ვიქნებოდი ალბათ 7 წლის

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 28 2009, 18:27

ხოოოო, კაი საგონებელში ჩამაგდეთ ახლა.............. დაახლოვებით, 6 წლის ვიქნებოდი როცა თებზაობა დავიწყე და სავარაუდოდ შამაია იქნებოდა.......... აბა იორზე ან შამაიას დავიჭერდი ან მურწას და ან ხრამულს........... რა ვიცი აბა, არ მახსოვს ასე დეტალურად.........

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 28 2009, 19:52

მე 7 წლის ვიყავი ასურეთში საზანი დავიჭირე ნახევარ კილომდე იქნებოდა....
newsmile035.gif
თან წამოსვლისას ბიძაჩემის ანკესი ჩავაგდე იქვე ნაპირთან და ამოღება რო მინდოდა და რო გამიწია წინააღმდეგობა გაგონილი მქონდა რო მსგავსი რაღაცა, ანუ თუ ვერ ამოგაქვს ანკესი არის ზაცეპი და ავტეხე კივილი ზაცეპშივართქო newsmile035.gif
ხო და ბიძაჩემმაც ამოიღე ცაწყვიტე მაინც უნდა წავიდეთო და რო ამოვკარი საზანი დავარდა ფეხებთან კინაღამ მოვკვდი სიხარულით და გაოგნებით. მერე მთელი 1 თვე ბულკს ვეძახდი ბიძაჩემს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
გუშინდელიო დღესავით მახსოვს ეგ ამბავი....
ეჰ კაი ტბა გვქონდა ასურეთში....

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 28 2009, 22:42

ჩემი პირველი თევზი ალბათ ღორჯო იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: elisa Oct 5 2009, 22:48

ზესტაფონში,მდინარე ყვირილაში დავიჭირე ჩემი პირველი თევზი წვერა და განვიცადე დიდი სიხარული. დღევანდელ დღეს ეგეოსის ზღვაში ვიჭერ თევზებს...

პოსტის ავტორი: FISHER Oct 6 2009, 19:28

სამტრედია, ტბა, რინოკლი

პოსტის ავტორი: puskuna Oct 21 2009, 19:10

ლისისტბა კარასი newsmile019.gif newsmile019.gif newsmile011.gif newsmile011.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 21 2009, 19:13

მე რიონზე კალმახი, ბამბუკის ჯოხით

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 21 2009, 23:05

მდინარე იორი, სავარაუდოდ ღორჯო იქნებოდა,
მამაჩემმა წამიყვანა დაახლოებით ესე 12 წლის ვიქნებოდი (ან შეიძლება უფრო პატარაც), მდ. იორის იქით საგუბებიც იყო და თუ არ ვცდები ეხლაც არის, ხოდა თუ საგუბრებზე გადახვიდოდი ჩააგდებდი და ეგრევე დაიჭერდი რა არც ლოდნი უნდოდა არაფერი newsmile035.gif სავსე იყო თევზით, მარა ეგ არ მევასებოდა და სუ იორზე ვთევზაობდი ხოლმე, იმის მუღამუ უფრო მქონდა რომ ელოდები და ა.შ საგუბარზე კიდე ჩაგგდება და ამოგდება ერთი იყო

პოსტის ავტორი: xzx Nov 1 2009, 16:44

კუმისის ტბბა კარასი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Nov 1 2009, 19:28

ზესტაფონი. მდინარე ძირულა. თევზი წვერა.

პოსტის ავტორი: JOwood Nov 7 2009, 17:10

პირველი თევზი დავიჭირე ანანურში წყალ საცავში (მურწა) newsmile011.gif

პოსტის ავტორი: amroci Nov 12 2009, 16:32

თქვენ ყოჩაღ! small3d018.gif ერთი და ორი წლის ასაკის გახსოვთ?! newsmile053.gif
მე ნამდვილად არ მახსოვს. ალბათ გვიან შევედი შეგნებაში რო რაიმე იმ დროინდელი დამემახსოვრებინა newsmile01.gif

პოსტის ავტორი: dudu Nov 13 2009, 06:44

კარასი დიღმის ტბებზე (ავტობაზრობასთან)

პოსტის ავტორი: ლევანა90 Nov 17 2009, 13:55

მე ბექასგან განსხვავებით კარგათ მახსოვს რომ მამაჩემმა პირველად ბექა წაიყვანა და ჩემი ბიძაშვილი .. მე არ წამიყვანეს პატარა ხარო და ვიტირე newsmile038.gif .. მაგრამ მე რის ლევანი ვარ თევზი რო არ დამეჭირა ავიღე მამაჩემის ანკესი დავაბი პური თან ძაან დიდი newsmile035.gif და ჩავაგდე ბასეინში კორპუსის ეზოში , გიგიმაც ეგ იგულისხმა და დავიჭირე კობრი ასე 400 გრამიანი ალბათ ცოტა მეტიცnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: valo Nov 21 2009, 22:54

პირველად ოზურგეთში დავიჭირე ღორჯო ხელით

8 წლის ვიყავი მაშინ

პოსტის ავტორი: zura26 Feb 18 2010, 20:23

სამტრედია, კარასი(აბა იმ ტბაში მეტი არაფერი იყოnewsmile035.gif)

პოსტის ავტორი: BEK_M Feb 18 2010, 20:53

ჯეჯორაზე დავიჭირე კალმახი ალბად 12 წლის ვიქნებოდი

პოსტის ავტორი: Fox Feb 19 2010, 09:13

პირველი თევზი დავიჭირე სამეგრელოში, სოფ ფოცხოში newsmile05.gif პატარა ღელეა და თავისთავად ღორჯო იყო, სულ ღორჯოებითაა სავსე, და თეთრი თევზებით როგორც სოფელში ეძახიან, ალაგ ალაგ შეიძლევა კიბოს წააწყდე ნუ გველები ოპტომ newsmile035.gif ხოდა თხილის ჯოხით, თავზე მიბმული ძუით, ტყვიით და ნემსათი newsmile035.gif ეს იყო მთელი ანკესის შემადგენლობა. ასაკი სადღაც 6-7 წლის ვიქნებოდი newsmile05.gif ცოტა რო წამოვიზარდე 9-10 წლის დაუყვებოდით ხოლმე მაგ ღელეს 1-2 კილომეტრზე ორნი და თითოზე 30-50 ღორჯომდე მოდიოდა newsmile05.gif ნუ მერე რამოდენიმეჯერ თეთრი თევზი რო დავიჭირე გმირი ვიყავი რადგან ძალიან ფრთხილი და ძნელად დასაჭერი იყო ჭიაზე. მაშინ არ ვიცოდით რო სხვა რამეზე შეიძლება მოსულიყო თევზი newsmile05.gif აბა ეხლა რო უკვირდები აპარიში რო გვკონოდააა.....

პოსტის ავტორი: KIZ Feb 19 2010, 11:12

პირველი თევზი მტკვარზე დავიჭირე - ხრამული.

პოსტის ავტორი: ochamchirski Mar 7 2010, 10:37

პირველი თევზი დამაჭერინეს ოჩამჩირეში დამბიდან-ბარაბულკა ;-)))

პოსტის ავტორი: JaFaRa Mar 7 2010, 16:21

მე პირველი თევზი დავიჭირე ახალდაბაში, მტკვარზე. ეზოში კომშის ხე მაქ იქ და იმან იცის ფესვებიდან სწორი და გრძელი ღეროების ამოყრა, ხოდა ეგ იყო ჩემი ანკესიც. არც ტივტივა ქონდა და ტყვიის მაგივრადაც "ბოლტი" (ჭანჭიკი რაშიც იხრახნება) მქონდა მიმაგრებული newsmile035.gif თევზი რა თქმა უნდა ღორჯო იყო, აბა სხვას რას დავიჭერდი ეგრე.. newsmile035.gif ასაკი არ მახსოვს, ალბათ 6-7 წლის ვიყავი

ჩემმა ერთმა ნათესავმა უფრო კარგად დაიჭირა.. ჯოხზე მიბმული იყო უბრალო ძაფი (და არა ძუა), სიმძიმედ გამოიყენა პატარა კენჭი, რომელიც კარგად გაიკვანძა და რაც მთავარია არ ქონდა კავი. ძაფი პირდაპირ იყო გაკვანძული და ყულფში პირდაპირ იყო ჭია გაყრილი newsmile035.gif დაიჭირა ერთადერთი ღორჯო newsmile035.gif 4-5 წლის იყო.. ბიძად მეკუთვნის და მე ეს მონაყოლიდან ვიცი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Mar 7 2010, 16:22

3 წლის ვიყავი, ურეკში თუ კინდღში ნახევრად გაბრუებული "ზღვის კარასი" შევნიშნე ნაპირთან
და ორივე ხელით ვეცი... ხო და დავიჭირე newsmile035.gif მერე რეანიმირება მინდოდა, მაგრამ ვერ გადარჩა newsmile039.gif უმმმმმმერ, უუუუუუუუუმმმეეეერ

პოსტის ავტორი: CECEIRON Mar 8 2010, 14:22

ისე მაგარი თემის ავტორი ვარ newsmile05.gif) მალე გავსხნი თემას"ბოლო დაჯერილი თევზი" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Rniko Apr 23 2010, 13:52

თიანეთი მდინარე იორი შამაია...

პოსტის ავტორი: kervala Apr 23 2010, 14:56

მე რაჭაშიი მდინარე კრიხულაზე ,,თეთრა":)

სარის ჯოხი ,ზედ სახელდახელოდ მობმული ძუა ,ტივტივა თეთრი ფირპიტისგან გაკეთებული......
ძაან პატარა ვიყავი სადღაც 9-8 წლის

ეხლაც მახსოვს ის ბედნერი წუთებიიიიიიიიიიიიიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 23 2010, 15:02

მე ახლაც მაქვს სოფელში ჩემი პირველი ანკესი ეეხლაც აწყობილია კარგი თხილის ჯოხი და ზედ დამაგრებული ძაფის მაქო ადრე პლასმასის ბაქეეები იყო newsmile090.gif newsmile090.gif newsmile015.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: pepe7 Apr 23 2010, 15:42

პირველი თევზი კაქრასი იყო კუმისის ტბაზე დავიჭირე.

პოსტის ავტორი: goxnari Apr 28 2010, 15:44

ხრამული მტკვარზე ძეგვისკენ

პოსტის ავტორი: zaaza Apr 29 2010, 20:39

გამბუზია გუსეინას ტბაზე

პოსტის ავტორი: zzzz Apr 29 2010, 22:47

პირველი თევზი თუ ჩემ დაჭ ერილად ჩაითვლება წვერა იყო ოღონდ ისე დაჯდა არც ვიცოდი. მტკვარზე ვარძიაში

პოსტის ავტორი: ij18e Jul 1 2010, 17:49

საცხა 5 ცლის ვიყავი, როდესაც პირველად დავიწყე ტევზაობა. მასჰინ ძუა არ ვიცოდი რა იყო და საკერავი ძაფით ვიჭერდი. ქუჩაში საცხა ჯოხს მოვნახავდი და იქვე ვაწყობდი ანკესს. სხვათაშორის ჩემი პირველი დაჭერილი თევზი ფარფწითელა იყო.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 1 2010, 18:05

ij18e
საღოლ მაგარია\
და უფრო მაგარია ეგეთი ანკესით პირველ თევზს რო დაიჭერ

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 1 2010, 19:00

ჩემი პირველი ანკესი....იყო უნიკალური. თოფის შომპოლს თავზე მოვაბი ძუა...ტივტივად მივაბი ბოთლის პრობკა.. წონაზე..პატარა ბოლტი და დიიიიდი ნემსკავი newsmile035.gif newsmile035.gif ალბათ 7 წლის ვიქნებოდი..მდ. ყვირილაზე(საჩხერე) დავიჭირე პაატარა ღორჯო..რო დავინახე..გული გამისკდა...ეგეთი თევზი თუ არსებობდა არ მეგონა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ჩემი გათვლებით..თევზი თეთრი უნდა ყოფილიყო...ეგ რაღაც მატლი მეგონა ანკესი დავაგდე და გამოვიქეცი... newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: patara_ribaki Jul 2 2010, 09:01

ზღვაზე კარასი newsmile035.gif 10 წლიდან დავიწყე მე

პოსტის ავტორი: sachxere Jul 2 2010, 11:31

მტკვარზე, ორთაჭალგესის ქვემოთ კიბეებთან, 17 კაპიკიანი ტივტივით ,თუ ვინმეს ახსოვს, პლასმასის ჩარჩოზე იყო დახვეული ნემსკავით და სიმძიმესთან ერთად, დავიჭირე მურწა დაახლოებით 35 წლის წინ, მერ დაიწყო და დაიწყო.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 2 2010, 16:46

ციტატა(sachxere @ 2nd July 2010 - 12:31) *
17 კაპიკიანი ტივტივით ,თუ ვინმეს ახსოვს, პლასმასის ჩარჩოზე იყო დახვეული ნემსკავით და სიმძიმესთან ერთად,

მახსოვს კი არა შარშან ქობულეთში ვიყიდე(სხვა არ ქონდათ) მონადირის მაღაზიაში... newsmile035.gif newsmile035.gif ოღონ ეხლა 1 ლარი ღირდა...

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 2 2010, 19:39

პირველი თევზი, საზანი დავიჭირე ჩემ სოფელში, ერთ-ერთ ტბაზე.
არც ისე დიდი არ იყო, მაგრამ ისე მიხაროდა, რომ ჩახუტებული დამყავდა ხელს არ ვუშვებდი newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: guka_kamla Jul 2 2010, 22:25

არ მახსოვს ალბათ უფრო : ღორჯო ან წვერა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 2 2010, 23:18



sachxere

ციტატა(sachxere @ 2nd July 2010 - 12:31) *
მტკვარზე, ორთაჭალგესის ქვემოთ კიბეებთან, 17 კაპიკიანი ტივტივით ,თუ ვინმეს ახსოვს, პლასმასის ჩარჩოზე იყო დახვეული ნემსკავით და სიმძიმესთან ერთად, დავიჭირე მურწა დაახლოებით 35 წლის წინ, მერ დაიწყო და დაიწყო.



გოჩა ეგ ხო მეც მახსოვს,მართალი ფასი არ მახსოვს მარა 8სართულიანებში რო სპორტული მაღაზია იყო იქ ვიყიდე ჩემი პირველი ეკიპირება
ანკესი ვიყიდე ბამბუკის 2 მუხლიანი და ნემსკავები გამჭვირვალე შრიალა პარკებში იდო

პოსტის ავტორი: beqa10 Jul 4 2010, 12:25

პირველი თევზი მტკვარზე დავიჭირე- ხრამული.

პოსტის ავტორი: sachxere Jul 4 2010, 15:07

ნიკა, შენაც კარგი ბებერი ყოფილხარ, ისე ეგ პირველი დაჭერილი თევზი მამაშენმა და ბახტაძემ ლეშასთან ერთად შემიჭამეს, ზატო მე შემაქეს მაგარი ხარო.

პოსტის ავტორი: გოგა Jul 4 2010, 16:33

ციტატა(sachxere @ 4th July 2010 - 16:07) *
ისე ეგ პირველი დაჭერილი თევზი მამაშენმა და ბახტაძემ ლეშასთან ერთად შემიჭამეს, ზატო მე შემაქეს მაგარი ხარო.

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ეგენი ვერ იზავდნენ newsmile05.gif

ჩემი პირველი თევზი ნამდვილად არ მახსოვს.მაგრამ იქნებოდა ალბათ საჩხერეში,პატარა ტბაზე,არგვეთში. ისე შარშან დავიჭირე თევზს რო გავდა,პირველს მაგას დავარქმევ.კარპი იყო ზერკალნი მგონი

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 4 2010, 17:53

sachxere

ციტატა(sachxere @ 4th July 2010 - 16:07) *
ნიკა, შენაც კარგი ბებერი ყოფილხარ, ისე ეგ პირველი დაჭერილი თევზი მამაშენმა და ბახტაძემ ლეშასთან ერთად შემიჭამეს, ზატო მე შემაქეს მაგარი ხარო.

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif სულ ულვაშების ცმაცუნით ჭამეეს? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: Danelli Jul 5 2010, 08:17

82-83 წლებში, გაგრაში, ბეტონის დამბაზე (თუ ვალნარეზსე), პლაჟზე ნაპოვნ ჩვეულებრივ ჯოხზე, მივაბი ძუა და ერთი ცალი ნემსკავი - შედეგი -სამი ცალი ღორჯო (იქ ბიჩოკს ეძახდნენ) და რაღათქმა უნდა ძალიან ვამაყობდი ჩემი პირველი ნადავლით.

პოსტის ავტორი: შუკა Jul 5 2010, 10:58

92- ში! მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი თბილისის ზღვაზე ვიყავით ასულები სასტავი საბანაოთ ქვებში.. უცებ 31 გაიჩითა ნიტო მხედრიონელკები ნიტო გვადრდია, გადაყარეს rkg- ეები (ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები) newsmile055.gif ამოკრიფეს თევზები და წავიდნენ,იმათ წასვლიდან ცოტახანში ერთი დიდი თევზი ამოტივტივდა ნაპირთან ახლოსnewsmile090.gif შევარდი წყალში ხელში მაიკით მოვახვიე და გამოვათრიე დიდი საზანიnewsmile029.gif წონა არ მახსოვს არ ამიწონია მაგრამ დიდი იყო ძლივს გამოვათრიე, 7 ვიყავით მაგრად ვიქეიფედ newsmile027.gif იმის მერე შემძულდა ბრაკონიერები!! newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: შალვა Jul 5 2010, 12:26

6-7 წლისამ მე და ჩემმა მამიდაშვილმა (ლევანის უფროსი ძმა)საჩხერეში ყვირილაზე რკინიგზის სადგურის უკან, ჩვენით გაკეთებული ანკესებით, თხილის ჯოხი, შამპანიურის საცობი, ძუა და ბაბუას სასროლ ბადეზე აჭრილი ტყვია(მაგრა მოგვხვდა) ღორჯოები!! ბევრი, იქვე რაჭველებთან ნაყიდი თონის პური(მცხობელების სახელებიც მახსოვს დალოსტი და სოგრასტი) და ბებიას მიერ ზეთში შემწვარი ღორჯოს გემო დღესაც მახსოვს,კარგი იყო newsmile027.gifბოვშობა

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 1 2010, 19:19

მე პირველი თევზი დავიჭირე ორ კავზე ერთი ღორჯო და მეორე წვერა ვიყავი (4 წლის ვიყავი) newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

მეორე კიდე თავკომბალა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Nukry Max Aug 2 2010, 19:16

ჩემი პირველი თევზი:
ოდნოკლასნიკი.რუ-ზე დავიჭირე, -"რიბნოე მესტოს" ტბაზე- 45 გრამიანი კარასი ashh.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 23 2010, 10:18

newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 23 2010, 10:20

იკო1981
შენ ეხლა იცი რას გეტყვი? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif დაანებე მათხოვრობას თავი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 23 2010, 10:22

newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Sep 23 2010, 10:22

ცხოვრებაში არ მიმათხოვრია და არც ვაპირებ!!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 23 2010, 10:24

გაბრაზდაააააააააა newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 23 2010, 10:30

რა პასუხი მივეცი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
იკო1981
ის დანარჩენი სურათები რათ წაშალე?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 23 2010, 10:34

ვიტო
ხო გითხარი იმ თეთრ დომინოს აქვს ცუდი პახმელია და მაგის პახმელიაზე არ უნდა ეხუმრო ხალხს

პოსტის ავტორი: Nukry Max Sep 23 2010, 10:48

თქვენ დომინოსი კაიარა პიცის პახმელია გაქვთ.....
მთელი საღამო ყბებს რო ატრიალებდით "ბეტონომეშალკის" ცისტერნასავით newsmile015.gif

პოსტის ავტორი: empty Oct 28 2010, 14:45

კუმისის ტბაზე რა თქმა უნდა კარასი, მაგრამ მაგრი გრძნობაა!!!

პოსტის ავტორი: saba01 Oct 30 2010, 22:44

მე პირველი თევზი:მცხეთაში არაგვზე დავიჭირე. ისე გამიხარდა რომ ანკესი დავაგდე და გავიქეცი.

მერე კიდე დავიჭირე მაგრამ არ გავქცეულვარ.

პოსტის ავტორი: giozizou Nov 19 2010, 09:14

პირველი თევზი იყო ეგრედწოდებული ნაფოტა.... მდიანრე (ღელე) ჯიხველა, ხარაგაულში უერთდება ჩხერიმელას... newsmile05.gif


ხოოდა ჩავრჩი კიდევაც თევზაობის კაიფში ... vot-tak.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 19 2010, 10:29

ჩემი პირველი თევზი იყო, ფარგა (სუდაკი) 0.5კგ. პალიასტომის ტბა, ვიყავი დაახლოებით 7-8 წლის, ისე მომწამლა მაგ სუდაკმა მას შემდეგ სეზონი არ გამიცდენია newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 19 2010, 10:44

ჩემი პირველი თევზი რა იყო არც კი ვიცი, გამექცა ვერ ამოვიყვანე და მაგის მერე სროლა მირჩევნია და თევზი თეფშზე newsmile090.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 19 2010, 10:46

ციტატა(ღლიღვა @ 19th November 2010 - 11:44) *
ჩემი პირველი თევზი რა იყო არც კი ვიცი, გამექცა ვერ ამოვიყვანე და მაგის მერე სროლა მირჩევნია

ვასო შენ გაიხარე რა! რა კაი ხასიათზე დამაყენე დილიდანვე newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ღლიღვა Nov 19 2010, 10:53

ციტატა(feroni @ 19th November 2010 - 11:46) *
ვასო შენ გაიხარე რა! რა კაი ხასიათზე დამაყენე დილიდანვე

newsmile090.gif blashe.gif

პოსტის ავტორი: dmoral Nov 19 2010, 13:58

ციტატა(feroni @ Nov 19 2010, 11:29) *
ჩემი პირველი თევზი იყო, ფარგა (სუდაკი) 0.5კგ. პალიასტომის ტბა, ვიყავი დაახლოებით 7-8 წლის, ისე მომწამლა მაგ სუდაკმა მას შემდეგ სეზონი არ გამიცდენია newsmile041.gif


და როდის მოხდა ეს??? ანუ ფარგის დაჭერა.

პოსტის ავტორი: feroni Nov 19 2010, 15:35

ციტატა(dmoral @ 19th November 2010 - 14:58) *
და როდის მოხდა ეს??? ანუ ფარგის დაჭერა.

ეტო ბილო ოჩენ დავნო 1986-87

პოსტის ავტორი: dmoral Nov 19 2010, 20:17

:( სამწუხაროა. საინტერესოა ბოლოს როდის დაიჭირეს პალიასტომზე.


პოსტის ავტორი: feroni Nov 19 2010, 21:59

პალიასტომეზე სუდაკი საერთოდ აღარ შემორჩა გაქრა, ამბობენ მიგრაცია განიცადაო მე მაგ ამბის არ მჯერა სუდაკი ძალიან მარილიან წყალს ვერ ეგუება, 20 წლის უკან პალიასტომის წყალი შეიცავდა 2-3 გ/ლ დღევანდელი მდგომარეობით ეს მონაცემი 12-13 გ/ლ უტოლდება, ასე რომ მიზეზიც გასაგებია მემგონი, რიონის პალიასტომთან დაკავშირების ერთ ერთი მიზეზიც ეგ არის, ამბობენ ძველი ეკოსისტემა უნდა აღვადგინოთო!

პოსტის ავტორი: datogeje Apr 9 2011, 23:56

მე მურწა დავიჭირე პირველად 200 გრამიანი იქნებოდა ლიახვზე ნიქოში.))) პატარა ვიყავი და აი მანდედან დამეწყო თევზაობის ლომკა newsmile035.gif ეხლაც ხშირად სიზმრებშიც ვარ ხოლმე ბიძაჩემთან ტბაზე და კარასებს ვანადგურებ newsmile035.gif:D:D არა ისე ცხადსჰიც ვანადგურებ newsmile029.gif newsmile035.gif
მარა ლიახვის მურწა სულ სხვა იყო რაა მაგრად გამისწორდა მაშინ 7 წლის ვიყავი და დეიდაშვილმა წამიყვანა, იმის მერე 10 წელია ვთევზაობ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: svanski Apr 12 2011, 19:29

პირველი თევზი დავიჭირე ურეკში რაღაც ტბა იყო მემგონი ბამბუკის ჯოხით და 1 მეთრა ძუით ვყავი 10 წლის და დავიჭირე კარასი ერთი 15 სანტიმეტრინაი და 2 დღე ვინახავდი ისეთი გახარებული ვიყავი

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 12 2011, 23:34

ციტატა(levani1994 @ 12th April 2011 - 21:29) *
ურეკში რაღაც ტბა

მაგ ტბაზე ცოცხალი თავით ვერ დავიჭირე ვერაფერი ამ ორიოდე წლის წინ. სამაგიეროს ათიოდე გველი ვნახე და სულ თავში ვურტყი ანკესი ყველას. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: svanski Apr 14 2011, 17:05

newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif მანდ კიდე მდინარე ჩამოედინება უპროსეის თქმით მანდა კია თEვზი მოდისო ოღონ ბადით თევზაობა არ შეიდძლება

პოსტის ავტორი: zaxara1977 Apr 20 2011, 23:43

მე პირადად დავიჟირე ფოთსჰი ისაც ვიყავი პატარა newsmile05.gif სადღაც 11 წლის ტა ბამბუკზე ჯერ ღორჯოები ძაღლუკები და ერტი ორი პატარა კიფალი და ჩემ სიხარულს ადგილი არ ქონდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: vovachka May 10 2011, 07:26

axar maxsovs ramdeni clis vixavi mara bidzashvilma machuka DAIWAS pirmis ankesi moskovidan chamoitana da camixvana satevzaod xoda pirvelive vinc mxavda kruchokze tviton axmonchda newsmile090.gif ,

პოსტის ავტორი: Leonce Jan 28 2012, 12:46

ჩემი პირველი თევზი იყო საზანი დაახლოებით 6 წლის ვიყავი მე მამაჩემი ბიძაჩემი და ჩემი ძმა ბაზალეთზე ვიყავით სათევზაოდ ნუ მე საყურებლად და შულ შემთხვევით მამაჩემის ანკეშტან მარტო აგმოვჩნდი და რო დავინახე ნახევრად წყალში ჩავარდნილი ანკესი ყვირილი ავტეხე და ვეცი ანკესს რა თქმა უნდა ვერც დავათრიალე კატუსკა და ვერც ჯოხი გამოვათრიე ძირს ვხოხიალობდი და ჯოხს არ ვუშვებდი ხელიდან ეგ ტევზი რო ამოათრიეს 7 თუ 8 კილო გამოვიდა მე არ ამომიყვანია მაგრამ პიველად ხო მე ვნახე და მე მოვქაჩე ის ანკესი მუხლები და იდაყვები გახეხილი მქონდა ძირს გორაობით მაგრამ ვინმეს ახსოვდა D.gif პირველი შეხება 7-8 კილოიან საზანთან მქონდა იმის მერე მსგავსიც არ მინახავს მაგრამ აგერ უკვე 16 წელია დავეძებ newsmile05.gif vot-tak.gif

პოსტის ავტორი: ამური Jan 28 2012, 14:39

კუს ტბა... ბამბუკი+ტივტივა+პური=კარასი... ხო, ასაკი 7-წლის.

პოსტის ავტორი: maxo06 Jan 28 2012, 17:29

მდინარე ქსანი+თხილის ჯოხი+20კაპიკიანი ტივტივა= მურწა,თეთრულა,გველანა და ღორჯოები.7-8წლისnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: littel fisher Jan 29 2012, 14:25

11 წლის ვიყავი არაგვზე ვიჭერდი ლიფსიტებს D.gif

პოსტის ავტორი: Fuego Feb 17 2012, 18:00

მდ. სენეგალი, პატარა ლოქოები, აი ამის მზგავსები -
http://www.radikal.ru

1967 წ. (6 წლის) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: motevzave Feb 17 2012, 18:14

12 წლის ბავშვი+შაორი+13 ლარიანი ანკესი=კარასი

პოსტის ავტორი: qandara May 26 2012, 08:15

ნაფოტა, სოფლის ღელეზე : )) ჯოხი, ძუა შამპანურის საცობი ტივრივად : )) 10 წლის ალბატ : ))

პოსტის ავტორი: hunter777 May 26 2012, 09:14

პირველი არ მახსოვს მაგრამ ალბათ ან კარასი იქნებოდა ან რამე მაგდაგვარი ის კი არ დამავიწყდება ალაზანზე ლოქო რო დავიჭირე კალიაზე უზარმაზარი მწვანე ბამბუკის კოხი მქონდა ბარე 8 კილო იყო წონით იმაზე მქონდა ანკესი გაწყობილი ლოქო კილომდე გამოვიდოდა მაგრად შემეშინდა პატარა ვიყავი თან მარტო მამაჩემი სატყეოს უფროსი იყ ალაზნის და იქვე კიიყო მოშორებით მაგრამ მოლედ ეგეთი არასდროს არაფერი მენახა ეგ იყო და ეგ იმის მერე ლოქო კიარა ისე თევზიც იშვიათდ დამიჭერია ანკესზე.

პოსტის ავტორი: alika77 May 26 2012, 10:20

მე კარასი და ვიჭირე პირველად რუსეთში სოფელი ლისაგორსკი. ასაკი 8 წლის

პოსტის ავტორი: გიგი Jun 20 2012, 15:21

შამაია დავიჭირე პირველად იორზე...

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 1 2012, 14:12

სოფელი ფოლადაანთკარი რუსთავთან ახლოს კარასი
http://postimage.org/image/xpi9pxq7f/

პოსტის ავტორი: Datoie Dec 5 2012, 15:47

მე ტობი დავიჭირე პირველად 5 წლის ვიყავი ისე პატარა იყო სატყუარა შეჭმული არ ქონდა უბრალოდ პირი მოკიდა რო ამოვიღე ნაპიღთან დავარდა მეც ვეცი და წყალში ჩავვარდი მამაჩემი დიდის ამბით გამოიქცა (ტბა იყო და შლამში არ ჩაეფლოს შეეშინდებაო ალბათ იფიქრა) და ცემ გვერდზე მოადინა ზღართანი რო ამოვედით წვიმა დაიწყო და სახლში გავიქეცით გალუმპულები და 1 პატარა ლიფსიტა გვეკავა ხელში

პოსტის ავტორი: ჭაღარა Feb 9 2013, 19:13

ლაგოდეხში დავიჭირე პირველად თევზი, კარასი რა თქმა უნდა newsmile05.gif :(

პოსტის ავტორი: longi Mar 26 2013, 22:50

მეც ლარაასი დავიჭირე პირველად და დიდად აღშფოტებული ვიყავი small3d018.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 9 2013, 12:32

თემის გადაკითხვა რომ დავიწყე, ცოტა არ იყოს მომერიდა ჩემი მოკრძალებული ნადავლის გამომზეურება, მაგრამ ნუ რას ვიზამ, დღეს პირველად ვითევზავე D.gif
მადლობა Fishman-ს, მან "მომწამლა" newsmile05.gif ლისის ტბაზე, შედეგი კარასი. ფრიად გახარებული ვიყავი newsmile05.gif



პოსტის ავტორი: megreli May 17 2013, 23:06

მოკლედ აღდგომის პერიოდში ჩავედი სამეგრელოში და როგორც დრო ვიხელთე მინდოდა მომესინჯა სპინინგით ქაშაპის დაჭერა newsmile05.gif
სანამ ჯერ კიდევ თბილისში ვიყავი შევიძინე უბრალო ვობლერი (3 ლარი მივეცი) დაახლოებით ისეთი შეფერილობის როგორიც იქაური ბუნებრივი სატყუარებია,ხოდა გათენდა დილაც და დავადექი გზას,ამინდი არ იყო ისეთი როგორიც მინდოდა ან როგორიც საჭიროა ქაშაპის აქტიურობისთვის ან შეიძლება ჯერ არც აქვთ აქტიური პერიოდი რადგან ერთი ეგზემპლიარის მეტი ვერ დავიჭირე,ასევე მქონდა მცირე ზომის სატრიალო სატყუარა მაგრამ მაგით ვერაფერი დავიჭირე,ჯოხზე და კოჭაზე ნურაფერს მკითხავთ D.gif შეიძლება მაგის ბრალიც იყო ჩემი უშედეგობა,შეიძლება არასათანადო ვობლერის,მაგრამ მე უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ რადგან ის ერთიც საკმარისი იყო საცდელად newsmile05.gif ასე თუ ისე მაინც ვეზიარე სპინიგით თევზაობას და პირველი თევზიც დავიჭირე ამ მეთოდით newsmile05.gif

ესეც ფოტოები newsmile05.gif

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: davit.p May 17 2013, 23:30

გამარჯობა ყველას. ბარემ მეც დავწერ ჩემს პირველ ემოციას newsmile05.gif
მუხათგვერდის სასაფლაოსთან ტბა რომ არის, აი იქ დავიჭირე ანკესით პირველი 100-150 გრამიანი კარჩხანა.
რო მივხვდი ჩემს ნემსკავზე იყო, მაგრად დავიბენი, 13-14 წლის ვიქნებოდი newsmile05.gif
იმის მაგივრად კოჭა დამეტრიალებინა და ისე ამომეყვანაა, ეს ანკესი გავიდე მხარზე და მოვხიე აღმართზე D.gif მაგრად დამცინეს რიბაკებმა, ტევზით მინდორს ხნავსო. D.gif
მე კი მაგრად მეკიდა, მთავარი იყო ამომეთრია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: baroni May 18 2013, 12:05

D.gif D.gif D.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: mardi May 18 2013, 16:49

ძალიან საინტერესო ისტორიები გადავიკითხე. newsmile027.gif
ჩემი პირველი თევზი ჭიათურაში ჩემ სოფელში დავიჭირე უსახელოში. ჩვენ სახლთან ახლოს პატარა ღელე ჩამოდის სადაც მცირე რაოდენობითაა თევზი. ხოდა სადღაც 6-7 წლის ვიყავი როდესაც ბებიამ გამიკეთა ანკესი (ბაბუამ მხოლოდ ტივტივის და კავის გაკეთებაში მიიღო მონაწილეობა) ბებიამ დაიჭირა სატყუარა, ჭიაც მანვე დამიგო და პირველი 5გრამიანი ღომაც მან დამაჭერინა და მომწამლა ერთხელ და სამუდამოდ ამ სენით! სულ ცდილობდნენ ბუნება შემყვარებოდა რაც გამოუვიდათ 5იანზე. newsmile05.gif
ახლაც მახსოვს როგორი სიხარული მომანიჭა ამ ციცქნა ტევზის დაჭერამ.

პოსტის ავტორი: Paganini May 21 2013, 20:48

mardi
მეც შენებური ვარ ცოტა გვერძე მანდაეთელი........მეც ღელეზე დავიჭირე ტობი

პოსტის ავტორი: megreli May 21 2013, 21:14

წინათ დავწერე ჩემი პირველი თევზის შესახებ სპინინგის მეთოდით ისე კი სიმართლე რომ გითხრათ და როგორც მახსოვს პირველი თევზი ტივტივაზე დავიჭირე 5-6 წლის ასაკში newsmile05.gif
ეს იყო ბლორუსიაში(ქ.კობრინში),მამამ წამიყვანა მდინარე "მუხავეც"-ზე (თუ სწორად მახსოვს ეგრე ერქვა) თევზი კი იყო ქორჭილა (ოკუნი)...დავიჭირე წითელ ჭიაზე დაახლოებით 200-300 გრამიანი იქნებოდა newsmile05.gif ეს არის ჩემი პირველი თევზის ისტორია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Nov 29 2013, 11:06

მე ღორჯო რა თქმა უნდა, 7 წლის ვიყავი, თხილის ჯოხზე წამოცმული ძუით ! newsmile05.gif გურიაში ზაფხულში, მდინარე ბჟუჟზე

პოსტის ავტორი: Marshana Mar 16 2016, 17:11

პირველი არ ვიცი მარა აი ჩემი დღევანდელი ნანადირევი newsmile05.gif

http://postimg.cc/image/t8yhokpef/

http://postimg.cc/image/6a1s5ntef/

პოსტის ავტორი: shotaa Mar 16 2016, 17:33

Marshana
დაწერე ორი სიტყვა მონტაჟზე და ადგილზე ქართველს არ გავს

პოსტის ავტორი: Marshana Mar 16 2016, 18:16

shotaa

კოტდიუარი დასავლეთ აფრიკა, ხელნაკეთი მარტივი კაუჭებით ვერთობით, ოკეანეში ვართ ღრმად და აქ მეტი არაფერი გვინდა, დიდ კაუჭზე წამოცმულია რეზინის თევზისფორმის სატყუარები და ასე ვეჯიბრებით ერთმანეთს ვინ უფრო შორს გაისვრის და მერე სწრაფად მოქაჩავს newsmile05.gif სატყარად ზოგჟერ ნარჩენებსაც ვიყენებთ თევზის ან საქონლის ხორცის ნაჭრებს.

ძირითადად ტუნა, დორადო, ამ გრძელის სახელი დამავიწყდა, ყვითელკუდა და ტელაპია მოდის...
კარგი გასართობია და გემრიელიც

პოსტის ავტორი: shotaa Mar 16 2016, 21:07

ლიფორი უნდა იყოს თუ არ ვცდები, შავი ზღვის აკვატორიაშიც არის საინტერესო ჯიშები, ზღვის მტაცებლები სილიკონზე მოდიან კარგად.
ჩემი პირველი თევზი წვერა იყო წითელ ჭიაზე, დღესაც სიამოვნებით ვთევზაობ წვერაზე, მაგრამ მტაცებლებზე სუ სხვა ემოციაა რა თქმა უნდა.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 16 2016, 22:37

Marshana
ნამეტანი კარგი გასათობი გქონია
თუ არ დაიზარებ და პერიოდულად დადებ მოკლე რეპორტებს, დიდად გაგვახარებ

პოსტის ავტორი: Marshana Mar 16 2016, 22:47

ნუკრიMax

არ დაგზარდებით ბატონო

ყოველდღე ჩვენც არ ვართ დაკავებული ამ მართლა შესანიშნავი გასართობით, თავისუფალ დროს ვერთობით ხოლმე, თუმცა კარგ და საინტერესო ნადავლს თუ წავაწყდით აუცილებლად და სიამოვნებით გაგიზიარებთ

პოსტის ავტორი: ჯოლა Mar 17 2016, 07:03

Marshana
მეზღვაური ხარ?

პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 17 2016, 08:29

Marshana ყოჩარ small3d018.gif მაგარი ნადავლია. თუ კიდევ გაგვიზიარებ სურათებს მადლობლები დაგრჩებით.

პოსტის ავტორი: Marshana Mar 17 2016, 10:30

ჯოლა

ექიმი ვარ და ''ოფშორში ვმუშაობ'' სხვადასხვა ქვეყნებში მიწევს სიარული პროექტებზე, თუმცა იმდენს ვბოდიალობ რომ ცოტახანში ალბათ მეზღვაურობაზეც მექნება პრეტენზია newsmile05.gif

უიარაღო

მიხარია რომ მოგეწონათ, აწი მობილურით ვივლი გასართობად რო მეტი სურათები დავაგროვო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: fisher leo Mar 17 2016, 12:55

მაგარი რამეა. ჭიდაობა ეცოდინება მაგარი ეუფფ რას დავღლიდიიი.

პოსტის ავტორი: Marshana Mar 17 2016, 13:19

fisher leo

ოო ჭიდაობა სასწაული, განსაკუთრებით ტუნა, ცარიელი კუნთია ფაქტიურად, პატარების (50სმდან 1 მეტრამდე) დამორჩილებაც კი ჭირს, 1 მეტრზე დიდის ხო საერთოდ... როგორც წესი რამოდენიმე ვეჭიდავებით და ბოლოს მსხვილ თოკზე მიმაგრებული დიდი კაუჭით ამოვათრევთ ხოლმე

ყველაზე რთულად მაინც დორადო იჭირება, ჯერ ერთი რო ცოტაა და თუ წამოედო დიდი წამოედება, რომლის დამორჩლილება უმეტესად ჭირს ხოლმე... ასე რომ დორადოს დაჭერა იშვიათი სიამოვნებაა და ბონუსია newsmile05.gif

ტელაპიაა დებილი, წამოედება და ჩერდება D.gif



პოსტის ავტორი: უიარაღო Mar 18 2016, 09:06

ბარემ მეც დავწერ ჩემ პირველ სერიოზულ თევზს. ბავშვობაში ხელით ან ქვის ჩარტყმით ვიჭერდი მურწებს. დაღესტანშიც მითევზავია მთის მდინარეებში წითელწინწკლება კალმახზე 200-300 გრამიანებს ვიჭერდი, მაგრამ დიდი სიამოვნება რომ გითხრათ არ მახსოვს იმიტომ რომ მორევს შემოატარებ თუ არა ანკესს (იქვე მოჭრილი თხილის ჯოხზე მსხვილი ძუა , ტყვიად ცხრიანი კარტეჩი და მსხვილი ნემსკავი. სატყუარად წითელი ჭია) თუ თევზია ესევე ზედაა ამოჰკრავ და ნაპირზე აგდია.
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ალაზანზე თევზაობამ. ერთი ათწლიანი პაუზის შემდეგ შარშანწინისწინ D.gif პირველად ვითევზავე ალაზანზე. მეგობარმა წამიყვანა მე და ჩემნაირი გამოუცდელი. გავმწკრივდით ალაზნის ნაპირზე. იმ მეორე მეთევზეს ძუა გაუწყდა და ვინაიდან კვანზს ვერ აკეთებდა მე მომმართა. ჩემი ანკესი უსხეპელას ბუჩქში ჩავამაგრე და ძუაზე ნემსკავს ვაბავდი. გავიხედე და ჩემი ანკესის ჯოხი მშვილდივით მოირკალა. ნემსკავი და მეგობრის ანკესი სად გავისროლე არ მახსოვს , ვეცი ჩემს ანკესს და დავიწყე ქაჩვა. სრულ აფექტში ვიყავი , რას ვაკეთებდი ნაღდად არ მახსოვს. ბედად გაუძლო ჯოხმაც და ძუამაც და 2.5 კილოიანი ლოქო ნაპირზე ამოვაგდე. ამოვაგდე და გაეშვა ნემსკავიდან. დაქანებულ ფერდობზე ალაზნისკენ მიიკლაკნება. არ გაუშვა არ გაუშვა ვუყვირივარ ჩემნაირ მეთევზეს. ისიც დაახტა მთელი ტანით ზედ. გამოუძვრა თევზი მუცლიდან და გრძელებს ალაზნისკენ. ჩემი პირველი სერიოზული თევზი გამირბის. არ გაუშვა .. უკვე სასოწარკვეთა შემეპარა ხმაში. თევზმა კუდით მიაღწია წყლალს მე კი დაბლოკილი ვარ უსხეპელას ბუჩქით და მიწაზე გაწოლილი მეგობრით. ვუყურებ როგორ გამირბის ჩემი "ვეშაპი". თევზი სანახევროდ წყალში იყო რომ როგორც იქნა იმარჯვა მეგობარმა და თავთან სტაცა ხელი. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმ დღეს 8 ლოქო და ერთი გოჭა (კობრი) დავიჭირეთ . ზუსტად მაგ დღეს მოვიწამლე თევზაობით და უკვე 3 წელის ნადირობის სეზონამდე ალაზანზე ვთევზაობ ანკესით. მას შემდეგ 4 კილოიანიც დავიჭირე მაგრამ ის პირველი ლოქო არასოდეს დამავიწყდება.

პოსტის ავტორი: MORGAN Mar 18 2016, 11:50

რომ დავიჭერ, დავწერ D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 18 2016, 17:39

უიარაღო

მშვენიერი მონათხრობი იყო, შენ გაიხარე D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 18 2016, 17:50

უიარაღო

ვააახ რა კარგად გადმოეცი, მეგონა იქ ვიყავი...

პოსტის ავტორი: chapidze Aug 27 2016, 19:21

სოფელში დავიჭირე პირვლად ღორჯო,8ცალი იყო და ძალიან გამეხარდა!!! newsmile090.gif

სოფელში დავიჭირე პირვლად ღორჯო,8ცალი იყო და ძალიან გამეხარდა!!! newsmile090.gif

პოსტის ავტორი: sabaaaa12 Mar 24 2023, 14:38

წარმატებები

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)