თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფლეიმი _ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი"

პოსტის ავტორი: megreli Apr 10 2015, 16:17

თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" დაამტკიცა.
"შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესის" ამოქმედების შემდეგ სავალდებულო ხდება ძაღლების და კატების რეგისტრაცია. ცხოველის პატრონი ვალდებულია ცხოველის რეგისტრაციის მომენტისთვის ან რეგისტრაციის მომენტიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან "საჭდით"
(ბირკით) და ყელსაბამით. იდენტიფიკატორი უნდა იძლეოდეს ცხოველის პირადი ნომრის და იდენტიფიკაციის განმახორციელებლის დადგენის შესაძლებლობას.
ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.
ცხოველის პატრონი ვალდებულია აანაზღაუროს მის საკუთრებაში/მფლობელობაშიმყოფი ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ახალი ნორმების მიხედვით, ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 08:00 – 22:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 22:00 – 08:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც.
ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში.
"შინაურ ცხოველების მოვალა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესი" ურბანულ გარემოში ბინადარი უპატრონო ცხოველების შობადობის და რაოდენობის შემცირებასაც გულისხმობს, რის დროსაც გამოიყენება სტერილიზაცია/კასტრაციის პროცედურები და მსოფლიოში აპრობირებული, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული სხვა ჰუმანური მეთოდები.
ასევე წესში გაწერილია ცხოველების ევთანაზია და მოკვდინება. ცხოველების ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე ან მინიმალურად მიყენებით, სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და მოთხოვნების შესაბამისად. ევთანაზიის გამოყენება შესაძლებელია იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია (ფორმდება კომისიის აქტი) დაუდგენს, აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას (უცაბედი სიბრაზის სინდრომი); დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება შემდეგი მეთოდებით: ა) დახრჩობა; ბ) გაგუდვა; გ) მოწამვლა; დ) ელექტრომუხტის გამოყენება; ე) მექანიკური დაზიანების მიყენება; ვ) იძულებითი შიმშილი, წყურვილი; ზ) სხვა არაჰუმანური მეთოდები.
კანონი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ არის შემუშავებული, საკრებულოს სხდომაზე კი გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა წარადგინა.
ახალი რეგულაციების განხილვისა და დამტკიცების პარალელურად თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია ცხოველთა უფლებადამცვიელებმა და შინაური ცხოველები პატრონებმა გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, რეგულაციების მრავალი პუნქტი ორაზროვანია და იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას; არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები (კასტრაცია/სტერილიზაცია თუ ევთანაზია); მკაფიოდ არაა განსაზღვრული, რომელი ცხოველები ექვემდებარებიან ევთანაზიას; არაა გაწერილი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები თავშესაფრებისთვის; ალიკაპი უქმნის საფრთხეს ძაღლის ჯანმრთელობას და აძლიერებს ადამიანის ფობიას; ფიზიკური აქტივობისთვის გამოყოფილი დრო (08:00 – 22:00) მოუხერხებელია; არ არსებობს სპეციალური გასასეირნებელი სივრცე; დაწესებულებების წინ, სადაც აკრძალულია ძაღლის შეყვანა, არაა დამონტაჟებული ძაღლის მისაბმელი ძელები; ქუჩებში არ დგას სპეციალური ურნები ძაღლების ფეკალიებისთვის; ცხოველს, რომელიც 10 დღეში ვერ გაჩუქდება თავშესაფრიდან, ემუქრება ევთანაზია.


წყარო : http://www.interpressnews.ge/

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 10 2015, 16:42

megreli
1)ეს მარტო ქალაქელ ძაღლებს ეხება თუ სხებსაც?
2) 22 LR ის ტყვია ჰუმანურია?

პოსტის ავტორი: megreli Apr 10 2015, 17:08

assassin29

თბილისის შინაურ ცხოველბზე ვრცელდება მხოლოდ...

ციტატა(levani mgebrishvili @ 10th April 2015 - 17:42) *
22 LR ის ტყვია ჰუმანურია?


ვისთვის გინდა ეგ ? xexe.gif

პოსტის ავტორი: Davitus Apr 10 2015, 18:15

ციტატა(levani mgebrishvili @ 10th April 2015 - 17:42) *
2) 22 LR ის ტყვია ჰუმანურია?



გააჩნია სად მოარტყამ newsmile05.gif

ტანჯვაში მყოფი ცხენისთვის ჰედშოთი თუ ჰუმანურია, ძაღლ-კატა რა გამონაკლისია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Apr 10 2015, 18:43

ციტატა(Davitus @ 10th April 2015 - 19:15) *
ჰედშოთი

ეგ ამ წესების დამწერთ ჭირდებათ newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 10 2015, 19:18

megreli
ვისთვის მინდა და მაწანწალა ძაღლებისთვის ხევის გვერძე ვცხოვრობ და დატანჯული ვარ მაგათგან
მაქსიმალურად ვარიდებ ხოლმე კონფლიქტს თავს, მარა დაბადების დღის ტორტს(სამსართულიანს) რომ შეგიჭამს , ძნელია თავი შეიკავო newsmile056 (1).gif

უეთეს შემთხვევაში ღორისთვის ყელის გამოჭრას და იმის ჭყივილს, თან 5 კაცი რო ეჯაჯგურება მემგონი მართლა ჯობია ერთი ტყვია რაა


პოსტის ავტორი: megreli Apr 10 2015, 19:43

ციტატა(levani mgebrishvili @ 10th April 2015 - 20:18) *
დაბადების დღის ტორტს(სამსართულიანს) რომ შეგიჭამს , ძნელია თავი შეიკავო

მაგრად გაუმწარებიხარ D.gif

პოსტის ავტორი: დაქსი Apr 10 2015, 23:46

assassin29

ციტატა(levani mgebrishvili @ 10th April 2015 - 20:18) *
მაქსიმალურად ვარიდებ ხოლმე კონფლიქტს თავს, მარა დაბადების დღის ტორტს(სამსართულიანს) რომ შეგიჭამს , ძნელია თავი შეიკავო


ყავასაც მოგთხოვს ცოტა ხანში ან კოქტეილს D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 11 2015, 00:43

რეგისტრაცია , ჩიპი და განაბური ნაკოლკები რა ღლეთ უნდა ჩემს ძაღლს ვერ გავიგე ???

მაქვს ძაღლის საბუთიც და საყელოზეც მიკრული მაქვს ტელეფონის ნომრები ძაღლის სახელთან ერთად !!

პოსტის ავტორი: დაქსი Apr 11 2015, 01:35

ზახარა

ციტატა(zaxara @ 11th April 2015 - 01:43) *
რეგისტრაცია , ჩიპი და განაბური ნაკოლკები რა ღლეთ უნდა ჩემს ძაღლს ვერ გავიგე ???

მაქვს ძაღლის საბუთიც და საყელოზეც მიკრული მაქვს ტელეფონის ნომრები ძაღლის სახელთან ერთად !!

სანომრე ნიშნების აღებასაც მოითხოვენ ცოტა ხაში და ტეხასმოტრსაც, და მეგობრის ძაღლს თუ წაიყვან გენ.მინდობილობა უნდა იქონიო, D.gif D.gif D.gif
ვაი ამათ პატრონს, კარგია ჩაწერასაც თუ არ მოგვთხოვენ

პოსტის ავტორი: megreli Apr 11 2015, 04:27

ციტატა(zaxara @ 11th April 2015 - 01:43) *
რეგისტრაცია , ჩიპი და განაბური ნაკოლკები რა ღლეთ უნდა ჩემს ძაღლს ვერ გავიგე ???


ამ ყველაფერს თან ერთვის გადასახადი : ))) რაღაც შემოსავლის მინიმუმი , წესიერად ვერ დავადგინე რა შემოსავლის....

ნაკოლკა გაუკეთე შენსას,ნაბულზე მდგომი ძუ სეტერი დაახატე xexe.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 11 2015, 09:14

მე როგორც გავიგეე ხვადზე -100 ლარიო. და ძუზე 500. რამდენად მართალია არ ვიცი ,მაგრამ შიგ რომ აქვთ ფაქტია .

პოსტის ავტორი: assassin29 Apr 11 2015, 09:15

megreli
ნწუ დედა დავაწეროთ გულზე D.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Apr 11 2015, 09:19

დედა აღაა მოდაში, თვალი და ცრემლიი- დედა მაპატიე ცრემლებისთვის D.gif D.gif D.gif :

პოსტის ავტორი: megreli Apr 11 2015, 10:24

kajuberi
აშკარად ჭორია,გავარკვევ და დავწერ მაგასაც newsmile05.gif) მაგდენი მართლა არაა... 10 ლარს არ ცდება მგონი

პოსტის ავტორი: kardinal84 Apr 11 2015, 10:58

ანაბრები დაგვიბრუნონ მაგას ჯობია D.gif

პოსტის ავტორი: vaxtangi lazariashvili Apr 11 2015, 17:57

ან ეგ რაში რამეში გეხმარებიან თუ რა ხდება?ისე ცოტა უნდა ძაღლის გაზრდა შენახვას რომ ახლა გადასახადი დააწესონ.

პოსტის ავტორი: jola Apr 11 2015, 21:25

ისე , შიეიძლება ტატუირება ან ჩიპი არ იყოს ცუდი newsmile045.gif ჩემი აზრით ქურდობას შეამცირებს IMHO.gif

პოსტის ავტორი: megreli Apr 11 2015, 21:48

ჩიპი უკეთესია ქურდობის შემთხვევაში, GPS-ით თუ გაკონტროლდება. ზოგადად არც ეს კანონია ცუდი,მართლაც არის საჭირო წესრიგი ქალაქის ქუჩებში,მაგრამ გასახადი მეტისმეტია ამ ეტაპზე newsmile019.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 11 2015, 21:53

ხოდა შევთანხმდეთ, რომ დასახვეწია და არა ზედმეტი რეგულაცია.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 11 2015, 22:03

არაა ჩიპი სავალდებულო, იმ მოქალაქეებს რომლებსაც ყავთ ძაღლი დარეგისტრირებული ვეტ კლინიკაში და აქვტ ვეტ პასპორტი არ ჭირდებათ არც ჩიპი და არც არაფერი, ეგ ჩიპი თავიანთი ჭკუით აქვთ გათვლილი იმაზე რომ არიქა ინფორმაციას გავიგებთ აცრილია თუ არაო. მე ვუთხარი მაგ კანონის დამწერს, ჩიპების ჩაყენება თუ გინდათ ჯერ ის მოაწესრიგეთ რომ მონაცემთა ბაზა შექმნათ თქო და ჯიპიეს სისტემაში ცარტეთ, მაგის გარეშე აზრი არ აქვს. ისიც ვუთხარი რომ ძაღლში 500 ევროს რომ ვიხდი ან თუნდაც 300 ლარს გიჟი კი არ ვარ ცოფს მოვაკვლევინო თქო. გეთანხმებიო.

ერთ რამეში დავრწმუნდი უნდათ ევროპა მაგრამ ვერ მიხვდნენ საიდან დაიწყონ. საბელით ტარებას და ალიკაპს მთხოვენ სეტერებზე და გამოსასეირნებელი ადგილები არ განუსაზღვრიათ. ამას გარდა არავინ არ იცის ვინ მოახდენს არსრულებას ამ ყველაფრის.

გადასახადზე ჯერ-ჯერობიტ არაფერი უთქვამთ.


ერტი სიტყვიტ იდიოტები არიან, თუმცა იმას ვეთანხმები რომ ძაღლის განავალში ფეხი არ უნდა ჩაადგმევინო მეზობელს და უნდა აწმინდო, ისევე როგორც ქუცაში ნაგავი არ უნდა გადაყარო.

ერთი რამის იმედი მაქვს, ის არასამტავრობოების ქალები მაგარი გიჟები არიან და ზუსტად ვიცი სახეს ააძრობენ მაგ საწყალს


ხო კიდევ მეგრელი შენ რაც გიდევს ეგ ძველი ვარიანტია მაგ კანონის, დევს უკვე ინტერნეტსივრცეში სხვა ვარიანტიც ბაბუუ

პოსტის ავტორი: jola Apr 11 2015, 22:21

ერთ რამეს ვერ ვხვდები , თუ კლუბში ვარეგისტრირებთ დართვას და მერე ლეკვებს , თუ

ციტატა(dato gagrinski @ 11th April 2015 - 23:03) *
300 ლარს
და მითუმეტეს
ციტატა(dato gagrinski @ 11th April 2015 - 23:03) *
500 ევროს

ვიხდით ლეკვში , რომელის გაზრდასაც შეუფასებელი შრომა ჭირდება, 10 ან თუნდაც 20 ლარიანი ჩიპი ან ტატუირება რატომაა პრობლემა ??

პოსტის ავტორი: megreli Apr 11 2015, 22:58

gagrinski
მადლობა ამომწურავი ინფოსთვის newsmile05.gif

ციტატა(dato gagrinski @ 11th April 2015 - 23:03) *
ხო კიდევ მეგრელი შენ რაც გიდევს ეგ ძველი ვარიანტია მაგ კანონის, დევს უკვე ინტერნეტსივრცეში სხვა ვარიანტიც ბაბუუ

რაც ბოლოს დადეს ერთ ერთ აქტიურ ჯგუფში ის დავდე მეც newsmile040.gif ბოდიში თუ შეცდომაში შეგიყვანეთ...
რაც არ უნდა იყოს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ეს მოვლენები... newsmile011.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)