გიორგი
ალბათ ტრაინიკს გულისხმობს
T A M P L I E R
ვერ მივხვდი.... სამიან ნემსკავი რატო უნდა აკრძალო ???
ტრაინიკს ისვრიან და ნელნელა პადსეჩკით მოაქვთ ბევრ თევზ აფუჭებს
გიორგი
T A M P L I E R
არა, აქ საუბარია დიდი ზომის ორკავზე, თევზს წინასწარ პოდკორმკას უკეთებენ, ნაპირისკენ იტყუებენ და მერე წვრილ თოკზე მობმულ დიდი ზომის ორკავს ისვრიან. 10-15 გადაგდების მერე დიდი ზომის თევზს გამოდებ და ამოათრევ. როგორ კრზალავენ და დაზდევენ ვერ გეტყვით, მაგრამ მაგ რიბაკის თქმით აკრძალულიაო - ბრაკონირობააო
ააა ანუ მე ეგ თევზაობა არ ვიცი ესეიგი
ისე მთლად ბოლომდე წარმოდგენიილ მეც არ მაქვს.... როგორც ამიხსნა თევზს დაგინებული აქვს მაგ ადგილას იდექიო და შენ კიდევ კეგლის პონტში ორკავი უნდა მოარტყა!!!!
გიორგი
ვერ მივხვდი.... სამიან ნემსკავი რატო უნდა აკრძალო ???
----------------------------
ეგ კანონითაც აკრძალულია.
kakhaber
როგორ კრზალავენ და დაზდევენ ვერ გეტყვით, მაგრამ მაგ რიბაკის თქმით აკრძალულიაო - ბრაკონირობააო
---------
ეგეც აკრძალულია და სამკაპიანი ნემსკავიც.
ვიპოვე: საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება N512
2005 წლის 7 დეკემბერი ქ. თბილისი
მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
აკრძალულია:
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.
შარკი
ანუ ანკესზე პირდაპირ მიბმა 2–იანი და 3–იანი ნემსკავის არ შეიძლება და ვობლერით და ბლესნით ხომ შეიძლება ???? იმიტომ რომ ვობლერებს აქვს 2 და ხან 3 სამაიანი ნემსკავები....
ეგ მე ვიცი როგორ ხდება,კოშკა ქვია მაგას,3,ან 2 კავიანია,და(დიდი ლობანს ზურგი ეფხანება ზამთარში)ხოდა რომ გადააგდებ ცოტახნის პაუზის შემდეგ უნდა გააკეთო ძალიან დიდი პაცეჩკა ხოდა რამოდენიმე ცდის შემდეგ დაიჭერ.
ისე და ეგ აკრძალულია
ეგრე დაჭერილი თევზი მოვ..ან რააა....
ტრაინიკი არის ეკრანზე და პარაშუტზე უარესი. (პარაშუტიცა და ეკრანიც ასაკრძალია პრინციპში. გუშინჭინ ზაგესს ზემოთ 40 კაცი მაინც იქნებოდა ჩამწკრივებულები და დედას დედაში ....... თევზსაც და მდინარესაც. ერთი ჩაწყვეტილი ეკრანი გახლართული 8 თევზით, უკვე აყროლებულით რა თქმა უნდა ჩვენც ამოვიღეთ.) ტრაინიკი უკეთდება არა ქარხნული, არამედ კუსტარული რომელსაც ე.წ. ბაროდკა არა აქვს. ქარხნულებს მაგ ხერხის მიმდევრები არა ხმარობენ. თვითონ მეთოდი გამოიყენება ადგილებში სადაც თევზი კონკრეტულ დროს გროვდება, მაგალითად გამოსაზამთრებელ ორმოებში. ეს ორმოები წინასწარ ნაპოვნი აქვთ და იციან ბრაკებმა, მაგალიტად მეიდნის ხიდთან. სამკაპის ზემოთ არის მობმული საძირავი. გადაგდებისას საძირავი ფსკერს რომ მიაღწევს ბრაკი იწყებს პადსეჩკებს სანამ არ იგრძნო რომ თევზს გამოსდო. ბევრი თევზი ვერ ამოყავთ, ფუჭდება და კვდება. თუ ვერ მიგნო თევზს იმ ადგილას სადაც ეგულება, დაუყვება და პადსეჩკობით მიუყვება სანაპიროს. ეგენი დასაჯარიმებლები კი არა გასასროკები არიან. ეკრანებისა და პარაშუტების მხრივაც საგანგაშო სიტუაციაა, რასაც იჭერენ იჭერენ, ცალკე კიდევ ჩაწყვეტილი ეკრანები და მათში გახლართული, ტყუილად გაფუჭებული თევზი.
sergeevich
ეგ ყველაფერი კი გავიგე, მაგრამ რა ვერ გავიგე იცი..... ტრაინიკს სხვა რაღაცას უძახით თუ ჩვეულებრივი სამკაპიანი ნემსკავები რომ არის ???? აი ვობლერებზე და ბლესნებზე რომ აყენია ?????
და ეგეთების ხმარებაც აკრძალულია ????
არა გიო.
გიორგი ბრძანებაში პირდაპირ წერია რო აკრძალულია ტრაინიკებით და დვაინიკებით თევზაობა სატყარას გარეშე, ანუ ვობლერებით და სხვა სატყარებით შეიძლება
ასე მგონია, რომ დაგუბებულ წყალსაცავებში ნაბახუსევი მეთევზის მოშარდვაც უნდა აიკრძალოს
გოგა
იმ მუხლში როგორც წერია - ტივტივაზეც აკრძალულია
გიორგი
მერე გია ჩემო შენ ხო იცი რო ეს მუხლები და რაღაცეები არასწორია
სწორია თუ არასწორია - ფაქტია რომ მოქმედებს
ძია, რა ვერ გაიგე, ტრაინიკაობაა აკრძალული! ცარიელი დიდი ტრაინიკით ამოკვრით თევზაობა...
ტრაინიკზე თუ სატყუარას(ჭიას, მატლს, ბაყაყს, ხორცს ან რაიმე სხვას) ჩამოაცმევ და თევზს მიიტყუებ - აკრძალული არაა!
მორჩა ფილოსოფია.
არ ვიცი ძია, ჩემთვის მად გაუგებარი არაფერია.
დიდი ტრაინიკი კი იმიტომა ვთქვი, რომ პატარებით არც არავინ არ "ტრაინიკაობს".
კანონი კი დასახვეწია. მაგალითად უნდა მიეთითოს აკრძალული ტრაინიკების და დვაინიკების ზომები.
ნოსო რომ აბბობს მაგ მეთოდიც აკრძალულია. ანუ - ყველანაირი ზაკიდუშკა აკრძალულია თუ პატრონი იქვე არ იმყოფება. ანუ სატყუარის მიტოვება და დილით შემოწმება არ შეიძლება. მაგას მეც ვეთანხმები. მაგარი მავნებლობაა. ბევრი თევზი ფუჭდება. ბევრჯერ გახრწნილი თევზიც გვინახია და უფრო მეტჯერ მოწყვეტილი მისბმელები და ნემსკავები. ნემსკავით წასული თევზის შანსები კი ძალიან მცირეა, რადგან როგორც წესი მაგ დროს კუჭამდე აქვს ხოლმე ჩაყლაპული. დაზიანებული კუჭით კი სწრაფად იღუპება.
გიორგი
ვა რა ჯიუტი ხარ. ჩემი წინა პოსტი არ წაიკითხე??? ითევზავე ტრაინიკით ოღოდ ზედ რამე გაუკლეთე, თუნდაც პრეზერვატივი.http://ge.smiles.26l.com/smile.232.html
მოკლედ გიო თვითონ ნახე სადმე ტრაინიკით როგორ თევზაობენ და მიხვდები რატომაც არის აკრძალული, მოყოლით არაფერი გამოდის.
გიორგი
არ აგერიოს გიო,პატარა ტრაინიკი არ გეგონოს რამხელაა იცი ალბატ ერტი 200 გრამი იქნება წონაშიმაგით მანქანას დაბუქსირებ რომ გინდოდეს.
რაც შეეხება გარჩევას,ძალიან დიდი ბანბუკი უნდა მაგას და ძალიან სქელი ლესკა თორემ ცუდააა შენი და შენი ანკესის საქმე,ასე რომ არც გარჩევაა ძნელი და არც ვობლერით თევზაობა არაა ბრაკონიერობა...
ტრაინიკი იმიტომ ქვია რომ,ელემენტარულად 3 წვეტი აქ.
გიორგი
შენი კითხვაა
გიორგი
ეგ კი მართლა სისულელეა. ერთ ვომლრრზე რომ 10 ტრაინიკი ეყენოს 10 თწვზი დაჯდება? ვა ეგ კანონმდებლები უნდა გამოყარო იქიდან სადაც მაგ იურისპუნდენციის შედევრებს ქმნიან და სათევზაო კანონებზე ჩვენ გვამუშაონ, არ გვინდა ხელფასი ისე მოუვლით მაგ საქმეს.
sergeevich
ეგ კი მართლა სისულელეა. ერთ ვომლრრზე რომ 10 ტრაინიკი ეყენოს 10 თწვზი დაჯდება? ვა ეგ კანონმდებლები უნდა გამოყარო იქიდან სადაც მაგ იურისპუნდენციის შედევრებს ქმნიან და სათევზაო კანონებზე ჩვენ გვამუშაონ, არ გვინდა ხელფასი ისე მოუვლით მაგ საქმეს.
ძალიან მეეჭვება, სერგეევიჩ
თქვენ არ იცით იურისპრუდენცია რა დედანაქაჩი რამეა
მარტივი აზრი შეიძლება გქონდეს და კანონის ენაზე 2 კვირა ვერ ჩამოაყალიბო ისე, რომ რაღაც მინუსი არ იყოს ფორმულირებაში.
მაგაში გეთანხმები, ოღონდ რაც სისხლისა და სამოქალაქო სამართალს შეეხება, რიბაკების სამარტალს რიბაკებზე კარგად ვინ დაწ ერს?
მოკლედ მე 1 ვიცი ზუსტად. ითევზავეთ სპორტულად, სიამოვნებაზე ორიენტირით და არა ხორცზე და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას არავინ არასდროს დაგიშლით, რათქმაუნდა კერძო მეურნეობების გარდა (მანდ გადასახადს ვერ აცდებით)
ამ წუთისთვის რაზეც თევზაობა არ შეიძლება არის მხოლოდ კალმახი, და ვეთანხმები კიდეც იმიტომ რო მართლა ძალიან შემცირებულია საქართველოში კალმახის პოპულარიზაცია..
ბესო
რათქმაუნდა სისულელეა ანკესს კალმახი მოყვება თუ წვერა მეთევზემ რა იცის წინასწარ და კალმახმა თუ გადაყლაპა ანკესი უნდა გაუშვას ტუჩ მუცელ გამოხეული?
კანონი კანონია და ეგრე წერია...
მასე ბევრი სისულელე წერია კანონში.. ფორუმი კი ოფიციალურია ხო?! და თუ ეგრეა მაშინ "არ შეიძლება კალმახზე თევზაობა არსად"
ვინ სად რას დაიჭერს შემთხვევით თუ ძალით ეგ ცალკე თემაა.. მარა სადამ კანონით აკრძალულია ამ სახეობის დაჭერა, არ გვაქვს უფლება პოპულარიზაცია გაუწიოთ მაგ სახეობაზე თევზაობას.
ჩემი აზრია, მოეწყოს ისეთი აქცია, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მოყვარულ მეთევზეთა (სპორტულ თევზაობას ვგულისხმობ) რესურსი, (მონდომება, ქვეყნის ფლორა-ფაუნის სიყვარული და ცოტა ფული, მაგალითად კაციდან 20 ლარი). ვიყიდოთ რომელიმე მეურნეობისგან (ტუ ამრავლებს ვინმე)კალმახის ლიფსიტები რასაც გავწვდებით და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად , აფიშირებულად მოხდეს ამ ლიფსიტების გაშვება რომელიმე ან რამდენიმე მდინარეში, იქ კომენტარიც გაკეთედს თუ რატომ ხდება ეს, რა მოელით ელექტრიკ და სხვა ბრაკებს ფაქტზე აყვანის შემთხვევაში, ნახოს ხალხმა რომ არა მარტო მთავრობაა, მთავარი დაინახოსყველამ , რომ ხალხს აქვს ამის სურვილი,(მემგონი ამის მომხრე არა მარტო მეთევზეები იქნებიან) იქნებ ამ ფაქტმა 20% ბრაკებში ნამუსი გააღვიძოს 20 % შეეშინდეს და ა.შ. რათქმაუნდა სულ ვერ ამოძირკვავ მაგრამ რაღაც შედეგს გამოიღებს,დარწმუნებული ვარ
ვაი, უადგილო ადგილას დამიპოსტია, ვაჰ მეე.......
mixailo
ნამდვილად კაი აზრია
mixailo
მაგ იდეა კი გვაქვს, მაგრამ აფიშირების გარეშე! ის მდინარე რომ განვაცხადოთ სადაც მაგათ გავუშვებთ! მეორე დღეს პლანქტონიც კი აღარ იცოცხლებს და მკვდარ ზონად გამოაცხადებენ!
გამოკვრაზე ტრაინიკით თევზაობა ბრაკონიერობაა, ჩაუყრიან თევზებს საკვებს, რომელიც წყლის ზედაპირზე ტივტივებს და იზიდავს თევზების დიდ კასიაკს, როცა წყლის ზედაპირი ტევზის კვებით "დუღილს" იწყებს, ამდროს მომზადებული ბრაკონიერები ტრაინიკებს ყრიან ეპიცენტრში და გამოკვრით იჭერენ უბედურ თევზებს, ბევრი მათგანი ყოველთვის არ მოყვება ტრაინიკს, მაგრამ მისგან იხევა, იგლიჯება და წამებით კვდება(ცოტაც და ცრემლი წამომივა).
არაა მაი კაი საქმე
დინამიტი არ ისროლონ და მეატი არააფელი მინდა
ცელს მაგრად გააფუჭეს და თევზიც ცუდათ მოდის
ij18e
აი ია, აი თითი, აი დინამიტი და მის გვერდით მჭრელი ცელი
სასროლი ბადით თევზაობა აკრძალულია?
(dila)adriano
(dila)adriano
მანდ რა ადგილას ჯობია თევზაობა დამბის ქვემოთ ?
პარაშუტი აკრძალულია ?
kajuberi
მართლაა ? არადა რამდენი პარაშუტისტი მინახავს ჩამწკრივებული ტბაზე... გდი ში რომ ვმუშაობდე კაი პრემიები მექნებოდა
Little Fisher
გგონია გედეიშნიკები ვერ ხედავენ??
250 მეტრშია გესი მაგათი სამინისტროდან და ყველაფერს კარგად ხედავენ
პარაშუტებზე აკრდზალვა ვრცელდება "აჩოკის" მიხედვიიტ, 22-ის დაბლა იკრძალება. პატარა თევზუკები რო არ გაეაბას.
ციკლონი გვიტევს . ვაი ვაი ვაიი
mec moyvaruli metevze viyavi mara dilidan dagamebamde ro uyureb shen gverdze mjdomi sadoks avsebs da shen donkas sheyureb da verafer icher dzalauneburad gascavlian parashutia tu oxoba xmarebas
კითხვა მაქ, სოფელში ჩემთან აღმოჩნდა რომ ჩანჩქერის ზემოთ არის კალმახი, მეგობარმა მითხრა ... რო ჩავალ ანკესით რო ვითევზავო ბრაკონიერობა იქნება ?
ვერ გაიგებ, ერთ მხრივ კალმახი წითელ წიგნშია შეტანილი და მისი ჭერა იკრძალება ნებისმიერი მეთოდით, მეორე მხრივ კი კანინში წერია, რომ კალმახზე თევზაობა შეიძლება სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის საშუალებებით. ასე რომ კანონში არის ურთიერთგამომრიცხავი მუხლები და შენ გაიგე იკრძალება თუ არა. ესეთია მდგომარეობა კანონში!!
ჩემი აზრით კი მთავარია ბრაკონიერული მეთოდით არ ითევზაოს კაცმა და ანკესით იჭირე რამდენიც გინდა.
მოთევზავე მეც ეგ ვიგულისხმე ანუ კანონიერი გზით არანაირი ბადე და არაფერი ოხრობა ,... უბრალოდ ანკესი ნემსკავი და კალია
საღამოთი მეტყვიან ალბათ ოჩოელები ზუსტად როგორ მოვიქცე
http://ochopintre.ge/forum/index.php?showforum=124
და იგივეს დავწერ აქაც, მიხედეთ მოდერებმა აქავრობასაც!
"პო-წემე"
უაზრო ხმაური + უაზრო ბუხაობა.
კანონში ისიც უნდა ეწეროს მაშინ სპორტული თევზაობა რას ნიშნავს...
Che
რა თქმა უნდა.... როცა ფსკერულით თევზაობ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნაპირზე იხმაურებ თუ წყალში.
როცა ნაპირთან ძალიან ახლოს თევზაობ, იდეალური სიწყნარეა საჭირო.
არ მახსოვს ფიზიკაში რა ეწერა მაგის შესახებ მაგრამ ის კარგათ მახსოვს რო თევზაობის დროს ნებისმიერი უაზრო ხმაური ხელისშემშლელია.
ბგერა
ბგერით ტალღბს ან უბრალოდ ბგერას უწოდებენ ტალღებს, რომელსაც ადამიანის ყური აღითქვამს. ბგერითი ტალღების სიხშირეთა დიაპაზონი 20 ჰც-დან 20 კჰც-ია. 20ჰც-ზე ნაკლები სიხშირის ტალღებს ინფრაბგერას უწოდებენ. ხოლო 20 კჰც-ზე დიდ სიხშირისას ულტრაბგერას. ბგერის დიაპაზონის ტალღებს შეუძლია გავრცელება არა მარტო აირებში, არამეტ სითხეებში (განივი ტალღები) და მყარ სხეულებში (განივი და გრძივი ტალღები). მაგრამ ტალღები აირებში - ჩვენს სასიცოცხლო გარემოში - იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. ფიზიკის ნაწილს, რომელიც ბგერით მოვლენებს შეისწავლის, აკუსტიკა ეწოდება.
წყარო: http://physics.aidio.net/index.php?id=46
კალმახზე საერთოდ აიკრზალა უკვე ტევაობა, არანაერი სპორტული და ა.შ.! არვიცი თუ გადახედეთ კანოს, ალბათ ბევრს არ გინახავთ თორე ლანძღვა-გინაბაში იქნებოდით : D
ერთ ადამიანზე ნებადართულია მხოლოდ 3 ნემსკავი, ანუ წაიგე 3 ანკესი მაგრამ თითო-თითო ნემსკავით, ან 1 ანკესი სამი ნემსკავით. სპინინგი კი აიკრზალა საერთოდ.
ყველაზე სასაცილო არს ნებადართული თევზის ზომები.. რამოდენიმე მახსოვს და მივაწერ აქ
1) კარჩხანა მინ უნდა იყოს 20 სმ : D
2) შამალია 25 სმ
3)კობრი 32 სმ
4) ლოქო 50 სმ. აზრზე ხართ? : D ანუ 98% სულ ხელცარიელი უნდა დაბრუნდე სახლში. ხოლო პატარა ჯიშის თევზებზე როგორიცაა ღორჯო და ა.შ კანონის მიხედვით აიკრძალა რადგან მათი 20 სმ არარეალურია მდინარეზე. ანუ ნებისმიერი თევზი მინ უნდა იყოს 20 სმ, ხლო ზოგ ეგზემპლიარებზე რაც ჩამოვწერე და არის კიდე სხვა ზომები. fisher.ge-ზე დევს ეგ კანონი.
ჯარიმები 50-400 ლარამდე. თუ გინახეს 3 ნემსკავზე მეტი 50 ლარია ჯარიმა და ამავდროულად თუ ტევზიც გყავს დაჭერილი მაშინ 300 ლარია ჯარიმა. ნადირობის კანონი ხომ დაგლიჯეს და თევზაობის ვაბშე გადაბრდღვნეს
ეს კანონი უკვე ძალაშია?
მდინარეზე ანკესიტ შეილება ტევზაობა?
ეგ რა უბედურება შემოუღიათ ვინმე ნორმალური არ ყავთ მაგ სამინისტროშიიი
ეს კანონები ეწერა ადრეც.უბრალოდ არავინ ითხოვდა მის შესრულებას.
რისი დამწერები არიან?უბრალოდ ძველი მოაკოპირეს და ერთი-ორი მუხლი ჩაამატეს ვითომ საქმე გაკეთდა...
კარგია ორთაჭალგესის ხიდზე ეკრანშიკები რომ მოაშორეს...იქნებ საერთოდ აკრძალონ ეს სახლართი მაიმუნობები .
ვინ თქვა სპინინგი აიკეძალაო? თვითსატყუარათი 6 ნემსკავი დაშვებულია.ანუ,ვობლერზე ორი ტრაინიკი შეიძლება.
ნუ,ბევრი სისულელე წერია,ორი აზრი არაა,მაგრამ 1-2წელი იქნება ამოისუნთქოს ბუნებამ ცოტა...
მოსპონ სახლართები და სიამოვნებით ვითევზავებ სამი ნემსკავითაც.თევზი რომ მომრავლდება 3 იკმარებს სრულიად.
მაგ:ჯანდარის არხზე ორი ჯოხით თევზაობა წვალებაა უკვე.
ზომებს რაც შეეხება,ჩემი აზრით 32სმ კობრი და 50სმ ლოქო მართლა უნდა გაუშვა.ნუ,მე ვუშვებ ხოლმე.
თბილისის ზღვაზე 2-3ცალი იყო სულ,რომ ნემსკავი ღრმად ჰქონდა ჩაყლაპული და ამოღებისას "ჩამაკვდა ხელში".
დანარჩენი ყველა გავუშვი უკან.
კარჩხანაზე კი...20 სმ კი არა,პრემია უნდა დააწესონ მის ამოღებაზე
ხო...გაგვიჭირდება გადაწყობა...მაგრამ,იმედი მაქვს ისეთი "საქონელი" არ იქნებიან,რომ წესიერი მეთევზე ზედმეტი
1-2 ნემსკავის გამო დააჯარიმონ.
თუ ტრაკი აქვთ,მართლა ბრკებს და მავნეებს მიხედონ და მერე ვცემ პატივს ამ კანონებს.
პარაშუტი და სასროლი ბადე რომ დაუშვეს ამან მომიშAალა ყველაზე მეტად ნერვები. ვერ არიან ეგენი მგონი.
25 სმ-იანი შამაია იმენა გვეკაიფებიან : D მთელი წლის მანძილე ალბათ 3 ცალს თუ დაიჭერ.
იქნებ ვინმემ დადოთ ლინკი ახალი კანონების მე ვერსდა ვიპოვე რა საშვალებით შეიძლება თევზაობა და რა ზომის თევზის დაჭერა რო ბრაკონიერობაში არ ჩამეთვალოს
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2187155&lang=ge
Sos049
აქ საგანგაშო არაფერი არ არის რაც იყო იგივე დარჩა მოყვარულ მეთევზეებს თითქმის არაფერი შეხებიათ
მოყვარულ მეთევზეებს არ ეხება ეგ თევზის ზომები?
კარგი ამბები სწრაფად ვრცელდება
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/280999-thevztcerisathvis-dashvebuli-bade-iaraghebis-chamonathvalidan-ets-qekraniq-amoighes.html
კარგი ამბებია ....
კარგი ამბავია კი მაგრამ აქ მეპპრე მხარეცაა მაინც ითევზავენებ და გარემოს დაცვის მაქნანის დანახვისას მიაწვავენ ლესკას და ჩატოვებენ მდინარეში იმ ეგრანს შეგნებულად რო არ დაჯარიმდნენ !
მაღაზიებიდან უნდა ამოიღონ ეგრედწოდებული ეკრანის მასალების გაყიდვა
ზახარ ელექტროსოკური აპარატი მაქ მხედველობაში დენით ბრაკონიერობისას რო იყენებენ ის
კი ლევან კარგად არიან გადახურულები, წვეთი წყალი არ ჩასდით დიდ ფულზეა აქ ლაპარაკი ლევან და დიდი თანამდებობები ალაგებენ კრამიტს პროფესიონალურ დონეზე!! იბიომატ!!
ხოდა მაგათი ეკრანის აკრძალვას მადლი აქვს?. ხო ვიცი..ეხლა ვიღაც უმუშევრები გაიტისკებიან ისევ. უსაქმურობისგან მდინარეზე რომ გადის.. იჭრეს თევზს და სადმე აბარებს. კაი..ეგეც ასაკრძალია.. მაგრამ ეგ იგივეა.. ეზოდან კატები გაყარო და ვეფხვებს ხმა არ გაცე. მაგ ეკრანის აკრძალვა.. კარგია ისევ იმ ელექტრიკებისთვის. მეტი დარჩებათ. აი მდინარეში ისევ ჩემი ფეხები მომრავლდება. მოკლედ..რაც სინამდვილეშია მოსაგვარებელი..ის მოგვარდეს უკეთესი იქნება.
პატრონი უნდა მაგ საქმეს ნორმალური პატრონი და მონდომება ლევან და მერე ეშველება საქმეს!! სხვანაორად არა!
სალამით. კაი რაგაც უქნიათ თუ აუკრძალიათ. მე პირადად მაქ ნათევზავები მაგით ვაგიარებ მაგრამ ეხა მივხვდი რაც ყოფილა და აწი ვსიო. ზოგადად კანონები კარგი გვაქ მაგრამ შემსრულებლები არ გვყავს. არც დენის აპარატებია დაშვებული მაგრამ ჩემ სოფელში კი დარბიან როცა თებზი მოუნდებათ. ერთი ვიცი პოლიციაში ყავს ახლობელი და როცა დაჭირდებათ თევზი უშვებენ აპარატით, შენ თუ წახვალ დამირეკე გამაგებიეო და გავაპრავებო. ასეთი ხალხი რო იქნება აქ რამე აზრი ბრაკონიერებთან ბრძოლას?
კანონსი წერია ზოგადად ,,ეკრანი,, მე ვერ მოვიძიე რა იგულისხმება როგორ კალიფიცირდება რას ან როგორც სა
თევზაო მოწყობილობას ქვია ეკრანში ა თუა დიფერენცირება ეკრენს პარაშუტს ფარდას შორის ...... თუ ეკრანსი ზოგადად ამ ტიპის საჭევზაო სახლართი ბადეებია ნაგულისხმები?
კი მაგრამ მაგ პრინციპებს ემყარება ზოგადად ბადეების 99% ტი გახლართვას ან შებოჭვას. მანამდე კი კანონი არსებობდა რომელიც ზოგადად კრძალავს სახლართი ბადით თევზაობას კანონოში უნდა იყოს მითითებული ე,წ ,,პარაშუტი,, ,,ფარდა,, რომელიც ეხლა არაა ნახსენები ამ კანონში ან ზოგადად უნდა იყოს დიფერენცირება და განმარტება თუ როგორი სათევზაო მოწყობილობაა ეკრანი ანუ მისი აღწერა და ზოგადად ისეთი ტიპის ბადების გამოყენება რომლითაც იკრძალება თევზაობა. ჩემი აზრით
სალამით. ეხა მეზობელმა მითხრა შოროპანში (სოფელია ზესტაფონთან) ტივტივაზე თევზაობდა ბიჭი და დაუჯარიმებიათ მიზეზი ქვირითობააო და არ შეიძლებაო. ჯარიმის ღირებულება არ უთქვამს' ანუ რა მაინტერესებს აკრძალულია ეხლა თევზავი?
მოგესალმებით ყველას კეთილი სურვილებით!
ყურადღებით ვკითხულობ ყველა პოსტებს და ვხედავ ნამდვილ მეთევზეებს და პატრიოტებს, ვისაც გული შეტკივა ჩვენს ფლორასა თუ ფაუნაზე. ისიც ჩანს, რომ კანონები მაინდამაინც ვერაა ისეთები, როგორიც უნდა იყოს.
ასეთი აზრი მაქვს: მოდით ყველამ ერთად ვიმსჯელოთ, დავიხმაროთ სპეციალისტებიც და ჩვენ დავწეროთ „ახალი კანონები“, რომელიც ჩვენი აზრით უფრო სამართლიანი იქნება - ისე, რომ თევზაობასაც აზრი და ხალისი ქონდეს და არც ბუნება დავაზარალოთ. რადგან ნამდვილმა მეთევზემ უფრო იცის რა უნდა თევზს, მდინარეს თუ ბუნებას, ვიდრე კაბინეტებში მჯდომმა პოლიტიკოსებმა (არავის შეურაცხოფას არ ვაყენებ). შემდეგ ეს ჩვენი მოსაზრებები როგორმე პარლამენტში განსახილველად მივაწოდოთ.
მე მომხრე ვარ, თევზაობის გადასახადთან ერთდ რაიმე დამატებითი პროცედურებისაც (ნებაყოფლობით ალბათ). როგორცაა სხვა ქვეყნებში: მაგალითად ლიფსიტების მომრავლება და მდინარეებში გაშვება, გერმანიაში ზამთარში გარეულ ცხოველს საკვებს უყრიან, საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში ნადირობისთვის ხოხბებს ამრავლებენ და მერე უშვებენ (ამას ჩვენთან გაუჭირდება, რადგან ხოხობს თუ გაზრდიან - გასაყიდად უფრო გაიმეტებენ ვიდრე გასაშვებად ) და რაღაც ამდაგვარები. თან მე თუ მკითხავთ კანონი რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს, რადგან პატარა ჯარიმების გადახდას ასე თუ ისე ბრაკონიერები მაინც მოახერხებენ. დიდზე კი ნაკლებად გარისკავენ. „სამშობლოს სიყვარულზე“ მორალის კითხვით დამრღვევებთან არაფერი გამოვა.
ნებადართული სასროლი ბადის პარამეტრებს შემახსენებს ვინმე? მუღამი გამიჩნდა და სეზონზე უნდა შევიძინო.
ნაგვის დაყრა არის აკრძალული. გავუფრთხილდეთ სამშობლოს.
მეთევზეებო,
ორთაჭალ ჰესთან წყლის ვარდნის გამო, თევზი საქვირითოდ ვერ ავიდა ჰესზე და ჩარჩენილია ჰესის მიმდებარედ.
რა თქმა უნდა "მეხორცე" თევზის მომპოვებლები შეესიენ ამ ადგილს და ყველანაირი ხერხით ეზიდებიან ამ თევზს.
ამის შესაჩერებლად ადგილზე მორიგეობენ პოლიციის და გარემოს დაცვის ხალხი.
მოგიწოდებთ ყველას ვისაც გული შეგტკივათ, შევუერთდეთ მეთევზეები და 24 საათიანი მორიგეობა დავაწესოთ.
მე ვიცი რომ ბევრს გვაღელვებს ეს საკითხი, ვიცი რომ ბევრი პოსტავს აქ და სხვა ფორუმებზე შეწუხებული, ახლა როცა საქმე დაძრულია, როცა ბრაკონიერობას ბრძოლა გამოუცხადდა, ვფიქრობ ჩვენი ყველას ვალია შევუერთდეთ და დავიცვათ ჩვენი მდინარე.
ახლა გამოჩდება ვინ არის საქმის გამკეთებელი და ვის ნამდვილად აწუხებს ეს პრობლემა.
მე დღესვე გავდივარ და ღამეს გავათენებ, შემომიერთდით და დავდგეთ ერთად, გადავნაწილდეთ. 2-3 კაცი საკმარისია და შევენაცვლოდ ერთმანეთს.
ორგანიზებულად ჩამოვყალიბდეთ და ვაჩვენოთ ყველას რომ ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც იცავს ჩვენს ბუნებას.
დღეს საღამოს სამსახურის შემდეგ მე გავდივარ ადგილზე.
გთხოვთ დამიკავშირდეთ და ჩამოვაყალიბოთ 24 საათიანი მორიგეობა.
მადლობთ.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)