თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ ყალიბი

პოსტის ავტორი: Miro Jun 28 2010, 13:35

იქნებ ვინმემ მითხრათ სად ვიყიდო ყალიბი... და იქნებ ტყვიაც იცოდეთ სად იშოვება.
ყველა მეუბნება აკუმულატორი გახსენიო მაგრამ არ შემილია :(

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 28 2010, 13:42

რისი ყალიბი

პოსტის ავტორი: Maverick Jun 28 2010, 14:25

Miro
რა ყალიბი, რის ყალიბი

(რა ატამი, რის ჭერამი, ატმიკურკის ტოლა, ჭრმის კურკის ტოლა)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 28 2010, 14:33

თუ ფსკერული სიმძიმისთვის გულისხმობ მე ვასხავ კოვზებში. აიღე სუფრის კოვზი და რა სიმძიმისაც გინდა იმის მიხედვით გაავსე, თუ ტრიალასაც ჩაუყენებ უკეტესი იქნება. წინა კვირას ჩამოვასხი კაკრას. აკუმილატორი დავშალე, მაგრამ ისეც იშოვნი სადმე

პოსტის ავტორი: Miro Jun 28 2010, 14:44

ფსკერული სიმძიმის ყალიბი მინდა...
კოვზზე რო ვასხავ პატარა გამოდის
ისე ტყვია სად ვიშოვო?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 28 2010, 15:08

Miro
ნავთლუღში ფერად ლითონს სადაც იბარებენ

პოსტის ავტორი: Miro Jun 28 2010, 15:29

დიდი მადლობა tampler ისე ნავთლუხში ყალიბს ვერ ვიშOვი?

პოსტის ავტორი: გოგა Jun 28 2010, 19:07

ციტატა(Miro @ 28th June 2010 - 16:29) *
დიდი მადლობა tampler ისე ნავთლუხში ყალიბს ვერ ვიშOვი?

რათ უნდა მაგას ყალიბის ყიდვა,ფანტაზიის ამბავია რა.მე მაგალითად ბავშობაში აგურში ვასხავდი ხოლმე.წითელი აგურები როა იმას აქვს პირამიდისებური ჩაღრმავება

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Jun 28 2010, 20:00

მაგის ჩამოსხმას არავის არ გირჩევთ! სუფთა საწამლავია მაგასთან მუშაობა!

პოსტის ავტორი: Miro Jun 28 2010, 20:06

ციტატა(გოგა @ Jun 28 2010, 20:07) *
რათ უნდა მაგას ყალიბის ყიდვა,ფანტაზიის ამბავია რა.მე მაგალითად ბავშობაში აგურში ვასხავდი ხოლმე.წითელი აგურები როა იმას აქვს პირამიდისებური ჩაღრმავება

ვაა დიდი მადლობა მაგრამ ალბათ დრელი არ იყო newsmile035.gif ავიღებ ჩვეულებრივ აგურს და დრელით კონუსის ფორმას ამოვჭრი newsmile05.gif

ციტატა(FISHING CLUB @ Jun 28 2010, 21:00) *
მაგის ჩამოსხმას არავის არ გირჩევთ! სუფთა საწამლავია მაგასთან მუშაობა!

რავი აბა newsmile035.gif თუ ფრთხილად იქნები არაფერია newsmile035.gif კოვზზე ჩამომისხია

პოსტის ავტორი: გოგა Jun 28 2010, 20:12

ციტატა(Miro @ 28th June 2010 - 21:06) *
ვაა დიდი მადლობა მაგრამ ალბათ დრელი არ იყო

დრელი რა შუაშია.ცოტა ფანტაზია აამუშავე და ნახვრეტისთვის რამეს გამოიგონებ

და ნახვრეტის გაკეთებას ჯობია კიდევ ჭალიმგელამ რო გირჩია ტრიალა ჩაუყენე პირდაპირ.არც ნახვრეტი დასჭირდება და უკეთესი სახმარიც იქნება!

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 28 2010, 21:02

FISHING CLUB მართალია ეს კაცი თუმაინდამაინც სახლში ასხავთ გარკვეული მიზეზების გამო პირბადე გაიკეთეთ აუცილებლად დამიჯერეთ ტყვიის დნობის დროს წარმოქმნილი ალი სისხლის გათეთრებას უწყობს ხელს და სიფრთხილეს თავი არ ტკივა ასერომ გაითვალისწინეთ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 28 2010, 22:59

Miro

ციტატა(Miro @ 28th June 2010 - 21:06) *
ვაა დიდი მადლობა მაგრამ ალბათ დრელი არ იყო ავიღებ ჩვეულებრივ აგურს და დრელით კონუსის ფორმას ამოვჭრი

მაგ დრელით ამოჭრილიდან ტყვიას როგორ ამოიღებ მაგის ვიდეო დადე ერთი ვიცინოთ newsmile05.gif newsmile027.gif
ის აგური პირამიდისებური რო იყო ჩამოსხმის მერე გადმოაყირავებდი და ეგრევე ვარდებოდა

კოვზში ჩამოსხმული ტყვია სულაც არ არის უაზრობა
კოვზის ფორმა ხელს უწყობს მდინარეში ტვიის გაჩერებას ლამში კი ნაკლებად იძირება მსხლისებურ ტყვიისგან განსხვავებით

ერთს გეტყვი ყველაზე კარგს
აიღე რძის ერთჯერადი კოლოფი, გადაჭერი,მოზილე თაბაშირი,ჩაასხი ამ გადაჭრილ კოლოფში ,ცოტა გამაგრებას რო დაიწყებს აიღე და ერთი ნაყიდი(სასურველი ფორმის)სიმძიმე ზუსტად ნახევრამდე დაწვენილი ჩადე.
რო გამაგრდება სათუთად ამოიღე ისე რომ კიდეები არ დაუზიანო
ამ დარჩენილ თაბაშირს გადააფარე პარკი(აი ძალიან თხელი პარკი როა შესაფუთად რო იყენებენ)ჩადე ისევ ის ტყვია ისევ ისე როგორც იდო
და დაასხი თაბაშირი

რო გაჩრება ამოიღე,დანით ტყვიის ჩასასხმელი ღრუ გაუკეთე ძაბრისებურათ და უნივერსალური ყალიბი მზადაა

არ დაგავიწყდეს ვერტლიუჟოკის ჩაყოლება

ამის გაკეთება თითქმის ყველანაირ ფორმაზე შეგიძლია

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 29 2010, 08:28

არ უნდა ამდენი ფანტაზია. კოვზი ყველაზე კარგია.

Miro
ჩაის კოვზში ჩამოსხმული მყოფნის და სუფრის კოვზში ხომ საერთოდ. ბოლომდე რომ გაავსო ვერც იხმარ იმ სიმძიმე გამოვა.

პოსტის ავტორი: Miro Jul 5 2010, 17:25

ხო რა კოვზში ჩამოვასხავ... დიდი მადლობა ყველას

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 1 2010, 19:10

მე ყალიბს აყალოთი ვაკეთებდი ფორმას მივცემდი და ვასხამდი მარა დავიტანჯე!!!
კიდე შეიძლება აიღო აგური რომელსაც ჩაღრმავები აქვს ცრემლივით და იმით ვაჯეთებდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dj_bebero Apr 10 2011, 15:39

დოლიძეზე მიდი საცურაო აუზის ეზოსში არის საამქრო მე იქ გავაკეთებინე ყველანაერი ყალიბი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 10 2011, 16:06

გადავჭერი სოკოლის ბანკა და გავასწორე და ზედ დავხაზე როგორი ფორმის გრუზიც მჭირდებოდა და ამოვჭერი მაკრატლით, შემდეგ გავხვრიტე ისე, რომ მარტო წვრილი მავთული გაეყაროს და ტყვია, რომ ჩავასხამ მად დროს ოდნავ დაატრიალებ მავთულს და ეგ არის გრუზი მზად არის, ეს უფრო გათვლია დიდ მდინარეში სათევზაოდ მტკვარს ვგულისხმობ რომ მძიმე გრუზი ვერ მიაქვს დინებას





პოსტის ავტორი: ivanetodua Apr 10 2011, 20:04

თუ სასროლი ბადის ბოლოში ჩამოსაკიდი სიმძიმეების ყალიბზეა საუბარი მე მაქვს სახლში და 1 ჩამოსხმაზე 10 ცალს აკეთებს. ბაბუაჩემი იყო ბადეების ქსოვის სპეცი და მისგან შემომრჩა.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Apr 11 2011, 10:49

ადრე ვტქვი და კიდე ვიმეორებ, თუ უკიდურესი გაჭირვება ან საჭიროება არარის დაანებეთ მაგის კეთებას თავი, სუფთა საწამლავია. და თუ მაინცდამაინც არ იშლით სახლში მაინც ნუ იზამთ მაგას. გარეთ გაიტანეთ და თან პირბადე გაიკეთეთ. მართლა სერიოზული საწამლავია მაგის ხარშვა...

პოსტის ავტორი: mamuka2301 Apr 14 2011, 19:53

უმი კარტოფილი აიღე ამოჭარი და მიეცი ფორმა, თუ ნაწიბურები გაიკეთა ქლიბით გაასწორებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Apr 15 2011, 09:47

Fishing Club
გეთანხმები ბიძო, ნამდვილად ეგრეა, მეც ვცდილობდი ერთი პერიოდი ეგეთი სიმძიმეების ჩამოსხმას მაგრამ, იმდენ წვალებად მიჯდებოდა რო თავი დავანებე, მითუმეტეს რო ჯამთელობისთვის მართლა საზიანოა, ნამდვილად არ მიღირს მაგდენად, ჯობია ისევ 20 - 30 თეთრი მისცე და იყიდო უკვე გაკეთებული ვიდრე ამდენი იწვალო, (ერთი მხრივ კარგია როცა შენ სასურველ ფორმას და ზომას მისცემ), მაგრამ მაგდენ წვალებათ ჩემი აზრით მართლა არ ღირს.
(ია ტაკ დუმაიუ) newsmile045.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 15 2011, 11:39

ციტატა(FISHERMAN @ Apr 15 2011, 10:47) *
Fishing Club
გეთანხმები ბიძო, ნამდვილად ეგრეა, მეც ვცდილობდი ერთი პერიოდი ეგეთი სიმძიმეების ჩამოსხმას მაგრამ, იმდენ წვალებად მიჯდებოდა რო თავი დავანებე, მითუმეტეს რო ჯამთელობისთვის მართლა საზიანოა, ნამდვილად არ მიღირს მაგდენად, ჯობია ისევ 20 - 30 თეთრი მისცე და იყიდო უკვე გაკეთებული ვიდრე ამდენი იწვალო, (ერთი მხრივ კარგია როცა შენ სასურველ ფორმას და ზომას მისცემ), მაგრამ მაგდენ წვალებათ ჩემი აზრით მართლა არ ღირს.
(ია ტაკ დუმაიუ) newsmile045.gif

ეგრე მარტივად რო იოყოს საქმე კარგია მაგრამ სად არის??
ჰკითხე აბა ბიძოს რა ღირს შენთან სიმძიმე-თქო??არა და საკმაოდ იაფად აქვს ბიძოს
თუ კარგ ფორმას გააკეთებ რომელიც დიდ ხანს გემსახურება არანაირად არ ღირს ფულის გადაყრა და ყიდვა სიმძიმეებისა

მაყიდინე ვერტლუჟოკიანი 80-100 გრამიანი სიმძიმე 20-30 თეთრად და ვიყიდი ბევრს

პოსტის ავტორი: FISHERMAN Apr 15 2011, 12:11

ციტატა
მაყიდინე ვერტლუჟოკიანი 80-100 გრამიანი სიმძიმე 20-30 თეთრად

მართლი ხარ ნიკუშ მარა მე მარტივად სახმარებზე მაქვს საუბარი, ანუ რომელიც ზემოთ პოსტებში იყო ნახსენები. ნუ თუ ეგეთ პროფესიონალურ სიმძიმეებზეა საუბარი მაშინ საკმაოდ დიდ თანხებთააა დაკავშირებული ეგ აბავი და მანდ 20 -30 თეთრიან სიმძიმეები უკვე დაბალბიუჯეტიანი ალტერნატივაა

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 15 2011, 12:19

ყველაზე იაფი რაც მინახია ქალაქში კარგი სიმძიმე ვერტლუგიანი ბიძოსთან 2.5 ღირს და ადის 8 ლარამდე და მეტიც

პოსტის ავტორი: Fishing Club Apr 15 2011, 23:46

1,40 იდან 2,80 ამდე შემოგვივა ნიკა ეხლა მასეთები "მიკადოს" ფირმის 40გ დან 110 გრამამდე.
http://pix.ge/
http://pix.ge/
იაფი არარის მარა, მეც ეგ დავწერე თუ აქვს კაცს საშუალება უნდა იყიდოს, ჯერერთი მართლა ძალიან საზიანო ყოფილა მაგის ჩამოსხმა ჯამრთელობისთვის, განსაკუთრებით სახლის პირობებში და თან არამგონია რო ქარხნულის დონე ჩამოისხას სახლში, განსაკუთრებით კარაბინიანი ვარიანტი. უკარაბინო კიდე მართლა არ ღირს ძვირი ფასები 0,20 ლარიდან 0,90 ლარამდე მერყეობს თბილისში ზომების მიხედვით.

რაც შეეხება სპეციალურ კარპის სიმძიმეებს რომლის ფასები 4 ლარიდან 8 ლარამდე მერყეობს თბილისში. ეგ უკვე ფუფუნების ამბავია თუ გაკ საშუალება იყიდი და თუ არადა იგივე ეფექტით იხმარ ჩვეულებრივ კარაბინიან სიმძიმეს.
(ამეებსაც ველოდებით ჯრს ის ფირმას 3,80 - 5,50 ლარის ფარგლებში, ზომების მიხედვით)
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: giorgiosi Apr 16 2011, 07:59

როდისთვის ელოდებით ამ სიმძიმეებს? კარგი სიმძიმეები ჩანს...

პოსტის ავტორი: Fishing Club Apr 16 2011, 10:16

თვის ბოლოდან, მაქსიმუმ 4-5 მაისს. გააჩნია გადამზიდავი კომპანიის მუშაობას newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Apr 16 2011, 13:16

Fishing Club
კაი რამე ჩანს ბიძო. მუშაობის პრინციპი კარაბინიანს და კუსტარულად დამზადებულს შორის წესით იგივე უნდა იყოს ხო? უბრალოდ კარაბინის გარეშეა ისენი. მე კარაბინის გარეშე ვხმარობ და იდეალურად მუშაობს. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Fishing Club Apr 16 2011, 17:23

ნუ მონტაჟს გააჩნია... ხშირ შემთხვევაში კარპის მონტაჟების, უკარაბინო სიმძიმეს საერთოდ ვერ იხმარ..

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2011, 17:38

ინლაინებს იხმარ

პოსტის ავტორი: Fishing Club Apr 16 2011, 17:43

ჩვეულებრივ ჩამოსხმულებს? კი იხმარ მარა ხო იცი რო ის არ გამოვა რაც უნდა იყოს. ტრუბკებს როგორ ჩაუსვამ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 16 2011, 18:07

ეხლა ქარხნული რო აჯობებს ჰენდმეიდს რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: Leonce Jan 28 2012, 13:14

თუ ქარხნული არ გინდა ყალიბისთვის ყველა კარგი კოვზია როგორც მდინარეზე ისე ტბაზე თან ყველაზე მარტივი გასაკეთებელია ვეთანხმები ფორუმელებს

პოსტის ავტორი: giga65 Jan 29 2012, 09:01

კი მაგრამ ამ ცხელი "სვინეცით" წუწაობას, თანაც საწამლავია, არ გიღირთ მაღაზიაში იყიდოთ უკვე გამზადებული და ყველანაირი ფორმის თუ ზომის სიმძიმე? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 29 2012, 11:17

giga65
ეს იმათთვის არის ვისაც წუწაობა ევასება
თანაც მაღაზიაში არც ისე იაფი ღირს კარგი სიმძიმე

პოსტის ავტორი: FISHERMAN Jan 29 2012, 12:57

რაც არ უნდა იყოს ჯამთელობის ფასი მაინც არაფერია, სვინეცის დამზადებას , ჯერ დადნობას, მერე ჩამოსხმას და ამჯერ ჯახირს მე მგონი ჯობია მისცე კაპიკები და ჯამტელად იყო. თუ მაინცდამაინც რაღაც განსაკუთრებულის ჩამოსხმა არ გინდა ჯობია ისევ მაღაზიაში შეხვიდე. რავი მე ეგრე ვფიქრობ
D.gif D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jan 29 2012, 13:02

FISHERMAN
კაპიკებს რას ეძახი??კარგი ფირმენნი სიმძიმე 3-15 გელა ღირს

პოსტის ავტორი: motevzave Feb 17 2012, 23:41

მეტალი, რომელმაც რომის იმპერია იმსხვერპლა. ოქროსა და ვერცხლის გარდა, ძველად რომის იმპერიაში ძვირფასად ითვლებოდა აგრეთვე სხვა მძიმე მეტალებიც, მათ შორის ტყვია. მისგან კეთდებოდა სასმისები და ჭურჭელი, მაგრამ ტყვია და მისი ნაერთები ძლიერი ნაერთებია ადამიანის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით საშიშია იგი ნერვების, ქსოვილისა და სისხლისათვის. სწორედ ეს გარემოება გამოდგა მეტად საბედისწერო რომაელთათვის. განსაკუთრებით იწამლებოდნენ მდიდარი პატრიციები, რომლებიც უფრო მეტად ხმარობდნენ ამ “ძვირფასი” ლითონის ჭურჭელს. მათი ორგანიზმი იმდენად უძლურდებოდა, რომ 20-25 წლის ჭაბუკი უკვე ღრმა მოხუცებულად გრძნობდა თავს, სუსტდებოდა და ბეჩავდებოდა. შერჩევით და დამღუპველად მოქმედებდა ტყვია ქალებზე-უკარგავდა მათ შვილოსნობის უნარს.
ტყვიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დეპონატორია ძვალი.ტყვიის მაღალი კონცენტრაციისას ირღვევა გაძვალების პროცესი,ვიტამინ D-ს მეტაბოლიზმი, აღინიშნება ძვლების დეკალციპიკაცია და მტვრევადობის გაზრდა.ასაკოვან ადამიანეში ძვლების განწოვის ან დავადებისას,ხდება გამონთავისუფლება და სისხლში მისი კონცენტრაციიის გაზრდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის ტოკსიკურ ეფექტს.
სისხლში ტყვიის სიჭარბისას ცხოველებსა და ადამიანებში აღინიშნება სტერილურობა,ნაადრევი მშობიარობა და ხშირად სიკვდილიც კი.როგორც გაირკვა,სისხლში ტყვიის ჭარბი რაოდენობის პირობებში ქვეითდება ბავშვების ინტელექტი,ცუდდება ხანმოკლე მეხსიერება, უარესდება კითხვის უნარი და ანბანის დამახსოვრებაც კი.
ამის წაკითხვის შემდეგ თუ კიდევ დააპირებთ საკუთარი წარმოების სიმძიმეების ხმარებას, უკეთესი იქნება თუ დნობისა და უშუალოდ ჩამოსხმის პროცესს განახორციელებთ კარგად განიავებად ოთახში ან საერთოდ გარეთ.
მე თავადაც სოფელში საკუთარ ეზოში ვამზადებ სიმძიმეებს ფსკერუკასათვის და ჯერჯერობით კარგად ვგრძნობ თავს.
ესეც ყველაზე მარტივი ხერხი ყალიბის დასამზადებლად
http://www.radikal.ru
იმედია ოფერისტობაში არ ჩამითვლით..

პოსტის ავტორი: პროფესიონალი დამწყები Feb 18 2012, 08:33

motevzave
მშვენიერი სტატია გამოგივიდა, ინფორმატიული და საჭირო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Feb 18 2012, 09:58

ციტატა( T A M P L I E R @ Jan 29 2012, 14:02) *
FISHERMAN
კაპიკებს რას ეძახი??კარგი ფირმენნი სიმძიმე 3-15 გელა ღირს

უფრო იეფადაც იშოვი, უბრალოდ ძებნა უნდა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 18 2012, 11:20

FISHERMAN

ციტატა(mishka_marexashvili @ 18th February 2012 - 10:58) *
უფრო იეფადაც იშოვი, უბრალოდ ძებნა უნდა

ვარანცოვზე რო იყიდება იმ იაფზე ამბობ??ვერტლუჟოკები რო ებრიდება ეგრევე

პოსტის ავტორი: FISHERMAN Feb 18 2012, 11:49

T A M P L I E R

ციტატა
ვარანცოვზე რო იყიდება იმ იაფზე ამბობ??ვერტლუჟოკები რო ებრიდება ეგრევე


არა მარტო ეგ,კიდე არი რამოდენიმე, უბრალოდ იმით მოწამლას და დამწრობას რავი მე მგონი ჯობია იყიდო (ია ტაკ დუმაიუ მოჟეტ ნი პრავილნო მარა მაინც ) partyFishing.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 18 2012, 12:33

FISHERMAN
კარგი რა მთელი ჩემი ბავშვობა მაგ საქმით ვიყავი დაკავებული
ხან აგურში ვასავდი პირამიდებს და ხან მდინარის გრუზებს ვასხავდი(როგორც ზედა სურათშია მოცემული)
და აბა შამამხედე რამფერი დიდი გავიზარდე D.gif D.gif
თუ წესებს დაიცავ არაფერიც არ მოგივა
აბა ქიმიკოსებმა რა ქნან

პოსტის ავტორი: FISHERMAN Feb 18 2012, 12:47

T A M P L I E R
კაცოუ განა მე არ მიგლეჯია აკუმლატორები და არ ცჰამომისხია კოვზში მარა, მაინც ძალიან სარისკოა და საშიში. ჩვენ კი ვიცით რომ უნდა მივიღოთ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები მაგრამ, ბევრია დამწყები და ბევრმაც არ იცის რა სარისკო საქმეა და მაგიტო ვამბობ გენც. kiss.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 18 2012, 13:40

გეთანხმები დამწყებისთვის სარისკო ამბავია და ვურჩევ ნუ გააკეთებენ

პოსტის ავტორი: გოგა Feb 18 2012, 13:57

motevzave
გაიხარე,კარგად არის ახსნილი რა შეიძლება მოყვეს არასწორ გამოდნობას!!!
ვფიქრობ საჭირო რამე წერია ამ თემისთვის და დაჟე პირველ პოსტად გადავიტანდი

პოსტის ავტორი: motevzave Feb 18 2012, 17:55

ასე 5-7 წლის წინ სახლში ვასხავდი და გაცხელებულ ყალიბს და ტყვიას გამაგრების მერე გასაციებლად წყალში ვდებდი, ხოდა ერთხელ ყალიბის გაშრობის გარეშე ჩავასხი გამდნარი მასა წყლიან ყლიბში, ხოდა კარგი ჩიტიც დავიჭირე, გამდნარი მასა ამოხტა ყალიბიდან და თითქმის მთელი სახე დაწინწკლული მქონდა დამწვრობებით. გამიმართლა რომ ჩემი უცოდინრობის გამო არ დავბრმავდი.
ტყვიებს ახლაც ვადნობ ხოლმე იმ განსხვავებით რომ ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო.

პოსტის ავტორი: motevzave Mar 22 2012, 19:35

ესეც ჩემი ჩამოსხმული სიმძიმეები 40-დან 80.გრამამდე:
http://www.radikal.ru
ესენი კი ყალიბები რომელნიც დავამზადე კონსერვის ქილის ჟეშტით წონები შესაბამისად 60, 70, 50 და 30-40 გგ.:
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: dj_bebero Apr 15 2012, 16:14

ციტატა(Miro @ Jun 28 2010, 14:35) *
იქნებ ვინმემ მითხრათ სად ვიყიდო ყალიბი... და იქნებ ტყვიაც იცოდეთ სად იშოვება.
ყველა მეუბნება აკუმულატორი გახსენიო მაგრამ არ შემილია :(


ყალიბები ჯობია გამოიწერო და ტყვია დიდუბის მეტროსტან ავტოვაგზლის უკან ჯარტს რო იბარებენ იქ იყიდი

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 15 2012, 18:26

ციტატა(motevzave @ Feb 18 2012, 18:55) *
ასე 5-7 წლის წინ სახლში ვასხავდი და გაცხელებულ ყალიბს და ტყვიას გამაგრების მერე გასაციებლად წყალში ვდებდი, ხოდა ერთხელ ყალიბის გაშრობის გარეშე ჩავასხი გამდნარი მასა წყლიან ყლიბში, ხოდა კარგი ჩიტიც დავიჭირე, გამდნარი მასა ამოხტა ყალიბიდან და თითქმის მთელი სახე დაწინწკლული მქონდა დამწვრობებით. გამიმართლა რომ ჩემი უცოდინრობის გამო არ დავბრმავდი.
ტყვიებს ახლაც ვადნობ ხოლმე იმ განსხვავებით რომ ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო.

ზუსტად იგივე დამემართა ბავშობაში, სველ ყალიბში ჩავასხი და ეს ადუღებული ტყვია საფანტივით შემომეყარა სახეზე მეც გადავრჩი დაბრმავებას უფლის წყალობით.

პოსტის ავტორი: motevzave Apr 15 2012, 20:21

ციტატა
ზუსტად იგივე დამემართა ბავშობაში, სველ ყალიბში ჩავასხი და ეს ადუღებული ტყვია საფანტივით შემომეყარა სახეზე მეც გადავრჩი დაბრმავებას უფლის წყალობით.

ხდება ხოლმე, ეგ კი არა გამოცდილ ხლხსაც ემართებათ ხოლმე newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gloster Apr 24 2012, 21:09

ხალხნო, ამდენ წვალებას არ ჯობია მაღაზიაში შეიძინოთ ? თან ეს ყველაფერი სახიფათოა ჯამრთელობისთვის

პოსტის ავტორი: patara_ribaki Sep 12 2012, 12:34

ციტატა(jeko 15 @ 15th April 2012 - 19:26) *
ზუსტად იგივე დამემართა ბავშობაში, სველ ყალიბში ჩავასხი და ეს ადუღებული ტყვია საფანტივით შემომეყარა სახეზე მეც გადავრჩი დაბრმავებას უფლის წყალობით.

+1
ოღონდ მე არ წყლიანში ჩამისხია, პრიალა ზედაპირი იყოს, ე.წ ლამინატი, რაც მომრჩა ტყვია და ყალიბი არ მეყო მანდ დავასხი რო სუფტატ შემენახება ტქო და რო ახტა, მტელს შარვალს დედა ეტირა
ეხლა მხოლოდ კოპტონის ტყვიებს, მრგვალი და პრტყელი როა მაგას ვასხავ წარმატებით
2-3 დღის წინ ვცადე კოვზში და დედა ეტირა, ვერლუჟოკები ხან ზუსტად არ ჩაჯდა, ხან ამოტვიტვიდა და რავი რა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)