თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ სათევზაო ინვენტარის შენახვის წესები

პოსტის ავტორი: dato01 May 1 2011, 20:11

partyFishing.gif სათევზაო ინვენტარის შენახვის წესები

იმ შემთხვევაში თუ დავიცავთ სათევზაო ინვენტარის მოვლის და შენახვის რამოდენიმე მარტივ წესს შევძლებთ უფრო
დიდი ხნით გავახანგრძლივოთ სათევზაო ინვენტარის ექსპლუატაციის დრო,დავიცვათ იგი დაზიანებისაგან და გატეხვისაგან.
1.ტრანსპორტირებისას სათევზაო ჯოხი მოთავსებული უნდა იყოს რბილ ჩიხოლში ან ტუბუსში.
2.ერთი სათევზაო ადგილიდან მეორეზე გადასვლისას საჭიროა ანკესის დაშლა და შემდგომ ხელახლა აწყობა.
3.ქარისას შეეცადეთ არ მოხვდეს ქვიშა სათევზაო კოჭას სამაგრსა და ანკესის მუხლებს შორის.
4.სატყუარის გადაგდებისას დარწმუნდით ,რომ ანკესი აწყობილია სწორად.კერძოდ,იმაში მჭიდროდ ზის თუ არა ერთმანეთში ანკესის
მუხლები,ვინაიდან არასწორი შეერთება დიდ ზიანს აყენებს ინვენტარს.
5.თევზაობის დამთავრების შემდეგ სათევზაო ანკესის ყველა დეტალი გაამშრალეთ და გაწმინდეთ რბილი ნაჭრით.
6.ნუ შეინახავთ ანკესს სველს და არ გააშროთ მზის სხივებზე.
7.ანკესი შეინახეთ ჩიხოლში და ჩამოკიდეთ კედელზე.ასევე მოარიდეთ ყინვას და გამათბობელ დანადგარებს.

პოსტის ავტორი: ბესო May 1 2011, 21:31

dato01

კარგია.

მაგას თუ დავუმატებთ, რომ კოჭა სეზონის დამთავრების შემდეგ წელიწადში ერთხელ უნდა დაიშალოს და დაიზეთოს/ტაოტი წაესვას - სრულყოფილი მოვლის სურათს მივიღებთ (ზეთი და ტაოტი ყველგან არ შეიძლება. უმეტეს შემთხვევაში იქ სადაც ტაოტი უნდა ზეთი არ უკეთდება და პირიქით).

პოსტის ავტორი: dato01 May 1 2011, 21:54

სხვებიც ჩემზე გამოცდილებიც ცოტ-ცოტა ბრძნულ აზრებს დაამატებენ და გამოვა მე მგონი რაღაც. thinking.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 2 2011, 14:11

dato01
newsmile027.gif

პოსტის ავტორი: fenriz32 Sep 20 2015, 20:05

ეგ როგორ უნდა გააკეთო? რა ადგილას უნდა დაიზეთოს?

ციტატა(ბესო @ May 1 2011, 22:31) *
dato01

კარგია.

მაგას თუ დავუმატებთ, რომ კოჭა სეზონის დამთავრების შემდეგ წელიწადში ერთხელ უნდა დაიშალოს და დაიზეთოს/ტაოტი წაესვას - სრულყოფილი მოვლის სურათს მივიღებთ (ზეთი და ტაოტი ყველგან არ შეიძლება. უმეტეს შემთხვევაში იქ სადაც ტაოტი უნდა ზეთი არ უკეთდება და პირიქით).

ეგ როგორ უნდა გააკეთო? და რომელ ადგილას უნდა დაიზეთოს?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)