ამ თემაში დავცეროთ მონადირეების და მეთევზეების ტყუილები რაც განაგონი გვაქვს. ნოსო შენებურად შეუბერე მიდი :D :D :D
ძმაკაცმა დამპატიჟა საგვიჩიოში სანადიროდ , ვნადირობ და ვნახე კოდალას ვესროლე და ჩამოვარდა ქვევით ყოფილა კურდღელი დაესო ნისკარტით და 1 სროლიტ 2 ნადავლი მოვკალი
..........ჩაძირულია ეს თემა და ამოქაჩეთ რააა, მონადირეები ხართ ბოლო-ბოლო........... თქვით არ მოგერიდოთ..........
მე ვიტყვი ერთ მაგარ ტყუილს:"ნოსო"!_აი ჩემი ტყუილი
ახლა ნუზედმეტობთ
ღმეღთია მოწმე
ჩიქო
გეიხარე ნოსო, ვხუმრობ ხო იცი
კი კაცო მაგრამ მეც ვთქვი სიმართლე
შარშან იხვი კი იყო მაგრამ მე რო გავედი არაფერი არ იყო ვიარე დზაან ბევრი კაროჩე წელამდე ტალახში მივდიოდი წყალიც კი კი ჩამივიდა, გავიხედე იხვი მოფრინავ ჩაუჯექი მუხლებზე და ძლივს მოვკალი
levana90
ეს ეხლა მოიფიქრე თუ მართლა ესე ქენი ჰა?
levana90
ჩაგთვალა.............
ხოდა რა ხდება ეხა! სანადიროთა ვართ რაა მე და ჩემი ძაღლუკა რეი ტარიბანაში! წითელი ხიდიდან გადავედით ფეხით, ხოდა კურდ
ღელი გამიხტა ფეხებიდან ასე 150 -200 მეტრში, ხოდა ვესროლე მარა რა ვესროლე! ჩემ თოფს კიდე იმსიშორეზე მიაქ პატარძალს არ ატანენ კაცს მაგ სიშორეზე., ხოდა მოხვდა მარა რა მოხვდა და დეეცა ეს კურდღელი და მეთქი მოკვდა მარა არაა თურმე სულს ითქვამს ეს შობელძაღლი ხოდა ვესროლე მეორე მესამე მეოთხე და ასე შემდეგ... და რო მივედი სანახავად ბიჯოს რას ვზედავ პირში რაღაც მოუჩანს ტო!!
ვნახე და ქაღალდის ნაგლეჯი უდევს პირში გავშალე და რა წერია არ იტყვით,??? რას მერჩოდი hunter777 რა დაგიშავეო!! ეგრე იყო ზუსტად! ააა ჩემმი ულაში თუ არ გჯერათ!!!
ერთი 3 წლის წინ ახლობელმა წამიყვანა ფოთში სანადიროდ, იქ რო ჩავედით ერთი მოხუცი კაი კაცი დაგხვდა თეგო ძიად გამეცნო და იმან იკისრა ჩვენი მეგზურობა,მაგარი ადგილები გვაჩვენა და ერთი სიტყვით მაგრა ვისიამოვნეთ იმან როგორც მასპინძელმა ჩვენ დაგვითმო უპირატესობა და მეტი იხვი მოგვაკლევინა,თითონ ასე ალბად 40 ცალამდე მოკლა და მე57 ცალი გამომივიდა რომელიც კოლხეთის ტყეპარკში 7 კილომეტრი ვატარე ზურგით ჭაობებში თანაც
უფ შენც თამაზი ბიძიას წყალი გადაგსხმია
hunter777
.....ჩაგეთვალა....... ისე რა მიკვირს იცით? მამაჩემი მონადირეა და მისგან მსგავსი არ გამიგია, რა გამოდის? მამაჩემი მონადირე არ არის???.............. ან ძალიან ალალი მონადირეა............
http://www.radikal.ru ეს იხვები სულ დონ ოთარმა მოკლა ალბათ დონი არ მიწყენს
ბექარი19
......... გაწყვიტეთ ხოო, გაწყვიტეთ, რა გედარდებათ რაა??................
........... რა იყო კაცო, ტყუილები გამოგელიაათ???.............. აჰააა მე დავწერ ერთ ტყუილს მაშინ.
.......... სიონზე ვიყავით მე და მამაჩემი ერთხელ, მაშინ ალბათ ასე 10 წლის ვიქნებოდი, ღამისთევით ვიყავით წასულები, მაშინ მამაჩემს იჟ-3 მოტოციკლეტი ჰყავდა კალიასკიანი, ხოდა მოკლედ წავედით, წავიღეთ შნურები, ანკესები და ინდაურების ფერმის ზემოთ დავბანაკდით, მამაჩემმა ჩაყარა შნურები, (მე მანამდე ღორჯოები დავიჭირე) ნახერხის ჭიებიც გვქონდა წაღებული და დავიწყეთ თევზაობა როგორც ასეთი. შამაია დავიჭირეთ ბლომად, მოსაღამოვდა კიდეც და დავწექით დასაძინებლად, მანამდე შეამოწმა მამაჩემმა ეს ჭნურები, რამე ხომ არ გამოებაო, მაშინ ზარების მუღამი არ იყო, ტალახს მოაბამდა ხოლმე ძუას და ისე იგებდა თუ რამე იყო ზედ, დოდა ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავწექით და დავიძინეთ, ალბათ 2 საათში მესმის მამაჩემის ხმა და უცბაშად წამოფრინდა სპალნიკიდან და გარბის ტბვისკენ ფარნით ხელში, მეგონა გაგიჟდა ეს კაცი რა მოუვიდა რა დაემართა, თუ თავის მოკვლა უნდოდა რაღა აქ იკლავს სხვა ადგილი ვერ ნახა მეთქი და რა ვიცი კიდევ რა ვიფიქრე და ამასობაში მესმის ყვირილი სანდროოო საჩოკი წამოიღე დროზეოოოო და წამოვფრინდი მეც. მოკლედ: დაახლოვებით მთელი 45 წუთი ვეჩალიჩეთ ამის ამყვანას და ძლივს მოვიდა ნაპირამდე ეს დალოცვილი, მოვიდა და რა მოვიდააააა, დელფინი გეგონებოდა...... მეორე დღეს რომ ავიტანეთ სახლში, ვანაში რომ ჩავაგდეთ თითქმის ვანისხელა იყო ეს ჯადაოზი, კობრი იყო, გემრიელი კი იყო ძალიან, მთელი 2 დღე ქეიფობდნენ სამეზობლოში, ფხა ჰქონდა პასტის სიგრძის დაახლოვებით, მოკლედ: რაც იყო იყო, კარგი კი იყო რააა.............
........... ხო კარგი ამბავი იყო? ნაღდია გეუბნებით თქვენ, იქ ვიყავი და კარგად მახსოვს........... ათეისტები და იეღველები არ გამომეხმაურონ.........
მე მჯერა ჩელე
ნოსო
შენ რომ გჯერა ეგ ამბავი მეც ვიცი და მართლა ნაღდია, ვიცი მე შენ საით უქცევ საუბარს
ვიტო
........შენ ნუ ხარ იეღოველი გაიგეეე???..............
ერთი კაცი მიყვება, მონადირე, ნომერში ვიჯექიო, სიგარეტს ვეწეოდიო , დათვი მომეპარა , ყურში ამიწია და მითხრა, მეგობარო ტყეში სოგარეტს რატო ეწევიო და მეც ჩავაქრე, რა მექნა, თავს ხო არ მოვაკვლევინებდიო
ბაბუაჩემმა კაჟიანი თოფი დამიტოვა, 6 მამალი ინდაური ეტეოდა ლულაზე
ერთ წელისწადს ბეღურა მოვკალი მეტრა-ნახევარი ფრთები ჰქონდა, რომ შევწვი 22-ლიტრიანი შტოფი ქონით გავავსე
მურა დათვი
....... ეხლა წარმოვიდგინე რომ მართლა მოუვიდეს ვინმეს მსგვსი რამ. მაგარია ძალიან..........
კარგები იყო, კიდევ გეცოდინებათ .........
შოკოკო9
აი ეს მართლა ტყუილია საღოლ
შოკოკო9
ჩაგეთვალა.........
...ერთხელ სანადიროდ ვიყავი და დავიკარგე, გზა ამერია და დავწანწალებდი ტყე-ღრე, ხოდა ამ წანწალში დათვი გადამეყარა გზად, თოფი კი მქონდა, მაგრამ რად გინდა? გატენილი არ მქონდა, გავჩერდი და და ლულა გადავხსენი თუ არა ხმა მესმის: არ გინდა კაცო, რად გინდა რომ ტენი, გიშავებ რამესო??........ თავი რომ ავწიე, დათვი ქვაზე იყო ჩამომჯდარი და სიგარეტს იღება ჯიბიდან.
-,,შენ ის გირჩევნია, ასანთი მომაწოდოო,,
ჩავიყავი ჯიბეში ხელი და ინსტიქტურად გავუოდე ასანთი დათვს.
-,,ჯიგარი ხარ,,-ო მითხრა დათვმა.
მე კი გაშტერებული ვიყავი და ადგილიდან ვერ ვიძვროდი.
-,,აქ საიდან მოხვედი, აქ რა გინდა შე კაი კაცოო?? მე ვუთხარი ტყეშიდან მეთქი...
- დაიკარგე არაო?? გაეცინა......
-ხო მეთქი.
-ეეხ შენ რა გითხარი, რანაირად აგებნა გზაო?
- აბა მე რა ვიცი მეთქი?......
უცებ ტოტების მტვრევის ხმა შემომესმა, ეს დათვი წამოხტა და მეხვეწება:
-თუ ძმა ხარ ეს სიგარეტი გამომართვი, ჩემმა ქმარმა არ იცის რომ ვეწევი და რომ გამიგოს მომკლავსო.
გამოვართვი რაღა გაეწყობოდა. გავიხედე და რას ვხედავ? იმხელა დათვი იყო რომ გული გამისკდა და რომ დამინახა ისეთი იღრიალა რომ ფეხებშუა სისველე ვიგრძენი..............
რომ გამეღვიძა დედაჩემი მედგა თავზე და სველ ტილოს მადებდა შუბლზე. სიცხე მქონია 41.......... ძალიან გამიხარდა რომ სახლში ვიყავი, სიცხე მქონდა და რომ ფეხებშუა სისველესაც ვგრძნობდი..........
საღოლ მაგარია
ჩელე
დედალმა დათვამა სხვა მოთხოვნებიც იცის და კიდე კაი ქმარმა მოგისწრო თორე .........
BEK_M
ეეეეეეე ისევ მეეე რაააა....................
......... წუხელი ჯექსონი დამესიზმრა და ასე მითხრა: ტყუილია მაი რასაც მიბაზრებენო, არ დაიჯერო და ,,რუჩკებს,, არ ენდოო, ხოოო კიდევ: მე არ მოვკვდი, უბრალოდ გარდავიცვალეო, აბა ამ ქვეყანას ხომ არ გამოვეკერებოდი ყვავივთო და ჩხიკვთა ქორწილიდან ყვავის არია იმღერა და ხაჭაპურის ჭამა-ჭამით გამშორდა........... მე კი ვიდექი და ვფიქრობდი: ნეტა საბანი კარგად თუ მეფარა მეთქი................
ნეტავ მეც დამესიზმროს ჯექსონი, რაღაც სათქმელი მქონდა და ვერ მივუსწარი
SMS გაუგზავნე, მე ცალმხრივად ვარო.............. მაგრამ ხომ ჩართავს ოდესმე?..........
მტკვარში გუშIნ 10 კილოიანი ლოქო დავიჯირე
CECEIRON
მართლა?მაშინ აქ რატომ წერ კაცო ,დადევი მის ადგილას ეს პოსტი და ფოტოც მოაყოლე
ნოსო
რა გულუბრყვილო ხარ რა
მე კურდღელს კურდღელი მოვაკვლევინე - როგორ მოხდა? მე გეტყვით ახლა როგორ მოხდა:
ნადირობისას შევისვენე, თოფი მიწაზე დავდე და მეც შორიახლო წამოვწექი ჩრდილში. მარტო ვიყავი, ვერც ვერაფერი მოვინადირე, ძაღლიც ჩემზე დაღლილი იყო ასაკის შესაბამისად და მოკლედ ვიყავი ასე მოწყენილ-გაუბედურებული. ამ დროს ბუჩქებიდან კურდღელი გამოვარდა, რომელმაც რაღაც ორიოდ მეტრში ისე ჩამირბინა, რომ ვერც შემამჩნია. ორიოდ წამში მეორეც მიყვა. ამ მეორე კურდღელმა კიდევ უფრო ახლოს ჩამიქროლა და ზედ ჩემ თოფს დაახტა....გავარდა თოფი...თურმე ნუ იტყვი, დამცველი ჩაკეტილი არ მქონია...ეს ყველაფერი წამის მეასედში დატრიალდა...კურდღელი რომელიც თოფს დაახტა, შეხტა შიშისგან და გვერდზე გაიქცა თავქუდმოგლეჯილი..მაგრამ წინ რომ გავიხედე, მისი მეგობარი აყირავებული და მოფართხალე დავინახე. თვალებს არ ვუჯერებდი. ვიფიქრე, ეპილეპსია ამ საცოდავებსაც ემართებათ თურმე-თქო...აბა რას ვიფიქრებდი, თუ მისივე მეგობარი ჩემი თოფით მოუსწრაფებდა სიცოცხლეს!
გადარჩენილხართ შენც და ძაღლიც...კურდღლებს უფრთხილდით.....
მეორე კვირას მაგ ადგილებში უთოფოდ გავისეირნე და შორიახლო ძეძვებიდან შავებში ჩაცმულმა ყურცქვიტამ გაიელვა..
ძაღლმა ნახევარ საათს რომ სდიოს კურდღელს დადგებიან და იძახიან ხოლმე მტელი დღე სდიაო
მონადირე
მეორე კვირას მაგ ადგილებში უთოფოდ გავისეირნე და შორიახლო ძეძვებიდან შავებში ჩაცმულმა ყურცქვიტამ გაიელვა..
ნამდვილი ამბავია .ერთ ადამიანს მეძებარი ჰყავდა . მოკლედ ეს ძაღლი წყალში კი შედიოდა მაგრამ რად გინდა დასუნავდა იხვს და არ გამოჰქონდა . ერთ დღესაც ამ კაცის მახლობლად თბილისელი მონადირეები ნადირობდნენ მათ იხვი ჩამოაგდეს ძაღლმა დაინახა და როგორც სჩვეოდა წყალში შეცურა მიუახლოვდა თუ არა ეშმაკმა პატრონმა ნაპირიდან დაუძახა ჯესი ეგ სხვისია არ წამოიღოო. ძარლმაც დასუნა და წამოვიდა. მოკლეთ იმ დღისით იმდენს ეხვეწნენ ის მონადირეები იმ კაცს რომ კაი ფასად იყიდეს ეს ძაღლი
aragveli
საღოლ
aragveli
საწყალი მონადირეები ალბათ ყოველ ნადირობისას ჩვენია შე დედა მ....ო გამოიტანე უყვიროდნენ
კიმარა რა ეესროლა მუხა
კიდევ იგივე მონადირემ რა მომიყვა:თურმე წასულან იორმუღამლოზე სანადიროდ(მწყერზე) და რო მივედით მინდორში ველოდებით როდის გათენდებაო.ამ ლოდინში და ლაპარაკში გაიჩითა აზერბაიჯანელი მწყემსი თავის ფარასთან ერთადო და მიდის დიალოგი:
-სალამ აი კარდაშ....(ეუბნება ჩვენიანი)
-სალამალეიქუმ....(უთხრა მწყემსმა)
-აი კარდაშ ბლდრჩი(მწყერი) ვარ?.....(ჩვენი ეკითხება)
-ვააააარ(ვარ ანუ "არის?") უთხრა მწყემსმა
ვააა გაუსწორდათ ჩვენებს,იფიქრეს გვინადირია დღესო
მერე ეკითხებიან:
-დოვშან(კურდღელი) ვაარ?.....
-ვააააარ..... (უთხრა მწყემსმა)
ვააა ვაბშე გაუსწორდათ თურმე ამათ(ანუ ჩვენებს )
და ეხლა ფიქრობენ რა უთრათ ისეთი,თან რო გავიღადაოთო და კითხეს:
-ა ჟირაფ ვაარო?....
იმასაც უფიქრია უფიქრია,ვერ მიმხვდარა რა არის ჟირაფი და ალბათ გაიფიქრა ერთი ამათ მოვიშორებ ეხლა თავიდანო და უთხრა:
-ვაარ ნო მალა-მალაო
პ.ს. ასე აღმოჩნდა რო კახეთის მინდვრებში ჯირაფები ბინადრობენ
ჰერცოგი997
არა,ნარეზნოის ესროდა რამეს რა.
ნუ იმანაც ესე მოყვა: (ოღონ არ იფიქროთ რო ეს ახალი ამბავია.არა.ეს მოხდა ადრე,კომუნისტების დროს,როცა ღორზე დაშვებული იყო ნადირობა ) ვზივარ ნომერშიოო,გაიჩითა ღორიოო,ვესროლეოოო და დავაგდეოოო.ატბოი დავიძახე და მივედი ღორთანო.მივედი და რას ვხედავო,ჩემი მოკლული ღორი გდია და გვერდზე უწევს უფრო პატარა ღორიო.ვიკითხე ხო არავის გისვრიათ კიდეო და ყველამ თქვა არაო!!! მოკლეთ რა გამოდის,სკვაზნოი გაატარა და მეორეც დაბრიდა.პრინციპში თეორიულად შესაძლებელია და მამენტ პრაქტიკულადაც(შეიძლება კი ვცდები,თუ ესეა შემისწორეთ)
კარგი იყო, კარგი
ესეიგი ჯონ ჰანტერმა ერთი გასროლით ორი ლომი რომ მოკლა მართალია და ნოსო 2 სროლით რომ 10 იხვს კლავს - ტყუილია ?!?!!?!?!?!?!? ნოსო, მე შენს ადგილას ავხმაურდებოდი !!!! რაქს ერჩით აბა იმ კაცს ?!?!?! იქენბა და ის იხვებიც ერთი-მეორეზე თავმიდებულები მოფრინავდნენ !?!?!?!?
გიორგი
არ ვიცი ერთი არ ვიცი, მაინცდამაინც ჯონ ჰანტერი უნდა იყო რომ დაგიჯერონ??? L:D
აი დრო გავა და გამოვა ჯონ ნოსოს წიგნიც და მერე იმის ისტორიებს დადებენ ასე ფორუმებზე .....
აჰაა.ესეიგი ხდება ხოლმე ეგეთები....ისე მე 2 კარასი მყავს დაჭერილი ერთად.. თან ბევრჯერ..
მე ამ სეზონზე არ მოვკალი ერთი სროლით ორი მწყერი? აგერ ბონე და იკოც იქ იყვნენ და ნახეს. დუპლით მყავს ორი ყურებიანი რაღაც მოკლული. ნუ ერთი სროლით ჯირაფი მოვკალი იორმუღანლოში, მეტი არ იყო უბრალოდ თორემ იმასაც დუპლით დავაგდებდი. პროსტო ოჩენ მალა მალა იყო.
ჭალიმგელა
გუშინ რაჭაში მგელი შემხვდა, რაღაცა არ ვევასე და თავი მოიკლა. სურათს დავდებ ხვალ.
დათო ბუ
ხვალ რაღაა, ბარემ ეხლავე ხიე..........
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
[quote name='დათო ბუ' date='Oct 4 2009, 02:10 AM' post='33556']
გუშინ რაჭაში მგელი შემხვდა, რაღაცა არ ვევასე და თავი მოიკლა. სურათს დავდებ ხვალ.
[/q
დათოს გაუმარჯოს , საღოლ როგორ დაასუიციდე ეგ მგელუკა?!
sio
შენც აქა ხარ ტო? მეტი დოზა მოუვიდა დააა გოიმი იყო.
sio
შენც აქა ხარ ტო? მეტი დოზა მოუვიდა დააა გოიმი იყო.
და კუჭმა უმტყუნა უეჭველი
ნადირობას თავს ვანებებ!
ქარგვა დავამუღამე და თან კეთილშობილური საქმეა!
აბა რას ვერჩი ამ საცოდავ ფრინველებს და ცხოველებს? ნწუ ნწუ ნწუ ნწუ! მთალი ცემი იარაღები გავყიდე იეფათ და ყაისნაღები და საქსოვი ჯოხები მოვიმარაგე რავი მალე ცვდებაო და!
იკა შენ გახარებას წინდები მომიქსოვე, ეხლა ყინვები რომ დაიწყება თევზაობა უნდა დავიწყო და დამჭირდება თბილი წინდები
ფეხის ზომა მომწერე და მა რას ვიზამ! როგორი უზორით გინდა?? რაც ჭრელია მით უკეთესო ხო??
http://pix.ge/
...არადა რეალურად აქ მოკლულია 5 კაჭკაჭი
Davitus
აბა დანარჩნეს არარეალურად გული გაუსკდა :D:D ?
ისე დავითუსი რამდნენ ჭილყვავსაც ანადგურებს....შეუძლია შეიცვალოს ფორუმული ნიკი "ყვავათი"
დათო რას იტყვი
ეუ მკვდარი ზღვა როა ხო იცით რააა... ხოდა ეგ მემოვკალი სიმონ!!! (ამაზე დიდი ტყუილი რაღა გინდათ )
მე ცხოვრებაში ტყუილი არ მითქვია და აქ რა მათქმევინებს ??
გუშინ დათვზე ვიყავი სანადიროდ და კობრები დავხოცე, მერე გამოვიარე და ტყეს ცეცხლი წავუკიდე, რატოომ? ვიფიქრე: კაცი დათვზე ვიყავი სანადიროდ და კობრები დავხოცე მეთქი, რად მინდა ეგეთი ტბა მეთქი და წავუკიდე, მერე ჰარი პოტერმა გადამიფრინა და იმან გადმომძახა: მოიდა პოლიციაო, მე კიდე ვუთხარი: წადი შენი დედაც მეთქი და ქვა ვესროლე, თავში მოხვდა და ჩამოვარდა, მივედი, ავიღე ცოცხი და გამოვკურცხლე სახლში, სახლში მისულს, ცოლმა სულ თავში მირტყა ის ცოცხი: მე ზეთი დაგაბარე და შენ ცოცხი მომიტანეოო??? რაღას ვიზამდი, ჩავედი და საზამთრო ვიყიდე, ეხლა იმ საზამთროს ვჭამ და ვფიქრობ: აბა არ დამეზარა ამხელა ტყუილის მოფიქრება და დაწერა მეთქიი?? ხოდა ჩემმა შინაგანმა ხმამ ამომძახა: წადი დაიძინეოოოო, დაიღალე, ცხელა, ამიტომ შენი ბრალი არ არისოოო, ზემოდან გაწვალებენ შე საცოდავოო........... ასე იყო ეს ამბავი.......
ვინ მოაწევინა ჩელეს???....
მაგიტო მევასება ოჩო...იცის პატივისცემა..
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)