free little library
მოკლედ ეს პატარა თავისუფალი ბიბლიოთეკები გამოჩნდა ევროპაში არც თუ ისე დიდიხნის წინ და პოპულარობაც მოიპოვა...
http://www.radikal.ru
აი ეს გახლავთ ამ პატარა ბიბლიოთეკის ერთ ერთი უმარტივესი ნიმუში... ღია ცის ქვეშ ამგვარი ყუთები იდგმევა და შიგ ენთუზიაზმით აღსავსე წიგნომანები ალაგებენ წიგნებს, სანაცვლოდ სხვას იღებენ და ა. შ. ძალიან შეუწყო ხელი ამგვარმა გასართობმა ბიბლიოთეკებმა წიგნის პოპულარიზაციას...
http://www.radikal.ru
მოკლედ არსებობს ახალგაზრდა წიგნომანთა პატარა საზოგადოება, რომლებსაც დიდი ხანია სურდათ რამოდენიმე ბიბლიოთეკის დადგმა ქალაქში, თუმცა ფინანსების არ არსებობის გამო იდეა ჩავარდა. თავი ვერ მოება. ამ საზოგადოებაში გახლავთ ჩემი საცოლეც, მინდა დავეხმარო(თ)... გავაკეთო რამოდენიმე მსგავსი ბიბლიოთეკა და დავდგა, ადგილს მოგვიანებით შევარჩევ. დასაწყისისთვის 3 ან 4 ცალი რომ გავაკეთო... მე ხეზე მუშაობასთან ძალიან შორს ვარ, საერთოდ არ მეხერხება. რომ შევუკვეთი დურგალს ან ცეხს თანხები ძალიან შორს მიდის და ჯიბეგაფხეკილსტუდენტს არც მაგისი თავი მაქვს. წიგნებიც საყიდელი მაქვს...
http://www.radikal.ru
ბევრი რომ არ გავაგრძელო მჭირდება ენთუზიაზმით აღსავსე ხალხის დახმარება რომლებიც ხესთან ოდნავ მაინც მეგობრობენ, საჭირო მასალებს შევაგროვებ სამეგობროში და დამზადებაში რომ დამეხმარონ. სასიკეთო საქმეა და ვფიქრობ ცდად ღირს. ერთი ბავშვიც რომ მიბრუნდეს წიგნებისკენ ამის საშუალებით ესეც უდიდესი საქმე იქნება.
წიგნებით დაგეხმარები.
მაგას შარდენზე თუ დადგავ და ისიც დაცვას მიუჩენ თორემ ვინ გააჩერებს ბიჯო!მით უმეტეს ზამთრის პერიოდში
დღეს ორი დიდი ყუთი გეოლოგიური თუ რაღაც მაგარი წიგნები კინაღამ გადავყარეთ და ხვალ ბუკინისტებში უნდა გაბარიგდეს
Don-G
გაიხარე
ადგილებს ისეთს შევარჩევ სადაც მეტნაკლებად კამერები აფიქსირებს, მაინც საქართველოა...
ესეც ყველაზე მარტივი კონსტრუქციები ავარჩიე... რავიცი იქნებ გამოვიდეს.
http://www.radikal.ru
T A M P L I E R
კი მაგის საშიშროება არსებობს, მაგრამ არც ასეა საქმე. მიხეილ ტყებუჩავა იგივე "მებაღე" გახლავთ ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ სადარბაზოში დიღომში გააკეთა არც თუ ისე პატარა ბიბლიოთეკა და დღესაც არსებობს, სრულიად ღიაში დაუცველად. შარშან ვესტუმრეთ და წიგნებით მოვამარაგეთ. თუ ის არ გაძარცვეს, იქნებ არც ამას გაეკარონ, რავიცი მაინც წიგნებია, გასაყიდი ფასი მაგას არ აქვს ღირებული...
http://www.radikal.ru
თუ მასალა უშნო იქნება მხატვარი მეგობრები მყავს რამოდენიმე და მოვახატინებ.
გასათბობი მასალაა უგუნურთათვის სამაგიეროდ
ხოო მაგრამ არამგონია გასათბობი საშუალება პუშკინის სკვერში ან მთაწმინდის პარკში ეძებონ, კამერების წინ... რავიცი ვცდი ყოველშემთხვევაში, თუ გამოვა ხომ კარგი თუ არა და მოგვჭამა ჭირი.
ეგ იდეა დიდი ხნის წინ მქონდა მე, გავაკეთე კიდევაც ერთი დავდგი და თავიდან ფანჯარა ცალეწეს, მერე სოფელში ვიყავი და დედაბუდიანად გააქრეს, ვანდალი და დედამოტ**ული ხალხი საქართველოში არ ილევა.
მაშინ კამერები არ იდგა ქუჩებში, ახლა შეიძლება მცდელობა, ოღონდ კამერის ქვეშ უნდა დადგეს თავიდან და უნდა მიწეროს რომ კონტროლოდება კამერით.
თავიდან წიგნები უნდა ჩაიდოს კითხვადი და ნაკლებად ღირებული, ასევე უნდა დაეწეროს, როგორც აიღებთ ასევე თქვენც დადეთ რამე წიგნი თქო.
შეიძლება გაამართლოს, იქნებ შეეცვალა ხალხს ცოტა მენტალობა.
მაგის გაკეთება მარტივია, მე ადრე ინტერენტში მოვიძიე სქემა და ჩემით გავაკეთე, ერთადერთი აუცილებლად ჩარჩოსთვის კუთხის მოსაჭრელი თარგი დაგჭირდება, მასალა, 2 პეტლი, მინა, ხერხი და ლურსმნები, სახურავი ხის არ უნდა დარჩეს თორემ მალევე დალპება
ხეს ბოლოს შეღებვა უნდა, ტერმიტები რომ არ გაუჩნდეს
ვანდალები ევროპაშიც არიან.....სადაც ეს ბიბლიოთეკები არსებობს, იქ რა ბავშვები გადაჭარბული სიცელქით არ გამოირჩევიან ?!
მაგრამ ზრდასრულ ვანდალებზე რა გითხრა აბა.....
ავტომანქანიდან სიგარეტის ნამწვის გადმოგდება და სხვა ნაგავის გადმოყრა შუა გამზირებზე და ა.შ. სანამ იქნება არანაირი აზრი არ ექნება ამ ლამაზ და საინტერესო წამოწყებას....
მააქსიმუმ დაცულ ტერიტორიაზე ვიდეო თვალითურთ, შეიძლება კიდევაც ქონდეს თეორიული დანიშნულება ამდაგვარ ბიბლიოთეკას
მე ძალიან ახლოს ვარ ხის ყველანაირ დამუშავებასთან, არ მაქვს სურვილი ნაოფლარის და ნაშრომის განადგურებას ვუცქიროოო....
ძალიან სასიამოვნო თუ ვცდები.
მოეწონა იდეა. ჩარჩო ყველაზე ნაკლები პრობლემაა. გენოს ცეხი და მისი ჯანი. აი გაუზრდელების მენტალიტეტია პრობლემა.
ი დღეს გენოს და ჩავლეს ღია აივანზე ასულა ვიღაც 2 ნაბიჭვარი. ჯერ შუა აივანზე მოუჯვავთ, მერე ბეტონის ნამსხვრევებს ესროდნენ ეზოში დაყენებულ მანქანებს. ჩავლეს ახალი მანქანაც 600 ლარიან მალიარკაზე აღმოჩნდა. მოდი და ესეთს მოთხოვე კულტურა
ნიკა მივესამლმები მაგ იდეას, მაგრამ საქართველოში რამდენად შეისხამს ფრთებს არ ვიცი. ისე შენს გვერდზე მიგულე.
რაღაცის გაკეთება შემიძლია.....!
შემეხმიანე ფეისბუქით ან საერთო ნაცნობის საშუალებით. (თედო)
nik@a
ხოშიანი იდეაა, საღოლა ნიკაჯან, საღოლა. მე რითიც შევძლებ აქ ვარ....
ერთ სუსხიან დილას ამერიკაში ერთი ადამიანი კაფეში შევიდა, ცხელი ყავა მოითხოვა,
დალია ეს ყავა, ამოიღო ჯიბიდან 2 ყავის ფული და ბარმენს უთხრა, თუ ვინმე მოვა და
ყავის ფული არ ექნება, იმას დაალევინეო.......
ეს ამბავი ზოგმა იქვე მოისმინა, ზოგმა მერე გაიგო და იმხელა მაშტაბები მიიღო,
რომ იმ შტატში ყოველ დილით კაფეებში გაჭირვებულებს უფასოდ ასმევდნენ ცხელ ყავას....
აქ რომ გამყიდველს ერთის ნაცვლად ორი ნაყინის ფული დაუტოვო და
უთხრა, ვინმე ბავშვს მიეცი ნაყინი თუ ფული არ ექნაო, მისცემს?
ვცადოთ და ხო ვნახავთ რაც მოხდება გვეცოდინება მაინც ღირს თუ არა მასშტაბურად ამის გაკეთება,მე ერთი იდეაც მაქვს ყუთების განთავსებას დაკავშირებით თუ უარყოფითი შედეგი არ მოყვა და თავი არ მოგვეჭრა საერთოდ
ისეთ ადილებში განვათავსოთ სადაც ხშირად დადიან ტურისტები და თუ საშუალება იქნა უცხოენოვანი წიგნებიც ჩავდოთ იქ
მაგრამ ის არ მინდა მოხდეს რომ იმ ტურისტებმა ნახონ ჩვენი უკულტურობა და ნახონ ჩალეწილი ყუთები დახეული წიგნები და ა.შ
რავიცი აბა თქვენ რას იტყვით ამ საკითხზე ?
მაგარი იდეაა,მომეწონა მაგრა
მაგრამ ჩვნეთან ეგ არარსებობს,ჩვენ ქართველები ხო უღირსი და ყოვლად უარგისები ვართ!!!??? ასე რომ ჩვენთან არ გამოვა ეგ:(
ვცადოთ. თუ გავაკეთებთ მაგას რა ჯობს? მაგრამ ერთი საკითხია. მერიას უნდა მივმართოთ ადგილის გამოყოფაზე. თუ ეს გაკეთდა მივაწერთ ოჩოპინტრე.გე-ს და მაგაზე მაგარი რეკლამა აღარაფერია.... ასე რომ ცდად ღირს...
ჩელე
პახოდუ სამონადირეო ლიტერატურა ჩავდოთ
თუნდაც.... ))
Davitus
Don-G
მე კრახი განვიცადე გოჩაჯან, თანაც 1 კვირა ვაკეთებდი მაგ "კუკუშკინ დომს".
ხოდა მზად ვარ მორიგი კრახ... ტფუი, მორიგი მცდელობისთვის
კარგი აზრია მარა აქ კლდე რო დაგრჩეს გარეთ იმას მოგპარავენ
მოკლედ ახლა მე ჩემსას მოგახსენებთ, დანარჩენი შემდეგ ვნახოთ...
იმას რომ ნაბიჭვარს და უკულტუროს ვერ გამოლევ ფაქტია... თუ ისეთ ადგილებს შევარჩევთ რომელსაც კამერები აფიქსირებს ყუთების დაზიანებას მეტნაკლებად გამოვრიცხავთ... მეტი მეტი წიგნები აიღონ და უკან არ დააბრუნონ, ამას კი ჩემ თავზე ვიღებ, ჩემი საკუთარი წიგნებით შევავსებ... წიგნომანებსაც დავიხმარებ, ყველაზე მეტად ყუთების დამზადება ჭირს ჩემთვის ყოველშემთხვევაში, ანუ ერთი კაცისთვის... დავეხმაროთ ამ პატარა საზოგადოებას, თუ გაპიარდება (რაც ჩვენზეა დამოკიდებული) ხომ რეკლამა თავისთავად იქნება, თანაც ოჩო იურიდიული პირია და ასეთი სოციალური აქცია საზოგადოებაში დადებით განწყობას გამოიწვევს... წიგნებს, მეტნაკლებად მასალებს პირადად ავიღებ ჩემ თავზე...
nik@a
nik@a
მალადეც ჯიგარსონ კაი იდეაა ....
nik@a
ჩამოვყალიბდები და მოგაწვდი ყველაფერს ჯიმა... ზომები სიგრძე, სიგრძე 40, სიგანე 30, სიმაღლეც 30 დაახლოებით რა. 10, 15 მდე წიგნი რომ ჩაეტიოს თავისუფლად. მერე მეტრიანს ავიღებ და ზუსტ ზომებს გეტყვი.
გასაგებია უკვე მილიმეტრებში თუ ავცდით ეგ არაფერი
არც მილიმეტრებს, არც სანტიმეტრებს მნიშვნელობა არ აქვს. არც ხის სილამაზეს. გავალამაზებინებ მერე მხატვრებს :პ მთავარია 10, 15 წიგნი ჩაეტიოს.
არააპრობლემა დავაჩაქუჩებ
რა გვინდა : ხერხი,ჩაქუჩი,ლურსმანი,საზომი,
ბოლომდე არ იწერება პოსტი რა ხდება ? ნაწილი დაიწერა ნაწილი არა
ჭალიმგელა
დავუკავშირდებით დევიდ, დავუკავშირდებით. საჩქარო არაფერია, ახლა ისეთი პერიოდია რომ ყველა გადატვირთულია. თავის დროზე ყველაფერი...
ხარაშო შენ დაგელოდები
მოკლედ ნიკა მე დღეს გავარკვიე ფიცრების ამბავი ერთიანი ფიცრებია დაახლოებით 10x100-ზეა,მგონი წიფელაა,თუიცი "პადონი" რაც არის მაგის ფიცრებია,რაოდენობაც არის კიდე გავარკვიე ლამინატის "ატხოდის" ამბები მოსაპირკეთებლად და რაღაც პონტები არის რა
მაგის დასამზადებლად ყველაზე იაფი და გამძლე, ფანერაა....
ფიჭვის ფიცარი მაქვს, რამდენი დაგჭირდებათ მითხარით და მოგცემთ.
მადლობა მეგობრებო...
შალვა
ბატონო შალვა ახლა საგამოცდო პერიოდია და ყველა დაკავებული ვართ ძალიან. თვის ბოლოსკენ შეგეხმიანებით თუ შეძლებთ დახმარებას დიდად მადლობელი დაგრჩებით... ბევრი არ დაგვჭირდება თანაც ნარჩენებიც გამოგვადგება.
megreli
nik@a
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)