თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ ალაზნის ველო მაღალო ... ლოქოზე ვაპირებ წასვლას ...

პოსტის ავტორი: Qartvela™ May 14 2012, 11:48

გამოცდილნო ამა ფორუმისანო, გთხოვთ მირჩიოთ რა მონტაჟი გამოვიყენო და ასე შემდეგ ... მივდივარ ალაზანზე, კონკრეტულად ლოქოზე სათევზაოდ ... პირველად newsmile05.gif

გამიზიარეთ გამოცდილება, მონტაჟი, ძუა, ანკესი, სატყუარა ... დილით გავდივარ და გთხოვთ ნუ დაიზარებთ, ხელცარიელი არ დამაბრუნოთ ოჯახში D.gif




დიდ და უშველებლ ლოქოზე არ ვეპირები, ვფიქრობ 2-3-4 კილოიანებზე ვითევზაო ... უფრო სწორად რაც დაჯდება, მაგრამ სადაც მივდივარ 2-3-4 კილოიანზე მეტი არასოდეს დამჯდარა და ...

პოსტის ავტორი: ჩელე May 14 2012, 11:56

Qartvela™

ლოქოზე მეც არ მითევზავია არასდროს, მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ: ერიდე გველეშაპებს, მანდეთ ძალიან ბევრი დაძრომიალობს..... შემოვლენ ბიჭები და დაწერენ ალბათ. წარმატებას გისურვებ.....

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2012, 11:58

მე რაც ვიცი იმას გეტყვი
აიღე დიდი და გამოცდილი ნემსკავები
რო შეხვალ წნორში ხელ მარცხნივ არის რაღAც ფაბრიკა ხორბლის თუ რაღაც
ცოტა ზუსტად ვერ გეუბნები მაგრამ ერთი ჩიხია და მაღალი ქარხნისმაგვარი შენობა და არ აცდები(ბოლობოლო იკითხავ)
მანდ არის კანაო და დიიი ჭიები იღება(მიწის ჭია)იმხელებია ჩერნობილში გეგონება თავი D.gif

ბევრი ზაკიდუშკა უნდა დაამზადო და ყველაზე ბუკეტები გააკეთო ამ ჭიებისგან
ამოარჩიე კარგი ადგილები და იალა
ხო რამე დრეკად ხეზე თU მიაბავ კარგი იქნება თორე ვეღარ ნახავ იმ შენ ზაკიდუშკას

პოსტის ავტორი: Qartvela™ May 14 2012, 12:03

ჩელე

ციტატა
ერიდე გველეშაპებს, მანდეთ ძალიან ბევრი დაძრომიალობს

მადლობა! ეგ სულ დამავიწყდა, უნდა მოვემზადო მაგენთან შესახვედრად. გოგირდს მოვიძიებ აუცილებლად.

ციტატა
წარმატებას გისურვებ.....

ნამდვილად მჭირდება newsmile05.gif მადლობა

T A M P L I E R
ციტატა
ბევრი ზაკიდუშკა უნდა დაამზადო და ყველაზე ბუკეტები გააკეთო ამ ჭიებისგან

ბუკეტები და ნემსკავები ხო ... მაგრამ აი თვითონ მონტაჟზე რას მეტყვი? ალაზანზე რომელი მეთოდია გამოცდილი? დიდად დამავალებ თუ მონტაჟის სურათს დადებ.

ციტატა
რო შეხვალ წნორში ხელ მარცხნივ არის რაღAც ფაბრიკა ხორბლის თუ რაღაც
ცოტა ზუსტად ვერ გეუბნები მაგრამ ერთი ჩიხია და მაღალი ქარხნისმაგვარი შენობა და არ აცდები(ბოლობოლო იკითხავ)
მანდ არის კანაო და დიიი ჭიები იღება(მიწის ჭია)იმხელებია ჩერნობილში გეგონება თავი

მადლობა. აუცილებლად მოვიძიებ. ისე აქედანაც მიმაქვს, მახრები და ძმანი მისნი ...

ციტატა
ამოარჩიე კარგი ადგილები და იალა

ანუ ჩქერის მერე მომდორებული? მაგალითად დიდი ქვის მერე, ან ჯილეებთან?

პოსტის ავტორი: ჯეკო May 14 2012, 12:03

წურბელაზეც კარგად იღებს და კარტოფილის ჭიაზე იგივე (მახრა)

პოსტის ავტორი: Qartvela™ May 14 2012, 12:05

ჯეკო

ციტატა
წურბელაზეც კარგად იღებს

მიმაქვს newsmile05.gif


ძირითადად უფრო ალაზანზე აპრობირებული (ზაგიდუშკა) მონტაჟი მაინტერესებს partyFishing.gif

პოსტის ავტორი: თითირა May 14 2012, 12:06

http://euro-som.de/video/noknot.htm

ქათმის გულღვიძლი იყიდება მაღაზიაში 3 თუ 4 ლარი ღირს newsmile05.gif ეგეც წაიღე newsmile05.gif იძახიან მუშაობსო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2012, 12:15

Qartvela™
მონტაჟზე რა გითხრა თუ ფასონობას არ აპირებ წლებია ხალხი ყველაზე მარტივ მონტაჟს იყენებს
ანუ უბრალოდ ჩვეულებრივი დონკა რა

თუ გრამატნად გინდა მიუდგე დააპოპაპე ოღონდ ისე არა სულ მაღლა რომ ამოვიდეს

პოსტის ავტორი: Qartvela™ May 14 2012, 12:32

T A M P L I E R


ამის მაგვარ მონტაჟს ვაპირებ, მცირედი ცვლილებებით და რამოდნემე "ზაგიდუშკას" კი ძველებული, მამაპაპური მეთოდით.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2012, 12:36

Qartvela™
მაგაზე ვთქვი დაპოპაპება

პოსტის ავტორი: Qartvela™ May 14 2012, 12:55

T A M P L I E R

ციტატა
წლებია ხალხი ყველაზე მარტივ მონტაჟს იყენებს

ერთი კითხვაც და მე თვითონ გავალ D.gif

ნემსკავი სიმძიმემდე თუ სიმძიმის მერე?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2012, 13:08

საერთოდ ბევრნაირად შეგიძლია
მაგრამ თუ აპოპაპებ სიმძიმის მერე

პოსტის ავტორი: თითირა May 14 2012, 13:21

ზაკუდუშკებზე რა გითხრა მარა თუ ანკესით თევზაობ ასნავნოი მიაბი გრუზილას თავისი რვიანა როა ჩაყოლებული და მერე იმ რვიანაზე მიაბი სადღაც 70 80 სმ იანი პავადოკი newsmile05.gif თუ ისეთ ადგილას უნდა ითევზაო სადაც ჩქარი დინებაა გრუზი გამოიყენე 100 + სასურველია ბრტყელი ფორმის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Qartvela™ May 14 2012, 16:20

cryme.gif მე რო მოვემზადები, მოვაგვარებ ყველაფერს ... მერე უნდება: სეტყვა, წვიმა, თოვლი, ქარი ... ამის დედაც ვატირე რა 19-მდე არაფერი სანუგეშო ამინდი არ იქნებაო, დავრეკე ალაზანზეც და თუ გინდა ჩამოდი, მარა ვერაფერს ვერ დაიჭერო D.gif (კახურია), ადიდებულია და მაგარი მღვრიეო. ხოდა გადავდე წასვლა 20-მდე. 20-ში სეტყვა, თოვლი და დედის წიოკი ერთად რო იყოს მაინც წავალ!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2012, 16:25

Qartvela™
მეც მქონია დაგვარი სიტუაცია newsmile05.gif
უკვე ჩემოდნებზე რო ზიხარ და ერთი ზარი ყველაფერს აფუჭებს
გული არ გაიტეხო გამოვა მალე ამინდები და დიჭერ სანატრელ ალაზნის ლოქოს
მერე მე შენ გეტყვი უგემურია! ნიამუ ნიამუ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 14 2012, 16:51

იყოდე მსხვილი ძუა და დიდი კრუჩოკები და გრუზი რაც მთავარი ძუაზე 4 ან 5 გან დაამაგრე ეს ნემსკავები და უმთავრესად დიდი წურბელა გამოიყენე
ასევე მოდის დიდი ზომის მატლზე შედარიბით მომცრო ზომის 1კგ დან 3 კგ მტკვარზე ამ მეთოდით ვთევზაობ და იგივე მეთოდს ალაზანზეც ბევრჯერ გაუმართლებია

პოსტის ავტორი: doda26 Apr 12 2016, 18:56

არი აქ ვინმე?

პოსტის ავტორი: თაზო Apr 12 2016, 19:31

აბა გისმენთ)

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 13 2016, 08:30

დაუდასტურებელი ინფორმაცით , მაგრამ სანდო წყაროზე დაყრდნობით, წამოვიდა თევზი ალაზანზე.

პოსტის ავტორი: general Apr 13 2016, 09:41

ციტატა(uiaragho @ 13th April 2016 - 09:30) *
დაუდასტურებელი ინფორმაცით , მაგრამ სანდო წყაროზე დაყრდნობით, წამოვიდა თევზი ალაზანზე.


მეც ეგეთი ინფო მომივიდა

პოსტის ავტორი: თაზო Apr 13 2016, 09:43

თევზი წამოვიდაო, მეც გავიგე. მაგრამ ეს ამინდები როდის წამოვა ეგაა საქმე)))

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Apr 13 2016, 11:16

ამინდები მალე იქნება....

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 13 2016, 14:10

doda26

ციტატა(doda26 @ 12th April 2016 - 19:56) *
არი აქ ვინმე?


ჩვენ კი ვართ, მაგრამ...

მეც გავიგე, რომ სამაია კარგად იჭირებაო ალაზანზეოო... ჰოდა ვიფიქრე: ხომ არ მეთქი.... მაგრამ მერე მალევე გადავიფიქრე.

პოსტის ავტორი: მახო. Apr 13 2016, 18:32

ჭანარსაც იჭერენ გუშინ ველაპარაკე მეგობარს წნორელია.ლოქოც დაუჭერიათ გამე.ასე რომ უკვე ღირს წასვლა სანამ კოღო გამოჩდება

ჭანარსაც იჭერენ გუშინ ველაპარაკე მეგობარს წნორელია.ლოქოც დაუჭერიათ გამე.ასე რომ უკვე ღირს წასვლა სანამ კოღო გამოჩდება

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 14 2016, 08:59

ისეა ადიდებული ალაზანი რომ ის ბებერიც კი აღარ ჩანს, დაფარა, შიგ რომ კიდია D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 14 2016, 09:02

D.gif D.gif

პოსტის ავტორი: sabaaaa12 Mar 29 2023, 14:27

ალაზანს ჩაუტარეს https://geodezia.ge/ თუ იცით სულ მაგაზე ვფიქრობ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)