თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ კოჭა არაინერციული

პოსტის ავტორი: levan Aug 11 2009, 12:37

ამ თემაში განვიხილოთ სათევზაო კოჭები. პროფესიონალებისგან ველოდებით რჩევებს. მე პირადად ამის გამოწერა მინდა
მირჩიეთ კარგია? http://www.amazon.com/gp/product/B001EC73CG/ref=s9_simz_gw_s0_p200_i3?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=1PWHHYH3Q3CWR360CHT8&pf_rd_t=101&pf_rd_p=470938631&pf_rd_i=507846

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 11 2009, 19:09

ლევან გააჩნია რისთვის გინდა... თუ პაპლაოკისთვის გინდა კაია. თუ დონკაზე გინდა არ ივარგებს.. თუ მაინც და მაინც გამოწერაა მხოლოდ ეს შეიძლება FX4000RB, ამაზეც 0.30მმ დაგეტევა 100 მეტრი. 0.40მმ დაგეტევა 70 მეტრი რაც დონკისთვის ძალიან ცოტაა.

პოსტის ავტორი: levan Aug 11 2009, 19:13

ციტატა(FISHING CLUB @ Aug 11 2009, 08:09 PM) *
ლევან გააჩნია რისთვის გინდა... თუ პაპლაოკისთვის გინდა კაია. თუ დონკაზე გინდა არ ივარგებს.. თუ მაინც და მაინც გამოწერაა მხოლოდ ეს შეიძლება FX4000RB, ამაზეც 0.30მმ დაგეტევა 100 მეტრი. 0.40მმ დაგეტევა 70 მეტრი რაც დონკისთვის ძალიან ცოტაა.

კიდევ კაი მითხარი. იქნებ დაწერო დონკისთვის როგორი მონაცემები უნდა ჰქონდეს.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 11 2009, 20:28

კოჭა უნდა იყოს დიდი დიამეტრის მაქაოთი (თავით), არ უნდა იყოს ჩაღრმავებული მაქაოთი, უნდა ეტეოდეს მინიმუმ 0.40 მმ 100 მეტრი. სასურველია იყოს ბაით რანერის სისტემით.

პოსტის ავტორი: Lava Aug 12 2009, 18:08

გამარჯობა მეთევზეებო
კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი ამ ფორუმზე
და პირველ კითხვასაც კოჭასთან დაკავშირებით დავსვავ

მაინტერესებს რა პარამეტრებით ხასიათდება და რას უნდა მივაქციო ყურადღება?
დიდად დამავალებთ, თუ დამაკვალიანებთ და განმანათლებთ ამ საკითხში.

მაქვს ერთი კოჭა CORMORAN-ის ფირმის
მოდელი: RODEO GTi-11PIF 4000
ამ შემთხვევაში, მაინტერესებს რას ნიშნავს 4000?
და 11PIF. PIF-ი რაიმე სპეციფიურ ერთეულს ხომ არ აღნიშნავს?

კიდევ მაინტერესებს, რას ნიშნავს - კოჭას აქვს - 8 "პოდშიპნიკი"?
რომ დავშალე, შიგნით, მსგავსი რამ არ დამხვდა.

ასევე აქვს შემდეგი წარწერები: 200m/0.28mm 150m/0.33 120m/0.35 ეს, როგორც მივხვდი, ნიშნავს იმას, თუ რამდენი მეტრი ძუა დაეტევა კოჭაზე, მაგალითად 0.28 მილიმეტრიანი ხომ?

და Gear ratio 5.1:1 ალბათ ბრუნთა რიცხვის თანაფარდობა? სახელურის ერთი სრული ბრუნის გაკეთებისას, კოჭა გააკეთებს 5.1 ბრუნს. სწორია?

კიდევ შემდეგი პარამეტრები: 14lbs/220yds 16lbs/170yds 20lbs/130yds აი ესენი კი ეჭვის დონეზეც-კი ვერ მივხვდი რას უნდა ნიშნავდეს.
იქნებ გამარკვიოთ?

და ბოლო შეკითხვა - რომელი ტიპის სატყუარაზე უფრო უპრიანი იქნებოდა, ასეთი პარამეტრების მქონე კოჭის გამოყენება? ტივტივა/ფსკერული თუ სხვა?

თვალსაჩინოებისათვის, ფოტოსაც შემოგთავაზებთ


გმადლობთ ყურადღებისათვის.

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 12 2009, 21:22

Lava
გაუმარჯოს

ციტატა(Lava @ 12th August 2009 - 05:08 PM) *
აქვს შემდეგი წარწერები: 200m/0.28mm 150m/0.33 120m/0.35 ეს, როგორც მივხვდი, ნიშნავს იმას, თუ რამდენი მეტრი ძუა დაეტევა კოჭაზე, მაგალითად 0.28 მილიმეტრიანი ხომ?

სწორეა

ციტატა(Lava @ 12th August 2009 - 05:08 PM) *
და Gear ratio 5.1:1 ალბათ ბრუნთა რიცხვის თანაფარდობა? სახელურის ერთი სრული ბრუნის გაკეთებისას, კოჭა გააკეთებს 5.1 ბრუნს. სწორია?

სწორეა

ციტატა(Lava @ 12th August 2009 - 05:08 PM) *
კიდევ შემდეგი პარამეტრები: 14lbs/220yds 16lbs/170yds 20lbs/130yds აი ესენი კი ეჭვის დონეზეც-კი ვერ მივხვდი რას უნდა ნიშნავდეს.
იქნებ გამარკვიოთ?

ეს არის მეტრული სისტემის ანალოგი, იგივეა რაც ეს "200m/0.28mm 150m/0.33 120m/0.35"

ციტატა(Lava @ 12th August 2009 - 05:08 PM) *
და ბოლო შეკითხვა - რომელი ტიპის სატყუარაზე უფრო უპრიანი იქნებოდა, ასეთი პარამეტრების მქონე კოჭის გამოყენება? ტივტივა/ფსკერული თუ სხვა?

რასაც აქედან ვხედავ უფრო სასპინინგე ვარიანტია, ფრიქციონი წინა მხარეს აქვს და ჩქიმი უბიჟდენიით ეგრე იქნება,
სპინინგზე ნაკლები წონაც ნაკლები ზომაც უკეთესია.


ციტატა(Lava @ 12th August 2009 - 05:08 PM) *
მაინტერესებს რას ნიშნავს 4000?

ეს არის ე.წ. "კალიბროვკა", ბოლომდე მეც არ ვიცი, ის ვიცი რომ ყველა ფირმას თავისი საკთარი აქვს და ამაზე ალბათ უფრო
კომპეტენტურები გაგცემენ პასუხს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Lava Aug 12 2009, 23:12

ვიტო გამარჯობა
მადლობა გამოხმაურებისათვის და კიდევ რამოდენიმე კითხვით შეგაწუხებ

ფრიქციონზე მინდა ცოტა ვრცლად რომ მიპასუხო. ბევრ თემაში შემხვდა ეგ სიტყვა და როგორც მივხვდი ე.წ. მუხრუჭს ნიშნავს ხომ?
ანუ ამორტიზაცია რომ ზედმეტად ხისტი არ იყოს და ვთქვათ თევზს რომ ტუჩები არ გააგლიჯოს (ესეც თემებიდან გავიგე)
მაგრამ მუშაობის პრინციპს ვერ მივხვდი. ჩემ კოჭას (ფოტოზეც ჩანს) უკან პატარა ბერკეტი აქვს ON და OFF რომ აწერია.
თუ ON-ზე დავაყენებ, მაგ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავს, ანუ ძუას ახვევს და თუ OFF-ზეა, მაშინ ბრუნვა, ორივე მიმართულებით თავისუფალია.
ფრიქციონი როგორც მივხვდი, წინიდან კოჭის მოსაჭერი რომ არის ეგაა ხომ? რომ ვუჭერ ტკაცუნობს.
იქნებ გამარკვიოთ როგორ ავამუშაო.

პ.ს. ერთ-ერთ ვიდეოში ვნახე, თევზის გამოყვანის დროს, როდესაც მეთევზე კოჭას ატრიალებდა შეუჩერებლივ, თუ თევზი მიმართულებას შეიცვლიდა ან ძალიან გაუძალიანდებოდა, კოჭა იცყებდა ტკაცუნს, მიუხედავად იმისა, რომ მეთევზე მაინც ატრიალებდა.

მოკლედ
მინდა ცოტა გავნათლდე თევზაობის ხელოვნებაში და პირველ ხანებში უამრავი კითხვებით შეგაწუხებთ
თუ არ დაიზარებთ და სიტყვას შემაწევთ, დიდად გამაბედნიერებთ მეგობრებო small3d029.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 13 2009, 00:34

Lava
რატომ უნდა შემაწუხო ტო? რასაც შევძლებ გიპასუხებ, რაც არ ვიცი ერტად ვისწავლოთ newsmile05.gif

ფრიქციონი უნდა ტკაცუნებდეს, მუშაობის პრინციპს სწორედ მიხვდი, ტუჩი რომ არ აეხიოს ან დიდი თუ არის ანკესი არ გაგიტეხოს და ა.შ.
მე პირადად ბოლომდე არასოდეს არ უჭერ, ცოტა თავისუფლება უნდა ქონდეს, თევზმა რომ გაქაჩოს უნდა შეეძლოს რომ ცოტა ძუა წაიღოს,
თორემ ძლიერი დარტყმები იქნება და გაგირთულდება ამოყვანა, ამორტიზაციის პრინციპივით არის.

დიდი თევზი ყოველთვის სხვადასხვა მიმართულებით იქაჩება და წარმოიდგინე რომ ეს თევზი რაღაც მომენტში თავისუფლად არის, როდესაც
ერთი მხრიდან მეორისკენ იქაჩება, ამ დროს გჭირდება ფრიქციონის არსებობა, ანუ თავისუფალი მდგომარეობიდან "რივოკს"
უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე მოჭიმულიდან, ფრიქციონიც თავისას აკეთებს და ახშობს ძალას, ეგ არის და ეგ newsmile05.gif



ციტატა(Lava @ 12th August 2009 - 10:12 PM) *
ფრიქციონი როგორც მივხვდი, წინიდან კოჭის მოსაჭერი რომ არის ეგაა ხომ?

კი ეგ არის

პოსტის ავტორი: Lava Aug 13 2009, 01:07

მადლობა ვიტო
ნელ-ნელა შევისწავლი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 13 2009, 11:24

ციტატა(vito @ 13th August 2009 - 01:34 AM) *
მე პირადად ბოლომდე არასოდეს არ უჭერ, ცოტა თავისუფლება უნდა ქონდეს, თევზმა რომ გაქაჩოს უნდა შეეძლოს რომ ცოტა ძუა წაიღოს,

ხო ეგრე იყო კუმისზე ერთხელ ანკესი ჩაუგდო ბიძოს თევზმა წყალში და ისეთი რივოკით რო ცოტა შეგვაშინა კიდეც

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Aug 13 2009, 19:47

კი მეც მახსოივს.. მარა ჩემი არ იყო ამირანის ანკესი იყო ეგ... თან რა წაიღო.. ლამის დავკარგეთ..

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 20 2009, 16:21

ციტატა(Lava @ 12th August 2009 - 07:08 PM) *
კიდევ მაინტერესებს, რას ნიშნავს - კოჭას აქვს - 8 "პოდშიპნიკი"?
რომ დავშალე, შიგნით, მსგავსი რამ არ დამხვდა.


ხო მაგას ნიშნავს... 8 ექნება... მეც დავშალე... ჩემსას ეწერა 7 და 5ზე მეტი ვერ ვიპოვე შიგნით... მერე ორი ცალი ვიპოვე ძუა სადაც დადის ძუის დამჭერზე იქ newsmile05.gif ანუ რაც მეტია პადშიბნიკები, იდეაში უკეთესია...

ამასთან ერთად ზოგადად ყურადღება ექცევა რა მასალისგან არის დამზადებული კოჭა, მოყვება თუ არა დამატებითი შპულა და სპინინგის შემთხვევაში კოჭის წონას....

ფრიქციონს რაც შეეხება, არსებობს წინა ფრიქციონით (სურათზე რაც დევს) და უკანა ფრიქციონით... უკანა ფრიქციონით მგონი უფრო ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ შესაბამისად უფრო მძიმეცაა...

კიდე რაც ვნახე და მომეწონა ფრიქციონის ტორმუზი (ზოგიერთ კოჭაზე. მაგ. მებადურში დევს ეგეთები) ანუ ფრიქციონს რომ დაარეგულირებ - მერე ცალკე გადამრთველი აქვს ფრიქციონის ბლოკირებით და გახსნით (მუდმივად, რომ არ არეგულირო ფრიქციონი).

ხოდა კიდე შპულის ფორმებიც განსხვავდება... არის კონუსებური, ჩვეულებრივი....

პოსტის ავტორი: Fuego Dec 1 2009, 15:33

2 All

პოდშიპნიკი - ბურთულასაკიასრი (რძელია და შეიძლება მოუქნელი სათქმელად, მაგრამ "პოდშიპნიკი"-იც ვერაა ბოლომე წელში გამოყვანილი newsmile042.gif ),
შპულა - მაქო.
ტორმუზი - ფრიქციონი - მუხრუჭი



2 გიორგი

საკისარები შეიძლება იყოს სახელურში ან მაქოს შიგნით ან ჩადება დაავიწყდათ newsmile090.gif . მოკლედ სქემაზე მოძებნე - ძირითადად არ ითყუებიან.




საერთოდ, კოჭას დაშლა მხოლოდ სერვისისთვის და ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, თან უნდა ეცადოთ, წამყვანი წყვილის კბილები არ გადანაცვლოდ, განსაკუთრებით ნახმარ კოჭაში, ხშირად ამის შემდეგ ჩნდება სხვადასხვა არასასიამოვნო ხმები, იზრდება "ლუფტები" (მომაშველეთ ქართული), და ა.შ.

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2009, 15:48

Fuego

აი ეგრე დაემართა ზუსტად ჩემს სპროს კოჭას newsmile038.gif ხმაც აიკიდა და უფრო მძიმე სატრიალებელიც გახდა newsmile038.gif

პოსტის ავტორი: Fuego Dec 1 2009, 16:59

2 გიორგი

რა კოჭაა?

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2009, 17:04

Fuego
მოდელი არ მახსოვს ზუსტად... SPRO TYNIT თუ რაღაც ეგეთი... დიანაში ვიყიდე და კაი თანხაც ვუბოძე

პოსტის ავტორი: ბესო Dec 1 2009, 17:04

ჩემს დაივას კოჭასაც ჭირს ეგ ამბავი... მაგრამ მაგის გამოსწორება უნდა ხდებოდეს როგორღაც. მე დავშალე მერე, გავწმინდე მივატაოტე და ცოტა შვება მისცა...

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 1 2009, 17:11

რავი მე რომ დავშალე და მივატაოტე - მერე უფრო დაენძრა.... მგონი არასწორი ტაოტი ვიხმარე... ან სადაც ზეთი უნდა მეხმარა, იქ ვიხმარე ტაოტი

პოსტის ავტორი: ბესო Dec 1 2009, 17:18

ციტატა(გიორგი @ Dec 1 2009, 18:11) *
რავი მე რომ დავშალე და მივატაოტე - მერე უფრო დაენძრა.... მგონი არასწორი ტაოტი ვიხმარე... ან სადაც ზეთი უნდა მეხმარა, იქ ვიხმარე ტაოტი



ოო მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა... ანუ ზეთი არ უნდა იხმარო შიდა ნაწილებზე, არც ღერძზე, არც კბილანებზე, არც საკისრებზე. პასპორტი ხომ მოყვა მაგ კოჭას და იქ ეწერებოდა აუცილებლად ტაოტის და ზეთის ხმარების წესის შესახებ. ტაოტს ისეთი მოთხოვნა არ აქვს, მხოლოდ წერია რომ მაღალი ხარისხის უნდა იყოსო...

საერთოდ იდეაში წარმოუდგენელია, რატომ უნდა მონიშნო კბილანები და ისევ იგივე ადგილებზე ჩასვა. მანქანათმშენებლობის კუთხით თუ შევხდავთ ისეთი გრანდი მწარმოებლები, როგირებიც დაივა და შიმანოა ეგეთ სლეობებს არ უნდა აკეთებდნენ! ჟიგულის ძრავს ჭირდებოდა "მეტკებზე" დაყენება, თორემ ბე-ემ-ვეს არ ჭირდება იმიტომ რომ უმაღლესი სიზუსტეებით მიდის დეტალების დამუშავება და ყველა დეტალი ურთიერთცვალებადია!

თუ სიზუსტის უზრუნველყოფის თავი არ აქვთ ამ მწარმოებლებს, ე.ი. მათ ნაწარმსა და ძველ რუსულ ინერციულ კოჭას შორის სხვაობა არის 0. როგორ შეიძლება კოჭის დაშლის და მომსახურების გეშინოდეს...

პოსტის ავტორი: Fuego Dec 1 2009, 17:23

Daiwa-ს სქემა ადვილი სანახავია - SPRO-ზე რა მოგახსენო. თუ სქემა გადაგდებული გაქვს, მაშინ მართლა სრული დაშლა-გაწმენდა-დაზვთვა, სქემის სემთხვევაში შეიძლება "მცირე სისხლით" გადარჩენა. სქემა ან ყუთში დევს, ან თვითონ ყუთზეა დახატული. დაზეთვა აუცილებლად სპეციალური საცხებით - წინააღმდეგ შემთხვევაში შეძლება გადასაგდები გაგიხდეს.

პოსტის ავტორი: troutbaiter Dec 1 2009, 19:15

Fuego

კეთილი იყოს შენი შეოსვლა ამ ფორუმზე!

პოსტის ავტორი: Fuego Dec 1 2009, 20:41

მადლობა არჩილ! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fox Feb 17 2010, 14:56

newsmile040.gif

პოსტის ავტორი: mixailo Mar 2 2010, 19:40

კითხვა პროფესიონალებს:
ეს კოჭა ტივტივათი თევზაობისთვის თუ გამოდგება? ვერ გავერკვიე მონაცემებში ა იქნებ ვინმეს გატესტილი აქვს ეს მოდელი
http://www.amazon.com/Shimano-SI4000REC-Sidestab-4000RE-Spinning/dp/B0010F3ZCY/ref=sr_1_4?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1267547679&sr=1-4

პოსტის ავტორი: sergeevich Mar 2 2010, 20:11

გამოგადგება.

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Mar 2 2010, 20:39

მაინც და მაინც გასაგიჟებელი არაა, დააკვირდი ზომას თუ პაპლაოკზე გინდა 2500 იანი გამოწერე თუ ფსკერზე სათევზაოთ 4000 იანი, თუ სპინინგზე არ გამოწერო არ ივარგებს.

პოსტის ავტორი: mixailo Mar 2 2010, 21:01

ციტატა(FISHING CLUB @ 2nd March 2010 - 21:39) *
მაინც და მაინც გასაგიჟებელი არაა, დააკვირდი ზომას თუ პაპლაოკზე გინდა 2500 იანი გამოწერე თუ ფსკერზე სათევზაოთ 4000 იანი, თუ სპინინგზე არ გამოწერო არ ივარგებს.

იცი რას ვფიქრობ, ბრენდია ბოლო-ბოლო, შიმანოა, არამგონია ნაგავი იყოს. თან ორივე რომ გამოვიწერო ტივტივასთვისაც და ფსკერზე ჭერისთვისაც,
ამ ფასში თბილისში ამ ბრენდის კოჭას ვიყიდი? თუ ვერა , "ზნაჩიტ" გამოწერა არ ჯობია?,
თუ ლინკს დააგდებს ვინმე ტივტივასთვის იდეალური კოჭის 50$-ს ფარგლებში რომ იყოს ამაზონზე, მადლობელი დაგრჩებით.

ციტატა(FISHING CLUB @ 2nd March 2010 - 21:39) *
თუ სპინინგზე არ გამოწერო

ფლაიფიშინგს გულისხმობ?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Mar 2 2010, 21:46

შიმანო კარგი ფირმაა, მარა ნებისმიერ ბრენდს აქვს დაბალი ხარისხის მოდელები, იცოდე რო სახელი ყოველთვის არაა მთავარი. 100 ლარის ფარგლებში თბილისში შეიძლება უკეთესი კოჭა აარჩიო. მე პირადად მაგის გამოწერას არ გირჩევ.

პოსტის ავტორი: mixailo Mar 2 2010, 22:04

ციტატა(FISHING CLUB @ 2nd March 2010 - 22:46) *
შიმანო კარგი ფირმაა, მარა ნებისმიერ ბრენდს აქვს დაბალი ხარისხის მოდელები, იცოდე რო სახელი ყოველთვის არაა მთავარი. 100 ლარის ფარგლებში თბილისში შეიძლება უკეთესი კოჭა აარჩიო. მე პირადად მაგის გამოწერას არ გირჩევ.

მადლობა, გავითვალისწინებ. თქვენთან არის არჩევანი ინერციული კოჭების 50-80 ლარის ფარგლებში?(ტივტივასთვის)

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Mar 2 2010, 22:53

23,00 ლარიდან იწყება. 50$ ის ალტერნატივა ეს შემიძლია შემოგთავაზო.
http://www.radikal.ru
შექსპირი, F3000, BALL 3+1, 240მ/8LB, 246გრამი,
ფასი : 83,00 ლარი.

პოსტის ავტორი: JaFaRa Mar 6 2010, 14:54

მაქვს ასეთი კოჭა: Master Class Cyprio 3000, 0.28mm/185m, 0.35mm/120m, 5 ball bearings, speed gear 4.7:1, (არ ვიცი რა ქვია) ძუა რაზეც იხვევა, ის პლასტმასის ეყენა თავიდან და მოყვა მეორეც ლითონის. ფრიქციონი უკან აქვს. აბა მითხარით როგორია და რისთვის უფრო გამომადგება.. ჩამოტანილია გერმანიიდან, მაჩუქა ბიძაჩემმა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Mar 6 2010, 18:16

ტივტივაზე სათევზაოთ. (პაპლავოკზე)

პოსტის ავტორი: ochamchirski Mar 7 2010, 10:38

FISHING CLUB tkveni magazia kviraobit tu mushaobs?

პოსტის ავტორი: FISHING CLUB Mar 15 2010, 18:13

კი ყოველდღე მუშაობს

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 27 2010, 11:34

f3000 ras nishnavs?

პოსტის ავტორი: Fox Aug 27 2010, 23:45

მოგესალმებით, როგორც იქნა მივიღე ჩემი შენაძენი და აბა შემიფასეთ და გამარკვიეთ ნორმალურად ამათი შესაძლებლობები...

პირველი DAIWA 3000E EXCELER



ზედ აწერია შემდეგი რამ,
4ball bearings ეს როგორც გავიგე ბრუნვების რაოდენობაა ერთ დატრიალებაზე
DIA (mm)-m 0.28 -220 0.30-185 ეს რამდენი მეტრი ძუა ეტევა

ib.(kg)-yds(m) 8(3.6) - 240(220) 10(4.5)-200(185) ეს ვერ გავიგე


მეორე MITCHEL ELX EVOLUTION 3000RD


სურათები წაშლილია დიდი ზომის გამო



RATIO 5.2:1 ბრუნვების რაოდენობა
3+1 BB ვერ გავიგე
mm| m -0.25 | 245-0.30 | 170-0.35 | 125 ვერ გავიგე
ibs | yds -6 | 270-10 |185-12| 135

ესეც ჯოხი


აქ ვერ გავიგე რა შეზღუდვააქ 10-20 გრამი შეიძლება 50 არ შეიძლება 270 სმ ია სიგრძე და ეს მეტი არაფერი არ წერია რამხელა თევზზეა გათვლილი და ასე შემდეგ....


ესეც ჩემი მომავალი მეთევზე უამისოდ როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრის დათვალიერება newsmile035.gif

აბა ხალხნო ველი გამოხმაურებას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fox Aug 28 2010, 00:18

ეხლა ერთი ჯოხი მინდა კიდე ვიყიდო ფსკერული თევზაობისთვის და ამ კოჭებიდან გამოდგება რომელიმე? მე ვფიქრობ დაივა უნდა გამოდგეს არა?

პოსტის ავტორი: o.cho Aug 28 2010, 01:19

გილოცავ ძმაო ძალიან კარგი შენაძენია მრავალი თევზაობა გაგეტარებინოთ ერთმანეთის სამსახურში newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: troutbaiter Aug 28 2010, 08:16

EXCELER კარგი მუშა ცხენია! სიიაფისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდებაა დაივაში. ფსკერულისთვის ცოდოა. სპინინგია მაგის გამოყენების სფერო. რახან 3000 აგიღია საშუალო კლასის ჯოხებთან წავა.

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 28 2010, 08:38

ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 00:45) *
DAIWA 3000E EXCELER


მშვიდოვაში. მეც EXCELER მაქვს, ოღონდაც 2500... ძაან კაი კოჭაა

ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 00:45) *
ზედ აწერია შემდეგი რამ,
4ball bearings ეს როგორც გავიგე ბრუნვების რაოდენობაა ერთ დატრიალებაზე


ეს იმას ნიშნავს, რომ შიგინით 4 ცალი პაჩიბნიკი არის... ეხლა პაჩიბნიკი ქართულად არ მკითხო, არ ვიცი როგორ არი newsmile05.gif

ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 00:45) *
DIA (mm)-m 0.28 -220 0.30-185 ეს რამდენი მეტრი ძუა ეტევა


ეს იმას ნიშნავს, რომ .28 დიამეტრის 220 მეტრი ძუა ეხვევა კოჭაზე, შესაბამისად .30 დიამეტრის - 185 მეტრა

ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 00:45) *
ib.(kg)-yds(m) 8(3.6) - 240(220) 10(4.5)-200(185) ეს ვერ გავიგ


ეს იგივეა რაზ ზევით, ოღონდაც ამერიკელებისთვის, ანუ 8 lb სიმძლარვრის (იგივე 3.6 კილოგრამი) ძუა ეტვა 240 იარდი (ანუ 220 მეტრა), შესაბამისად 10 lb (4.5 კილოგრამი) - 200 იარდი (185 მეტრი)



ხოლო ბრუნების შეფარდება არის აი ეს:

ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 00:45) *
RATIO 5.2:1 ბრუნვების რაოდენობა


ანუ სახელურის 1 წრის შემოხაზვისას - 5.2 წრეს ასრულებს ძუის დამხვევი

პოსტის ავტორი: archilko Aug 28 2010, 13:36

ეს იმას ნიშნავს, რომ შიგინით 4 ცალი პაჩიბნიკი არის... ეხლა პაჩიბნიკი ქართულად არ მკითხო, არ ვიცი როგორ არი

პაჩიბნიკი--საკისარი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Fox Aug 28 2010, 14:10

ციტატა(troutbaiter @ Aug 28 2010, 09:16) *
EXCELER კარგი მუშა ცხენია! სიიაფისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდებაა დაივაში. ფსკერულისთვის ცოდოა. სპინინგია მაგის გამოყენების სფერო. რახან 3000 აგიღია საშუალო კლასის ჯოხებთან წავა.



სიაფის რა მოგახსენო მაგ კოჭა 90 ევრო ღირდა მიჩელინი 60 და ჯოხი 40


ეხლა ერთი სულიმაქ როდის გამოვცდი საქმეში მაგრამ რავქნა ვერ გავიგე ორივე სპინინგზე როგორ ვათევზაო? თან დონკაც მინდა....

გიორგი ანუ 0.30 მმ ძუის შემთხვევაში 5 კილომდე თევზს ამოიღებს ხო? მიჩელი უფრო საკაიფოდ ტრიალებს და უფრო მსუბუქიცაა მაგრამ დაივა რო მიჭირავს სულ სხვა შეგრძნებაა აშკარად ვირის ეფექტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 28 2010, 21:59

დაივა სპინინგად გამოყენებ და მეორე არ ვიცი


http://pix.ge/
http://pix.ge/
მგონი ესენია?

პოსტის ავტორი: Fox Aug 29 2010, 00:30






პოსტის ავტორი: გიორგი Aug 29 2010, 21:35

ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 15:10) *
გიორგი ანუ 0.30 მმ ძუის შემთხვევაში 5 კილომდე


იდეაში 0.3-იანი ძუა 5 კილოზე ცოტა მეტსაც უნდა უძლებდეს...

პოსტის ავტორი: Fox Aug 29 2010, 23:13

ანუ გიორგი შეგიძლია ძემოთ აღნიშნულიდან გამარკვიო? თუ კოჭაზე მითითებულია რო 0.30 ძუა ეტევა 185 მ, და შენი თქმიდან ეგ ძუა 5 კილოზე მეტს უნდა უძლებდეს მაშინ რატომ არ ღირს დონკაზე დავაყენო ეს კოჭა??? იდეაში 5 კილოზე მეტის დაჭერის იმედი არც მაქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Aug 30 2010, 09:06

Fox

როგორ არ შეგიძლია... შეგიძლია.

მაგრამ ჯერ ერთი ცოდოა, მერე კიდე მალე გამოვა წყობიდან.

რო დაგიჯდება 10-15 კილოიანი თევზი და დაიწყებ გამოყვანას - ეგ კატუშკა შეიძლება შეგრჩეს ხელში newsmile05.gif

ამიტომაც დონკისთვის სხვა კლასის კოჭებს არჩევენ.
ისე დონკის კოჭები მგონი სადღაც განხილულია ჩვენთან ფორუმზე. აბა KARP FISHING-ის განყოფილებაში შედი. მგონი მანდ უნდა იყო.

შენ კოჭას თუ აქვს შეფარდება 5.2:1. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი კოჭა უფრო სკარასნოი არის ვიდრე სილავოი. ანუ რაც გჭირდება სპინინგში და გინდაც ტივტივას დროს - რომ გამოკვრის მერე, სწრაფად ამოახვიო ძუა.

დონკაზე კი იმდენად სიჩქარე კი არა ძალა გჭირდება და მანდ შეფარდება შეიძლება იყოს 3.5:1 ან 4.1:1 ან რავი, კიდე ნაკლები. იმიტომ, რომ მანდ აქცენტი არის გადატანილი იმაზე, რომ ხელის ძალა მაქსიმალურად გადაეცეს კოჭას.


ეხლა შენ თუ იდეაში, 3-4 კილოზე დიდი თევზის დაჭერი იმედი არა გაქვს და გინდა ერთი კოჭა უნივერსალურად იხმარო ყველა სახის თევზაობაზე, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რა კოჭას იხმარ, ან ჩამოტანას რა აზრი ჰქონდა ? აგერ გეყიდა კორმორანის ან შეკსპირის რამე იაფიანი კოჭა და 1-2 სეზონს კი იმუშავებდა ყველანაირ თევზაობაზე თავისუფლად... შეიძლება მეტიც...

უბრალოდ იმ კაიფს ვერ მიიღებ თევზაობისგან, რომელიც შესაბამისად გაწყობილ ანკეს მოაქვს...

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 30 2010, 16:33

Fox

ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 00:45) *
4ball bearings ეს როგორც გავიგე ბრუნვების რაოდენობაა ერთ დატრიალებაზე

არა ეგ სხვა რამეა, ერთ დატრიალებაზე ბრუნვის რაოდენობა არის ეს
ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 00:45) *
RATIO 5.2:1 ბრუნვების რაოდენობა



ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 00:45) *
აქ ვერ გავიგე რა შეზღუდვააქ 10-20 გრამი შეიძლება 50 არ შეიძლება 270 სმ ია სიგრძე და ეს მეტი არაფერი არ წერია რამხელა თევზზეა გათვლილი და ასე შემდეგ....

ეგ შეზღუდავა იმისთვის არის რომ მინიმუმ 10 გრამი უნდა ისროლო იმისათვის რომ ოპტიმალურად გადააგდო, თუ
ნაკლებია მაშინ გაგიჭირდება დანიშნულების ადგილზე ჩაგდება, 20 გრამი კი ის მაქსიმუმია რაც შეიძლება გამოაბა,
მაგაზე მეტყის შემთხვევაში არსებობს საშიშროება რომ ანკესის წვერი გატყდება ან გაიბზარება

ციტატა(Fox @ 28th August 2010 - 15:10) *
გიორგი ანუ 0.30 მმ ძუის შემთხვევაში 5 კილომდე თევზს ამოიღებს ხო?

არა, ეგ უნდა ამოიკითხო თითონ ძუაზე რამდენ კილოს გაუძლებს

ციტატა(somkhishvili @ 29th August 2010 - 22:35) *
იდეაში 0.3-იანი ძუა 5 კილოზე ცოტა მეტსაც უნდა უძლებდეს...

კი ბატონო მაგრამ შეიძლება არცდ უძლებდეს, გააჩნია ძუა რაზეა გათვლილი

პოსტის ავტორი: Fox Aug 31 2010, 08:59

ბიჭებო ეს ყველაფერი კარგი გასაგებია მაგრამ აი ჯოხზე ეხლა რა მაინტერესებს


ანუ 20 გრამის შემთხვევაში 30 გრამზე ტუ გაიბზარება ან გატყდება ჯოხი მაშინ ამოყვანის დროს როგორ უძლებს თევზს?

პოსტის ავტორი: ვიტო Aug 31 2010, 11:35

Fox
როდესდაც წყლიდან გამოგყავს სხვა დატვირთვაა, მერე კიდევ ხისტად ხომ არ გლიჯავ თევზას წყლიდან,
ნელა მოგყავს, თან მთელ ჯოხზე ნაწილდება დატვირთვა, გადაგდების დროს კი უმეტესად წვერზე მოდის მთელი ძალა

პოსტის ავტორი: ბესო Aug 31 2010, 14:33

ციტატა(Fox @ 31st August 2010 - 09:59) *
ანუ 20 გრამის შემთხვევაში 30 გრამზე ტუ გაიბზარება ან გატყდება ჯოხი მაშინ ამოყვანის დროს როგორ უძლებს თევზს?


ჯერ ერთი სატყუარას, როესაც ისვრი ჯოხის წვერზე მოდის მყისიერი დაწოლა! მყისიერი ძალის დროს შეიძლება გატყდეს ჯოხის წვერი.
გარდა ამისა როდესაც თევზი გამოგყავს იქ კოჭას მუხრუჭით ხმარობ და თუ მყისიერი დარტყმები ან გაწევა მოახდინა თევზმა მაშინ მუხრუჭმა უნდა იმუშაოს, რომ ჯოხი არ დაზიანდეს.
ამიტომ ხდება, რომ თევზის გამოყვანისას (თუ გამოყვანის პროცესს ფლობ) ჯოხი არ ზიანდება და საერთოდაც. ჯოხის ტესტი გიჩვენებს იმას, თუ რა წონის სატყუარების სროლა შეგიძლია დანიშნულებისამებრ ზუსტად და არა იმას, თუ რა წონის დატვირთვას უძლებს ესა თუ ის ჯოხი!

პოსტის ავტორი: o.cho Aug 31 2010, 15:05

ეგ დაახლოებით ისეთი ვარიანტია როგორც ლურსმანის დაჭედება. პატარა ჩაქუჩით რომ დაარტყა დააჭედებ მარა 10 კილოიანი რაიმე საგანი რომ დაადო ხომ არ ჩაეჭედება თავისით? იქ წამოერი დატვირთვაა მოქნევაზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Fox Aug 31 2010, 20:44

გასაგებია ყველაფერი დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვუს და ინფორმაციისთვის

პოსტის ავტორი: Infest Sep 3 2010, 13:50



აი ასეთი კოჭა მაქვს ოდნავ სხვანაირი მოდელი (ვერ ვიპოვე სურათი)

და როგორი კოჭაა რას მეტყვით? 8 პადშიბნიკიანია მეტალის მაქოთია იაფიც არ ღირდა

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Sep 3 2010, 21:35

მონაცემები დაწერე და გეტყვიან newsmile027.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 30 2010, 17:18

http://pix.ge/
დგეს შევიძინე
კოჭა : RD 5000.
ძუა : 0,35მმ 200 მეტრი

პოსტის ავტორი: ბესო Nov 1 2010, 14:54

ციტატა(nikoloza_migina @ 30th October 2010 - 18:18) *
დგეს შევიძინე


მაქოს ზომისა და უკანა მუხრუჭის მექანიზმის მიხედვით ფსკერული მეთოდისთვის უნდა იყოს ეგ კოჭა გათვლილი, შესაბამისად გადაცემათა რიცხვიც დაბალი უნდა ქონდეს.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Nov 1 2010, 21:26

1ბალიანია და ფრკერულზე გამოიყენებაააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო Nov 2 2010, 09:12

ციტატა(nikoloza_migina @ 1st November 2010 - 22:26) *
1ბალიანია


1 ბალიანი კი არა 1 "ბოლიანი" ყოფილა newsmile035.gif - Ball Bearing - ქართულად ბურთულა საკისარი!

პოსტის ავტორი: fenriz32 Oct 1 2016, 11:46

გთხოვთ მასწავლეთ კოჭა როგორ უნდა დავზეთო და რა ადგილებში და კიდევ რა უნდა გამოვიყეო დასაზეთად

პოსტის ავტორი: LeoTaso Nov 7 2016, 08:37

fenriz32

აი ამ ტიპის კანალზე ბევრი ინფოა, ზაან ბევრს კი ბაზრობს, მაგრამ უმეტესობა მართალია newsmile05.gif



ესეც ჩემი ვიდეოა, დიდი ინფო არაა, მაგრამ ქართულადაა newsmile05.gif მალე დავდებ უკეთესებს


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)