თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფლეიმი _ მართვის მოწმობა

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 18 2012, 15:58

მოკლედ ქართული B კატეგორიის მართვის მოწმობის აღება გადავწყვიტე. ტარება უცხოეთში ვისწავლე და მართვის მოწმობაც უცხური მაქვს. აი იმის მერე რომ გადავწყვიტე ქართული ამეღო დაიწყო პრობლემები.......... ავტოსკოლაში რაღაც ვერვიგძენი თავი კომფორტულად რაღაც ყველა თავის საქმით იყო დაკავებული და ჩემთვის არავის ეცალა ამდენი დრო არამაქვს. წიგნები და რაღაც დისკები ვიყიდე სადაც ყველაფერი რაღაც არცმაინცდამაინც სწორად წერია. ამ დისკებში გამოსადეგი არაფერი არარის არაფერს ან არაღითვავს კომპიუტერი ან არაფერი არწერია შიგ. ზოგ საიტებზე არასწორად არის განგებ გამოცდის ტესტები დადებულიო. POLICE GE ს სერვერი გათიშულია და მოკლედ ვწვალობ რააა....... მოკლედ ყველა რჩევა გამომადგება. როგორ მოვიქცე და რავქნა ან რომელი გამოცემა წიგნი ვიყიდო ან ავტოსკოლა სად არის კარგი ერთისიტყვით HELP.......

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 18 2012, 16:05

საკანცელარიოში მიდი და ბოლო გამოშვება წიგნი მოითხოვე!მაგი არის გამცების ბილეთების იდენტურები

პოსტის ავტორი: sabo73 Jul 18 2012, 16:42

PREDATOR
თუ უცხოური მართვის მოწმობა გაქვს, შეგიძლია აქ გამოსდებზე გაუსვლელად 15 ეროვნულ ლარად აიღო ქართული მოწმობა.
მაგრამ, უნდა გაიარო სემდეგი პროცედურები:
1. აიღო იმ ქვეყანაში, მართვის მოწმობის ძირი, სადაც ჩააბარე გამოცდა.
2. ათარგმნინო ინგლისურად ( თუ უკვე ინგლისურ ენაზე არ არის).
3.მიხვალ ან სხვა მივა, იმ ქვეყნის საქართველოს საკონსულოში და დაამოწმებინებ.
4. გადმოაგზავნინებ , აქ ათარგმნინებ და დაამოწმებინებ ნოტარიულად.
5. მიხვალ საპატრულოს მომსახურეობის სერვის ცენტრში, მიიტან ჯაგარს, დაგრიხავენ თოკს და 15 წუთში მოგცემენ ჭიანჭველას......კი არა და....ეროვნულ მართვის მოწმობას.
მესმის , რომ მაინცდამაინც სასიამოვნო პროცედურა არ არის, მაგრამ თუ გაქვს ყოველივე ამის საშუალება და არ გინდა გამოცდაზე გასვლა, მაშინ სხვა გზა არ გაქვს.

ეს ყველაფერი, რომ ასეა უეჭველი ვიცი.საკუტარ ტავზე მაქვს გამოცდილი, მხოლოდ იმ განსხვავებით , რომ მე იქ, ყველა კატეგორია მქონდა, აქ კი მხოლოდ "B"


პატივისცემით მე.

პოსტის ავტორი: DATKA Jul 18 2012, 17:40

PREDATOR

sabo73ს ნათქვამის შემდეგ, ავიღებდი იმ ქვეყნის ვიზას სადაც აგ მართვის მოწმობა აიღე და იქ ვატარებდი მანქანას D.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 18 2012, 20:01

sabo73 მადლობთ ეგ მეც მითხრეს სააგენტოში მაგრამ ამ მოწმობის არც ჩაბარება მინდა და არც ეგ პროცედურები მხიბლავს. უფრო მარტივია ჩავაბარო თავიდან. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 18 2012, 21:31

აი ესეც ვიპოვე კიდო

http://forum.ge/?act=ST&f=50&t=33844296

პოსტის ავტორი: Fishman Jul 18 2012, 21:37

PREDATOR

http://prava.drive.ge/

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 19 2012, 20:04

ციტატა(Fishman @ Jul 18 2012, 22:37) *
PREDATOR

http://prava.drive.ge/



კი ნანახი მაქვს. მაგრამ მანდ ძველი ვერსია არისო და საკმაოდ ბილეთები აკლიაო. ასე მითხრეს.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 19 2012, 22:49

PREDATOR
ვაფშე რო დაიკიდო ეგ პრავა ვერა?
მომბაძე 2 წელია მანქანა მყავს და უპრავოდ დავშლიგინობ D.gif
იმედია პატრული არ კითხულობს ამ პოსტებს D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 21 2012, 12:06

შოთა.03
შენი მანქანა რა ნომერია?? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 21 2012, 12:08

შოთა.03

აი ვინც შენ გაგაბლატავა რა... დადიხარ დადიხარ ჯანდაბას, იმის მაგივრად ჩუმად იყო, იმენნა ბლატაობ და სხვასაც სისულელეს ურჩევ, მართლა რა ნომერია ერთი შენი მანქანა...

თუმცა რათ მინდა შენი თქმა, ისედაც გავიგებ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: PREDATOR Jul 22 2012, 08:04

ეს ორი წიგნი ვიყიდე თავისი დისკებით. პირველი რაც გამიკვირდა სარჩევი არცერთს არააქვს ანუ სად და რომელგვერდზე რაწერია არაა მითითებული. ორივე წიგნი იმ პრინციპითაა გამოშვებული : თუ გაიგე გაიგე და თუარა აიდარდი..... ისეთი სურათებით არის დასურათებული რომ მხოლოდ დღის შუქზე თუ გაარჩევ ან საღამოთი პროჟექტორი და გამადიდებელი დაგჭირდება ჩვეულებრივ განათებაზე არჩანს. კიდევ ერთიდაიგივე სურათზე ერთიდაიგივე ქვეთავში სხვადასხვა პასუხია მოცემული მოკლედ არმოიწყენ რაა........




ეს პირველი წიგნი შედარებით უკეთესად არის შედგენილი. ნაკლები შეცდომებით და ისეთი ქაღალდით რომ აღნიშვნის გაკეთება რომ გინდოდეს შეძლებ. ოღონდ ძველი გამოცემაა და კაი ბლომად ტესტები აკლია. აი დისკზე კი უბრალოდ არაფერი წერია. ან დაზიანებულია ან არვიცი რაღაც ჭირს.




ეს მეორე წიგნი ახალი ვერსიაა. წესით ყველა ტესტი უნდა იყოს მაგრამ რასგაიგებ. აქ უკვე გამადიდებელი და ტელესკოპიც საჭიროა დამიჯერეთ. ისეთი პრიალა ქაღალდია ფანქრით აღნიშვნის გასაკეთებლად უნდა ამოკაწრო და მერე ვეღარ წაშლი. შეცდომებიც უხვადაა. მაგალითად კითხვაზე სულ ორი პასუხი გაქვს მოცემული და ბოლოს გეუბნება სწორი პასუხია სამიო ან ოთხი მიდი შენ და იმარჩიელე რაეწერა იმ მესამე პასუხში ან საერთოდ სწორია თუარა ეს კითხვა ეს წიგნი და რადააშავე ასეთი newsmile039.gif ამ წიგნის დისკს ჩვეულებრივად აღითვავს რაღაცეებიც წერია მაგრამ არაფერი გამოსადეგი. ისეთი რაღცეები რაც არაფერში გჭირდება. არადა დისკის დანახვაზე თვალები გამიბწყინდა მეგონა როგორც საზღვარგარეთ წიგნის ციფრული ვერსია და საგამოცდო ტესტირების თუ თვითონ გამოცდის ოფიციალური ვერსია იქნებათქო. მაგრამ ნურასუკაცრავად.............

მოკლედ განწყობა მაქვს newsmile042.gif newsmile042.gif newsmile042.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 22 2012, 09:12

ბიჭებო კომპიუტერით ვისწავლე მე პოლიცია.გე ს საიტზე მართვის მოწმობის საკითხებში იგივეა ზუსტად რაც თეორიული გამოცდისას უნდა გააკეთო წიგნებს ჯობია ბევრად

პოსტის ავტორი: davit.p Jul 22 2012, 14:25

შოთა.03
შენ გაიხარე, მეც ეგრე ვაპირებ. ვსწავლობ ვსწავლოობ და მაინც ვერ მივახწიე იმ საგამოცდო პუნქტამდე.
ისე პატრული რომც იყოს ძაან არ გაიგოს შენ ხარ თუ არა იმ რომელიმე მანქანით. ასე როომ გაუჩერებელ მოძრაობას გისურვებ ძმა. newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: davit.p Jul 22 2012, 14:50

PREDATOR
ეგენი არ გჭირდება. შედი პოლის.გე-ზე იქ ნახე საჭირო ინფორმაცია. რო გახსნი ამ პანელს მერე მარცხენა მხარეს წაიკიტხე თეორიული გამოცდა. აირჩევ ენას და ეგრევე საგამოცდო ბილეთებს ხსნის. თან ისწავლი თან ნახავ რომელ საკითხებში გჭირდება ვარჯიში.
ეგ ბილეთები იდენტურია გამოცდის.

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jul 22 2012, 15:28

davit.p

ციტატა(davit papavadze @ 22nd July 2012 - 15:25) *
შენ გაიხარე, მეც ეგრე ვაპირებ

მაგას არ გირჩევ, თვარა, აგერ 2 წელია მანქანიდან მძღნერის სუნი ვერ გავიყვანე D.gif რამდენჯერ პატრულს დაინახავ იმდენჯერ ეგ სუნი დადგება დამიჯერე D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)