თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ საუბრები თევზაობაზე _ ნემსკავზე წამოსაცმელი სატყუარები

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2010, 22:33

სალაფავი-ყველაზე იოლად დასამზადებელი
და უნივერსალური სატყუარაა. ერთი ულუფა
სალაფავის მოსამზადებლად საჭიროა ერთი
სუფრის კოვზი მანანის ბურღული, რომელსაც
უნდა დაასხათ ასევე ერთი სუფრის კოვზი წყალი
. მასას ხუფი დაახურეთ და 1 საათი გააჩერეთ.
მანანის ბურღულმა მთლიანად უნდა შეიწოვოს
წყალი. 1 საათის შემდეგ მოურიეთ წებოვანი
მასის მიღებამდე. თუ სალაფავი 5-7 სანტიმეტრზე
გაწელვისას წყდება ე.ი მზადაა. ეს სატყუარა
ადვილად ინახება. მას ასხამენ ერთჯერად
შპრიცებში და იანახავენ საყინულეში (1 თვემდე).
შპრიციდან გამოსულ სალაფავის წვრილ ნაკადს
ახვევენ ნემსკავზე ისე, რომ წვერი არც კი
დაიფაროს, რადგან გადაგდებისას ჩამოცურდება
და თვითონ დაფარავს. მანანის სალაფავი ყოველგვარი
დანამატების გარეშეც საუკეთესო სატყუარაა.

ბარდა-მანანის ბურღული- 2 ჩაის კოვზ ბარდის
ფქვილს ასხამენ ცოტა წყალს, ადუღებენ და ურევენ
კისელის სისქემდე, შემდეგ ამატებენ მანანის ბურღულის
ფქვილს, გადმოდგამენ და სწრაფად ურევენ, სანამ არ
გასქელდება. შემდეგ კრავენ გუნდას და დებენ
სითბოში ქვაბით 1 საათის განმავლობაში. გამზადებული
მასა პლასტელინივით უნდა იყოს.

შვრია-მანანის ბურღული- 1 სუფრის კოვზ შვრიას
ვყრით ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში. ვამატებთ 2-3
ჩაის კოვზ შაქარს და ვდგამთ ცეცხლზე. ქაფის გამოჩენისას
გადმოვიღებთ და მორევით ვამატებთ ნახევარ ჭიქა მანანის ბურღულს.

ქერის სატყუარა- 1 სუფრის კოვზი ქერის ბურღული
ჩავყაროთ თერმოსში და დავასხათ მდუღარე წყალი.
45 წუთის მერე გადმოვასხათ საწურზე, გავაციოთ,
გადავიტანოთ ჭურჭელში (არა პლასტმასის) და სატყუარა
მზადაა. ქერის სატყუარას შეიძლება დაემატოს 1 სუფრის
კოვზი თაფლი ან დაჭრილი ვაშლი. ყველა წყალსაცავის
თევზი არ არის ქერის სატყუარას მიჩვეული, ამიტომ
შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ეს სატყუარა არაეფექქტურია.
ამას გამოვასწორებთ, თუ მოსაჩვევ სატყუარაში რამდენიმე
მარცვალ ქერს დაუმატებთ. თევზი მას გასინჯავს და ინტენსიურად
წამოვა ანკესზე.

ხორბალი- ეს იქნება ყველაზე კარგი სატყუარა,
თუ გადაწყვეტთ მსხვილ კაპარჭინასა და კობრზე
თევზაობას. მისი მომზადება უადვილესია. თერმოსის
1/5-ზე ვყრით ხორბალს, ვავსებთ მდუღარე წყლით და
ვტოვებთ მთელი ღამით, დილით სატყუარა მზადაა,
მაგრამ ყველა სახის ხორბალი არ გამოდგება დასალბობად.
საჭიროა მაგარი მარცვალი, რომლისგანაც უმაღლესი
ხარისხის ფქვილს ამზადებენ. რბილი ხორბლის დალბობა
4 საათის შემდეგ უნდა აკონტროლოთ, რომ არ გადაიხარშოს.
რბილი ხარისხის ხორბალი ცუდად ჩერდება ანკესზე,
ამიტომ 2-3 მარცვლის წამოცმა უხდებათ ხოლმე. ხორბალს
არ სჭირდება არომატიზატორი.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 14 2010, 22:48

ლეკი
შენ გაგიკეთებია ესენი?/როგორ მუშაობს

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 14 2010, 22:48

ლეკი მალადეც გიო კარგად გიშრომია

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2010, 22:52

T A M P L I E R
კიი ნიკუშ პირველი და მესამე გაკეთებული მაქვს, კობრზე ვითევზავე(სხვა თევზზე არ მიცდია, მაგრამ საზანზეც წავა) და საკმაოდ ეფექტურია.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 14 2010, 23:11

ლეკი
ეს ტექსტი ცოტა გასაგებად ვერ დაწერე ცალცალკე?თუ ეგრევე გადმოაკოპირე

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2010, 23:24

T A M P L I E R
არ გადმომიკოპირებია არსაიდან. ეს ინფო ადრე ჩავიწერე საიდანღაც და აღარ მახსვს საიდან. ეს ჩემი ნაშრომია ქოფი ფეისთი არაა... ესე კაია? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 15 2010, 00:04

ლეკი
newsmile027.gif ochom-dagchipos.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: goxnari Jun 15 2010, 03:42

რუსულად ,,ბალტუშკა,, რომ ქვია ეგ არის?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 15 2010, 10:42

goxnari
კი

პოსტის ავტორი: goxnari Jun 21 2010, 03:54

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 15 2010, 11:42) *
goxnari
კი



ძალიან კარგი.ტელევიზორში კარგად მუშაობდა ვნახავ რეალში რას იზავსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 21 2010, 10:25

goxnari
ამბობენ რეალურად კარგად მუშაობსო.
მე არ მისინჯია (არ მაქვს მაგის ინტერესი)

პოსტის ავტორი: Maverick Jun 21 2010, 13:00

მე ვთევზაობ ბალტუშკაზე, კარპისებრთა ოჯახის წარმომადგენლებზე, საზანიც და კობრიც კარგად იღებს, ოღონდ ქვირითობის შემდეგ, აი კარასი კი ყოველთვის კარგად ეტანება

ოღონდ მე საზანის ბალტუშკას ვუმატებ, 2-3 წვეთ მზესუმზირის ნატურალურ ზეთს ან კანაპლიის ზეთს, კანაპლიის ზეთი 1-2 წვეთიც საკმარისია

პოსტის ავტორი: დიტო Jun 21 2010, 19:50

Maverick
სად შოულობ კანაპლიის ზეთს?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 21 2010, 22:36

დიტო
სართიჭალაში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jun 22 2010, 11:26

ციტატა(დიტო @ Jun 21 2010, 20:50) *
Maverick
სად შოულობ კანაპლიის ზეთს?

მაღაზიებში იყიდება

პოსტის ავტორი: goxnari Jun 23 2010, 16:12

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 21 2010, 11:25) *
goxnari
ამბობენ რეალურად კარგად მუშაობსო.
მე არ მისინჯია (არ მაქვს მაგის ინტერესი)


მე მაგარი მაინტერესებს,პატრონტაჟი სავსე შპრიცებით მაგარ ვიდზე იქნებაnewsmile05.gif)))

ციტატა(Maverick @ Jun 22 2010, 12:26) *
მაღაზიებში იყიდება



რომელ მაღაზიებში???newsmile05.gif

ციტატა(T A M P L I E R @ Jun 21 2010, 23:36) *
დიტო
სართიჭალაში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


კაჭრეთშიცnewsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: Maverick Jun 23 2010, 17:59

goxnari
დინამოსთან სავაჭრო ცენტრი კიდობანის ეზოში რომ მეთევზეს მაღაზიაა, კიბის ქვეშ

პოსტის ავტორი: დემი Jul 13 2010, 19:04

მოგესალმებით პატივცემულებო, მანის დღვებილი კარგი სატყუარაა მართლაც, მე ხანდახან ანისულის ზეთს 2 წვეთს ვამატებ და გამოდის ბომბა bomb.gif "კანფეტკა" wtfg.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 14 2010, 09:28

ზეთის დამატება უკეთესია იმ შემთხვევაში თუ საზანჩიკზე თევზაობ.. სხვა თევზი ისედაც კარგად მოვა.. newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Jul 14 2010, 10:00

ლეკი პირველ რიგში მადლობა ამდენად ამომწურავი მენიუსთვისთვის, ძალიან მაინტერესებდა და შენი წყალობით მივაგენი კიდეც ამ ინფოს. ეხლა ერთი კითხვა მაქვს ამ მანის საშუალებით ააქვს რაიმე მნიშვნელობა ტივტივათი ვითევზავებ თუ ფსკერულათი?

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 14 2010, 10:38

FISHERMAN
გაიხარე.. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტივტივით ითევზავებ თუ ფსკერულათი.. უბრალოდ სწორად დამზადებას აქვს დიდი მნიშვნელობა რო მასა მკვრივი იყოს და წყალში ჩაგდების დროს არ დაიშალოს... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Jul 14 2010, 12:01

ციტატა(ლეკი @ Jul 14 2010, 11:38) *
FISHERMAN
გაიხარე.. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტივტივით ითევზავებ თუ ფსკერულათი.. უბრალოდ სწორად დამზადებას აქვს დიდი მნიშვნელობა რო მასა მკვრივი იყოს და წყალში ჩაგდების დროს არ დაიშალოს... newsmile05.gif


კარგი ბატონო. აუცილებლად გავითვალისწინებ. კვირას ვეცდები სადმე გავიპარო, შენ ნასწავლ რეცეპტს აუცილებლად მოვიყვან მოქმედებაში, მთავარია გავიდე და ინფოც ჩემზე იქნება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 14 2010, 12:03

ციტატა(FISHERMAN @ Jul 14 2010, 13:01) *
კარგი ბატონო. აუცილებლად გავითვალისწინებ. კვირას ვეცდები სადმე გავიპარო, შენ ნასწავლ რეცეპტს აუცილებლად მოვიყვან მოქმედებაში, მთავარია გავიდე და ინფოც ჩემზე იქნება newsmile05.gif

newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: goxnari Jul 19 2010, 20:14

ციტატა(Maverick @ Jun 23 2010, 18:59) *
goxnari
დინამოსთან სავაჭრო ცენტრი კიდობანის ეზოში რომ მეთევზეს მაღაზიაა, კიბის ქვეშ



რაოდენობა რამდენი უნდა დავასხა?პროპორციები როგორ არის?

პოსტის ავტორი: კუსა Apr 16 2011, 22:52

მოგესალმებით მეთევზეებო. როო გითხრათ რაგაც ახალს ჩავაგენითქო არ დავიჩემებ მაგრამ რო ვუყურებ ბათუმის ზღვისპირა მეთევზეებს ალბათ ჩავაგენი ახალ სატყუარას მაგალითად ღორჯოზე, გაყინული სკუმბრია ან სტავრიდა ოგონდ გაპუჩებული მზეზე გაჩერებული რამოდენიმეე საატი, შედეგი ნებისმიერ სატყუარაზე ბევრად უკეთესიი. ერთი გაყინულის საბაზრო ღირებულება შადგენს 1.20 სიამოვნება ბევრათ მეტი ვიდრე ხამსაზე ჭიაზე ან კიდევ ბევრ სხვა სატყუარაზე. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Apr 17 2011, 09:58

კუსა
ანუ ღორჯოზე სათევზაოდ უნდა გამოიყენო ეგ მეთოდი?

პოსტის ავტორი: Leonce Jan 28 2012, 14:33

იცით რა მაინტერესებს ჩემთან სოფელში ღრმა ბავშვობაში ხის სოკოს და კანაპლიის კაკლებს ერთად ხარშავდნენ და ეს სოკო რაღაც პლასტენილივიტ ხდებოდა და იმით თევზაობდნენ მდინარე მტკვარზე და ვინმეს გაგიგიათ მსგავს სატყუარაზე?

პოსტის ავტორი: Leonce Jan 29 2012, 13:40

არის ვინმე აქ? newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 21 2013, 17:42

ოჩოპინტრელებო ვინმეს ააქვს აქ ინფორმაცია ჩვეულებრივი მიწის ჭიით თევზაობაზე ? მოდის საერთოდ მაგაზე თევზი ? ბლომად მომეპოვება და იქნებ გამოვიყენო რამეში...

პოსტის ავტორი: Che Mar 21 2013, 17:48

ციტატა(little fisher @ 21st March 2013 - 18:42) *
ოჩოპინტრელებო ვინმეს ააქვს აქ ინფორმაცია ჩვეულებრივი მიწის ჭიით თევზაობაზე ? მოდის საერთოდ მაგაზე თევზი ? ბლომად მომეპოვება და იქნებ გამოვიყენო რამეში...

Little Fisher
მიწის ჭია, რომელიც მრგვალდება ხოლმე, მკვრივი გარსი რომ აქვს მე ვიცი რომ არ გამოიყენება სათევზაოდ. წითელი ჭიის ძებნის დროს ხშირად გვხვდება ხოლმე და სამწუხაროდ ტყუილად

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 21 2013, 17:49

წითელი ჭიისნაირია ოღონდ სხვაფერი

პოსტის ავტორი: Sos049 Mar 21 2013, 17:52

ციტატა(Little Fisher @ Mar 21 2013, 18:42) *
ოჩოპინტრელებო ვინმეს ააქვს აქ ინფორმაცია ჩვეულებრივი მიწის ჭიით თევზაობაზე ? მოდის საერთოდ მაგაზე თევზი ? ბლომად მომეპოვება და იქნებ გამოვიყენო რამეში...

ჩვეულებრივად მოდის.მაგის ბუკეტზე ლოქოს ხომ ვაფშე...მუხლი ეკვეთება newsmile045.gif
Che

ციტატა
მიწის ჭია, რომელიც მრგვალდება ხოლმე, მკვრივი გარსი რომ აქვს მე ვიცი რომ არ გამოიყენება სათევზაოდ. წითელი ჭიის ძებნის დროს ხშირად გვხვდება ხოლმე და სამწუხაროდ ტყუილად

რატომ ტყუილად? მოგისინჯიათ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 21 2013, 17:55

ციტატა(little fisher @ 21st March 2013 - 18:49) *
წითელი ჭიისნაირია ოღონდ სხვაფერი

Little Fisher
ხო, მე სხვა მეგონა, ტუალეტებშიც იჩითებიან ხოლმე მე რაც ვთქვი და ბანძებია. ეგ არ შემხვედრია.

საერთოდ ჭიაყელა მგონი რომ სატყუარეების მამაა

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 21 2013, 17:56

Sos049

ლოქოო ashh.gif არ ვიცოდი, კერძო სახლიც მაქვს და გუშინ 1 ბარი რომ დავარტყი მინიმუმ 6-7 მაინც გამოსრიალდა D.gif ეგ უკვე კარგი ამბავია რახან მოდის. არ მომისინჯავს მაგრამ ამ სეზონზე მოვსინჯავ აუცილებლად... მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Mar 21 2013, 17:57

ციტატა(Sos049 @ 21st March 2013 - 18:52) *
რატომ ტყუილად? მოგისინჯიათ?

Sos049
არა ჭიაყელასნაირი და სხვა ფერი არ შემხვედრია მე. ქართლში არაა შეიძლება.

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 21 2013, 18:04

წავიღებ მაგ მიწის ჭიას აპრილისკენ და რამე თუ დავიჭირე დავწერ აუცილებლად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 21 2013, 18:24

Little Fisher

ციტატა(little fisher @ 21st March 2013 - 18:42) *
ვინმეს ააქვს აქ ინფორმაცია ჩვეულებრივი მიწის ჭიით თევზაობაზე ? მოდის საერთოდ მაგაზე თევზი ? ბლომად მომეპოვება და იქნებ გამოვიყენო რამეში...

მე ქაშაპი მაქვს დანაჭერი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gocha-tita Mar 21 2013, 18:59

Little Fisher
მოდის , ლოქო ანუ ღლავი , ჭანარი, გოჭა და საზანი დიდი ზომის. წვრილი თევზი ვერ აფუჭებს და დიდი ხანი შეგიძლია დატოვო ჯოხზე სანამ კლოვი არ გექნება.

პოსტის ავტორი: Little Fisher Mar 21 2013, 21:33


gocha-tita

ესეეგი გამბუზიას მოვიშორებ D.gif კარგია მადლობა


megreli

ქაშაპი მე არც მაგ ჭიით მაქვს დაჭერილი და არც არაფრით უცხოა ეგ თევზი ჩემთვის D.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 6 2013, 21:00

ხელოვნურ ჭიასთან დაკავშირებით თუ ფლობთ ინფორმაციას ?თუ გქონიათ ვინმეს შეხება ან თუ იცით მოდის ამაზე თევზი ?ძალიან მაინტერესებს


პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 6 2013, 21:47

Gcckoka
ახლახანს ვცადე ერთობლივზე , თევზი არ გაეკარა მაგას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 6 2013, 21:54

ციტატა(ალთაზარ @ Aug 6 2013, 22:47) *
Gcckoka
ახლახანს ვცადე ერთობლივზე , თევზი არ გაეკარა მაგას newsmile05.gif


არომატიზატორში რო ჩავდო და ისე ვითევზაო მაინც არ გამოვა?

პოსტის ავტორი: Fishman Aug 6 2013, 22:16

მაგას ჩემი აზრით აუცილებლად ჭირდება დამატებით არომატიზატორი, თორე ისე არამტაცებელი თევზი არ მიეკარება

პოსტის ავტორი: ახალციხელი Aug 7 2013, 08:35

ჭიები სპეციალურ სითხეშია და თავისებური სუნიც ააქვს. წითელი არ ვიცი და მასეთ ხელოვნურ თეთრ ჭიაზე პატარა კარასი დაჯდა ნადარბაზევში.

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 7 2013, 10:44

ანუ იტოგში ჩვეულებრივი ჭიით ჯობია რა თევზაობა

პოსტის ავტორი: ---გიორგი--- Aug 13 2013, 23:36

ბოლო რამოდენიმე წასვლაზე ჩავატარე ერთი ანკესით ექსპერიმენტები ხელოვნურ (3-4-ნაირ) ჭიაზე. შედეგებზე კარგს ვერაფერს გეტყვით newsmile042.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Sep 16 2013, 09:08

ციტატა(ახალციხელი @ Aug 7 2013, 09:35) *
ჭიები სპეციალურ სითხეშია და თავისებური სუნიც ააქვს. წითელი არ ვიცი და მასეთ ხელოვნურ თეთრ ჭიაზე პატარა კარასი დაჯდა ნადარბაზევში.


ზემოთ ნახსენები gulp ფირმის თეთრი ჭიები, ბიძინასთან შეძენილი, მუშაობს თანაც ძაან კარგად. არაერთხელ დავიჭირე კარასები მაგით, გუშინ კი ქაშაპმაც გაიგიჟა თავი ისე მოეწონა.

პოსტის ავტორი: choportaa Jun 30 2014, 20:03

ჭიაყელა მშვენიერი სატყუარაა ქაშაპზე! კლოვის გარეშე არ დაუტოვებივარ, უბრალოდ ხშირი ცვლა უნდა ნაკელის ჭიას თორე დანარჩენი არანაირი პრობლემა არააქვს.. მშვენიერ ეგზემპარებს ვიჭერ ქაშაპის და ერთადერთი რაც ჯობნის კალიაა.. newsmile05.gif ხელოვნურ სატყუარებს რაც შეეხება ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ყოველთვის ცოცხალი სატყუარა აჯობებს.. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Jun 30 2014, 21:56

choportaa


ციტატა(choportaaa @ 30th June 2014 - 21:03) *
ხელოვნურ სატყუარებს რაც შეეხება ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ყოველთვის ცოცხალი სატყუარა აჯობებს..



მოდი შენ კალიით დაჯექი და მე სპინინგით, ვნახოთ ვინ აჯობებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jul 1 2014, 09:05

ციტატა(ახალციხელი @ Sep 16 2013, 10:08) *
ზემოთ ნახსენები gulp ფირმის თეთრი ჭიები, ბიძინასთან შეძენილი, მუშაობს თანაც ძაან კარგად. არაერთხელ დავიჭირე კარასები მაგით, გუშინ კი ქაშაპმაც გაიგიჟა თავი ისე მოეწონა.


წინა კვირას ამ თეთრ ჭიაზე მტკაველიანი წვერა დამიჯდა ფსკერულზე. ახალციხეში ვითევზავე მდინარე ფოცხოვზე. ცოცხალ სატყუარას აჯობებსო ვერ ვიტყვი, მაგრამ იღებს ამასაც თევზი.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Jul 1 2014, 09:15

აქვე დავწერ რომ ამაზონიდან იგივე gulp ფირმის ორნაირი ხელოვნური წითელი ჭია გამოვიწერე რამდენჯერმე ვცადე და ვერაფერი ვერ დავიჭირე. კიდევ ტივტივა ხელოვნური სიმინდი გამოვიწერე, მაგაზე ერთხელ ვითევზავე ლისის ტბაზე და თმიან მონტაჟზე მოზრდილი 400-500 გრამი კარასი დაჯდა.

პოსტის ავტორი: BIGმიშა Jul 1 2014, 12:08

ჩემ რეცეპტებსაც დავწერ.

ქაშაპზე მხოლოდ ქათმის წელით ვთევზაობ. იდეალურია და შეუცვლელი სატყუარაა ქაშაპისთვის.

კობრისებთა ოჯახისთვის. სიმინდი ეს ხო ყველამ ვიცით და ჭადი. (გამომცხვარი ხალვასთან ერთად. სმესი კეთდება 1/1ზე ჭადისფ-პურისფქვილი და მოვზილავთ ცხელ წყალში გაცსნილ ხალვიან წყალში. და ბოლომდე არ გამოაცხობ. პლასტენილის პონტსჰი უნდა იყოს, კანიც არუნდა იყს დამწვარი ძაან. ძალიან კარგი არომატი აქ. კობრის-საზანს ძალიან ევასება.

კორმს რაც შეეხება. ყვითელი სინიდი + თეტრი სინიმდი, მოვხარშავ ოოგონდ ბოლლომდე არა, ოდნავ უნდა შერბილდეს. + პურის კაკალი კარგად მოხარშული და ბოლოდ ჭადიფქვილს აურევ და ღომივით სქელი უნდა გამოვიდეს. არ უნდა ჩაიხრაკოს. ეს ბოლომდე მოუხარშავი სიმინდი რო მოხვდება ფსკერზე მიდის და არ ჭამს, დანარჩენ სმესს მირთმევს და ეძებს იმ მოხარშულ და კარგ ტუშონკის სიმინდს ან რბილ ჭადს newsmile05.gif ასერომ ესეც ძალიან კარგად დატესტილიმაქ და მუშაობს.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)