თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფლეიმი _ Alex Jango - ს თხზულებები

პოსტის ავტორი: ჯოლა Sep 27 2016, 21:32

Alex Jango ხაშურის შესახებ :
ხაშურში ადრე პატარა სოფელ იყო. ეხლა რომ არის გაბრწყინებული, განათებული და გადიდებული ეგრე კი არ იყო? ჰოდა ამ სოფელს ერთი არწივი ჰყავდა შემოჩვეული. იტაცებდა ეს არწივი ხან ცხვარს, ხან ბოჩოლას, ხან ქათამს და ხან თხას. ერთ დღესაც, ასეთივე მზიანი იყო ის შავბნელი დღე როგორიც დღეს არის, მოფრინდა ეს არწივი და მოიტაცა ბავშვი. დაინახა ამ ბავშვის ბიძამ ეს ამბავი, დაავლო ხელი თოფს და გაეკიდა. მიფრინავს ეს არწივი და მისდევს ეს კაცი, მიფრინავს და მისდევს. არ ეშვება. მიფრინავს და თანდათან კარგავს თვალთახედვიდან. 2 დღე და ღამე სდია კაცმა. ბოლოს დაინახა ჭაუხები. არ ჰქონდა დიდი იმედი, მაგრამ აუყვა ამ ჭაუხებს. თან ეძახდა ბავშვს: ხაშუურ, ხაააშუუურ... ხაშურა ერქვა თურმე ამ ბავშვს. ეძახის, მაგრამ კაციშვილი ხმას არ სცემს. არც ქალიშვილი. ძალა გამოეცალა ამ კაცს, ხელი ჩაიქნია, უკვე იმედიც აღარ ჰქონდა, მაგრამ ერთი კიდევ გასძახა ცრემლნარევი ხრინწიანი ხმით: ჰაააი ხაააშუუურ... და უცებ ვიღაცამ გამოსძახა: აქა ვაარ ძიააა....
ჰოდა ამიტომ დაერქვა ხაშურს ხაშური.....

https://postimage.orghttps://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimage.orghttps://postimage.org/index.php?lang=russian




Alex Jango ზესტაფონის შესახებ :
ერთ კაცს თურმე ჰყავდა 3 გოგო. ეს კაცი მშრომელი იყო, მუხლჩაუხრელად შრომობდა დღე და ღამეც. მეუღლე უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო. მესამე გოგოს მშობიარობას გადაჰყვა. დარჩა მარტო, მაგრამ არ შეუშინდა ცხოვრების ქარ-ცეცხლს და გაზარდა ეს 3 გოგო. რის ვაივაგლახით, მაგრამ გაზარდა.
ერთ დღესაც თურმე ბატონი ეახლა ამ კაცს. გოგოები მოწონებია ამ დამპალს და უთქვამს ამ კაცისთვის: ხვალ საღამოს ჩემ კაცს გამოვუშვებ ურმით. დასხი სამივე გოგო და გამომიგზავნე ჩემ კარზეო. შეეშინდა ამ კაცს. აღარც ისეთი ახალგაზრდა იყო, რომ აეღო თოფი და შიგ შუბლში დაეჭედებინა. არც გოგოების გატანება უნდოდა. გააცილა ბატონი, შემობრუნდა სახლში, დასხა თავისი გოგოები და უთხრა: სასწრაფოდ მოკრიბეთ თქვენი ტანსაცმელი უნდა გავერიდოთ აქაურობასო. ამ გოგოებსაც არა დარჩენოდათ სხვა რამ. შეფუთეს ტანსაცმელი, თუკი რამე ძვირფასი გააჩნდათ მოაგროვეს, შეყარეს ეს ყველაფერი ურემზე და დაელოდნენ დაბინდებას.
აი დაბინდდა კიდეც. კაცმა ხარებს შოლტი გადაარტყა, ''გეჩი''-ო შესძახა და მთვარის შუქზე ძაღლიც აყეფდა. მთელი ღამე იარეს. გადაიარეს ბევრი მთა. თვალი არ მოუხუჭავს არცერთს. საკმაოდ ბევრი იარეს. ამასობაში მზეც ამოიწვერა, მაგრამ მიდიოდნენ თავდაუზოგავად. მთელი დღე იარეს. იარეს. იარეს. 1 კვირა იარეს. კიდევ იარეს. მერე კიდევ მთელი კვირა იარეს. მანამდე იარეს, სანამ ხარები არ დაეცნენ და სული არ განუტევეს. ამასობაში მიდგნენ მდინარეს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ ძალიან სუფთა და კამკამა იყო, მაგრამ მოდიდებული და ცოტა გაავებული ჩანდა. ფონს ვერ პოულობდნენ. ხან ზევით ეცნენ, ხან ქვევით, მაგრამ ვერ იპოვნეს ადგილი საიდანაც გადავიდოდნენ მეორე მხარეს მშვიდობიანად.
გამწარებულმა კაცმა აღარ იცოდა რა ექნა. ბოლოს, ცაში აიხედა, გოგოებს მოუხმო თავისთან, ხელი ჩაკიდა და შესძახა: თუ ''ზე''ნამ ინება, ''სტა''ბილურად გავალთ ''ფონს''-ო. გოგოებმა შეცბუნებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ბოლოს ერთმა შებედა და ჰკითხა: რაო მამა?....
-თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს და დავიხრჩოთ. ალბათ ასე ყოფილა საჭიროო.
-ვერ გავიგეთ მამა რას ამბობ?
-თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს. რა გჭირთ დაყრუვდით თქვე მამაძაღლებოო???
- არ გვესმის მამა, ხმამაღლა გვითხარი....
კაცმა მოიკრიბა ძალ-ღონე და ისეთი ხმით დასჭექა, მდინარემ დროებით დინება შეწყვიტა.
--თუ ზენამ ინება, სტაბილურად გავალთ ფონს, თუ არა და წყალმა წაგვიღოს, წყაააააალმააააააა....
-გვესმის მამა, ლატომ ყვილი ლაა- ამოილუღლუღა ნაბოლარამ, რომელიც ''რ''-ს ვერ ამობდა.

რაღა ბევრი გავაგრძელო და გავიდნენ ფონს მამა-შვილი. გადავიდნენ მშვიდობიანად მეორე ნაპირზე და იქვე ახლოს დასახლდნენ. ცხოვრობდნენ მას მერე მშვიდობიანად. არც ბატონი ჰყავდათ და არც პატრონი. მერე გოგოები გათხოვდნენ, ეყოლათ შვილები, თანდათან გაიზარდა სოფელი, რომელსაც მამის საპატივსაცემოდ დაარქვეს ზესტაფონი (ზენა, სტაბილურობა, ფონი) მდინარეს კი რომელიც მამის ყვირილმა გააჩერა, ყვირილა....

https://postimage.orghttps://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimage.orghttps://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimage.orghttps://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 27 2016, 22:20

მაგარია მე ვიყო დავიდ დეფი
D.gif D.gif D.gif მიეცით ავტორს წერო, გალა, საბა და ვაფშე თუ რამე ლიტერატურული პრემიებია

პოსტის ავტორი: ოთო. Sep 28 2016, 06:34

small3d018.gif ისე სულ მაინტერესებდა ზესტაფონის ისტორია D.gif D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 28 2016, 08:14

ახალი მიმდინარეობაა მწერლობაში. მაგარია small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 28 2016, 08:54

ჯოლა

ვაახ შენ რა გითხარი რააა... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

ჯიდევ ვიცი ბევრი ისტორია და დროდადრო მოგიყვებით.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 28 2016, 09:01

სიამოვნებით მოვისმენდი მწერლის აზრს ქალაქ ტყიბულის დაარსების შესახებ newsmile045.gif D.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Sep 28 2016, 09:43

ჩელე
xexe.gif

მართალია ესენი ?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 28 2016, 12:04

ჩელე
მასხარა ხარ რაააა chali.png

პოსტის ავტორი: შალვა Sep 28 2016, 12:29

მაგარი ხარ ჩელე!!!
ძმობილო საჩხერე არ გამომიტოვო საჩხერე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 28 2016, 12:40

ჩელე
გერონტიჩ, ცოცხალი მემატიანე ხარ, ისეთი ვიყო რაა.....
ფოკუსებიც გეცოდინება შენ

პოსტის ავტორი: ოთო. Sep 28 2016, 15:29

ციტატა(jola @ 27th September 2016 - 22:32) *
რომელსაც მამის საპატივსაცემოდ დაარქვეს ზესტაფონი (ზენა, სტაბილურობა, ფონი) მდინარეს კი რომელიც მამის ყვირილმა გააჩერა, ყვირილა.

აუფ დამბურძგლა ტანში !..

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 28 2016, 16:26

მაცალეთ და ტყიბულიც იქნება, საჩხერეც და ჩხოროწყუც... მოვიცლი მაგისთვის... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 28 2016, 17:06

ციტატა(uiaragho @ 28th September 2016 - 09:14) *
ახალი მიმდინარეობაა მწერლობაში. მაგარია

ახალი როა კი მივხვდი მარა კონკრეტუალად რომელი ჟანრია? D.gif
ალბათ კინგივით ფანტასტიკა ჰორორი და ფენტეზია ერთმანეთში არეული

პოსტის ავტორი: ჯოლა Sep 28 2016, 17:20

ციტატა(levani mgebrishvili @ 28th September 2016 - 18:06) *
ფანტასტიკა ჰორორი და ფენტეზი

ცოტა ჰარდკორიც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 29 2016, 09:12

ფანტასტიკა ჰორორი, ფენტეზი, ჰარდკორი და ''ბაევიკი''. თითქმის ყველა ისტორიაში ბატალიებია და ბრძოლა გადარჩენისთვის.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 29 2016, 11:58

ჩელე
ცოტა ეროტიკაც გაურიე და ეგაა......

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 29 2016, 19:13

ერთი სამეფოს გვერდით იყო პატარა სოფელი, რომელიც გარშემორტყმული იყო ტყის მასივებით და ამ ტყესთან ახლოს მდებარე ტბა, მას უფრო მეტ სილამაზეს სძენდა. სოფელში საკმაოდ ბევრი ხალხი ცხოვრობდა, რომლებიც შეხმატკბილებულები იყვნენ ერთმანეთთან. სოფელში მუდმივად მშვიდობა სუფევდა. ეხმარებოდნენ ერთმანეთს, მიცვალებულებს საკადრის პატივს სცემდნენ, ადიდებდნენ მაღალ ღმერთს და იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ადამიანის გაჭირვებას ვერ ნახავდით. დაფრინავდნენ პეპლები, დადიოდნენ ჭიანჭველები და ფეხსაც კი არ ადგამდნენ, მანამ სანამ.....

იმ ავბედით დღეს, ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ლამაზი და მშვიდი სოფელი, ოდესღაც საშინელ და წარმოუდგენელ ადგილად გარდაიქმნებოდა. იმ ავბედით დღეს, ამ სოფლისთვის ცხოვრება დამთავრდა. ცხოვრება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სიმშვიდის და სიყვარულის გარანტი იყო.

დღეობას აღნიშნავდნენ სოფლის მაცხოვრებლები. ახალგაზრდობა, მოხუცები, ბავშვები მოფენილები ყოფილან ტყის პირას. ალა-ალაგ სუფრები გაშლილიყო მინდორზე. ურემში შებმული ხარები გემრიელად იცოხნებოდნენ და სიამოვნებისგან კრუსუნებდნენ. ყველა სუფრას თავისი თამადა ჰყავდა. ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ და ხმამაღლა გაჰკიოდნენ გაურკვეველ სიტყვებს. აქა-იქ შეყვარებული წყვილები თვალებს უჟუჟუნებდნენ ერთმანეთს და იმის შიშით, რომ არავის შეემჩნია, შორი-შორს იდგნენ და შორით ტრფობას მისცემოდნენ. მამაკაცები ხორხოცობდნენ და მხიარულად უჭახუნებდნენ ჭიქებს ერთმანეთს. სადღაც ცეკვავდნენ, სადღაც მღეროდნენ, სადღაც წინაპრების სადღეგრძელოს სვავდნენ და თამადას გულისყურით უსმენდნენ. ყველა სუფრის გვერდით ცეცხლი გიგზგიზებდა და კვამლისგან აცრემლებული ქალები თვალებს ისრესდნენ. თანდათან ბინდდებოდა. ბახუსის ღმერთი ზემოდან იყურებოდა და თავისთვის იღიმოდა გესლიანად. კაცებს სიმთვრალე ეპარებოდათ, ქალებს დაღლილობა, ბავშვებს ძილი და მოხუცებს ბედნიერება ამ ყველაფრის მონაწილენი რომ იყვნენ.

ტყეში ჭოტის გამაყრუებელი ხმა გაისმა თუმცა ამ კივილისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. უკვე ჩამობნელებულიყო. ყველა რაღაცას ელოდა შინაგანად. გრძნობდნენ, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც გრანდიოზული. რაღაც აღუწერელი და წარმოუდგენელი. ჭოტმა კიდევ დაიკივლა. ტბასაც რაღაც ღელვა დაეწყო. ქარი კი არსაიდან ჩანდა. ღრიანცელი გრძელდებოდა. გაჩუმებას არავინ აპირებდა, პირიქით თრობა თანდათან ემატებოდათ კაცებს და თანდათან ხმას უწევდნენ. ჭოტის ხმა კი უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. უცებ ტყიდან ნისლი გამოვარდა. ხეებმა შრიალი დაიწყეს. ტბაც თავდაუზოგავად აწყდებოდა ნაპირებს. ცეცხლიდან ნაპერწკლების კორიანტელი ავარდა, ერთად მოიყარეს თავი ნაპერწკლებმა და დიდ გროვად გადაიქცა. ხალხი გაოგნებული შეჰყურებდა ამ სანახაობას, ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა. გაქცევა არავის უფიქრია, იმდენად შოკირებულები იყვნენ. ნისლიც გაიფანტა და უცებ სილუეტი შენიშნეს ცეცხლის ალზე იქ მყოფებმა. სოფლის თავი რომელსაც ბულა-ს ეძახდნენ, სუფრიდან ადგა, 3 ნაბიჯი გადადგა და ამოილუღლუღა: ტყიური, ტყიური...

სილუეტი სოფლის თავისკენ გამოემართა. ბულას ნაბიჯი არ გადაუდგამს. სილუეტი კი უშიშრად მოემართებოდა ბულასკენ. ბულამ ხელი ჩაიყო ჩოხის უბეში და იქიდან პატარა ხმალი ამოიღო. სილუეტმა კი თავი მოიფხანა, შემდეგ გააქნია ეს თავი და იქიდან წამოსულ მტვერს სული შეუბერა. მტვერი გაიფანტა, შეიყნოსა ყველა იქ მყოფმა ადამიანმა და თვალები აუწითლდათ. თითქოს ცხოველებს დაემსგავსნენ, თითქოს ერთმანეთის მოსისხლე მტერი ყოფილიყვნენ დაერივნენ ერთმანეთს. ზოგი დანით, ზოგი ჯოხით, ზოგი ხანჯლით დარბოდა და გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს... ბოლოს, სილუეტი და ბულა დარჩნენ. შეებნენ ერთმანეთს, ხან ბულა იყო ქვემოდან და ხან სილუეტი ზემოდან. ბოლოს ბულამ თავში ჩასცხო ხანჯალი სილუეტს. სილუეტმა ხელი მოიქნია და გადააგდო ბულა. ბულამ თავი ვერ შეიკავა და იქვე დაგდებულ ხანჯალზე წამოეცვა....

ეს ამბავი ერთმა იმერელმა თავისი თვალით ნახა, რომელიც რაჭაში მიდიოდა 1 ურემი სიმინდით, რომ ლობიოზე გადაეცვალა... გავიდა დრო და ამ სოფელში ისევ დაიწყო ხალხმა ცხოვრება. სოფელს კი ტყიბულა დაარქვეს, სილუეტის (რომელმაც სოფლის თავმა ტყიური უწოდა) და ბულას ბრძოლის პატივსაცემად... დროთა განმავლობაში კი ტყიბულამ სახე იცვალა და ტყიბული გადაერქვა...

აი ასე დაერქვა ტყიბულს ტყიბული....

https://postimage.orghttps://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimage.orghttps://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimage.orghttps://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ჯოლა Sep 29 2016, 19:49

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Sep 29 2016, 20:04

წიგნი უნდა დაიწეროს აუცილებლად D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 29 2016, 20:44

ჯოლა

ხაშური და ვარძია არევია ბოვშს, დანარჩენი არაუშავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Sep 30 2016, 00:55

ჩელე
მიდი ერთი წალკაზეც მოზღაპრე რა რამე. სულ მაინტერესებდა ვინ ოხერმა დააფუძნა იმ სკვარამში. D.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Sep 30 2016, 08:18

ჩელე

შენ გაიხარე, კარგათ ვიხალისე. ველოდებით ისტორიას წალკაზე და სხვებზეც

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 30 2016, 08:54

ჩელე

საღოლ!!!

ბოლო აბზაცამდე ვერ მივხდი რომელ ქალაქზე იყო დაწერილი. კულმინაციამ გაასწორა და კიდევ ამან ,,კვამლისგან აცრემლებული ქალები თვალებს ისრესდნენ''.

D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 30 2016, 10:27

ფარცხანაყანევზეც მაინტერესებს. მგონია რომ უცხოპლანეტელებთან უნდა იყოს სოფლის სახელი დაკავშირებული. ან რაღაც კოსმოსურთან თუ ამ გვართან D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 30 2016, 11:13

ციტატა(chele @ 29th September 2016 - 20:13) *
ბულამ ხელი ჩაიყო ჩოხის უბეში და იქიდან პატარა ხმალი ამოიღო


ეს ის პირველი ნაწრთობი ხანჯალი იყო, რომელსაც შემდგომ "ბულატი" დაერქვა...

პოსტის ავტორი: თაზო Sep 30 2016, 11:54

ჩელე
არა რა, რო ხარ ხარ რა)))) ერთი ბოლნისზეც მოზღაპრე რამე კაცურად და მაღარიჩი ჩემზეა))))))))))))) ochom-dagchipos.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 30 2016, 12:48

Davitus

ციტატა(Davitus @ 29th September 2016 - 21:44) *
ჯოლა

ხაშური და ვარძია არევია ბოვშს, დანარჩენი არაუშავს


გეგონოს, აბა კიი....

ბლექ-ხასან

წლაკაზე მაგარი ისტორიაა ძალიან, მაგრამ ჯერ საჩხერე დგას რიგში.


უიარაღო

ხომ არ მოგატყუებ და ფარცხანაყანებზე მე არაფერი ვიცი, მაგრამ გავიკითხავ იქნებ ვინმემ იცოდეს.

ნუკრიMax

ვაა ეგ ნაღდად არ ვიცოდი. უნდა გადავქექო ერთი იარაღის ისტორია.

პოსტის ავტორი: ჯოლა Sep 30 2016, 19:00

რიგითობას ნუ დავარღვევთ მეგობრებო მთელი საქრთველოს ქალაქებია განსახილველი, ხოდა დაველოდოთ.

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 4 2016, 18:01

ჯერ კიდევ იმ დროს, სანამ ჯორდანო ბრუნოს დაწვავდნენ არსებობდა სახელმწიფო, რომლის შესახებაც არც ინკვიზიტორებმა იცოდნენ და არც ჯორდანო ბრუნომ. თუმცა, ჯორდანოს შეიძლება სცოდნოდა კიდეც ამ სახელმწიფოს შესახებ და არაფერს ამბობდა, ვინაიდან ჯერ ის ჰქონდა დასამტკიცებელი, რომ ბრუნავდა დედამიწა და მცდარი იყო ის აზრი, რომ ჩვენი მწვანე და ხასხასა დედამიწა სამ დიდ ვეშაპზე იდგა. მაგრამ ჯორდანო ბრუნო ისე ააგიზგიზეს კოცონზე, რომ ვერც ის დაამტკიცა დედამიწა ბრუნავდა და არც ამ სახელმწიფოზე დაუძრავს სიტყვა. მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს.
მე მინდა მოგითხროთ ამ სახელმწიფოში არსებულ ერთ პატარა სოფელზე, რომელიც დროთა განმავლობაში იქცა ბუმბერაზი კლასიკოსების და ოლიგარქების სავანედ. ეს პატარა სოფელი არაფრით გამოირჩეოდა სხვა სოფლებისგან. ჰქონდა ვაკე ადგილებიც და მადლიანი ტყეც. იყო ბევრი წყაროც და ამ წყაროებიდან გამოჟურული სხვადასხვა მდინარეები, დღესაც ავსებს შავი ზღვის აზვირთებულ ტალღებს. და ვინ იცის რას დაარქმევდნენ ამ ლამაზ სოფელს, რომ არა ერთი პატარა ამბავი.
როგორც ყველა სოფელს, ამ სოფელსაც ჰყავდა თავიკაცი, რომელსაც თავისთავად ჰყავდა ოჯახი. მოხუცებული მშობლები, მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც კი. მზე არ ამოვიდოდა ამ სოფელში ისე, რომ ამ თავიკაცს არ ელოცა და მშვიდობა არ შეეთხოვა სოფლისთვის. შემდეგ გომურისკენ გასწევდა, მოინახულებდა თავის ავლადიდებას, მოეფერებოდა ძროხებს, ჩამოწველიდა, ჩამოვარცხნიდა და მინდვრისკენ გარეკავდა, რომ ეძოვათ და საღამოს ცურგატიკნული დაბრუნებოდა სახლში. დღისით სხვა საქმეებით იყო გართული. ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, ხილი, ბოსტნეული. იდგა და დღე და ღამე შრომობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ამ თავიკაცს, მოლხენაც ძალიან უყვარდა. ყოველი თვის ბოლოს შეკრებდა თავის სოფლელებს და ერთი კარგად მოულხენდნენ ხოლმე ქალიან-კაციანად. ცხოვრობდნენ ასე სიამტკბილობაში. დრო გადიოდა, ხალხი კი თანდათან ბერდებოდა.
ერთ დღესაც თავიკაცის ეზო-კარში კივილი გაისმა. მოცვივდნენ მეზობლები, ატყდა ალიაქოთი. ეგონათ მტერი შემოესია თავიკაცის სოფელს და ზოგი ნაჯახით გარბოდა, ზოგი თოხით, ზოგი ნამგალით და ზოგიც ისტე, ხელცარიელი. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. თავიკაცის მამა გარდაცვლილა.
მოვიდა გასვენების დღეც. მოზვერი წაუქცევიათ. ღვინო კასრებიდან გადმოაქვთ. იქით კვამლზე ფხალეული ითუთქება. აქეთ ქალები კიტრს და პომიდორს რეცხავენ. ბავშვები თავისთვის ერთობიან. მაგიდები იშლება. ხალხი ზოგი ჩრდილში დგას და ზოგიც მზის გულს ეფიცხება. დროდადრო ქალების ვაივიში ისმის. ზოგი რას იხსენებს და ზოგიც რას. ამბობენ მის კაიკაცობას. ჰყვებიან მის გმირობებს. ზოგი ჩუმად ქირქილებს კიდეც ამ ისტორიების მოსმენაზე. ჩიტები კი ჟღურტულებდნენ.
გამოასვენეს. ნელ-ნელა სასაფლაოს უახლოვდებოდა პროცესია. ზოგიერთს სიმთვრალე შეჰპარვია. ქალებს ვაივიშისთვის მოემატებინათ. უფრო ხმამაღლა და გაბედულად ტიროდნენ. აი მივიდნენ საფლავამდე. დაასვენეს საწყალი კაცი. გამომშვიდობების დროც დადგა. ჯერ ქალები დაემშვიდობნენ, შემდეგ ბავშვები. უცებ ერთი კაცი გამოეყო ხალხს და შეჰყვირა:
-ვააააააი შენ თავს უბედურს ჩემო ლონგილოოზ...
სად იყო და სად არა მოტირალ კაცს ქალი აედევნა
-მეიცა კაცო სა მიხვალ?
კაცი აგრძელებდა
-ვაააი შენ თავს უბედურს ჩემო ლონგილოოოზ...
-მეეეიცა კაცო რას შობი?-მიყვება ქალი შავი თავსაბურავის სწორებით
-ვააააი შე უბედუროოო ჩემო ძმაო ლონგილოოოზ, რად დამტიე მარტო?....
თანდათან სასახლეს უახლოვდებოდა მოტირალი კაცი.
-მეეეიცა კაცო სა ეჩხირები, გამოი აქით- იხტიბარს არ იტეხდა ქალი.
-ჩვენ ხომ ერთად უნდა წავსულიყავით იმ ქვეყანაზე ლონგილოოოზ- აგრძელებდა კაცი
-გამოი აქით კაცო რას შობი, სა ეჩხირები?-ხმას მოუმატა ქალმა
-აღარ მინდა სიცოცხლე ჩემო ლონგილოოოზ, შენთან ერთად მოვდივარ ძმაოოო- და დაემხო მოტირალი კაცი ლონგილოზს, რომელსაც თუ დააკვირდებოდით სიამოვნებისგან თითქოს ღიმილი მორეოდა სახეზე.
-გამოი აქით კაცო, სა ეჩხირები?- ქალმა თითქოს სცადა ხელი წაევლო ქმრისთვის და გამოეყვანა, მაგრამ მოტირალი კაცი უკვე სასახლეზე იყო დამხობილი და აღარ ინძრეოდა. სასახლის კიდეზე კი სისხლი წვეთავდა, რომელიც მომტირალი კაცის შუბლიდან არხეინად მოედინებოდა.
-სა ეჩხირებოდა?-იკითხა თავიკაცმა....

გამოხდა ხანი. ამ ორი კაცის მეგობრობამ, სიყვარულმა და თავგანწირვამ უფრო გაამთლიანა და სულიერად გააძლიერა ეს სოფელი. ყველას მაგალითად ჰყავდა ეს ორი მიწას მიბარებული კაცი. ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის სიყვარული და მეგობრობა დაემტკიცებინა. ბავშვები, რომლებიც მრავლად იყვნენ ამ სოფელში, ერთმანეთს ბაძავდნენ. თუ ერთ ბავშვი თამაშისას წაიქცეოდა, ყველა ბავშვი სიყვარულის და მეგობრობის დასამტკიცებლად ძირს ეცემოდა. თუ რომელიმე ადამიანი დააცემინებდა, სოფელში მთელი ღამე ცემინების ხმა ისმოდა ოჯახებიდან. თუ ერთი მოხუცებული მოკვდებოდა, უმალ ყველა მოხუცი იხოცებოდა. ის კი არა, საკმარისი იყო ერთ ძროხას დაებღავლა, რომ მაშინვე მთელი სოფლის ძროხები აბღავლდებოდნენ. თავიკაცი კი დადიოდა, ხელებს ასე შვრებოდა და თავისთვის კითხულობდა: სა ეჩხირები?....

მას მერე ამ სოფელს საჩხერია დაარქვეს...

https://postimg.cc/image/bmh094jfj/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.cc/image/qjpha4wnz/https://postimage.org/index.php?lang=russian


პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 4 2016, 19:13

ვხარხარებ ochom-dagchipos.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Oct 4 2016, 21:04

ციტატა(chele @ 4th October 2016 - 19:01) *
ერთი მოხუცებული მოკვდებოდა, უმალ ყველა მოხუცი იხოცებოდა.

ვახ ჩემი newsmile035.gif newsmile01.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 5 2016, 12:16

ვიკავე თავი, ვიკავე და ზოგი ისტე ზე ცეღარ შევიკავე. მაგარია ძალიან. თხოვნა მაქვს 2 ტომს არ დასჯერდეთ და კიდევ გააგრძელოთ მოთხრობების წერა D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 5 2016, 12:52

ჩელე
ხომ გეუბნეოდი, შენი ადგილი ქალაქშიათქო...

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 5 2016, 13:56

ნუკრიMax

ციტატა(Nukry @ 5th October 2016 - 13:52) *
ჩელე
ხომ გეუბნეოდი, შენი ადგილი ქალაქშიათქო...


ბიჯო, ვიცხოვრე საბურთალოზე, მაგრამ ვერ გავჩერდი და ისევ გლდანში წავედი... ვერ ვჩერდები ქალაქში ვერა.... newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: general Oct 5 2016, 16:21

არა შენ წერაშიიიიი small3d018.gif
სულ მაინტერესებდა ამ ქალაქების წარმოშობის ამბავი შენ გაიხარე newsmile015.gif ochom-dagchipos.gif




შენა და კახეთისკენ როდის გადახვალ ჯო ? chali.png

ჩელე

გლდანმა სამშობლოს უდიდესი მწერლები გამოუზარდა სხვათაშორის ... kiss.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 5 2016, 16:45

ციტატა(chele @ 5th October 2016 - 14:56) *
ვერ ვჩერდები ქალაქში ვერა.

წმინდა ოლეგმაც მიგპეპლოს ....
D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 10 2017, 15:06

ჯოლა რომ კაცს გადაეკიდება რაა...

ძველ დროში, აი იმ დროში ჩვენ რომ არ ვიყავით ჯერ მოვლენილი ამ ტიალ ქვეყანაში, ცხოვრობდა ხალხი. ეს ხალხი შრომობდა, ომობდა, ქეიფობდა, ეძინათ, ტიროდნენ, იცინოდნენ, იმასშვრებოდნენ რომ გამრავლებულიყვნენ, იმასქნის დროს ხვნეშოდნენ, ღრმად სუნთქვადნენ და ა.შ. მოკლედ, ცხოვრობდნენ ისე როგორც ახლა ცხოვრობს ხალხის უმეტესობა. ამ ხალხში იყო 1 ოჯახი რომელიც არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, გარდა ერთისა: ამ ოჯახში ცხოვრობდა ალისა. ალისასაც ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა ბავშვობაში სანამ არ გაიზარდა, არ დაქალდა და ერთხელაც ჰოი საოცრებავ და გათხოვდა. შექმნა ოჯახი. პატარა ქორწილიც გადაუხადეს მშობლებმა და გააცილეს ქმრის სახლში.

გამოხდა ხანი. ალისას სულ მუცელი გვრიდა ხოლმე. ხშირად ეშლებოდა კუჭი და ნუ მოკლედ პრობლემები ჰქონდა თითქმის მთელი ცხოვრება. ჰოდა ერთხელაც მივიდა ექიმთან. უარა ამ ექიმმა გარშემო, უარა... აქედან შეხედა, იქიდან შეხედა.... აატრიალა, დაატრიალა და უთხრა:
-არა გენაცვალე, მე აქ ვერაფერს გავხდებიო. წადი მკითხავთან და იმას ჰკითხე რა გჭირს-ო.

რაღა უნდა ექნა ალისას? ადგა და წამოვიდა სახლში. გზაზე ერთი ქალი შეხვდა. რომ დაინახა ალისას სახე ჩამოსტიროდა, მაშინვე ჰკითხა:
-დედავ, რათ დაღონებულხარ ალისავ?..

-ესე და ესეო, ექიმმა ვერაფერი გამიგო რა მჭირს... მოკლედ ყველაფერი მოუყვა დაწვრილებით. ისიც უთხრა რომ აატრიალა და დაატრიალა.

ჩაფიქრდა მოხუცი. მარჯვენა ხელის საჩვენებელი მიიდო ტუჩთან. თვალებით იქვე მდგარ ხეს მიაშტერდა და ასე იდგა გარინდებული 5-6 წუთი. შეიძლება შვიდიც. მაგრამ არ მგონია შვიდი ყოფილიყო, იმიტომ რომ ეგ მოხუცი ქალი 6 წუთზე მეტს ვერ ძლებდა გარინდებული დგომას.

მოკლედ, უცებ თვალები აწია, თითი მოაშორა ტუჩს, შეხედა ალისას და უთხრა:
-შენ რაღაც გყავს მუცელში-ო. შეცბა უეცრად ალისა:
-რა მყავს მოხუცო ნუ გამაგიჟე-ო.
-ასე კონკრეტულად ვერ გეტყვი, მაგრამ რაღაც მოძრაობს შენ მუცელში და ის იწვევს ტკივილებს-ო.
-მოიცა მოხუცო, მოიცა. მითხარი რამენაირად რა მყავს მუცელში, ჭიაა თუ რაა-ო? რა მყავს მუცელში-ო....

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი ზუსტად თარხანას მამა იჯდა თურმე ალისას მუცელში და იქვე იქნევდა ბაგრატიონების ხმალს და ეს იწვევდა ტკივილებს. სამ წელიწადში კი თარხანის მამა, ჯარში წავიდა. ჯარში რაა ეხლა, ომში... ალისა დაქვრივდა. თარხანის მამა დაობლდა. იმ ადგილს კი სადაც მოხუცი გაირინდა, ჭიათურა დაარქვეს და დღესაც ყველას აოცებს ამ ქალაქის მცხოვრებლების ყოფიერება. სწორედ აქედან წარმოიშვა ალისა, საოცრებათა ქვეყნიდან. ისე კი ალისა ჭიათურელი იყო....

https://postimg.cc/image/m80vl4pr3/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.cc/image/91bfllu1r/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ოთო. Feb 10 2017, 18:21

ვერ გავიგე კაცო თარხანას მამა რო უქნევდა იმიტო ტკიოდა მუცელი ? chali.png

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 10 2017, 21:51

შენ მეისპე, რაღაა...

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 11 2017, 02:51

ოთო.

ციტატა(kardinal84 @ 10th February 2017 - 19:21) *
ვერ გავიგე კაცო თარხანას მამა რო უქნევდა იმიტო ტკიოდა მუცელი ?


ხო აბა ლობიო კი არ ჭამა შე კაცო და შებერილობა კი არ აქვს?... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 11 2017, 13:26

არა მგონია თარხანას მამა ყოფილიყო "ჭიაა თუ რააო" ანუ იმდენად პატარა ყოფილა რომ ჭიასაც შეადარეს. გველეშაპი ხომ არ მიზისო რომ ეთქვა მაშინ უფრო სარწმუნო იქნებოდა ეგ ვერსია ,მაგრამ მაშინ ჭიათურა აღარ დაერქმეოდა და ირევა შინაარსი. იყოს როგორც არის.

პოსტის ავტორი: ჯოლა Feb 11 2017, 18:34

უიარაღო
ეს ვერსია კი არა, ნამდვილი ამბავია მეგობარო. ვერ ხედავ , ფოტოებიც დართულია მეტი დამაჯერებლობისათვის.

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 13 2017, 09:03

ძველი ხალხისაგან ამბად გამიგია: მაგ მხარეს თურმე ძნელი ბედობა დაუდგა. სიცივე და შიმშილი გამეფებულა. ხალხმაც ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ბოლო-ბოლო საშველი რომ არ დაადგათ, ისევ იმ მკითხავს მიმართეს. მკითხავმა კი უთხრა : მოაგროვეთ რაც მჭადის ფქვილი მოგეპოვებათ , გამოაცხეთ ერთი დიდი კვერი, დააგორეთ და სადაც ის მჭადი მიგიყვანთ იქ დაბინავდითო.
მართლაც დააგორეს მჭადი და მიჰყვნენ. იგორა მჭადმა იგორა. ბევრი იგორა თუ ცოტა იგორა, ცხრა მთა გადაიგორა და გაგორდა ერთ ვაკე ადგილზე. აქ მისულებს ხელმწიფე დახვდათ თავისი ამალით. ხელმწიფე თავის ნაზირ ვეზირებით ცალკე დამდგარიყო. ხალხი კი ორ ნაწილად გაყოფილი ცხარე კამათში იყვნენ. მიადგნენ ეს ჩვენი ჭიათურელები და მესამე ჯგუფად დაბანაკდნენ.
თურმე ამ ადგილას მეფე ნადირობდა შევარდნით ხოხობზე. შევადენს კი დაუჭერია ხოხობი მაგრამ ვეღარ დაუძრავს და ორივენი ცხელ წყალში ჩავარდნილან. მოსწონებიათა დგილი და აქ დასახლება განუზრახავთ, ახლა კი კამათი იმაზე ჰქონდათ რა დაერქმიათ ამ დასახლებისათვის. ერთი ნაწილი ხალხის გაიძახდა ხოხობეთი დავარქვათო, მეორე ჩაფუფქულიო. მესამე ჯგუფად დამდგარ ჭიათურელებს კი სულ არ ადარდებდათ ეს კამათი. მათ ის თბილი სიო აკვირვებდათ რომელიც ამ ცხელი წყ**ბიდან უბერავდა.
გაგზავნა ხელმწიფემ თავისი ნაზირ-ვეზირები : აბა გამიგეთ ვის რა ვერსია აქვს. რა სურს ჩემ ხალხსო.
პირველი ჯგუფი მეფეთ მეფეო, მოახსენეს ნაზირ ვეზირებმა, ხოხობეთს გაიძახისო, მეორე ჯგუფი ჩაფუფქულსო. აი ის მესამე უცხო ხალხი, უცნაურ დიალექტზე რომ საუბრობენ, ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ მაგრამ "თბილი სიო" დომინირებს მათ დიალოგშიო.
ბედად ამ დროს ხელმწიფისკენაც დაუბერა ამ დალოცვილმა ნიავმა, გაუნათდა გონება მასაც და თვალზე სიხარულის კურცჰაარი ჩამოუგორდა. ახლა ზოგი შემეკამათება ეგ კურცჰაარი კი არა კურცხალიაო მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. კურცხალი ძაღლის ჯიშს ჰქვია რომელიც მოკლე თმით გამოირჩევა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ მადლიერმა ხელმწიფემ ჭიათურელებს უბოძა მიწა მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. (ამ მდინარეს მოგვიანებით მტკვარი ეწოდა, თუ როგორ და რანაირად ჩემთვის ჯერკერობით უცნობია. იმედია თუ ვინმეს მოგეპოვებათ ვერსია და გაგვანდობთ) . დასახლდნენ და მოშენდნენ აქ ეს მრავალ ჭირნახული ხალხი. ისე კარგად მოეწყვნენ რომ რამოდენიმე თვეში სიმსუქნისაგან ყველას შარვლები უბეებში შემოეხათ. დაუკერებენ მეუღლეები მაგრამ ისევ იხევა.
დიდ საგონებელში ჩავარდნენ და ეს პრობლემა დღესაც გადაუჭრელი იქნებოდა რომ არა ერთი გამორჩეული, ნიჭიერი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ყარაჩოღოლა. მისი ნიჭიერების საიდუმლო იმაში მდგომარეობდა რომ იდეები ტრანში შესვლით მოსდიოდო. ამჯერადაც მიიღო ჩვეული პოზა და შევიდა ტრანსში. დაჭიმა კუნთები-მოადუნა, დაჭიმა-მოადუნა და ბოლოს აღმოხდა წუთნახევრიანი ოოოოო..
ოოო-ო მიმართა ხალლხს. მე თქვენ გაგიკეთებთ დიდ უბესო...
დაახლოებით ამ სტილში

პოსტის ავტორი: ოთო. Feb 13 2017, 16:07

ციტატა(uiaragho @ 13th February 2017 - 10:03) *
კურცჰაარი კი არა კურცხალიაო


საბუთები თუ ქონდა ნეტა ?

ციტატა(uiaragho @ 13th February 2017 - 10:03) *
შევადენს კი დაუჭერია ხოხობი


აქვე მივაწერ კერძო მეურნეობაში თორე ხოხობზე ნადირობა მაშინაც აკრძალული იყო.

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 15 2017, 12:29

უიარაღო

ციტატა(uiaragho @ 11th February 2017 - 14:26) *
არა მგონია თარხანას მამა ყოფილიყო


ეს ისტორიული ფაქტია მეგობარო. თუ არ გჯერა, შეგიძლია ქართლის ცხოვრებაში ამოიკითხო. მე არაფერს ვიგონებ.

რაც შეეხება ჭიას, არსებობს დიდი და პატარა ჭია, მაგრამ ორივეს შეუძლია მოგაყენოს როგორც დიდი სიამოვნება (მაგალითად თევზაობისას) ისე შეუძლია ტკივილიც მოგაყენოს (ალისას შემთხვევაში)

ახლა შენ რაც მოყევი, ეგ სადღაც გამიგია. ბებიაჩემი მყვებოდა ხოლმე ისტორიებს და მსგავსი მახსოვს რაღაც. მაგრამ ის არ მახსოვს, ჭიათურელებზე იყო თუ სხვებზე. გამიხარდა, რომ გამახსენე. ეგ ამბავი ალბათ ჩემი მოყოლილი ამბის მერე მოხდა ხო?

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 16 2017, 09:14

ჩელე

შენმა ისტორიამ გამახსენა ეს ამბავი, რომელიც ამ 200-300 წლის წინ მომიყვა ერთმა 1200 წლის მოხუცმა პირველ პირში, ანუ მომსწრე იყო ამ ისტორიის.

პოსტის ავტორი: შალვა Feb 20 2017, 14:49

ციტატა(ჩელე @ Oct 4 2016, 18:01) *
ჯერ კიდევ იმ დროს, სანამ ჯორდანო ბრუნოს დაწვავდნენ არსებობდა სახელმწიფო, რომლის შესახებაც არც ინკვიზიტორებმა იცოდნენ და არც ჯორდანო ბრუნომ. თუმცა, ჯორდანოს შეიძლება სცოდნოდა კიდეც ამ სახელმწიფოს შესახებ და არაფერს ამბობდა, ვინაიდან ჯერ ის ჰქონდა დასამტკიცებელი, რომ ბრუნავდა დედამიწა და მცდარი იყო ის აზრი, რომ ჩვენი მწვანე და ხასხასა დედამიწა სამ დიდ ვეშაპზე იდგა. მაგრამ ჯორდანო ბრუნო ისე ააგიზგიზეს კოცონზე, რომ ვერც ის დაამტკიცა დედამიწა ბრუნავდა და არც ამ სახელმწიფოზე დაუძრავს სიტყვა. მაგრამ ამაზე სხვა დროს იყოს.
მე მინდა მოგითხროთ ამ სახელმწიფოში არსებულ ერთ პატარა სოფელზე, რომელიც დროთა განმავლობაში იქცა ბუმბერაზი კლასიკოსების და ოლიგარქების სავანედ. ეს პატარა სოფელი არაფრით გამოირჩეოდა სხვა სოფლებისგან. ჰქონდა ვაკე ადგილებიც და მადლიანი ტყეც. იყო ბევრი წყაროც და ამ წყაროებიდან გამოჟურული სხვადასხვა მდინარეები, დღესაც ავსებს შავი ზღვის აზვირთებულ ტალღებს. და ვინ იცის რას დაარქმევდნენ ამ ლამაზ სოფელს, რომ არა ერთი პატარა ამბავი.
როგორც ყველა სოფელს, ამ სოფელსაც ჰყავდა თავიკაცი, რომელსაც თავისთავად ჰყავდა ოჯახი. მოხუცებული მშობლები, მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც კი. მზე არ ამოვიდოდა ამ სოფელში ისე, რომ ამ თავიკაცს არ ელოცა და მშვიდობა არ შეეთხოვა სოფლისთვის. შემდეგ გომურისკენ გასწევდა, მოინახულებდა თავის ავლადიდებას, მოეფერებოდა ძროხებს, ჩამოწველიდა, ჩამოვარცხნიდა და მინდვრისკენ გარეკავდა, რომ ეძოვათ და საღამოს ცურგატიკნული დაბრუნებოდა სახლში. დღისით სხვა საქმეებით იყო გართული. ლობიო, სიმინდი, კარტოფილი, ხილი, ბოსტნეული. იდგა და დღე და ღამე შრომობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ამ თავიკაცს, მოლხენაც ძალიან უყვარდა. ყოველი თვის ბოლოს შეკრებდა თავის სოფლელებს და ერთი კარგად მოულხენდნენ ხოლმე ქალიან-კაციანად. ცხოვრობდნენ ასე სიამტკბილობაში. დრო გადიოდა, ხალხი კი თანდათან ბერდებოდა.
ერთ დღესაც თავიკაცის ეზო-კარში კივილი გაისმა. მოცვივდნენ მეზობლები, ატყდა ალიაქოთი. ეგონათ მტერი შემოესია თავიკაცის სოფელს და ზოგი ნაჯახით გარბოდა, ზოგი თოხით, ზოგი ნამგალით და ზოგიც ისტე, ხელცარიელი. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. თავიკაცის მამა გარდაცვლილა.
მოვიდა გასვენების დღეც. მოზვერი წაუქცევიათ. ღვინო კასრებიდან გადმოაქვთ. იქით კვამლზე ფხალეული ითუთქება. აქეთ ქალები კიტრს და პომიდორს რეცხავენ. ბავშვები თავისთვის ერთობიან. მაგიდები იშლება. ხალხი ზოგი ჩრდილში დგას და ზოგიც მზის გულს ეფიცხება. დროდადრო ქალების ვაივიში ისმის. ზოგი რას იხსენებს და ზოგიც რას. ამბობენ მის კაიკაცობას. ჰყვებიან მის გმირობებს. ზოგი ჩუმად ქირქილებს კიდეც ამ ისტორიების მოსმენაზე. ჩიტები კი ჟღურტულებდნენ.
გამოასვენეს. ნელ-ნელა სასაფლაოს უახლოვდებოდა პროცესია. ზოგიერთს სიმთვრალე შეჰპარვია. ქალებს ვაივიშისთვის მოემატებინათ. უფრო ხმამაღლა და გაბედულად ტიროდნენ. აი მივიდნენ საფლავამდე. დაასვენეს საწყალი კაცი. გამომშვიდობების დროც დადგა. ჯერ ქალები დაემშვიდობნენ, შემდეგ ბავშვები. უცებ ერთი კაცი გამოეყო ხალხს და შეჰყვირა:
-ვააააააი შენ თავს უბედურს ჩემო ლონგილოოზ...
სად იყო და სად არა მოტირალ კაცს ქალი აედევნა
-მეიცა კაცო სა მიხვალ?
კაცი აგრძელებდა
-ვაააი შენ თავს უბედურს ჩემო ლონგილოოოზ...
-მეეეიცა კაცო რას შობი?-მიყვება ქალი შავი თავსაბურავის სწორებით
-ვააააი შე უბედუროოო ჩემო ძმაო ლონგილოოოზ, რად დამტიე მარტო?....
თანდათან სასახლეს უახლოვდებოდა მოტირალი კაცი.
-მეეეიცა კაცო სა ეჩხირები, გამოი აქით- იხტიბარს არ იტეხდა ქალი.
-ჩვენ ხომ ერთად უნდა წავსულიყავით იმ ქვეყანაზე ლონგილოოოზ- აგრძელებდა კაცი
-გამოი აქით კაცო რას შობი, სა ეჩხირები?-ხმას მოუმატა ქალმა
-აღარ მინდა სიცოცხლე ჩემო ლონგილოოოზ, შენთან ერთად მოვდივარ ძმაოოო- და დაემხო მოტირალი კაცი ლონგილოზს, რომელსაც თუ დააკვირდებოდით სიამოვნებისგან თითქოს ღიმილი მორეოდა სახეზე.
-გამოი აქით კაცო, სა ეჩხირები?- ქალმა თითქოს სცადა ხელი წაევლო ქმრისთვის და გამოეყვანა, მაგრამ მოტირალი კაცი უკვე სასახლეზე იყო დამხობილი და აღარ ინძრეოდა. სასახლის კიდეზე კი სისხლი წვეთავდა, რომელიც მომტირალი კაცის შუბლიდან არხეინად მოედინებოდა.
-სა ეჩხირებოდა?-იკითხა თავიკაცმა....

გამოხდა ხანი. ამ ორი კაცის მეგობრობამ, სიყვარულმა და თავგანწირვამ უფრო გაამთლიანა და სულიერად გააძლიერა ეს სოფელი. ყველას მაგალითად ჰყავდა ეს ორი მიწას მიბარებული კაცი. ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის სიყვარული და მეგობრობა დაემტკიცებინა. ბავშვები, რომლებიც მრავლად იყვნენ ამ სოფელში, ერთმანეთს ბაძავდნენ. თუ ერთ ბავშვი თამაშისას წაიქცეოდა, ყველა ბავშვი სიყვარულის და მეგობრობის დასამტკიცებლად ძირს ეცემოდა. თუ რომელიმე ადამიანი დააცემინებდა, სოფელში მთელი ღამე ცემინების ხმა ისმოდა ოჯახებიდან. თუ ერთი მოხუცებული მოკვდებოდა, უმალ ყველა მოხუცი იხოცებოდა. ის კი არა, საკმარისი იყო ერთ ძროხას დაებღავლა, რომ მაშინვე მთელი სოფლის ძროხები აბღავლდებოდნენ. თავიკაცი კი დადიოდა, ხელებს ასე შვრებოდა და თავისთვის კითხულობდა: სა ეჩხირები?....

მას მერე ამ სოფელს საჩხერია დაარქვეს...

https://postimg.cc/image/bmh094jfj/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.cc/image/qjpha4wnz/https://postimage.org/index.php?lang=russian



მას მერე ამ სოფელს საჩხერია დაარქვეს...
ვიტირე ჩემი კაი newsmile039.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჯოლა Aug 27 2018, 23:03



ჩელე

შენი წყარო რას ამბობს?

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 30 2018, 08:59

მოვუსმინე მაღლაკიზე და ასე მგონია რაღაცას მალავენ, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება.

დაბლა მაკოცეო მე მგონი ახლებურად სთხოვდა ის ბიჭი და ზუსტად მაგაზე უპასუხებდა ის გოგო "დაბლა ვერ გაკოცებ და მაღლა კი"-ო. ანუ ახლებური სეხსის წინააღმდეგი ვარო. მე ასე მგონია და ია ვიცი ...
ასე რომ არ იყოს და "დაბლა" გეოგრაფიული მნიშვნელობით ეხმარა (და არა ანატომიური) რა მნიშვნელობა ექნებოდა მდინარის პირას აკოცებდა თუ მაღლა გორაკზე?

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 30 2018, 11:19

არ ვიცი არ ვიცი ჩელეც არ მოდის სიმართლე რო გვითხრას.

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 30 2018, 13:26

მაცალეთ და გაგცემთ პასუხს. ნუ ხართ სულსწრაფები..... ბიჯოოოს?...

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 23 2018, 10:29

სადახარ ძმაო რახდება შემოგაკლდა მასალა თუ რაარი ველოდებით ხალხი ახლა ამბებს..

პოსტის ავტორი: უიარაღო Nov 24 2018, 09:26

შემოქმედებითი კრიზისი აქვს ეტყობა D.gif ხდება ხოლმე. ხელოვან ხალხს ახასიათებს ...

პოსტის ავტორი: ოთო. Nov 24 2018, 14:17

არ დაუფასეთ და მიატოვა წერა.

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 21 2019, 21:20

ახალი არაფერი მოგიზღაპრია ??

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 21:27

მოგესალმებით მეგობრებო
მაპატიეთ რომ დიდი ხანი არ ვჩანდი. მქონდა ამის სერიოზული მიზეზი. მაგრამ მე თქვენთან ვარ. მადლობელი ვარ დაფასებისთვის. ეს ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. ეს მაძლიერევს და მძენს ძალას და მაღებინება ხელში კლავიატურას. ამ დღეებში აუცილებლად მოგართმევთ ახალ ლეგენდებს და ამბებს წარსულიდან. დროებით გემშვიდობებით. მალე შევხვდებით. დამელოდეთ...

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Mar 21 2019, 23:19

მუდამ თქვენი ნიკო კეცხოველი?..

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 23:23

ნამდვილად. უმაგისობა არ გამოვა. გკოცნით და გეხვევით თქვენი, ნიკო კეცხოველი...

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 22 2019, 07:01

ტრაილერი მაინც დადე კაცო დავიღალე ამდენი ლოდინით.

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 22 2019, 09:18

ტრაილერი აქ არ დაეტევა...

თორე კი ვიფიქრე...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)