თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ფლეიმი _ ახალი ხმა- თორნიკე აბრამიშვილი

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 12 2015, 16:19

მოგესალმებით მეგობრებო, ფორუმელებო, კლუბელებო, გამვლელებო და ჯერ კიდევ გაუვლელებო. newsmile05.gif მოკლედ რაშია საქმე.
ჩემი დის შვილი, თორნიკე აბრამიიშვილი ახალი ხმის კონკურსში იღებს მონაწილეობას, რომელიც ყოველ სამშაბათს გადის იმედის ეთერში. ამ ეტაპზე, ბრმა ქასთინგი გავლილი გვაქვს. წინ გვაქვს დარჩენილი: რინგი, უკეთეს შემთხვევაში ნოკაუტი და ყველაზე კარგ ვარიანტში: ფინალი. newsmile05.gif
თქვენი დახმარება კი გვჭირდება მხოლოდ ერთ რამეში. უბრალოდ შეხვიდეთ მის გვერდზე და მოინახულოთ მისი ნამღერი და სურვილის შემთხვევაში გააზიაროთ. ფინალში თუ გადავიდა, მერე უკვე სმს მხარდაჭერა, თუმცა ამას უკვე არავის გავალდებულებთ. ეს ყველაფერი თანხებთან არის კავშირში და ნამდვილად არ მინდა ვინმე იმის გამო, რომ სმს ვერ გამოგზავნა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს. სმს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგეწონებათ მისი ნამღერი და ანგარიშზეც თანხა გექნებათ. თუმცა მაგ ეტაპადე მივიდეთ ჯერ. newsmile05.gif ამ ეტაპზე კი მხოლოდ მისი გვერდის და ვიდეოს (იუთუბზე და აჭარანეტზე) მოწონება-გაზიარებას გთხოვთ...
მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის.

პატივისცემით: მე.... newsmile05.gif

ეს თორნიკეს ვოისის გვერდი: https://www.facebook.com/abram1shvili
ეს იუთუბზე მისი გამოსვლა: https://www.youtube.com/watch?v=CxxKsVT6qFg
ეს აჭარანეტზე: http://adjaranet.com/VVideos/main?video_id=465

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)