თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ ვეძებ გასაბერი ნავის შემკეთებელს

პოსტის ავტორი: ნიკა_4489 Jun 8 2017, 23:33

გამარჯობა

მგონი სწორ ადგილას ვხსნი თემას.

რამდენიმე წელია, მაქვს ინტექსის გასაბერი ნავი, seahawk 2.
ალბათ ზედმეტი წონის გამო ერთხელაც დაიწყო ჰაერის გაპარება 2 სექციის შეერთების ადგილიდან, რომელიც ისე მიუდგომელია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავაწებე.

როგორც ვხვდები, საჭიროა ნავის გარედან გაჭრა, ამ ადგილის შიგნიდან დაწებება და მერე უკვე ამ განაჭრელის აღდგენა.
მოკლედ, რთული ოპერაციაა შესასრულებელი. დიდი ხანია ვეძებ ადამიანს, ვინც შეძლებს ამის გაკეთებას.

ვულკანიზაციებში კითხვას მალევე შევეშვი, აზრი არ ჰქონდა, გუგლშიც ვერაფერი ვნახე. მერე დავიწყე მონადირე/მეთევზე და მსგავს მაღაზიებში კითხვა, მაგრამ ვერსად ვერაფერი მიშველეს.

ამ ფორუმის იმედი მაქვს, იქნებ დამეხმაროთ ვინმეს პოვნაში, ვინც შეძლებს ნავის შეკეთებას..



მადლობა

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 9 2017, 15:31

რთული ამბავი დაგმართნია. აქაც არ მახსენდება ვინმე ვისაც ჰქონია მსგავსი შემთხვევა და ნაკლებად მგონია დაგეხმაროთ. თუმცა შეიძლება ვინმეს ჰქონდა კიდეც მსგავსი შემთხვევა და დაგეხმაროს...

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 9 2017, 19:23

ისევ შენი ძალებით ცადე



აბა აქ ნახე,
იქნებ იშოვო მერე ეს წებო სადმე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 10 2017, 13:27

ნიკა_4489
მე მგონი შენ იყავი ბიძოს მაღაზიაში დღეს.

ხვალ გამიგებს ერთი და დავწერ

პოსტის ავტორი: ნიკა_4489 Jun 10 2017, 23:58

მადლობა ყველას

"ჩემი ძალებით" -ის ვარიანტი უკიდურესი შემთხვევისთვის მაქვს შემონახული, უბრალო "ლატკები" კი დამიდია, მაგრამ ასეთი სირთულის რაღაცა არ გამიკეთებია და ჯერჯერობით გარისკვაც არ მინდა.

ჭალიმგელა,
ძალიან კარგი იქნება : )



უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)