თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ მურწა და წვერა

პოსტის ავტორი: dj_bebero Apr 2 2011, 15:20

ძალიან მაინტერესებს ვინ სად როგორ რა მეთოდებით და რა საშუალებებით ემზადებით ამ თევზების დასაჭერად

დავწეროთ ყველაფერი ამ თევზების შესახებ
ოპტიმალური დროები
საკვები სატყუარა
ნემსკავები და სიმდძიმეები ძუა
ადგილები მდინარეები

მე მაგალითად ყოველ წელს 8 აპრილს გავდივარ და ხელცარიელი ჯერ არ დავბრუნებულვარ

პოსტის ავტორი: datogeje Apr 9 2011, 23:50

მე ლიახვზე ვთევზაობ მურწაზე newsmile011.gif მაგრად მოზდევს ივლისის ბოლოსთვის ნოქიზში და გორში მაისიდანაც დაიჭერ newsmile05.gif დონკაზე ვთევზაობ ნაკელის კუდიან ჭიაზე და ღოტავაზე ჩანჩქერში ქვების ქვეშ არის და ღორტავაზე ძაან მაგრად მოდის newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 10 2011, 00:40

dj_bebero

წვერაზე ვერაფერს გეტყვი, იმიტომ რომ არ მითევზავია მა თევზზე. მურწაზე კი გეტყვი, რომ მე პირადად იორზე მაქვს დაჭეილი ძალიან ბევრი ( წლების განმავლობაში) ბავშვობაში 2.5 ბამბუკის ჯოხი მქონდა ჩვეულებრივი ტივტივათი, მაღლები იყო თუ გახსოვს, ჭრელი. ჰოდა ნემსკავები პატარები მეყენა, საშამაიიეები და ვიჭერდი ოხრად. ვიჭერდი ძირითადად ნაკელის ჭიაზე, აბა ბავშვობაში თიანეთში სად ვიცოდი თეთრი ჭია, სიმინდი და ა.შ. ერთი ადგილი იყო, ნამზღვლევებს ვეძახით, იქ იყო ბლომად ხრამული ( თიანეთურად: ფიჩხული), მურწა და შამაიაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მეორე ადგილი კი იყო მაგის ცოტა ქვემოთ და ვეძახდით შავ მორევს, მაგრამ შარშან რომ ვიყავი, ის შავი მორევი სულ ტალახით იყო ამოვსებული.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 10 2011, 01:28

ციტატა(chele @ 10th April 2011 - 02:40) *
წვერაზე ვერაფერს გეტყვი,

ძალიან მაგარია.. ბავშვობაში ვთევზაობდი საჩხერეში(ყვირილაზე) თავიდან ღორჯოზე და ნაფოტაზე ვთევზაობდი(ხანდახან ქაშაყიც მოდიოდა) მაგრამ..წვერა უკვე მასტერკლასია..ცოტა რომ წამოვიზარდე..ერთი მაგარი ოჯახი ცხოვრობდა მეზობლად(მამა და 3 შვილი..ძმები..მაგარი მონადირეები-მეთევზეები იყვნენ) იმათ წამიყვენეს წვერაზე და იმის მერე ღორჯოსკენ აღარც გამიხედავს. საკმაოდ მოზრდილებიც მყავს დაჭერილი..მაგრამ..ერთხელ...იმ ძმებიდან ერთერთმა...ისეთი ამოიყვანა..წვერა მაგხელა თუ იზრდებოდა ნაღდად არ მეგონა(ბებერი იყო) აუ..გადარეული ვუყურებდი...მაგარი აზარტულია..თან მაგარი გემრიელიც რათქმაუნდა.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 10 2011, 01:37

ლევანი

უბრალოდ ჩვენთან წვერა არ არის და მაგიტომ არ ვიცი მაგ თევზზე არაფერი და არც მითევზავია არსად სხვაგან.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 10 2011, 01:53

ციტატა(chele @ 10th April 2011 - 03:37) *
უბრალოდ ჩვენთან წვერა არ არის და მაგიტომ არ ვიცი მაგ თევზზე არაფერი

მაგდენს კი მივხვდი შეკაცო..იქით კიდე ხრამული არ არის...ხრამულზე მე არ მითევზავია..თუმცა სიონზე დამიჭერია შემთხვევით(თვითონ ტბაში) წვერა მარტო სწრაფ დინებაში იჭირება(საჩხერულად შხივებში) მაგარი დამუღამება უნდა..რომ დააფიქსირო ტივტივა წაიღო თუ არა...ისეთ დინებაზე თევზაობ..ტიბტივა სულ ჩაყვინთულია დინების გამო ისედაც. სულ პირველი რომ დავიჭირე..ჩემზე გაკვირვებული კაცი არ იდგა იქ.. newsmile035.gif newsmile035.gif იქ ეგრეა..ანკესს მოისვრი დინებაში..ჩააყოლებ მაქსიმალურად..ამოიღებ და თავიდან მოისვრი.. ერთერთ ამოღებაზე.. შევამჩნიე..რომ ზედ თევზი ეკიდა..კინაღამ ისევ ჩავაგდე ინსტიქტურად..ძლივს მოვახვევინე ჰაერში.. newsmile035.gif newsmile035.gif საკმაოდ მოზრდილი იყო პირველივე... ეხლამდელ მტკაველზე მეტი.

პოსტის ავტორი: საჩხერე Apr 10 2011, 09:33

ვინმემ თუ იცით წვერას ან მურწის ლიფსიტები ყავდეს საქართველოში?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 10 2011, 10:13


ეს თევზი იმერეთში მდინარა ჩხერიმელაზე დავიჭირე წინა ზაფხულ და თითქმის ყოველ მეორე დღეს ვიჭერდით ხელაობით და ჩანგლით

პოსტის ავტორი: dato01 Apr 10 2011, 10:59

წვერაზე ვთევზაობ სამეგრეელოში,კერძოდ მდინარეებზე აბაშაზე და ტეხურზე.ვისაც გაუსინჯავს ამ თევზის გემო იცის რომ უგემრიელესია და ამავდროულად ძალიან აზარტული დასაჭერია.სოფელ ბანძაში ერთი პატარა ტანის კაცი ცხოვრობს ზედმეტსახელად ''ბიშტია'',რომელიც წვერას დაჭერის კარუზოა.ჩახედავს მდინარეში და ეგრევე იტყვის იქ თევზი ზის თუ არა.ძირითადად იჭირება ჩქარ დინებაში,უყვარს ე.წ. პერეკატების სიახლოვეს საკვების მოპოვება.თევზაობენ გატარებით ,ანკესის წყობას ვცვლით თევზაობის პროცესში თუ გახდა საჭირო დონკას ვაყენებთ .ძირითადად ტივტივას გარეშე.ზოგი იძახის მტაცებელი არ არისო,მაგრამ დარტყმისას ეგრევე იგრძნობ პატარა პადსეჩკა და თევზი ტაფაზეა.იჭერენ ჭაობის ჭიით ,ღორთავათი.რომელზედაც გიჟდება და მახრათი .ჯდება დიდი ეკზემპლარები.ანკესი მგრძნობიარე ,ძუა0.30 და შესაბამისი ნემსკავი.

პოსტის ავტორი: ქევხო Apr 10 2011, 14:51

ციტატა(საჩხერე @ Apr 10 2011, 10:33) *
ვინმემ თუ იცით წვერას ან მურწის ლიფსიტები ყავდეს საქართველოში?


გასაყიდად არამგონია, გამოყვანა კი შესაძლებელია. ორივე იკვებება მცენარეული საკვებითაც და მშვენივრად იზრდება ტბაში.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 10 2011, 15:06

მეც არსად მინახავს რომ ვინმეს ყავდეს მაგის საშენი, მემგონი დაჭერა და გადაყვანა უკეთესი იქნება და იმ ადგილის მაგრად გაკონტროლება ბრაკონიერებისგან

პოსტის ავტორი: dj_bebero Apr 10 2011, 15:29

ციტატა(ჰერცოგი997 @ Apr 10 2011, 11:13) *

ეს თევზი იმერეთში მდინარა ჩხერიმელაზე დავიჭირე წინა ზაფხულ და თითქმის ყოველ მეორე დღეს ვიჭერდით ხელაობით და ჩანგლით



ამას რას ხედავს ჩემი თვალები ამდენი ერტად არასდროს არ მინახავს საღოლ დზმაო თქვენ

პოსტის ავტორი: გოგა Apr 10 2011, 16:02

საჩხერე
მართლა ბადით რო დავიჭიროთ და ტბაში გაუშვათ,ვითომ ვერ იზავს საქმეს?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 10 2011, 16:08

ხო ბადით დაიჭერ და წაიყვან ეგრე ბევრი მყავს დაჭერილი და მერე ტბაში გაშვებული

პოსტის ავტორი: საჩხერე Apr 10 2011, 16:28

ბადით მაგ რაოდენობის მოგროვება ძნელია ,ერთ ჰექტარ ტბისთვის გვჭირდება, ხრამულს მივაგენით და ალბათ მაგას გაუშვებთ, მურწა ან წვერა იდიალურია მაგრამ მე მგონი არავის არ ყავს.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 10 2011, 16:33

ბადით შეიძლება მაქსიმუმ ერთ დაჭერაზე 200 ღერი დაიჭირო თუ კარგად ითევზავებ

პოსტის ავტორი: soso16021984 May 4 2011, 01:38

ეე ძმებო კარგი საქმე დაგიწყიათ

პოსტის ავტორი: ჩუბო Jun 6 2011, 23:28

http://pix.ge/
ეს ხრამზეა დაჭერილი დონკაზე წითელ ჭიაზე ჩქარ დინებაში

მურწა, ციმორი და წვერა

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 6 2011, 23:42

საღოლ კარგია კარგი მაგარი მურწებია

პოსტის ავტორი: ბესო Jun 7 2011, 11:54

ციტატა(chubo1 @ 7th June 2011 - 00:28) *
მურწა, ციმორი და წვერა


მაგ სამივე ჯიშის ცალ-ცალკე სურათები შეგიძლია დადო?

პოსტის ავტორი: ჩუბო Jun 15 2011, 01:28

ეხლა ვეღარ გასაგები მიზეზის გამო სხვა დროს თუ დავიჭერ აუცილებლად გადავარჩევ

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 16 2011, 01:49

ციტატა(chubo1 @ 7th June 2011 - 01:28) *
ეს ხრამზეა დაჭერილი დონკაზე წითელ ჭიაზე ჩქარ დინებაში

მურწა, ციმორი და წვერა

ვაა..ხრამზე წვერა არის???... მე ვიცოდი წვერა უფრო დასავლეთისკენ არის...აღმოსავლეთით ჯერ არ მსმენია ეგეთი. მურწა და ციმორი კი ბატონო.

პოსტის ავტორი: დაჩი_დაჩი Jun 20 2011, 12:41

გაუმარჯოს ყველას ახალი ვარ ამ ფორუმზე newsmile05.gif ხო რაც შეეხება, სადღაც 2 კვირის წინ მტკვარზე ვიყავი სათევზაოდ ჰესთან და 3 კილომდე წვერა დავიჭირე, საკმაოდ კარგად მოდიოდა, ერთი დიდიც იყო, მაგრამ სამწუხაროდ მერე ბადე სადაც თევზები მეყარა ჩაწყდა და მტკვარმა წაიღო bliadzl.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Jun 20 2011, 12:58

დაჩი_დაჩი
ჰესთან სად ორთაჭალაშI??
ეკრანით თევზაობდი??

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 20 2011, 13:29

მურწა, წვერა, ციმორი, გორნი უსაჩი,
ეკრანი და მისი ჯანი newsmile056 (1).gif

პოსტის ავტორი: დაჩი_დაჩი Jun 24 2011, 21:32

არა რა ეკრანი, დონკა და მისი ჯანი :დ ეკრანით ხალხი იჭერდა დიდ წვერებს და მერე აბარებდნენ მარა ეგრე რა აზრი აქ?

ციტატა(ნიკა @ Jun 20 2011, 13:58) *
დაჩი_დაჩი
ჰესთან სად ორთაჭალაშI??
ეკრანით თევზაობდი??

კი ორთაჭალასთან ოღონდ ეკრანით არა elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: ბესო Jun 24 2011, 22:12

ერთი მანახეთ რა ამ მურწას და წვერას სურათი და რა განსხვავებას ხედავთ მათ შორის... ჩემთვის ეგ ორივე 1 ჯიშია და იავიცი, იავიცი!

პოსტის ავტორი: დაჩი_დაჩი Jun 24 2011, 22:18

ტაფაზე ორივე ერთია xoshian.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 25 2011, 10:22

დიდებული თევზებია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: rezo197313 Jun 25 2011, 22:16

ორთაჭალაში ზუსტად რა ადგილას თევზაობთ წვერაზე? და რაზე მოდის?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 2 2011, 09:56


გუშინ საღამოს დავიჭირე მაგარი კლოვი ქონდა

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Aug 2 2011, 10:25

უფ უფ უფ რა არი ბიჯოს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 2 2011, 10:31

ციტატა(ჰერცოგი997 @ Aug 2 2011, 10:56) *

გუშინ საღამოს დავიჭირე მაგარი კლოვი ქონდა

თუ სტამბულის ბაზარზე იყიდე ჰაა? newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 2 2011, 10:33

არა ტო რა ბაზარში სააკაძეში დავიჭირე ძმაკაცის დაჩაზე

პოსტის ავტორი: ბესო Aug 5 2011, 11:49

ამდენს, რომ იჭერ თითო-თითო ეგზემპლარი მურწა და წვერა კარგი ხარისხით გვერდიგვერდ დადე და ისე გადაიღე რა!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 5 2011, 12:05

ჰერცოგი997
რით დაიჭირე გიო

პოსტის ავტორი: ბესო Aug 5 2011, 12:36

ციტატა(nika @ 5th August 2011 - 13:05) *
რით დაიჭირე გიო

დენით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kupra Aug 5 2011, 12:59

უუფ კაია რაც კაია კაია რას გავლესავდი ეხა მაგას newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 5 2011, 13:13

ციტატა(ბესო @ Aug 5 2011, 13:36) *
დენით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

განა ბესო ვარ დენით ვითევზავო ანკესით დავიჭირე ეგ ყველა მურწაა და ზოგი კიდევ პლატვა

პოსტის ავტორი: Qartvela™ Aug 5 2011, 13:19

ჰერცოგი997

QUOTE (hercogi997 @ 10th April 2011 - 11:13) *
ეს თევზი იმერეთში მდინარა ჩხერიმელაზე დავიჭირე წინა ზაფხულ და თითქმის ყოველ მეორე დღეს ვიჭერდით ხელაობით და ჩანგლით

ძირულაში ვარ გაზრდილი, ჩანგალზე და ხელაობით მეც ბლომად ამომიყრია newsmile05.gif


QUOTE (hercogi997 @ 2nd August 2011 - 10:56) *
გუშინ საღამოს დავიჭირე მაგარი კლოვი ქონდა

სად?

პოსტის ავტორი: Topka2 Aug 5 2011, 19:12

წვერა მტაცებელია?

პოსტის ავტორი: Topka2 Aug 6 2011, 10:43

dato01
მე სოფელი მაქვს აბაშაში და ძალიან მინდა აბაშის წყალზე ვითევზაო. მაინტერესებს როგორ თევზაობ წვერაზე, სწრაფ დინებაში? დონკაზე? პაპლაოკზე თუ . . . ?
აბაშის წყალზე მტაცებლებიც ხო არის? მაგალითად ქარიყლაპია. შენ თუ დაგიჭერია?

პოსტის ავტორი: Topka2 Aug 6 2011, 19:04

წვერაზე როგორ თევზაობ? ტივტივაზე, დონკაზე თუ როგორ? მეც მინდა ვცადო აბაშის წყალზე და . . .

პოსტის ავტორი: dato01 Aug 6 2011, 20:07

გაუმარჯოს!ქარიყლაპიაზე არაფერი არ გამიგია და არც მგონია ეგ სიმართლე იყოს.რაც შეეხება წვერას კი ბატონო.არის ეგ თევზი აბაშის წყალში და ტეხურშიც.
კარგად მოდის იქვე სენაკთან ახალსოფელში და საკმაოდ დიდი ეკზემპლარებიც.ვინაიდან ორივე მდინარეზე დინება სწრაფია შესაბამისად უმეტესად თევზობენ ფსკერული მეთოდით.რაც შეეხება სატყუარას ძირითადად იყენებენ იქვე ნაპირთან მოპოვებული მწვანე ჭიით,მახრათი და რაც მთავარია ე.წ.ღვან-
კათი ქართულად რა ქვია არ ვიცი.წვერას უყვარს პერეკატებთან საკვების მოპოვება სადაც როგორც წესი უფრო აქტიურობს.ფსკერულათი თევზაობის შესახებ
წაიკითხე ჩვენს საიტზე არსებული სტატიები და არ დაიზარო და მეზობელ საიტზეც გადაიკითხე სტატიები,მთავარია ბრაკონიერებმა არ ამოწყვიტონ იქ ჩასვლამდე წვერა.აბა წარმატებები.ხო წვერას მაგრად უხდება კარგი მეგრული ღომი და ახალი ტყემალი თავისი ღვინითურთ.

პოსტის ავტორი: Topka2 Aug 7 2011, 11:19

dato01
გაიხარე, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. ღომი, ტყემალი და ღვინო ხომ აუცილებელი ატრიბუტია ჩემი არსებობისთვის newsmile01.gif
რაც შეეხება ქარიყლაპიას, ნამდვილად ვიცი რომ იჭერენ ოღონდ ბრაკონიერული მეთოდებით. ეხლა მინდა ჩავიდე და გადავამოწმო.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Aug 8 2011, 15:37

T A M P L I E R
თუ ცოტა ხელი გიჭრის და ქვის ქვეშ ხელის შეყოფის არ გეშინია და თან მდინარც არ არის დიდი კარგი შედეგი გექნება

პოსტის ავტორი: ჭაღარა Jun 24 2013, 09:58

აბა მეგობრებო ეს თემა ამოვწიოთ. ჩემთვის მურწაზე თევზაობა ყველაზე მუღამიანია. ჯერჯერობით სამწუხაროდ მტკვარზე და ლიახვზე პასიურობს. იმედია მალე წამოვა. საერთოდ ვინმეს კიდევ ახსოვს ეს თევზები რომ არსებობენ? D.gif

პოსტის ავტორი: Saba.S Jun 24 2013, 12:48

ჭაღარა

ახსოვს ახსოვს D.gif ამ თვეში დავიჭირე 6 მურწა არაგვზე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fly Fishing Club Jul 21 2015, 17:12

მეთევზეებო,
ორთაჭალ ჰესთან წყლის ვარდნის გამო, თევზი საქვირითოდ ვერ ავიდა ჰესზე და ჩარჩენილია ჰესის მიმდებარედ.
რა თქმა უნდა "მეხორცე" თევზის მომპოვებლები შეესიენ ამ ადგილს და ყველანაირი ხერხით ეზიდებიან ამ თევზს.
ამის შესაჩერებლად ადგილზე მორიგეობენ პოლიციის და გარემოს დაცვის ხალხი.
მოგიწოდებთ ყველას ვისაც გული შეგტკივათ, შევუერთდეთ მეთევზეები და 24 საათიანი მორიგეობა დავაწესოთ.
მე ვიცი რომ ბევრს გვაღელვებს ეს საკითხი, ვიცი რომ ბევრი პოსტავს აქ და სხვა ფორუმებზე შეწუხებული, ახლა როცა საქმე დაძრულია, როცა ბრაკონიერობას ბრძოლა გამოუცხადდა, ვფიქრობ ჩვენი ყველას ვალია შევუერთდეთ და დავიცვათ ჩვენი მდინარე.
ახლა გამოჩდება ვინ არის საქმის გამკეთებელი და ვის ნამდვილად აწუხებს ეს პრობლემა.
მე დღესვე გავდივარ და ღამეს გავათენებ, შემომიერთდით და დავდგეთ ერთად, გადავნაწილდეთ. 2-3 კაცი საკმარისია და შევენაცვლოდ ერთმანეთს.
ორგანიზებულად ჩამოვყალიბდეთ და ვაჩვენოთ ყველას რომ ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც იცავს ჩვენს ბუნებას.
დღეს საღამოს სამსახურის შემდეგ მე გავდივარ ადგილზე.
გთხოვთ დამიკავშირდეთ და ჩამოვაყალიბოთ 24 საათიანი მორიგეობა.
მადლობთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)