თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ რა არის აკრძალული თევზჭერის დროს

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 8 2009, 10:28

ციტატა
ერთადერთი რასაც მაგ ტბაზე კრძალავებ ე.წ. "პოდსეჩკა"-სო.


პადსეჩკას რატო კრძალავენო ?? ან როგორ ახერხებენ მაგის აკრძალვას ? newsmile035.gif რაღაც ვერ მივხვდი მე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 8 2009, 10:33

გიორგი
ალბათ ტრაინიკს გულისხმობს

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 8 2009, 10:36

T A M P L I E R

ვერ მივხვდი.... სამიან ნემსკავი რატო უნდა აკრძალო ???

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Oct 8 2009, 10:38

ტრაინიკს ისვრიან და ნელნელა პადსეჩკით მოაქვთ ბევრ თევზ აფუჭებს

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 8 2009, 10:50

გიორგი
T A M P L I E R


არა, აქ საუბარია დიდი ზომის ორკავზე, თევზს წინასწარ პოდკორმკას უკეთებენ, ნაპირისკენ იტყუებენ და მერე წვრილ თოკზე მობმულ დიდი ზომის ორკავს ისვრიან. 10-15 გადაგდების მერე დიდი ზომის თევზს გამოდებ და ამოათრევ. როგორ კრზალავენ და დაზდევენ ვერ გეტყვით, მაგრამ მაგ რიბაკის თქმით აკრძალულიაო - ბრაკონირობააო

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 8 2009, 10:51

ააა ანუ მე ეგ თევზაობა არ ვიცი ესეიგი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 8 2009, 13:14

ისე მთლად ბოლომდე წარმოდგენიილ მეც არ მაქვს.... როგორც ამიხსნა თევზს დაგინებული აქვს მაგ ადგილას იდექიო და შენ კიდევ კეგლის პონტში ორკავი უნდა მოარტყა!!!!

პოსტის ავტორი: შარკი Oct 9 2009, 09:55

გიორგი
ვერ მივხვდი.... სამიან ნემსკავი რატო უნდა აკრძალო ???
----------------------------
ეგ კანონითაც აკრძალულია.

kakhaber
როგორ კრზალავენ და დაზდევენ ვერ გეტყვით, მაგრამ მაგ რიბაკის თქმით აკრძალულიაო - ბრაკონირობააო
---------

ეგეც აკრძალულია და სამკაპიანი ნემსკავიც.

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 9 2009, 10:19

ვიპოვე: საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი

მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
აკრძალულია:

ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 9 2009, 10:32

შარკი

ანუ ანკესზე პირდაპირ მიბმა 2–იანი და 3–იანი ნემსკავის არ შეიძლება და ვობლერით და ბლესნით ხომ შეიძლება ???? იმიტომ რომ ვობლერებს აქვს 2 და ხან 3 სამაიანი ნემსკავები....

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 9 2009, 11:00

ეგ მე ვიცი როგორ ხდება,კოშკა ქვია მაგას,3,ან 2 კავიანია,და(დიდი ლობანს ზურგი ეფხანება ზამთარში)ხოდა რომ გადააგდებ ცოტახნის პაუზის შემდეგ უნდა გააკეთო ძალიან დიდი პაცეჩკა ხოდა რამოდენიმე ცდის შემდეგ დაიჭერ.


ისე და ეგ აკრძალულია

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 9 2009, 11:08

ციტატა(შარკი @ Oct 9 2009, 10:55 AM) *
როგორ კრზალავენ და დაზდევენ ვერ გეტყვით,

იოლი გასარჩევია მეპაპლაოკე, მედონკისგან. ანუ სპინინგისტის პრინციპით დგეხარ და სულ აპადსეჩკებ. გადააგდებ დაატრიალებ გამოკრავ, დაატრიალებ გამოკრავ. 1 დაჭერილზე 3 მაინც სახიჩრდება. მტკვარზე მინახავს ხშირად ეგეთი რიბაკები

პოსტის ავტორი: შოთა.03 Oct 9 2009, 11:08

ეგრე დაჭერილი თევზი მოვ..ან რააა....

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 9 2009, 11:40

ტრაინიკი არის ეკრანზე და პარაშუტზე უარესი. (პარაშუტიცა და ეკრანიც ასაკრძალია პრინციპში. გუშინჭინ ზაგესს ზემოთ 40 კაცი მაინც იქნებოდა ჩამწკრივებულები და დედას დედაში ....... თევზსაც და მდინარესაც. ერთი ჩაწყვეტილი ეკრანი გახლართული 8 თევზით, უკვე აყროლებულით რა თქმა უნდა ჩვენც ამოვიღეთ.) ტრაინიკი უკეთდება არა ქარხნული, არამედ კუსტარული რომელსაც ე.წ. ბაროდკა არა აქვს. ქარხნულებს მაგ ხერხის მიმდევრები არა ხმარობენ. თვითონ მეთოდი გამოიყენება ადგილებში სადაც თევზი კონკრეტულ დროს გროვდება, მაგალითად გამოსაზამთრებელ ორმოებში. ეს ორმოები წინასწარ ნაპოვნი აქვთ და იციან ბრაკებმა, მაგალიტად მეიდნის ხიდთან. სამკაპის ზემოთ არის მობმული საძირავი. გადაგდებისას საძირავი ფსკერს რომ მიაღწევს ბრაკი იწყებს პადსეჩკებს სანამ არ იგრძნო რომ თევზს გამოსდო. ბევრი თევზი ვერ ამოყავთ, ფუჭდება და კვდება. თუ ვერ მიგნო თევზს იმ ადგილას სადაც ეგულება, დაუყვება და პადსეჩკობით მიუყვება სანაპიროს. ეგენი დასაჯარიმებლები კი არა გასასროკები არიან. ეკრანებისა და პარაშუტების მხრივაც საგანგაშო სიტუაციაა, რასაც იჭერენ იჭერენ, ცალკე კიდევ ჩაწყვეტილი ეკრანები და მათში გახლართული, ტყუილად გაფუჭებული თევზი.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 9 2009, 11:58

sergeevich

ეგ ყველაფერი კი გავიგე, მაგრამ რა ვერ გავიგე იცი..... ტრაინიკს სხვა რაღაცას უძახით თუ ჩვეულებრივი სამკაპიანი ნემსკავები რომ არის ???? აი ვობლერებზე და ბლესნებზე რომ აყენია ?????

და ეგეთების ხმარებაც აკრძალულია ????

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 9 2009, 12:04

არა გიო.

ციტატა
ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

ვობლერი თვითონ სატყუარაა, ითევზავე რამდენიც გინდა

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 9 2009, 12:30

ციტატა(გიორგი @ Oct 9 2009, 12:58 PM) *
sergeevich

ეგ ყველაფერი კი გავიგე, მაგრამ რა ვერ გავიგე იცი..... ტრაინიკს სხვა რაღაცას უძახით თუ ჩვეულებრივი სამკაპიანი ნემსკავები რომ არის ???? აი ვობლერებზე და ბლესნებზე რომ აყენია ?????

და ეგეთების ხმარებაც აკრძალულია ????

ხო ეგეთებია, ოღონდ კუსტარული განსხვავება იმაშია რომ ის ადგილები სადაც კაუჭი იხრება უფრო მაღალია და ბაროდკა ანუ ენა არა აქვს.ქარხნული ტრაინიკის ხმარება კი არ არის აკრძალული, ის მეთოდია აკრძალული თორემ იყიდე ვობლერები და ბლესნები და ითევზავე. ან უბრალო ტრაინიკზე ითევზავე სატყუარათი, არც ეგაა პრობლემა. თვითონ პადსეჩკით ანუ გამოკვრით თევზაობაა აკრძალული. რუსები მაგას კოშკას, დრაჩს და ზაბაგრივანიეს ეძახიან.

პოსტის ავტორი: kakhaber Oct 9 2009, 13:07

გიორგი ბრძანებაში პირდაპირ წერია რო აკრძალულია ტრაინიკებით და დვაინიკებით თევზაობა სატყარას გარეშე, ანუ ვობლერებით და სხვა სატყარებით შეიძლება

პოსტის ავტორი: 919 Oct 9 2009, 16:32

ასე მგონია, რომ დაგუბებულ წყალსაცავებში ნაბახუსევი მეთევზის მოშარდვაც უნდა აიკრძალოს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 9 2009, 16:41

ციტატა(kakhaber @ Oct 9 2009, 02:07 PM) *
გიორგი ბრძანებაში პირდაპირ წერია რო აკრძალულია ტრაინიკებით და დვაინიკებით თევზაობა სატყარას გარეშე, ანუ ვობლერებით და სხვა სატყარებით შეიძლება



ხოდა მერე სისულელე არაა ეხლა ეგ ????

ვობლერზე 2-3 ტრაინიკი აყენია და დაშვებულია და 1 ტრაინიკი რომ გავუკეთო პაპლავოკზე და ჭია ჩამოვაცვა - ბრაკონიერი ვარ ?

პოსტის ავტორი: გოგა Oct 9 2009, 16:43

ციტატა(dubidubiduu @ 9th October 2009 - 05:41 PM) *
ხოდა მერე სისულელე არაა ეხლა ეგ ????

ვობლერზე 2-3 ტრაინიკი აყენია და დაშვებულია და 1 ტრაინიკი რომ გავუკეთო პაპლავოკზე და ჭია ჩამოვაცვა - ბრაკონიერი ვარ ?


არა გია ეგ მგონია რო პადსეჩკით თევზაობაა აკრძალული,იმიტო რო ტრაინიკი ტყუილად აფუჩებს თევზს

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 9 2009, 16:52

გოგა

იმ მუხლში როგორც წერია - ტივტივაზეც აკრძალულია

პოსტის ავტორი: გოგა Oct 9 2009, 17:39

გიორგი

მერე გია ჩემო შენ ხო იცი რო ეს მუხლები და რაღაცეები არასწორია newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 9 2009, 17:47

სწორია თუ არასწორია - ფაქტია რომ მოქმედებს

პოსტის ავტორი: troutbaiter Oct 9 2009, 18:01

ძია, რა ვერ გაიგე, ტრაინიკაობაა აკრძალული! ცარიელი დიდი ტრაინიკით ამოკვრით თევზაობა...
ტრაინიკზე თუ სატყუარას(ჭიას, მატლს, ბაყაყს, ხორცს ან რაიმე სხვას) ჩამოაცმევ და თევზს მიიტყუებ - აკრძალული არაა!
მორჩა ფილოსოფია.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 9 2009, 18:22

ციტატა(kakhaber @ 9th October 2009 - 11:19 AM) *
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.


აბა აქ სად წერია დიდი თუ პატარა.... აქ წერია ორეული და სამეული.... და დიდი წერტილია დასმული.... (ვობლერების ამბავი გავარკვიეთ)



მეორეც კიდე ჭიას რომ ჩამოვაცმევ და გადავაგდებ და თევზი რომ იმ ჭიას შემიჭამს და ანკესზე ცარიელა ტრაინიკი დაგხვდება - მიდი და უმტკიცე რომ სატყუარათი თევზაობდი

თან წერია ანკესების გამოყენებაოო.... ნოსომ რაც მოყვა თოკით აგდებენო - მაგას სავარაუდოთ ანკესზე ვერ მოაბავ... შესაბამისად ჩვეულებრივ ნემსკავებზეა საუბარი

ისე რა გამოდის ??? რახან ანკესზეა საუბარი - გამოდის რომ თოკზე რომ მივაბა დიდი სამკავი, არ არის აკრძალული !!

ნეტა ჩამახედა იმათ თავებში - ვინც ამ კანონებს წერს....

პოსტის ავტორი: troutbaiter Oct 9 2009, 18:39

არ ვიცი ძია, ჩემთვის მად გაუგებარი არაფერია.
დიდი ტრაინიკი კი იმიტომა ვთქვი, რომ პატარებით არც არავინ არ "ტრაინიკაობს".
კანონი კი დასახვეწია. მაგალითად უნდა მიეთითოს აკრძალული ტრაინიკების და დვაინიკების ზომები.
ნოსო რომ აბბობს მაგ მეთოდიც აკრძალულია. ანუ - ყველანაირი ზაკიდუშკა აკრძალულია თუ პატრონი იქვე არ იმყოფება. ანუ სატყუარის მიტოვება და დილით შემოწმება არ შეიძლება. მაგას მეც ვეთანხმები. მაგარი მავნებლობაა. ბევრი თევზი ფუჭდება. ბევრჯერ გახრწნილი თევზიც გვინახია და უფრო მეტჯერ მოწყვეტილი მისბმელები და ნემსკავები. ნემსკავით წასული თევზის შანსები კი ძალიან მცირეა, რადგან როგორც წესი მაგ დროს კუჭამდე აქვს ხოლმე ჩაყლაპული. დაზიანებული კუჭით კი სწრაფად იღუპება.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 9 2009, 18:51

გიორგი
ვა რა ჯიუტი ხარ. ჩემი წინა პოსტი არ წაიკითხე??? ითევზავე ტრაინიკით ოღოდ ზედ რამე გაუკლეთე, თუნდაც პრეზერვატივი.http://ge.smiles.26l.com/smile.232.html

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 9 2009, 18:56

მოკლედ გიო თვითონ ნახე სადმე ტრაინიკით როგორ თევზაობენ და მიხვდები რატომაც არის აკრძალული, მოყოლით არაფერი გამოდის. newsmile053.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 9 2009, 18:59

გიორგი
არ აგერიოს გიო,პატარა ტრაინიკი არ გეგონოს რამხელაა იცი ალბატ ერტი 200 გრამი იქნება წონაშიnewsmile05.gifnewsmile05.gifმაგით მანქანას დაბუქსირებ რომ გინდოდეს.

რაც შეეხება გარჩევას,ძალიან დიდი ბანბუკი უნდა მაგას და ძალიან სქელი ლესკა თორემ ცუდააა შენი და შენი ანკესის საქმე,ასე რომ არც გარჩევაა ძნელი და არც ვობლერით თევზაობა არაა ბრაკონიერობა...

ტრაინიკი იმიტომ ქვია რომ,ელემენტარულად 3 წვეტი აქ.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 10 2009, 00:30

გიორგი

შენი კითხვაა

ციტატა(dubidubiduu @ 9th October 2009 - 11:32 AM) *
ანუ ანკესზე პირდაპირ მიბმა 2–იანი და 3–იანი ნემსკავის არ შეიძლება და ვობლერით და ბლესნით ხომ შეიძლება ???? იმიტომ რომ ვობლერებს აქვს 2 და ხან 3 სამაიანი ნემსკავები


ციტატა(dubidubiduu @ 9th October 2009 - 12:58 PM) *
ეგ ყველაფერი კი გავიგე, მაგრამ რა ვერ გავიგე იცი..... ტრაინიკს სხვა რაღაცას უძახით თუ ჩვეულებრივი სამკაპიანი ნემსკავები რომ არის ???? აი ვობლერებზე და ბლესნებზე რომ აყენია ?????

და ეგეთების ხმარებაც აკრძალულია ????



მაგაზე პასუხია

ციტატა(kakhaber @ 9th October 2009 - 11:19 AM) *
მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
აკრძალულია:

ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.


პოსტის ავტორი: kakhaber Oct 12 2009, 10:46

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 9th October 2009 - 05:41 PM) *
ვობლერზე 2-3 ტრაინიკი აყენია და დაშვებულია და 1 ტრაინიკი რომ გავუკეთო პაპლავოკზე და ჭია ჩამოვაცვა - ბრაკონიერი ვარ ?


ესეც წაიკითხე:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება);

გამოდის რომ თუ ვობლერზე 3 ტრაინიკი აყენია უკვე ბრაკონიერობაა და 2 ტრაინიკი დასაშვებია

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 12 2009, 11:02

ეგ კი მართლა სისულელეა. ერთ ვომლრრზე რომ 10 ტრაინიკი ეყენოს 10 თწვზი დაჯდება? ვა ეგ კანონმდებლები უნდა გამოყარო იქიდან სადაც მაგ იურისპუნდენციის შედევრებს ქმნიან და სათევზაო კანონებზე ჩვენ გვამუშაონ, არ გვინდა ხელფასი ისე მოუვლით მაგ საქმეს.

პოსტის ავტორი: შარკი Oct 12 2009, 11:14

sergeevich
ეგ კი მართლა სისულელეა. ერთ ვომლრრზე რომ 10 ტრაინიკი ეყენოს 10 თწვზი დაჯდება? ვა ეგ კანონმდებლები უნდა გამოყარო იქიდან სადაც მაგ იურისპუნდენციის შედევრებს ქმნიან და სათევზაო კანონებზე ჩვენ გვამუშაონ, არ გვინდა ხელფასი ისე მოუვლით მაგ საქმეს.

newsmile035.gif

ძალიან მეეჭვება, სერგეევიჩ newsmile035.gif
თქვენ არ იცით იურისპრუდენცია რა დედანაქაჩი რამეა newsmile035.gif
მარტივი აზრი შეიძლება გქონდეს და კანონის ენაზე 2 კვირა ვერ ჩამოაყალიბო ისე, რომ რაღაც მინუსი არ იყოს ფორმულირებაში. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: sergeevich Oct 12 2009, 11:18

მაგაში გეთანხმები, ოღონდ რაც სისხლისა და სამოქალაქო სამართალს შეეხება, რიბაკების სამარტალს რიბაკებზე კარგად ვინ დაწ newsmile090.gif newsmile041.gif ერს?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Jan 3 2010, 13:00

მოკლედ მე 1 ვიცი ზუსტად. ითევზავეთ სპორტულად, სიამოვნებაზე ორიენტირით და არა ხორცზე და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას არავინ არასდროს დაგიშლით, რათქმაუნდა კერძო მეურნეობების გარდა (მანდ გადასახადს ვერ აცდებით)
ამ წუთისთვის რაზეც თევზაობა არ შეიძლება არის მხოლოდ კალმახი, და ვეთანხმები კიდეც იმიტომ რო მართლა ძალიან შემცირებულია საქართველოში კალმახის პოპულარიზაცია..

პოსტის ავტორი: ბესო Jan 26 2010, 01:12

ციტატა(FISHING CLUB @ Jan 3 2010, 14:00) *
ამ წუთისთვის რაზეც თევზაობა არ შეიძლება არის მხოლოდ კალმახი, და ვეთანხმები კიდეც იმიტომ რო მართლა ძალიან შემცირებულია საქართველოში კალმახის პოპულარიზაცია..


არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ვიღაც იდიოტის მიერ მიღებულმა ამ გადაწყვეტილებამ კალმახს ფასი მოუმატა და შესაბამისად მისი დენით შემუსვრაც გაათმაგდა - კალმახი მტაცებელია და დენის აპარატის გარდა სხვა მტერი არ ყავს. სამინისტროს თანამშრომლებიც აღიარებენ, რომ შესაცვლელია ეს იდიოტური გადაწყვეტილება. ამიტომ ველოსიპედს ნუ გამოვიგონებთ!

პოსტის ავტორი: BEK_M Jan 26 2010, 01:17

ბესო
რათქმაუნდა სისულელეა ანკესს კალმახი მოყვება თუ წვერა მეთევზემ რა იცის წინასწარ და კალმახმა თუ გადაყლაპა ანკესი უნდა გაუშვას ტუჩ მუცელ გამოხეული? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jan 26 2010, 01:30

ციტატა(BEK_M @ Jan 26 2010, 02:17) *
ბესო
რათქმაუნდა სისულელეა ანკესს კალმახი მოყვება თუ წვერა მეთევზემ რა იცის წინასწარ და კალმახმა თუ გადაყლაპა ანკესი უნდა გაუშვას ტუჩ მუცელ გამოხეული? newsmile035.gif


ჯერ უნდა დაუწებოს ის გამოხეული ტუჩ-მუცელი ჩინური წებოთი და მერე გაუშვას, რომ ფაქტებიც მოტეხოს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Mar 6 2010, 19:15

კანონი კანონია და ეგრე წერია...
მასე ბევრი სისულელე წერია კანონში.. ფორუმი კი ოფიციალურია ხო?! და თუ ეგრეა მაშინ "არ შეიძლება კალმახზე თევზაობა არსად"

ვინ სად რას დაიჭერს შემთხვევით თუ ძალით ეგ ცალკე თემაა.. მარა სადამ კანონით აკრძალულია ამ სახეობის დაჭერა, არ გვაქვს უფლება პოპულარიზაცია გაუწიოთ მაგ სახეობაზე თევზაობას.

პოსტის ავტორი: mixailo Mar 7 2010, 00:11

ჩემი აზრია, მოეწყოს ისეთი აქცია, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მოყვარულ მეთევზეთა (სპორტულ თევზაობას ვგულისხმობ) რესურსი, (მონდომება, ქვეყნის ფლორა-ფაუნის სიყვარული და ცოტა ფული, მაგალითად კაციდან 20 ლარი). ვიყიდოთ რომელიმე მეურნეობისგან (ტუ ამრავლებს ვინმე)კალმახის ლიფსიტები რასაც გავწვდებით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად , აფიშირებულად მოხდეს ამ ლიფსიტების გაშვება რომელიმე ან რამდენიმე მდინარეში, იქ კომენტარიც გაკეთედს თუ რატომ ხდება ეს, რა მოელით ელექტრიკ და სხვა ბრაკებს ფაქტზე აყვანის შემთხვევაში, ნახოს ხალხმა რომ არა მარტო მთავრობაა, მთავარი დაინახოსყველამ , რომ ხალხს აქვს ამის სურვილი,(მემგონი ამის მომხრე არა მარტო მეთევზეები იქნებიან) იქნებ ამ ფაქტმა 20% ბრაკებში ნამუსი გააღვიძოს 20 % შეეშინდეს და ა.შ. რათქმაუნდა სულ ვერ ამოძირკვავ მაგრამ რაღაც შედეგს გამოიღებს,დარწმუნებული ვარ

ვაი, უადგილო ადგილას დამიპოსტია, ვაჰ მეე....... newsmile019.gif

პოსტის ავტორი: charch_man May 14 2010, 23:59

ციტატა(mixailo @ Mar 7 2010, 01:11) *
ჩემი აზრია, მოეწყოს ისეთი აქცია, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მოყვარულ მეთევზეთა (სპორტულ თევზაობას ვგულისხმობ) რესურსი, (მონდომება, ქვეყნის ფლორა-ფაუნის სიყვარული და ცოტა ფული, მაგალითად კაციდან 20 ლარი). ვიყიდოთ რომელიმე მეურნეობისგან (ტუ ამრავლებს ვინმე)კალმახის ლიფსიტები რასაც გავწვდებით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად , აფიშირებულად მოხდეს ამ ლიფსიტების გაშვება რომელიმე ან რამდენიმე მდინარეში, იქ კომენტარიც გაკეთედს თუ რატომ ხდება ეს, რა მოელით ელექტრიკ და სხვა ბრაკებს ფაქტზე აყვანის შემთხვევაში, ნახოს ხალხმა რომ არა მარტო მთავრობაა, მთავარი დაინახოსყველამ , რომ ხალხს აქვს ამის სურვილი,(მემგონი ამის მომხრე არა მარტო მეთევზეები იქნებიან) იქნებ ამ ფაქტმა 20% ბრაკებში ნამუსი გააღვიძოს 20 % შეეშინდეს და ა.შ. რათქმაუნდა სულ ვერ ამოძირკვავ მაგრამ რაღაც შედეგს გამოიღებს,დარწმუნებული ვარ

ვაი, უადგილო ადგილას დამიპოსტია, ვაჰ მეე....... newsmile019.gif


ეგეთ რამეში სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი May 15 2010, 10:22

mixailo
ნამდვილად კაი აზრია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 20 2010, 11:11

mixailo

მაგ იდეა კი გვაქვს, მაგრამ აფიშირების გარეშე! ის მდინარე რომ განვაცხადოთ სადაც მაგათ გავუშვებთ! მეორე დღეს პლანქტონიც კი აღარ იცოცხლებს და მკვდარ ზონად გამოაცხადებენ!

პოსტის ავტორი: დემი Jul 13 2010, 18:47

გამოკვრაზე ტრაინიკით თევზაობა ბრაკონიერობაა, ჩაუყრიან თევზებს საკვებს, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს და იზიდავს თევზების დიდ კასიაკს, როცა წყლის ზედაპირი ტევზის კვებით "დუღილს" იწყებს, ამდროს მომზადებული ბრაკონიერები ტრაინიკებს ყრიან ეპიცენტრში და გამოკვრით იჭერენ უბედურ თევზებს, ბევრი მათგანი ყოველთვის არ მოყვება ტრაინიკს, მაგრამ მისგან იხევა, იგლიჯება და წამებით კვდება(ცოტაც და ცრემლი წამომივა). cryme.gif
არაა მაი კაი საქმე boom.gif

პოსტის ავტორი: ij18e Jul 26 2010, 17:25

დინამიტი არ ისროლონ და მეატი არააფელი მინდა

ცელს მაგრად გააფუჭეს და თევზიც ცუდათ მოდის

პოსტის ავტორი: მაჭარა Jul 26 2010, 17:35

ij18e
აი ია, აი თითი, აი დინამიტი და მის გვერდით მჭრელი ცელი

პოსტის ავტორი: (dila)adriano Jul 26 2010, 18:11

ციტატა(დემი @ Jul 13 2010, 19:47) *
გამოკვრაზე ტრაინიკით თევზაობა ბრაკონიერობაა, ჩაუყრიან თევზებს საკვებს, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს და იზიდავს თევზების დიდ კასიაკს, როცა წყლის ზედაპირი ტევზის კვებით "დუღილს" იწყებს, ამდროს მომზადებული ბრაკონიერები ტრაინიკებს ყრიან ეპიცენტრში და გამოკვრით იჭერენ უბედურ თევზებს, ბევრი მათგანი ყოველთვის არ მოყვება ტრაინიკს, მაგრამ მისგან იხევა, იგლიჯება და წამებით კვდება(ცოტაც და ცრემლი წამომივა). cryme.gif
არაა მაი კაი საქმე boom.gif

ვფიქრობ ეს თემა დანიშნულებას ვერ ასრულებს
და ძალიანაც კარგითუ ვერ ასრულებს

ფორუმზე არასოდეს დავწერ იმ ადგილების შესახებ სადაც თევზია ბლომად
თუნდაც საკარასე ადგილების შესახებ

მაგალითად :
ორი წლის წინ ჩვენი შოთა03 თბილისის ფორუმზე წერდა
რომ უჯარმაში იორის დამბასთან პატარა ტბორში
თითო გასვლაზე 8-9 კილო კარასს იჭერდა
და ერთხელ კაისაზანიც ამოიყვანა
შარშან კი ჩიოდა სამჯერ ვიყავი და ერთიც ვერ დავიჭირეო

ერთი კვირის წინ ჩვენც მოვინახულეთ ეგ ადგილები
მდინარეეში პატარა მურწების ჭერა ყელში რომ ამოგვივიდა
შოთას ნახსენებ ტბორებზე გადავინაცვლეთ
და ნავიან ბრაკებს გადავეყარეთ
მთელ ტბაში პუტანკა ბადე ქონდათ ჩაფენილი
და იმას ჩიოდნენ:
ადრე კარას-საზანი ოხრად იჭირებოდა
და ახლა სულ გამოილიაო
ინტერნეტში წავიკითხეთ ამ ტბებზეო
ამის დედას რომ შვ....ცი თქო ვუპასუხე
ორმოცმეტრიან ტბორში თუ ყოველ შაბათ-კვირას პუტანკებს ყრით
რაღა ჩემი სირი დარჩებოდა მეთქი

ეგრეა
ჩვენ აქ ერთმანეთის გულის გასახარად რომ სათევზაო ადგილებზე ვწერთ
პროჭები კითხულობენ და დედას უფეთქებენ იქაურობას
ჰოდა ამ დროს ჩვენი დანაშაულიცაა ეს ყველაფერი newsmile040.gif

ვახ ჩემი newsmile040.gif
მეგონა ვწერდი "სად მოდის ახლა თევზი" თემაში
მაგრამ აქაც არა უშავს newsmile011.gif

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Sep 3 2010, 21:14

სასროლი ბადით თევზაობა აკრძალულია?

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 6 2010, 13:04

(dila)adriano

ციტატა((dila)adriano @ 26th July 2010 - 19:11) *
ჩვენ აქ ერთმანეთის გულის გასახარად რომ სათევზაო ადგილებზე ვწერთ
პროჭები კითხულობენ და დედას უფეთქებენ იქაურობას

ხოდა მაგათი დედაც ავაფეთქეთ მთელმა კლუბმა
+ მთელმა ფორუმმა დამატებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 29 2011, 20:10

(dila)adriano

ციტატა((dila)adriano @ 26th July 2010 - 19:11) *
მაგალითად :
ორი წლის წინ ჩვენი შოთა03 თბილისის ფორუმზე წერდა
რომ უჯარმაში იორის დამბასთან პატარა ტბორში
თითო გასვლაზე 8-9 კილო კარასს იჭერდა
და ერთხელ კაისაზანიც ამოიყვანა

ციტატა((dila)adriano @ 26th July 2010 - 19:11) *
და იმას ჩიოდნენ:
ადრე კარას-საზანი ოხრად იჭირებოდა
და ახლა სულ გამოილიაო
ინტერნეტში წავიკითხეთ ამ ტბებზეო

დააგვიანეს newsmile035.gif
ეგ ტბა მე გავწმინდე მემგონი, ოღონდ პატისანი გზით, ფსკერულით და ტივტივით newsmile035.gif
უფრო სწორად შემომეწმინდა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: gloster Apr 24 2012, 21:10

მანდ რა ადგილას ჯობია თევზაობა დამბის ქვემოთ ?

პოსტის ავტორი: ბესო Apr 25 2012, 07:24

ციტატა
მანდ რა ადგილას ჯობია თევზაობა დამბის ქვემოთ ?


მანდ არა და სართიჭალისკენ უკვე კარგი ქაშაპები მოყვება მდინარეს

პოსტის ავტორი: Little Fisher May 6 2012, 13:14

პარაშუტი აკრძალულია ?

პოსტის ავტორი: kajuberi May 7 2012, 10:00

ციტატა(little fisher @ 6th May 2012 - 14:14) *
პარაშუტი აკრძალულია ?

კი აკრძალულია იდეაში ისევე როგორც მანოკით ნადირობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Little Fisher May 11 2012, 09:23

kajuberi


მართლაა ? D.gif არადა რამდენი პარაშუტისტი მინახავს ჩამწკრივებული ტბაზე... გდი ში რომ ვმუშაობდე კაი პრემიები მექნებოდა D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 11 2012, 10:02

Little Fisher
გგონია გედეიშნიკები ვერ ხედავენ??
250 მეტრშია გესი მაგათი სამინისტროდან და ყველაფერს კარგად ხედავენ

პოსტის ავტორი: kajuberi May 11 2012, 12:29

ციტატა(nika @ 11th May 2012 - 11:02) *
გგონია გედეიშნიკები ვერ ხედავენ??
250 მეტრშია გესი მაგათი სამინისტროდან და ყველაფერს კარგად ხედავენ

+100000

ციტატა(little fisher @ 11th May 2012 - 10:23) *
მართლაა ? არადა რამდენი პარაშუტისტი მინახავს ჩამწკრივებული ტბაზე... გდი ში რომ ვმუშაობდე კაი პრემიები მექნებოდა

კი აკრძალულია მარა ჩამოდი ქნის ქუჩაზე პარაშუტისტები კილო ლარშია ,ვინაა პატრონი? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Little Fisher May 11 2012, 12:50

D.gif

პოსტის ავტორი: davit.p May 12 2012, 23:46

პარაშუტებზე აკრდზალვა ვრცელდება "აჩოკის" მიხედვიიტ, 22-ის დაბლა იკრძალება. პატარა თევზუკები რო არ გაეაბას.

ციკლონი გვიტევს . ვაი ვაი ვაიი

პოსტის ავტორი: boxora Aug 18 2012, 17:02

mec moyvaruli metevze viyavi mara dilidan dagamebamde ro uyureb shen gverdze mjdomi sadoks avsebs da shen donkas sheyureb da verafer icher dzalauneburad gascavlian parashutia tu oxoba xmarebas

პოსტის ავტორი: Little Fisher Nov 1 2012, 13:57




პოსტის ავტორი: nikoloz dvali Mar 5 2013, 18:42

კითხვა მაქ, სოფელში ჩემთან აღმოჩნდა რომ ჩანჩქერის ზემოთ არის კალმახი, მეგობარმა მითხრა ... რო ჩავალ ანკესით რო ვითევზავო ბრაკონიერობა იქნება ?

პოსტის ავტორი: motevzave Mar 5 2013, 18:58

ვერ გაიგებ, ერთ მხრივ კალმახი წითელ წიგნშია შეტანილი და მისი ჭერა იკრძალება ნებისმიერი მეთოდით, მეორე მხრივ კი კანინში წერია, რომ კალმახზე თევზაობა შეიძლება სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის საშუალებებით. ასე რომ კანონში არის ურთიერთგამომრიცხავი მუხლები და შენ გაიგე იკრძალება თუ არა. ესეთია მდგომარეობა კანონში!!
ჩემი აზრით კი მთავარია ბრაკონიერული მეთოდით არ ითევზაოს კაცმა და ანკესით იჭირე რამდენიც გინდა.

პოსტის ავტორი: nikoloz dvali Mar 5 2013, 19:00

მოთევზავე მეც ეგ ვიგულისხმე ანუ კანონიერი გზით არანაირი ბადე და არაფერი ოხრობა ,... უბრალოდ ანკესი ნემსკავი და კალია D.gif

საღამოთი მეტყვიან ალბათ ოჩოელები ზუსტად როგორ მოვიქცე

პოსტის ავტორი: motevzave Mar 6 2013, 12:46

ციტატა(kokoloza @ 5th March 2013 - 20:00) *
უბრალოდ ანკესი ნემსკავი და კალია



ეგრეა რა, ანკესით როგორც არ უნდა ინდომოს კაცცმა, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს კალმახს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 6 2013, 13:46

ციტატა(kokoloza @ 5th March 2013 - 20:00) *
უბრალოდ ანკესი ნემსკავი და კალია

nikoloz dvali
ასევე მხედველობაშია მისაღები პერიოდი. მაგალითად კანონში წერია რომ აპრილიდან სექტემბრამდე მტკვარზე თევზაობა იკრძალება. საინტერესოა ეს ჩვენი კანონები მაგრამ რაცაა ეგაა

პოსტის ავტორი: ალთაზარ Mar 6 2013, 13:52

http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=124

პოსტის ავტორი: nikoloz dvali Mar 6 2013, 16:46

ციტატა(ალთაზარ @ Mar 6 2013, 14:52) *
http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=124
გაიხარერ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ilariona Mar 6 2013, 23:32

და იგივეს დავწერ აქაც, მიხედეთ მოდერებმა აქავრობასაც!

პოსტის ავტორი: ამური Mar 7 2013, 20:48

"პო-წემე"

უაზრო ხმაური + უაზრო ბუხაობა.

პოსტის ავტორი: გიგი Mar 9 2013, 02:46

კანონში ისიც უნდა ეწეროს მაშინ სპორტული თევზაობა რას ნიშნავს...

პოსტის ავტორი: Che Mar 9 2013, 08:19

ციტატა(MARLIN @ 7th March 2013 - 21:48) *
უაზრო ხმაური + უაზრო ბუხაობა.

ამური

ჯერ კიდევ სკოლაში ფიზიკაში ვისწავლეთ, რომ წყლის ზედაპირი ირეკლავს ყველანაირ ბგერას. შესაბამისად წყალში მყოფი ცოცხალი არსებები ნაპირზე არსებულ ხმაურს ვერ იგებენ (არ ვგულისხმობ ქვების და რკინის კაკუნს ნაპირზე წყალში), შესაბამისად დოგმა "ნუხ მაურობ" არის უაზრო.

მაინტერესებს თქვენ რა აზრის ხართ ამაზე

პოსტის ავტორი: ამური Mar 9 2013, 22:18

Che

რა თქმა უნდა.... როცა ფსკერულით თევზაობ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნაპირზე იხმაურებ თუ წყალში.

როცა ნაპირთან ძალიან ახლოს თევზაობ, იდეალური სიწყნარეა საჭირო.

არ მახსოვს ფიზიკაში რა ეწერა მაგის შესახებ მაგრამ ის კარგათ მახსოვს რო თევზაობის დროს ნებისმიერი უაზრო ხმაური ხელისშემშლელია.


ბგერა

ბგერით ტალღბს ან უბრალოდ ბგერას უწოდებენ ტალღებს, რომელსაც ადამიანის ყური აღითქვამს. ბგერითი ტალღების სიხშირეთა დიაპაზონი 20 ჰც-დან 20 კჰც-ია. 20ჰც-ზე ნაკლები სიხშირის ტალღებს ინფრაბგერას უწოდებენ. ხოლო 20 კჰც-ზე დიდ სიხშირისას ულტრაბგერას. ბგერის დიაპაზონის ტალღებს შეუძლია გავრცელება არა მარტო აირებში, არამეტ სითხეებში (განივი ტალღები) და მყარ სხეულებში (განივი და გრძივი ტალღები). მაგრამ ტალღები აირებში - ჩვენს სასიცოცხლო გარემოში - იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. ფიზიკის ნაწილს, რომელიც ბგერით მოვლენებს შეისწავლის, აკუსტიკა ეწოდება.

წყარო: http://physics.aidio.net/index.php?id=46

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 27 2014, 09:07

კალმახზე საერთოდ აიკრზალა უკვე ტევაობა, არანაერი სპორტული და ა.შ.! არვიცი თუ გადახედეთ კანოს, ალბათ ბევრს არ გინახავთ თორე ლანძღვა-გინაბაში იქნებოდით : D

ერთ ადამიანზე ნებადართულია მხოლოდ 3 ნემსკავი, ანუ წაიგე 3 ანკესი მაგრამ თითო-თითო ნემსკავით, ან 1 ანკესი სამი ნემსკავით. სპინინგი კი აიკრზალა საერთოდ.
ყველაზე სასაცილო არს ნებადართული თევზის ზომები.. რამოდენიმე მახსოვს და მივაწერ აქ
1) კარჩხანა მინ უნდა იყოს 20 სმ : D
2) შამალია 25 სმ
3)კობრი 32 სმ
4) ლოქო 50 სმ. აზრზე ხართ? : D ანუ 98% სულ ხელცარიელი უნდა დაბრუნდე სახლში. ხოლო პატარა ჯიშის თევზებზე როგორიცაა ღორჯო და ა.შ კანონის მიხედვით აიკრძალა რადგან მათი 20 სმ არარეალურია მდინარეზე. ანუ ნებისმიერი თევზი მინ უნდა იყოს 20 სმ, ხლო ზოგ ეგზემპლიარებზე რაც ჩამოვწერე და არის კიდე სხვა ზომები. fisher.ge-ზე დევს ეგ კანონი.
ჯარიმები 50-400 ლარამდე. თუ გინახეს 3 ნემსკავზე მეტი 50 ლარია ჯარიმა და ამავდროულად თუ ტევზიც გყავს დაჭერილი მაშინ 300 ლარია ჯარიმა. ნადირობის კანონი ხომ დაგლიჯეს და თევზაობის ვაბშე გადაბრდღვნეს D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jan 27 2014, 09:36

ეს კანონი უკვე ძალაშია?

პოსტის ავტორი: Che Jan 27 2014, 09:36

ციტატა(MARLIN @ 9th March 2013 - 23:18) *
ბგერის დიაპაზონის ტალღებს შეუძლია გავრცელება არა მარტო აირებში, არამეტ სითხეებში

კი მაგრამ თუ არ ვცდები აქ იგულისხმება, რომ სითხეში გავრცელდება სითხეშივე გამოყოფილი ბგერა და არა ჰაერიდან ჩავა სითხეში.


ციტატა(smeko @ 27th January 2014 - 10:07) *
ერთ ადამიანზე ნებადართულია მხოლოდ 3 ნემსკავი, ანუ წაიგე 3 ანკესი მაგრამ თითო-თითო ნემსკავით, ან 1 ანკესი სამი ნემსკავით. სპინინგი კი აიკრზალა საერთოდ.

smekosmeko
მგონი, რომ ნამეტანი მკაცრი კანონია. თუ დენით თევზაობა აიკრძალება არ უნდა იყოს იმის საშიშროება, რომ 2 ნემსკავიანი 2 ანკესით ვინმემ თვებზი გააწყოს მაგალითად მტკვარში.

პოსტის ავტორი: ams Jan 27 2014, 09:42

მდინარეზე ანკესიტ შეილება ტევზაობა?


ეგ რა უბედურება შემოუღიათ ვინმე ნორმალური არ ყავთ მაგ სამინისტროშიიი

პოსტის ავტორი: Sos049 Jan 27 2014, 10:56

ეს კანონები ეწერა ადრეც.უბრალოდ არავინ ითხოვდა მის შესრულებას.
რისი დამწერები არიან?უბრალოდ ძველი მოაკოპირეს და ერთი-ორი მუხლი ჩაამატეს ვითომ საქმე გაკეთდა...
კარგია ორთაჭალგესის ხიდზე ეკრანშიკები რომ მოაშორეს...იქნებ საერთოდ აკრძალონ ეს სახლართი მაიმუნობები newsmile042.gif .
ვინ თქვა სპინინგი აიკეძალაო? თვითსატყუარათი 6 ნემსკავი დაშვებულია.ანუ,ვობლერზე ორი ტრაინიკი შეიძლება.
ნუ,ბევრი სისულელე წერია,ორი აზრი არაა,მაგრამ 1-2წელი იქნება ამოისუნთქოს ბუნებამ ცოტა...
მოსპონ სახლართები და სიამოვნებით ვითევზავებ სამი ნემსკავითაც.თევზი რომ მომრავლდება 3 იკმარებს სრულიად.
მაგ:ჯანდარის არხზე ორი ჯოხით თევზაობა წვალებაა უკვე.
ზომებს რაც შეეხება,ჩემი აზრით 32სმ კობრი და 50სმ ლოქო მართლა უნდა გაუშვა.ნუ,მე ვუშვებ ხოლმე.
თბილისის ზღვაზე 2-3ცალი იყო სულ,რომ ნემსკავი ღრმად ჰქონდა ჩაყლაპული და ამოღებისას "ჩამაკვდა ხელში".
დანარჩენი ყველა გავუშვი უკან.
კარჩხანაზე კი...20 სმ კი არა,პრემია უნდა დააწესონ მის ამოღებაზე newsmile056 (1).gif
ხო...გაგვიჭირდება გადაწყობა...მაგრამ,იმედი მაქვს ისეთი "საქონელი" არ იქნებიან,რომ წესიერი მეთევზე ზედმეტი
1-2 ნემსკავის გამო დააჯარიმონ.
თუ ტრაკი აქვთ,მართლა ბრკებს და მავნეებს მიხედონ და მერე ვცემ პატივს ამ კანონებს.

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 27 2014, 11:15

პარაშუტი და სასროლი ბადე რომ დაუშვეს ამან მომიშAალა ყველაზე მეტად ნერვები. ვერ არიან ეგენი მგონი.

პოსტის ავტორი: Sos049 Jan 27 2014, 12:02

ციტატა(smekosmeko @ Jan 27 2014, 12:15) *
პარაშუტი და სასროლი ბადე რომ დაუშვეს ამან მომიშAალა ყველაზე მეტად ნერვები. ვერ არიან ეგენი მგონი.

სასროლი ბადე ჯიგარია,ჩვენიანია newsmile045.gif
აი,პარაშუტი და სახლართებზე მეც ვკითხე:რა უბედურებაა,ნემსკავებს ითვლით და ფსკერს ათასი უბედურებით ავსებთ მეთქი?
რა ვიცი,ავკრძალავთო(ეკრანი-პარაშუტი) ასე მითხრეს სამინისტროში.
ვნახოთ...მე არ მჯერა რომ აკრძალავენ.

პოსტის ავტორი: თაზო Jan 27 2014, 14:24

ციტატა(smeko @ 27th January 2014 - 10:07) *
2) შამალია 25 სმ

ამხელა შამაია დამაჭერინა, ერთი 10 ცალი და გამსტროგონ მაგის დედაც, აღარ დავეძებ!! D.gif

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 27 2014, 17:57

25 სმ-იანი შამაია იმენა გვეკაიფებიან : D მთელი წლის მანძილე ალბათ 3 ცალს თუ დაიჭერ.

პოსტის ავტორი: kardinal84 Jan 27 2014, 19:14

იქნებ ვინმემ დადოთ ლინკი ახალი კანონების მე ვერსდა ვიპოვე რა საშვალებით შეიძლება თევზაობა და რა ზომის თევზის დაჭერა რო ბრაკონიერობაში არ ჩამეთვალოს

პოსტის ავტორი: Sos049 Jan 27 2014, 19:23

https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2187155&lang=ge

პოსტის ავტორი: kardinal84 Jan 29 2014, 09:48

Sos049
აქ საგანგაშო არაფერი არ არის რაც იყო იგივე დარჩა მოყვარულ მეთევზეებს თითქმის არაფერი შეხებიათ

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 29 2014, 11:42

მოყვარულ მეთევზეებს არ ეხება ეგ თევზის ზომები?

პოსტის ავტორი: Sos049 Jan 29 2014, 11:44

ციტატა(kardinal84 @ Jan 29 2014, 10:48) *
Sos049
აქ საგანგაშო არაფერი არ არის რაც იყო იგივე დარჩა მოყვარულ მეთევზეებს თითქმის არაფერი შეხებიათ

ე.ი ტყუილად შევწუხდით ამდენი ხალხი... D.gif


ციტატა
მოყვარულ მეთევზეებს არ ეხება ეგ თევზის ზომები?

არაა გამოკვეთილი.ასე,რომ როგორც მოუნდება ისე გადაწყვეტს ადგილზე გედი

პოსტის ავტორი: Sos049 May 8 2014, 13:43

კარგი ამბები სწრაფად ვრცელდება D.gif

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/280999-thevztcerisathvis-dashvebuli-bade-iaraghebis-chamonathvalidan-ets-qekraniq-amoighes.html

პოსტის ავტორი: general May 8 2014, 14:29

კარგი ამბებია .... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 8 2014, 15:21

კარგი ამბავია კი მაგრამ აქ მეპპრე მხარეცაა მაინც ითევზავენებ და გარემოს დაცვის მაქნანის დანახვისას მიაწვავენ ლესკას და ჩატოვებენ მდინარეში იმ ეგრანს შეგნებულად რო არ დაჯარიმდნენ !

პოსტის ავტორი: ჰერცოგი May 8 2014, 15:59

მაღაზიებიდან უნდა ამოიღონ ეგრედწოდებული ეკრანის მასალების გაყიდვა

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 8 2014, 16:46

ციტატა(ჰერცოგი @ May 8 2014, 16:59) *
მაღაზიებიდან უნდა ამოიღონ ეგრედწოდებული ეკრანის მასალების გაყიდვა


გიო მაგას რო არ იზამენ ხო კარგად იცი შენც? მაგ ლოგიკით მასინ ელექტროსოკური აპარატების დამამზადებლებიც უნდა დაეჯარიმებინათ და აღიცხვაზე აეყვანატ და მოეღებოდა ბოლო ბოლო დენით ბრაკონიერობის პრობლემას ბოლო მაგრამ კი იცი რო არ აკეთებენ ამას

პოსტის ავტორი: ზახარა May 8 2014, 16:55

ციტატა(hercogi997 @ 8th May 2014 - 16:59) *
მაღაზიებიდან უნდა ამოიღონ ეგრედწოდებული ეკრანის მასალების გაყიდვა


ციტატა(irakli fofxadze @ 8th May 2014 - 17:46) *
გიო მაგას რო არ იზამენ ხო კარგად იცი შენც? მაგ ლოგიკით მასინ ელექტროსოკური აპარატების დამამზადებლებიც უნდა დაეჯარიმებინათ და აღიცხვაზე აეყვანატ და მოეღებოდა ბოლო ბოლო დენით ბრაკონიერობის პრობლემას ბოლო მაგრამ კი იცი რო არ აკეთებენ ამას


თუ აკრძალულია და სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს ყველა ვარანტში კანონთან მიმართებაში უნდა აიკრძალოს გაყიდვაც !!!

ელექტრო მანოკს მაგალითად ფრინველთა და ცხოველთა დაკვირვებების გამო იყენებენ და გასამართლებელი აქვს გამყიდველს newsmile05.gif

აი ამ ეკრანს თუ სხვა ვერაფერში გამოიყენებ რა საბაბით გაყიდის ოფიციალურად გამყიდველი მაღაზიაში ????

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 8 2014, 17:02

ზახარ ელექტროსოკური აპარატი მაქ მხედველობაში დენით ბრაკონიერობისას რო იყენებენ ის

პოსტის ავტორი: ზახარა May 8 2014, 17:06

ციტატა(irakli fofxadze @ 8th May 2014 - 18:02) *
ზახარ ელექტროსოკური აპარატი მაქ მხედველობაში დენით ბრაკონიერობისას რო იყენებენ ის

ვიცი კაცო newsmile05.gif
ეგ იმიტომ არ მოვიხსენიე რომ , ჩემი შეხედულებით ნაღმის დამამზადებლის კლასიფიკაციაში გადის და ლაპარაკიც არ უნდა მაგას ... წყარო უნდა მოისპოს სანამ ნავში მოხვდება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 9 2014, 01:09


ციტატა(zaxara @ 8th May 2014 - 19:06) *
წყარო უნდა მოისპოს სანამ ნავში მოხვდება

ესეიგი მაგ ხალხს არაფერი არ უხერხდება რაა. რა ვეღარ აღმოფხ**ეს ამისთანა. ნავებით დაკატაობენ ეგჩემისები შუა მდინარეში.. ბალახში ხო არ დაძვრებიან..რომ ვერ დაინახო. რა ვერ დააფიქსირეს ვინ როდის ადუღებს მდინარეს. მაგრამ ეტყობა მაგათ კრიშავენ. ალბათ მაგისი აღმოფხ**ის ნება არ არის.. თორემ რომ უნდოდეთ..აქამდე ყოფას უტირებდნენ.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 9 2014, 11:57

კი ლევან კარგად არიან გადახურულები, წვეთი წყალი არ ჩასდით დიდ ფულზეა აქ ლაპარაკი ლევან და დიდი თანამდებობები ალაგებენ კრამიტს პროფესიონალურ დონეზე!! იბიომატ!!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 9 2014, 15:17

ხოდა მაგათი ეკრანის აკრძალვას მადლი აქვს?. ხო ვიცი..ეხლა ვიღაც უმუშევრები გაიტისკებიან ისევ. უსაქმურობისგან მდინარეზე რომ გადის.. იჭრეს თევზს და სადმე აბარებს. კაი..ეგეც ასაკრძალია.. მაგრამ ეგ იგივეა.. ეზოდან კატები გაყარო და ვეფხვებს ხმა არ გაცე. მაგ ეკრანის აკრძალვა.. კარგია ისევ იმ ელექტრიკებისთვის. მეტი დარჩებათ. აი მდინარეში ისევ ჩემი ფეხები მომრავლდება. მოკლედ..რაც სინამდვილეშია მოსაგვარებელი..ის მოგვარდეს უკეთესი იქნება.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 9 2014, 18:05

პატრონი უნდა მაგ საქმეს ნორმალური პატრონი და მონდომება ლევან და მერე ეშველება საქმეს!! სხვანაორად არა!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 9 2014, 18:13

ციტატა(irakli fofxadze @ 9th May 2014 - 20:05) *
პატრონი უნდა მაგ საქმეს ნორმალური პატრონი

ეხლა ისეთი ამბები იყო რუსთავზე.. მგონი მალე იქნება ახალი "პატრპნი" D.gif

პოსტის ავტორი: dzirula May 9 2014, 20:06

სალამით. კაი რაგაც უქნიათ თუ აუკრძალიათ. მე პირადად მაქ ნათევზავები მაგით ვაგიარებ მაგრამ ეხა მივხვდი რაც ყოფილა და აწი ვსიო. ზოგადად კანონები კარგი გვაქ მაგრამ შემსრულებლები არ გვყავს. არც დენის აპარატებია დაშვებული მაგრამ ჩემ სოფელში კი დარბიან როცა თებზი მოუნდებათ. ერთი ვიცი პოლიციაში ყავს ახლობელი და როცა დაჭირდებათ თევზი უშვებენ აპარატით, შენ თუ წახვალ დამირეკე გამაგებიეო და გავაპრავებო. ასეთი ხალხი რო იქნება აქ რამე აზრი ბრაკონიერებთან ბრძოლას?

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 11 2014, 14:51

კანონსი წერია ზოგადად ,,ეკრანი,, მე ვერ მოვიძიე რა იგულისხმება როგორ კალიფიცირდება რას ან როგორც სა
თევზაო მოწყობილობას ქვია ეკრანში ა თუა დიფერენცირება ეკრენს პარაშუტს ფარდას შორის ...... თუ ეკრანსი ზოგადად ამ ტიპის საჭევზაო სახლართი ბადეებია ნაგულისხმები?

პოსტის ავტორი: Sos049 May 11 2014, 21:25

ციტატა(HUNTER FREDY @ May 11 2014, 15:51) *
კანონსი წერია ზოგადად ,,ეკრანი,, მე ვერ მოვიძიე რა იგულისხმება როგორ კალიფიცირდება რას ან როგორც სა
თევზაო მოწყობილობას ქვია ეკრანში ა თუა დიფერენცირება ეკრენს პარაშუტს ფარდას შორის ...... თუ ეკრანსი ზოგადად ამ ტიპის საჭევზაო სახლართი ბადეებია ნაგულისხმები?


ციტატა
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ ეკრანი არის სახლართი ტიპის ბადე, მისი მეშვეობით ჭერა კი ემყარება გახლართვისა და შებოჭვის პრინციპებს.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 11 2014, 22:41

კი მაგრამ მაგ პრინციპებს ემყარება ზოგადად ბადეების 99% ტი გახლართვას ან შებოჭვას. მანამდე კი კანონი არსებობდა რომელიც ზოგადად კრძალავს სახლართი ბადით თევზაობას კანონოში უნდა იყოს მითითებული ე,წ ,,პარაშუტი,, ,,ფარდა,, რომელიც ეხლა არაა ნახსენები ამ კანონში ან ზოგადად უნდა იყოს დიფერენცირება და განმარტება თუ როგორი სათევზაო მოწყობილობაა ეკრანი ანუ მისი აღწერა და ზოგადად ისეთი ტიპის ბადების გამოყენება რომლითაც იკრძალება თევზაობა. ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: dzirula May 21 2014, 19:17

სალამით. ეხა მეზობელმა მითხრა შოროპანში (სოფელია ზესტაფონთან) ტივტივაზე თევზაობდა ბიჭი და დაუჯარიმებიათ მიზეზი ქვირითობააო და არ შეიძლებაო. ჯარიმის ღირებულება არ უთქვამს' ანუ რა მაინტერესებს აკრძალულია ეხლა თევზავი?

პოსტის ავტორი: boss777 Aug 13 2014, 13:14

მოგესალმებით ყველას კეთილი სურვილებით!
ყურადღებით ვკითხულობ ყველა პოსტებს და ვხედავ ნამდვილ მეთევზეებს და პატრიოტებს, ვისაც გული შეტკივა ჩვენს ფლორასა თუ ფაუნაზე. ისიც ჩანს, რომ კანონები მაინდამაინც ვერაა ისეთები, როგორიც უნდა იყოს.
ასეთი აზრი მაქვს: მოდით ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, დავიხმაროთ სპეციალისტებიც და ჩვენ დავწეროთ „ახალი კანონები“, რომელიც ჩვენი აზრით უფრო სამართლიანი იქნება - ისე, რომ თევზაობასაც აზრი და ხალისი ქონდეს და არც ბუნება დავაზარალოთ. რადგან ნამდვილმა მეთევზემ უფრო იცის რა უნდა თევზს, მდინარეს თუ ბუნებას, ვიდრე კაბინეტებში მჯდომმა პოლიტიკოსებმა (არავის შეურაცხოფას არ ვაყენებ). შემდეგ ეს ჩვენი მოსაზრებები როგორმე პარლამენტში განსახილველად მივაწოდოთ.
მე მომხრე ვარ, თევზაობის გადასახადთან ერთდ რაიმე დამატებითი პროცედურებისაც (ნებაყოფლობით ალბათ). როგორცაა სხვა ქვეყნებში: მაგალითად ლიფსიტების მომრავლება და მდინარეებში გაშვება, გერმანიაში ზამთარში გარეულ ცხოველს საკვებს უყრიან, საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში ნადირობისთვის ხოხბებს ამრავლებენ და მერე უშვებენ (ამას ჩვენთან გაუჭირდება, რადგან ხოხობს თუ გაზრდიან - გასაყიდად უფრო გაიმეტებენ ვიდრე გასაშვებად ) და რაღაც ამდაგვარები. თან მე თუ მკითხავთ კანონი რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს, რადგან პატარა ჯარიმების გადახდას ასე თუ ისე ბრაკონიერები მაინც მოახერხებენ. დიდზე კი ნაკლებად გარისკავენ. „სამშობლოს სიყვარულზე“ მორალის კითხვით დამრღვევებთან არაფერი გამოვა.

პოსტის ავტორი: smekosmeko Jan 23 2015, 16:19

ნებადართული სასროლი ბადის პარამეტრებს შემახსენებს ვინმე? მუღამი გამიჩნდა და სეზონზე უნდა შევიძინო.

პოსტის ავტორი: fisher leo Jan 24 2015, 11:34

ნაგვის დაყრა არის აკრძალული. გავუფრთხილდეთ სამშობლოს.

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Jul 21 2015, 17:12

მეთევზეებო,
ორთაჭალ ჰესთან წყლის ვარდნის გამო, თევზი საქვირითოდ ვერ ავიდა ჰესზე და ჩარჩენილია ჰესის მიმდებარედ.
რა თქმა უნდა "მეხორცე" თევზის მომპოვებლები შეესიენ ამ ადგილს და ყველანაირი ხერხით ეზიდებიან ამ თევზს.
ამის შესაჩერებლად ადგილზე მორიგეობენ პოლიციის და გარემოს დაცვის ხალხი.
მოგიწოდებთ ყველას ვისაც გული შეგტკივათ, შევუერთდეთ მეთევზეები და 24 საათიანი მორიგეობა დავაწესოთ.
მე ვიცი რომ ბევრს გვაღელვებს ეს საკითხი, ვიცი რომ ბევრი პოსტავს აქ და სხვა ფორუმებზე შეწუხებული, ახლა როცა საქმე დაძრულია, როცა ბრაკონიერობას ბრძოლა გამოუცხადდა, ვფიქრობ ჩვენი ყველას ვალია შევუერთდეთ და დავიცვათ ჩვენი მდინარე.
ახლა გამოჩდება ვინ არის საქმის გამკეთებელი და ვის ნამდვილად აწუხებს ეს პრობლემა.
მე დღესვე გავდივარ და ღამეს გავათენებ, შემომიერთდით და დავდგეთ ერთად, გადავნაწილდეთ. 2-3 კაცი საკმარისია და შევენაცვლოდ ერთმანეთს.
ორგანიზებულად ჩამოვყალიბდეთ და ვაჩვენოთ ყველას რომ ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც იცავს ჩვენს ბუნებას.
დღეს საღამოს სამსახურის შემდეგ მე გავდივარ ადგილზე.
გთხოვთ დამიკავშირდეთ და ჩამოვაყალიბოთ 24 საათიანი მორიგეობა.
მადლობთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)